8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01109 Rx · რეცეპტით

ენალაპრილი

ENALAPRIL

10მგ ტაბლეტი #20

მოქმედი ნივთიერება
ენალაპრილი (Enalapril maleate)
მწარმოებელი
ჰემოფარმი, სერბეთი
იმპორტიორი საქართველოში
ჰემოფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ენალაპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.

ენალაპრილი, 5მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი

ENALAPRIL

5მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი ჰემოფარმი, სერბეთი
დან0.85 ₾
ენალაპრილი, 10მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი

10მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი ბორისოვო, ბელარუსი
დან0.95 ₾
ენაპი, 5მგ ტაბლეტი №20

ენაპი

Enap

5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან4.37 ₾
ენაპი, 10მგ ტაბლეტი №20

ენაპი

Enap

10მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან4.77 ₾

ენალაპრილი ნორმონი

10მგ ტაბლეტი №28

ენალაპრილი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან5.04 ₾
ენა-დენკი 10, 10მგ ტაბლეტი #30

ენა-დენკი 10

Ena-Denk 10

10მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან5.40 ₾
ენაპი, 20მგ ტაბლეტი №20

ენაპი

Enap

20მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.90 ₾
ენა-დენკი 20, 20მგ ტაბლეტი #30

ენა-დენკი 20

Ena-Denk 20

20მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან7.27 ₾
ბერლიპრილი® პლუსი, 10მგ/25მგ ტაბლეტი №30

ბერლიპრილი® პლუსი

BERLIPRIL PLUS

10მგ/25მგ ტაბლეტი №30

ენალაპრილი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან9.51 ₾
ენალაპრილი, 20მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი

ENALAPRIL

20მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი ჰემოფარმი, სერბეთი
დან9.60 ₾
ბერლიპრილი® 10, 10მგ ტაბლეტი #30

ბერლიპრილი® 10

Berlipril® 10

10მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
ბერლიპრილი® 20, 20მგ ტაბლეტი #30

ბერლიპრილი® 20

Berlipril® 20

20მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
ბერლიპრილი® 5, 5მგ ტაბლეტი #30

ბერლიპრილი® 5

Berlipril® 5

5მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
ენალაპრილი, 10მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი

ENALAPRIL

10მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენალაპრილი ნეო, 10მგ ტაბლეტი#20

ენალაპრილი ნეო

ENALAPRIL NEO

10მგ ტაბლეტი#20

ენალაპრილი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ენალაპრილის მალეატს - 5, 10, ან 20 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა:
5, 10 ან 20 მგ-იანი ტაბლეტებისთვის:- მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ცალ მხარეს ნაზოლით.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
ენალაპრილი - ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი აგფ ინჰიბიტორების ჯგუფიდან. ენალაპრილი წარმოადგენს “პრომედიკამენტს”; მისი ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება ენალაპრილატი, რომელიც აინჰიბირებს აგფ-ს. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ანგიოტენზინ I-ისგან ანგიოტენზინ II-ის წარმოქნნის შემცირებასთან, რომლის შემცველობის დაქვეითებაც იწვევს ალდოსტერონის გამოყოფის პირდაპირ შემცირებას. ამის ფონზე ქვეითდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა, პოსტ და პრედატვირთვა მიოკარდზე.
უფრო მეტად აფართოებს არტერიებს, ვიდრე ვენებს, ამ დროს გულის შეკუმშვათა სიხშირის რეფლექსური მომატება არ აღინიშნება.
ჰიპოტენზიური ეფექტი უფრო მეტად გამოხატულია პლაზამში რენინის მაღალი დონისას, ვიდრე მისი ნორმის ან დაქვეითებისას. არტერიული წნევის დაქვეითება თერაპიულ ფარგლბში გავლენას არ ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე, ტვინის სისხლძარღვებში სისხლის დინება საკმარის დონეზე ნარჩუნდება დაქვეითებული არტერიული წნევის ფონზეც. აძლიერებს კორონალურ და თირკმლის სისხლმიმოქცევას.
ხანგრძლივი მიღებისას მცირდება მიოკარდის მარცხენა პარკუჭისა და რეზისტიური ტიპის არტერიების კედლების მიოციტების ჰიპერტროფია, ხელს უშლის გულის უკმარისობის პროგრესირებას და ანელებს მარცხენა პარკუჭის დილატაციას. აუმჯობესებს იშემიური მიოკარდის სისხლმომარაგებას.
აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას.
აქვს გარვკვეული დიურეზული ეფექტი.
შიგნით მიღებისას ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება - 1 საათში; მაქსიმუმს აღწევს 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათამდე. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური დონის მისაღწევად აუცილებელია თერაპია რამდენიმე კვირის განმავლობაში. გულის უკმარისობისას შესამჩნევი კლინიკუირ ეფექტი აღინიშნება ხანგრძლივი მიღებისას - 6 თვე და მეტი.

