მონოგრაფია Nº 00195 Rx · რეცეპტით
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
დან16.11 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (Amlodipine) პერინდოპრილი (Perindopril)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კომბინირებული მოქმედების საშუალებები
- მიმართულება
- კარდიოლოგია
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
4მგ+5მგ · №30
-
GPC ყველაზე იაფი
ამრადიპინი ტაბლეტი 4მგ+5მგ #30
0.54 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗16.12 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ამრადიპინი ტაბლეტი 4მგ+5მგ #30
0.54 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗16.12 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
ამრადიპინი - Amradipin 4მგ/5მგ 30 ტაბლეტი
0.54 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗16.12 ₾
4მგ/5მგ · №30
-
ავერსი
ამრადიპინი 4მგ/5მგ #30ტ
0.54 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗16.11 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამლოდიპინი + პერინდოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
ამლესა
Amlessa
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტოზეკ კომბი
8მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/10მგ ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
პერამი
Peram
4მგ/5მგ ტაბლეტები
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ამრადიპინის (4მგ/5მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 3.339 მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 6.935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.
ამრადიპინის (4მგ/10მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 3.339 მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 13.870 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.
ამრადიპინის (8მგ/5მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 6.678 მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 6.935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.
ამრადიპინის (8მგ/10მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 6.678 მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 13.870 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული შემადგენლობის (პერინდოპრილი და ამლოდიპინი) ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი.
პერინდოპრილი - ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის(ამფ) ინჰიბიტორი, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად. ამფ მონაწილეობს არამარტო ანგიოტენზინ I-ის სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნაში, არამედ ბრადიკინინის დაშლაშიც, რომელსაც სისხლძარღვებზე გამაფართოებელი ეფექტი ახასიათებს.
ვინაიდან ამფ იწვევს ბრადიკინინის ინაქტივაციას, ამფ-ის დათრგუნვით იზრდება როგორც მოცირკულირე, ასევე ქსოვილოვანი კალიკრეინ-კინინური სისტემის აქტივობა, ამასთან აქტიურდება პროსტაგლანდინების სისტემა. პერინდოპრილი თერაპიული აქტივობა დაკავშირებულია მის აქტიურ მეტაბოლიტთან, პერინდოპრილატთან. პერინდოპრილი ეფექტურია არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერი სიმძიმის სამკურნალოდ. ახასითებს, როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური წნევის შემცირება, ასევე – საერთო პერიფერიული სისხლძარღოვანი წინააღმდეგობის შემცირება, რაც მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას და პერიფერიული სისხლმომარაგების გაუმჯობესებას იწვევს, გულის შეკუმშვათა სიხშირის შეცვლის გარეშე.
პერინდოპრილი აუმჯობესებს თირკმლის სისხლმომარაგებას, გორგლოვანი ფილტრაციის შეცვლის გარეშე. პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება მაქსიმუმ 4-6 საათში და მოქმედებს 24 სთ-ის განმავლობაში. არტერიული წნევის სტაბილიზაცია მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ მიიღწევა და დიდი ხნის მანძილზე რჩება შენარჩუნებული, ტაქიკარდიის წარმოქმნის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. პერინდოპრილი მონაწილეობას იღებს მსხვილი არტერიების ელასტიკურობისა და წვრილი არტერიების კედლის სტრუქტურის აღდგენაში.
პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, პერინდოპრილი აუმჯობესებს გულის უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას. ამლოდიპინი – კალციუმის არხების ბლოკატორი(III თაობა), ახასიათებს ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური მოქმედება. ხელს უშლის კალციუმის მოხვედრას მოკარდის უჯრედებში, ძირითადად სისხლძარღვთა გლუვკუნთოვანი ქსოვილის უჯრედებში.
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დაკავშირებულია სისხლძარღვების კედლების გლუვკუნთოვან უჯრედებზე პირდაპირ მოქმედებასთან, აფრთოებს პერიფერიულ არტერიოლებს, ამასთან - გულის შეკუმშვათა სიხშირის შეცვლის გარეშე ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას(პოსტდატვირთვას), მაშინ როცა მიოკარდის მოთხოვნა ჟანგბადზე მცირდება.
ორგანიზმში ნელი შეწოვა, კარგი გადანაწილება და ხანგრძლივი გამოყოფა უზრუნველყოფს ამლოდიპინის ხანგრძლივ მოქმედებას და დღეში ერთხელ დანიშვნის შესაძლებლობას. 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს არტერიული წნევის რეგულირებას. მოქმედებას იწყებს მიღებიდან 2-4 საათის განმავლობაში, ეფექტი ვლინდება თანდათანობით და არ ახასიათებს არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა.
