მონოგრაფია Nº 01596 Rx · რეცეპტით
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
100მგ ტაბლეტი #20
დან7.40 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლორთიაზიდი (Hydrochlorothiazide)
- მწარმოებელი
- Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- თიადიზური დიურეზული საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- Sanofi
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
ჰიპოთიაზიდი - Hypothiazid 100 მგ 20 ტაბლეტი
0.37 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗7.40 ₾
8.70 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ჰიდროქლორთიაზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
25მგ ტაბლეტი #20
არჯელონ HL
Argelon HL
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ჰიდროქლოროთიაზიდი BP
Hydrochlorothiazide BP
25მგ ტაბლეტი №1000
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ჰიდროქლოროთიაზიდს – 25 მგ ან 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: მაგნიუმის სტეარატს, ტალკს, ჟელატინს, სიმინდის სახამებელს, ლაქტოზას მონოჰიდრატს.
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.
ათქ კოდი: C03AA03.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
იპოთიაზიდი® არის დიურეზული საშუალება (შარდმდენი საშუალება), რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას. შარდთან ნატრიუმის გამოყოფის გაზრდა აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ, სრული აბსორბცია აღინიშნება 4 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 6-12 საათი. ჰიპოთიაზიდი® გამოიყოფა უპირატესად შეუცვლელი სახით, შარდთან ერთად. იგი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძეში.
ჩვენებები
ჰიპოთიაზიდი® რეკომენდებულია გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით გამოწვეული შეშუპების, წინამენსტრაუალური შეშუპებისა და კორტიკოსტეროიდული ჰორმონებით და ესტროგენებით ჩატარებული თერაპიით გამოწვეული შეშუპების სამკურნალოდ. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით ან სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში.
ჰიპოთიაზიდი® რეკომენდებულია პოლიურიის სამკურნალოდ თირკმლისმიერ შეძენილ უშაქრო დიაბეტის დროს ჰიპერკალციურიის შესასუსტებლად (შარდში კალციუმის შემცველობის ძლიერი მომატება).
უკუჩვენებები
ჰიპოთიაზიდი® უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია ჰიდროქლოროთიაზიდის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერება) ან სულფონამიდის სხვა წარმოებულების მიმართ;
- ანურია, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ დაბალი);
- ძუძუთი კვების პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
ჰიპოთიაზიდის® მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ დაავადებული ხართ გულის, თირკმელების, ღვიძლის დაავადებებით, გაქვთ თავის ტვინის მძიმე სკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი ან პოდაგრა. პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ საგულე გლიკოზიდებს, კორტიკოსტეროიდებს ან ბარბიტურატებს.
ჰიპოთიაზიდით® მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რომელიც გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სიმშრალე პირის ღრუში, წყურვილის გრძნობა, სისუსტე, ძილიანობა, მოუსვენრობა, კუნთების სპაზმი ან ტკივილი, კუნთების დაღლა, არტერიული წნევის დაქვეითება, შარდის გამოყოფის შემცირება, გახშირებული გულისცემა და საჭმლის მონელების დარღვევა. რეკომენდებულია კალიუმის დანამატების ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღება, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება. ღებინების ან თირკმელების მოქმედების გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე
მკურნალობის დასაწყისში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისაგან და ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას. ამ პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ორსულობა და ლაქტაცია
ჰიპოთიაზიდის® მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად. ოსრულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის მითითებით. ჰიპოთიაზიდი® გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ, თუ პრეპარატის მიღება აუცილებელია, შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს: ჰიპერტენზიურ პრეპარატებს, საგულე გლიკოზიდებს, ამიოდარონს, ორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებს, კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს, კალციტონინს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, კუნთების არადეპოლარიზაციულ რელაქსანტებს, ამანტადინს, ქოლესტირამინს.
ჰიპოთიაზიდისა® და ლითიუმის მარილების ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის.
ჰიპოთიაზიდის® ალკოჰოლთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ისინი აძლიერებენ არტერიული წნევის დაქვეითებას ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები: შეშუპებისას რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-100 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში ან ყოველი 2 დღის შემდეგ. მენსტრუალური შეშუპებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ-ს დღე-ღამეში და იგი მიიღება შეშუპების გამოვლენისთანავე მენსტრუაციის დაწყებამდე.
ჰიპერტენზიის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 25-100 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში მონოთერაპიის სახით ან სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში.
თირკმლისმიერ შეძენილ უშაქრო დიაბეტის დროს რეკომენდებულია 50-150 მგ სადღეღამისო დოზის განაწილება რამდენიმე მიღებაზე.
ბავშვები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 მგ სხეულის მასის კილოგრამზე ერთხელ დღე-ღამეში. არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნული დოზა!
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ჭარბი დოზა
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებას. ჰიპოთიაზიდის® ჭარბი დოზით მიღებისას ხდება ორგანიზმის მიერ სითხისა და მარილების დაკარგვა. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, შოკი, სისუსტე, გონების არევა, თავბრუსხვევა, წვივ-ტერფის კუნთის სპაზმი, კიდურების დაბუჟება, დაღლილობა, გონების დაკარგვა. შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, წყურვილის გრძნობა, შარდის გამოყოფის შემცირება.
