8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03028 Rx · რეცეპტით

ტრიტაცე კომპ

TRITACE COMP

5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ტრიტაცე კომპ, 5მგ/25მგ ტაბლეტი #28
მოქმედი ნივთიერება
რამიპრილი (Ramipril)
მწარმოებელი
Sanofi-aventis S.P.A, იტალია
იმპორტიორი საქართველოში
Sanofi
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: რამიპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.

არჯელონი, 2.5მგ ტაბლეტი #30

არჯელონი

Argelon

2.5მგ ტაბლეტი #30

რამიპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან5.41 ₾
ამპრილანი, 2,5მგ ტაბლეტი №30

ამპრილანი

Amprilan

2,5მგ ტაბლეტი №30

რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.42 ₾
არჯელონი, 5მგ ტაბლეტი #30

არჯელონი

Argelon

5მგ ტაბლეტი #30

რამიპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.64 ₾

რამიპრილი ნორმონი

5მგ ტაბლეტი №28

რამიპრილი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან6.82 ₾
ჰარტილი®, 5მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®

HARTIL®

5მგ ტაბლეტი #28

რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან6.82 ₾
ამპრილანი, 5მგ ტაბლეტი №30

ამპრილანი

5მგ ტაბლეტი №30

რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან7.22 ₾
ტრიტაცე 5 მგ, 5მგ ტაბლეტი #28

ტრიტაცე 5 მგ

TRITACE 5 MG

5მგ ტაბლეტი #28

რამიპრილი Sanofi-aventis S.P.A, იტალია
დან8.05 ₾
ჰარტილი®, 10მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®

HARTIL®

10მგ ტაბლეტი #28

რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან10.26 ₾
ამპრილანი, 10მგ ტაბლეტი №30

ამპრილანი

Amprilan

10მგ ტაბლეტი №30

რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან13.26 ₾

ამპრილანი

Amprilan

5მგ ტაბლეტი №30

რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ამპრილანი

Amprilan

1,25მგ ტაბლეტი №30

რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
არჯელონი, 10მგ ტაბლეტი #30

არჯელონი

Argelon

10მგ ტაბლეტი #30

რამიპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ბრიუმიპრილი, 2.5 მგ კაფსულა N 56

ბრიუმიპრილი

Brumipril

2.5 მგ კაფსულა N 56

რამიპრილი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
ბრიუმიპრილი, 10 მგ კაფსულა N 56

ბრიუმიპრილი

Brumipril

10 მგ კაფსულა N 56

რამიპრილი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
ბრიუმიპრილი, 5 მგ კაფსულა N 56

ბრიუმიპრილი

Brumipril

5 მგ კაფსულა N 56

რამიპრილი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით

პმს-რამიპრილი

pms-RAMIPRIL

5მგ ტაბლეტი #500

რამიპრილი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით
ტრიტაცე 10 მგ, 10მგ ტაბლეტი #28

ტრიტაცე 10 მგ

TRITACE 10 MG

10მგ ტაბლეტი #28

რამიპრილი Sanofi-aventis S.P.A, იტალია
Rx · რეცეპტით
ტრიტაცე 2.5 მგ, 2.5მგ ტაბლეტი #28

ტრიტაცე 2.5 მგ

TRITACE 2.5 MG

2.5მგ ტაბლეტი #28

რამიპრილი Sanofi-aventis S.P.A, იტალია
Rx · რეცეპტით
ჰარტილი®, 2.5მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®

HARTIL®

2.5მგ ტაბლეტი #28

რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ჰარტილი®

HARTIL®

1.25მგ ტაბლეტი #28

რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ტაბლეტები: ბლისტერზე 28 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
რამიპრილი ....................................................5 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი ......................... 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარილფუმარატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრიტაცე კომპ-ი წარმოადგენს პრეპარატ რამიპრილის – ძლიერი და ხანგრძლივად მოქმედი აგფ-ინჰიბიტორისა და ჰიდროქლოროთიაზიდის – თიაზიდის ჯგუფის პრეპარატის კომბინაციას. არტერიული წნევის შესამცირებლად ტრიტაცე კომპ-ის გამოყენებამ უფრო მეტი ეფექტი გამოავლინა, ვიდრე რომელიმე შემადგენელი ნივთიერებით მონოთერაპიამ. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი თავს იჩენს პრეპარატის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.

