8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00590 Rx · რეცეპტით

კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25

Captopril+HCT Denk 50/25

50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი

დან12.54 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25, 50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
მწარმოებელი
DENK PHARMA GmbH, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
დენკ ფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

50მგ+25მგ · №30

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    კაპტოპრილი +ჰქთ დენკი ტაბლეტი 50მგ+25მგ #30

    0.42 ₾ / ც. × 30

    12.54 ₾

    14.76 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC

    კაპტოპრილი +ჰქთ დენკი ტაბლეტი 50მგ+25მგ #30

    0.42 ₾ / ც. × 30

    12.57 ₾

    14.79 ₾

    ყიდვა ↗

50მგ+25მგ · №100

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    კაპტოპრილი +ჰქთ დენკი ტაბლეტი 50მგ+25მგ #100

    0.36 ₾ / ც. × 100

    36.20 ₾

    42.58 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC

    კაპტოპრილი +ჰქთ დენკი ტაბლეტი 50მგ+25მგ #100

    0.36 ₾ / ც. × 100

    36.27 ₾

    42.67 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კაპტოპრილს და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს
დამხმარე ნივთიერება:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა და მაგნიუმის სტეარატი
აღწერილობა:
თეთრი, მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, ნაჭდევიანი, დაახლოებით 10 მმ დიამეტრის ტაბლეტები

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

კაპტოპრილი:
კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) არის პეპტიდილ დიპეპტიდაზა, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ვაზოკონსტრიქციული ეფექტის მქონე ანგიოტენზინ II-ად. აგფ-ს ინჰიბირებით მცირდება ალდოსტერონის სეკრეცია და იზრდება შრატში კალიუმის კონცენტრაცია. რენინის სეკრეციაზე ანგიოტენზინ II-ის ნეგატიური უკუკავშირის მოხსნა იწვევს შრატში პლაზმის რენინის მოქმედების გაზრდას. რადგან აგფ ასევე შლის ვაზოდეპრესორულ პეპტიდს, ბრადიკინინს, მისი ინჰიბირების შედეგად იზრდება მოცირკულირე და ლოკალური კალიკრეინ-კინინური სისტემის მოქმედება (და შესაბამისად პროსტაგლანდინების სისტემის გააქტიურება. სავარაუდოდ ეს მექანიზმი ჩართულია როგორც აგფ-ს ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტში, ასევე წამლის ზოგიერთ გვერდით მოვლენაში.
ჰიდროქლოროთიაზიდი:
ჰიდროქლოროთიაზიდი არის ბენზოთიადიაზინის დერივატი. უშუალოდ თირკმელზე მოქმედებით, თიაზიდი ზრდის როგორც ნატრიუმის ქლორიდის, ასევე მასთან დაკავშირებულ წყლის ექსკრეციას. თიაზიდები ძირითადად მოქმედებენ თირკმლის ადრეულ დისტალურ ტუბულებზე. ისინი თრგუნავენ სანათურის უჯრედის მემბრანაზე განლაგებულ ელექტრონეიტრალურ Na-Cl- ის კოტრანსპორტერს. კალიუმი და მაგნიუმი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ხოლო კალციუმი კი პირიქით – მცირე რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს წყალბადკარბონატის ექსკრეციას, ხოლო ქლორის ექსკრეცია აჭარბებს ნატრიუმის ექსკრეციას. შესაბამისად ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური ალკალოზი.
ჰიდროქლოროთიაზიდი აქტიურად გამოიყოფა პროქსიმალურ ტუბულებში. დიურეზული ეფექტი შენარჩუნებულია მეტაბოლური აციდოზის ან ალკალოზის შემთხვევაში.
შეცვლილი ნატრიუმის ბალანსი, პლაზმის მოცულობის ექსტრაცელულარული წყლის მოცულობის შემცირება, თირკმლის სისხლძარღვთა რეზისტენტობის შეცვლა და ადრენალინსა და ანგიოტენზინ II-ზე რეაქციის დაქვეითება არის ის სავარაუდო მექანიზმები, რითაც ჰიდროქლოროთიაზიდები იწვევენ ანტიდიურეზულ ეფექტს.

03

ფარმაკოკინეტიკა

კაპტოპრილი:
კაპტოპრილი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამცირებს არტერიულ წნევას პულსის სიხშირის კომპენსაციური გაზრდის გარეშე.
კაპტოპრილის ჰემოდინამიკურ კვლევებში გამომჟღავნდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის მნიშვნელოვანი შემცირება. კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმელში სისხლის მიმოქცევის და გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის მხრივ არ იქნა დაფიქსირებული.
პაციენტთა უმეტესობაში ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება კაპტოპრილის ორალური მიღებიდან 20-30 წთ-ს შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 60-90 წთ-ს შემდეგ. კაპტოპრილის განსაზღვრული დოზის მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდებოდა 3-4 კვირის შემდეგ.
რეკომენდირებული დღიური დოზის გამოყენებისას ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ასევე გრძელდება ხანგრძლივი თერაპიის დროსაც. კაპტოპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და ჭარბ მომატებას (მოხსნის ეფექტი).

