8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01118 Rx · რეცეპტით

ენაპი H

Enap H

10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

დან9.03 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ენაპი H, 10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
იმპორტიორი საქართველოში
KRKA
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

10მგ+25მგ · №20

  • GPC ყველაზე იაფი

    ენაპი-H ტაბლეტი 10მგ+25მგ #20

    0.45 ₾ / ც. × 20

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ენაპი-H ტაბლეტი 10მგ+25მგ #20

    0.45 ₾ / ც. × 20

  • PSP ყველაზე იაფი

    ენაპი-H - Enap H 10მგ./25მგ 20 ტაბლეტი

    0.45 ₾ / ც. × 20

10მგ/25მგ · №20

  • ავერსი

    ენაპი-H 10მგ/25მგ #20ტ

    0.45 ₾ / ც. × 20

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ენალაპრილ H®, 10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილ H®

ENALAPRIL H®

10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.88 ₾
ენოზიდი H, 10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი H

Enozid H

10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.04 ₾
ენაპი ®-HL 20, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენაპი ®-HL 20

Enap®-HL 20

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.17 ₾
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5, 20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5

ENA+HCT-Denk 20/12.5

20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
დან13.25 ₾
ნაპრილ-H ბენე ფარმი, 10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ნაპრილ-H ბენე ფარმი

10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან37.17 ₾
ენალაპრილი H ნეო, 10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი H ნეო

ENALAPRIL H NEO

10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენოზიდი-HL, 10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი-HL

Enozid HL

10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კარლონი პლუსი, 20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

კარლონი პლუსი

Carlon Plus

20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კო-ენალაპრილ H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

კო-ენალაპრილ H

CO-ENALAPRIL H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

კო-რენიტეკი

CO-RENITEC

20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები

მრგვალი, ბრტყელი ყვითელი ფერის ტაბლეტები, ჩამოთლილი ნაპირებით და ერთ მხარეზე ნაზოლით.

02

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებებს: 10 მგ ენალაპრილის მალეატს და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს;
დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ჰიდროკარბონატს, ლაქტოზას მონოჰიდრატს, სიმინდის სახამებელს, პრეჟელატინიზირებული სახამებელს, საღებავს ქინოლინის ყვითელს (E104), ტალკს, მაგნიუმის სტეარატს.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ) + დიურეზული საშუალებები.

ათქ კოდი: C09BA02.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ენალაპრილი არის ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორი. ენალაპრილი წარმოადგენს “პრომედიკამენტს”: მისი ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება ენალაპრილატი, რომელიც აინჰიბირებს აგფ-ს.
ჰიდროქლოროთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი. იგი მოქმედებს დისტალური თირკმლის მილაკების დინეზე, ზრდის რა ქლორისა და ნატრიუმის იონების გამოყოფას.
კომბინაციის ეფექტი
მკურნალობის დასაწყისში სითხის მოცულობა სისხლძარღვებში მცირდება ნატრიუმის და სითხის გამოყოფის ზრდის შედეგად, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას და გულის განდევნის ფრაქციის შემცირებას.
ჰიპონატრიემიის და სითხის მოცულობის შემცირების შედეგად აქტივირდება რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემა. ანგიოთენზინ II-ის კონცენტრაციის რეაქტიული ზრდა ნაწილობრივად ზღუდავს არტერიული წნევის დაქვეითებას. ხანგრძლივი თერაპიის დროს ჰიდროქლორითიაზიდის ჰიპოტენზიული ეფექტი დაფუძნებულია საერთო პერიფერიულ სისხლძარღვთა წინაღობის შემცირებაზე. რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივაციის შედეგი არის მეტაბოლური ეფექტები სისხლის ელექტროლიტურ ბალანსზე, შარდმჟავაზე, გლუკოზასა და ლიპიდებზე, რაც ნაწილობრივად ახდენს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ეფექტურობის ნეიტრალიზებას. არტერიული წნევის ეფექტური დაქვეითების მიუხედავად თიაზიდური დიურეზულები არ ამცირებენ სტრუქტურულ ცვლილებებს გულში და სისხლძარღვებში, ენალაპრილი აძლიერებს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს - აინჰიბირებს რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემას, ანუ ანგიოთენზინ II-ის და მისი ეფექტების პროდუქციას. დამატებით ამცირებს ალდოსტერონის გამომუშავებას და აძლიერებს ბრადიკარდინის მოქმედებას და პროსტოგლანდინების გამოთავისუფლებას. ხშირად ახდენს საკუთარ დიურეზულ მოქმედებას, რამაც შეიძლება გააძლიეროს ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი.
ენალაპრილი ამცირებს პრე- და პოსტდატვირთვას, ახდენს რა მარცხენა პარკუჭის განტვირთვას, იწვევს ჰიპერტროფიის რეგრესიას და ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას, ახდენს მიოკარდის უჯრედების დაზიანების პრევენციას. შედეგად ქრონიკული გულის უკმარისობის დროს გულის რითმი ნელდება, მცირდება დატვირთვა გულზე, უმჯობესდება კორონარული სისხლის მიმოქცევა და მცირდება კარდიოციტებით ჟანგბადის მოხმარება. ამგვარად მცირდება გულის იშემიისადმი მგრძნობელობა, ასევე მცირდება საშიში პარკუჭოვანი არითმიების რაოდენობა. გააჩნია დადებითი ეფექტი ტვინის სისხლის მიმოქცევაზე პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და ქრონიკული გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებით. ხელს უშლის გლომერულოსკლეროზის განვითარებას, ინარჩუნებს და აუმჯობესებს თირკმნელების ფუნქციას და ანელებს თირკმელების ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ განუვითარდათ არტერიული ჰიპერტენზია. ცნობილია, რომ აგფ-ს ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი უფრო მაღალია პაციენტებში ჰიპონატრიემიით, ჰიპოვოლემიით და რენინის მომატებული დონით სისხლის შრატში, იმ დროს, როდესაც ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი არ არის დამოკიდებული რენინის დონეზე სისხლის შრატში. ამიტომ ენალაპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულად დანიშვნას გააჩნია დამატებითი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. გარდა ამისა, ენალაპრილი ახდენს პრევენციას ან ასუსტებს დიურეზული თერაპიის მეტაბოლურ ეფექტებს და გააჩნია დადებითი ზეგავლენა სტრუქტურულ ცვლილებებზე გულსა და სისხლძარღვებში.
აგფ-ს ინჰიბიტორების და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული დანიშვნა გამოიყენება მაშინ, როდესაც თითოეული პრეპარატი ცალ-ცალკე არ არის საკმარისად ეფექტური ან მონოთერაპია ტარდება პრეპარატის მაქსიმალური დოზების გამოყენებით, რაც ზრდის არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირეს. ეს კომბინაცია იძლევა საუკეთესო თერაპიული ეფექტის მიღების საშუალებას ენალაპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის უფრო დაბალი დოზებით და არასასურველი ეფექტების განვითარების შემცირების საშუალებას.
კომბინაციის ანტიჰიპერთენზული ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