03

ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც ნაჩვენებია მკურნალობა კომბინირებული პრეპარატებით.

04

მიღების წესი და დოზირება

დოზის განსაზღვრა ხდება სასურველი ჰიპოტენზიური ეფექტისა და პრეპარატის მიმართ პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით. ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივად მიმდინარეობს; ექიმი ყოველ პაციენტზე ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა დღეში 1/2 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შესაძლებელია 2-3 კვირის ინტერვალით, 2 ტაბლეტ ტრიტაცე კომპ-ის მაქსიმალურ დოზამდე.
პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება დღეში 1/2–დან 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ის მიღების შედეგად.
იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა დიურეზული საშუალებეით, გათვალისწინებული უნდა იქნას დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტა სულ მცირე 2-3 დღით – ან დიურეზული საშუალებების მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით - ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ან სულ მცირე, უნდა შემცირდეს დიურეზულების დოზა. ექიმი ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით განსაზღვრავს შესაძლებელია თუ არა პრეპარატის მიღების ამგვარი შეწყვეტა ან დოზის შემცირება და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის აუცილებელი, მაშინ მკურნალობა იწყება რამიპრილის უმცირესი დოზით (1.25 მგ დღეში) თავისუფალ კომბინაციაში. შესაბამისად, შესაძლებელია გადასვლა ტრიტაცე კომპ-ის საწყის დოზაზე, რომელიც არ აჭარბებს 1/2 ტაბლეტს.
დოზირება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში: იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კრეატინინის კლირენსი 1.73 მ3 სხეულის ზედაპირზე 60-სა და 30მლ/წთ-ს შორის, მკურნალობის კურსი იწყება მხოლოდ რამიპრილის 1.25 მგ დღიური დოზით. რამიპრილის დოზის თანდათან ზრდის შემდეგ, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა იწყება 1/2 ტაბლეტის მიღებით დღეში ერთხელ. მაქსიმალურ დღიურ დოზას წარმოადგენს 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი.
როდესაც შეუძლებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა, მისი გამოანგარიშება ხდება შრატის კრეატინინის დონის საფუძველზე შემდეგი ფორმულის გამოყენებით (კოკროფტის განტოლება):
კაცებში: კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) =
სხეულის წონა კგ-ში X(140–ასაკი წლებში)
72 X შრატის კრეატინინი მგ/დლ-ში
ქალებში: ზემოაღნიშნული განტოლების პროდუქტის გამრავლება 0.85-ზე.
პრეპარატის მიღება: ჩვეულებრივ, დადგენილი დოზის მიღება ხდება დილით ერთჯერადი დოზის სახით. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (დაახლოებით 1/2 ჭიქა). მათი მიღება შესაძლებელია საუზმემდე, მის განმავლობაში ან შემდეგ.