ჰიდროქლოროთიაზიდი:
ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი (ელექტროლიტების და წყლის ექსკრეცია) ვლინდება 2 სთ-ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 3-6 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6-12 სთ. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ყალიბდება 3-4 დღის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში.

04

ჩვენებები

კაპტოპრილი:
კაპტოპრილი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამცირებს არტერიულ წნევას პულსის სიხშირის კომპენსაციური გაზრდის გარეშე.
კაპტოპრილის ჰემოდინამიკურ კვლევებში გამომჟღავნდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის მნიშვნელოვანი შემცირება. კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმელში სისხლის მიმოქცევის და გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის მხრივ არ იქნა დაფიქსირებული.
პაციენტთა უმეტესობაში ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება კაპტოპრილის ორალური მიღებიდან 20-30 წთ-ს შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 60-90 წთ-ს შემდეგ. კაპტოპრილის განსაზღვრული დოზის მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდებოდა 3-4 კვირის შემდეგ.

რეკომენდირებული დღიური დოზის გამოყენებისას ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ასევე გრძელდება ხანგრძლივი თერაპიის დროსაც. კაპტოპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და ჭარბ მომატებას (მოხსნის ეფექტი).

ჰიდროქლოროთიაზიდი:
ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი (ელექტროლიტების და წყლის ექსკრეცია) ვლინდება 2 სთ-ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 3-6 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6-12 სთ. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ყალიბდება 3-4 დღის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში.

05

მიღების წესი და დოზირება

როგორც წესი, ჰიპერტენზიის მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთი ინგრედიენტით და დაბალი დოზის ფარგლებში (ეტაპობრივად).
კაპტო-ჰქთ დენკ 50/25 ფიქსირებული კომბინაციის დანიშვნა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე მოხდა ინდივიდუალური წამლების (ე.ი. კაპტოპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის) ინდივიდუალური დოზის დარეგულირება (ტიტრაცია). თუ კლინიკურად გამართლებულია, შეიძლება მოხდეს მონოთერაპიის კურსიდან გადასვლა ფიქსირებულ კომბინაციაზე.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კომბინირებული მკურნალობა, ნორმალური დღიური დოზა შეადგენს 1/2-1 ტაბლეტს კაპტოპრილი +ჰქთ დენკ 50/25 (რაც ექვივალენტურია კაპტოპრილის 25-50 მგ და ჰიდროქლოროთიაზიდის 12.5-25 მგ-ს). შენიშვნა:
როდესაც ხდება კაპტოპრილის მონოთერაპიიდან გადასვლა კომბინირებულ კაპტო+ჰქთ დენკ 50/25 თერაპიაზე, განსაკუთრებით კი ისეთ პაციენტებში ვისაც აღენიშნება დეჰიდრატაციის ნიშნები (მაგ: გულისრევა/ღებინება, მანამდე იღებდნენ შარდმდენებს), მძიმე გულის უკმარისობა, თირკმლისმიერი ჰიპერტონია, მოსალოდნელია ჭარბი ჰიპოტენზიური ეფექტი და სასურველია მათი მონიტორინგი 2 სთ-ის განმავლობაში. დოზა თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30-60 მლ/წთ-ს და/ან შრატის კრეატინინი აღწევს 1.8 მგ/დლ-მდე) და ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროსები).
დოზა უნდა დარეგულირდეს ყურადღებით (ინდივიდუალური კომპონენტების ტიტრაციით).
კაპტო-ჰქთ-დენკ 50/25-ის მიღება არ არის აუცილებელი ჭამის დროს. დღიური დოზა მიიღება დილას, ერთჯერადი დოზის სახით და უნდა მიაყოლოთ საკმარისი რაოდენობით სითხე (დაახლოებით 1 ჭიქა წყალი). ექიმი წყვეტს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მკურნალობა.

