მონოგრაფია Nº 01129 Rx · რეცეპტით
ენოზიდი H
Enozid H
10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20
დან9.04 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ენალაპრილი (Enalapril maleate) ჰიდროქლორთიაზიდი (Hydrochlorothiazide)
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
ენოზიდი-H - Enozid H 10მგ/25მგ 20 ტაბლეტი
0.45 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗9.04 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
ენალაპრილ H®
ENALAPRIL H®
10მგ/25მგ ტაბლეტი #20
ენაპი H
Enap H
10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
ენაპი ®-HL 20
Enap®-HL 20
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5
ENA+HCT-Denk 20/12.5
20მგ/12 5მგ ტაბლეტი
ნაპრილ-H ბენე ფარმი
10მგ+25მგ ტაბლეტი №100
ენალაპრილი H ნეო
ENALAPRIL H NEO
10/25მგ ტაბლეტი #20
ენოზიდი-HL
Enozid HL
10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20
კარლონი პლუსი
Carlon Plus
20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20
კო-ენალაპრილ H
CO-ENALAPRIL H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-რენიტეკი
CO-RENITEC
20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ენალაპრილის მალეატს - 10 მგ;
ჰიდროქლოროთიაზიდს – 25 მგ ან 12.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი Sunset Yellow FCF (E110) (ენოზიდ HL (აშ ელ) ).
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის (ენოზიდ H (აშ)) და ატმის ფერის (ენოზიდ HL (აშ ელ)), მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით;
ფარმაკოლოგიური თვისებები
ენოზიდ H (აშ) და ენოზიდ HL (აშ ელ) წარმოადგენს კომბინირებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას.
მის შემადგენლობაში შედის აგფ ინჰიბიტორი (ენალაპრილის მალეატი) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი). ენალაპრილის მალეატი აბლოკირებს ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტს, რაც თავის მხრივ აფერხებს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის პროცესს. ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირება მეორადად იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის გაზრდას და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითებას. ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია ენალაპრილის მეტაბოლიტს – ენალაპრილატს. იგი აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას, სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას, გულის კუნთისა და სხვა ორგანოების ჟანგბადით მომარაგების გაზრდას. ჰიდროქლოროთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი. იგი ამცირებს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის იონების რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ მილაკებში; ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატის იონების გამოყოფას; იწვევს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ენალაპრილის 60%. პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 3-4 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი სტაბილური კონცენტრაცია – 4 დღის შემდეგ.
ღვიძლში ენალაპრილი განიცდის ჰიდროლიზს ენალაპრილატამდე, რომელსაც ახასიათებს ფარმაკოლოგიური ეფექტი.
პრეპარატის მიღებიდან 4 დღის შემდეგ ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სტაბილური ხდება და შეადგენს 11 სთ-ს.
პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ჰიდროქლოროთიაზიდის 60-75%. დიურეზული ეფექტი აღინიშნება 2 სთ-ის, ხოლო მაქსიმალური - 3-4 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 12 სთ-მდე. ენალაპრილის მალეატისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ავლენს უფრო გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მათგანი. ამასთანავე ენალაპრილის მოქმედების შედეგად მცირდება თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი. პრეპარატის კომპონენტების ჰიპოტენზიური ეფექტების ერთობლიობა იწვევს პრეპარატის თერაპიული ეფექტის შენარჩუნებას 24 სთ-ის განმავლობაში.
ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად უცვლელი სახით.
ჩვენებები
- ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. ენოზიდ H (აშ)-ისა და ენოზიდ HL (აშ ელ)-ის მიღება არ არის დაკავშირებული საკვებთან, რეკომენდებულია მისი მიღება ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს ერთხელ დღეში. არასაკმარისი თერაპიული ეფექტის დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შეზღუდული არ არის.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი რეკომენდებული დოზით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდით მოვლენებს აქვს გარდამავალი ხასიათი და, როგორც წესი, ისინი არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული);
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ხმის შეცვლა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება;
სისხლის სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი;
სხვა: წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (სხეულის ტემპერატურის მომატება, ართრალგია, მიალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია).
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტებისადმი ან სხვა აგფ ინჰიბიტორებისადმი მომატებული მგრძნობელობა; ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების ფონზე განვითარებული ანგიონევროზული შეშუპება; პორფირია; ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი < 0.5 მლ/წმ); ანურია; ბავშვთა ასაკი, რადგანაც პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობის დროს (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი) უკუნაჩვენებია.
ენალაპრილი და ენალაპრილატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან დიურეზული საშუალებების გამოყენებით, დიარეითა და ფაღარათით გამოწვეული წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი. საჭიროა პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ცალმხრივი სტენოზი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტის გამოხატული სტენოზი ან გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა.
ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესანტებთან და სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია, ამიტომ საჭიროა სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობენ სულფანილამიდებით და სულფანილშარდოვანას ჯგუფის დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებებით ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის განვითარების გამო.
ენოზიდ H (აშ)-ითა და ენოზიდ HL (აშ ელ)-ით მკურნალობის დასაწყისში, სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დიურეზული საშუალებებით მკურნალობის შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნორმოალბუმინურია, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ თირკმლის ფუნქციური რეზერვის განსაზღვრის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების ან ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ავადმყოფს უტარდება ადეკვატური მკურნალობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: პაციენტს უნდა მივაღებინოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ოდნავ ქვემოთ.
რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, შემდგომში – გააქტივებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების მიღება. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის, აუცილებლობისას – ანგიოტენზინ II-ის შეყვანა.
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას აძლიერებს დიურეზული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, მეთილდოპა, ნიტრატები, კალციუმის არხების ბლოკატორები, ჰიდრალაზინი, პრაზოზინი, ალკოჰოლი. კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი ან ტრიამტერენი) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება ჰიპერკალიემიის განვითარება.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია დააქვეითოს პრეპარატის ეფექტურობა.
ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებით ძლიერდება ლითიუმით გამოწვეული გვერდითი მოვლენები.
ციმეტიდინი ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.
პრეპარატის თეოფილინთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ენალაპრილი
ENALAPRIL
5მგ ტაბლეტი #20
ენალაპრილი
10მგ ტაბლეტი №20
ენაპი
Enap
5მგ ტაბლეტი №20
ენაპი
Enap
10მგ ტაბლეტი №20
ენალაპრილი ნორმონი
10მგ ტაბლეტი №28
ენა-დენკი 10
Ena-Denk 10
10მგ ტაბლეტი #30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
25მგ ტაბლეტი #20
ენაპი
Enap
20მგ ტაბლეტი №20
არჯელონ HL
Argelon HL
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ენა-დენკი 20
Ena-Denk 20
20მგ ტაბლეტი #30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
100მგ ტაბლეტი #20
ლიზპრეს ფორტე
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ტრიტაცე
5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
კო-დიოვანი
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14
ბერლიპრილი® პლუსი
BERLIPRIL PLUS
10მგ/25მგ ტაბლეტი №30
ენალაპრილი
ENALAPRIL
20მგ ტაბლეტი #20
რილეის პლუსი
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
Losartan
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
კოლოსარ-დენკი 50/12.5
CoLosar-Denk 50/12.5
50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
ლორისტა H
Lorista H
50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
100მგ+25მგ ტაბლეტი №28
არჯელონ H
ARGELON H
5მგ/25მგ ტაბლეტი #30
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25
Captopril+HCT Denk 50/25
50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
კო დიროტონი®
CO DIROTON®
10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
50მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
კო-ირდა
Co-Irda
300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კო-ირდა
Co-Irda
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კაპტოპრილი HCT დენკი
50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
კვადრიცა H ფორტე
QUADRICA H forte
20მგ/25მგ ტაბლეტი #30
კვადრიცა
20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ტენზიპრილი
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი ჰდ
Amprilan HD
5მგ/25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM
100მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM(H)
50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
Captopril Hidroclorotiazida
50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კვადრიცა H
QUADRICA H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
კო დიროტონი®
CO DIROTON®
20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ვალსაკორი H
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვალტანი
CO-VALTAN
80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ვალსაკორი HD
160მგ+25მგ ტაბლეტი №28
ნონბლონ H
NONBLON Н
5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლორისტა HD
Lorista® HD
100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ენეასი
Eneas
10მგ+20მგ ტაბლეტი №30
ლორისტა H100
Lorista H100
100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ნევილოლ H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი HD
5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ლერდაპრილი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ნოლაქსენი
Nolaxen
25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ელირნო
elyrno
10მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
კასარკი H
16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ელირნო
Elyrno
20მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
სარტონი პლუსი
SARTON PLUS
16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
კასარკი HD
32მგ+25მგ ტაბლეტი №30
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აკკუზიდი
ACCUZIDE
20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ამპრილანი ჰლ
Amprilan HL
2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30
ბერლიპრილი® 10
Berlipril® 10
10მგ ტაბლეტი #30
ბერლიპრილი® 20
Berlipril® 20
20მგ ტაბლეტი #30
ბერლიპრილი® 5
Berlipril® 5
5მგ ტაბლეტი #30
ბრიუსარტანი
Brusartan
50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56
გამალიზინი-H
GAMALIZIN-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
ეკლიპსი-სანოველი პლუსი
EKLIPS-sanovel Plus
50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ემკორ H®
EMCOR H®
2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
ენალაპრილი
ENALAPRIL
10მგ ტაბლეტი #20
ენალაპრილი
ENALAPRIL
10მგ ტაბლეტი #20
ენალაპრილი ნეო
ENALAPRIL NEO
10მგ ტაბლეტი#20
ესანტილ პლუსი
Esantil plus
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ესანტილ პლუსი
Esantil plus
300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კვადრიცა H მიტე
QUADRICA H mite
10/12.5მგ ტაბლეტი #30
კო-მირატი
Co-Mirat
8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30
ლიზინოკორ H®
LISINOCOR H®
- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლოზაპი პლუსი
Lozap Plus
50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ტირეგის-D
Tiregis-D
80მგ/25მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-D
Tiregis D
80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-დ
Tiregis D
40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტრიამპურ კომპოზიტუმი
TRIAMPUR COMPOZITUM
25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50
ცენიპრესი
Cenipress
10/20მგ ტაბლეტი #5
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
ჰიდროქლოროთიაზიდი BP
Hydrochlorothiazide BP
25მგ ტაბლეტი №1000
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.