8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00582 Rx · რეცეპტით

კაპტი

CAPT

25მგ ტაბლეტი #50

კაპტი, 25მგ ტაბლეტი #50
მოქმედი ნივთიერება
კაპტოპრილი (Captopril)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: კაპტოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.

კაპტოპრილი, 50მგ ტაბლეტი №20, 12.5მგ ტაბლეტი №30, 25მგ ტაბლეტი №40

კაპტოპრილი

CAPTOPRIL

50მგ ტაბლეტი №20, 12.5მგ ტაბლეტი №30, 25მგ ტაბლეტი №40

კაპტოპრილი ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
დან1.50 ₾
ბლოკორდილი, 25მგ ტაბლეტი №20

ბლოკორდილი

Blokordil

25მგ ტაბლეტი №20

კაპტოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან4.30 ₾
კაპტოპრილ დენკი 25, 25მგ ტაბლეტი #20

კაპტოპრილ დენკი 25

CAPTOPRIL DENK 25

25მგ ტაბლეტი #20

კაპტოპრილი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან4.30 ₾
კაპტოპრილი(ბლოკორდილი)25მგ, 25მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

კაპტოპრილი(ბლოკორდილი)25მგ

25მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

კაპტოპრილი
დან4.30 ₾
კაპტორილი, 50მგ 50 ტაბლეტი №50

კაპტორილი

50მგ 50 ტაბლეტი №50

კაპტოპრილი
დან6.51 ₾
ბლოკორდილი, 50მგ ტაბლეტი №20

ბლოკორდილი

Blocordil

50მგ ტაბლეტი №20

კაპტოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან8.04 ₾
კაპტოპრილი ნორმონი, 25მგ ტაბლეტი №60

კაპტოპრილი ნორმონი

25მგ ტაბლეტი №60

კაპტოპრილი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან9.69 ₾
კაპტოპრილი, 50მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

კაპტოპრილი

50მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

კაპტოპრილი
დან18.40 ₾
კაპტოპრილი BP, 50მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი BP

50მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი
დან22.85 ₾

ბლოკორდილი

Blocordil

12,5მგ ტაბლეტი №20

კაპტოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
კაპტი, 12.5მგ ტაბლეტი #50

კაპტი

CAPT

12.5მგ ტაბლეტი #50

კაპტოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი, 50მგ ტაბლეტი №1000

კაპტოპრილი

CAPTOPRIL

50მგ ტაბლეტი №1000

კაპტოპრილი Wockhardt Limited, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი, 25მგ ტაბლეტი #30

კაპტოპრილი

Captopril

25მგ ტაბლეტი #30

კაპტოპრილი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი, 25მგ ტაბლეტი #20

კაპტოპრილი

Captopril

25მგ ტაბლეტი #20

კაპტოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

კაპტოპრილი

CAPTOPRIL

25მგ ტაბლეტი №1000

კაპტოპრილი Wockhardt Limited, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი ნეო, - 25მგ ტაბლეტი #40, - 12.5მგ ტაბლეტი #40, - 50მგ ტაბლეტი #40

კაპტოპრილი ნეო

CAPTOPRIL NEO

- 25მგ ტაბლეტი #40, - 12.5მგ ტაბლეტი #40, - 50მგ ტაბლეტი #40

კაპტოპრილი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი პოლფარმექსი, 25მგ ტაბლეტი №40

კაპტოპრილი პოლფარმექსი

Captopril Polfarmex

25მგ ტაბლეტი №40

კაპტოპრილი Polfarmex, პოლონეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
კაპტოპრილს – 12.5 ან 25 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

კაპტი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს, რომელიც ხელს უშლის ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგოტენზინ II-ად, რაც თავის მხრივ თრგუნავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში ალდოსტერონის სეკრეციას.
კაპტი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის პროდუქციას, რომელსაც გააჩნია ძლიერი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. ამის გამო კაპტი ამცირებს სისხლძარღვთა სისტემურ წინააღმდეგობას, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის ცვლილების გარეშე ზრდის სისხლის მიმოქცევას თირკმელებში. ამცირებს წნევას მარჯვენა პარკუჭსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ხელს უშლის გულის უკმარისობის პროგრესირების პროცესს. არ იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას.