05

ფარმაკოკინეტიკა

ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შეწოვის მოცულობა შეადგენს 60 %. საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას შეწოვაზე. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთი საათის შემდეგ. ღვიძლში ენალაპრილი ჰიდროლიზდება აქტიურ მეტაბოლიტამდე - ენალაპრილატამდე, რომელიც ახდენს ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 3-6 საათის შემდეგ. პრეპარატი გამოიყოფა შარდით (60%) და განავალით (33%), ძირითადად ენალაპრილატის სახით.
ენალაპრილატი აღწევს ორგანიზმის უმეტეს ქსოვილებში, ძირითადად ხვდება ფილტვებში, თირკმელებში და სისხლძარღვებში. შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან არის 50-60%. ენალაპრილატი არ ექვემდებარება შემდგომ მეტაბოლიზმს და 100% გამოიყოფა შარდით გორგლისებრი ფილტრაციის და ტუბულარული სეკრეციის გზით. ენალაპრილის და ენალაპრილატის თირკმლის კლირენსი შეადგენს 0,005 მლ/წმ (18 ლ/სთ) და 0,00225 - 0,00264 მლ/წმ (8,1-9,5 ლ/სთ) შესაბამისად. გამოიყოფა რამდენიმე ეტაპად. ენალაპრილის მრავალჯერადი დოზების დანიშვნისას ენალაპრილატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი სისხლის შრატიდან შეადგენს დაახლოებით 11 საათს. ენალაპრილი და ენალაპრილატი აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში და მათი გამოყოფა ხდება დედის რძით.
ენალაპრილატი გამოიყოფა სისხლის ნაკადიდან ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის დროს. ენალაპრილატის ჰემოდიალიზური კლირენსია 0,63-1,03 მლ/წმ (38 - 62 მლ/წთ); ენალაპრილატის შრატისმიერი კონცენტრაცია 4-საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ მცირდება 45-57%-ით.
პაციენტებში დაქვეითებული თირკმლის ფუნქციით გამოყოფა ნელდება, რაც საჭიროებს დოზირების შეცვლას თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით, განსაკუთრებით პაციენტებში გამოხატული თირკმელების უკმარისობით.
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ენალაპრილის მეტაბოლიზმი Dშეიძლება შენელებული იქნას მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების დარღვევის გარეშე.
პაციენტებში გულის უკმარისობით ენალაპრილატის შეწოვა და მეტაბოლიზმი ნელდება, ასევე მცირდება განაწილების მოცულობა, რადგანაც ამ პაციენტებში შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, მათ შეიძლება აღენიშნოთ ენალაპრილის გამოყოფის შენელება.
ენალაპრილის ფარმაკოკინეტიკა შეიძლება ასევე შეიცვალოს ხანდაზმულ პაციენტებში, უფრო მეტი ხარისხით თანმხლები დაავადებების ხარჯზე, ვიდრე ხანდაზმული ასაკის გამო.
ჰიდროქლოროთიაზიდი შეიწოვება უმთავრესად თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. აბსორბცია შეადგენს 70% და იზრდება 10%-ით საკვებთან ერთად მიღებისას. შრატისმიერი კონცენტრაციის მაქსიმალური დონე მიიღწევა 1,5-5 საათის შემდეგ. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 3 ლ/კგ. კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 40%. პრეპარატი გროვდება ერითროციტებში, აკუმულაციის მექანიზმი უცნობია. არ მეტაბოლიზდება ღვიძლში, პრეპარატის 95% უცვლელი ფორმით გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლის კლირენსი ჯანმრთელ ადამიანებში და არტერიული ჰიპერთენზიით დაავადებულ პაციენტებში შეადგენს დაახლოებით 5,58 მლ/წმ (335მლ/წთ).
ჰიდროქლოროთიაზიდს გააჩნია გამოყოფის ორფაზიანი პროფილი. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) საწყის ფაზაში შეადგენს 2 სთ-ს, ბოლო ფაზაში (მიღებიდან 10-12 სთ შემდეგ) - დაახლოებით 10 სთ. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გროვდება ამნიოზურ სითხეში. ჰიდროქლოროთიაზიდის შრატისმიერი კონცენტრაცია ჭიპლარის ვენის სისხლში პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც დედის სისხლში.
კონცენტრაცია ამნიოზურ სითხეში 19 ჯერ აღემატება ასეთს ჭიპლარის ვენის სისხლის შრატში. ჰიდროქლოროთიაზიდის დონე დედის რძეში ძალიან დაბალია. ჰიდროქლოროთიაზიდი არ იყო აღმოჩენილი სისხლის შრატში მეძუძურ ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ჰიდროქლოროთიაზიდს ძუძუთი კვების დროს.
ხანდაზმულ პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდი არ ახდენს უარყოფით გავლენას ენალაპრილის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ ენალაპრილატის შრატისმიერი კონცენტრაცია ამავე დროს უფრო მაღალია. ჰიდროქლოროთიაზიდის დანიშვნისას პაციენტებისთვის გულის უკმარისობით დადგენილია, რომ მისი შეწოვა მცირდება 20-70%-ით დაავადების სიმძიმის პროპორციულად. ჰიდროქლოროთიაზიდის თ1/2 იზრდება 28,9 საათამდე; თირკმლის კლირენსი შეადგენს 0,17-3,12 მლ/წმ (10-187 მლ/წთ), საშუალოდ 1,28 მლ/წმ (77 მლ/წთ). პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ნაწლავის შუნტირება სიმსუქნესთან დაკავშირებით, ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა შეიძლება შემცირებული იყოს 30%-ით, შრატისმიერი კონცენტრაცია 50%-ით დაბალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ენალაპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული დანიშვნა არ ახდენს ზეგავლენას თითოეული მათგანის ფარმაკოკინეტიკაზე.

