მონოგრაფია Nº 00191 Rx · რეცეპტით
ამპრილანი ჰლ
Amprilan HL
2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30
- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლორთიაზიდი (Hydrochlorothiazide) რამიპრილი (Ramipril)
- მწარმოებელი
- კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- KRKA
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
ტრიტაცე
5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
არჯელონ H
ARGELON H
5მგ/25მგ ტაბლეტი #30
ტენზიპრილი
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი ჰდ
Amprilan HD
5მგ/25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ტენზიპრილი HD
5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
გლუვი, კაფსულისმაგვარი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეს ნაზოლით და მეორე მხარეს წარწერით “12,5”.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: რამიპრილი 2,5 მგ, ჰიდროქლორთიაზიდი 12,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება:
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი + დიურეტიკი.
ათქ კოდი: C09BA05.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
რამიპრილი – აგფ ინჰიბიტორი. რამიპრილი არის “პროპრეპარატი”: ღვიძლში მისი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება რამიპრილატი, რომელიც აინჰიბირებს აგფ-ს. რამიპრილის ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიკური ეფექტები არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში წარმოადგენს რეზისტული სისხლძარღვების გაფართოვებისა და საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შედეგს, რაც, თავის მხრივ, თანდათან დაბლა წევს არტერიულ წნევას. გულის რითმი ჩვეულებრივ არ იცვლება. ხანგრძლივი მკურნალობისას მცირდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, გულის ფუნქციაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. ცალკეული დოზის ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათი. რამიპრილი ასევე ეფექტურია გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის ქრონიკული უკმარისობის ნიშნების მქონე პაციენტებში პრეპარატი ამცირებს უეცარი სიკვდილის რისკს, გულის უკმარისობის პროგრესირებას მძიმე/რეზისტენტულ უკმარისობად და ამცირებს გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს.
ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, რამიპრილი მნიშვნელოვნად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის სიხშირეს იმ პაციენტებში, რომლებშიც მომატებულია კარდიოვასკულარული რისკი სისხლძარღვოვანი დაავადებების (როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინსულტი ან პეროფერიული სისხლძარღვების დაავადებები) ან შაქრიანი დიაბეტის შედეგად, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი (მიკროალბუმინურია, არტერიული ჰიპერტენზია, საერთო ქოლესტერინის დონის მომატება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დაბალი დონე, მოწევა). პრეპარატი ასევე ამცირებს საერთო სიკვდილიანობას და რევასკულარიზაციის პროცედურების საჭიროებას, აფერხებს გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარებასა და პროგრესირებას. როგორც შაქრიანი დიაბეტის მქონე, ისე ამ დაავადების არმქონე პაციენტებში, პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულ მიკროალბუმინურიას და ნეფროპათიის განვითარების რისკს. ეს ეფექტები აღინიშნება როგორც მომატებული, ისე ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში.
ჰიდროქლორთიაზიდი – თიაზიდური დიურეტიკი. მოქმედებს თირკმლის დისტალური არხების დონეზე, ზრდის რა ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფას. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობისას სისხლძარღვებში სითხის მოცულობა მცირდება ნატრიუმისა და სითხის გამოყოფის მომატების შედეგად, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას და გულის გამოტყორცნის შემცირებას.
ჰიპონატრიემიისა და სითხის მოცულობის შემცირების შედეგად აქტიურდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა. ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციების რეაქტიული მომატება ნაწილობრივ ზღუდავს არტერიული წნევის დაწევას. თერაპიის გაგრძელებისას ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიური ეფექტის საფუძველია საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირება. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივაციის შედეგი არის ზემოქმედება სისხლის ელექტროლიტურ ბალანსზე, შარდის მჟავაზე, გლუკოზაზე და ლიპიდებზე, რაც ნაწილობრივ ანეიტრალებს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ეფექტიანობას. არტერიული წნევის ეფექტური შემცირების მიუხედავად, თიაზიდური დიურეტიკები არ ამცირებენ სტრუქტურულ ცვლილებებს გულსა და სისხლძსრღვებში.
რამიპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროულ დანიშვნას გააჩნია დამატებითი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. გარდა ამისა, აგფ ინჰიბიტორი თრგუნავს ან ასუსტებს დიურეტიკული თერაპიის მეტაბოლურ ეფექტებს და ახდენს სასურველ ზემოქმედებას გულსა და სისხლძარღვებში სტრუქტურულ ცვლილებებზე.
აგფ ინჰიბიტორისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული დანიშვნა ხდება მაშინ, როდესაც თითოეული პრეპარატი ცალკე არასაკმარისად ეფექტურია ან მონოთერაპია ტარდება პრეპარატის მაქსიმალური დოზების გამოყენებით, რაც ზრდის არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირეს. ამგვარი კომბინაციით მიიღწევა საუკეთესო თერაპიული ეფექტი და მცირდება არასასურველი ეფექტების განვითარება.
კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის მოცულობა 50-60%, საკვები არ ანელებს შეწოვას.
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 საათის შემდეგ.
რამიპრილი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის – რამიპრილატის წარმოქმნით, რომლის აქტივობა 6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე რამიპრილატის და აქტიური დიკეტოპიპერაზინის, რომელიც შემდეგ გლუკორონიზდება.რ ამიპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ, წონასწორული კონცენტრაცია – მე-4 დღისათვის.
რამიპრილის დაახლოებით 73% და რამიპრილატის 56% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. რამიპრილი და რამიპრილატი ორგანიზმიდან გამოიდევნება უპირატესად შარდით (დაახლოებით 60%), ძირითადად მეტაბოლიტების სახით, მიღებული დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიდევნება უცვლელი რამიპრილის სახით. რამიპრილი გამოიდევნება რამდენიმე ეტაპად. თერაპიული დოზის დანიშვნის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-17 საათს.
ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევებისას არ გამოვლენილა პრეპარატის რძეში სეკრეცია.
65-76 წლის ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რამიპრილის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში არსებული ფარმაკოკინეტიკისაგან. თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას რამიპრილისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ნელდება კრეატინინის კლირენსის შემცირების პროპორციულად. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატად შეიძლება შენელდეს, ხოლო სისხლის შრატში რამიპრილის კონცენტრაცია – გაიზარდოს.
ჰიდროქლორთიაზიდი, ძირითადად, შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. აბსორბცია შეადგენს 70%-ს და მატულობს 10%-ით საკვებთან ერთად მიღებისას. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 1.5-5 საათის შემდეგ. განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 3 ლ/კგ. შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 40%-ს. პრეპარატი გროვდება ერითროციტებში, აკუმულაციის მექანიზმი ცნობილი არ არის. არ მეტაბოლიზდება ღვიძლში, პრეპარატის 95% გამოიყოფა უცვლელი სახით, უპირატესად თირკმელებით. ჰიდროქლორთიაზიდის თირკმლისმიერი კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში შეადგენს დაახლოებით 5.58 მლ/წ-ს (335 მლ/წთ). ჰიდროქლორთიაზიდს გააჩნია გამოყოფის ორფაზიანი პროფილი. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) საწყის ფაზაში შეადგენს 2 საათს, საბოლოო ფაზაში (მიღებიდან 10-12 სთ-ს შემდეგ) – დაახლოებით 10 სთ-ს. აღწევს პლაცენტის ბარიერში და გროვდება ამნიოტიკურ სითხეში. ჰიდროქლორთიაზიდის შრატისმიერი კონცენტრაცია ჭიპის ვენის სისხლში პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც დედის სისხლში. კონცენტრაცია ამნიოტიკურ სითხეში აღემატება ჭიპის ვენიდან სისხლის შრატში ასეთივეს 19-გზის. ჰიდროქლორთიაზიდის დონე დედის რძეში ძალიან დაბალია. ჰიდროქლორთიაზიდი არ აღმოჩნდა სისხლის შრატში ძუძუთი კვებაზე მყოფ იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ძუძუთი კვების დროს იღებდნენ ჰიდროქლორთიაზიდს. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდის დანიშვნისას მისი შეწოვა მცირდება 20-70%-ით დაავადების სიმძიმის ხარისხის პროპორციულად. ჰიდროქლორთიაზიდის T1/2 იზრდება 28.9 საათამდე; თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 0.17-3.12 მლ/წ-ს (10-187 მლ/წთ), საშუალოდ 1.28 მლ/წ (77მლ/წთ.). ერთდროული დანიშვნისას რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი არ ახდენენ ურთიერთგავლენას ფარმაკოკინეტიკაზე.
ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (იმ პაციენტებისათვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
მიღების წესი და დოზირება
ამპრილანი ჰლ მიიღება შიგნით, სასურველია დილით, საკვების მიღების მიუხედავად.
რამიპრილის/ჰიდროქლორთიაზიდის ფიქსირებული კომბინაციის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ ცალკეული კომპონენტების დოზების ინდივიდუალურად შერჩევის შემდეგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს არა ნაკლებ 3 კვირის ინტერვალით. ჩვულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტ ამპრილან ჰლ-ს (2.5 მგ რამიპრილი და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი). მაქსიმალური დოზა – 2 ტაბლეტი (5 მგ რამიპრილი და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი).
დიურეტიკებით თერაპიაზე მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის მოხსნა ან დიურტიკების დოზის შემცირება, ამპრილან ჰლ-ით მკურნალობის დაწყებამდე როგორც მინიმუმ სამი დღით ადრე სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარების პრევენციისათვის. მკურნალობის დაწყებამდე გამოკვლეული უნდა იყოს თირკმელების ფუნქცია.
დოზირება თირკმელების ფუნქციის დარღვევისას
0.5 მლ/წ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსის ან 265 მკმოლ/ლ-ზე (3მგ/100მლ) ნაკლები შრატისმიერი კრეატინინის მქონე პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა.
გვერდითი მოვლენები
ზოგადი გამოვლინებები:
სისუსტე, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროტული შეშუპება, თრომბოციტოპენიური პურპურა), მანეკროტიზებელი ანგიიტი, ცხელება, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება, ანაფილაქსური რეაქციები).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
პულსაცია, გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები, არტერიული წნევის გამოხატული დარღვევა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულარული ინსულტი, სტენოკარდია, რეინოს სინდრომი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ:
პირის სიმშრალე, გლოსიტი, სტომატიტი, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, სიყვითლე, მელენა.
სუნთქვის სისტემის მხრივ:
რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ბრონქოსპაზმი, ასთმა, პნევმონია, ფილტვისმიერი ინფილტრატები, ეოზინოფილური პნევმონია, ფილტვისმიერი არტერიის ემბოლია, ფილტვის ინფარქტი, ფილტვების შეშუპება.
შარდსასქესო სისტემის მხრივ:
ოლიგურია, გინეკომასტია, პოტენციის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციალური ნეფრიტი.
ალერგიული რეაქციები:
ჭინჭრის გამონაყარი, ქავილი.
კანის საფარის მხრივ:
ოფლიანობა, გამონაყარი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, შემომსალტველი ლიქენი, ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა.
გრძნობის ორგანოების მხრივ:
მხედველობის დარღვევა, გემოს დარღვევა, ყნოსვის დარღვევა, შუილი ყურებში, კონიუნქტივიტი, კონიუნქტივის სიმშრალე, ცრემლდენა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
დეპრესია, ატაქსია, ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, ნერვოზულობა, პერიფერიული ნეიროპათია (პარესთეზიები, დისესთეზია).
ლაბორატორიული მაჩვენებლები:
ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, “ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, პანციტოპენია.
სხვა:
მგლურასმაგვარი სინდრომი, აღწერილი ლიტერატურაში (სხეულის ტემპერატურის მომატება, მიალგია და ართრალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია, კანზე გამონაყარი, დადებითი ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულზე).