06

გვერდითი მოვლენები

კარდიოვასკულარული სისტემა:
შემთხვევით, განსაკუთრებით თერაპიის დაწყებისას, ისევე როგორც დეჰიდრატაციის შემთხვევებში (მაგ: ღებინება, ფაღარათი, შარდმდენებით მკურნალობა) გულის უკმარისობის ისტორიის მქონე, ასევე თირკმლისმიერ ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში კაპტო-ჰქთ-დენკ 50/25 დოზის მომატების შემთხვევაში მოსალოდნელია ჭარბი ჰიპოტენზიური ეფექტი (ორთოსტაზი), რომელსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დარღევევა, იშვიათად აღინიშნება გონების დაკარგვა (სინკოპე).
ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას ხშირია ჰიპოკალემიით გამოწვეული ეკგ ცვლილებები და არითმიები. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა ძლიერ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: ტაქიკარდია, გულის ფრიალი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სტენოკარდია, გულის ინფარქტი, გარდამავალი იშემიური შეტევა, ცერებრალური აპოპლექსია.
თირკმელი:
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან დარღვევა იშვიათია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა პროტეინურია, რაც ზოგჯერ თან ახლდა თირკმლის ფუნქციის დარღვევას.
ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას გამოვლინდა აბაქტერიული ინტერსტიციული ნეფრიტის ინდივიდუალური შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარობის განვითარებით.
სასუნთქი სისტემა:
მშრალი გამაღიზიანებელი ხველა და ბრონქიტი ხშირია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გაძნელებული სუნთქვა, სინუსიტი და რინიტი. ასევე შეიძლება იყოს ბრონქიტის, გლოსიტის, პირის სიმშრალის და წყურვილის ერთეული შემთხვევები.
ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა კაპტოპრილთან დაკავშირებული ალერგიული ალვეოლიტი (ეოზინოფილური პნევმონია).
ინდივიდუალურ შემთხვევებში, ასევე უეცრად განვითარდა ფილტვის შეშუპება, რასაც თან ახლდა შოკის სიმპტომები. Fიქრობენ, რომ ეს იყო ალერგიული რეაქცია ჰიდროქოროთიაზიდზე.
ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა აგფ ინჰიბიტორების შემცველი წამლებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც მოიცავდა ხახას, ხორხს და/ან ენას. კუჭ-ნაწლავის სისტემა/ღვიძლი:
გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ნაწილის მხრივ ჩივილები და მონელების გაძნელება იშვიათია. ასევე იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მადის დაქვეითება, პანკრეატიტი და განსაკუთრებით ქოლეცისტიტი, თუ პაციენტს უკვე გააჩნია ქოლელითიაზი.
იშვიათ შემთხვევაში პაციენტებში, ვინც იტარებდა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას, გამოვლინდა სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით ღვიძლის ნეკროზამდე (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით). Mმისი კავშირი მედიკამენტის მიღებასთან უცნობია.
ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციის, ღვიძლის ანთების და ნაწლავის ობსტრუქციის (ნაწილობრივი და სრული გაუვალობის) შემთხვევები. კანი და სისხლძარღვები:
კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ეგზანთემა, იშვიათია. იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ურტიკარია, ქავილი, ისევე როგორც ტუჩების, სახის და/ან კიდურების ანგიონევროზული შეშუპება.
ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა: მულტიფორმული ერითემა და პემფიგოიდური რეაქციები, წითელი მგლურა (ჰიდროქლოროთიაზიდის გამო). ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებებთან შეიძლება დაკავშირებული იყოს: სიცხე, მიალგია, ართრალგია, ვასკულიტი, ეოზინოფილია, ლეიკოციტოზი და/ან მომატებული ANA-ს ტიტრი, ან მომატებული ედსი.
იშვიათად, ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზებით მიღებისას სითხის დაკარგვის შედეგად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი და ემბოლია. განსაკუთრებით შეიძლება განუვითარდეთ ხანდაზმულებს და მათ, ვისაც აწუხებს ვენური სისტემის დაავადებები. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ცრემლდენის დაქვეითება.
ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა ფსორიაზისმაგვარი კანის ცვლილებები, ფოტოსენსიტიურობა, წამოწითლება, ოფლიანობა, ალოპეცია, ონიქოლიზისი, გინეკომასტია და რეინოს სინდრომის გაუარესება.
ნერვული სისტემა:
წყლის და ელექტროლიტების დისბალანსით გამოწვეული თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, სისუსტე, აპათია იშვიათია. ასევე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეპრესია, თავბრუსხვევა, უძილობა, იმპოტენცია, პარესთეზია, ბალანსის დარღვევა, გონების დაბინდვა, ხასიათის ცვლილებები, ხმაური ყურებში, მხედველობის დაბინდვა, გემოვნების შეგრძნების გარდამავალი დაქვეითება.
ძვალ-სახსროვანი სისტემა:
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კუნთების სპაზმი, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი და ჰიპოკალემიით გამოწვეული პარეზი.
ლაბორატორიულ-სადიაგნოსტიკო პარამეტრები:
ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება არ არის ხშირი. იშვიათად, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის, კოლაგენოზით გამოწვეული ვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში ან მათ, ვინც იტარებს ალოპურინოლის, პროკაინამიდის, ან ზოგიერთი იმუნოსუპრესიული წამლების თანმხლებ თერაპიას, შეიძლება გამოვლინდეს ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია და ინდივიდუალურ შემთხვევებში – აგრანულოციტოზი და პანციტოპენია.
ასევე ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა G-6, PDH- ის დეფიციტთან დაკავშირებული ჰემოლიზი/ჰემოლიზური ანემია. თუმცა მისი კავშირი აგფ ინჰიბიტორებთან არ არის დამტკიცებული. იშვიათად, ჰიდროქლოროთიაზიდის კომპონენტს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალცემია, გლუკოზურია და მეტაბოლური ალკალოზი. შრატში დაფიქსირდა შაქრის, ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების, შარდოვანას და ამილაზის მაჩვენებლების მომატება. იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების შრატში შარდოვანას, კრეატინინის და კალიუმის მაჩვენებლები იზრდება, ხოლო ნატრიუმის კონცენტრაცია მცირდება. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შრატის კალიუმის კონცენტრაცია იზრდება, ასევე შეიძლება მოიმატოს შარდში ცილების ექსკრეციამ. ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაცია.
შენიშვნა:
ზემოთ ჩამოთვლილი სისხლის ტესტები რეგულარულად უნდა გადამოწმდეს თერაპიამდე და მკურნალობის დროს.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა წამლის გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილის, თიაზიდების ან სულფონამიდების მიმართ. (შესაძლებელია ჯვარედინი რეაქცია);
  • მიდრეკილება ქსოვილთა შეშუპებისკენ (ანგიონევროზული ედემა);
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე მოშლა (შრატის კრეატინინი შეადგენს 1.8 მგ/დლ და კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ);
  • დიალიზი საჭიროებისას;
  • თირკმლის არტერიის შევიწროება;
  • ვისაც ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია;
  • ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი აორტის ან ორკარიანი სარქველის სტენოზი, რაც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას ან მარცხენა პარკუჭის სხვა ობსტრუქციული დაავადებები (მაგ: ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიები).;
  • შრატის ალდოსტერონის დონის პირველადი მომატება;
  • ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (პრეკომა/ღვიძლისმიერი კომა) ან ღვიძლის პერველადი დაავადება;
  • კლინიკურად მნიშვნელოვანი ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპერკალციემია, ჰიპერნატრიემია, ჰოპოკალიემია);
  • ორსულებში, ბავშვებში და მეძუძურებში არ გამოიყენება.
  • კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს პაციენტებს, ვისაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები:
  • - კლინიკურად მნიშვნელოვანი პროტეინურია (დღეში 1 გრ-ზე მეტი);
  • დაქვეითებული იმუნური სისტემა ან კოლაგენოზით გამოწვეული ვასკულარული დაავადება (მაგ. წითელი მგლურა, სკლეროდერმია);
  • ერთდროულად იმუნოსუპრესიული პრეპარატების მიღებისას (მაგ. კორტიკოსტეროიდები/ ციტოსტატური საშუალებები, ანტიმეტაბოლიტები) ან ალოპერინოლის, პროკაინამიდის ან ლითიუმის გამოყენებისას;
  • პოდაგრა;
  • ჰიპოვოლემია;
  • ცერებროვასკულარული ცირკულაციის პრობლემები;
  • გულის კორონარული დაავავადებები;
  • მანიფესტირებული ან ლატენტური შაქრიანი დიაბეტი;
  • ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია.
08

