მონოგრაფია Nº 02769 Rx · რეცეპტით
სობიკომბი
sobycombi
10მგ+5მგ ტაბლეტი №60
- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (Amlodipine) ბისოპროლოლი (Bisoprolol)
- მწარმოებელი
- კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები ბეტა1 ადრენომიმეტური საშულებები
- იმპორტიორი საქართველოში
- KRKA
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამლოდიპინი + ბისოპროლოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ალოტენდინი
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+5მგ ტაბლეტი №30
სობიკომბი
Sobycombi
10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
ჩვენებები
პრეპარატი სობიკომბი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბისოპროლოლს და ამლოდიპინს.
სობიკომბი ნაჩვენებია სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) და (ან) გულის დაავადების (გულის სტაბილური კორონარული დაავადება) სამკურნალოდ და ასევე გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მიიღწევა წნევის შესაბამისი კონტროლი ბისოპროლოლის და ამლოდიპინის იმავე დოზირების გამოყენებისას, რაც შედის სობიკომბის შემადგენლობაში.
უკუჩვენებები
არ შეიძლება სობიკომბის გამოყენება:
- თუ პაციენტს აღენიშნება ალერგის ბისოპროლოლის, ამლოდიპინის ან ამ პრეპარატის შემცველი ნებისმიერი ინგრედინეტის მიმართ (იხ. პუნქტი 6) ან კალციუმის ანტაგონისტების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა შესაძლოა გამოვლინდეს კანის ქავილით, სიწითლით ან სუნთქვის გართულებით.
- პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მწვავე ასთმა ან ფილტვების რთული ქრონიკული დაავადება,
- პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მაგ., რეინოს სინდრომი), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხელ-ფეხის არეში ჩხვლეტის შეგრძნება, ფერის დაკარგვა და სილურჯეები.
- პაციენტებში რომლებთაც აღენიშნებათ არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა, რომელიც ცნობილია, როგორც თირკმელზედა ჯირკვის იშვიათი სიმსივნე.
- პაციენტებში, მეტაბოლური აციდოზით, რაც გამოწვეულია სისხლში მჟავას კონცენტრაციის მომატებით.
- პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობით.
- პაციენტებში გულის უკმარისობის გამწვავების დროს, რაც საჭიროებს პრეპარატების ვენაში შეყვანას, რომლებიც აუმჯობესებენ მიოკარდის კუმშვას.
- თუ პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდია.
- სისხლის დაბალი წნევის მქონე პაციენტებში.
- პაციენტებში გულის ზოგიერთი დაავადებით, როს შედეგადაც აღინიშნება პულსის ძალიან შენელება ან არარეგულარული პულსაცია.
- კარდიოგენული შოკისას, გულის მწვავე ან რთული დარღვევებით, რის შედეგადაც აღინიშნება ძალიან დაბალი სისხლის წნევა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
- თუ პაციენტს აღენიშნებოდა გულის სარქველის აორტის სივიწროვე (აორტალური სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს ვერ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი).
- გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მიოკარდის ინფარქტის გადატანის შემდეგ.
პრეპარატი სობიკომბის გამოყენების დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება ან ადრე გამოვლინდა შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე:
- შაქრიანი დიაბეტი,
- მკაცრი დიეტა,
- გულის ზოგიერთი დაავადებები, როგორიცაა გულის არითმია ან მკერდის არეში ძლიერი ტკივილი (პრინცმეტალის სტენოკარდია)
- თირკმელების ან ღვიძლის დაავადება
- კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები
- ასთმა ან სასუნთქი გზების ქრონიკული ბრონქეალური დაავადება,
- თუ ოდესმე გამოვლინდა კანის გამონაყარი აქერცვლით (ფსორიაზი),
- ფეოქრომოციტომა
- ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
- ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდის ინფარქტი,
- გულის უკმარისობა,
- არტერიული წნევის ძლიერი მომატება (ჰიპერტონული კრიზი),
უნდა აცნობოთ ასევე ექიმს, თუ პაციენტი გეგმავს შემდეგი მკურნალობის ჩატარებას:
- იმუნოთერაპია (მაგ., სეზონური ალერგიული ცხელების სამკურნალოდ, რადგან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს სობიკომბის პოტენციური ალერგიული რეაქციების გაზრდა ან მისი გართულება,
- თუ აპირებთ ანესთეზიური საშუალებების (მაგ., ოპერაციის დროს) გამოყენებას, რადგან პრეპარატმა სობიკომბმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მათზე.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული სობიკომბის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შესწავლილი ამ პრეპარატით მკურნალობის რისკ-სარგებელის ფაქტორის.