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობლობა (მათ შორის პრეპარატის ცალკეული კომპონენტების ან სულფონამიდების მიმართ);
- ანგიონევროტული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან, აგრეთვე მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროტული შეშუპება;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლები);
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
- პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
- ადისონის დაავადება;
- პოდაგრა;
- პორფირია;
- ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი, ძუძუთი კვება.
სიფრთხილით ინიშნება შემდეგი მდგომარეოებებისას:
- თირკმლისმიერი არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30-75 მლ/წთ.);
- აორტის თავის გამოხატული სტენოზი ან იდიოპათური ჰიპერტროფული სუბაორტული სტენოზი;
- გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულარული დაავადებები (მათ შორის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა);
- გულის ქრონიკული უკმარისობა;
- შემაერთებელი ქსოვილების მძიმე აუტოიმუნური სისტემური დაავადებები (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია);
- ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ჰიპერკალიემია;
- მდგომარეობა თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ;
- მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება (დიურეტიკებით თერაპიის შედეგად, საკვებში მარილის მოხმარების შეზღუდვისას, დიარეის და ღებინების დროს);
- ხანდაზმული ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
ამპრილანი ჰლ-ის მიღების შემდეგ არტერიული ჰიპოტენზია აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის მძიმე უკმარისობა და ჰიპონატრიემია, თირკმლის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია ან მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია და განსაკუთრებით ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია დიურეტიკებით თერაპიით, უმარილო დიეტით, დიარეით, ღებინებით ან ჰემოდიალიზით. პირველი დოზის მიღების შემდეგ არტერიული ჰიპოტენზია და მისი უფრო სერიოზული შედეგები იშვიათი და გარდამავალი ხასიათის მოვლენაა. მისი თავიდან აცილება შეიძლება დიურეტიკების მოხსნით, თუ შესაძლებელია, პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 0.5-1.3 მლ/წ.). ჰიდროქლორთიაზიდის მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს აზოთემია. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის კუმულაციის ნიშნები. თავიდან უნდა იქნას აცილებული ამპრილანი ჰლ-ს დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლისმიერი არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის თირკმლისმიერი არტერიის სტენოზი, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება ან თირკმლის მწვავე უკმარისობაც კი. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადება, გამოხატული ცერებროვასკულარული დაავადებები, აორტული სტენოზი ან სხვა სახის სტენოზი, რაც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდინებას, გამოხატული ათეროსკლეროზი, ხანდაზმულ პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზისა და გულის, თავის ტვინისა და თირკმელების პერფუზიის გაუარესების რისკის შედეგად.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ელექტროლიტების შრატისმიერი კონცენტრაციების რეგულარული კონტროლი შესაძლო დისბალანსის გამოვლენისა და შესაბამისი ზომების დროულად მიღების მიზნით. შრატში ელექტროლიტების განსაზღვრა აუცილებელია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დიარეა, ღებინება და რომლებიც იღებენ ინტრავენურ ინფუზიებს. ამპრილან ჰლ-ის მიმღებ პაციენტებში აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნების გამოვლენა, როგორიცაა პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, ძილიანობა, სისუსტე, აგზნება, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები (უპირატესად, ფეხის კუნთები), არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია, ოლიგურია, კუჭ-ნაწლავური დარღვევები (გულისრევა, ღებინება). პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპომაგნიემია და ზოგჯერ ჰიპერკალციემია, რაც ვითარდება მაგნიუმის გამოყოფის მომატების შედეგად და შარდით კალციუმის გამოყოფის შეფერხებით ჰიდროქლორთიაზიდის ზემოქმედებით. კალციუმის შრატისმიერი დონის მნიშვნელოვანი მომატება შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. აუცილებელია სიფრთხილე ყველა იმ პაციენტში, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს, ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება შეასუსტოს, ხოლო რამიპრილმა გააძლიეროს მათი მოქმედება. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია უფრო ხშირი დაკვირვება, ხოლო აუცილებლობისას, შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის რამდენადმე შეცვლა.