06

ჩვენებები

არტერიული ჰიპერთენზია (პაციენტებში, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).

07

მიღების წესი და დოზირება

დოზირება ყოველთვის უნდა იქნას შერჩეული ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.
ენაპ-H-ის რეკომენდებული დოზა - ერთი ტაბლეტი დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ ტაბლეტამდე დღეში ერთჯერ. პაციენტებმა უნდა მიიღონ ტაბლეტი მთლიანად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით. ისინი უნდა შეეჩვიონ პრეპარატის რეგულარულად მიღებას ერთსა და იმავე დროს, სასურველია დილით. პრეპარატის მორიგი დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში ის უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება სწრაფად, თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩა საკმარისად დიდი დრო. თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩა რამოდენიმე საათი, საჭიროა დაცდა და მხოლოდ მომდევნო დოზის მიღება. არასდროს არ გააორმაგოთ დოზა. თუ ვერ მიიღწევა დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტი, რეკომენდირებულია სხვა სამკურნალო საშუალების დამატება ან თერაპიის შეცვლა.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, რეკომენდირებულია მკურნალობის მოხსნა ან დიურეტიკების დოზის შემცირება, როგორც მინიმუმ, 3 დღით ადრე ენაპ-H-ით მკურნალობის დაწყებამდე, სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის წინ გამოკვლეული უნდა იქნას თირკმელების ფუნქცია.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
დოზირება თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს
პაციენტებში 0,5 მლ-ზე/წმ მეტი კრეატინინის კლირენსით ან 265 მკმოლი/ლ-ზე (3 მგ/100მლ) ნაკლები შრატისმიერი კლირენსით შეიძლება დაინიშნოს ენაპ-H-ის ჩვეულებრივი დოზა.

