მონოგრაფია Nº 00587 Rx · რეცეპტით
კაპტოპრილი
Captopril
25მგ ტაბლეტი #20
- მოქმედი ნივთიერება
- კაპტოპრილი (Captopril)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კაპტოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
კაპტოპრილი
CAPTOPRIL
50მგ ტაბლეტი №20, 12.5მგ ტაბლეტი №30, 25მგ ტაბლეტი №40
ბლოკორდილი
Blokordil
25მგ ტაბლეტი №20
კაპტოპრილ დენკი 25
CAPTOPRIL DENK 25
25მგ ტაბლეტი #20
კაპტოპრილი(ბლოკორდილი)25მგ
25მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
კაპტორილი
50მგ 50 ტაბლეტი №50
ბლოკორდილი
Blocordil
50მგ ტაბლეტი №20
კაპტოპრილი ნორმონი
25მგ ტაბლეტი №60
კაპტოპრილი
50მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
კაპტოპრილი BP
50მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
ბლოკორდილი
Blocordil
12,5მგ ტაბლეტი №20
კაპტი
CAPT
12.5მგ ტაბლეტი #50
კაპტი
CAPT
25მგ ტაბლეტი #50
კაპტოპრილი
CAPTOPRIL
25მგ ტაბლეტი №1000
კაპტოპრილი
CAPTOPRIL
50მგ ტაბლეტი №1000
კაპტოპრილი
Captopril
25მგ ტაბლეტი #30
კაპტოპრილი ნეო
CAPTOPRIL NEO
- 25მგ ტაბლეტი #40, - 12.5მგ ტაბლეტი #40, - 50მგ ტაბლეტი #40
კაპტოპრილი პოლფარმექსი
Captopril Polfarmex
25მგ ტაბლეტი №40
ინსტრუქცია
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კაპტოპრილის 12.5 მგ-ს ან 25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ - მაკონვერტირებელი ფერმენტის მაღალეფექტურ ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ-I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ-II-ად, რითაც ხელს უშლის არტერიებისა და ვენების ვაზოკონსტრიქციას, ამცირებს მარჯვენა წინაგულსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და აქვს მკვეთრად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი. აფერხებს თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ეფექტურია მიღებიდან 30 წთ-ში და მოქმედებს 4-8 სთ-ის განმავლობაში. ვერ გადის ჰეპატოენცეფალურ ბარიერს, მაგრამ აღწევს პლაცენტაში. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში);
კაპტოპრილის გამოყენება ნაჩვენებია შარდმდენებთან და აუცილებლობის შემთხვევაში სათითურას პრეპარატებთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება უზმოზე, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე უნდა მოიხსნას უმარილო დიეტა. მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა კი - 25 მგ ორჯერ დღეში. შესაძლებელია მისი გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე 50 მგ ორჯერ დღეში. მძიმე ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში, საშუალო შემანარჩუნებელი დოზა - 25 მგ 2-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზა - 150 მგ. დოზის მომატება ხდება თანდათანობით. გულის უკმარისობის დროს კაპტოპრილის დანიშვნამდე საჭიროა დიურეტიკის მოხსნა ან დოზის შემცირება, ხოლო კაპტოპრილის შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს 25 მგ-ით 2-3-ჯერ დღეში. ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 0.3 მგ/კგ, (მაქსიმალური - 6 მგ/კგ), განაწილებული ორ-სამ მიღებაზე. ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, მადის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის კანის გამონაყარი, მშრალი ხველა. იშვიათად - ტაქიკარდია, მუცლის ტკივილი, დიარეა, პროტეინურია, ჰიპერკალიემია, ბილირუბინემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
უკუჩვენებები
თირკმლის ფუნქციის დარღვევები, აზოტემია, ჰიპერკალიემია, თირკმლების არტერიების ორმხრივი სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, აორტის რკალის სტენოზი, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი, კაპტოპრილისადმი მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში კაპტოპრილით მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის. სიფრთხილით ინიშნება აუტოიმუნური დაავადებებისა და სალურეტიკებთან, ანტიდეპრესანტებთან, ინსულინთან კომბინაციაში. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დაკარგული სითხისა და მარილების კომპენსირება. კაპტოპრილის მოქმედებას აძლიერებენ - კალციუმის ანტაგონისტები, ნიტრატები, ალფა-ბლოკატორები, ვაზოდილატატორები, შარდმდენები და ალკოჰოლი. ხოლო მის მოქმედებას ასუსტებენ - არასტეროიდული ანალგეტიკები, კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივები. კაპტოპრილი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 000740 11.11.2005
წს N რ - 000741 11.11.2005
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25
Captopril+HCT Denk 50/25
50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
50მგ+25მგ ტაბლეტი №30
კაპტოპრილი HCT დენკი
50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
Captopril Hidroclorotiazida
50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.