8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01096 Rx · რეცეპტით

ემკორ H®

EMCOR H®

2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ემკორ H®, 2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ემკორ H-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების - ბისოპროლოლის ფუმარატის 2.5 მგ-ს და ჰიდროქლორთიაზიდის 6.25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ემკორ H წარმოადგენს ბისოპროლოლისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს. ბისოპროლოლი - სელექციური ბეტა1-ადრენობლოკატორი შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობისა და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტის გარეშე. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა (მოსვენებისა და დატვირთვის დროს) და გულის წუთმოცულობას, დარტყმითი მოცულობის შემცირების გარეშე. თრგუნავს ატრიო-ვენტრიკულურ გამტარობას, ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და თირკმლების მიერ რენინის სეკრეციას. ახასიათებს ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური მოქმედება. ჰიდროქლორთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი. ნეფრონის დისტალურ მილაკებში არღვევს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის რეაბსორბციას, აძლიერებს კალიუმისა და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოდევნას, ხელს უწყობს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას. დიურეზული ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 4 საათში და მოქმედება 12 საათამდე გრძელდება. ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, სისხლძარღვის კედლის მგრძნობელობის შეცვლით, სისხლძარღვებზე შემავიწროებელი მოქმედების საშუალებების პრესორული თვისებების შემცირებით და განგლიებზე დეპრესორული მოქმედების გაძლიერებით. შიგნით მიღების შემდეგ ბისოპროლოლი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე და შეადგენს 90%-ს. Cmax მიიღწევა 1-3 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 30%. ღვიძლში “პირველადი გავლის” ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული. T1/2 შეადგენს 10-12 საათს. შიგნით მიღების შემდეგ ჰიდროქლორთიაზიდის 60-80% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1.5-3 საათში. ჰიდროქლორთიაზიდი მეტაბოლიზდება მცირე რაოდენობით. პლაზმიდან ჰიდროქლორთიაზიდის გამოყოფა ორ ფაზიანია: საწყის ფაზაში T1/2 შეადგენს 2 სთ-ს, ტერმინალურ ფაზაში (მიღებიდან 10-12 საათის შემდეგ) - დაახლოებით 10 სთ-ს. მიღებული დოზის 50-75% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით.

02

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა.
03

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით. პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებით და გულის ქრონიკული უკმარისობით (სტაბილიზაციის ფაზაში - უკანასკნელი 6 კვირის მანძილზე გამწვავების გარეშე) ინიშნება დღიური დოზა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე დასაშვებია ექიმმა შეცვალოს დოზირების რეჟიმი ტიტრაციის მეთოდის გათვალისწინებით. პაციენტებში თირკმლის ფუნქციების დარღვევით, ასევე ხანდაზმული პაციენტებში დოზის კორექცია ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით. რეკომენდებულია ემკორ H დაინიშნოს დილით უზმოზე ან საუზმის დროს, გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად. ემკორ H-ით მკურნალობის უცბად შეწყვეტა არ შეიძლება, მკურნალობის კურსი წყდება დოზის თანდათანობით შემცირების გზით. მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს.

04

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები სუსტად ან ზომიერად ვლინდება და ძირითადად გარდამავალი ხასიათისაა. თერაპიული კურსის დასაწყისში შესაძლოა დროებით გამოიხატოს დარღვევები: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ფსიქიკური დარღვევები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ატრიო-ვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები, რეინოს სინდრომის დროს გარდამავალი კოჭლობისა და ძირითადი კლინიკური სიმპტომების გაღრმავება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში; ჰიდროქლორთიაზიდის მცირე დოზით შემცველობის გამო გვერდითი მოვლენები წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლერემიული ალკალოზი, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალციემია) ძალზე იშვიათად ვითარდება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა; მხედველობის ორგანოების მხრივ: ცრემლის გამომუშავების შემცირება, კონიუნქტივიტი; ერთეულ შემთხვევაში: კანის სიწითლე და ქავილი, ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება, ალერგიული რეაქციები; ფსორიაზის გამოვლინებების გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარის არსებობა. წინასწარგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.

05

უკუჩვენებები

კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ.ვწყ.სვ); ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ანურია, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისა (ასევე, სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი) და ჰიდროქლორთიაზიდისადმი მაღალი მგრძნობელობა. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 100 მმ.ვწყ.სვ) დროს.

