მონოგრაფია Nº 01094 Rx · რეცეპტით
ემკორ ® 2 . 5
EMCOR ® 2 . 5
2.5მგ ტაბლეტი #30
დან8.07 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ბისოპროლოლი (Bisoprolol)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
ემკორი 2.5მგ #30ტ GMP
0.27 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗8.07 ₾
-
GPC
ემკორი ტაბლეტი 2.5მგ #30
0.27 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗8.08 ₾
-
ფარმადეპო
ემკორი ტაბლეტი 2.5მგ #30
0.27 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗8.08 ₾
-
PSP
ემკორი - Emcor 2.5მგ 30 ტაბლეტი
0.27 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗8.08 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ბისოპროლოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ბისომორი
5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ბისენიუსი
Bisenius 5mg
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ბისოგამა ®
BISOGAMMA®
5მგ ტაბლეტი #30
ბისოპროლოლი - ნორმონი
Bisoprolol – Normon
5 მგ ტაბლეტი #30; 10 მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
AVECOR
10მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
AVECOR
5მგ ტაბლეტი #30
ემკორ ® 5
EMCOR ® 5
5მგ ტაბლეტი #30
ბისოპროლოლი
5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
რიზოპროლი
RIZOPROL
5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
სობიკორი
Sobycor
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
ბისენიუსი
Bisenius
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ბისოგამა ®
BISOGAMMA®
10მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
AVECOR
2.5მგ ტაბლეტი #30
ბისენიუსი
Bisenius 2.5mg
2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
ემკორ ®10
EMCOR ®10
10მგ ტაბლეტი #30
კონკორ კორ
2.5მგ ტაბლეტი №30
კონკორი
5მგ ტაბლეტი №50
Concor
10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ბელანჟი
Belanj
2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ბიდოპი
Bidop
2.5მგ ტაბლეტი №14;№28;№56
ბიდოპი®
Bidop®
10მგ ტაბლეტი №14;№28;№56
ბიდოპი®
Bidop®
5მგ ტაბლეტი №14;№28;№56
ბისოპროლოლ რატიოფარმა
BISOPROLOL-RATIOPHARM
10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30
ბისოპროლოლი - APO
Bisoprolol - APO
ბისოპროლოლი 5 მგ, #100; ბისოპროლოლი 10 მგ, #100
ბისოპროლოლი ლეკი
BISOPROLOL LEK
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ბისოპროლოლი ლეკი
BISOPROLOL LEK
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კორექტინი
CORECTIN
5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
კორონალი
Coronal
5მგ ტაბლეტი #30
კორონალი
Coronal
10მგ ტაბლეტი #30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ემკორ 2.5-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების-ბისოპროლოლის ფუმარატის 2.5 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
სელექციური ბეტა1-ადრენობლოკატორი შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობისა და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტის გარეშე. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა (მოსვენებისა და დატვირთვის დროს) და გულის წუთმოცულობას, დარტყმითი მოცულობის შემცირების გარეშე. თრგუნავს ატრიო-ვენტრიკულურ გამტარობას, ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და თირკმლების მიერ რენინის სეკრეციას. ახასიათებს ანტიარითმული, ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური მოქმედება. შიგნით მიღების შემდეგ ბისოპროლოლი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე და შეადგენს 90%-ს. Cmax მიიღწევა 1-3 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 30%. ღვიძლში “პირველადი გავლის” ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული. T1/2 შეადგენს 10-12 საათს.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
- გულის ქრონიკული უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით. პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის იშემიური დაავადებით ინიშნება დღიური დოზა 2.5-10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა - 10 მგ-ს. დოზის მატება ხდება თანდათანობით, ტიტრაციის მეთოდით. პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის), ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ. გულის ქრონიკული უკმარისობის (სტაბილიზაციის ფაზაში - უკანასკნელი 6 კვირის მანძილზე გამწვავების გარეშე) სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი დოზირება: საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში, მეორე კვირიდან ინიშნება ყოველდღე 2.5 მგ დღეში ერთხელ, მესამე კვირიდან - ყოველდღე 3.75 მგ დღეში ერთხელ, მეოთხე კვირიდან მერვე კვირის ჩათვლით - ყოველდღე 5 მგ დღეში ერთხელ, შემდეგ ყოველდღე - 7.5 მგ, მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია მაქსიმალური დოზის - 10 მგ-ის დანიშვნა. ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე დასაშვებია ექიმმა შეცვალოს დოზირების რეჟიმი. რეკომენდებულია პრეპარატი დაინიშნოს დილით უზმოზე ან საუზმის დროს, გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად. მკურნალობის უცბად შეწყვეტა არ შეიძლება, მკურნალობის კურსი წყდება დოზის თანდათანობით შემცირების გზით. მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს.