ორსულობა და ლაქტაცია

კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის მკურნალობის დროს ფერტილური ასაკის ქალებში დაორსულება არ შეიძლება. მკურნალობისას საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ზომების მიღება. თუ პაციენტი მაინც დაორსულდა, მან უნდა შეცვალოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი და გადავიდეს სხვა, ბავშვისთვის ნაკლებ სარისკო პრეპარატზე, რადგან კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-მა შეიძლება დააზიანოს ნაყოფი, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში, რასაც შეიძლება ფატალური შედეგიც კი მოჰყვეს.
კაპტო+ჰქთ დენკ 50/25 გამოიყოფა დედის რძეში.
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის დაწყებამდე.

ზეგავლენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:
ამ წამლების მიღებისას აუცილებელია ჩატარდეს რეგულარული სამედიცინო შემოწმება. სხვადასხვა რეაქციებმა ადამიანზე შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ უსაფრთხოდ ვეღარ გააგრძელოს მანქანის ან მექანიზმის მართვა. ყოველივეს განსაკუთრებული ადგილი უკავია მკურნალობის დაწყებისას, პრეპარატის შეცვლის ან ალკოჰოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.
შენიშვნა:
თავიდან არიდებული უნდა იქნას ფიზიოლოგიური ხსნარი და ალკოჰოლი..