გვერდითი მოქმედებები
ზოგადი გვერდითი მოვლენები: სისუსტე, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, თრომბოციტოპენიური პურპურა), მანეკროზირებელი ანგიიტი, ცხელება, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, პნევმონიტის და თირკმელების შეშუპების ჩათვლით, ანაფილაქსიური რეაქციები.
გულ-სისლხძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოთენზია, გულის გაჩერება, მიოკარდის ინფარქტი, ცერებროვასკულარული ინსულტი, სტენოკარდია, რეინოს სინდრომი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გლოსიტი, სტომატიტი, სანერწყვე ჯირკვლის ანთება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიაში, ნაწლავური კოლიკები, ილეუსი, პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე, მელენა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩა, ბრონქოსპაზმი, ასთმა, პნევმონია, ფილტვის ინფილტრატები, ეოზინოფილური პნევმონია, ფილტვის არტერიის ემბოლია, ფილტვის ინფარქტი, ფილტვის შეშუპება.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ოლიგურია, გინეკომასტია, პოტენციის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციალურუი ნეფრიტი.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი.
კანის საფარის მხრივ: ოფლიანობა, გამონაყარი, ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითერმა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, სარტყლისებრი ლიქენი, ალოპეცია ფოტომგრძნობელობა.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, ყნოსვის დარღვევა, ხმაური ყურებში, კონიუქტივიტი, კონიუქტივის სიმშრალე, ცრემლდენა.
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: დეპრესია, ატაქსია, ძილიანობა, უძილობა, მოუსვენრობა, ნევროზულობა, პერიფერიული ნეიროპათია (პარესთეზია, დისესთეზია).
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვილებები: ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპერგლიკემია, გლუკუზორია, ჰიპერურიკემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ,,ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, პანციტოპენია.
სხვა: ლიტერატურაში აღწერილი მგლურას მაგვარი სინდრომი (სხეულის ტემპერატურის მომატება, მიალგია და ართრალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის ზრდა, ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია, გამონაყარი კანზე, დადებითი ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე).

08

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ან სულფანილამიდების მიმართ;
  • ანურია, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები);
  • ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების ადრე გამოყენებასთან, ასევე მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • ადისონის დაავადება; პორფირია;
  • ორსულობა, ძუძუთი კვება;

სიფრთხილით

  • თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმელების ფუნქციის დარღვევები (კრეატინის კლირენსი 30 - 75 მლ/წთ);
  • გამოხატული აორტალური სტენოზი ან იდიოპათიური ჰიპერტროფიული სუბაორტალური სტენოზი;
  • გულის იშემიური დაავადება და ცერებლოვასკულარული დაავადებები (მათ შორის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა);
  • ქრონიკული გულის უკმარისობა;
  • შემაერთებელი ქსოვილის მძიმე აუტოიმუნური სისტემური დაავადებები (მათ შორის, სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია);
  • ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერკალიემია;
  • მდგომარეონა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ;
  • ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
  • მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება (დიურეტიკებით მკურნალობის შედეგად, სამზარეულო მარილის მოხმარების შეზღუდვის, დიარეის და ღებინების დროს);
  • ხანდაზმული ასაკი;
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);
  • პოდაგრა.
09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ბარბიტურატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ფენოთიაზინების და ნარკიტიკული საშუალებების ერთდროული მიღება, ისევე როგორ ალკოჰოლისა, აძლიერებს ენაპ-H-ის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.
დიეტაში მარილის დიდი რაოდენობა, კოლესტირამინის ან კოლესტიპოლის ერთდროული მიღება ამცირებს ენაპ-H-ის ეფეტქს.
ენაპ-H-ის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლითიუმით ინტოქსიკაციის განვითარება, რადგანაც ენალაპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებენ ლითიუმის გამოყოფას. აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი, და მისი დოზირების შესაბამისად კორეგირება. შეძლებისდაგვარად თავი უნდა ავარიდოთ ენაპ-H-ის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულად გამოყენებას.
ენაპ-H-ის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ანალგეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ, პროსტოგლანდინების სინთეზის დათრგუნვის შედეგად, შეიძლება შეამციროს ენალაპრილის ეფექტურობა და გაზარდოს თირმელების ფუნქციის გაუარესების და/ან გულის უკმარისობის მიმდინარეობის რისკის ზრდა. ზოგიერთ პაციენტებში ერთდროულად მკურნალობისას ასევე შეიძლება შემცირდეს ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ამიტომ საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვება. კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზულებით (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი) ერთდროულმა მკურნალობამ ან კალიუმის დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესიულებთან ან სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული დანიშვნა შეიძლება გახდეს ლეიკოპენიის, ანემიის ან პანციტოპენიის მიზეზი, ამიტომ საჭიროა ჰემოგრამის პერიოდული კონტროლი.
იყო შეტყობინებები თირკმელების მწვავე უკმარისობის შესახებ ორ პაციენტში თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ენალაპრილს და ციკლოსპორინს. სავარაუდოა, რომ თირკმელების მწვავე უკმარისობა არის თირკმლის სისხლის მიმოქცევის შემცირების მიზეზი, გამოწვეული ციკლოსპორინით, და ენალაპრილით გამოწვეული გორგლოვანი ფილტრაციის შემცირებისა. ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ენალაპრილის და ციკლოსპორინის ერთდროულად გამოყენებისას.
სულფანილამიდების და სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული დანიშვნა შეიძლება გახდეს მომატებული მგრძნობელიბის რეაქციის მიზეზი (შესაძლებელია ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა).
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა გულის გლიკოზიდებთან ერთდროულად გამოყენებისას, შესაძლებელია ჰიდროქლოროთიაზიდით ინდუცირებული ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლიკოზიდების ტოქსიკურობა.
კორტიკოსტეროიდებთან ერთდროუკად დანიშვნა ზრდის ჰიპოკალიემიის რისკს.
ენაპ-H-ის და თეოფილინის ერთდროული გამოყენებისას, ენალაპრილმა შეიძლება შეამციროს თეოფილინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი.
ენაპ-H-ის და ციმეტიდინის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ენალაპრილის ნახევრად გამოყოფის პერიოდი.
არტერიული ჰიპოტენზიის რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიის დროს ან არამადეპოლარიზირებელი მიორელაქსანტების (მაგალითად, ტუბოკურანინის) გამოყენებისას.

