8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03571 Rx · რეცეპტით

ბისენიუსი

Bisenius 2.5mg

2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)

დან8.08 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ბისენიუსი, 2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მოქმედი ნივთიერება
ბისოპროლოლი (Bisoprolol)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბეტა ადრენომიმეტური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
ნობელი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    ბისენიუსი - Bisenius 2.5მგ 30 ტაბლეტი

    0.27 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ბისოპროლოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ბისომორი, 5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ბისომორი

5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან5.14 ₾
ბისენიუსი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისენიუსი

Bisenius 5mg

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან6.15 ₾
ბისოგამა ®, 5მგ ტაბლეტი #30

ბისოგამა ®

BISOGAMMA®

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი WORWAG Pharma, გერმანია
დან6.15 ₾
ბისოპროლოლი - ნორმონი, 5 მგ ტაბლეტი #30; 10 მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი - ნორმონი

Bisoprolol – Normon

5 მგ ტაბლეტი #30; 10 მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი Normon, ესპანეთი
დან6.77 ₾
ავეკორი, 10მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან7.24 ₾
ავეკორი, 5მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან7.60 ₾
ემკორ ® 5, 5მგ ტაბლეტი #30

ემკორ ® 5

EMCOR ® 5

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან7.62 ₾
ბისოპროლოლი, 5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი

5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან7.64 ₾
რიზოპროლი, 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

რიზოპროლი

RIZOPROL

5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან7.64 ₾
სობიკორი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

სობიკორი

Sobycor

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან7.64 ₾
ბისენიუსი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისენიუსი

Bisenius

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან7.95 ₾
ბისოგამა ®, 10მგ ტაბლეტი #30

ბისოგამა ®

BISOGAMMA®

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი WORWAG Pharma, გერმანია
დან7.97 ₾
ავეკორი, 2.5მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

2.5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან8.07 ₾
ემკორ ® 2 . 5, 2.5მგ ტაბლეტი #30

ემკორ ® 2 . 5

EMCOR ® 2 . 5

2.5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან8.07 ₾
ემკორ ®10, 10მგ ტაბლეტი #30

ემკორ ®10

EMCOR ®10

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან9.82 ₾
კონკორ კორ, 2.5მგ ტაბლეტი №30

კონკორ კორ

2.5მგ ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი მერკი, გერმანია
დან11.19 ₾
კონკორი, 5მგ ტაბლეტი №50

კონკორი

5მგ ტაბლეტი №50

ბისოპროლოლი მერკი, გერმანია
დან13.14 ₾
Concor, 10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

Concor

10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან16.56 ₾
ბელანჟი, 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბელანჟი

Belanj

2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
Rx · რეცეპტით

ბიდოპი

Bidop

2.5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ბიდოპი®, 10მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბიდოპი®

Bidop®

10მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ბიდოპი®, 5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბიდოპი®

Bidop®

5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ბისოპროლოლ რატიოფარმა

BISOPROLOL-RATIOPHARM

10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ბისოპროლოლი - APO, ბისოპროლოლი 5 მგ, #100; ბისოპროლოლი 10 მგ, #100

ბისოპროლოლი - APO

Bisoprolol - APO

ბისოპროლოლი 5 მგ, #100; ბისოპროლოლი 10 მგ, #100

ბისოპროლოლი Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით

ბისოპროლოლი ლეკი

BISOPROLOL LEK

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი Salutas Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
ბისოპროლოლი ლეკი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ლეკი

BISOPROLOL LEK

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი Salutas Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
კორექტინი, 5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

კორექტინი

CORECTIN

5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ბიოფარმი, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
კორონალი, 5მგ ტაბლეტი #30

კორონალი

Coronal

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით
კორონალი, 10მგ ტაბლეტი #30

კორონალი

Coronal

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ბისენიუსი და მისი გამოყენება

ბისენიუსის ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ბეტა-ბლოკერები. ამ ჯგუფის პრეპარატები გავლენას ახდენს ზოგიერთი ნერვულ იმპულსისადმი ორგანიზმის რეაქციაზე, განსაკუთრებით გულის მხრივ. შედეგად, ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას და უფრო ეფექტიანს ხდის გულიდან სისხლის გადატუმბვას სხვა ორგანოებში.

გულის უკმარისობა ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გულის კუნთი სუსტია და არ შეუძლია საკმარისი სისხლის გადატუმბვა ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბისენიუსი გამოიყენება გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.

პრეპარატი გამოიყენება ამ დაავადების სამკურნალოდ შესაბამის სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში (მაგალითად, აგფ-ინჰიბიტორებთან, დიურეზულებთან და საგულე გლიკოზიდებთან).

02

უკუჩვენებები

არ მიიღოთბისენიუსის ტაბლეტები

არ მიიღოთ ბისენიუსის ტაბლეტები, თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა გეხებათ:

  • ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისოპროლოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 „რას შეიცავს ბისენიუსი“);
  • მძიმე ასთმა;
  • კიდურებში სისხლის ცირკულაციის მძიმე პრობლემები (როგორიცაა რეინოს სინდრომი), რაც შეიძლება იწვევდეს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტას, გაფერმკრთალებას ან გალურჯებას;
  • არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათ სიმსივნეს;
  • მეტაბოლური აციდოზი, რომელიც წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც აღინიშნება სისხლის მოატებული მჟავიანობა.