დოზის გამოტოვება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰიპოთიაზიდსაც® ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ჰიპოთიაზიდის® მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია და ჰიპოქლორემია, ალკალოზი, რომლებიც გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სიმშრალე პირის ღრუში. წყურვილის გრძნობა, არითმიები, ხასიათის შეცვლა, კუნთების სპაზმი და ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა ან სისუსტე.
იშვიათად შეილება გამოვლინდეს: ჰიპონატრიემია (გონების არევა, კრუნჩხვა, აზროვნების შენელება, დაღლილობა, აგზნება, კუნთების სპაზმი), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია და პოდაგრის შეტევა.
ჰიპოთიაზიდის® მიღებამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ამტანობა, ამის გამო სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს შაქრის დონე. პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს ლიპიდების შემცველობა.
შეიძლება გამოვლინდეს ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, დიარეა, შეკრულობა, ანორექსია; ორტოსტატული ჰიპოტენზია, ვასკულიტი; თავბრუსხვევა, დროებითი არამკვეთრი მხედველობა, თავის ტკივილი, პარესთეზია. ძალიან იშვიათად შეილება აღინიშნოს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება, პურპურა, ნეკროზული ვასკულიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რესპირატორული დისტრესის სინდრომი (პნევმონიტის და ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება), მომატებული ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, შოკი.
შეიძლება აღინიშნოს სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება, თირკმელების ფუნქციის დაქვეითება.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაგირთულდათ ან გაგიუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შესახებ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ვარგისობის ვადა
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 5 წელს. არ გამოიყენება ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25˚С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
20 ტაბლეტი ალუმინის პვქ ბლისტერში. 1 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია მოტავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ენალაპრილ H®
ENALAPRIL H®
10მგ/25მგ ტაბლეტი #20
ლიზპრეს ფორტე
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ტრიტაცე
5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
ენაპი H
Enap H
10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
ენოზიდი H
Enozid H
10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20
ენაპი ®-HL 20
Enap®-HL 20
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-დიოვანი
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14
რილეის პლუსი
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
Losartan
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
კოლოსარ-დენკი 50/12.5
CoLosar-Denk 50/12.5
50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
ლორისტა H
Lorista H
50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
100მგ+25მგ ტაბლეტი №28
არჯელონ H
ARGELON H
5მგ/25მგ ტაბლეტი #30
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25
Captopril+HCT Denk 50/25
50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
კო დიროტონი®
CO DIROTON®
10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
50მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5
ENA+HCT-Denk 20/12.5
20მგ/12 5მგ ტაბლეტი
კო-ირდა
Co-Irda
300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კო-ირდა
Co-Irda
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კაპტოპრილი HCT დენკი
50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
კვადრიცა H ფორტე
QUADRICA H forte
20მგ/25მგ ტაბლეტი #30
კვადრიცა
20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ტენზიპრილი
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი ჰდ
Amprilan HD
5მგ/25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM
100მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM(H)
50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
Captopril Hidroclorotiazida
50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კვადრიცა H
QUADRICA H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
კო დიროტონი®
CO DIROTON®
20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ვალსაკორი H
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვალტანი
CO-VALTAN
80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ვალსაკორი HD
160მგ+25მგ ტაბლეტი №28
ნონბლონ H
NONBLON Н
5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლორისტა HD
Lorista® HD
100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლორისტა H100
Lorista H100
100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ნევილოლ H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი HD
5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ნოლაქსენი
Nolaxen
25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ნაპრილ-H ბენე ფარმი
10მგ+25მგ ტაბლეტი №100
კასარკი H
16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
სარტონი პლუსი
SARTON PLUS
16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
კასარკი HD
32მგ+25მგ ტაბლეტი №30
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აკკუზიდი
ACCUZIDE
20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ამპრილანი ჰლ
Amprilan HL
2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30
ბრიუსარტანი
Brusartan
50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56
გამალიზინი-H
GAMALIZIN-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
ეკლიპსი-სანოველი პლუსი
EKLIPS-sanovel Plus
50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ემკორ H®
EMCOR H®
2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
ენალაპრილი H ნეო
ENALAPRIL H NEO
10/25მგ ტაბლეტი #20
ენოზიდი-HL
Enozid HL
10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20
ესანტილ პლუსი
Esantil plus
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ესანტილ პლუსი
Esantil plus
300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარლონი პლუსი
Carlon Plus
20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20
კვადრიცა H მიტე
QUADRICA H mite
10/12.5მგ ტაბლეტი #30
კო-ენალაპრილ H
CO-ENALAPRIL H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-მირატი
Co-Mirat
8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30
კო-რენიტეკი
CO-RENITEC
20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28
ლიზინოკორ H®
LISINOCOR H®
- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლოზაპი პლუსი
Lozap Plus
50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ტირეგის-D
Tiregis-D
80მგ/25მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-D
Tiregis D
80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-დ
Tiregis D
40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტრიამპურ კომპოზიტუმი
TRIAMPUR COMPOZITUM
25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.