მონოგრაფია Nº 03931 Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი
Esantil plus
300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლორთიაზიდი (Hydrochlorothiazide) Irbesartan
- მწარმოებელი
- Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები
- იმპორტიორი საქართველოში
- Cordex
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan. ჯერ ყველაზე იაფი.
კო-ირდა
Co-Irda
300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კო-ირდა
Co-Irda
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ესანტილ პლუსი
Esantil plus
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ესანტილ პლუსის აქტიური ინგრედიენტების კომბინაციას დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გააჩნია, ის სისხლის არტერიულ წნევას უფრო ეფექტურად აქვეითებს, ვიდრე ცალკე აღებული კომპონენტი.
ესანტილ-პლუსი ძლიერი, ორალურად აქტიური, ანგიოტენზინ –II რეცეპტორის (AT1 ქვეტიპი) სელექტიური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია, რომელიც ანგიოტენზინ I- გან წარმოიქმნება ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის (ამფ, ACE კინინაზა II) მიერ კატალიზებულ რეაქციაში. ანგიოტენზინ II რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (RAS) ძირითადი პრესორული საშუალებაა, რომელიც ასევე ალდოსტერონის სინთეზსა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სეკრეციას, გულის კუმშვადობას, თირკმლების მიერ ნატრიუმის შეწოვას, სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობასა და გლუვი კუნთების უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ირბესარტანი აბლოკირებს ვაზოკონსტრიქციას და ანგიოტენზინ II-ის ალდოსტერონის მასეკრეტირებელ ეფექტს AT1 ანგიოტენზინ II რეცეპტორების სელექტიურად შეკავშირების გზით.
ირბესარტანი AT1 რეცეპტორების სპეციფიკური კონკურენტული ანტაგონისტია უფრო დიდი აფინიტეტით (800-ჯერ უფრო მეტი) AT1 რეცეპტორებისათვის ვიდრე AT2 რეცეპტორებისათვის, აგონისტური აქტივობის გარეშე.
AT1 რეცეპტორების ბლოკადა ხსნის ანგიოტენზინ II-ის უარყოფით ზეგავლენას რენინის სეკრეციაზე, მაგრამ მომატებული პლაზმური რენინის აქტივობა და მოცირკულირე ანგიოტენზინ II ვერ ერევიან ირბესარტანის ეფექტს სისხლის წნევაზე.
ირბესარტანი ამფ-ს ან რენინს არ აინიჰიბირებს და ზეგავლენას არ ახდენს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებსა თუ იონთა არხებზე, რომლებიც სისხლის წნევის კარდიოვასკულარულ რეგულაციას და ნატრიუმის ჰომეოსტაზში მონაწილეობენ. ვინაიდან ირბესარტანი არ აინჰიბირებს ამფ-ს, ის ზეგავლენას არ ახდენს ბრადიკინინის პასუხზე.
ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური შარდმდენი. პერორალური მიღების შემდეგ, დიურეზი იწყება 2 საათში, და მაქსიმალური ეფექტი 4 საათში ვითარდება, მაშინ როდესაც აქტივობა გრძელდება დაახლოებით 6-12 საათი. თიაზიდი ზეგავლენას ახდენს ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან ნაწილზე, პირდაპირ ზრდის რა ნატრიუმის და ქლორის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული მოქმედება აქვეითებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამის შედეგად ზრდის შარდში კალიუმისა და ბიკარბონატების დაკარგვას, და ამცირებს შრატის კალიუმს. რენინ-ალდოსტერონის კავშირი გაშუალებულია ანგიოტენზინ II-ით, ასე რომ ანგიონტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების კოადმინისტრაცია იწვევს ამ შარდმდენებთან ასოცირებული კალიუმის დანაკარგის აღდგენას. თიაზიდების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი არ არის ბოლომდე შესწავლილი.
ფარმაკოკინეტიკა
ირბესარტანი ორალურად აქტური საშუალებაა, რომელიც არ საჭიროებს აქტიურ ფორმად ბიოტრანსფორმაციას. ირბესარტანის პერორალური აბსორბცია სწრაფი და სრულია საშუალო აბსოლუტური ბიოამთვისებლობით 60-80%. ირბესარტანის პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზირებიდან 1.5-2სააში. საკვები ირბესარტანის ბიოამთვისებლობაზე ზეგავლენას არ ახდენს. თერაპიულ დოზათა ფარგლებში ირბესარტანი ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას ამჟღავნებს. ირბესარტანის ნახევრად დაშლის პერიოდი აღწევს 11-15 საათს. წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა 3 დღის განმავლობაში. ირბესარტანის შეზღუდული აკუმულაცია (<20%) შეინიშნება დღში ერთხელ დოზირების შემთხვევაში.