05

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მხრივ: სისხლის წნევის მკვეთრი შემცირება აღინიშნება ტრიტაცე კომპ-ის საწყისი დოზის ან გაზრდილი დოზის მიღებისას, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შოკი.
ნაკლები სიხშირით აღინიშნება ისეთი ზომიერი სიმპტომები და რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა, გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), სისუსტე, ძილიანობა, თავბრუსხვევა – რასაც ზოგჯერ თან ახლავს კონცენტრაციის უნარის დარღვევა – ან თავს იჩენს დარღვეული რეაქციები.
იშვიათად – სხვა ისეთი ზომიერი სიმპტომები და რეაქციები, როგორიცაა პერიფერიული შეშუპება, სიწითლე, მოთენთილობა, შუილი ყურებში, დაღლილობა, ნერვიულობა, დეპრესიულობა, კანკალი, მოუსვენრობა, მხედველობის მოშლა, ძილის დარღვევა, დაბნეულობა, შფოთვა, დროებითი იმპოტენცია, აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, სმენის დარღვევები, ჭარბი ძილიანობა, ან გულის წასვლა ფეხზე დგომისას ან წამოდგომის დროს (დარღვეული ორთოსტატული რეგულაცია), აგრეთვე ისეთი მწვავე რეაქციები, როგორიცაა სტენოკარდია, გულის არითმია, ცნობიერების დროებით დაკარგვა (სინკოპე), და მწვავე ჰიპოტენზია ან ისეთი სისხლის მიმოქცევის შეტევების გაძლიერებით, რომელიც ხასიათდება ხელის ან ფეხის თითების სიფერმკრთალით(რეინოს დაავადება).
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება გულის კუნთსა ან თავის ტვინისადმი (მიოკარდიული ან ცერებრული იშემია), მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიწოდების ხანმოკლე შემცირება (ხანმოკლე იშემიური შეტევა), იშემიური შეტევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევების გამწვავება სისხლძარღვოვანი სტენოზის მიზეზით ან პათოლოგიური შეგრძნებები (პარესთეზია).
თირკმელი და ელექტროლიტების ბალანსი: ნაკლები სიხშირით ვლინდება შრატის შარდოვანას და შრატის კრეატინინის ზრდა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა – რაც, ცალკეულ შემთხვევებში, თირკმლის მწვავე დარღვევას იწვევს.
ჰიპოქლოროთიაზიდით მკურნალობის დროს იზრდება შარდმჟავას კონცენტრაციები სისხლში და – განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც შარდმჟავას მომატებული დონე აღენიშნებათ, რასაც შეუძლია გამოიწვიოს პოდაგრის შეტევა.
ცალკეულ შემთხევვებში, ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას, შესაძლებელია განვითარდეს ნეფრიტი.
ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუარესდეს მანამდე არსებული, მკვეთრად გამოხატული პროტეინების შარდით გამოყოფა (პროტეინურია) (მიუხედავად იმისა, რომ აგფ-ინჰიბიტორები ჩვეულებრივ ამცირებს პროტეინურიას).
ტრიტაცე კომპ-მა შეიძლება გამოიწვიოს ან გავლენა მოახდინოს შრატში ნატრიუმის კონცენტრაციების შემცირებაზე, განსაკუთრებით სუფრის მარილის შეზღუდულ მიღებასთან კავშირში. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს სხვა ელექტროლიტური დარღვევების განვითარებას, მაგ. ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია – და თირკმლში კალციუმის რეაბსორბციის მასტიმულირებელი ეფექტის გამო – ჰიპერკალციემიას. ამასთანავე, ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს მეტაბოლური აციდოზის განვითარებას ან გამწვავებას.
რამიპრილი იწვევს და ხელს უწყობს შრატში კალიუმის შემცველობის ზრდას, მაშინ როდესაც ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს მას. ამგვარად, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს როგორც შემცირებას, ასევე გაზრდას, თუმცა ეს უკანასკნელი ძირითადად თავს იჩენს თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (მაგ. დიაბეტური ნეფროპათიის მიზეზით) ან მათში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ კალიუმშემნახველ დიურეზულებს ან კალიუმის მარილებს.
ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის გამაფრთხილებელი სიმპტომებია წყურვილის მომატება, დაღლილობა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, ძილიანობა, დაბნეულობა, აპათია, კუნთების სპაზმი, ნერვებისა და კუნთების აღგზნებადობის მომატება, რასაც თან ახლავს, მაგ, სპაზმები ხელებსა და ფეხისგულებზე (ტეტანია), კუნთების სისუსტე და კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები.