სხვა მედიკამენტების გამოყენება სობიკოლთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი ან თუ გეგმავთ რაიმე პრეპარატის გამოყენებას.
არ შეიძლება შემდეგი პრეპარატების გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე სობიკომბთან ერთად:
- ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის, სტენოკარდიის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი ან დილთიაზემი).
- ზოგიერთი ანტიჰიპერთენზული პრეპარატები, როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოპი, მოქსონიდინი, რილმენიდინი.
ასევე არ შეიძლება ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის სობიკომბის გამოყენებამდე შემდეგ მედიკამენტებთან ერთად. სობიკომბმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შემდეგ პრეპარატებზე და ასევე ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა იმოქმედოს სობიკომბის ეფექტურობაზე ან საჭირო გახდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობა:
- ზოგიერთი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ (კალციუმის დიჰიდროპირიდის ტიპის ანტაგონისტები, მაგ., ფელოდიპინი)
- ზოგიერთი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის არარეგულარული ან არასწორი მოქმედებისას (I კლასის არითმიულები, მაგ., ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ანტიარითმიულები, რპოპაფენონი)
- ზოგიერთი გულის არარეგულარული ან ანომალიური მოქმედების სამკურნალო პრეპარატები (III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი)
- ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ბლოკატორები (მაგ., თვალის წვეთები, რომლებიც გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ)
- ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ (პარასიმპატომიმეზური პრეპარატები, როგორიცაა ტაკრინი ან კარბაქოლი) ან გულის მწვავე დაავადების სამკურნალო საშუალებები (სიმპატომიმეზური პრეპარატები, როგორიცაა იზოპრენალინი და დობუტამინი)
- დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ინსუინი,
- საანესთეზიო საშუალებები (მაგ., ქირურგიული ჩარევების დროს).
- საგულე გლიკოზიდურები, გამოიყენება გულის უკმარისობისას,
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (აასპ), რომლებიც გამოიყენება ართრიტის, ტკივილების ან ანთებების სამკურნალოდ (მაგ., იბუპროფენი ან დიკლოფენაკი)
- ზოგიერთი პრეპარატები, რომლებმაც შესალოა გამოიწვიონ სისხლის წნევის შემცირება, რაც შესაძლოა იყოს, როგორც სასურველი, ასევე არასასრველი ეფექტი, როგორიცაა ანტიჰიპერთენზული საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, მაგ., იმიპრამიდი ან ამიტრიპტილინი), ზოგიერთი ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები ან ანესთეზიურები (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი) ან ზოგიერთი ფსიქიური დაავადების სამკურნალო საშუალებები, რის შედეგადაც პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს რეალობის აღქმის დაკარგვა (ფენოთიაზინი, როგორიცაა ლევომეპრომაზინი).
- მეფლოქინი, გამოიყენება მალარიის პროფილაქტიკის ან მკურნალობისათვის.
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ე.წ. მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (განსაკუთრებით ბაო-ბლოკატორები), როგორიცაა მოკლობემიდი,
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
- რიფამპიცინი, ერიტრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები)
- კრაზანას პრეპარატები (საგულე გლიკოზიდურები)
- ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის სამკურნალო საშუალებები)
- სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი)
სობიკომბის წნევის დამწევი ეფექტი შესაძლოა გაიზარდოს სხვა წნევის დამწევი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას.
ორსულობა და ლაქტაცია
არსებობს რისკ-ფაქტორი, რომ სობიკომბის გამოყენება ორსულობის დროს იწვევს მავნე უარყოფით ზეგავლენას ნაყოფზე. თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
ორსულობა
არ არის დადგენილი ახდენს თუ არა ამლოდიპინი ადამიანის ორგანიზმში მავნე ზეგავლენას ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
ლაქტაციის პერიოდი
არ არის ცნობილი გადადის თუ არა ბისოპროლოლი ან ამლოდიპინი დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებულია სობიკომბის გამოყენებისას ლაქტაციის შეწყვეტა.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
სობიკომბმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ინდივიდუალური ამტანობის შესაბამისად. თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში აღინიშნება ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან რთულ მექანიზმებთან მუშაობა.
დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სობიკომბის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
ტაბლეტები უნდა მიიღოთ დილით წყლის მიყოლებით კვებისგან დამოუკიდებლად.
არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწევრება.
მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგულარული მიღება. პრეპარატის საჭირო რაოდენობის დასრულებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ახალი რეცეპტის მიღებისათვის.
ტაბლეტზე არსებული გამყოფი ნაზოლი (ასეთის არსებობისას) არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გატეხვისათვის.
თუ მიიღეთ სობიკომბის ჭარბი დოზირება
თუ შემთხვევით მიიღეთ სობიკომბის ჭარბი დოზა უნდა მიმართოთ დაუყონებლივ ექიმს.
ჭარბი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის ძლიერი დაწევა, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე. შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სიცარიელის შეგრძნება თავში, გულყრა ან სისუსტე.
სისხლის წნევის ძლიერმა დაცემამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკური მდგომარეობა. შესაძლოა აღინიშნოს სიფერმკრთალე და გონების დაკარგვა. ზედოზირების სიმპტომები ასევე მოიცავენ მოვლენებს, როგორიცაა ბრადიკარდია, სუნთქვის ძლიერი გართულება ან კანკალი (სისხლში გლუკოზის დონის დაცემის გამო). თუ მიიღეთ სობიკომბის ზედმეტი დოზა დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ გამოტოვეთ სობიკომბის დოზა
ნუ შეშფოთდებით თუ დაგავიწყდათ რეკომენდებული დოზის მიღება.გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ სობიკომბის მიღების შეწყვეტა
არ შეიძლება სობიკომბის მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების გაუარესება და დაავადების რეციდივი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი ეფექტების უმეტესობა კავშირშია გულის კუმშვის სიხშირის დარღვევებთან:
- გულის კუმშვის შენელება (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე მეტში)
- გულის რთული უკმარისობა (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში)
- შენელებული ან არარეგულარული გულისცემა (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში).
თუ აღინიშნება შემდეგი მოვლენებიდან რომელიმე, რომლებიც წარმოადგენენ ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებს, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:
- უეცარი ქოშინი, მკერდის არეში ტკივილი, სუნთქვის გართულება ან ხუთვა,
- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება,
- ენის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას,
- კანის რთული რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა ან შეშუპება, ლორწოვანი გარსისი ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
- გულის შეტევა, ანომალიური გულისცემა,
- პანკრეატიტი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ზედა ნაწილის არეში ძლიერი ტკივილი ზურგის არეში გადაცემით, რასაც თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა.
თუ აღინიშნება თავბრუსხვევა, სისუსტე ან სუნთქვის გართულება დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
ბისოპროლოლი
ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
- ხელ-ფეხზე სიცივის და დაბუჟების შეგრძნება.
- კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა ღებინება, გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა.
იშვიათი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10 ში.
- ძილის დარღვევები
- დეპრესია
- ბრადიკარდია
- სისხლის დაბალი წნევა
- სუნთქვის გართულება ბრონქეალური ასთმის ან ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.
- კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი
- დაღლილობა, სისუტე.
იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-ში:
- სმენის დარღვევა,
- ალერგიული რინიტი
- ცრემლის სეკრეციის შემცირება,
- ღვიძლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალების სიყვითლე
- სისხლის ანალიზების ანომალიური შედეგები ღვიძლის ფუნქციისა და ლიპიდების შეფასებისას.
- ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, სიწითლე, გამონაყარი
- ერექციის დისფუნქცია,
- გულყრა.
ძალიან იშვიათად:
ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში:
- თვალების გაღიზიანება და სიწითლე (კონიუქტივიტი)
თმისცვენა
- კანის აქერცვლა ან არსებული მდგომარეობის გართულება (ფსორიაზი), ფსორიაზის მაგვარი გამონაყარი.
ამლოდიპინი
აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები. თუ აღინიშნება რომელიმე მათგანი ან შეიმჩნევა ამ ეფექტების შენარჩუნება ერთ კვირაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მიმართოთ ექიმს.
ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10მდე
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
- უეცარი სიწითლე (განსაკუთრებით სახეზე)
- მუცლის ტკივილი, ღებინება,
- ხელის გულების შეშუპება, დაღლილობა.
გვერდითი ეფექტების სხვა შემთხვევები აღწერილია შემდეგში. თუ რომელიმე მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან შეინიშნება ისეთი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქიაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არახშირი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1 -დან 10-მდე:
- ხასიათის ცვლილება, შფოთი, დეპრესია, უძილობა.