ირბესარტანი მეტაბოლიზდება გლუკურონის კონიუგაციის და დაჟანგვის გზით. 14C–მარკირებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობის დაახლოებით 80%, შეიძლება, მიეწეროს შეუცვლელ ირბესარტანს. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის არააქტიური ირბესარტანის გლუკურონის კონიუგატი (დაახლოებით 6%). დანარჩენი ოქსიდაციური მეტაბოლიტები ირბესარტანის ფარმაკოლოგიური აქტივობისთვის უმნიშვნელოა.
ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა სანაღვლე და საშარდე გზებით. 14C –მარკირებული ირბესარტანის პერორალურად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ, რაქდიოაქტივობის დაახლოებით 20% აღდგება შარდში, ხოლო დანარჩენი განავალში, ირბესარტანის ან ირბესარტან გლუკურონის სახით.
ციტოქრომ P450 იზოფერმენტით ირბესარტანის ჟანგვის in vitro კვლევებმა უჩვენა, რომ ირბესარტანი ძირითადად 2C9-თი იჟანგება; 3A4-ით მეტაბოლიზმი უმნიშვნელოა. ირბესარტანი არც მეტაბოლიზდება, არც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ან აინჰიბირებს წამლის მეტაბოლიზმთან ხშირად ასოცირებულ ფერმენტებს (1A1, 1A2, 2A6, 2B6, 2D6, 2E1). 3A4-ის სტიმულირება ან ინჰიბირება
არ აღინიშნებოდა.
ირბესარტანის 90% შეკავშირებულია შრატის ცილებთან (ძირითადად ალბუმინთან და α1-მჟავა გლიკოპროტეინთან) სისხლის უჯრედული კომპონენტების უმნიშვნელო შეკავშირებით. განაწილების საშუალო მოცულობა არის 53-93 ლიტრი. საერთო პლაზმური და თირკმლოვანი კლირენსი არის 157-176-სა და 3.0-3.5 მლ/ლ ფარგებლში შესაბამისად. განმეორებითი დოზირებისას, კლინიკურად უმნიშვნელოდ აკუმულირდება.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები უჩვენებენ, რომ რადიოლოგიურად მონიშნული ირბესარტანი სუსტად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერსა და პლაცენტაში. ირბესარტანი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში.
ჰიდროქლორთიაზიდი: პლაზმური დონის 24 საათის განმავლობაში დაკვირვებისას, პლაზმური ნახევრად დაშლის პერიოდი ვარირებს 5.6-სა და 14.8 საათს შორის. ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, თუმცა სწრაფად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. პერორალური დოზის სულ მცირე 61% გამოიყოფა შეუცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში. ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტას და არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ჩვენებები
ესანტილ-პლუსი ნაჩვენებია ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ამ ფიქსირებული დოზის კომბინაცია არ არის ნაჩვენები მკურნალობის დასაწყისისთვის.
უკუჩვენებები
ესანტილ- უკუნაჩვენებია პაციენტებში ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიერ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას. ჰიდროქლორთიაზიდური კომპონენტის გამო, ეს საშუალება უკუნაჩვენებია პაციენტებში ანურიით ან სხვა სულფანილამიდწარმოებული პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.
უსაფრთხოების ზომები:
ნაყოფის/ახალშობილთა ავადობა და სიკვდილიანობა:
წამლებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ორსულ ქალებში გამოყენების შემთხვევაში შეუძლიათ, გამოიწვიონ ნაყოფისა და ჩვილის ავადობა და სიკვდილი. მსოფლიო ლიტერატურაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს,
ორსულობის დადასტურებისას, პრეპარატი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში წამლების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ასოცირებულია ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებებთან, ჰიპოტენზიის, ქალას ჰიპოპლაზიის, ანურიის, თირკმლების შექცევადი და შეუქცევადი ნაკლოვანების და ლეტალობის ჩათვლით. ასევე აღინიშნებოდა ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით; ამ შემთხვევაში ოლიგოჰიდრამნიონი დაკავშირებულია ნაყოფის კიდურების კონტრაქტურებთან, ქალა-სახის დეფორმაციასთან და ფილტვების ჰიპოპლაზიურ განვითარებასთან. ასევე აღინიშნებოდა დღენაკლულობა, საშვილოსნოს შიგნით ზრდაში ჩამორჩენა და ductus arteriosus, თუმცა წამალთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიურ და მარილის დეფიციტიან პაციენტებში:
არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში გაურთულებული ჰიპერტენზიით, რომლებიც მხოლოდ ირბესარტანით (< 0.1 %) ან ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით (დაახლოებით 1%) მკურნალობდნენ. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებამ, შეიძლება, გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია პაციენტებში ინტრავასკულარული ჰიპოვოლემიით ან მარილოვანი დეფიციტით, მაგ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ძლიერი შარდმდენებით ან დიალიზით. ასეთი ჰიპოვოლემია ანჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენებამდე უნდა გამოსწორდეს.