განსაკუთრებით, მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლებელია ხანმოკლე დროით თავი იჩინოს სითხის ჭარბად გამოყოფამ, როგორც ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული ეფექტის, ასევე გულის მუშაობის გაუმჯობესების გამო. სითხის დეფიციტის შემთხვევაში – განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში – შესაძლებელია თავი იჩინოს სისხლის შედედების გაძლიერებამ (ჰემოკონცენტრაცია), ხოლო მწვავე შემთხვევებში - სისხლძარღვოვანმა თრომბოზმა.
სასუნთქი სისტემა, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური და კანის რეაქციები: იშვიათად თავს იჩენს მშრალი (არაპროდუქტიული) გამაღიზიანებელი ხველა, რომელიც უარესდება ღამით და წოლით მდგომარეობაში ყოფნისას (მაგ. წამოწოლის დროს) და განსაკუთრებული სიხშირით იჩენს თავს ქალებსა და არამწეველებში. შეიძლება აუცილებელი გახდეს აგფ-ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტა. იშვიათად – ცხვირის დაცობა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ბრონქიტი, ბრონქების სპაზმური შევიწროება (ბრონქოსპაზმი) და სუნთქვის გაძნელება (დისპნოე).
ჰიდროქლოროთიაზიდი – სავარაუდოდ ალერგიული რეაქციის შედეგად – იწვევს ფილტვების ანთებას (პნევმონიტი) და ფილტვებში სითხის დაგროვებას (ფილტვების შეშუპება). გთხოვთ მიმართოთ ექიმს გაძნელებული სუნთქვის (დისპნოე) განვითარების ან გამწვავების შემთხვევაში.
ნაკლები სიხშირით – სასურველმა აგფ-ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს სახის ზომიერი ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად ვლინდება ანგიონევროზული შეშუპებისა და სხვა ანაფილაქსიური თუ ანაფილაქტოიდური რეაქციების ფორმები – რომლებიც არ განეკუთვნება სასურველ ეფექტს – რამიპრილის ან ნებისმიერი სხვა აქტიური შემადგენელი ნივთიერების მიმართ. სახის მიდამოების (მაგ. ტუჩების, ქუთუთოების) ან ენის, ყელისა თუ ხორხის (გამოხატულია მაგ. საჭმლის გადაყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით) შესიება შესაძლებელია წარმოადგენდეს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომს. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს და შეწყვიტოთ ტრიტაცე კომპ-ის შემდეგი დოზის მიღება. აგრეთვე, დაუშვებელია მსგავსი კომბინაციის პრეპარატების ან აგფ-ინჰიბიტორების მიღება. ანგიონევროზული შეშუპება აგფ-ინჰიბიტორებთან დაკავშირებით თავს იჩენს ძირითადად შავკანიან, აფრო-კარიბელ პაციენტებში, ვიდრე არა-შავკანიან პაციენტებში. შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციების გამომწვევი მიზეზი გახდეს ჰიდროქლოროთიაზიდიც.
მწერის შხამის მიმართ ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების ალბათობა და სიმწვავე იზრდება აგფ-ინჰიბიტორებთან მიმართებაში. დადგენილია, რომ აღნიშნული ეფექტი, ასევე, თავს იჩენს სხვა ალერგენებთან დაკავშირებითაც.
კანის ან ლორწოვანი გარსის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, თავს იჩენენ ნაკლები სიხშირით. იშვიათად – მაკულოპაპულური გამონაყარი, სირსველისებრი ეგზანთემა ან ენანთემა, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თმის გამოხატული ცვენა(ალოპეცია), კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტოსენსიბილიზაცია) ან – ცალკეულ შემთხვევებში – პემფიგუსი, ფსორიაზის გამწვავება, ფსორიაზიფორმული ან პემფიგოიდური ეგზანთემა ან ენანთემა ან ფრჩხილების გაყოფა(ონიქოლიზი).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს ქავილი ჭინჭრის ციებასთან ერთად.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ნაკლები სიხშირით – გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების და/ან შრატში ბილირუბინის დონის მომატება, ნაღვლის ბუშტის პიგმენტების გამოყოფის დარღვევით გამოწვეული სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე). იშვიათად – პირის სიმშრალე, ენის (ხორხის) ანთება, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი რეაქციები, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში, კუჭის არეში(გულისხმობს გასტრიტისმაგვარსაც) ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა და თავბრუსხვევა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) ან ღვიძლის დაზიანება (რაც გულისხმობს ღვიძლის მწვავე უკმარისობასაც).