10

განსაკუთრებული მითითებები

არტერიული ჰიპერტენზია ყველა კლინიკური შედეგებით შეიძლება აღინიშნოს ენაპ-H-ის ტაბლეტების პირველი მიღების შემდეგ პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით და ჰიპონატრიემიით, თირკმელების მძიმე უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით ან მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით და, განსაკუთრებით, პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰიპოვოლემიის მდგომარეობაში, დიურეზულებით თერაპიის, უმარილო დიეტის, დიარეის, ღებინების ან ჰემოდიალიზის შედეგად. არტერიული ჰიპოტენზია პირველი დოზის მიღების შემდეგ და მისი უფრო სერიოზული შედეგები წარმოადგენენ იშვიათ და გარდამავალ მოვლენას. მისი თავიდან აცილება შეიძლება დიურეზულების მოხსნით, თუ შესაძლებელია, ენაპ-H-ით მკურნალობის დაწყების წინ.
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში დაბალი სასთუმალით და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს პლაზმის მოცულობის კორექტირება ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიის გზით. გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს უკუჩვენებას მკურნალობის გაგრძელებისთვის. არტერიული წნევის ნორმალიზების და მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენის შემდეგ, პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ მომდევნო დოზებს.
სიფრთხილე აუცილებელია გამოყენებისას პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 0,5-დან 1,3 მლ-მდე/წმ). პაციენტებში, რომლების იღებენ ჰიდროქლოროთიაზიდს, შეიძლება განვიტარდეს აზეთემია. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის აკუმულაციის ნიშნები. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას ენალაპრილის უფრო დაბალი დოზის კომბინაცია ჰიდროქლოროთიაიზიდთან ან კომბინირებული თერაპია ენალაპრილით და ჰიდროქლოროთიაზიდით უნდა მოიხსნას.
თავი უნდა ავარიდოთ ენაპ-H-ის დანიშვნას პაციენტებისთვის თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკემლების ფუნქციის გაუარესება ან მწვავე თირკმელების უკმარისობაც კი (ენალაპრილის ეფექტი). ამიტომ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის კონტროლი მკურნალობის ჩატარებამდე და მკურნალობის დროს.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, გამოხატული ცერებროვასკულარული დაავადებებით, აორტალური სტენოზით ან სხვა სტენოზებით, რომლებიც ხელს უშლიან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებას, გამოხატული ათეროსკლეროზით, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზიის რისკის და გულის, თავის ტვინის და თირკმელების პერფუზიის გაუარესების შედეგად.
აუცილებელია ელექტროლიტების შრატისმიერი კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი მკურნალობის პერიოდში შესაძლო დისბალანსის გამოვლინებისა და საჭირო ზომების დროულად მიღებისთვის. ელექტროლიტიების შრატისმიერი კონცენტრაციის განსაზღვრა აუცილებელია პაციენტებისთვის ხანგრძლივი დიარეით, ღებინებით და იმათთვის, ვინც იღებს ინტრავენურ ინფუზიას.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ენაპ-H-ს, აუცილებელია ელექტროლიტული დისბალანსის ნიშნების გამოვლინება, როგორიცაა სიმშრალე პირში, წყურვილი, სისუსტე, ძილიანობა, მოთენთილობა, აგზნება, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები (ძირითადად მუსცულუს გასტროცნემიუს), არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, ოლიგურია და კუჭ-ნაწლავური დარღვევები (გულისრევა, ღებინება).
ენაპ-H სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებებით, რადგანაც ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვვიოს ღვიძლისმიერი კომა მინიმალური ელექტროლიტური დარღვევების დროსაც კი.
ენაპ-H-ით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს ჰიპომაგნიემია და ხანდახან ჰიპერკალციემია, რომელიც ჩნდება მაგნიუმის გამოყოფის ზრდის და შარდით კალციუმის გამოყოფის შენელების შედეგად ჰიდროქლოროთიაზიდის ზემოქმედებით. შრატისმიერი კალციუმის დონის მნიშვნელოვანი მომატება შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი.
ზოგიერთ პაციენტებში ჰოდროქლოროთიაზიდის ზემოქმედების შედეგად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერურიკემია ან პოდაგრას მიმდინარეობის გაუარესება. თუ აღინიშნება შარდმჟავას კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. იგი შეიძლება განახლდეს ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზაციის შემდეგ და შემდგომში ტარდება მათი კონტროლის ქვეშ.
სიფრთხილე აუცილებელია ყველა პაციენტთან, რომლებიც იღებენ მკურნალობას პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით ან ინსულინით, რადგანაც ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია მათი მოქმედების შესუსტება, ენალაპრილს კი - გაძლიერება. პაციენტები შაქრიანი დიაბეტით უფრო ხშირად უნდა იყვენენ დაკვირვების ქვეშ, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზების გარკვეული ცვლილება.
სახის ან კისრის ანგიონევროზული შეშუპების აღნიშვნის შემთხვევაში საკმარისია ხოლმე თერაპიის მოხსნა და პაციენტებისთვის ანტიჰისტამინური საშუალებების დანიშვნა. უფრო მძიმე შემთხვევებში (ენის, ხახის და ხორხის შეშუპება) ანგიონევროზული შეშუპების მკურნალობა ხდება ადრენალინით, საჭიროა სასუნთქი გზების განვლადობის შენარჩუნება (ინტუბაციით ან ლარინგოტომიით).
ენაპ-H-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სიმპათოექტომიით.
ანაფილაქტოიდური რეაქციის რისკის გაზრდის შედეგად არ არის რეკომენდირებული ენაპ-H-ის დანიშვნა პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე პოლიაკრილონიტრილური მემბრანების გამოყენებით, რომლებიც ექვემდებარება აფერეზს დექსტრანსულფატით და უშუალოდ დესენსიბილიზაციის პროცედურის წინ კრაზანის და ფუთკრის შხამის მიმართ.
ენაპ-H-ით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძმობელობის რეაქციები პაციენტებში წინამორბედი ალერგიის ან ბრონქიალური ასთმის გარეშე. იყო შეტყობინებები სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გაუარესების შესახებ.
იყო შეტყობინება ღვიძლის მწვავე უკმარისობის რამოდენიმე შემთხვევების შესახებ ქოლესტაზური სიყვითლით, ღვიძლის ნეკროზით და ლეტალური გამოსავალით (იშვიათად) აგფ-ს ინჰიბიტორების მკურნალობის დროს. ამ სინდრომების მიზეზი არ არის სრულიად ნათელი. სიყვითლის აღნიშვნის და “ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის ზრდის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტები კი იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.
სიფრთხილე ასევე აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ სულფანილამიდებს ან სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერირალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (შესაძლებელია ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა).
მკურნალობის დროს საჭიროა ლეიკოციტების პერიოდული კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში შემაერთებელი ქსოვილის ან თირკმელების დაავადებებით.
პაციენტებში ფართო ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, რომლებიც იღებენ არტერიული ჰიპოტენზიის გამომწვევ სამკურნალო საშუალებების, ზოგადი ანესთეზიის დროს ენალაპრილმა შეიძლება მოახდინოს ანგიოთენზინ II-ის წარმოქმნის ბლოკირება - მეორადი რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლებისადმი. თუ ექიმი ვარაუდობს არტერიული ჰიპოტენზიის ამ მექანიზმს, მკურნალობა შეიძლება მიმართული იქნას მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდაზე.
მკურნალობის დროს აუცილებელია ელექტროლიტების, გლუკოზის, შარდოვანას, კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაციის, “ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის, ასევე შარდში ცილის პერიოდული კონტროლი. ენაპ-H-ით მკურნალობა უნდა შეწდეს პარაფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის ჩატარების წინ.