სახის ან კისრის ანგიონევროტული შეშუპების განვითარებისას ჩვეულებრივ საკმარისია თერაპიის მოხსნა და ანტიჰისტამინური საშუალებების დანიშვნა. ანგიონევროტული შეშუპების უფრო მძიმე შემთხვევების (ენის, ყელისა და ხორხის შეშუპება) მკურნალობა ხდება ადრენალინით, აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება (ინტუბაციით ან ლარინგოტომით).
ამპრილანი ჰლ-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სიმპატექტომიის შემდეგ.
ანაფილაქსური რეაქციების რისკის მომატების შედეგად პრეპარატი არ ინიშნება იმ პაციცეტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე პოლიაკრილონიტრილური მემბრანების გამოყენებით, რომლებიც ექვემდებარებიან ეფერეზს დექსტრანსულფატთან და უშუალოდ ბზიკის ან ფუტკრის შხამისადმი დესენსიბილიზაციის პროცედურის წინ.
პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებშიც მანამდე არ აღინიშნებოდა ალერგია ან ბრონქული ასთმა. ცნობილი გახდა სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გაუარესების შესახებ.
ცნობილია თირკმლის მწვავე უკმარისობის რამდენიმე შემთხვევა ქოლესტატიური სიყვითლით, ღვიძლის ნეკროზით და ლეთალური შედეგით (იშვიათად) აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს. ამ სინდრომების მიზეზი სრულად ახსნილი არ არის. სიყვითლისა და ‘ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის მომატებისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.
სიფრთხილე არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სულფონამიდებს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს სულფონილშარდოვანას ჯგუფიდან (შესაძლებელია ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა).
მკურნალობის დროს საჭიროა ლეიკოციტების რაოდენობის პერიოდული კონტროლი, განსაკუთრებით შემაერთებელი ქსოვილების ან თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში. ფართო ქირურგიული ჩარევებისას ან ისეთი საშუალებებით ანესთეზიისას, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიას, რამიპრილმა შეიძლება დაბლოკოს II ანგიოტენზინის წარმოქმნა, რაც მეორადია რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლების მიმართ. თუ ექიმი ვარაუდობს არტერიული ჰიპოტენზიის მოცემულ მექანიზმს, მკურნალობა შეიძლება მიმართული იყოს მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდაზე.
მკურნალობის დროს აუციელებელია ელექტროლიტების, გლუკოზის, შარდოვანას, კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაციების, ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის, აგრეთვე შარდისმიერი ცილების პერიოდული კონტროლი. პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე. პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ, ვინაიდან არ არსებობს ამ ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.
სპეციალური ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პრეპარატი ამპრილანი ჰლ შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ლაქტოზას მემკვიდრეობითი გადაუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ დაგეგმილია ან დადგენილი ორსულობა, რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.
აგფ ინჰიბიტორების კონტროლირებული კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა, მაგრამ შემთხვევათა შეზღუდულ რაოდენობაში, გამოყენებამ პირველ ტრიმესტრში არ გამოავლინა განვითარების მხრივ დარღვევები.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმეტრებში, ვინაიდან ამ ვადებში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზემოქმედება ავტომობილებისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
ამპრილანი ჰლ გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე, თუმცა, ზოგიერთ პაციენტში, უპირატესად მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება დააქვეითოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარი. ამიტომ, მკურნალობის დასაწყისში, პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილების, მექანიზმების მართვას და ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას იმ დრომდე, ვიდრე დადგენილი არ იქნება პასუხი მკურნალობაზე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ბარბიტურატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ფენოთიაზინებისა და ნარკოტიკული საშუალებების, აგრეთვე ალკოჰოლის იმავდროული მიღება აძლიერებს ამპრილან ჰლ-ის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას. ანალგეტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დიეტაში მარილის დიდი რაოდენობა, ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის იმავდროული გამოყენება აქვეითებს ამპრილანი ჰლ-ის ეფექტს.