სისხლის საერთო ანალიზი: იშვიათად – ზომიერი, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – მწვავე, ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება ან სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. შესაძლებელია განვითარდეს ლეიკოციტების გამოხატული შემცირება (აგრანულოციტოზი), სისხლის ყველა უჯრედის ჭარბი შემცირება (პანციტოპენია) და სისხლის უჯრედის ფორმირების დარღვევა (ძვლის ტვინის განვითარების უნარის დაკარგვა). აგრანულოციტოზის სავარაუდო სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, ლიმფური კვანძები გადიდება ან ყელის ტკივილი. სისხლში თრომბოციტების ჭარბი რაოდენობის შემცირების (თრომბოციტოპენია) მიზეზით გამოწვეული სისხლდენისადმი მიდრეკილება ვლინდება მოყავისფრო წითელი გამოხატული ლაქებით (პეტექია), აგრეთვე კანზე ან ლორწოვან გარსზე მოყავისფრო წითელი ფერისმჭამელებით (ხანდახან გამონაყარისმაგვარი) (პურპურა), ან სისხლდენით ღრძილებიდან, რომლის გაკონტროლებაც ძნელია. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია განვითარდეს ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება მათი მზარდი განადგურების გამო (ჰემოლიზური ანემია).

სხვა არასასურველი ეფექტები: ნაკლები სიხშირით, თავს იჩენს კონიუნქტივიტი; იშვიათად – კუნთების სპაზმი, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მადის დაკარგვა, სუნისა და გემოს შეგრძნების დარღვევები (მაგ., ლითონის გემო) ან გემოვნების ნაწილობრივი, ხანდახან სრული დაკარგვა. შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), კუნთების ან სახსრების ტკივილი (მიალგია ან ართრალგია), ტემპერატურის მომატება, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) ან – ცალკეულ შემთხვევებში – ანტინუკლეალური ანტისხეულების ტიტრების ზრდა.
წითელი მგლურას განვითარება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება) აღინიშნება ჰიდროქლოროთიაზიდთან თანადროული მიღებისას.
ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია შეამციროს გლუკოზისადმი ტოლერანტობა. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება გამწვავდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ან გამოვლინდეს ფარული შაქრიანი დიაბეტი.
ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შრატში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის შემცველობის ზრდას.
ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდითი ეფექტი (მაგ. ანგიონევროზული შეშუპება, კანის მწვავე რეაქციები, სისხლის ანალიზის მკვეთრი ცვლილებები) შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს, აუცილებელია მოულოდნელი ან მწვავე რეაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

06

უკუჩვენებები

ტრიტაცე კომპ-ის მიღება დაუშვებელია იმ პაციენტთა მიერ, რომელთაც აღენიშნებათ:

  • მომატებული მგძნობელობა რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორების, ჰიდროქლოროთიაზიდის ან თიაზიდური ჯგუფის სხვა დიურეზულების, სულფანილამიდური პრეპარატების ან ზოგიერთი აქტიური ნივთიერების მიმართ;
  • გადატანილი აქვთ ანგიონევროზული შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპების დაჩქარების რისკი);
  • თირკმლის მწვავე დისფუნქცია, რასაც თან ახლავს 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი 1,73მ3 სხეულის ზედაპირზე ან დიალიზის მქონე პაციენტებში (არაეფექტური ჰიდროქლოროთიაზიდი);
  • თირკმლის არტერიის სისხლის მიმოქცევის შემამცირებელი შევიწროვება (ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი), თირკმლის არტერიის ორმხრივი და ცალმხრივი სტენოზი (სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის უკმარისობის რისკი)
  • ორგანიზმში მარილის შემცველობის მნიშვნელოვანი დარღვევები (კლინიკურად შესაბამისი ელექტროლიტების დარღვევები, მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია), რაც შეიძლება გამწვავდეს ტრიტაცე კომპ-ის შემდგომი მკურნალობით (სისხლის წნევის დაცემის, თირკმლის უკმარისობისა და მარილოვანი დისბალანსის რისკი);
  • ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (წყალ-მარილოვანი დისბალანსის განვითარების რისკი).

ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს მწვავე, სწრაფი და ალერგიული (ანაფილაქსიური) ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, თავი უნდა ავარიდოთ აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობას (ან ისეთ შესაბამის პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა, მაგალითად, ტრიტაცე კომპ-ი) ექსტრაკორპორალურ მკურნალობასთან კავშირში, რაც იწვევს სისხლის შეხებას უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან. ეს უკანასკნელი გულისხმობს დიალიზს ან ჰემოფილტრაციის გარკვეულ მემბრანებს, რომელთაც ახასიათებთ მაღალი სიმკვრივე (მაგ. პოლიაკრილონიტრილური მემბრანები) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზს დექსტრანის სულფატთან.