09

განსაკუთრებული მითითებები

კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის მიღებამდე უნდა შეფასდეს პაციენტის თირკმლის ფუნქცია. წყალმარილოვანი დარღვევები უნდა შესწორდეს თერაპიის დაწყებამდე.
განსაკუთრებით კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის თერაპიის დაწყება აუცილებელია სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ამავე დროს უნდა მოხდეს არტერიული წნევის და ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო პარამეტრების ინტენსიური მონიტორინგი იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:

  • თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია (შრატის კრეატინინი აღწევს 1,8მგ/100 მლ და ან კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30-60 მლ/წთ-ს);
  • თირკმლისმიერი ჰიპერტენზია;
  • 65 წელზე უფროსი ასაკი;
  • უკვე გამოვლენილი გულის უკმარობა.

შრატის ელექტროლიტების, შრატის კრეატინინის, გლუკოზის მაჩვენებლები, ისევე როგორც სისხლის საერთო ანალიზი მოკლე ხანში აუცილებლად უნდა გადამოწმდეს რისკის მქონე პაციენტებში (თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის, შაქრიანი დიაბეტის, კოლაგენოზის დროს ვასკულარული დაავადებებისას და ხანდაზმულ პაციენტებში) და მათში, ვინც იღებს იმუნოსუპრესულ და ციტოსტატურ წამლებს ან ალოპურინოლს, პროკაინამიდს, დიგიტალისის გლიკოზიდებს, გლუკოკორტიკოიდებს, საფაღარათო საშუალებებს, ასევე საყურადღებოა მკურნალობის საწყისი პერიოდი.
თუ კაპტო+ჰქთ დენკ 50/25 თერაპიისას ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან ყელის ტკივილი, აუცილებელია სასწრაფოდ გადამოწმდეს სისხლის ლეიკოციტების რაოდენობა.
კაპტო+ჰქთ დენკ 50/25 მკურნალობის დროს დიალიზის ან ჰემოფილტრაციის ჩატარება (პოლი აკრილონიტრილი, ნატრიუმ-2-მეთალილსულფონატი) მაღალი ნაკადის მემბრანებით (მაგ: ~AN 69~) არ შეიძლება, რადგან არსებობს ჰიპერსენსიტიული რეაქციის განვითარების საშიშროება (ანაფილაქსიური რეაქცია), რაც ზოგჯერ დაკავშირებულია ლეტალურ გამოსავალთან. გადაუდებელი დიალიზის ან ჰემოფილტრაციის შემთხვევაში აუცილებელია პროცედურამდე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების შეცვლა (მაგრამ არა აგფ ინჰიბიტორებით) ან დიალიზის სხვა მემბრანების გამოყენება.
LDL- ის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) დექსტრანის სულფატით აფერეზის დროს (მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში), შეიძლება განვითარდეს ჰიპერსენსიტიური რეაქცია, თუ პაციენტი გადის აგფ ინჰიბიტორების თერაპიას.
მწერის ნაკბენის (მაგ: ფუტკარი ან კრაზანა) წინააღმდეგ დესენსიტიზაციური თერაპიის ჩატარება აგფ ინჰიბიტორებთან ერთად იწვევს ჰიპერსენსიტიულ და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციებს (მაგალითად არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგიული რეაქციები). თუ LDL- ის აფერეზის ან დესენსიტიზაციური თერაპიის ჩატარება აუცილებელია, კაპტო+ჰქთ დენკ 50/25 უნდა შეიცვალოს დროებით სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებით (მაგრამ არა აგფ ინჰიბიტორებით).

10

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შემდეგი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს: მუდმივი დიურეზი, ელექტროლიტური დისბალანსი, ძლიერი ჰიპოტენზია, გონების დაკარგვა (კომის ჩათვლით), კრუნჩხვა, პარეზი, არითმია, ბრადიკარდია, კარდიოგენული შოკი, თირკმლის უკმარისობა, პარალიზური გაუვალობა. დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში სასწრაფოდ საჭიროა ექიმთან მიმართვა.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

