მონოგრაფია Nº 02189 Rx · რეცეპტით
ნოლაქსენი
Nolaxen
25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
დან29.76 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლორთიაზიდი (Hydrochlorothiazide) სპირონოლაქტონი (Spironolactone)
- მწარმოებელი
- Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კალიუმის დამზოგავი დიურეზული საშულებები
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
25მგ+25მგ · №20
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ნოლაქსენი ტაბლეტი 25მგ+25მგ #20
1.49 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗29.76 ₾
35.01 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
ნოლაქსენი ტაბლეტი 25მგ+25მგ #20
1.49 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗29.76 ₾
35.01 ₾
-
PSP
ნოლაქსენი - Nolaxen 25მგ/25მგ 20 ტაბლეტი
1.75 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗35.02 ₾
25მგ/25მგ · №20
-
ავერსი
ნოლაქსენი 25მგ/25მგ #20ტ
1.76 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗35.16 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ნარინჯისფერი ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით “NOLX” და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: სპირონოლაქტონი 25 მგ, ჰიდროქლორთიაზიდი 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (K30), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ტიტანის დიოქსიდი, საღებავი: შუნსეტ Yელლოწ, ტალკი, პროპილენგლიკოლი.
პრეპარატის ათქ კოდი: C03DA01
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალება თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნოლაქსენი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლორთიაზიდის თვისებების შერწყმით.
სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებას, გახანგრძლივებული მოქმედების ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიურ ანტაგონისტს. თირკმლის მილაკების დისტალურ ნაწილებში ალდოსტერონის რეცეპტორებთან შეკავშირებით ზრდის წყლის, ნატრიუმისა და ქლორის იონების ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმისა და შარდოვანას იონების გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას.
ჰიდროქლორთიაზიდი თიაზიდური დიურეზული საშუალებაა. ამცირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, აძლიერებს შარდთან ერთად კალიუმის, ჰიდროკარბონატისა და ფოსფატების გამოყოფას. ამცირებს არტერიულ წნევას ცირკულირებადი სისხლის მოცულობის (ცსმ) შემცირების, სისხლძარღვის კედლის რეაქტიულობის შეცვლის, სისხლძარღვების შემავიწროვებელი ნივთიერებების პრესორული ზეგავლენის შემცირებისა და განგლიებზე დეპრესორული მოქმედების გაძლიერების ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
სპირონოლაქტონი და ჰიდროქლორთიაზიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხასიათდებიან საკმაოდ მაღალი ბიოშეღწევადობით.
ჩვენებები
- სხვადასხვა გენეზის შეშუპების სინდრომი (გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები);
- არტერიული ჰიპერტენზია.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია;
- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (პრეკომა და ღვიძლის კომა);
- ელექტროლიტების ცვლის კორექციას დაუქვემდებარებელი დარღვევები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია;
- ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ (ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების საშიშროების გამო);
- ორსულობა (I ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
ნოლაქსენი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლური აციდოზის მაღალი რისკით.
ნოლაქსენის ხანგრძლივად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ელექტროლიტების შემცველობის, ასევე შარდოვანას, კრეატინინის, გლუკოზის და შარდმჟავას პერიოდული კონტროლი.
ნოლაქსენის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის გამოყენების საწყის პერიოდში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოთა შესრულება, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური და ფსიქიკური რეაქციების სისწრაფეს. შემდგომში კი, მათი განხორციელების შესაძლებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპო- ან ჰიპერკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ატაქსია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შექცევადი და ჩვეულებრივ, თავისთავად გარდამავალი გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე, იშვიათად – გულისრევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები, ნაწლავური კოლიკა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: გინეკომასტია (ჩვეულებრივ შექცევადი, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შენარჩუნდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ერექციის დარღვევები მამაკაცებში, პოტენციის დაქვეითება მამაკაცებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა, მეტრორაგია კლიმაქტერულ პერიოდში, ჰირსუტიზმი, ხმის შეცვლა ქალებში.
კანის მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.