07

განსაკუთრებული მითითებები

ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს თავს იჩენს ანგიონევროზული შეშუპება (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”), დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტრიტაცე კომპ-ის მიღება და – ენაზე, ყელზე ან ხორხზე შეშუპების გავრცელების შემთხვევაში – გადაუდებელი ზომები უნდა იქნას მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერსტიმულირებული თირკმლის ანგიოტენზინის სისტემა. აგფ-ინჰიბიტორები ამგვარ პაციენტებში ხელს უწყობენ სისხლის წნევის მკვეთრად გამოხატულ დაცემას და თირკმლის ფუნქციის დარღვევის საფრთხეს, განსაკუთრებით აგფ-ინჰიბიტორის პირველად მიღების ან პირველი გაზრდილი დოზის მიღებისას. შესაბამისად, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ყოველი შემდგომი დოზის გაზრდისას, სისხლის წნევაზე ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, სანამ სისხლის წნევის მკვეთრი დაცემის საფრთხე აღარ იქნება მოსალოდნელი. თირკმლის ანგიოტენზინის სისტემის მკვეთრი გააქტიურება მოსალოდნელია, მაგალითად, ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:

  • მწვავე და, განსაკუთრებით, ავთვისებიანი ჰიპერტენზია. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა;
  • გულის თანმხლები უკმარისობა, განსაკუთრებით თუ იგი მწვავეა. გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა;
  • წყალ-მარილოვანი უკმარისობის არსებობა ან სავარაუდო განვითარება (სითხის ან მარილის არაადექვატური - მიღების შედეგად, ან, მაგალითად, ფაღარათის, პირღებინების ან ჭარბი ოფლიანობის შედეგად ისეთ შემთხვევებში, როდესაც მარილისა და სითხის შენაცვლება არაადექვატურად მიმდინარეობს). ჩვეულებრივ, გაუწყლოების, სისხლის მიმოქცევის მოცულობის შემცირების (ჰიპოვოლემია) ან მარილოვანი ბალანსის უკმარისობის კორექცია უნდა მოხდეს მკურნალობის კურსის დაწყებამდე (პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები გულის უკმარისობა, აღნიშნული ზომები უნდა შეესაბამებოდნენ მოცულობის გადატვირთვის რისკს). როდესაც ყოველივე ზემოაღნიშნული კლინიკურ პირობებს დაექვემდებარება, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა შესაძლებელია დაიწყოს ან გაგრძელდეს მხოლოდ ამავდროულად შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში, რათა მოხდეს სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის პრევენცია;
  • ადრე ჩატარებული მკურნალობა დიურეზულებით;
  • სისხლის დინების შემამცირებელი (ჰემოდინამიურად შესაბამისი), მარცხენა პარკუჭში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მაგ. აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროვება). მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა;
  • სისხლის დინების შემამცირებელი შევიწროვება (ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი) თირკმლის არტერიაში. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობის ჩატარება.

არტერიული წნევის მკვეთრად გამოხატული დაცემის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იმყოფებიან, მაგალითად, ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ კორონარული არტერიისა თუ თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვთა ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი. ამგვარი პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას მკურნალობის საწყის საფეხურზე.
ზოგიერთი ხანდაზმული პაციენტი შეიძლება განსაკუთრებულად რეაგირებდეს აგფ-ინჰიბიტორებზე.

მკურნალობის დაწყებისას უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია
თირკმლის ფუნქციაზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირეებში. განსაკუთრებულ მონიტორინგს საჭიროებენ ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის თანმხლები უკმარისობა, რენოვასკულური დაავადება (მოიცავს ჰემოდინამიურად შესაბამის თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზით დაავადებულებსაც, რომლებშიც შრატის კრეატინინის მცირე ზრდაც კი შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის ცალმხრივად დაკარგვის მაჩვენებელი იყოს), თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან რომელთაც გადაუნერგეს თირკმელი.
შრატის ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, შარდმჟავა და სისხლში შაქრის შემცველობა რეგულარულ მეთვალყურეობას საჭიროებს. შრატში კალიუმის შემცველობის უფრო ხშირი მონიტორინგი საჭიროა იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია. მონიტორინგი ხშირად უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად გადიან მკურნალობის კურსს კალიუმშემნახველი დიურეზულებით(მაგ. სპირონოლაქტონი) ან კალიუმის მარილებით.
მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ლეიკოციტების ანალიზზე, რათა გამოვლენილი იქნას სავარაუდოდ ლეიკოციტების ჭარბი ოდენობით შემცირება (ლეიკოპენია). მონიტორინგს უნდა ჰქონდეს ხშირი ხასიათი მკურნალობის საწყის ეტაპზე და იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია, თამხლები შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (კოლაგენოზი, როგორიცაა წითელი მგლურა და სკლეროდერმია) ან იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სხვა პრეპარატებს, რამაც შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს სისხლის საერთო ანალიზში.
სისხლის საერთო ანალიზი უნდა შემოწმდეს იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს ლეიკოციტების შემცირების ან თრომბოციტოპენიის სავარაუდო სიმპტომები.
ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგ., არტერიული წნევის დაცემის ზოგიერთი სიმპტომი, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოთენთილობა) შეიძლება დაარღვიოს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი და შესაბამისად, შექმნას საფრთხე ისეთ სიტუაციებში, როდესაც აღნიშნულ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ. სატრანსპორტო საშუალების ან მექანიკური ხელსაწყოს ექსპლუატაციისას).
ბავშვებში ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის გამოცდილება დადგენილი არ არის.