არ მიიღოთ ბისენიუსის ტაბლეტები, თუ გაქვთ გულის რომელიმე შემდეგი პრობლემა:

  • გულის მწვავე უკმარისობა;
  • გულის უკმარისობის დამძიმება, რომელიც საჭიროებს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას გულის შეკუმშვათა გასაძლიერებლად;
  • დაბალი გულისცემა;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • გულის გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ძალიან დაბალ გულისცემას ან არარეგულარულ გულისცემას;
  • კარდიოგენური შოკი, რომელიც წარმოადგენს გულის სერიოზულ მწვავე მდგომარეობას და იწვევს დაბალ არტერიულ წნევას და ცირკულატორულ უკმარისობას.
03

განსაკუთრებული მითითებები

თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა აღგენიშნებათ, ბისენიუსის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს; მან შეიძლება მიიღოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები (მაგალითად, დაგინიშნოთ დამატებითი მკურნალობა ან უფრო ხშირად ჩაგიტაროთ შემოწმება). ეს მდგომარეობებია:

  • დიაბეტი;
  • მკაცრი დიეტა;
  • გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევები ან გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი მოსვენების მდგომარეობაში (პრინც-მეტალის სტენოკარდია);
  • თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები;
  • კიდურებში სისხლის მიმოქცევის ნაკლებად მძიმე პრობლემები;
  • ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა;
  • კანზე აქერცლილი გამონაყარის ანამნეზი (ფსორიაზი);
  • თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
  • ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა.

ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეგმილი გაქვთ:

  • დესენსიბილიზაციური თერაპია (მაგალითად, თივის ცხელების პრევენციისთვის), რადგან ბისენიუსის ტაბლეტებმა შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციის რისკი, ან დაამძიმოს ალერგიული რეაქცია;
  • ანესთეზია (მაგალითად, ოპერაციისთვის), რადგან ბისენიუსის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მდგომარეობაში თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე.

თუ გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეწყოთ სუნთქვის გაძნელება, ხველა, ხიხინი ვარჯიშის შემდეგ და ა.შ., ბისენიუსის გამოყენებისას.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ბისენიუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სხვა პრეპარატები და ბისენიუსის ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

არ მიიღოთ შემდეგი პრეპარატები ბისენიუსის ტაბლეტებთან ერთად თქვენი ექიმის სპეციალური მითითების გარეშე:

  • გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (I კლასის ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი; ფლეკაინიდი, პროპაფენონი);
  • გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, სტენოკარდიის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი);
  • გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი. თუმცა, არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის ბისენიუსის ტაბლეტებთან ერთად შემდეგი პრეპარატების მიღებამდე (შეიძლება, ექიმმა უფრო ხშირად შეამოწმოს თქვენი მდგომარეობა):

  • გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ (დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ფელოდიპინი და ამლოდიპინი);
  • გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ, ცნობილია, როგორც III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი);
  • ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ბლოკერები (როგორიცაა თიმოლოლის თვალის წვეთები გლაუკომის სამკურნალოდ);
  • გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების ან გლაუკომის სამკურნალოდ (პარასიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა ტაკრინი ან კარბახოლი), ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის მწვავე პრობლემების სამკურნალოდ (ცნობილია, როგორც სიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი და დობუტამინი);
  • დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, ინსულინის ჩათვლით;
  • საანესთეზიო საშუალებები (მაგალითად, ოპერაციის დროს);
  • სათითურას პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ;
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას), რომლებიც გამოიყენება ართრიტის, ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ (მაგალითად, იბუპროფენი ან დიკლოფენაკი);
  • ნებისმიერი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია არტერიული წნევის სასურველი ან არასასურველი დაქვეითება, როგორიცაა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი ან ამიტრიპტილინი), ეპილეფსიის სამკურნალო ან ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი გარკვეული პრეპარატები (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი) ან გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება რეალობასთან კავშირის დაკარგვით მიმდინარე ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ (ფენოთიაზინები, როგორიცაა ლევომეპრომაზინი);
  • მეფლოქინი, გამოიყენება მალარიის პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ;
  • დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, სახელწოდებით მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (გარდა მაო-B-ს ინჰიბიტორებისა), როგორიცაა მოკლობემიდი.
04

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში ბისენიუსის ტაბლეტების გამოყენებისას არსებობს ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკი. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ თუ არა ბისენიუსის ტაბლეტების მიღება ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ბისოპროლოლი ადამიანის რძეში. ამიტომ, ბისენიუსის ტაბლეტებით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ იტანთ პრეპარატს. განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდის ან პრეპარატის შეცვლის შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.

როგორ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბისენიუსით მკურნალობისას საჭიროა თქვენი ექიმის მიერ რეგულარული მონიტორინგის ჩატარება. ეს განსაკუთრებით აუციელებელია მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდის პერიოდში და მკურნალობის შეწყვეტისას.