სტენოკარდიით დაავადებულებში ამლოდიპინის დღეში ერთხელ მიღება ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ხელს უშლის სტენოკარდიული შეტევისა და იშემიური შთ ინტერვალის წარმოქმნას, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის გამოყენების აუცილებლობას. გავლენას არ ახდენს მიოკარდის გამტარობასა და კუმშვადობაზე.
არ მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე და მისი დანიშვნა შესაძლებელია პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და ნიკრისის ქარით(პოდაგრა).
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებული პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1 საათში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 61-85%-ს შეადგენს.
პერინდოპრილი ბიოტრასფორმირდება აქტიური მეტაბოლიტის – პერინდოპრილატისა (20%-მდე) და არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნამდე. პლაზმაში პერინდოპრილატის ჩმახ მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათში.
პერინდოპრილის T1/2 1 საათია, მისი თავისუფალი ფრაქციის თ1/2 – 3-5 სთ. პერინდოპრილატი უპირატესად თირკმლებით გამოიყოფა.
ასაკოვან პაციენტებში, ასევე ავადმყოფებში თირკმლის და გულის უკმარისობით, პერინდოპრილატის ორგანიზმიდან გამოყოფა შენელებულია.
ამლოდიპინის თერაპიული დოზით პერორალურად მიღებისას თითქმის მთლიანად (დაახლოებით 90%) აბსორბირდება, ჩმახ 6-12 საათში მიიღწევა. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის ბიოშეღწევადობაზე. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად. პლაზმიდან გამოიყოფა ორ ფაზად, T1/2 30-დან 50 საათამდე შეადგენს. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით 10% შეუცვლელი ამლოდიპინისა და 60% ამლოდიპინის მეტაბოლიტის სახით, 20-25% - კუჭ-ნაწლავის გზით.
პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი შეუცვლელი სახით აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა 6 საათში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმციას, ელიმინაცია ხდება თირკმლების საშუალებით. T1/2 დაახლოებით 12 საათია.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიას საჭიროებენ);
- გულის იშემიური დაავადება: სტაბილური დაძაბვის სტენოკარდია პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ პერინდოპრილითა და ამლოდიპინით თერაპია.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი, უპირატესად დილით ჭამამდე.
ამრადიპინის დოზის შერჩევა ხდება მისი კომპონენტების (პერინდოპრილის და ამლოდიპინის), ადრე ჩატარებული, დოზის ტიტრაციის შედეგების მიხედვით.
ამრადიპინის დოზის შეცვლა შესაძლებელია მისი ცალკეული კომპონენტების, ინდივიდუალურად შერჩეული დოზის მიხედვით: პერინდოპრილი/ამლოდიპინი – 4მგ/5მგ; 4მგ/10მგ; 8მგ/5მგ; 8მგ/10მგ.
ამრადიპინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 8მგ/10მგ, რომლის გადაჭარბებაც არ არის რეკომენდებული.
ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პერინდოპრილის ორგანიზმიდან გამოდევნა შენელებულია, ამიტომ აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციისა და კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი. ამრადიპინი ინიშნება პაციენტებში, როცა კრეატინინის კლირენსი ≥60 მლ/წთ და უკუნაჩვენებია, როცა კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ. აღნიშნული პაციენტები მოითხოვენ პერინდოპრილის და ამლოდიპინის დოზის ინდივიდუალურ შერჩევას.
ამრადიპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, რადგან არ არსებობს რეკომენდაციები ამ ჯგუფის პაციენტებისთვის.
ამრადიპინი არ ინიშნება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, პრეპარატის კომპონენტების შესახებ ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო.
გვერდითი მოვლენები
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ცვლილება.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ჭინჭრის ციება;
მეტაბოლური დარღვევები: იშვიათად - სხეულის წონის მატება ან კლება, ჰიპერგლიკემია;
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; იშვიათად - უძილობა, ხასაითის ლაბილობა, ძილის მოშლა, ტრემორი, გონების არევა; ხშირად - მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება; იშვიათად - გულისწასვლა, მკერდუკანა არეში ტკივილი; ძალიან იშვიათად - სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, ვასკულიტი რისკის ჯგუფის პაციენტებში.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, მშრალი ხველა; იშვიათად - რინიტი, ბრონქოსპაზმი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე; იშვიათად - სისხლში ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, გასტრიტი, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღრძილების ჰიპერპლაზია;
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის კანის სიწითლე; იშვიათად – ოფლდენის გაძლიერება, ალოპეცია, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; იშვიათად - ჭინჭრის ციება, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტზე დაკვირვება.
ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ - კუნთების სპაზმი, ართრალგია, მიალგია, ზურგის არეში ტკივილი;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად - შარდვის დარღვევა, ნიქტურია, შარდვის გახშირება, თირკმლის უკმარისობა;
საქესო სისტემის მხრივ: იშვიათად - იმპოტენცია, გინეკომასტია;
სხვადასხვა: ხშირად - პერიფერიული შეშუპება, ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდში, სისუსტე.