08

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირება იწვევს ძლიერ დიურეზს, პერიფერიული სისხლძარღვების ჭარბ გაფართოებას (გამოხატულ ჰიპოტენზიასთან, შოკთან ერთად), ბრადიკარდიას, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, გულის არითმიას, ცნობიერების დარღვევას კომამდე, ცერებრულ კრუნჩხვებს, პარეზებს და ნაწლავების პარალიზურ გაუვალობას.
იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დარღვევები შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით (მაგ., წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია), მოულოდნელმა დიურეზმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება შარდის ბუშტის ჭარბი დაჭიმულობით.
საწყისი დეტოქსიკაცია: კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტების, ნატრიუმის სულფატის მიღება (შესაძლებლობის შემთხვევაში პირველი 30 წუთი). ჰიპოტენზიის შემთხვევაში მიზანშეწონილია ალფა1-ადრენორეცეპტორების აგონისტების (მაგ., ნორეპინეფრინი, დოპამინი) და ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდი) მიღება სითხის მოცულობისა და მარილის შეცვლასთან ერთად.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ექსტრაკორპორული მკურნალობა, რაც ითვალისწინებს სისხლის შეხებას უარყოფითად დამუხტული ზედაპირებთან, ხელს უწყობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკს.
როდესაც სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ან სისხლის წნევის დამწევი პრეპარატების (მაგ., ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, საანესთეზიო საშუალებები) თანადროული მიღება ხდება, გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოტენზიური ეფექტის განვითარების შესაძლებლობა (ითვალისწინებს ადრე ჩატარებულ მკურნალობას დიურეზულებით.
დიეტური მარილის ჭარბი დოზით მიღებამ და ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთდროულმა მიღებამ, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი, შესაძლებელია შეასუსტოს ჰიპოტენზიური ეფექტი. უფრო მეტიც, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა.
სისხლძარღვთა შემავიწროვებელი სიმპატომიმეტური საშუალებები (მაგ., ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი) იწვევს ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირებას. შესაბამისად, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ჩატარდეს სისხლის წნევის მონიტორინგი. აღნიშნული პრეპარატის ეფექტი შეიძლება შეასუსტოს ჰიდროქლოროთიაზიდის შემადგენელმა ნივთიერებამ.
კორტიკოსტეროიდები, კარბონოქსოლონი, დიდი რაოდენობით ძირტკბილა, საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი მიღება და სხვა კალიურეზული საშუალებები ხელს უწყობენ ჰიპოკალიემიის განვითარებას.
ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას, როდესაც ხდება კალიუმის მარილებისა და კალიუმშემნახველი დიურეზულების (მაგ., სპირონოლაქტონი) ერთდროული მიღება, აღნიშნულ თანადროულ მკურნალობას თან უნდა ახლდეს შრატში კალიუმის შემცველობის ახლო მონიტოირინგი.
დიგიტალისის პრეპარატების ტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ელექტროლიტების კონცენტრაციებში ცვლილების შედეგად (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია).
ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია გაზარდოს და გაახანგრძლივოს კურარეს ტიპის კუნთების მიორელაქსაციური ეფექტი.
ალოპურინოლი, იმუნოდეპრესიული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატურები და სისხლის ანალიზის შედეგის შემცვლელი სხვა პრეპარატები, ზრდიან ცვლილებების ალბათობას სისხლის ანალიზში.
ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია შეამციროს ლითიუმის გამოყოფა, სავარაუდოდ ზრდის მის დონეს შრატში და მისი ტოქსიკური ეფექტის რისკს, შესაბამისად, მეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს ლითიუმის დონეზე.
მეთილდოფას ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი).
აგფ-ინჰიბიტორები ასუსტებს სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი პრეპარატების ეფექტს (ანტიდიაბეტური საშუალებები, მაგ. ინსულინი ან სულფანილშარდოვანას წარმოებულები) და – ცალკეულ შემთხვევებში – იწვევს ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს. ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტს, თავის მხრივ, ასუსტებს ჰიდროქლოროთიაზიდის შემადგენელი ნივთიერება. შესაბამისად, თანადროული მკურნალობის საწყის ეტაპზე საჭიროა სისხლში შაქრის შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.
იონიტების მიღება, როგორიცაა ქოლესტირამინი, ამცირებს ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას.
ჰეპარინის თანადროული მიღება იწვევს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას.
რამიპრილი აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.
ჰიდროქლოროთიაზიდის შესაძლებლობა გამოიწვიოს ჰიპერკალციემია უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ხორციელდება ფარისებრი ჯირკვილი ფუნქციის შესწავლა.
ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები მწერის შხამზე და სავარაუდოდ სხვა ალერგენების მიმართ იზრდება აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას. დესენსიბილიზაციისას უნდა მოხდეს მზარდი რისკის გათვალისწინება.