06

განსაკუთრებული მითითებები

ბისოპროლოლი სიფრთხილით ინიშნება ფსორიაზით დაავადებულებში, ან ოჯახურ ანამნეზში ფსორიაზის არსებობის დროს, შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის ფაზაში, ალერგიული რეაქციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ბისოპროლოლი მხოლოდ ალფა-ადრებლოკატორების მიღების შემდეგ გამოიყენება. ქირურგიული ჩარევების დროს საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება ბისოპროლოლით მკურნალობის თაობაზე. პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის. მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს. პრეპარატი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას. ბისოპროლოლმა რეზერპინთან, ალფა-მეთილდოფასთან, კლონიდინთან, სათითურას პრეპარატებთან ან გუანფაცინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლოა გამოხატული ბრადიკარდია გამოიწვიოს. ბისოპროლოლის მიღების ფონზე არ ინიშნება ვენაში საინიექციო კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიარითმული საშუალებები. ერგოტამინის წარმოებულების ერთდროულად მიღებამ შესაძლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების გაძლიერება გამოიწვიოს. გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალიემიის, ასევე ორთოსტატიური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ზოგიერთ შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შესაძლოა ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული, ჰიპოტენზიური და ნატრიუმის იონების გამოდევნის ეფექტების შემცირება გამოიწვიოს. ჰიდროქლორთიაზიდი ლითიუმის კლირენსის შემცირებასა და ლითიუმით მოწამვლის რისკის გაზრდას იწვევს. ამიტომ აღნიშნული საშუალებების ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.

07

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რაც ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტენზიით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით ვლინდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება. ამ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია.

08

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25 oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

09

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

10

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს N რ - 001522 25.05.2006

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ბისომორი, 5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ბისომორი

5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან5.14 ₾
ჰიპოთიაზიდი, 25მგ ტაბლეტი #20

ჰიპოთიაზიდი

HYPOTHIAZID

25მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
დან5.94 ₾
ბისენიუსი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისენიუსი

Bisenius 5mg

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან6.15 ₾
ბისოგამა ®, 5მგ ტაბლეტი #30

ბისოგამა ®

BISOGAMMA®

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი WORWAG Pharma, გერმანია
დან6.15 ₾
ბისოპროლოლი - ნორმონი, 5 მგ ტაბლეტი #30; 10 მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი - ნორმონი

Bisoprolol – Normon

5 მგ ტაბლეტი #30; 10 მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი Normon, ესპანეთი
დან6.77 ₾
ენალაპრილ H®, 10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილ H®

ENALAPRIL H®

10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.88 ₾
არჯელონ HL, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

არჯელონ HL

Argelon HL

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან7.16 ₾
ავეკორი, 10მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან7.24 ₾
ჰიპოთიაზიდი, 100მგ ტაბლეტი #20

ჰიპოთიაზიდი

HYPOTHIAZID

100მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
დან7.40 ₾
ავეკორი, 5მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან7.60 ₾
ემკორ ® 5, 5მგ ტაბლეტი #30

ემკორ ® 5

EMCOR ® 5

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან7.62 ₾
ბისოპროლოლი, 5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი

5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან7.64 ₾
რიზოპროლი, 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

რიზოპროლი

RIZOPROL

5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან7.64 ₾
სობიკორი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

სობიკორი

Sobycor

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან7.64 ₾
ბისენიუსი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისენიუსი

Bisenius

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან7.95 ₾
ბისოგამა ®, 10მგ ტაბლეტი #30

ბისოგამა ®

BISOGAMMA®

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი WORWAG Pharma, გერმანია
დან7.97 ₾
ავეკორი, 2.5მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

2.5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან8.07 ₾
ემკორ ® 2 . 5, 2.5მგ ტაბლეტი #30

ემკორ ® 2 . 5

EMCOR ® 2 . 5

2.5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან8.07 ₾
ბისენიუსი, 2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)

ბისენიუსი

Bisenius 2.5mg

2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)

ბისოპროლოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან8.08 ₾
ლიზპრეს ფორტე, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ლიზპრეს ფორტე

20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან8.30 ₾
ტრიტაცე, 5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ტრიტაცე

5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან8.89 ₾
ენაპი H, 10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

ენაპი H

Enap H

10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.03 ₾
ენოზიდი H, 10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი H