03

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ შეიწოვება პრეპარატის 60%. საკვების მიღება არ მოქმედებს ენალაპრილის შეწოვაზე. ენალაპრილი 50%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ენალაპრილი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის-ენალაპრილატის წარმოქმნით, რომელიც უფრო ძლიერი აგფ ინჰიბიტორია ვიდრე ენალაპრილი. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%-ს. სისხლის პლაზმაში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ, ენალაპრილატის- 3-4 საათის შემდეგ. ენალაპრილატი ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, ჰემატოენცეფალურის გარდა, მცირე რაოდენობით აღწევს პლაცენტაში და რძეში.
ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 11 საათია. ენალაპრილი უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა-60% (20%- ენალაპრილის და 40 % ენალაპრილატის სახით) ნაწლავებით 33% ( 6 %- ენალაპრილის და 27% ენალაპრილატის სახით).
გამოიყოფა ჰემოდიალიზისას (სიჩქარე-62მლ/წთ) და პერიტონეალური დიალიზისას.

04

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
05

მიღების წესი და დოზირება

ინიშნება შიგნით მისაღებად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არტერიული ჰიპეტენზიის მონოთერაპიისას საწყისი დოზაა 5მგ დღეში ერთხელ. 1-2 კვირის შემდეგ კლინიკური ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში დოზა იზრდება 5მგ-ით. საწყისი დოზის მიღების შემდეგ ავადმყოფები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 2 საათის განმავლობაში და დამატებით 1 საათის განმავლობაში სანამ არტერიული წნევა არ დასტაბილიზდება. აუცილებლობისას და საკმარისი ატანის შემთხვევაში შეიძლება დოზა გაიზარდოს 40მგ/დღ-მდე 2 მიღებაზე. 2-3 კვირის შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელ დოზაზე 10-40მგ/დღე, გაყოფილი 1-2 მიღებაზე. ზომიერი არტერიული ჰპერტენზიის შემთხვევაში საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს დაახლოებით 10მგ-ს.
პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 40მგ/დღე-ს.
იმ პაციენტებისთვის დანიშვნის შემთხვევაში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელია ენალაპრილის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე. თუ ეს შეუძლებელია, პრეპარატის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 2,5მგ/დღე-ს.
ჰიპონატრიემიის მქონე (სისხლის შრატში ნატრიუმის იონების კონცენტრაცია 130მმოლ/ლ-ზე დაბალი) ან პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის 0,14მმოლი/ლ-ზე დიდი დონის შემთხვევაში საწყისი დოზაა 2,5მგ დღეში ერთხელ.
რენოვასკულარული ჰიპერტენზიისას საწყისი დოზა-2,5-5მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 20მგ-ს.
გულის ქრონიკული უკმარისობისას საწყისი დოზა შეადგენს 2,5მგ-ე ერთჯერადად, შემდეგ დოზა 2,5-5მგ-ით იზრდება ყოველი 3-4 დღის შემდეგ კლინიკური რეაქციების შესაბამისად მაქსიმალურად ასატან დოზებამდე არტერიულ წნევაზე დამოკიდებით, მაგრამ არაუმეტეს 40მგ/დღეში ერთჯერადად ან 2 მიღებაზე. დაბალი სისტოლური აწ-ს მქონე პაციენტებში (110მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალი) თერაპიის დაწყება საჭიროა 1,25მგ/დღ დოზით. დოზის შერჩევა უნდა ხდებოდეს 2-4 კვირის განმავლობაში ან უფრო მოკლე ხანში. საშუალო დამხმარე დოზაა-5-20მგ/დღ, 1-2 მიღებაზე.
ხანდაზმულ ადამიანებში უფრო ხშირად აღინიშნება გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი და პრეპარატის მოქმედების დროის გახანგრძლივება, რაც დაკავშირებულია ენალაპრილის გამოყოფის სიჩქარის შემცირებასთან, ამიტომ ხანდაზმულებში რეკომენდებულის საწყისი დოზაა 1,25მგ.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობსას კუმულაცია ვითარდება ფილტრაციის 10მლ/წთ-მდე დაქვეითებისას. კრეატინინის კლირენსის (კკ) 80-30მლ/წთ-სას დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 5-10მგ/დღ-ს, კკ 30-10 მლ/წთ-სას-2,5-5მგ/დღ-ს, კკ-ს 10მლ/წთ-ზე დაბალი დონისას 1,25-2,5მგ/დღ-ს მხოლოდ დიალიზის დღეებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თერაპიის ეფექტურობაზე. აწ-ს ზედმეტად გამოხატული დაქვეითებისას პრეპარატის დოზა თანდათანობით მცირდება.
პრეპარატი მიიღება როგორც მონოთერაპიისას, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.