10

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oc ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

11

ვარგისობის ვადა

3 წელი.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ტრიტაცე, 5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ტრიტაცე

5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან8.89 ₾
არჯელონ H, 5მგ/25მგ ტაბლეტი #30

არჯელონ H

ARGELON H

5მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.23 ₾
ტენზიპრილი, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან15.09 ₾
ამპრილანი ჰდ, 5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ამპრილანი ჰდ

Amprilan HD

5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.14 ₾
ტენზიპრილი H, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან15.14 ₾
პოლიტენზა, 5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

პოლიტენზა

5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან17.75 ₾
პოლიტენზა -Polytenza, 25მგ №30

პოლიტენზა -Polytenza

25მგ №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან17.75 ₾
ჰარტილი®-D, 5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან17.92 ₾
ჰარტილი ამლო, 5მგ+10მგ კაფსულა №30

ჰარტილი ამლო

5მგ+10მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი ეგისი, უნგრეთი
დან21.91 ₾
რამიზეკ კომბი, 10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30

რამიზეკ კომბი

10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი
დან21.94 ₾
რამიზეკი კომბი, 5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30

რამიზეკი კომბი

RAMIZEK COMBI

5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი ADAMED, პოლონეთი
დან21.94 ₾
ტენზიპრილი HD, 5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი HD

5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან25.45 ₾
რამიზეკი კომბი, 10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30

რამიზეკი კომბი

RAMIZEK COMBI

10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი ADAMED, პოლონეთი
დან25.95 ₾
პოლიტორვა, 10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30

პოლიტორვა

10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ატორვასტატინი + რამიპრილი ბლუფარმა ინდუსტრია ფარმაცეუტიკალსი, პორტუგალია
დან31.94 ₾
რამიზეკი კომბი, 10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30

რამიზეკი კომბი

RAMIZEK COMBI

10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი ADAMED, პოლონეთი
დან33.11 ₾
ჰარტილი ამლო, 10მგ+10მგ მყარი კაფსულა

ჰარტილი ამლო

Hartil Amlo

10მგ+10მგ მყარი კაფსულა

ამლოდიპინი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან33.11 ₾
ტრინომია, 100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)

ტრინომია

Trinomia

100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)

Acetylsalicylic acid + ატორვასტატინი + რამიპრილი Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
დან47.00 ₾

ამპრილანი ჰლ

Amprilan HL

2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ჰარტილი ამლო, 5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30

ჰარტილი ამლო

Hartil Amlo

5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30

ამლოდიპინი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ჰარტილი ამლო, 10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30

ჰარტილი ამლო

Hartil Amlo

10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30

ამლოდიპინი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ჰარტილი ამლო, 2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30

ჰარტილი ამლო

Hartil Amlo

2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30

ამლოდიპინი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ჰარტილი®-D, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.