11

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ორსულობის დადგომისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ლაქტაციის პერიოდში მეძუძური დედისთვის პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში დედამ უარი უნდა თქვას ძუძუთი კვებაზე.

ზეგავლენა ავტომობილის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
როგორც წესი ენაპ-H არ მოქმედებს ავტომობილის მართვასა ან მექანიზმებთან მუშაობაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს, ძირითადად მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება აღენიშნოს ან არტერიული ჰიპოტენზია ან თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება Dშეამციროს ავტომობილის მართვის და მექანიმებთან მუშაობის უნარი. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში რეკომენდირებულია ავტომობილის მართვის, მექანიზმებთან მუშაობის და სხვა სამუშაოს შესრულების თავიდან არიება, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას მანამდე, სანამ არ იქნება დადგენილი მკურნალობაზე პასუხი.

12

ჭარბი დოზირება

თუ პაციენტმა ერთ მიღებაზე მიიღო ტაბლეტების ძალიან დიდი რაოდენობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის გამოძახება. ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავენ მომატებულ დიურეზს, არტერიული წნევის გამოხატულ დაქვეითებას ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა დარღვევებით, კრუნჩხვებს, პარეზებს, პარალიზურ ილეუსს, ცნობიერების დარღვევას (კომის ჩათვლით), თირკმელების უკმარისობას, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევას, სისხლის ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას.
ჭარბი დოზირების მკურნალობა: ავადმყოფი მოთავსებული უნდა იქნას მწოლიარე მდგომარეობაში დაბალი სასთუმალით. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა და მარილიანი ხსნარის შიგნით მიღება, უფრო სერიოზულ შემთხვევბში - არტერიული წნების სტაბილიზაციაზე მიმართული ღონისძიებები: ფიზიოლოგიური ხსნარის, პლაზმის შეცვლელების ინტრავენური შეყვანა.
პაციენტებში აუცილებელია არტერიული წნევის დონის, გულის შეკუმშვათა სიხშირის, სუნთქვის სიხშირის, შარდოვანას, კრეატინინის, ელექტროლიტების შრატისმიერი კონცენტრაციის და დიურეზის კონტროლირება. საჭიროების შემთხვევასი შეყავთ ანგიოთენზინ II, ატარებენ ჰემოდიალიზს.