თუ პაციენტი ღებულობს ან იღებდა უახლოესი პერიოდის განმავლობაში რაიმე პრეპარატს, ურეცეპტოდ გაცემული წამლის ჩათვლით, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ეს ინფორმაცია ასევე ეხება იმ წამალს, რომელსაც პაციენტი იღებდა უახლოეს პერიოდში.
ფიზიოლოგიური ხსნარი: ამცირებს კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის ჰიპოტენზიურ ეფექტს. ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგ: სხვა შარდმდენები, ბეტა ბლოკატორები), ნიტრატები, ვაზოდილატატორები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: ზრდიან კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის ჰიპოტენზიურ ეფექტს. ანალგეტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ: სალიცილის მჟავის დერივატები, ინდომეტაცინი): სავარაუდოდ ამცირებენ კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის ჰიპოტენზიურ ეფექტს. განსაკუთრებით ჰიპოვოლემიის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარობა.
სალიცილატის მაღალი დოზით მიღება: ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის სალიცილატებით გამოწვეულ ტოქსიკურ ეფექტებს ც.ნ.ს-ზე.
კალიუმი, კალიუმდამზოგველი შარდმდენები (მაგ: სპირონოლაქტონი, ამიოდარონი, ტრიამტერინი) და ასევე სხვა წამლები, რომლებიც შრატში ზრდიან კალიუმის დონეს (მაგ: ჰეპარინი): კაპტოპრილი ზრდის შრატში კალიუმის კონცენტრაციას.
ლითიუმი: შრატში ლითიუმის დონის მომატება (საჭიროა რეგულარული კონტროლი!) ზრდის ლითიუმით გამოწვეულ კარდიალურ და ნეიროტოქსიკურ ეფექტებს.
ალკოჰოლი: იზრდება ალკოჰოლის ეფექტი; იზრდება კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის ჰიპოტენზიური ეფექტი.
დიგიტალისის გლიკოზიდები: დიგიტალისის გლიკოზიდების ეფექტები და გვერდითი მოვლენები შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არსებობდა კალიუმის და მაგნიუმის დეფიციტი.
ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (მაგალითად: სულფანილ შარდოვანა/ბიგუანიდი), ინსულინი: შესაძლებელია შემცირდეს ჰიდროქლორიდის ეფექტი ან გაიზარდოს კაპტოპრილით გამოწვეული ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
კატექოლამინები (მაგ: ადრენალინი): მცირდება ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი.
შარდმდენები (მაგ: ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოიდები, აკტჰ, კარბენოქსოლონი, ამფოტერიცინი B, პენიცილინი G, სალიცილატები ან საფაღარათო საშუალებები: ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის კალიუმის და მაგნიუმის ექსკრეციას.
ალოპურინოლი, ციტოსტატური საშუალებები, იმუნოსუპრესული წამლები, სისტემური კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი: სისხლში მცირდება ლეიკოციტების რაოდენობა (ლეიკოპენია).
ციტოსტატიური საშუალებები (ციკლოფოსფამიდი, ფლუოროურაცილი, მეთოტრექსატი): ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის ძვლის ტვინის ტოქსიკურობას (განსაკუთრებით ვლინდება გრანულოციტოპენია).
ჰიპნოზური და საანესთეზიო საშუალებები, ნარკოტიკები: ზრდიან ჰიპოტენზიას. ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი: ამცირებს ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას. კურარეს ტიპის მიორელაქსანტები: ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის და ახანგრძლივებს მიორელაქსაციურ ეფექტს.
მეთილდოპა: ჰემოდიალიზის ინდივიდუალურ შემთხვევებში ჰიდროქლოროთიაზიდის წინააღმდეგ წარმოიქმნება ანტისხეულები.

12

შენახვის პირობები

პრეპარატს ინახავენ 25o C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისაგან მოშორებით. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 5 წელი.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

14

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

r 002871 - 25.07.2007 - 25.07 2012

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

კაპტოპრილი, 50მგ ტაბლეტი №20, 12.5მგ ტაბლეტი №30, 25მგ ტაბლეტი №40

კაპტოპრილი

CAPTOPRIL

50მგ ტაბლეტი №20, 12.5მგ ტაბლეტი №30, 25მგ ტაბლეტი №40

კაპტოპრილი ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
დან1.50 ₾
ბლოკორდილი, 25მგ ტაბლეტი №20

ბლოკორდილი

Blokordil

25მგ ტაბლეტი №20

კაპტოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან4.30 ₾
კაპტოპრილ დენკი 25, 25მგ ტაბლეტი #20

კაპტოპრილ დენკი 25

CAPTOPRIL DENK 25

25მგ ტაბლეტი #20

კაპტოპრილი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან4.30 ₾
კაპტოპრილი(ბლოკორდილი)25მგ, 25მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

კაპტოპრილი(ბლოკორდილი)25მგ

25მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

კაპტოპრილი
დან4.30 ₾
ჰიპოთიაზიდი, 25მგ ტაბლეტი #20

ჰიპოთიაზიდი

HYPOTHIAZID

25მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
დან5.94 ₾
კაპტორილი, 50მგ 50 ტაბლეტი №50