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და თუ საჭიროა, გაუკეთდეს ნორმალური მარილიანი ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზიური ეფექტი მკურნალობის გაგრძელებისათვის უკუჩვენება არ არის, სისხლის წნევის მოწესრიგების შემდეგ ის ყოველგვარის სირთულის გარეშე შეიძლება, გაგრძელდეს.
ჰიდროქლორთიაზიდი:
ღვიძლი:
თიაზიდები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებით, ვინაიდან სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის მცირე ცვლილებამაც კი შეიძლება,დააჩქაროს ღვიძლიმიერი კომის განვითარება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება, განვითარდეს პაციენტებში ანამნეზში ალერგიის ან ბრონქული ასთმის ისტორიით ან ისტორიის გარეშე, თუმც უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში ასეთი ისტორიით.
სისტემური წითელი მგლურა:
თიაზიდური შარდმდენები იწვევენ სისტემური წითელი მგლურას გამწვავებას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
მგრძნობიარე პირებში, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვის შედეგად, მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის ცვლილებები. პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ. პაციენტები გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით), ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტით მკურნალობა დაკავშირებულია ოლიგურია და/ან პროგრესულ აზოტემიასთან და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან სიკვდილთან. ირბესარტანი სავარაუდოდ მსგავსად იქცევა. ამფ ინჰიბიტორების შესწავლისას პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, აღინიშნებოდა შრატის კრეატინინის ან BUN-ის მომატება. არ არის ცნობილი ირბესარატნის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, თუცმა ისეთივე შედეგია მოსალოდნელი.
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ირბესარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის კლინიკური კვლევები არ მოიცავენ საკმარის მონაცამებს 65 წლის პირებისათვის და ზემოთ, რათა დადგინდეს მკურნალობის ეფექტი ახალგაზრდებთან შედარებით. სხვა კლინიკური კვლევები ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების კლინიკური ეფექტს შორის განსხვავებას ვერ პოულობენ. ზოგადად, ხანდაზმული პაციენტისათვის დოზის შერჩევა საფრთხილო უნდა იყოს, უნდა დაიწყოს ჩვეულებრივ ყველაზე დაბალი დოზით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის კატეგორიები C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრები)
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არ ირბესარტანი დედის რძეში, თუმცა ირბესარტანი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი სეკრეტირდება მეძუძური ვირთხების რძეში დაბალი კონცენტრაციებით. ჩვილისათვის შესაძლო მავნე ზეგავლენის გამო, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან წამლის მოხსნის შესახებ, დედისათვის წამლის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. მის ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ირბესარტანი ნაკლებად იმოქმედებს ამ უნარზე. ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, გასათვალისწინებულია მკურნალობის დროს თავბრუს და მოთენთილობის შესაძლო განვითარება.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, ირბესარტანის და ჰიდროქლოთიაზიდის კომბინაცია კარგად აიტანება. ძირითადად გვერდითი მოვლენები მსუბუქი და ტრანზიტორული იყო და არ საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას. პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში პაციენტებში ჰიპერტენზიით, გვერდითი მოვლენების განვითარების სიხიშირე ირბესარტან/ჰიდროქლოთიაზიდის და პლაცებო ჯგუფებში არ განსხვდებოდა.
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ირბესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციური მკურნალობის შეწყვეტა, გვერდითი მოვლენების გამო საჭირო იყო მხოლოდ 3.6%-ში. ეს სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო (p=0.023), ვიდრე პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 6.8%, რომლებმაც მკურნალობა შეწყვიტეს.
