8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00624 Rx · რეცეპტით

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი, 80მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
მწარმოებელი
SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
სანოველ ჯორჯია
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი. ჯერ ყველაზე იაფი.

კო-დიოვანი, 160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14

კო-დიოვანი

160მგ+12.5მგ ტაბლეტი №14

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა სტეინი, იტალია
დან9.39 ₾
ვალსაკორი H, 160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი H

160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.52 ₾
ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

80მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან16.52 ₾
კო-ვალტანი, 80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14

კო-ვალტანი

CO-VALTAN

80მგ/12.5მგ ტაბლეტი #14

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.44 ₾
ვალსაკორი HD, 160მგ+25მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი HD

160მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან18.71 ₾
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

160მგ/25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი პლუსი, 160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი პლუსი

CARDOPAN-SANOVEL PLUS

160მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კო-მირატი, 8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30

კო-მირატი

Co-Mirat

8 0მგ/12.5 მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტი - 1 ტაბ.

ვალსარტანი - 80 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი - 12.5 მგ

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიჰიპერტენზული საშუალება

ათქ კლასიფიკაციის კოდი – C09CA03

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ II წარმოადგენს რენინინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (რაას) აქტიურ ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება ანგიოტენზინ I-დან აგფ-ის მონაწილეობით. ანგიოტენზინი II უკავშირდება სხვადასხვა ქსოვილებში უჯრედულ მემბრანებზე განლაგებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს. მას გააჩნია ფიზიოლოგიური ეფექტების ფართო სპექტრი, რომელშიც პირველ რიგში შედის მისი როგორც უშუალო, ასევე არაპირდაპირი მონაწილეობა არტერიული წნევის რეგულაციაში. წარმოადგენს რა, სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ძლიერ საშუალებას, ანგიოტენზინ II იწვევს პირდაპირ ვაზოპრესულ ეფექტს. გარდა ამისა, იგი ახდენს ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულაციას და ხელს უწყობს ნატრიუმის შეკავებას.

ვალსარტანი – ანგიოტენზინ II რეცეპტორების აქტიური და სპეციფიური ანტაგონისტია, რომელიც გამოიყენება შიგნით მისაღებად. იგი არჩევითად მოქმედებს Aთ1 რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ანგიოტენზინ II ცნობილ ეფექტებზე. ვალსარტანით AT1 რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინ II-ის შრატისმიერი დონეების გაზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავისუფალი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რაც აწონასწორებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანი AT1 რეცეპტორების მიმართ რაიმე გამოხატულ აგონისტურ აქტივობას არ ამჟღავნებს. AT1 რეცეპტორებისადმი ვალსარტანის აფინურობა დაახლოებით 20000-ჯერ მეტია, ვიდრე Aთ2 რეცეპტორებისადმი.

ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც ცნობილია ასევე კინინაზა II–ის სახელწოდებით, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად და შლის ბრადიკინინს. ბრადიკინინით განპირობებული რაიმე გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. კლინიკური გამოკვლევებისას, რომლებშიც ტარდებოდა ვალსარტანის შედარება აგფ-ის ინჰიბიტორებთან, მშრალი ხველის განვითარების სიხშირე ნაკლები იყო (p<0.05) იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, ვიდრე ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორს (2.6%-7.9% შესაბამისად). იმ ავადმყოფებში, რომლებშიც ადრე აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს ვითარდებოდა მშრალი ხველა, ვალსარტანით მკურნალობისას ეს გართულებები აღინიშნა შემთხვევათა 19.5%-ში, ხოლო თიაზიდური დიურეზული საშუალებით მკურნალობისას აღინიშნა შემთხვევათა 19.0%-ში, იმ დროს როდესაც ავადმყოფთა იმ ჯგუფში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა აგფ ინჰიბიტორით, ხველა აღინიშნა შემთხვევათა 68.5%-ში (p<0.05). ვალსარტანი ურთიერთქმედებს და არ აბლოკირებს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულაციაში. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში ვალსარტანით მკურნალობის დროს აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც თან არ ახლავს პულსის სიხშირის ცვლილება.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ავადმყოფთა უმრავლესობაში ანტიჰიპერტენზიული მოქმედება იწყება 2 საათის შემდეგ, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება – 4-6 საათის განმავლობაში. პრეპარატის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას, მიუხედავად მიღებული დოზისა, არტერიული წნევა მაქსიმალურ დაქვეითებას აღწევს ჩვეულებრივ 2-4 კვირის განმავლობაში და აღნიშნულ დონეზე რჩება ხანგრძლივი თერაპიის მსვლელობისას. ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინირებისას ადგილი აქვს არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებას. თიაზიდური დიურეტიკების მოქმედების შეხების წერტილს წარმოადგენს თირკმლის დისტანციური კლაკნილი მილაკების ქერქული ნაწილი, სადაც განლაგებულია დიურეზულების მიმართ მაღალმგრძნობიარე რეცეპტორები, და სადაც ხდება ნატრიუმისა და ქლორის Nა+ Cl- იონების ტრანსპორტის დათრგუნვა. თიაზიდების მოქმედების მექანიზმი უკავშირდება Nა+Cl- ტუმბოს დათრგუნვას, რაც როგორც ჩანს, ხდება Cl‾ იონის ტრანსპორტის ადგილის კონკურენციის ხარჯზე. ამის შედეგად, ნატრიუმის და ქლორის იონების ექსკრეცია დაახლოებით ერთდროულად მატულობს. დიურეზული მოქმედების შედეგად აღინიშნება ცირკულირებადი პლაზმის მოცულობის შემცირება, რის გამოც მატულობს რენინის აქტივობა, ალდოსტერონის სეკრეცია, შარდთან კალიუმის გამოყოფა და, შესაბამისად, კალიუმის კონცენტრაციის შემცირება შრატში. რენინსა და ალდოსტერონს შორის ურთიერთკავშირი ხორციელდება ანგიოტენზინ II-ის საშუალებით, ამიტომ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტის დანიშვნა შეამცირებს კალიუმის დანაკარგს, რომელიც უკავშირდება თიაზიდური დიურეზული საშუალებების მიღებას.

04

ფარმაკოკინეტიკა

ვალსარტანი: პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ ვალსარტანი სწრაფად შეიწოვება, თუმცა შეწოვის ხარისხი ვარირებს ფართო საზღვრებში. ბიოშეღწევადობის საშუალო სიდიდე შეადგენს 23%-ს.

ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს გააჩნია დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (T1/2α<1 სთ და T1/2β დაახლოებით 9 სთ).

შესწავლილი დოზების დიაპაზონში ვალსარტანის კინეტიკას აქვს ხაზოვანი ხასიათი. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას კინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებები არ აღნიშნულა. პრეპარატის კონცენტრაცია ქალისა და მამაკაცის სისხლის პლაზმაში ერთნაირია.

ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით (94-97%) უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, უპირატესად ალბუმინებს. განაწილების წონასწორული მოცულობა დაბალია (დაახლოებით 17 ლ).

ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შედარებით დაბალია (დაახლოებით 2ლ/სთ) თირკმლის სისხლმიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 30ლ/სთ), ვალსარტანის შიგნით მიღებული დოზის 70% გამოიყოფა განავალთან ერთად, 30% - შარდთან ერთად უპირატესად შეუცვლელი სახით.

ვალსარტანის საკვებთან ერთად მიღებისას AUC მცირდება 48%-ით, თუმცა პრეპარატის მიღებიდან 8 საათის შემდეგ ვალსარტანის კონცენტრაციები პლაზმაში, როგორც მისი მიღებისას უზმოზე, ასევე საკვებთან ერთად, - ერთნაირია. ამასთანავე, AUC-ის შემცირებას თან ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება.

ჰიდროქლორთიაზიდი: პერორალური მიღებისას ჰიდროქლოროთიაზიდი სწრაფად შეიწოვება (Tmax - დაახლოებით 2 საათი). საბოლოო ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-15 საათს. დღეში ერთხელ მიღების დროს კუმულაცია უმნიშვნელოა. ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოშეღწევადობა მისი პრერალური მიღებისას შეადგენს 60-80%-ს. გამოიყოფა შარდთან ერთად დოზის 95%-ზე მეტი უცვლელი სახით და დაახლოებით 4%- ჰიდროლიზატის სახით. ჰიდროქლოროთიაზიდის საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება მისი სისტემური ბიოშეღწევადობის როგორც მომატება, ასევე დაქვეითება. ამ მაჩვენებლების დიაპაზონი დიდი არ არის და კლინიკურად უმნიშვნელოა.