კაპტორილი

50მგ 50 ტაბლეტი №50

კაპტოპრილი
დან6.51 ₾
ენალაპრილ H®, 10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილ H®

ENALAPRIL H®

10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.88 ₾
არჯელონ HL, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

არჯელონ HL

Argelon HL

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან7.16 ₾
ჰიპოთიაზიდი, 100მგ ტაბლეტი #20

ჰიპოთიაზიდი

HYPOTHIAZID

100მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
დან7.40 ₾
ბლოკორდილი, 50მგ ტაბლეტი №20

ბლოკორდილი

Blocordil

50მგ ტაბლეტი №20

კაპტოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან8.04 ₾
ლიზპრეს ფორტე, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ლიზპრეს ფორტე

20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან8.30 ₾
ტრიტაცე, 5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ტრიტაცე

5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან8.89 ₾
ენაპი H, 10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

ენაპი H

Enap H

10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.03 ₾
ენოზიდი H, 10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი H

Enozid H

10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.04 ₾
ენაპი ®-HL 20, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენაპი ®-HL 20

Enap®-HL 20

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.17 ₾
კო-დიოვანი, 160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14

კო-დიოვანი

160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა სტეინი, იტალია
დან9.39 ₾
კაპტოპრილი ნორმონი, 25მგ ტაბლეტი №60

კაპტოპრილი ნორმონი

25მგ ტაბლეტი №60

კაპტოპრილი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან9.69 ₾
რილეის პლუსი, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

რილეის პლუსი

20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან9.86 ₾
Losartan, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Losartan

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან11.16 ₾
კოლოსარ-დენკი 50/12.5, 50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

კოლოსარ-დენკი 50/12.5

CoLosar-Denk 50/12.5

50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან11.16 ₾
ლორისტა H, 50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H

Lorista H

50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან11.16 ₾
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან11.16 ₾
არჯელონ H, 5მგ/25მგ ტაბლეტი #30

არჯელონ H

ARGELON H

5მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.23 ₾
კო დიროტონი®, 10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30

კო დიროტონი®

CO DIROTON®

10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან12.54 ₾
ლოზატენზი, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლოზატენზი

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან13.10 ₾
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5, 20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5

ENA+HCT-Denk 20/12.5

20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
დან13.25 ₾
კო-ირდა, 300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კო-ირდა

Co-Irda

300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.39 ₾
კო-ირდა, 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კო-ირდა

Co-Irda

150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.99 ₾
კვადრიცა H ფორტე, 20მგ/25მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H ფორტე

QUADRICA H forte

20მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.02 ₾
კვადრიცა, 20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

კვადრიცა

20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან15.03 ₾
ტენზიპრილი, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან15.09 ₾
ამპრილანი ჰდ, 5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ამპრილანი ჰდ

Amprilan HD

5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.14 ₾
ტენზიპრილი H, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან15.14 ₾
ლოზატენზი RM, 100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM

100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.29 ₾
ლოზატენზი RM(H), 50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM(H)

50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.33 ₾
კვადრიცა H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H

QUADRICA H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.90 ₾
კო დიროტონი®, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო დიროტონი®

CO DIROTON®

20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან15.90 ₾
ვალსაკორი H, 160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი H

160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.52 ₾
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან16.52 ₾
კო-ვალტანი, 80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14

კო-ვალტანი

CO-VALTAN

80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.44 ₾
პოლიტენზა, 5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

პოლიტენზა

5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან17.75 ₾
პოლიტენზა -Polytenza, 25მგ №30

პოლიტენზა -Polytenza

25მგ №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან17.75 ₾
ჰარტილი®-D, 5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან17.92 ₾
კაპტოპრილი, 50მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

კაპტოპრილი

50მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

კაპტოპრილი
დან18.40 ₾
ვალსაკორი HD, 160მგ+25მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი HD

160მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან18.71 ₾
ნონბლონ H, 5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ნონბლონ H

NONBLON Н

5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ნებივოლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან18.73 ₾
ლორისტა HD, 100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა HD

Lorista® HD

100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან19.16 ₾
კაპტოპრილი BP, 50მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი BP

50მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი
დან22.85 ₾
ლორისტა H100, 100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H100

Lorista H100

100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.88 ₾

ნევილოლ H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ნებივოლოლი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან25.44 ₾
ტენზიპრილი HD, 5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი HD

5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან25.45 ₾
ნოლაქსენი, 25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ნოლაქსენი