ამ პლაცებო კონტროლირებულ კვლევებში, ირბესარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციური თერაპიისას შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა პაციენტებში >=1%-ში:
ზოგადი: გულმკერდის ტკივილი 2%, სისუსტე 7%, გრიპი 3%
კარდიოვასკულარული: შეშუპება 1%, ტაქიკარდია 1%
საჭმლის-მონელება: მუცლის ტკივილი 2%, დისპეფსია/გულძმარვა 2%, გულისრევა / ღებინება 3%
იმუნოლოგია: ალერგია 1%
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი 7%
ნერვული სისტემა: თავბრუ 8%, ორთოსტაზული თავბრუ 1%
შარდგამომყოფია სისტემა: პათოლოგიური შარდვა 2%
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა 1% სიხშირით ან მეტიმ თუმცა უფრო ხშირი იყო პლაცებო ჯგუფში:
თავის ტკივილი, სინუსური დარღვევები, ხველა, ზედა სასუნთქი ინფექციები, ფარინგიტი, ფაღარათი, რინიტი, საშარდე გზების ინფექცია, გამონაყარი, შფოთვა/აღგზნებადობა და კუნთოვანი სპაზმები.
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში:
ჭინჭრის ციება; ანგიოედება (სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპების ჩათვლით). ჰიპერკალიემია აღინიშნებოდა იშვიათად.
ლაბორატორიული მაჩვენებლები
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, სტანდარტული ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკური მნიშვნელობის ცვლილებები იშვიათად იყო დაკავშირებული ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებასთან.
კრეატინინი, სისხლის შარდოვანას აზოტი (BUN): პაციენტებში ესენციური ჰიპერტენზიით მხოლოდ ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობისას, BUN-ისა და შრატის კრეატინინს მცირე მომატება აღინიშნებოა 2.3 და 1.1 %-ში შესაბამისად.
ჰემოგლობინი: დაახლოებით 0.2 გრ/დლ კლინიკურად უმნიშვნელო საშუალო დაქვითება აღინიშნებოდა პაციენტებში მხოლოდ ირბესარტან-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობისას, შედარებით 0.4 გრ/დლ დაქვეითებისა პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები: აღინიშნებოდა ღვიძლის ფერმენტებისა და/ან შრატის ბილირუბინის იშვიათი მომატება.
გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
წამლებთან
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
:
ირბესარტანი
ჰიდროქლორთიაზიდთან ,დიგოქსინთან, ვარფარინთან და ნიფედიპინთან ურთიერთქმედების შესწავლისას ფარმაკოკინეტიკური (ან ფარმაკოდინამიკური) ურთიერთქმედებები არ აღინიშნებოდა.
ჰიდროქლორთიაზიდი
ერთად გამოყენებისას შემდეგ წამლებს შეუძლიათ თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედება:
ალკოჰოლი, საძილე საშუალებები ან ნარკოტიკები: შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზიის გაძლიერება.
ანტიდიაბეტური წამლები (პერორალური საშუალებები და ინსულნინი): შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური წამლების დოზების კორექცია.
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: დამატებითი ან გამაძლიერებელი ეფექტი.
ქოლესტერამინი და კოლესტიპოლის რეზინები: ანიონური ცვლის არსებობისა ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა დარღვეული. ქოლესტერამინის ან კოლესტიპოლის ერთჯერადი დოზა უკავშირდება ჰიდროქლორთიაზიდს და ამცირებს მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 85 და 43%-ით შესაბამისად
კორტიკოსტეროიდები, ACTH: ელექტროლიტების გაძლიერებულიოლევა, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ნორეპინეფრინი): პრესორული ამინების დაქვეითებული ეფექტი, თუმცა არასაკმარისი მათ მოსახსნელად.
ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, არამადეპოლარიზებული საშუალებები (მაგ. ტუბოკურარინი): შესაძლო მომატებული ეფექტი.
ლითიუმი: ჩვეულებრივ არ გამოიყენება შარდმდენებთან. შარდმდენი საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის ტოქსიურობის საშიშროებას.
არასტეოიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ზოგიერთ პაციენტში, არატსეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მარუჟოვანი, კალიუმ-შემნახველი და თიაზიდური შარდმდენების დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები. ამიტომ, კო-ირდასა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთად გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტის სათანდო კონტროლი, იმის დასადგენად, მიიღწევა თუ არა სასურველი ეფექტი.