ამპრილან ჰლ-ისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმით ინტოქსიკაცია, ვინაიდან რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებენ ლითიუმის გამოყოფას. აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი. ამპრილანი ჰლ-ისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშაულებების და ანალგეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს რამიპრილის ეფექტიანობა და გააუარესოს თირკმლის ფუნქცია და/ან გულის უკმარისობის მიმდინარეობა. იმავდროული მკურნალობისას ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შემცირდეს რამიპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ამიტომ აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება.
კალიუმდამზოგავ დიურეტიკებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ან კალიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესანტებთან ან სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ერთად დანიშვნა შეიძლება გახდეს ლეიკოპენიის, ანემიის ან პანციტოპენიის მიზეზი, ამიტომ აუცილებელია ჰემოგრამის პერიოდული კონტროლი.
სულფონამიდებისა და სულფონილშარდოვანას ჯგუფიდან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული დანიშვნა შეიძლება გახდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების მიზეზი (შესაძლებელია ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა). აუცილებელია სიფრთხილე გულის გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, რაც ზრდის გულის გლიკოზიდების ტოქსიკურობას.
კორტიკოსტეროიდებთან ერთად დანიშვნა ზრდის ჰიპოკალიემიის რისკს.
ამპრილან ჰლ-ისა და ციმეტიდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რამიპრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი.
არტერიული ჰიპოტენზიის რისკი მატულობს ზოგადი ანესთეზიისას ან არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების (მაგ. ტუბოკურარინის) გამოყენებისას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
მომატებული დიურეზი, არტერიული წნევის გამოხატული დაწევა ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა დარღვევებით, კრუნჩხვები, დამბლა, პარალიზური ილეუსი, ცნობიერების დარღვევა (მათ შორის კომა), თირკმლის უკმარისობა, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა, სისხლის ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
მკურნალობა:
პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ოდნავ წამოწეული თავით. მსუბუქ შემთხვევებში, ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა და მარილხსნარის მიღება შიგნით, ხოლო უფრო სერიოზულ შემთხვევებში – არტერიული წნევის სტაბილიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები (ფიზიოლოგიური ხსნარის, პლაზმაშემცვლელების ვენებში შეყვანა). აუცილებელია არტერიული წნევის, გულის შეკუმშვების სიხშირის, სუნთქვის სიხშირის, შარდოვანას, კრეატინინის, ელექტროლიტების შრატისმიერი კონცენტრაციების და დიურეზის კონტროლი. აუცილებლობისას ინიშნება ანგიოტენზინი II ვენებში, ტარდება ჰემოდიალიზი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
არჯელონი
Argelon
2.5მგ ტაბლეტი #30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
25მგ ტაბლეტი #20
ამპრილანი
Amprilan
2,5მგ ტაბლეტი №30
არჯელონი
Argelon
5მგ ტაბლეტი #30
რამიპრილი ნორმონი
5მგ ტაბლეტი №28
ჰარტილი®
HARTIL®
5მგ ტაბლეტი #28
ენალაპრილ H®
ENALAPRIL H®
10მგ/25მგ ტაბლეტი #20
არჯელონ HL
Argelon HL
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
ამპრილანი
5მგ ტაბლეტი №30
ჰიპოთიაზიდი
HYPOTHIAZID
100მგ ტაბლეტი #20
ტრიტაცე 5 მგ
TRITACE 5 MG
5მგ ტაბლეტი #28
ლიზპრეს ფორტე
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
ენაპი H
Enap H
10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)
ენოზიდი H
Enozid H
10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20
ენაპი ®-HL 20
Enap®-HL 20
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-დიოვანი
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14
რილეის პლუსი
20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
ჰარტილი®
HARTIL®
10მგ ტაბლეტი #28
Losartan
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
კოლოსარ-დენკი 50/12.5
CoLosar-Denk 50/12.5
50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
ლორისტა H
Lorista H
50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
100მგ+25მგ ტაბლეტი №28
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25
Captopril+HCT Denk 50/25
50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
კო დიროტონი®
CO DIROTON®
10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
50მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5
ENA+HCT-Denk 20/12.5
20მგ/12 5მგ ტაბლეტი
ამპრილანი
Amprilan
10მგ ტაბლეტი №30
კო-ირდა
Co-Irda
300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კო-ირდა
Co-Irda
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კაპტოპრილი HCT დენკი
50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
კვადრიცა H ფორტე
QUADRICA H forte
20მგ/25მგ ტაბლეტი #30
კვადრიცა
20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM
100მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM(H)
50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
Captopril Hidroclorotiazida
50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კვადრიცა H
QUADRICA H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
კო დიროტონი®
CO DIROTON®
20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ვალსაკორი H
160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვალტანი
CO-VALTAN
80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ვალსაკორი HD
160მგ+25მგ ტაბლეტი №28
ნონბლონ H
NONBLON Н
5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლორისტა HD
Lorista® HD
100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ჰარტილი ამლო
5მგ+10მგ კაფსულა №30
რამიზეკ კომბი
10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
ლორისტა H100
Lorista H100
100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ნევილოლ H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
ნოლაქსენი
Nolaxen
25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
პოლიტორვა
10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+10მგ მყარი კაფსულა
ნაპრილ-H ბენე ფარმი
10მგ+25მგ ტაბლეტი №100
კასარკი H
16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
სარტონი პლუსი
SARTON PLUS
16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
ტრინომია
Trinomia
100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)
კასარკი HD
32მგ+25მგ ტაბლეტი №30
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აკკუზიდი
ACCUZIDE
20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ამპრილანი
Amprilan
1,25მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი
Amprilan
5მგ ტაბლეტი №30
არჯელონი
Argelon
10მგ ტაბლეტი #30
ბრიუმიპრილი
Brumipril
2.5 მგ კაფსულა N 56
ბრიუმიპრილი
Brumipril
10 მგ კაფსულა N 56
ბრიუმიპრილი
Brumipril
5 მგ კაფსულა N 56
ბრიუსარტანი
Brusartan
50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56
გამალიზინი-H
GAMALIZIN-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
ეკლიპსი-სანოველი პლუსი
EKLIPS-sanovel Plus
50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ემკორ H®
EMCOR H®
2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
ენალაპრილი H ნეო
ENALAPRIL H NEO
10/25მგ ტაბლეტი #20
ენოზიდი-HL
Enozid HL
10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20
ესანტილ პლუსი
Esantil plus
150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ესანტილ პლუსი
Esantil plus
300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარდოპანი-სანოველი პლუსი
CARDOPAN-SANOVEL PLUS
80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კარლონი პლუსი
Carlon Plus
20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20
კვადრიცა H მიტე
QUADRICA H mite
10/12.5მგ ტაბლეტი #30
კო-ენალაპრილ H
CO-ENALAPRIL H
20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20
კო-მირატი
Co-Mirat
8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30
კო-რენიტეკი
CO-RENITEC
20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28
ლიზინოკორ H®
LISINOCOR H®
- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20
ლოზაპი პლუსი
Lozap Plus
50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
პმს-რამიპრილი
pms-RAMIPRIL
5მგ ტაბლეტი #500
ტირეგის-D
Tiregis-D
80მგ/25მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-D
Tiregis D
80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტირეგის-დ
Tiregis D
40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28
ტრიამპურ კომპოზიტუმი
TRIAMPUR COMPOZITUM
25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50
ტრიტაცე 10 მგ
TRITACE 10 MG
10მგ ტაბლეტი #28
ტრიტაცე 2.5 მგ
TRITACE 2.5 MG
2.5მგ ტაბლეტი #28
ტრიტაცე კომპ
TRITACE COMP
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი®
HARTIL®
1.25მგ ტაბლეტი #28
ჰარტილი®
HARTIL®
2.5მგ ტაბლეტი #28
ჰიდროქლოროთიაზიდი BP
Hydrochlorothiazide BP
25მგ ტაბლეტი №1000
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.