მონოგრაფია Nº 01113 Rx · რეცეპტით
ენალაპრილი H ნეო
ENALAPRIL H NEO
10/25მგ ტაბლეტი #20
- მოქმედი ნივთიერება
- ენალაპრილი (Enalapril maleate) ჰიდროქლორთიაზიდი (Hydrochlorothiazide)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
ენალაპრილ H®
ENALAPRIL H®
10მგ/25მგ ტაბლეტი #20
ენაპი H
Enap H
10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
ენოზიდი H
Enozid H
10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20
ენაპი ®-HL 20
Enap®-HL 20
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5
ENA+HCT-Denk 20/12.5
20მგ/12 5მგ ტაბლეტი
ნაპრილ-H ბენე ფარმი
10მგ+25მგ ტაბლეტი №100
ენოზიდი-HL
Enozid HL
10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20
კარლონი პლუსი
Carlon Plus
20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20
კო-ენალაპრილ H
CO-ENALAPRIL H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-რენიტეკი
CO-RENITEC
20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანციები: ენალაპრილის მალეატი 10 მგ. ჰიდროქლორთიაზიდი 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
,,ენალაპრილი H ნეო’’ კომბინირებული პრეპარატია ჰიპოტენზიური და დიურეზული მოქმედებით.
ენალაპრილი ზემოქმედებას ახდენს რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. ენალაპრილის მალეატი პრომედიკამენტია, რომლისHჰიდროლიზის შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი – ენალაპრილატი. ენალაპრილატი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს, რაც იწვევს რენინის აქტივობის გაზრდასა და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის წარმოქმნის შემცირებას. შედეგად მცირდება პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინაღობა, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა, პრე- და პოსტდატვირთვა მიოკარდზე. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა კორონარულ სისხლძარღვებსა და თირკმელებში.
ხანგრძლივი გამოყენებისას ენალაპრილი ამცირებს მიოკარდიუმისა და რეზისტენტული ტიპის არტერიების კედლების ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის სისხლით მომარაგებას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს ბენზოთიადიაზინური ჯგუფის დიურეზულ საშუალებას,რომელიც ხელს უწყობს რენინის აქტივობის მომატებას, ამცირებს ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციას თირკმლის პროქსიმალურ მილაკებში, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას.
პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება იწყება პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 4-6 საათის შემდეგ, ჰიპოტენზიური მოქმედება და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ენალაპრილსა და ჰიდროქლორთიაზიდს აქვთ მსგავსი დოზირების რეჟიმი, ამიტომ ,,ენალაპრილი H ნეო’’ წარმოადგენს ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივი მიღების მოსახერხებელ წამლის ფორმას. ენალაპრილსა და ჰიდროქლორთიაზიდს კომბინაციაში აქვთ უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ენალაპრილი ამცირებს კალიუმის იონების კარგვას, რომელსაც იწვევს ჰიდროქლორთიაზიდის მიღება.
ფარმაკოკინეტიკა
ენალაპრილი: პერორალური მიღების შემდეგ შეიწოვება ენალაპრილის 60%. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას აბსორბციის ხარისხზე. ენალაპრილის დაახლოებით 50% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის, ენალაპრილატის წარმოქმნით, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 3-4 სთ-ის შემდეგ. ენალაპრილი ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, გარდა ჰემატოენცეფალური ბარიერისა, მცირე რაოდენობა გადის პლაცენტაში და ხვდება დედის რძეშიც. სისხლში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 მიღების შემდეგ.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 11სთ-ს. უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით - 60% (20% ენალაპრილის და 40% ენალაპრილატის სახით), ნაწლავების მეშვეობით - 33% (6% ენალაპრილის და 27% ენალაპრილატის სახით). ელიმინაციის პერიოდია 30-35 სთ.
ჰიდროქლორთიაზიდი:
ჰიდროქლორთიაზიდი კარგად შეიწოვება (60-80%.). დაახლოებით 60% უკავშირდება ცილებს. დიურეზული ეფექტი ვითარდება 30-60წთ-ის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 3-4 სთ-ში.
ჰიდროქლორთიაზიდი არ განიცდის მეტაბოლიზმს, სწრაფად გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით; გადის პლაცენტაში, ხვდება დედის რძეში, მაგრამ არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას თითოეული კომპონენტის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
ჩვენებები
- ნებისმიერი სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული).
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვით).
მიღების წესი და დოზირება
,,ენალაპრილი H ნეო’’ მიიღება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
საშუალოდ, ინიშნება 1 ან 2 ტაბლეტი დღე-ღამეში.
პაციენტთა უმრავლესობისათვის საკმარისია 50მგ ჰიდროქლორთიაზიდი დღე-ღამეში, ამიტომ რეკომენდებული არ არის დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება.