მიიღეთ ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ ტაბლეტი.

ტაბლეტები გამყოფი ხაზით შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

ჩვეულებრივ, ბისენიუსის ტაბლეტებით მკურნალობა ხანგრძლივია.

მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით:

ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება საჭიროა დაბალი დოზით, რომელსაც ზრდიან თანდათანობით.

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოზის გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვეულებრივ განხორციელდება შემდეგი წესით:

  • 1.25 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირა.
  • 2.5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირა.
  • 3.75 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირა.
  • 5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ოთხი კვირა.
  • 7.5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ოთხი კვირა.
  • 10 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში შემანარჩუნებელი (უწყვეტი) თერაპიისთვის.

მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ ბისოპროლოლს.

იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად რეაგირებთ პრეპარატზე, ექიმმა შეიძლება ასევე მიიღოს გადაწყვეტილება გაზრდილ დოზებს შორის ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ. თუ მდგომარეობა დამძიმდება ან აღარ რეაგირებთ პრეპარატზე, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კვლავ შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. ზოგ პაციენტში შეიძლება საკმარისი იყოს ბისოპროლოლის 10 მგ-ზე ნაკლები შემანარჩუნებელი დოზა.

ექიმი მოგცემთ რჩევას შემდგომი მოქმედებების შესახებ.

მკურნალობის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ დოზის თანდათანობით შემცირებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.

05

ჭარბი დოზირება

თუ მიიღეთ ბისენიუსის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ექიმი მიიღებს საჭირო ზომებს.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს შენელებულ გულისცემას, მძიმე ქოშინს, თავბრუსხვევის შეგრძნებას ან კანკალს (სისხლში შაქრის დაქვეითებული დონის გამო).

თუ დაგავიწყდათ ბისენიუსის ტაბლეტების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა მეორე დილით.

თუ შეწყვიტეთ ბისენიუსის ტაბლეტების მიღება

არასდროს შეწყვიტოთ ბისენიუსისმიღება თქვენი ექიმის რჩევის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.

მოცემული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

06

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. სერიოზული რეაქციების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს ატარებს, მოულოდნელად განვითარდა ან სწრაფად დამძიმდა.

ყველაზე მძიმე გვერდითი მოქმედება დაკავშირებულია გულის ფუნქციასთან:

  • გულისცემის შენელება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს).
  • გულის უკმარისობის დამძიმება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).
  • ნელი ან არარეგულარული გულისცემა (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).

თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან სისუსტეს, ან გაქვთ სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი მოქმედება მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად:

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
  • ხელებსა და ფეხებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • კუჭის ან ნაწლავების პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან შეკრულობა.

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • ძილის დარღვევები;
  • დეპრესია;
  • თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას;
  • სუნთქვის პრობლემები ასთმის ან ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში;
  • კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

  • სმენის დარღვევები;
  • ალერგიული სურდო;
  • ცრემლდენის შემცირება;
  • ღვიძლის ანთება, რაც შეიძლება იწვევდეს კანის ან თვალების თეთრი გარსის გაყვითლებას;
  • ღვიძლის ფუნქციის ან ცხიმების შემცველობის განმსაზღრელი სისხლის გარკვეული ანალიზების შედეგების ნორმიდან აცდენა;
  • ალერგიის მსგავსი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, წამოხურება, გამონაყარი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ უფრო მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოიხატებოდეს სახის, კისრის, ენის, პირის ან ყელის შეშუპებით, ან სუნთქვის გაძნელებით;
  • ერექციის დარღვევა;
  • კოშმარები, ჰალუცინაციები;
  • გულის წასვლა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან 1 ადამიანს):
თვალების გაღიზიანება და სიწითლე (კონიუნქტივიტი);
თმის ცვენა;
კანზე აქერცლილი გამონაყარის განვითარება ან დამძიმება (ფსორიაზი); ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი.

ბისენიუსის ტაბლეტების შენახვის წესი

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ დაზიანების ნებისმიერ ხილვად ნიშანს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ შეიძლება პრეპარატების საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

07

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ბისენიუსის ტაბლეტების შემადგენლობა

  • მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი.

აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ-ს.

  • დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა PH102, ორ ფუძიანი კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, უწყლო, პრეჟელატინიზებული სახამებელი, პოვიდონი K-30, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი: Opadry თეთრი 02A28361 (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი)

ბისენიუსი 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთი ნაჭდევით.

ერთი შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ალოტენდინი, 5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან25.00 ₾
ალოტენდინი, 5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ალოტენდინი

5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი ეგისი, უნგრეთი
დან26.83 ₾
პრესტილოლი, (5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით

პრესტილოლი

prestilol

(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით

ბისოპროლოლი + პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან32.27 ₾
ალოტენდინი, 10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ალოტენდინი, 5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ემკორ H®, 2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ემკორ H®

EMCOR H®

2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

5მგ+5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

sobycombi

10მგ+5მგ ტაბლეტი №60

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.