06

გვერდითი მოვლენები

ენალაპრილის საერთოდ კარგი ამტანობით ხასიათდება და უმრავლეს შემთხვევაში არ იწვევს გვერდით მოქმედებებს, რომელთა დროსაც საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: აწ-ის ზედმეტად დაქვეითება, ორთოსტატული კოლაფსი, იშვიათად - ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი (ჩვეულებრივ დაკავშირებულია აწ-ს გამოხატულ დაქვეითებასთან), ძალიან იშვიათად-არითმიები (წინაგულოვანი ბრადი ან ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი), გულისცემა, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, უძილობა, შფოთვა, ცნობიერების დაბინდვა, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა (2-3%-ში), ძალიან იშვიათად მაღალი დოზების მიღებისას - ნევროზულობა, დეპრესია, პარესთეზიები.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულური აპარატის დარღვევა, სმენისა და მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, ანორექსია, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა, ღებინება, ტკივილი მუცელში), ნაწლავთა გაუვალობა, პანკრეატიტი, ღვიძლისა და ნაღვლისგამომყოფი ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტის, სიყვითლე.
სასუნთქი სისტემის მხრივ: არაპროდუქტიული მშრალი ხველა, ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რინორეა, ფარინგიტი.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ძალიან იშვიათად - დისფონია, პოლიმორფული ერითმა, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, პემფიგუსი, ფოტოსენსიბილიზაცია, სეროზიტი, ვასკულიტი, მიოზიტი, ართრალგია, ართრიტი, სტომატიტი, გლოსიტი.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას დონის მომატება, “ღვიძლის” ფერმენტების მომატებული აქტივობა, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია.
ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ჰემატოკრიტის დაქვეითება, ედს-ის მომატება, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში), ეოზინოფილია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების დარღვევა, პროტეინურია. სხვა: ალოპეცია, ლიბიდოს დაქვეითება, “მოვარდნები”.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის და აგფ სხვა ინჰიბიტორების მიმართ, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან, პორფირია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
სიფრთხილით უნდა მიიღონ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზის, ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის, ჰიპერკალიემიის, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობის; აორტალური სტენოზის, მიტრალური სტენოზისას (ჰემოდინამიკის დარღვევისას), შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებების, გულის იშემიური დაავადების, ცერებროვასკულარული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის (პროტეინურია 1გ/დღ-ზე მეტი), ღვიძლის უკმარისობის და პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას, რომელშიც შეზღუდულია მარილი ან პაციენტებში, როლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, იმუნოდეპრესანტების და სალურეტიკების ერთდროული მიღებისას, ხანდაზმულ ადამიანებში (65 წელზე უფროსებში).