მიღების წესი და დოზირება
ნოლაქსენი მიიღება შიგნით ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
შეშუპების სინდრომის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 8 ტაბლეტამდე დღეში (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-200 მგ (იშვიათად, 300 მგ დღე-ღამეში)) დღე-ღამეში.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს ინიშნება 1-2 ტაბლეტი ერთჯერადად ან ორ მიღებად. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და შეიძლება ვარირებდეს 1-დან 4 ტაბლეტამდე (სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით: 25-100 მგ) დღე-ღამეში.
ბავშვებში ნოლაქსენი ინიშნება სპირონოლაქტონზე გადაანგარიშებით დოზით 1,66-3,3 მგ/კგ-ზე დღე-ღამეში ერთჯერადად ან ორ მიღებად.
მკურნალობის კურსი 14-21 დღეს შეადგენს. შესაძლებელია განმეორება ყოველ 10-14 დღეში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ხანგრძლივი დიურეზი და ჰიპერკალიემია გულის რითმის დარღვევით, არტერიული წნევის ვარდნა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, წყურვილი.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, ღებინების ინდუქცია, კუჭის ამორეცხვა, გაუწყლოებისა და წყალ-ელექტორლიზური ბალანსის დარღვევის, არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომური თერაპია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება.
ჰიპერკალიემიის შემთხვევაში: ვენაში სასწრაფოდ 20-50% გლუკოზის ხსნარისა და ინსულინის (0,25-0,5 ერთ/გ გლუკოზაზე) შეყვანა. გამოიყენება კალიუმის გამომყვანი დიურეზული საშუალებები. შესაძლებელია დიალიზის ჩატარება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
- არ შეიძლება ნოლაქსენის ლითიუმის მარილებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან მცირდება ლითიუმის მარილების გამოყოფა, რის გამოც, იმატებს მისი კარდიო- და ნეიროტოქსიურობა;
- ნოლაქსენისა და სალიცილატების დიდი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ცნს-ზე სალიცილატების ტოქსიური მოქმედება; აასს (ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა) ამცირებენ ნოლაქსენის დიურეზულ, ნატრიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ აქტივობას და ზრდიან თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს.
- გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და საფაღარათო საშუალებებთან ნოლაქსენის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოკალიემია.
- საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობა.
- შეიძლება გააძლიეროს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების ეფექტი და მოქმედების ხანგრძლივობა.
- ნოლაქსენის ჰიპოტენზიური მოქმედება პოტენცირდება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია), ბარბიტურატებით, ანტიდეპრესანტებით, თიაზიდური დიურეზული საშუალებებით, სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებებითა და ალკოჰოლის მიღებით.
- ნოლაქსენთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეასუსტოს ანტიდიაბეტური საშუალებების, ადრენალინის, ნორადრენალინის, შარდმჟავას დამშლელი პრეპარატების მოქმედება, ანელებს კარბენოქსოლონის წყლულის საწინააღმდეგო მოქმედებას (აჩქარებს ბიოტრანსფორმაციასა და გამოყოფას).
- ნოლაქსენის კალიუმის მარილებთან, კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან (ვინაიდან ხელს უშლიან ალდოსტერონის გამოთავისუფლებას), ინდომეტაცინთან, ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია.
- ნოლაქსენის ამიოდარონთან (თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროული გამოყენებისას), შეიძლება გაიზარდოს ჰიპოკალიემიასთან დაკავშირებული არითმიების რისკი.
- ნოლაქსენის აგფ-ინჰიბიტორთან, ფუროსემიდთან კომბინირებისას, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
- ნეომიცინთან, კოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას მცირდება ნოლაქსენის შეთვისება.