პრეპარატის საწყისი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.
დიურეტიკებით მკურნალობის შემთხვევაში, რეკომენდებულია თერაპიის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე მათი მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება, რომ არ განვითარდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული დროში.
გამოყენება პედიატრიაში:
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პედიატრიულ პრაქტიკაში, რადგან არ მოიპოვება ინფორმაცია ბავშვებში მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.
გვერდითი მოვლენები
,,ენალაპრილი H ნეო’’ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად, დროებითი ხასიათისაა და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
,,ენალაპრილი H ნეო’’-ს მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, ასთენია, იშვიათად, მაღალი დოზის მიღებისას - უძილობა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია, ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა, ხმაური ყურებში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ორთოსტატური კოლაფსი, იშვიათად - ტკივილი მკერდის არეში, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი (ძირითადად დაკავშირებული არტერიული წნევის მკვეთრ დაცემასთან), გულის რითმის დარღვევა, სინკოპე;
სასუნთქი სისტემის მხრივ: არაპროდუქტიული ხველა, ბრონქოსპაზმი, რინორეა;
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმოვანი იოგების და/ან საყლაპავის ანგიონევროზული შეშუპება, პოლიმორფული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი;
სხვა: გრიპის მსგავსი სინდრომი, იმპოტენცია.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილისა და აგფ-ის სხვა ინჰიბიტორების, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის დიურეზული საშუალებების და სხვა სულფონამიდების მიმართ;
- ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან;
- ორსულობა (განსაკუთრებით II და III ტრიმესტრი);
- ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვთა ასაკი 18 წლამდე;
- ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- პოდაგრა;
- პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებისას, ან მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას შესაძლებელია ჰიპოტენზიის განვითარება, განსაკუთრებით ელექტროლიტებისა და სითხის დეფიციტის განვითარების შემთხვევაში.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში, მარილისა და სითხის დეფიციტის შევსება ორგანიზმში.
ავადმყოფებში გულის უკმარისობით, დიაბეტური ნეფროპათიით, ასევე მოხუცებულებში მკურნალობა აუცილებელია დაიწყოს მინიმალური დოზით, დოზის შემდგომი კორექცია შესაძლებელია წნევის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
,,ენალაპრილი H ნეო’’ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით და/ან ტვინის სისხლმომარაგების დარღვევით, რომელთაც წნევის მკვეთრი დაცემით შესაძლოა განუვითარდეთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან იშემიური ინსულტი. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტებში რენოვასკულარული ჰიპერტენზიით, რადგან მატულობს წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
,,ენალაპრილი H ნეო’’-თი მკურნალობის პერიოდში აუცილებალია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების დონის კონტროლი.
პრეპარატის მაღალი დოზის მიღებამ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია შესაძლოა გამოიწვიოს პროტეინურიის განვითარება.
თირკმლის არტერიის ერთ ან ორმხრივი სტენოზის დროს პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
გავლენაAავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ,,ენალაპრილი H ნეო”-ს მიღების შემდეგ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვის დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს, ვინაიდან შესაძლებელია ისეთი რეაქციების განვითარება, რაც გამოიწვევს ყურადღების გაფანტვას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, გახშირებული დიურეზი, გულის რითმის დარღვევა, ბრადიკარდია, კრუნჩხვები, ღვიძლის უკმარისობა, სისხლში ელექტროლიტების დონის შემცირება;
მკურნალობა: არტერიული წნევის მკვეთრი დაცემის დროს პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინფუზია, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. ორგანიზმიდან ენალაპრილის ელიმინაცია შესაძლებელია დიალიზით. აუცილებელია წნევის, პულსის და სისხლში შარდოვანას, კრეატინინის, ელექტროლიტების კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზინთან და ალკოჰოლთან ერთად მიღება აძლიერებს ,,ენალაპრილი H ნეო’’-ს მოქმედებას.
ანალგეტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, საკვებში მარილის მომატებული შემცველობა, ქოლესტერამინი და ქოლესტეროლი ერთდროული მიღებისას ასუსტებს ,,ენალაპრილი H - ნეო’’-ს ეფექტს.
კალიუმის შემანარჩუნებელ შარდმდენებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, რადგან ენალაპრილი ამცირებს ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას.
ლითიუმის პრეპარატები: როგორც წესი, ლითიუმის პრეპარატებს არ ნიშნავენ დიურეტიკებთან ან აგფ ინჰიბიტორებთან ერთად, ვინაიდან ისინი ასუსტებენ თირკმელების მიერ ლითიუმის გამოყოფას, რაც ზრდის ინტოქსიკაციის რისკს (საჭიროა პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი).