- გულისცემის გახშირება (გულისცემის შეგრძნება).
- კანკალი, გემოს დარღვევები, გულყრა, სისუსტე.
- კიდურების დაბუეჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, შეგრძნების დაკარგვა.
- მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება, შუილი ყურებში,
- სისხლის დაბალი წნევა
- ცემინება და (ან) სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით.
- ნაწლავის პერისტალტიკის რითმის დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ღებინება,
- თმისცვენა, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება,
- ანომალიური შარდვა, ხშირი შარდვის მოთხოვნილება ღამის განმავლობაში, ხშირი შარდვა.
- ერექციის დარღვევა, მამაკაცებში მკერდის გაზრდა ან დისკომფორტი.
- ასთენია, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა
- კუნთების ან სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი,
- წონაში მატება ან დაკლება.
იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
- დეზორიენტაცია.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან მსუბუქი სისხლდენა.
- სისხლში შაქრის რაოდენობის გაზრდა (ჰიპერგლიკემია).
- ნერვული აშლილობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება,
- ხველა, ღრძილების შეშუპება,
- მუცლის ტკივილი (გასტრიტი)
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება, კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების ფაზრდა, რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ ზოგიერთ ლაბორატორიული ტესტის ანალიზებზე.
- კუნთების ტონუსის გაზრდა,
- ვასკულიტი, რასაც ხშირად ახლავს კანზე გამონაყარი.
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა
- მოძრაობის დარღვევები, მათ შორის რიგიდულობა და (ან ) კანკალი.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, მათ შორის მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დაცვის მიზნით.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
რას შეიცავს სობიკომბი
- აქტიური ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი და ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის სახით).
სობიკომბი, 5მგ+5მგ, ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს და 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით).
სობიკომბი, 5მგ+10მგ, ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს და 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით).
სობიკომბი, 10მგ+5მგ, ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს და 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით).
სობიკომბი, 10მგ+10მგ, ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს და 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით).
- სხვა შემადგენელი ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო და მაგნიუმის სტეარატი.
სობიკომბის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
5 მგ + 5 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტების ჩამოთლილი კიდეებით (დიამეტრი 6,7-7,1 მმ, სისქე: 3,0-5,0 მმ).
5 მგ + 10 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით აღნიშვნით ჩშ ერთ მხარეზე (დიამეტრი: 10,0 - 10,2 მმ, სისქე: 3,4-5,0 მმ).
10 მგ + 5 მგ: თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეზე გამყოფი ნაზოლით (სიგრძე: 13,0 -,13,3 მმ, სიფართე: 8მმ, სისქე: 3,4 - 5,0 მმ), გამყოფი ნაზოლი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გაყოფისათვის.
10 მგ + 10 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამობურცული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და გამყოფი ნაზოლით ერთ მხარეზე (დიამეტრი: 10,0 - 10,2მმ, სისქე: 3,4- 5,0 მმ). გამყოფი ნაზოლი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გაყოფისათვის.
შეფუთვა: 28, 30, 56, 60, 84 და 90 ტაბლეტი ბლისტერული შეფუთვით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ამტასი -ავერსი
AMTAS -AVERSI
5მგ ტაბლეტი #20
ნორლოპინი
10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ბისომორი
5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ბისენიუსი
Bisenius 5mg
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ბისოგამა ®
BISOGAMMA®
5მგ ტაბლეტი #30
ამტასი -ავერსი
AMTAS - AVERSI
10მგ ტაბლეტი #20
ტენოქსი
Tenox
5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
5 მგ ტაბლეტი #10
ადიპინი
5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ადიპინი ®
ADIPIN ®
5მგ ტაბლეტი №30,10მგ 3ტაბლეტი №30
ამლოდიპინი
10მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ამლოდიპინი ბიოგარანი
5მგ კაფსულა №30
ამლოდიპინი ნორმონი
10მგ ტაბლეტი №30
ამლოკორი
10მგ №30
მოდიპინი
MODIPIN
5მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
5მგ ტაბლეტი #30
ბისოპროლოლი - ნორმონი
Bisoprolol – Normon
5 მგ ტაბლეტი #30; 10 მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
AVECOR
10მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
AVECOR
5მგ ტაბლეტი #30
ემკორ ® 5
EMCOR ® 5
5მგ ტაბლეტი #30
ბისოპროლოლი
5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
რიზოპროლი
RIZOPROL