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი: ვალსარტანთან ერთად მიღებისას ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოშეღწევადობა კლებულობს დაახლოებით 30%-ით. ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება თავის მხრივ, არსებით გავლენას არ ახდენს ვალსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინირებული მიღების ეფექტურობაზე. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში გამოვლინდა მოცემული კომბინაციის გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რომელიც აღემატებოდა ცალკე აღებულ თითოეული კომპონენტის ეფექტს, ასევე პლაცებოს ეფექტს.

ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები:

ხანდაზმული ასაკის ზოგიერთ ავადმყოფთან ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება რამდენადმე უფრო გამოხატულია, ვიდრე ახალგაზრდა ავადმყოფებში, თუმცა იგი კლინიკურად უმნიშვნელოა. არამრავალრიცხოვანი მონაცემები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ხანდაზმულ ავადმყოფებში (როგორც ჯანმრთელებში, ისე არტერიული ჰიპერტენზიით დააავადებულებში) ჰიდროქლოროთიაზიდის სისტემური კლირენსი დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში.

ავადმყოფები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით: ავადმყოფებს კრეატინინის კლირენსით 30-70 მლ/წთ, დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ. ამჟამად არა გვაქვს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია) და იმ ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე. ვალსარტანი ხასიათდება პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხით და ჰემოდიალიზის დროს არ გამოიყოფა. ჰიდროქლოროთიაზიდი კი, პირიქით, ჰემოდიალიზის დროს გამოიყოფა ორგანიზმიდან.

თირკმელებით ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყოფა ხდება პასიური ფილტრაციის და აქტიური სეკრეციის გზით თირკმლის მილაკებში. თირკმელების ფუნქციის მდგომარეობა დიდ როლს ასრულებს ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკაში, რაც სავსებით გასაგებია, თუ გავითვალიწინებთ, რომ ეს პრეპარატი გამოიყოფა მხოლოდ თირკმელებით.

ავადმყოფები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის სუსტად და ზომიერად გამოხატული დარღვევებით, 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ამჟამად არა გვაქვს მონაცემები ვალსარტანის გამოყენების შესახებ იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ღვიძლის დაავადებები არსებით გავლენას არ ახდენენ ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ მისი დოზების შემცირება საჭირო არ არის.

05

ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზია.

არტერიული ჰიპერტენზია პაციენტებში, რომლებთანაც ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი მონოთერაპისას.

06

უკუჩვენებები

საერთო:

  • პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ან სულფონამიდის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

ვალსარტანი:

  • ღვიძლის მწვავე უკმარისობა სანაღვლე გზების ობსტრუქციის ფონზე.

ჰიდროქლოროთიაზიდი:

  • ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი<30მლ/წთ);
  • კალიუმის მომატებულ დაკარგვასთან დაკავშირებით: ნეფროპათია, ღვიძლის ფუნქციის კარდიოგენური დარღვევა, ღვიძლის უკმარისობა, რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, სიმპტომური ჰიპერურიკემია, ჰიპერტენზია ორსულობის ფონზე, ადისონის დაავადება, პრეპარატის მიღება ლითიუმთან ერთად.
07

განსაკუთრებული მითითებები

შრატის ელექტროლიტების წონასწორობის ცვლილება: საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას კალიუმის მარილებთან, კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, სუფრის მარილის კალიუმიან შემცვლელებთან, ასევე იმ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა (მაგ. ჰეპარინთან). არსებობს ცნობები ჰიპოკალიემიის განვითარების შესახებ თიაზიდური დიურეზული საშუალებებით მკურნალობის დროს. რეკომენდებულია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი.

თიაზიდური დიურეზული საშუალებების გამოყენების დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი. თიაზიდები იწვევენ შარდთან ერთად მაგნიუმის ექსკრეციის მომატებას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია.

ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტი. ავადმყოფებში, რომლებსაც ორგანიზმში აღენიშნებათ ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტი, მაგალითად დიურეზულების მაღალი დოზების მიღებისას, იშვიათად მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია წარმოიქმნას სიმპტომატური ჰიპოტენზია. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის კორექცია.

ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტი დავაწვინოთ და, საჭიროების მიხედვით ჩავატაროთ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება.

თირკმლის არტერიის სტენოზი: პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ავადმყოფებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზით, დადგენილი არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები: თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებთან, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30 მლ/წთ-ზე მეტს, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: საჭირო არ არის დოზის შეცვლა ავადმყოფებთან ღვიძლის სუსტად, ან ზომიერად გამოხატული დარღვევებით, ქოლესტაზის მოვლენების არ არსებობისას, თუმცა რეკომენდებულია გარკვეული სიფრთხილე. ღვიძლის დაავადებები არსებითად არ ცვლიან ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს.

სისტემური წითელი მგლურა: არსებობს ცნობები, რომ თიაზიდურმა დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისტემური წითელი მგლურის გამწვავება.

სხვა მეტაბოლური დარღვევები: თიაზიდურმა დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ცვლილება, ასევე სისხლის შრატში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და შარდმჟავას კონცენტრაციების მომატება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ცნობილია, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების მოქმედება საშვილოსნოზე, მათი მიღებისას ორსულობის II და III ტრიმესტრში, იწვევს ნაყოფის დაზიანებას ან სიკვდილს. თიაზიდური დიურეზული საშუალებების შეყვანა საშვილოსნოს ღრუში იწვევს თრომბოციტოპენიის განვითარებას ნაყოფში ან ნეონატალურ პერიოდში, აგრეთვე სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებას, რომლებიც აღენიშნებათ შემდგომში მოზრდილებს. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინალდოსტერონულ სისტემაზე, არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში. თუკი ორსულობა გამომჟღავნდა მკურნალობის პერიოდში, საჭიროა პრეპარატის სასწრაფოდ მოხსნა.

ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში, ასევე გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება მეძუძურ დედებში.

ავტომანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა: ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზული საშუალებების დანიშვნისას, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

08

გვერდითი მოვლენები

გვერდით მოვლენები ატარებს მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. ≥1% სიხშირით აღინიშნა ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაზოფარინგიტი (ფარინგიტისა და რინიტის ჩათვლით), დაღლილობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია, ზურგის ტკივილი.

პოსტმარკეტინგული გამოკვლევების მონაცემებით საკმაოდ იშვიათია ანგიონევროზული შეშუპების, გამონაყარის, ქავილის და ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიის სხვა რეაქციების შემთხვევები, შრატისმიერი დაავადებისა და ვასკულიტების ჩათვლით. არსებობს მონაცემები თირკმლის ფუნქციის დარღვევების ძალზე იშვიათი შემთხვევების შესახებ.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ავადმყოფთა 2.2%-ში, შრატში კალიუმის კონცენტრაცია შემცირდა 20%-ზე მეტად (ამ მაჩვენებლის დაქვეითებამ ავადმყოფთა ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, შეადგინა 3.3 %).

კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში კრეატინინის დონის მომატება აღინიშნა 1.4% შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს.

ვალსარტანი: ვალსარტანით მონოთერაპიის კლინიკურ გამოკვლევებში აღნიშნული სხვა გვერდითი ეფექტები, გამოსაკვლევ პრეპარატთან მათი მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად 1% სიხშირით გვხვდება ართრალგია; 1%-ზე ნაკლები სიხშირით – ლიბიდოს დაქვეითება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების იშვიათი მომატება.

ჰიდროქლორთიაზიდი: თიაზიდური დიურეზული საშუალებებით მონოთერაპიის დროს, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება: წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა და მეტაბოლური პროცესების მოშლა. ხშირად – ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის მატულობს ალკოჰოლის, სანარკოზე საშუალებების ან სედატიური საშუალებების მიღებისას; იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, ყაბზობა, დიარეა, ქოლესტაზი ან სიყვითლე, არითმიები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, დეპრესია, პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა, თრომბოციტოპენია, ზოგჯერ პურპურით; ძალიან იშვიათად – ნეკროზული ვასკულიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, კანისმიერი რეაქციები, რომლებიც მოგვაგონებენ სისტემურ წითელ მგლურას, ასევე სისტემური წითელი მგლურას კანისმიერი გამოვლინებების გამწვავებას, პანკრეატიტი, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება.

გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ვალსარტანი:

სხვა ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია ანტიჰიპერტენზული ეფექტის გაძლიერება. კალიუმის მარილების, კალიუმშემნახველი დიურეზული საშუალებების, სუფრის მარილის კალიუმშემცველი შემცვლელების ან ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის ერთდროული მიღება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (მაგალითად, ჰეპარინის), მოითხოვს უსაფრთხოების ზომების დაცვას და სისხლში კალიუმის კონცენტრაციის ხშირ განსაზღვრას.

ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას აგფ ინჰიბიტორებთან ან თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან ერთად, აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მომატება და ამასთან დაკავშირებით ტოქსიკური მოვლენების გაძლიერება. ვალსარტანის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენების გამოცდილება ჯერ-ჯერობით არ არსებობს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ ყოფილა ვალსარტანით მონოთერაპიის ჩატარების დროს შემდეგი სამკურნალო საშუალებების გამოყენების ფონზე: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი.

ჰიდროქლორთიაზიდი:

თიაზიდები იწვევენ კურარესმაგვარი მიორელაქსანტების მოქმედების პოტენცირებას. შესაძლებელია პრეპარატის თიაზიდური კომპონენტის დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას (მაგ. სალიცილის მჟავას წარმოებულებთან, ინდომეტაცინთან). თანმხლებმა ჰიპოვოლემიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება.

ჰიპოკალიემის განვითარების რისკი მატულობს სალურეზული საშუალებების, კორტიკოსტეროიდების, აკტჰ, ამფოტერიცინის, კარბენოქსოლონის, პენიცილინი G და სალიცილის მჟავას წარმოებულების ერთდროული გამოყენების დროს.

თიაზიდურმა დიურეზულებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია, რომლებიც თავის მხრივ ზრდიან არითმიის განვითარების რისკს გლიკოზიდური ინტოქსიკაციის დროს. შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის კორექცია.

თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი მოვლენები: ალოპურინოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სიხშირის გაზრდა, ამანტადინის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა; დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური მოქმედების გაძლიერება; თირკმელებით ციტოსტატური პრეპარატების გამოყოფის შემცირება (მაგ. ციკლოფოსფამიდის, მეთოტრექსატის) და მათი მიელოსუპრესორული მოქმედების პოტენცირება.

თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობის მომატება აღინიშნება ქოლინობლოკატორების ერთდროული დანიშვნის დროს (მაგ. ატროპინის, ბიპერიდენის), რაც როგორც ჩანს, უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის შემცირებას და კუჭის შიგთავსის დაცლის შენელებას.

არსებობს ცნობები ჰემოლიზური ანემიის განვითარების შესახებ თიაზიდური დიურეზულის და მეთილდოფას ერთდროული დანიშვნის დროს. ქოლესტირამინი ამცირებს თიაზიდური დიურეზულების შეწოვას.

თიაზიდური დიურეზულების და D ვიტამინის ან კალციუმის მარილების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია შრატში კალციუმის კონცენტრაციის მომატების პოტენცირება.

ციკლოსპორინის ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერურიკემიის განვითარების რისკის მომატება და პოდაგრის გამწვავების მსგავსი სიმპტომების გაჩენა.

ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან ან ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად მიღებისას იზრდება ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია ირღვევა ანიონ-ჩამანაცვლებელ მატრიცებთან ერთად მიღებისას.

10

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ყოველდღიურად. კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს ერთჯერადად 80/12.5 მგ-ს ან 160/12.5 მგ-ს. აუცილებლობისას შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 160/25 მგ-მდე. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის პირველი 2-4 კვირის განმავლობაში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატი შეიცავს ჰიდროქლოროთიაზიდს, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი<30 მლ/წთ) პრეპარატის გამოყენება არარეკომენდებულია.

თირკმლის ფუნქციის სუსტად ან ზომიერად გამოხატული დარღვევების მქონე ავადმყოფებთან (კრეატინინის კლირენსი>30 მლ/წთ) პრეპარატის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, ციროზით, სანაღვლე გზების ობსტრუქციით, პრეპარატის გამოყენება არარეკომენდებულია.