ალოპურინოლთან, იმუნოდეპრესანტებთან, სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ან ციტოსტატიკებთან ერთად მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია.
სულფონამიდთან ან დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
სანარკოზე საშუალებებთან, არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ერთად მიღება აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს.
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°ჩ ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ენალაპრილი
ENALAPRIL
5მგ ტაბლეტი #20
ენალაპრილი
10მგ ტაბლეტი №20
ენაპი
Enap
5მგ ტაბლეტი №20
ენაპი
Enap
10მგ ტაბლეტი №20
ენალაპრილი ნორმონი
10მგ ტაბლეტი №28
ენა-დენკი 10
Ena-Denk 10
10მგ ტაბლეტი #30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
25მგ ტაბლეტი #20
ენაპი
Enap
20მგ ტაბლეტი №20
არჯელონ HL
Argelon HL
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ენა-დენკი 20
Ena-Denk 20
20მგ ტაბლეტი #30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
100მგ ტაბლეტი #20
ლიზპრეს ფორტე
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ტრიტაცე
5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
კო-დიოვანი
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14
ბერლიპრილი® პლუსი
BERLIPRIL PLUS
10მგ/25მგ ტაბლეტი №30
ენალაპრილი
ENALAPRIL
20მგ ტაბლეტი #20
რილეის პლუსი
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
Losartan
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
კოლოსარ-დენკი 50/12.5
CoLosar-Denk 50/12.5
50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
ლორისტა H
Lorista H
50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
100მგ+25მგ ტაბლეტი №28
არჯელონ H
ARGELON H
5მგ/25მგ ტაბლეტი #30
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25
Captopril+HCT Denk 50/25
50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
კო დიროტონი®
CO DIROTON®
10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
50მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
კო-ირდა
Co-Irda
300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კო-ირდა
Co-Irda
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კაპტოპრილი HCT დენკი
50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
კვადრიცა H ფორტე
QUADRICA H forte
20მგ/25მგ ტაბლეტი #30
კვადრიცა
20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ტენზიპრილი
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი ჰდ
Amprilan HD
5მგ/25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM
100მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM(H)
50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
Captopril Hidroclorotiazida
50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კვადრიცა H
QUADRICA H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
კო დიროტონი®
CO DIROTON®
20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ვალსაკორი H
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვალტანი
CO-VALTAN
80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ვალსაკორი HD
160მგ+25მგ ტაბლეტი №28
ნონბლონ H
NONBLON Н
5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლორისტა HD
Lorista® HD
100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ენეასი
Eneas
10მგ+20მგ ტაბლეტი №30
ლორისტა H100
Lorista H100
100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ნევილოლ H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი HD
5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ლერდაპრილი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ნოლაქსენი
Nolaxen
25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ელირნო
elyrno
10მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
კასარკი H
16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ელირნო
Elyrno
20მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
სარტონი პლუსი
SARTON PLUS
16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
კასარკი HD
32მგ+25მგ ტაბლეტი №30
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აკკუზიდი
ACCUZIDE
20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ამპრილანი ჰლ
Amprilan HL
2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30
ბერლიპრილი® 10
Berlipril® 10
10მგ ტაბლეტი #30
ბერლიპრილი® 20
Berlipril® 20
20მგ ტაბლეტი #30
ბერლიპრილი® 5
Berlipril® 5
5მგ ტაბლეტი #30
ბრიუსარტანი
Brusartan
50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56
გამალიზინი-H
GAMALIZIN-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
ეკლიპსი-სანოველი პლუსი
EKLIPS-sanovel Plus
50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ემკორ H®
EMCOR H®
2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
ენალაპრილი
ENALAPRIL
10მგ ტაბლეტი #20
ენალაპრილი
ENALAPRIL
10მგ ტაბლეტი #20
ენალაპრილი ნეო
ENALAPRIL NEO
10მგ ტაბლეტი#20
ესანტილ პლუსი
Esantil plus
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ესანტილ პლუსი
Esantil plus
300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კვადრიცა H მიტე
QUADRICA H mite
10/12.5მგ ტაბლეტი #30
კო-მირატი
Co-Mirat
8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30
ლიზინოკორ H®
LISINOCOR H®
- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლოზაპი პლუსი
Lozap Plus
50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ტირეგის-D
Tiregis-D
80მგ/25მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-D
Tiregis D
80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-დ
Tiregis D
40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტრიამპურ კომპოზიტუმი
TRIAMPUR COMPOZITUM
25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50
ცენიპრესი
Cenipress
10/20მგ ტაბლეტი #5
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
ჰიდროქლოროთიაზიდი BP
Hydrochlorothiazide BP
25მგ ტაბლეტი №1000
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.