Enozid H

10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.04 ₾
ენაპი ®-HL 20, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენაპი ®-HL 20

Enap®-HL 20

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.17 ₾
კო-დიოვანი, 160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14

კო-დიოვანი

160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა სტეინი, იტალია
დან9.39 ₾
ემკორ ®10, 10მგ ტაბლეტი #30

ემკორ ®10

EMCOR ®10

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან9.82 ₾
რილეის პლუსი, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

რილეის პლუსი

20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან9.86 ₾
Losartan, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Losartan

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან11.16 ₾
კოლოსარ-დენკი 50/12.5, 50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

კოლოსარ-დენკი 50/12.5

CoLosar-Denk 50/12.5

50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან11.16 ₾
ლორისტა H, 50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H

Lorista H

50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან11.16 ₾
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან11.16 ₾
კონკორ კორ, 2.5მგ ტაბლეტი №30

კონკორ კორ

2.5მგ ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი მერკი, გერმანია
დან11.19 ₾
არჯელონ H, 5მგ/25მგ ტაბლეტი #30

არჯელონ H

ARGELON H

5მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.23 ₾
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25, 50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი

კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25

Captopril+HCT Denk 50/25

50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან12.54 ₾
კო დიროტონი®, 10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30

კო დიროტონი®

CO DIROTON®

10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან12.54 ₾
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 50მგ+25მგ ტაბლეტი №30

კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

50მგ+25მგ ტაბლეტი №30

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან13.05 ₾
ლოზატენზი, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლოზატენზი

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან13.10 ₾
კონკორი, 5მგ ტაბლეტი №50

კონკორი

5მგ ტაბლეტი №50

ბისოპროლოლი მერკი, გერმანია
დან13.14 ₾
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5, 20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5

ENA+HCT-Denk 20/12.5

20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
დან13.25 ₾
კო-ირდა, 300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კო-ირდა

Co-Irda

300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.39 ₾
კო-ირდა, 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კო-ირდა

Co-Irda

150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.99 ₾
კაპტოპრილი HCT დენკი, 50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი HCT დენკი

50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი
დან14.98 ₾
კვადრიცა H ფორტე, 20მგ/25მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H ფორტე

QUADRICA H forte

20მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.02 ₾
კვადრიცა, 20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

კვადრიცა

20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან15.03 ₾
ტენზიპრილი, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან15.09 ₾
ამპრილანი ჰდ, 5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ამპრილანი ჰდ

Amprilan HD

5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.14 ₾
ტენზიპრილი H, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან15.14 ₾
ლოზატენზი RM, 100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM

100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.29 ₾
ლოზატენზი RM(H), 50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM(H)

50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.33 ₾
Captopril Hidroclorotiazida, 50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

Captopril Hidroclorotiazida

50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი
დან15.35 ₾
კვადრიცა H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H

QUADRICA H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.90 ₾
კო დიროტონი®, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო დიროტონი®

CO DIROTON®

20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან15.90 ₾
ვალსაკორი H, 160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი H

160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.52 ₾
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან16.52 ₾
Concor, 10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

Concor

10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან16.56 ₾
კო-ვალტანი, 80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14

კო-ვალტანი

CO-VALTAN

80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.44 ₾
პოლიტენზა, 5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

პოლიტენზა

5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან17.75 ₾
პოლიტენზა -Polytenza, 25მგ №30

პოლიტენზა -Polytenza

25მგ №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან17.75 ₾
ჰარტილი®-D, 5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან17.92 ₾
ვალსაკორი HD, 160მგ+25მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი HD

160მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან18.71 ₾
ნონბლონ H, 5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ნონბლონ H

NONBLON Н

5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ნებივოლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან18.73 ₾
ლორისტა HD, 100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა HD

Lorista® HD

100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან19.16 ₾
ლორისტა H100, 100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H100

Lorista H100

100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.88 ₾
ალოტენდინი, 5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან25.00 ₾

ნევილოლ H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ნებივოლოლი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან25.44 ₾
ტენზიპრილი HD, 5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი HD

5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან25.45 ₾
ალოტენდინი, 5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ალოტენდინი

5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი ეგისი, უნგრეთი
დან26.83 ₾
ნოლაქსენი, 25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ნოლაქსენი