13

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

14

ვარგისობის ვადა

5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

16

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ენალაპრილი, 5მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი

ENALAPRIL

5მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი ჰემოფარმი, სერბეთი
დან0.85 ₾
ენალაპრილი, 10მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი

10მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი ბორისოვო, ბელარუსი
დან0.95 ₾
ენაპი, 5მგ ტაბლეტი №20

ენაპი

Enap

5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან4.37 ₾
ენაპი, 10მგ ტაბლეტი №20

ენაპი

Enap

10მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან4.77 ₾

ენალაპრილი ნორმონი

10მგ ტაბლეტი №28

ენალაპრილი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან5.04 ₾
ენა-დენკი 10, 10მგ ტაბლეტი #30

ენა-დენკი 10

Ena-Denk 10

10მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან5.40 ₾
ჰიპოთიაზიდი, 25მგ ტაბლეტი #20

ჰიპოთიაზიდი

HYPOTHIAZID

25მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
დან5.94 ₾
ენაპი, 20მგ ტაბლეტი №20

ენაპი

Enap

20მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.90 ₾
არჯელონ HL, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

არჯელონ HL

Argelon HL

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან7.16 ₾
ენა-დენკი 20, 20მგ ტაბლეტი #30

ენა-დენკი 20

Ena-Denk 20

20მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან7.27 ₾
ჰიპოთიაზიდი, 100მგ ტაბლეტი #20

ჰიპოთიაზიდი

HYPOTHIAZID

100მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
დან7.40 ₾
ლიზპრეს ფორტე, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ლიზპრეს ფორტე

20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან8.30 ₾
ტრიტაცე, 5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ტრიტაცე

5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან8.89 ₾
კო-დიოვანი, 160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14

კო-დიოვანი

160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა სტეინი, იტალია
დან9.39 ₾
ბერლიპრილი® პლუსი, 10მგ/25მგ ტაბლეტი №30

ბერლიპრილი® პლუსი

BERLIPRIL PLUS

10მგ/25მგ ტაბლეტი №30

ენალაპრილი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან9.51 ₾
ენალაპრილი, 20მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი

ENALAPRIL

20მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი ჰემოფარმი, სერბეთი
დან9.60 ₾
რილეის პლუსი, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

რილეის პლუსი

20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან9.86 ₾
Losartan, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Losartan

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან11.16 ₾
კოლოსარ-დენკი 50/12.5, 50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

კოლოსარ-დენკი 50/12.5

CoLosar-Denk 50/12.5

50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან11.16 ₾
ლორისტა H, 50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H

Lorista H

50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან11.16 ₾
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან11.16 ₾
არჯელონ H, 5მგ/25მგ ტაბლეტი #30

არჯელონ H

ARGELON H

5მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.23 ₾
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25, 50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი

კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25

Captopril+HCT Denk 50/25

50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან12.54 ₾
კო დიროტონი®, 10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30

კო დიროტონი®

CO DIROTON®

10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან12.54 ₾
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 50მგ+25მგ ტაბლეტი №30

კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

50მგ+25მგ ტაბლეტი №30

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან13.05 ₾
ლოზატენზი, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლოზატენზი

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან13.10 ₾
კო-ირდა, 300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კო-ირდა

Co-Irda

300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.39 ₾
კო-ირდა, 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კო-ირდა

Co-Irda

150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.99 ₾
კაპტოპრილი HCT დენკი, 50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი HCT დენკი

50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი
დან14.98 ₾
კვადრიცა H ფორტე, 20მგ/25მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H ფორტე

QUADRICA H forte

20მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.02 ₾
კვადრიცა, 20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

კვადრიცა

20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან15.03 ₾
ტენზიპრილი, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან15.09 ₾
ამპრილანი ჰდ, 5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ამპრილანი ჰდ

Amprilan HD

5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.14 ₾
ტენზიპრილი H, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან15.14 ₾
ლოზატენზი RM, 100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM

100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.29 ₾
ლოზატენზი RM(H), 50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM(H)

50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.33 ₾
Captopril Hidroclorotiazida, 50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

Captopril Hidroclorotiazida

50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი
დან15.35 ₾
კვადრიცა H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H

QUADRICA H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.90 ₾
კო დიროტონი®, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო დიროტონი®

CO DIROTON®

20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან15.90 ₾
ვალსაკორი H, 160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი H

160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.52 ₾
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან16.52 ₾
კო-ვალტანი, 80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14

კო-ვალტანი

CO-VALTAN

80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.44 ₾
პოლიტენზა, 5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