პრეპარატის დოზის შეცვლა საჭირო არ არის ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ არაბილიარული გენეზის სუსტად ან ზომიერად გამოხატული ღვიძლის უკმარისობა, ქოლესტაზის თანმხლები მოვლენების გარეშე.

ბავშვებში: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ხანდაზმულ პაციენტებში: პაციენტებში, 65 წლის ასაკის ზევით, პრეპარატის მიღებისას შესაძლოა ვალსარტანის დონე გაიზარდოს 50%-ით. ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

11

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, თუმცა ამ დროისათვის ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.

მკურნალობა: თუ პრეპარატის მიღებიდან დიდი დრო არ არის გასული, საჭიროა ღებინების გამოწვევა. ჰიპოტენზიის დროს თერაპიის ჩვეული მეთოდია ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური შეყვანა.

არ შეიძლება ვალსარტანის ორგანიზმიდან გამოდევნა ჰემოდიალიზის დახმარებით, პლაზმის ცილებთან მისი მნიშვნელოვანი შეკავშირების გამო. ამავე დროს ორგანიზმიდან ჰიდროქლორთიაზიდის გამოსადევნად ჰემოდიალიზი ეფექტურია.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

13

ვარგისობის ვადა

შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერებზე #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

სხვა ფორმები:

კარდოპანი-სანოველი 80 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

კარდოპანი-სანოველი 160 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

კარდოპანი-სანოველი 320 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

კარდოპანი-სანოველი 160 მგ/12.5 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

კარდოპანი-სანოველი 160 მგ/25 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ჰიპოთიაზიდი, 25მგ ტაბლეტი #20

ჰიპოთიაზიდი

HYPOTHIAZID

25მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
დან5.94 ₾
ენალაპრილ H®, 10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილ H®

ENALAPRIL H®

10მგ/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.88 ₾
არჯელონ HL, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

არჯელონ HL

Argelon HL

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან7.16 ₾
ჰიპოთიაზიდი, 100მგ ტაბლეტი #20

ჰიპოთიაზიდი

HYPOTHIAZID

100მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი Chinoin Pharmaceutical & Chemical Works Co, უნგრეთი
დან7.40 ₾
ლიზპრეს ფორტე, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ლიზპრეს ფორტე

20მგ+12.5მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან8.30 ₾
ტრიტაცე, 5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ტრიტაცე

5მგ+25მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან8.89 ₾
ენაპი H, 10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

ენაპი H

Enap H

10მგ/25მგ ტაბლეტი №20 (2X10)

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.03 ₾
ენოზიდი H, 10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი H

Enozid H

10 მგ/25 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.04 ₾
ენაპი ®-HL 20, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენაპი ®-HL 20

Enap®-HL 20

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.17 ₾
რილეის პლუსი, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

რილეის პლუსი

20მგ+12.5მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან9.86 ₾
Losartan, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Losartan

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან11.16 ₾
კოლოსარ-დენკი 50/12.5, 50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

კოლოსარ-დენკი 50/12.5

CoLosar-Denk 50/12.5

50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან11.16 ₾
ლორისტა H, 50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H

Lorista H

50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან11.16 ₾
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან11.16 ₾
დიოვანი ®, 160მგ შემოგარსული ტაბლეტი №14, 80მგ შემოგარსული ტაბლეტი #14

დიოვანი ®

DIOVAN ®

160მგ შემოგარსული ტაბლეტი №14, 80მგ შემოგარსული ტაბლეტი #14

ვალსარტანი Novartis Farmaceutica S.A., ესპანეთი
დან11.39 ₾
არჯელონ H, 5მგ/25მგ ტაბლეტი #30

არჯელონ H

ARGELON H

5მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.23 ₾
კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25, 50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი

კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25

Captopril+HCT Denk 50/25

50 მგ /25 მგ 20ც ტაბლეტი

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან12.54 ₾
კო დიროტონი®, 10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30

კო დიროტონი®

CO DIROTON®

10მგ+12.5მგ ტაბლეტი №10; №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან12.54 ₾
კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 50მგ+25მგ ტაბლეტი №30

კაპტოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

50მგ+25მგ ტაბლეტი №30

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან13.05 ₾
ექსფორჯი, 10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ექსფორჯი

Exforge

10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამლოდიპინი + ვალსარტანი Novartis Farmaceutica S.A., ესპანეთი
დან13.07 ₾
ლოზატენზი, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლოზატენზი

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან13.10 ₾
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5, 20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5

ENA+HCT-Denk 20/12.5

20მგ/12 5მგ ტაბლეტი

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
დან13.25 ₾
კო-ირდა, 300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კო-ირდა

Co-Irda

300მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.39 ₾
ექსფორჯი, 5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ექსფორჯი

Exforge

5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამლოდიპინი + ვალსარტანი Novartis Farmaceutica S.A., ესპანეთი
დან13.43 ₾
კო-ირდა, 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კო-ირდა

Co-Irda

150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.99 ₾
ვალსაკორი, 160მგ ტაბლეტი №28

ვალსაკორი

160მგ ტაბლეტი №28

ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან14.96 ₾
კაპტოპრილი HCT დენკი, 50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი HCT დენკი

50მგ+25მგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი
დან14.98 ₾
კვადრიცა H ფორტე, 20მგ/25მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H ფორტე

QUADRICA H forte

20მგ/25მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.02 ₾
კვადრიცა, 20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

კვადრიცა

20მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი
დან15.03 ₾
ტენზიპრილი, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან15.09 ₾
ამპრილანი ჰდ, 5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ამპრილანი ჰდ

Amprilan HD

5მგ/25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.14 ₾
ტენზიპრილი H, 5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან15.14 ₾
ლოზატენზი RM, 100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM

100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.29 ₾
ლოზატენზი RM(H), 50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM(H)

50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.33 ₾
Captopril Hidroclorotiazida, 50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

Captopril Hidroclorotiazida

50მგ+25მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

კაპტოპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი
დან15.35 ₾
კვადრიცა H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H

QUADRICA H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.90 ₾
კო დიროტონი®, 20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო დიროტონი®

CO DIROTON®

20მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან15.90 ₾
პოლიტენზა, 5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

პოლიტენზა

5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან17.75 ₾
პოლიტენზა -Polytenza, 25მგ №30

პოლიტენზა -Polytenza

25მგ №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან17.75 ₾
ჰარტილი®-D, 5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

5მგ/25მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან17.92 ₾
ნონბლონ H, 5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ნონბლონ H

NONBLON Н

5მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ნებივოლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან18.73 ₾
ლორისტა HD, 100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა HD

Lorista® HD

100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან19.16 ₾
ამვა დენკი, 5მგ+80მგ ტაბლეტი №28

ამვა დენკი

5მგ+80მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ვალსარტანი ბალკანფარმა-დუპნიცა, ბულგარეთი
დან19.81 ₾
ვამლოსეტი, 5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ვამლოსეტი

Vamloset

5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ამლოდიპინი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან21.22 ₾
ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი, 5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28

ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი

Amlodipine/Valsartan-Normon

5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28

ამლოდიპინი + ვალსარტანი Normon, ესპანეთი
დან21.58 ₾
ლორისტა H100, 100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H100

Lorista H100

100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.88 ₾

ნევილოლ H

5მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ნებივოლოლი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან25.44 ₾
ტენზიპრილი HD, 5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ტენზიპრილი HD

5მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი აქტავისი, მალტა
დან25.45 ₾
ვამლოსეტი, 5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ვამლოსეტი

Vamloset

5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ამლოდიპინი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან27.21 ₾
ვამლოსეტი, 10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ვამლოსეტი

Vamloset

10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ამლოდიპინი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან27.91 ₾
ნოლაქსენი, 25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ნოლაქსენი

Nolaxen

25მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ჰიდროქლორთიაზიდი + სპირონოლაქტონი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან29.76 ₾
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან30.61 ₾
კო-ვამლოსეტი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო-ვამლოსეტი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა-რუს, რუსეთის ფედერაცია
დან31.25 ₾
ნაპრილ-H ბენე ფარმი, 10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ნაპრილ-H ბენე ფარმი