Nolaxen

25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ჰიდროქლორთიაზიდი + სპირონოლაქტონი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან29.76 ₾
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან30.61 ₾
კო-ვამლოსეტი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო-ვამლოსეტი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა-რუს, რუსეთის ფედერაცია
დან31.25 ₾
ნაპრილ-H ბენე ფარმი, 10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ნაპრილ-H ბენე ფარმი

10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან37.17 ₾
კასარკი H, 16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კასარკი H

16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან37.40 ₾
სარტონი პლუსი, 16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

სარტონი პლუსი

SARTON PLUS

16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან44.20 ₾
კასარკი HD, 32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კასარკი HD

32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან51.17 ₾
ექსფორჯი H, 5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ექსფორჯი H

5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა, თურქეთი
დან59.91 ₾

აკკუზიდი

ACCUZIDE

20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + Quinapril ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

ამპრილანი ჰლ

Amprilan HL

2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ბლოკორდილი

Blocordil

12,5მგ ტაბლეტი №20

კაპტოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ბრიუსარტანი, 50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
გამალიზინი-H, 10/12.5მგ ტაბლეტი #20

გამალიზინი-H

GAMALIZIN-H

10/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ეკლიპსი-სანოველი პლუსი, 50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეკლიპსი-სანოველი პლუსი

EKLIPS-sanovel Plus

50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ემკორ H®, 2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ემკორ H®

EMCOR H®

2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენალაპრილი H ნეო, 10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი H ნეო

ENALAPRIL H NEO

10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენოზიდი-HL, 10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი-HL

Enozid HL

10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი, 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ესანტილ პლუსი

Esantil plus

150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი, 300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ესანტილ პლუსი

Esantil plus

300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
კაპტი, 25მგ ტაბლეტი #50

კაპტი

CAPT

25მგ ტაბლეტი #50

კაპტოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კაპტი, 12.5მგ ტაბლეტი #50

კაპტი

CAPT

12.5მგ ტაბლეტი #50

კაპტოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი, 25მგ ტაბლეტი #30

კაპტოპრილი

Captopril

25მგ ტაბლეტი #30

კაპტოპრილი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

კაპტოპრილი

CAPTOPRIL

25მგ ტაბლეტი №1000

კაპტოპრილი Wockhardt Limited, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი, 50მგ ტაბლეტი №1000

კაპტოპრილი

CAPTOPRIL

50მგ ტაბლეტი №1000

კაპტოპრილი Wockhardt Limited, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი, 25მგ ტაბლეტი #20

კაპტოპრილი

Captopril

25მგ ტაბლეტი #20

კაპტოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი ნეო, - 25მგ ტაბლეტი #40, - 12.5მგ ტაბლეტი #40, - 50მგ ტაბლეტი #40

კაპტოპრილი ნეო

CAPTOPRIL NEO

- 25მგ ტაბლეტი #40, - 12.5მგ ტაბლეტი #40, - 50მგ ტაბლეტი #40

კაპტოპრილი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი პოლფარმექსი, 25მგ ტაბლეტი №40

კაპტოპრილი პოლფარმექსი

Captopril Polfarmex

25მგ ტაბლეტი №40

კაპტოპრილი Polfarmex, პოლონეთი
ურეცეპტო
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარლონი პლუსი, 20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

კარლონი პლუსი

Carlon Plus

20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კვადრიცა H მიტე, 10/12.5მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H მიტე

QUADRICA H mite

10/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კო-ენალაპრილ H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

კო-ენალაპრილ H

CO-ENALAPRIL H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
კო-მირატი, 8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30

კო-მირატი

Co-Mirat

8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

კო-რენიტეკი

CO-RENITEC

20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით
ლიზინოკორ H®, - 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ლიზინოკორ H®

LISINOCOR H®

- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლოზაპი პლუსი, 50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი პლუსი

Lozap Plus

50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ტირეგის-D, 80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-D

Tiregis D

80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan ACTAVIS, მალტა
Rx · რეცეპტით
ტირეგის-D, 80მგ/25მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-D

Tiregis-D

80მგ/25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ტირეგის-დ, 40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-დ

Tiregis D

40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan ACTAVIS, მალტა
Rx · რეცეპტით
ტრიამპურ კომპოზიტუმი, 25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50

ტრიამპურ კომპოზიტუმი

TRIAMPUR COMPOZITUM

25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50

ჰიდროქლორთიაზიდი + Triamterene ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ჰარტილი®-D, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ჰიდროქლოროთიაზიდი BP

Hydrochlorothiazide BP

25მგ ტაბლეტი №1000

ჰიდროქლორთიაზიდი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.