მონოგრაფია Nº 00589 Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი ნეო
CAPTOPRIL NEO
- 25მგ ტაბლეტი #40, - 12.5მგ ტაბლეტი #40, - 50მგ ტაბლეტი #40
- მოქმედი ნივთიერება
- კაპტოპრილი (Captopril)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კაპტოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
კაპტოპრილი
CAPTOPRIL
50მგ ტაბლეტი №20, 12.5მგ ტაბლეტი №30, 25მგ ტაბლეტი №40
ბლოკორდილი
Blokordil
25მგ ტაბლეტი №20
კაპტოპრილ დენკი 25
CAPTOPRIL DENK 25
25მგ ტაბლეტი #20
კაპტოპრილი(ბლოკორდილი)25მგ
25მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
კაპტორილი
50მგ 50 ტაბლეტი №50
ბლოკორდილი
Blocordil
50მგ ტაბლეტი №20
კაპტოპრილი ნორმონი
25მგ ტაბლეტი №60
კაპტოპრილი
50მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
კაპტოპრილი BP
50მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
ბლოკორდილი
Blocordil
12,5მგ ტაბლეტი №20
კაპტი
CAPT
12.5მგ ტაბლეტი #50
კაპტი
CAPT
25მგ ტაბლეტი #50
კაპტოპრილი
CAPTOPRIL
25მგ ტაბლეტი №1000
კაპტოპრილი
CAPTOPRIL
50მგ ტაბლეტი №1000
კაპტოპრილი
Captopril
25მგ ტაბლეტი #30
კაპტოპრილი
Captopril
25მგ ტაბლეტი #20
კაპტოპრილი პოლფარმექსი
Captopril Polfarmex
25მგ ტაბლეტი №40
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
აღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტები. დაიშვება დისულფიდების დამახასიათებელი სუნი.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: კაპტოპრილი - 12,5 მგ; 25 მგ ან 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კაპტოპრილი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის წარმოქმნას. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების წყალობით აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინაღობას, პრე- და პოსტდატვირთვას მიოკარდზე. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კორონარულ სისხლძარღვებსა და თირკმელებში. პირდაპირი მოქმედების ვაზოდილატატორებისგან განსხვავებით (ჰიდრალაზინი, მონოქსიდილი, და სხვ.) კაპტოპრილის მოქმედებას თან არ ახლავს რეფლექტორული ტაქიკარდია და იწვევს მიოკარდის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებას. ხანგრძლივი გამოყენებისას კაპტოპრილი ამცირებს მიოკარდიუმისა და რეზისტენტული ტიპის არტერიების კედლების ჰიპერტროფიის გამოხატულებას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის სისხლით მომარაგებას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ,,კაპტოპრილი ნეო’’ კარგად კომბინირდება სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან. სხვა ვაზოდილატატორებისგან განსხვავებით, არ იწვევს წყლის შეკავებას. ჰიპერტენზიის გარკვეული ფორმების დროს (რენოვასკულარული ჰიპერტონია და რენული ჰიპერტენზიის სხვა ფორმები), კაპტოპრილი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სამკურნალო პრეპარატს.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ კაპტოპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 60-70%-ს. საკვებთან ერთად მიღება ამცირებს ბიოშეღწევადობას დაახლოებით 30-40%-ით, მაგრამ არ ახდენს გავლენას ანტიჰიპერტენზიულ ეფექტზე. ეფექტის დასაწყისი აღინიშნება მიღებიდან 30წთ-ის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. კაპტოპრილის 95% გამოიყოფა თირკმელებით, აქედან 40-50% - უცვლელად, დანარჩენი - მეტაბოლიტების სახით.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული).
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვით).
- გულის იშემიური დაავადება (მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის მქონე პაციენტებში).
- დიაბეტური ნეფროპათია შაქრიანი დიაბეტის I ტიპის ფონზე (როცა ალბუმინურია მაღალია 30მგ/დღე-ღამეზე).
მიღების წესი და დოზირება
,,კაპტოპრილი ნეო” ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს: პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 12,5მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან (2-4 კვირის ინტერვალით) ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე. მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ-ს 2-ჯერ დღე-ღამეში (საჭიროების შემთხვევაში, დოზას ზრდიან ყოველ 2-4 კვირაში), შემანარჩუნებელი დოზაა 25მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, მაქსიმალური დოზა - 25მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ-ს 2-ჯერ დღე-ღამეში. დოზას თანდათანობით ზრდიან 50მგ-მდე 3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დაზაა 150მგ.
გულის უკმარისობის მკურნალობისას: ,,კაპტოპრილი ნეო’’ ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა დიურეტიკების გამოყენება არ იწვევს სათანადო ეფექტს. საწყისი დოზაა 6,25მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზას თანდათანობით ზრდიან (2-4 კვირიანი ინტერვალებით). საშუალო შემანარჩუნებელი დოზაა 25მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში, მაქსიმალური დოზა - 50მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.
გულის მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევისას: პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება მიოკარდის ინფარქტის გადატანიდან მე-3 დღეს. საწყისი დოზაა 6,25მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, დოზას თანდათანობით ზრდიან (2-4 კვირიანი ინტერვალებით) 25მგ-მდე 2-3-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზას თანდათანობით ზრდიან მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე - 50მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.
პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით: ზომიერად გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი არანაკლებ 30მლ/წთ/1,73მ2) ,,კაპტოპრილი ნეო’’ შეიძლება დაინიშნოს დოზით 75-100მგ/დღე-ღამეში. თირკმელების ფუნქციის უფრო გამოხატული დარღვევისას (30მლ/წთ/1,73მ2-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) საწყისი დოზა შეადგენს არაუმეტეს 12,5მგ/დღე-ღამეში. შემდგომში, აუცილებლობის დროს, საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვალებით ,,კაპტოპრილი ნეო’’-ს დოზას თანდათანობით ზრდიან, მაგრამ იყენებენ პრეპარატის ჩვეულებრივზე მცირე სადღეღამისო დოზას.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში კაპტოპრილის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რეკომენდებულია თერაპიის დაწყება 6,25მგ-ით 2-ჯერ დღე-ღამეში და შემდგომში ყველაზე მცირე ეფექტური დოზის შენარჩუნება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.
გვერდითი მოვლენები
მაღალი დოზების მიღების დროს ხშირად ვითარდება:
- პროტეინურია მემბრანულ გლომერულოპათიასთან ერთად; ნეფროზული სინდრომი;
- ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი;
- გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, სახის სიწითლე;
- დროებითი ძლიერი ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში;
- პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, აფტოზური სტომატიტი, აბდომინალური ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა, ქოლესტაზი.
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.
- სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდა, პროტეინურია.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილისა და აგფ-ს სხვა ინჰიბიტორების მიმართ.
- ანგიონევროზული შეშუპება (ანამნეზში, აგფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე, ან მემკვიდრეობითი).
- ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, აზოტემია, ჰიპერკალიემია, თირკმლის არტერიების ორმხრივი, ან ცალმხრივი სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით.
- აორტის სარქველის სტენოზი, სხვა დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებას.
- არტერიული ჰიპოტეზია.
- კარდიოგენული შოკი.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
- 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატი გამოიყენება სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. ,,კაპტოპრილი ნეო’’ განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კოლაგენოზით (აგრანულოციტოზის და ნეიტროპენიის განვითარების საშიშროების ზრდის გამო).
,,კაპტოპრილი ნეო’’ სიფრთხილით ინიშნება ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის ფონზე, ასევე იმუნოდეპრესანტებით (აზათიოპრინი, ციკლოფოსფამიდი) მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
მკურნალობის დაწყებამდე და ,,კაპტოპრილი ნეო’’-თი მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი, განსაკუთრებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ვინაიდან მატულობს პროტეინურიის განვითარების საშიშროება. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის პირველი 9 თვის განმავლობაში საჭიროა ყოველთვიურად შარდში ცილის შემცველობის კონტროლი. თუ შარდში ცილის დონე აღემატება 1გ/დღე-ღამეში, სასურველია შეწყდეს კაპტოპრილით მკურნალობა. ,,კაპტოპრილი ნეო’’-ს გამოყენების შემდეგ არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა დაწვეს. გამოხატული ჰიპოტენზიის დროს დადებით ეფექტს იწვევს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ვენაში შეყვანა. მკურნალობის პროცესში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა შეიძლება შემცირდეს, თუ ,,კაპტოპრილი ნეო’’-თი მკურნალობის დაწყებამდე 4-7 დღით ადრე შევწყვეტთ დიურეტიკების გამოყენებას ან საგრძნობლად შევამცირებთ მათ დოზას.
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და განხორციელდეს სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა. თუ შეშუპება ლოკალიზდება სახეზე, სპეციალური მკურნალობა საჭირო არ არის, შეიძლება ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენება. თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ხახაზე და ხორხზე და არსებობს სასუნთქი გზების ობსტრუქციის საშიშროება, საჭიროა კანქვეშ დაუყოვნებლივ შევიყვანოთ ადრენალინი (0,5მლ 1:1000 განზავებით).
მკურნალობის დროს რეკომენდებულია ალკოჰოლური სასმელის მიღების შეწყვეტა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
,,კაპტოპრილი ნეო”-ს მიღების შემდეგ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვის დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს, ვინაიდან შესაძლებელია ისეთი რეაქციების განვითარება, რაც გამოიწვევს ყურადღების გაფანტვას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ან სხვა პლაზმის შემცვლელი ხსნარების შეყვანა, ჰემოდიალიზი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
,,კაპტოპრილი ნეო’’-ს ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება დიურეტიკებთან, განგლიობლოკატორებთან, ადრენობლოკატორებთან ერთად მიღებისას. ინდომეტაცინთან, კლონიდინთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტება. კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეტიკებთან ან კალიუმის პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია.
,,კაპტოპრილი ნეო’’-ს გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ზრდის ნეიტროპენიისა და სტივენს-ჯონსის სინდრომის განვითარების საშიშროებას.
იმუნოდეპრესანტების ერთდროული მიღება ზრდის ჰემატოლოგიური დარღვევების განვითარების საშიშროებას.
პრობენეციდთან ერთდროული მიღებისას მცირდება ,,კაპტოპრილი ნეო’’-ს შარდთან ერთად ელიმინაცია.
ლითიუმის მარილების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15 - 25 ºC ტემპერატურის პირობებში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში ან ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25
Captopril+HCT Denk 50/25
50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
50მგ+25მგ ტაბლეტი №30
კაპტოპრილი HCT დენკი
50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
Captopril Hidroclorotiazida
50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.