5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
სობიკორი
Sobycor
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
10მგ ტაბლეტი #30
ბისენიუსი
Bisenius
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ბისოგამა ®
BISOGAMMA®
10მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
AVECOR
2.5მგ ტაბლეტი #30
ემკორ ® 2 . 5
EMCOR ® 2 . 5
2.5მგ ტაბლეტი #30
ბისენიუსი
Bisenius 2.5mg
2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
10 მგ ტაბლეტი #10
მოდიპინი
MODIPIN
10მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
10მგ ტაბლეტი #30
ტენოქსი
Tenox
10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
ამლოციმი
Amlocim
10 მგ ტაბლეტი №30; №100
ემკორ ®10
EMCOR ®10
10მგ ტაბლეტი #30
ამლო-დენკი 5
Amlo-Denk
5მგ ტაბლეტი #50
ტრიპლიქსამი
5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
კონკორ კორ
2.5მგ ტაბლეტი №30
ნორვასკი®
NORVASC
10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30
ამლო-დენკი 10
Amlo-Denk 10
10მგ ტაბლეტი #50
ექსფორჯი
Exforge
10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
კონკორი
5მგ ტაბლეტი №50
ექსფორჯი
Exforge
5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ეკვაპრესი
EKVAPRESS
10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამლოპრილი
5მგ+10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ეკვატორი
EKVATOR
5მგ+10მგ ტაბლეტი #10; #20; #30
კვადრიპინი
QUADRIPIN
5მგ/5მგ ტაბლეტი #30
ამლესა
Amlessa
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტოზეკ კომბი
8მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
Concor
10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი
4.07მგ №30
ამპეკორი™
AMPECOR™
5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ამვა დენკი
5მგ+80მგ ტაბლეტი №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამპეკორი™
AMPECOR™
10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი
Amlodipine/Valsartan-Normon
5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28
ჰარტილი ამლო
5მგ+10მგ კაფსულა №30
რამიზეკ კომბი
10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
8მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
ეკვატორი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი ფორტ
8.14მგ №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ტრიმეიკი
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
კოამლესა
8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ტრიმეიკი
8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+10მგ მყარი კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
პრესტანსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
ვამლოსეტი
Vamloset
10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/10მგ ტაბლეტი №30
პოლიტორვა
10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30
პრესტილოლი
prestilol
(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+10მგ მყარი კაფსულა
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
150მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ეკვამერი
EKVAMER
20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30
როქსამპექსი
10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
300მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ადიპინი
Adipin
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამლიზექტი
Amilzekt
5მგ + 10მგ ტაბლეტი №30
ამლოდიგამა
Amlodigamma
10მგ ტაბლეტი #30
ამლოდიგამა
Amlodigamma
5მგ ტაბლეტი #30
ამლოვალტანი
AMLOVALTAN
5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
5მგ ტაბლეტი #30
ამლონორი
AMLONOR
5მგ ტაბლეტი №30
ამლონორი
AMLONOR
10მგ ტაბლეტი №30
ამლოციმი
Amlocim
5 მგ ტაბლეტი №30; №100
ბელანჟი
Belanj
2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ბიდოპი
Bidop
2.5მგ ტაბლეტი №14;№28;№56
ბიდოპი®
Bidop®
10მგ ტაბლეტი №14;№28;№56
ბიდოპი®
Bidop®
5მგ ტაბლეტი №14;№28;№56
ბისოპროლოლ რატიოფარმა
BISOPROLOL-RATIOPHARM
10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30
ბისოპროლოლი - APO
Bisoprolol - APO
ბისოპროლოლი 5 მგ, #100; ბისოპროლოლი 10 მგ, #100
ბისოპროლოლი ლეკი
BISOPROLOL LEK
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ბისოპროლოლი ლეკი
BISOPROLOL LEK
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ეკვამერი
EKVAMER
10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30
ეკვატორი
EKVATOR
10+20მგ ტაბლეტი №30
ემკორ H®
EMCOR H®
2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30
კადუეტი
CADUET
5მგ/10მგ ტაბლეტი #30
კადუეტი
CADUET
10მგ/10მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
კორექტინი
CORECTIN
5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
კორონალი
Coronal
10მგ ტაბლეტი #30
კორონალი
Coronal
5მგ ტაბლეტი #30
პერამი
Peram
4მგ/5მგ ტაბლეტები
პმს-ამლოდიპინი
pms-AMLODIPINE
5მგ ტაბლეტი #100 10მგ ტაბლეტი #100
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი TRIMEIK
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.