მონოგრაფია Nº 00281 Rx · რეცეპტით
არჯელონი
Argelon
10მგ ტაბლეტი #30
- მოქმედი ნივთიერება
- რამიპრილი (Ramipril)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: რამიპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
არჯელონი
Argelon
2.5მგ ტაბლეტი #30
ამპრილანი
Amprilan
2,5მგ ტაბლეტი №30
არჯელონი
Argelon
5მგ ტაბლეტი #30
რამიპრილი ნორმონი
5მგ ტაბლეტი №28
ჰარტილი®
HARTIL®
5მგ ტაბლეტი #28
ამპრილანი
5მგ ტაბლეტი №30
ტრიტაცე 5 მგ
TRITACE 5 MG
5მგ ტაბლეტი #28
ჰარტილი®
HARTIL®
10მგ ტაბლეტი #28
ამპრილანი
Amprilan
10მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი
Amprilan
5მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი
Amprilan
1,25მგ ტაბლეტი №30
ბრიუმიპრილი
Brumipril
2.5 მგ კაფსულა N 56
ბრიუმიპრილი
Brumipril
5 მგ კაფსულა N 56
ბრიუმიპრილი
Brumipril
10 მგ კაფსულა N 56
პმს-რამიპრილი
pms-RAMIPRIL
5მგ ტაბლეტი #500
ტრიტაცე 10 მგ
TRITACE 10 MG
10მგ ტაბლეტი #28
ტრიტაცე 2.5 მგ
TRITACE 2.5 MG
2.5მგ ტაბლეტი #28
ტრიტაცე კომპ
TRITACE COMP
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ჰარტილი®
HARTIL®
2.5მგ ტაბლეტი #28
ჰარტილი®
HARTIL®
1.25მგ ტაბლეტი #28
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
არჯელონის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - რამიპრილის 2.5 მგ-ს, 5 მგ-ს ან 10მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ჰიპოტენზიური საშუალება, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი. არჯელონი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს და ამით ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქტორულ და ალდოსტერონის სეკრეციაზე მის მასტიმულირებელ მოქმედებას. ზრდის პლაზმაში რენინის აქტიურობას. პრეპარატი ასევე აინჰიბირებს ბრადიკინინის მეტაბოლიზმს. არჯელონი კომპენსატორული ტაქიკარდიის გარეშე ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ ცვლის თირკმლის სისხლმომარაგებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. პრეპარატი თავის ჰიპოტენზიურ მოქმედებას ავლენს პლაზმაში რენინის როგორც მაღალი, ასევე დაბალი შემცველობის დროს. პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება ვლინდება 1-2 საათში, მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათში და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. არჯელონის ყოველდღიური მიღების შემთხვევაში ჰიპოტენზიური ეფექტი თანდათანობით ძლიერდება და ხანგრძლივად შენარჩუნებული რჩება. პრეპარატის უეცრად შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ მატებას. არჯელონს ასევე ახასიათებს კარდიოპროტექტორული თვისებები. არსებობს მონაცემები, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში რამიპრილი ხელს უწყობს მიოკარდის ჰიპერტროფიის უკუგანვითარებას, მიოკარდის რეპერფუზიის დროს ამცირებს არითმიას. აღწერილია სისხლძარღვების ენდოთელიუმზე პრეპარატის დაცვითი თვისებები. პერორალურად მიღებული რამიპრილი სწრაფად შეიწოვება (50-60%). მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილი ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად - რამიპრილატად. პრეპარატი გამოიდევნება 60% შარდის და 40% ფეკალურ მასასთან ერთად.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტონია;
- გულის ქრონიკული უკმარისობა;
- შეგუბებითი გულის უკმარისობა;
- ინფარქტის შემდგომ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება
არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა. პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს, ინიშნება დღეში ერთხელ, დილით უზმოზე, მცირეოდენ წყალთან ერთად. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზის მატება ხდება თანდათანობით 2-3 კვირიანი ინტერვალის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში თანაბარი ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის დღეში 2-ჯერ მიღების შემთხვევაში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს, ხოლო შემანარჩუნებელი - 2.5-5 მგ. არტერიული წნევის ოპტიმალური დარეგულირების მიზნით დასაშვებია თერაპიის კურსში დიურეზული საშუალებების ჩართვა. გულის ქრონიკული უკმარისობის დროს რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება 1-2 კვირის შემდეგ. თუ პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს ან მეტს, მისი მიღება დასაშვებია დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიოკარდის ინფარქტგადატანილ პაციენტებში რამიპრილის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს 2-ჯერ დღეში. თუ პრეპარატის ამტანობა დაბალია, ამ შემთხვევაში რამიპრილი პირველი 2 დღის მანძილზე ინიშნება საწყისი დოზით 1.25 მგ. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ 30-60 მლ/წთ), შაქრიანი დიაბეტით, ასევე 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში პრეპარატის საწყისმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.25 მგ-ს, ხოლო მაქსიმალურმა - 5 მგ-ს.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი მახასიათებელი ნიშნებით. საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციების დარღვევის გამოვლინება ან გაძლიერება, პროტეინურია. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად - მშრალი ხველა, ბრონქიტი. სინუსიტი, რინიტი, ერთეულ შემთხვევაში - ბრონქოსპაზმი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, დისფაგია, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მატება. ნერვული სისტემის მხრივ: განგაშის შეგრძნება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზია, მხედველობის და სმენის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ართრალგია, მიალგია. სხვადასხვა: ჰიპერკალიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ოფლდენის გაძლიერება, საერთო სისუსტე, სხეულის წონის მატება, შეშუპება.
უკუჩვენებები
- რამიპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა; ანამნეზში აგფ-ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპება; თირკმლის არტერიების სტენოზი (ერთმხრივი ან ორმხრივი); თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა; პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; თირკმლების მძიმე ფუნქციური დარღვევები (კკ < 30 მლ/წთ); ჰემოდიალიზი; ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები
რამიპრილით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლის ფერმენტების კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დიფუზური დაავადებებით, ან იმუნოდეპრესანტებით, ციტოსტატიკებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის დროს. მკვეთრი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, რამიპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. თუ დიურეტიკის მოხსნა შეუძლებელია, რამიპრილით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით - 1.25 მგ დღეში. თუ რამიპრილით მონოთერაპია არასაკმარისი აღმოჩნდა, დასაშვებია დიურეზული საშუალების დამატება. ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება ენაზე, საყლაპავსა და ხორხზე, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ექიმის კონსულტაცია და ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. ჰიპოტენზიის განვითარების გამო, ავტომობილის მართვისა და აქტიური სამუშაოების შესრულებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, შოკი, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
რამიპრილთან ერთდროულად ატიჰიპერტენზიული, შარდმდენი, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების, სანარკოზე საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. ერთდროულად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი) დანიშვნისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება. კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) ერთდროული დანიშვნისას მოსალოდნელია სისხლში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება. ლითიუმის პრეპარატების გამოყენებისას იზრდება სისხლში ლითიუმის შემცველობა. რამიპრილთან ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანს წარმოებულები, ინსულინი) კომბინაციაში გამოყენება იწვევს ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებას. ალოპურინოლი, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, პროკაინამიდი რამიპრილთან კომბინაციაში ზრდიან ლეიკოპენიის განვითარების ალბათობას. რამიპრილთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ალკოჰოლის მოქმედების მკვეთრი გაძლიერება გამოიწვიოს.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს # რ - 002817 19.07.2007
წს # რ - 002818 19.07.2007
წს # რ - 002819 19.07.2007
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ტრიტაცე
5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
არჯელონ H
ARGELON H
5მგ/25მგ ტაბლეტი #30
ტენზიპრილი
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
ამპრილანი ჰდ
Amprilan HD
5მგ/25მგ ტაბლეტი №30
ტენზიპრილი H
5მგ+25მგ ტაბლეტი №30
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
5მგ/25მგ ტაბლეტი #28
ჰარტილი ამლო
5მგ+10მგ კაფსულა №30
რამიზეკ კომბი
10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
ტენზიპრილი HD
5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
პოლიტორვა
10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+10მგ მყარი კაფსულა
ტრინომია
Trinomia
100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)
ამპრილანი ჰლ
Amprilan HL
2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი®-D
HARTIL®-D
2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.