08

განსაკუთრებული მითითებები

ენალაპრილის დანიშვნისას აუცილებელისა სიფრთხილის დაცვა ისეთ პაციენტებში, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ მოცირკულირე სისხლის მოცულობა (დიურეზულებით თერაპიის, სუფრის მარილის შეზღუდული მოხმარების, ჰემოდიალიზის, დიარეის ან ღებინების შედეგად) - მომატებულია აწ-ის უეცარი და გამოხატული დაქვეითების რისკი აგფ ინჰიბიტორების საწყისი დოზის მიღების შემდეგაც კი. ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების უკუჩვენებას აწ-ს სტაბილიზაციის შემდეგ. აწ-ის განმეორებითი გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
მემბრანაში შეღწევადი დიალიზური საშუალეების მიღება ზრდის ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკს. დიალიზისგან თავისუფალ დღეებში დოზის რეჟიმის კორექცია უნდა ხორციელდებოდეს აწ- დონის მიხედვით.
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობამდე და მკურნალობისას აუციელბელია აწ-ის სისხლის მაჩვენებლების (ჰემოგლობინი, კალიუმი, კრეატნინი, შარდოვანა, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობა), შარდში ცილის პერიოდული კონტროლი.
საჭიროა ინტენსიური დაკვირვება გულის მძიმე უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების და ტვინის სისხლძარღვების დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებშიც აწ-ის მკვეთრმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდის იფნარქტი, ინსულტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობის უეცარი მოხსნა იწვევს “მოხსნის” სინდრომს (აწ-ს მკვეთრ მომატებას).
ახალშობილებისა და მეძუძური ბავშვებისთვის, რომლებიც მუცლადყოფნისას აგფ ინჰიბიტორების მოქმედებას განიცდიდნენ, რეკომენდებულია ინტენსიური დაკვირვება აწ-ის გამოხატული დაქვეითების, ოლიგურიის, ჰიპერკალიემიის და ნევროლოგიური დარღვევების დროულად გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლისა და თავის ტვინის სისხლმიმოქცევის შემცირებით აწ-ის დაქვეითებისას, რაც გამოწვეულია აგფ ინჰიბიტორებით. ოალიგურიისას აუცილებელია აწ-ის და თირკმლის პერფუზიის შენარჩუნება შესაბამისი სითხეების და სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების შეყვანის გზით. თირკმლის უკმარისობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია აქტიური მეტაბოლიტის გამოყოფის დაქვეითება, რაც ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ამგვარ პაციენტებს შეიძლება დაჭირდეთ პრეპარატის უფრო მცირე დოზის დანიშვნა.
არტერიული ჰიპერტენზიის და თირკმლის არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის მქონე პაციენტებში შესაძლებელია სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება.
ამგვარ პაციენტებში აუცილებელია თირკმელის ფუნქციის კონტროლი თერაპიის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზირების დაქვეითება.
ენალაპრილის დანიშვნისას კორონარული და ცერებროვასკულური უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გაითვალისწინონ რისკისა და შესაძლებელი სარგებლის შეფარდება, იშემიის გაზრდის საშიშროებასთან დაკავშირებით უზომო არტერიული ჰიპოტენზიისას.
პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები ჰიპერგლკემიის განვითარების რისკის გამო.
პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში მითითებული აქვთ ანგიონევროზული შეშუპება, ენალაპრილით მკურნალობის ფონზე შეიძლება აღენიშნოთ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკი.
გამოხატული აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში, მაგალითად სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიისას, ენალაპრილით მკურნალობის ფონზე მომატებულია ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის განვითარების რისკი.
რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ენალაპრილის დანიშვნისას გულის ქრონიკული უკმარისობისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს ან/და დიურეზულების.
პარათიროიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე სასურველია პრეპაარატის მოხსნა.
ალკოჰოლი ზრდის პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
მკურნალობის დასაწყისში, დოზის შერჩევის პერიოდის დამთავრებამდე, აუცილებელია ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიში მოქმედებებისგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს, რადგან შესაძლებელია თავბრუსხვევა, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების საწყისი დოზის მიღების შემდეგ იმ პაციენტებში, რომლებიც დიურეზულ საშუალებებს იღებენ.
ქირურგიული ჩარევის წინ (სტომატოლოგიურის ჩათვლით) აუცილებელია ქირურგის/ანესთეზიოლოგის გაფრთხილება აგფ ინჰიბიტორების მიღების შესახებ.