პოლიტენზა

5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან17.75 ₾
პოლიტენზა -Polytenza, 25მგ №30

პოლიტენზა -Polytenza

25მგ №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან17.75 ₾
ჰარტილი®-D, 5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან17.92 ₾
ვალსაკორი HD, 160მგ+25მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი HD

160მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან18.71 ₾
ნონბლონ H, 5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ნონბლონ H

NONBLON Н

5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ნებივოლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან18.73 ₾
ლორისტა HD, 100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა HD

Lorista® HD

100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან19.16 ₾
ენეასი, 10მგ+20მგ ტაბლეტი №30

ენეასი

Eneas

10მგ+20მგ ტაბლეტი №30

ენალაპრილი + Nitrendipine Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
დან21.34 ₾
ლორისტა H100, 100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H100

Lorista H100

100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.88 ₾

ნევილოლ H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ნებივოლოლი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან25.44 ₾
ტენზიპრილი HD, 5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი HD

5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან25.45 ₾
ლერდაპრილი, 20მგ+10მგ ტაბლეტი №30

ლერდაპრილი

20მგ+10მგ ტაბლეტი №30

ენალაპრილი + ლერკანიდიპინი ბალკანფარმა-დუპნიცა, ბულგარეთი
დან27.99 ₾
ნოლაქსენი, 25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ნოლაქსენი

Nolaxen

25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ჰიდროქლორთიაზიდი + სპირონოლაქტონი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან29.76 ₾
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან30.61 ₾
ელირნო, 10მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ელირნო

elyrno

10მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ენალაპრილი + ლერკანიდიპინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან30.79 ₾
კო-ვამლოსეტი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო-ვამლოსეტი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა-რუს, რუსეთის ფედერაცია
დან31.25 ₾
კასარკი H, 16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კასარკი H

16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან37.40 ₾
ელირნო, 20მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ელირნო

Elyrno

20მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ენალაპრილი + ლერკანიდიპინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან38.16 ₾
სარტონი პლუსი, 16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

სარტონი პლუსი

SARTON PLUS

16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან44.20 ₾
კასარკი HD, 32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კასარკი HD

32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან51.17 ₾
ექსფორჯი H, 5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ექსფორჯი H

5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა, თურქეთი
დან59.91 ₾

აკკუზიდი

ACCUZIDE

20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + Quinapril ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

ამპრილანი ჰლ

Amprilan HL

2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ბერლიპრილი® 10, 10მგ ტაბლეტი #30

ბერლიპრილი® 10

Berlipril® 10

10მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
ბერლიპრილი® 20, 20მგ ტაბლეტი #30

ბერლიპრილი® 20

Berlipril® 20

20მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
ბერლიპრილი® 5, 5მგ ტაბლეტი #30

ბერლიპრილი® 5

Berlipril® 5

5მგ ტაბლეტი #30

ენალაპრილი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
Rx · რეცეპტით
ბრიუსარტანი, 50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
გამალიზინი-H, 10/12.5მგ ტაბლეტი #20

გამალიზინი-H

GAMALIZIN-H

10/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ეკლიპსი-სანოველი პლუსი, 50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეკლიპსი-სანოველი პლუსი

EKLIPS-sanovel Plus

50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ემკორ H®, 2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ემკორ H®

EMCOR H®

2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენალაპრილი, 10მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი

ENALAPRIL

10მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ენალაპრილი

ENALAPRIL

10მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით
ენალაპრილი ნეო, 10მგ ტაბლეტი#20

ენალაპრილი ნეო

ENALAPRIL NEO

10მგ ტაბლეტი#20

ენალაპრილი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი, 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ესანტილ პლუსი

Esantil plus

150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი, 300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ესანტილ პლუსი

Esantil plus

300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კვადრიცა H მიტე, 10/12.5მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H მიტე

QUADRICA H mite

10/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კო-მირატი, 8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30

კო-მირატი

Co-Mirat

8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლიზინოკორ H®, - 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ლიზინოკორ H®

LISINOCOR H®

- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლოზაპი პლუსი, 50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი პლუსი

Lozap Plus

50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ტირეგის-D, 80მგ/25მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-D

Tiregis-D

80მგ/25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ტირეგის-D, 80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-D

Tiregis D

80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan ACTAVIS, მალტა
Rx · რეცეპტით
ტირეგის-დ, 40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-დ

Tiregis D

40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan ACTAVIS, მალტა
Rx · რეცეპტით
ტრიამპურ კომპოზიტუმი, 25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50

ტრიამპურ კომპოზიტუმი

TRIAMPUR COMPOZITUM

25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50

ჰიდროქლორთიაზიდი + Triamterene ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით

ცენიპრესი

Cenipress

10/20მგ ტაბლეტი #5

ენალაპრილი + Nitrendipine მედიალი, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
ჰარტილი®-D, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ჰიდროქლოროთიაზიდი BP

Hydrochlorothiazide BP

25მგ ტაბლეტი №1000

ჰიდროქლორთიაზიდი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.