მიღების წესი და დოზირება
და გამოყენების მეთოდები:
ესანტილ-პლუსის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 150 მგ დღეში. პაციენტებისათვის, რომლებიც არტერიული წნევის შემდგომ დაქვითებას საჭიროებენ, საჭიროა ტიტრირება 300 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ირბესარტანის უფრო დაბალი საწყისი დოზა (75 მგ) რეკომენდებულია პაციენტებში ინტრავასაკულარული მოცულობის სიმცირით (მაგ. პაციენტები, რომლებიც ძლიერ შარდმდენებს ღებულობენ ან ჰემოდიალიზზე არიან)
ჭარბი
:
ირბესარტანი
ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, 900 მგ დღიური დოზები 8 კვირის განმავლობაში კარგად აიტანება. ჭარბი დოზირების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება მოსალოდნელია იყოს ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ჭარბი დოზირებისას შეიძლება ასევე განვითარდეს ბრადიკარდია. ირბესარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშანი და სიმპტომი ადამიანებში გამოწვეულია ელექტროლიტების განლევით (ჰიპოკალიემი, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციით, რაც ჭარბი დიურეზის შედეგია. დიგიტალისების გამოყენებისას, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გაამწვავოს გულის არითმიები. ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის მოცილების ხარისხი დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25º-მდე თავის ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
25მგ ტაბლეტი #20
ენალაპრილ H®
ENALAPRIL H®
10მგ/25მგ ტაბლეტი #20
არჯელონ HL
Argelon HL
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
100მგ ტაბლეტი #20
ლიზპრეს ფორტე
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ტრიტაცე
5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
ენაპი H
Enap H
10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
ენოზიდი H
Enozid H
10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20
ენაპი ®-HL 20
Enap®-HL 20
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-დიოვანი
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14
რილეის პლუსი
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
Losartan
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
კოლოსარ-დენკი 50/12.5
CoLosar-Denk 50/12.5
50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
ლორისტა H
Lorista H
50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
100მგ+25მგ ტაბლეტი №28
არჯელონ H
ARGELON H
5მგ/25მგ ტაბლეტი #30
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25
Captopril+HCT Denk 50/25
50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
კო დიროტონი®
CO DIROTON®
10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
50მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5
ENA+HCT-Denk 20/12.5
20მგ/12 5მგ ტაბლეტი
კაპტოპრილი HCT დენკი
50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
კვადრიცა H ფორტე
QUADRICA H forte
20მგ/25მგ ტაბლეტი #30
კვადრიცა
20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ტენზიპრილი
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი ჰდ
Amprilan HD
5მგ/25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM
100მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM(H)
50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
Captopril Hidroclorotiazida
50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კვადრიცა H
QUADRICA H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
კო დიროტონი®
CO DIROTON®
20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ვალსაკორი H
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვალტანი
CO-VALTAN
80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ვალსაკორი HD
160მგ+25მგ ტაბლეტი №28
ნონბლონ H
NONBLON Н
5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლორისტა HD
Lorista® HD
100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლორისტა H100
Lorista H100
100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ნევილოლ H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი HD
5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ნოლაქსენი
Nolaxen
25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
150მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
ნაპრილ-H ბენე ფარმი
10მგ+25მგ ტაბლეტი №100
კასარკი H
16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
სარტონი პლუსი
SARTON PLUS
16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
ირდაპინი
Irdapin
300მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კასარკი HD
32მგ+25მგ ტაბლეტი №30
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აკკუზიდი
ACCUZIDE
20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ამპრილანი ჰლ
Amprilan HL
2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30
ბრიუსარტანი
Brusartan
50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56
გამალიზინი-H
GAMALIZIN-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
ეკლიპსი-სანოველი პლუსი
EKLIPS-sanovel Plus
50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ემკორ H®
EMCOR H®
2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
ენალაპრილი H ნეო
ENALAPRIL H NEO
10/25მგ ტაბლეტი #20
ენოზიდი-HL
Enozid HL
10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარლონი პლუსი
Carlon Plus
20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20
კვადრიცა H მიტე
QUADRICA H mite
10/12.5მგ ტაბლეტი #30
კო-ენალაპრილ H
CO-ENALAPRIL H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-მირატი
Co-Mirat
8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30
კო-რენიტეკი
CO-RENITEC
20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28
ლიზინოკორ H®
LISINOCOR H®
- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლოზაპი პლუსი
Lozap Plus
50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ტირეგის-D
Tiregis-D
80მგ/25მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-D
Tiregis D
80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-დ
Tiregis D
40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტრიამპურ კომპოზიტუმი
TRIAMPUR COMPOZITUM
25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
ჰიდროქლოროთიაზიდი BP
Hydrochlorothiazide BP
25მგ ტაბლეტი №1000
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.