გვერდითი მოვლენები
თერაპიული კურსის დასაწყისში შესაძლოა დროებით გამოიხატოს დარღვევები: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ფსიქიკური დარღვევები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ატრიო-ვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები, რეინოს სინდრომის დროს გარდამავალი კოჭლობისა და ძირითადი კლინიკური სიმპტომების გაღრმავება; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა; მხედველობის ორგანოების მხრივ: ცრემლის გამომუშავების შემცირება, კონიუნქტივიტი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში; ერთეულ შემთხვევაში: კანის სიწითლე და ქავილი, ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება, ალერგიული რეაქციები; ფსორიაზის გამოვლინებების გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარის არსებობა. წინასწარგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.
უკუჩვენებები
კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ.ვწყ.სვ); ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისადმი და ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი მაღალი მგრძნობელობა. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 100 მმ.ვწყ.სვ) დროს.
განსაკუთრებული მითითებები
ბისოპროლოლი სიფრთხილით ინიშნება ფსორიაზით დაავადებულებში, ან ოჯახურ ანამნეზში ფსორიაზის არსებობის დროს, შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის ფაზაში, ალერგიული რეაქციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ბისოპროლოლი მხოლოდ ალფაადრებლოკატორების მიღების შემდეგ გამოიყენება. ქირურგიული ჩარევების დროს საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება ბისოპროლოლით მკურნალობის თაობაზე. ბისოპროლოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გამონაკლის შემთხვევაში, ორსულებში ბისოპროლოლის გამოყენების აუცილებლობისას, მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე საჭიროა პრეპარატის მოხსნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალშობილებში ბრადიკარდიის, არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპოგლიკემიის განვითარება და სუნთქვის დათრგუნვა. თუ პრეპარატის მოხსნა შეუძლებელია, სავალდებულოა ახალშობილის მდგომარეობის 72 საათიანი კონტროლი. ბისოპროლოლით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს. ბისოპროლოლი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებისა და ჰიპოტენზიური თვისების მქონე პრეპარატების მოქმედებას. ბისოპროლოლმა რეზერპინთან, ალფა-მეთილდოფასთან, კლონიდინთან, სათითურას პრეპარატებთან ან გუანფაცინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლოა გამოხატული ბრადიკარდია გამოიწვიოს. ბისოპროლოლის მიღების ფონზე არ ინიშნება ვენაში საინიექციო კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიარითმული საშუალებები. ერგოტამინის წარმოებულების ერთდროულად მიღებამ შესაძლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების გაძლიერება გამოიწვიოს. ინსულინისა და სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული მიღებისას ძლიერდება მათი მოქმედება.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რაც ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტენზიით, გულის უკმარისობით, ბრონქოსპაზმით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით ვლინდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება. ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 001527 25.05.2006
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ალოტენდინი
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
პრესტილოლი
prestilol
(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ემკორ H®
EMCOR H®
2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
სობიკომბი
Sobycombi
10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
სობიკომბი
sobycombi
10მგ+5მგ ტაბლეტი №60
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+5მგ ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.