Nolaxen

25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ჰიდროქლორთიაზიდი + სპირონოლაქტონი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან29.76 ₾
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან30.61 ₾
კო-ვამლოსეტი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო-ვამლოსეტი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა-რუს, რუსეთის ფედერაცია
დან31.25 ₾
პრესტილოლი, (5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით

პრესტილოლი

prestilol

(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით

ბისოპროლოლი + პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან32.27 ₾
ნაპრილ-H ბენე ფარმი, 10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ნაპრილ-H ბენე ფარმი

10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან37.17 ₾
კასარკი H, 16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კასარკი H

16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან37.40 ₾
სარტონი პლუსი, 16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

სარტონი პლუსი

SARTON PLUS

16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან44.20 ₾
კასარკი HD, 32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კასარკი HD

32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან51.17 ₾
ექსფორჯი H, 5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ექსფორჯი H

5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა, თურქეთი
დან59.91 ₾

აკკუზიდი

ACCUZIDE

20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + Quinapril ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
ალოტენდინი, 5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ალოტენდინი, 10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ამპრილანი ჰლ

Amprilan HL

2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ბელანჟი, 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბელანჟი

Belanj

2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
Rx · რეცეპტით

ბიდოპი

Bidop

2.5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ბიდოპი®, 10მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბიდოპი®

Bidop®

10მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ბიდოპი®, 5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბიდოპი®

Bidop®

5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ბისოპროლოლ რატიოფარმა

BISOPROLOL-RATIOPHARM

10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ბისოპროლოლი - APO, ბისოპროლოლი 5 მგ, #100; ბისოპროლოლი 10 მგ, #100

ბისოპროლოლი - APO

Bisoprolol - APO

ბისოპროლოლი 5 მგ, #100; ბისოპროლოლი 10 მგ, #100

ბისოპროლოლი Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით
ბისოპროლოლი ლეკი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ლეკი

BISOPROLOL LEK

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი Salutas Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ბისოპროლოლი ლეკი

BISOPROLOL LEK

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი Salutas Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
ბრიუსარტანი, 50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
გამალიზინი-H, 10/12.5მგ ტაბლეტი #20

გამალიზინი-H

GAMALIZIN-H

10/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ეკლიპსი-სანოველი პლუსი, 50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეკლიპსი-სანოველი პლუსი

EKLIPS-sanovel Plus

50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ენალაპრილი H ნეო, 10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი H ნეო

ENALAPRIL H NEO

10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენოზიდი-HL, 10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი-HL

Enozid HL

10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი, 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ესანტილ პლუსი

Esantil plus

150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი, 300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ესანტილ პლუსი

Esantil plus

300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარლონი პლუსი, 20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

კარლონი პლუსი

Carlon Plus

20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კვადრიცა H მიტე, 10/12.5მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H მიტე

QUADRICA H mite

10/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კო-ენალაპრილ H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

კო-ენალაპრილ H

CO-ENALAPRIL H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
კო-მირატი, 8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30

კო-მირატი

Co-Mirat

8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

კო-რენიტეკი

CO-RENITEC

20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით
კორექტინი, 5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

კორექტინი

CORECTIN

5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ბიოფარმი, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
კორონალი, 10მგ ტაბლეტი #30

კორონალი

Coronal

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით
კორონალი, 5მგ ტაბლეტი #30

კორონალი

Coronal

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით
ლიზინოკორ H®, - 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ლიზინოკორ H®

LISINOCOR H®

- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლოზაპი პლუსი, 50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი პლუსი

Lozap Plus

50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

5მგ+5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

sobycombi

10მგ+5მგ ტაბლეტი №60

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ტირეგის-D, 80მგ/25მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-D

Tiregis-D

80მგ/25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ტირეგის-D, 80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-D

Tiregis D

80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan ACTAVIS, მალტა
Rx · რეცეპტით
ტირეგის-დ, 40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-დ

Tiregis D

40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan ACTAVIS, მალტა
Rx · რეცეპტით
ტრიამპურ კომპოზიტუმი, 25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50

ტრიამპურ კომპოზიტუმი

TRIAMPUR COMPOZITUM

25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50

ჰიდროქლორთიაზიდი + Triamterene ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ჰარტილი®-D, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ჰიდროქლოროთიაზიდი BP

Hydrochlorothiazide BP

25მგ ტაბლეტი №1000

ჰიდროქლორთიაზიდი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.