09

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: აწ-ის გამოხატული დაქვეითება კოლაფსის განვითარებამდე,მიოკარდის ინფარქტამდე, ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე დარღვევამდე ან თრომბოემბოლიურ გართულებებამდე, კრუნჩხვები, სტუპორი.
მკურნალობა: ავადმყოფი გადაყავთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თავით დაბლა. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა და შიგნით მარილის ხსნარის მიღება, უფრო მძიმე შემთხვევებში-აწ-ს სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები: ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური შეყვანა, პლაზმის შემცვლელები, აუცილებლობისას-ანგიოტენზინ II-ის შეყვანა, ჰემოდიალიზი (ენალაპრილატის გამოყოფის სიჩქარე საშუალოდ შეადგენს 62მლ/წთ-ს).

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ენალაპრილის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება; კალიუმდამზოგველ დიურეზულებთან ერთად (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია; ლითიუმის მარილებთან ერთად-ლითიუმის გამოყოფის შენელება (ნაჩვენებია სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის კონტროლი).
სიცხისდამწევ და ტკვილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად მიღებისას შეიძლება დაქვეითდეს ენალაპრილის ეფექტი.
ენალაპრილი ასუსტებს თეოფილინის შემცველი პრეპარატების მოქმედებას.
ენალაპრილის ჰიპოტენზიურ მოქმედებას აძლიერებენ დიურეტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, მეთილდოფა, ნიტრატები, კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორები, ჰიდრალაზინი, პრაზოზინი.
იმუნოდეპრესანტები, ალოპურინოლი, ციტოსტატიკები აძლიერებენ ჰემატოტოქსიურობას.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ძვლის ტვინის დათრგუნვას, ზრდიან ნეითროპენიის და/ან აგრანულოციტოზის განვითარების რისკს.

11

შენახვის პირობები

სია ბ.
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით.

13

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

#რ-000996
#რ-000997
#რ-000998

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ენალაპრილ H®, 10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილ H®

ENALAPRIL H®

10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.88 ₾
ენაპი H, 10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

ენაპი H

Enap H

10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.03 ₾
ენოზიდი H, 10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი H

Enozid H

10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.04 ₾
ენაპი ®-HL 20, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენაპი ®-HL 20

Enap®-HL 20

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.17 ₾
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5, 20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5

ENA+HCT-Denk 20/12.5

20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
დან13.25 ₾
ენეასი, 10მგ+20მგ ტაბლეტი №30

ენეასი

Eneas

10მგ+20მგ ტაბლეტი №30

ენალაპრილი + Nitrendipine Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
დან21.34 ₾
ლერდაპრილი, 20მგ+10მგ ტაბლეტი №30

ლერდაპრილი

20მგ+10მგ ტაბლეტი №30

ენალაპრილი + ლერკანიდიპინი ბალკანფარმა-დუპნიცა, ბულგარეთი
დან27.99 ₾
ელირნო, 10მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ელირნო

elyrno

10მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ენალაპრილი + ლერკანიდიპინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან30.79 ₾
ნაპრილ-H ბენე ფარმი, 10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ნაპრილ-H ბენე ფარმი

10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან37.17 ₾
ელირნო, 20მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ელირნო

Elyrno

20მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ენალაპრილი + ლერკანიდიპინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან38.16 ₾
ენალაპრილი H ნეო, 10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი H ნეო

ENALAPRIL H NEO

10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენოზიდი-HL, 10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი-HL

Enozid HL

10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კარლონი პლუსი, 20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

კარლონი პლუსი

Carlon Plus

20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კო-ენალაპრილ H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

კო-ენალაპრილ H

CO-ENALAPRIL H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

კო-რენიტეკი

CO-RENITEC

20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

ცენიპრესი

Cenipress

10/20მგ ტაბლეტი #5

ენალაპრილი + Nitrendipine მედიალი, ესპანეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.