03

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღების შემდეგ კაპტი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 75% გადადის სისხლში და მიღებიდან ერთ საათში აღწევს მაქსიმალურ კონცენტერაციას. საკვები ამცირებს წამლის შეწოვას 30-40 %-ით, ამის გამო პრეპარატი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. დაახლოებით 25-30% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 სთ-ს. კაპტი მეტაბოლიზდება ღვიძლში. შეწოვილი დოზის 95%^ელიმინირდება ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით, აქედან 50% უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი - აქტიური მეტაბოლიტების სახით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, რის გამოც საჭიროა დოზის შემცირება.

04

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • დიაბეტური ნეფროპათია;
  • მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი.
05

მიღების წესი და დოზირება

არტერიული ჰიპერტენზია: მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ჰიპერტონული დაავადების დროს კაპტით მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ-ს ორჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის თანდათანობითი გაზრდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ. მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 50 მგ-ს ორჯერ დღეში.
მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადების დროს კაპტით მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 50 მგ-ს სამჯერ დღეში.
გულის ქრონიკული უკმარისობა: კაპტით მკურნალობა იწყება ექიმის მკაცრი კონტროლით. საწყისი დოზა შეადგენს 6.25 მგ-ს სამჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ-მდე სამჯერ დღეში (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 150 მგ).
დიაბეტური ნეფროპათია: რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 75-100 მგ-ს, გაყოფილი 2-3 მიღებაზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი: კაპტით მკურნალობის დაწყება შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან მესამე დღეს, მკურნალობა იწყება 6.25 მგ დოზით 2-3 ჯერ დღეში. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება.
კაპტის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგანაც არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.

06

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, მშრალი ხველა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, გემოს შეგრძნების დარღვევა, პირის სიმშრალე, აფთოზური სტომატიტი.
კანის მხრივ: ქავილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მომატება.
იდიოსინკრაზია: ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია. ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, აციდოზი.
სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.

07

უკუჩვენებები

აგფ ინჰიბიტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან პროგრესირებადი აზოტემიით მიმდინარე ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, ჰიპერკალემია, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, აორტის სტენოზი, კვინკეს შეშუპება, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

09

განსაკუთრებული მითითებები

გამოყენების თავისებურებები:
არ არის რეკომენდებული კაპტით მკურნალობა აორტის სტენოზის დროს, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ბილატერალური არტერიების სტენოზის დროს. კაპტი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება კოლაგენოზებით დაავადებულ პაციენტებში, ნეიტროპენიისა და აგრანულოციტოზის განვითარების რისკის გაზრდის გამო. ასევე იმუნოდეპრესანტებით მკურნალობისას, განსაკუთრებით თირკმლის პათოლოგიებით მიმდინარე დაავადებების დროს.
კაპტის დიდი დოზებით მკურნალობისას საჭიროა შარდში ცილების კონტროლი, რადგან პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს აზოტისა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

10

ჭარბი დოზირება

კაპტით ჰიპერდოზირება ვლინდება ჰიპოტენზიით, შოკით, ბრადიკარდიით, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით.
არტერიული წნევის ნორმალიზებისათვის საჭიროა ინტრავენურად პლაზმის შემცვლელი ხსნარების ინფუზია, შრატის ელექტროლიტებისა და კრეატინინის რეგულარული კონტროლი.
ჰიპერდოზირების დროს კაპტი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ერთდროული გამოყენებისას კაპტი აძლიერებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას, განსაკუთრებით დიურეზულ საშუალებებთან და განგლიობლოკატორებთან კომბინაციაში. მინიმალური სინერგული ეფექტი ვლინდება ბეტა - ბლოკატორებთან კომბინაციაში. ჰიპერკალემიის განვითარების საშიშროების გამო პრეპარატი არ ინიშნება კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან ერთად (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი).
კაპტი აძლიერებს პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტს.
ნიტრატებთან კომბინაციაში საჭიროა მათი დოზის შემცირება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ინდომეტაცინი, ასპირინი) ამცირებენ კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.
ალოპურინოლთან და პროკაინამიდთან კომბინაციაში კაპტმა შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია და სტივენს–ჯონსონის სინდრომი. თირკმელებიდან მისი გამოყოფის შეფერხების გზით პრობენეციდი ზრდის კაპტის კონცენტრაციას სისხლში.
ლითიუმის მარილებთან კომბინაციაში იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე.
იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში იზრდება ჰემატოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი. კაპტით მკურნალობის შედეგად ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციების დროს შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპოტონია, რისი კორექციაც შესაძლებელია პლაზმის შემცვლელი პრეპარატების საშუალებით.
არ არის მიზანშეწონილი კაპტით მკურნალობის პროცესში ალკოჰოლური სასმელების მიღება.

12

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.