10მგ+25მგ ტაბლეტი №100

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან37.17 ₾
კასარკი H, 16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კასარკი H

16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან37.40 ₾
სარტონი პლუსი, 16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

სარტონი პლუსი

SARTON PLUS

16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან44.20 ₾
კასარკი HD, 32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კასარკი HD

32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან51.17 ₾
ექსფორჯი H, 5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ექსფორჯი H

5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა, თურქეთი
დან59.91 ₾

აკკუზიდი

ACCUZIDE

20მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + Quinapril ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
ამლოვალტანი, 5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამლოვალტანი

AMLOVALTAN

5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამლოდიპინი + ვალსარტანი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ამპრილანი ჰლ

Amprilan HL

2,5მგ/12,5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ბრიუსარტანი, 50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
გამალიზინი-H, 10/12.5მგ ტაბლეტი #20

გამალიზინი-H

GAMALIZIN-H

10/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ეკლიპსი-სანოველი პლუსი, 50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეკლიპსი-სანოველი პლუსი

EKLIPS-sanovel Plus

50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ემკორ H®, 2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ემკორ H®

EMCOR H®

2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენალაპრილი H ნეო, 10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი H ნეო

ENALAPRIL H NEO

10/25მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ენოზიდი-HL, 10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენოზიდი-HL

Enozid HL

10 მგ/12.5 მგ ტაბლეტი #20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი, 300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ესანტილ პლუსი

Esantil plus

300მგ+ 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
ესანტილ პლუსი, 150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ესანტილ პლუსი

Esantil plus

150მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + Irbesartan Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით
ვალტანი, 160მგ ტაბლეტი #14

ვალტანი

VALTAN

160მგ ტაბლეტი #14

ვალსარტანი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ვალტანი

VALTAN

80მგ ტაბლეტი #14

ვალსარტანი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი, 80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი

CARDOPAN - SANOVEL

80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი, 320მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი

CARDOPAN-SANOVEL

320მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარდოპანი-სანოველი, 160მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

კარდოპანი-სანოველი

CARDOPAN-SANOVEL

160მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ვალსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კარლონი პლუსი, 20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

კარლონი პლუსი

Carlon Plus

20მგ + 12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კვადრიცა H მიტე, 10/12.5მგ ტაბლეტი #30

კვადრიცა H მიტე

QUADRICA H mite

10/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
კო-ენალაპრილ H, 20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

კო-ენალაპრილ H

CO-ENALAPRIL H

20მგ/12.5მგ ტაბლეტი №20

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

კო-რენიტეკი

CO-RENITEC

20მგ/12.5მგ ტაბლეტი N14; N28

ენალაპრილი + ჰიდროქლორთიაზიდი Merck Sharp & Dohme B.V, ნიდერლანდი
Rx · რეცეპტით
ლიზინოკორ H®, - 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ლიზინოკორ H®

LISINOCOR H®

- 10მგ/12.5მგ ტაბლეტი #20

ჰიდროქლორთიაზიდი + ლიზინოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ლოზაპი პლუსი, 50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი პლუსი

Lozap Plus

50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
მირატი, 80მგ ტაბლეტი #30

მირატი

MIRAT

80მგ ტაბლეტი #30

ვალსარტანი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ტირეგის-D, 80მგ/25მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-D

Tiregis-D

80მგ/25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ტირეგის-D, 80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-D

Tiregis D

80მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan ACTAVIS, მალტა
Rx · რეცეპტით
ტირეგის-დ, 40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ტირეგის-დ

Tiregis D

40მგ/12,5მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + telmisartan ACTAVIS, მალტა
Rx · რეცეპტით
ტრიამპურ კომპოზიტუმი, 25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50

ტრიამპურ კომპოზიტუმი

TRIAMPUR COMPOZITUM

25მგ/12.5მგ ტაბლეტი #50

ჰიდროქლორთიაზიდი + Triamterene ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ჰარტილი®-D, 2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი®-D

HARTIL®-D

2.5მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ჰიდროქლოროთიაზიდი BP

Hydrochlorothiazide BP

25მგ ტაბლეტი №1000

ჰიდროქლორთიაზიდი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.