- ნოლაქსენის კალციუმის პრეპარატებთან კომბინაციისას შესაძლებელია ჰიპერკალცემიის განვითარება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია (I ტრიმესტრის გარდა) მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
შემოგარსული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ვეროშპირონი
25მგ ტაბლეტი №20
სპილაქტონი
SPYLACTON
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
რიდაქტონი
25მგ 30 ტაბლეტი №30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
25მგ ტაბლეტი #20
ენალაპრილ H®
ENALAPRIL H®
10მგ/25მგ ტაბლეტი #20
არჯელონ HL
Argelon HL
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
100მგ ტაბლეტი #20
ლიზპრეს ფორტე
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ტრიტაცე
5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
ენაპი H
Enap H
10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
ენოზიდი H
Enozid H
10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20
ენაპი ®-HL 20
Enap®-HL 20
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-დიოვანი
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14
რილეის პლუსი
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
სპილაქტონი
SPYLACTON
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
Losartan
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
კოლოსარ-დენკი 50/12.5
CoLosar-Denk 50/12.5
50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
ლორისტა H
Lorista H
50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
100მგ+25მგ ტაბლეტი №28
არჯელონ H
ARGELON H
5მგ/25მგ ტაბლეტი #30
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25
Captopril+HCT Denk 50/25
50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
კო დიროტონი®
CO DIROTON®
10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
50მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5
ENA+HCT-Denk 20/12.5
20მგ/12 5მგ ტაბლეტი
კო-ირდა
Co-Irda
300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კო-ირდა
Co-Irda
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კაპტოპრილი HCT დენკი
50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
კვადრიცა H ფორტე
QUADRICA H forte
20მგ/25მგ ტაბლეტი #30
კვადრიცა
20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ტენზიპრილი
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი ჰდ
Amprilan HD
5მგ/25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ვეროშპირონი
VEROSPIRON
50მგ კაფსულა #30
ლოზატენზი RM
100მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM(H)
50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
Captopril Hidroclorotiazida
50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კვადრიცა H
QUADRICA H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
კო დიროტონი®
CO DIROTON®
20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ვალსაკორი H
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვალტანი
CO-VALTAN
80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ვალსაკორი HD
160მგ+25მგ ტაბლეტი №28
ნონბლონ H
NONBLON Н
5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლორისტა HD
Lorista® HD
100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
სპიროლაქტი
SPIROLACT
50მგ/20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
ლორისტა H100
Lorista H100
100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ნევილოლ H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი HD
5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
სპირონო გენერიკონი კომპ
50მგ+20მგ ტაბლეტი №20
ნაპრილ-H ბენე ფარმი
10მგ+25მგ ტაბლეტი №100
კასარკი H
16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
სარტონი პლუსი
SARTON PLUS
16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
კასარკი HD
32მგ+25მგ ტაბლეტი №30
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აკკუზიდი
ACCUZIDE
20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ამპრილანი ჰლ
Amprilan HL
2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30
ბრიუსარტანი
Brusartan
50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56
გამალიზინი-H
GAMALIZIN-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
ეკლიპსი-სანოველი პლუსი
EKLIPS-sanovel Plus
50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ემკორ H®
EMCOR H®
2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
ენალაპრილი H ნეო
ENALAPRIL H NEO
10/25მგ ტაბლეტი #20
ენოზიდი-HL
Enozid HL
10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20
ესანტილ პლუსი
Esantil plus
300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ესანტილ პლუსი
Esantil plus
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ვეროშპირონი
VEROSPIRON
25მგტაბლეტი #20
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარლონი პლუსი
Carlon Plus
20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20
კვადრიცა H მიტე
QUADRICA H mite
10/12.5მგ ტაბლეტი #30
კო-ენალაპრილ H
CO-ENALAPRIL H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-მირატი
Co-Mirat
8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30
კო-რენიტეკი
CO-RENITEC
20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28
ლიზინოკორ H®
LISINOCOR H®
- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლოზაპი პლუსი
Lozap Plus
50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ნორმოშპირონი
Normoshpiron
50მგ კაფსულა №30
სპილაქტონი
SPYLACTON
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ტირეგის-D
Tiregis D
80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-D
Tiregis-D
80მგ/25მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-დ
Tiregis D
40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტრიამპურ კომპოზიტუმი
TRIAMPUR COMPOZITUM
25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
ჰიდროქლოროთიაზიდი BP
Hydrochlorothiazide BP
25მგ ტაბლეტი №1000
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.