უკუჩვენებები
- პერინდოპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების არსებობა (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი);
- მემკვიდრული/იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია(სისტოლური ა/წ ნაკლები 90 მმ.ვცხ.სვ.);
- მარცხენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია(მაგ.: აორტის სტენოზი);
- არასტაბილური სტენოკარდია(პრინცმეტალის სტენოკარდიის გარდა);
- ამლოდიპინის ან დიჰიდროპირიდინას სხვა წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 60 მლ/წთ);
- ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემების არარსებობის გამო);
- პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის არტერიის სტენოზის, ღვიძლის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (მათ შორის სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა), იმუნიდეპრესანტებით, ალოპურინოლით, პროკაინამიდით თერაპიის დროს, ასევე – საერთო მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების, ათეროსკლეროზის, ცერებროვასკულარული დაავადებების, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული გულის უკმარისობის, კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების მიღების, ჰიპერკალიემიის, ქირურგიული ჩარევების დროს ანესთეზიის დროს, ასაკოვან პაციენტებში, აორტის სტენოზის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
ამფ-ის(მათ შორის პერინდოპრილის) მირების შემდეგ, შესაძლებელია განვითარდეს ანგიონევროზული რეაქცია, რაც სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპებით ვლინდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ პრეპარატის შეწყვეტა და პაციენტზე მუდმივი სამედიცინო დაკვირვება ყველა სიმპტომის გაქრობამდე.
პაციენტებმა დიფუზური დაავადებებით, დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ პრეპარატი, განსაკუთრებით იმუნოდეპრესანტების, ალოპურინოლის ან პროკაინამიდის მკურნალობის ფონზე.
ამრადიპინით მკურნალობის დაწყება დასაშვებია ჰიპონატრიემიის კორექციისა და გაუწყლოვანების შემთხვევაში საერთო მოცირკულირე სისიხლის მოცულობის აღდგენის შემდეგ.
პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ, საჭიროა მუდმივად არტერიული წნევის კონტროლი.
არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპათომიმეტური არტერიული ჰიპოტენზიით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, აღენიშნებათ გაუწყლოვანება ან/და ჰიპონატრიემია გაძლიერებული ოფლდენის, გახანგრძლივებული ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული.
პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ხველა, რომელიც იხსნება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ამრადიპინის მიღების ფონზე სიყვითლის გამოვლინების ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატებისას, საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ ნაკლები 60 მლ/წთ) რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური შერჩევა და მუდმივად კალიუმის და კრეატინინის დონის კონტროლი.
ამრადიპინის დანიშვნისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს, პირველი ერთი თვის განმავლობაში აუცილებელია გლუკოზის მჯაცრი კონტროლი.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, როცა ვლინდება სისუსტე ან თავბრუსხვევა.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ცნობილი არ არის, თუმცა ცალკეული კომპონენტის დოზის გაჭარბების შემთხვევებში:
სიმპტომები(პერინდოპრილი): არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, შოკი, ელექტროლიტური დარღვევები, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, გულისცემის გაძლიერება, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ,ოუსვენრობა, ხველა.
მკურნალობა: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების დროს პაციენტი უნდა გადაიყვანონ მწოლიარე მდგომარეობაში, საჭიროებისას ჰიპოვოლემიის კორექცია (მაგ.: ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარის ვენაში ინფუზია). დასაშვებია ანგიოტენზინ II და/ან კატექოლამინების ვენაში შეყვანა. პერინდოპრილი ექვემდებარება დიალიზს. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება მოიცავს კუჭის ამორეცხვას, აქტივირებული ნახშირის მიცემას და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას. სიმპტომები(ამლოდიპინი): ვაზოდილატაცია გამოხატული არტერიული წნევის დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის ფუნქციების, არტერიული წნევის, დიურეზის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი, საჭიროებისას მათი კორექცია. შესაძლებელია ინტრავენურად კალციუმის გლუკონატის შეყვანა. ლიზინოპრილი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ამფ-ის ინჰიბიტორები ამცირებენ დიურეზული საშუალებებით გამოწვეული კალიუმის დანაკრგს. ამიტომ კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები(სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატები იწვევნ სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მატებას. ასეთი კომბინაციების დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე და მუდმივად კალიუმის დონის კონტროლი.
არ არის რეკომენდებული პერინდოპრილის პრეპაარტებისა და ლითიუმის ერთდროული დანიშვნა, რადგან ლითიუმის დონე იზრდება და იწვევს ტოქსიკურ ეფექტებს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზა, იწვევენ დიურეზული, ნატრიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტების შემცირებას.
ამფ-ის ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება.
პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, ამრადიპინთან კომბინაციაში შესაძლოა არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვიოს. ამიტომ ამრადიპინის მიღებამდე საჭიროა დიურეტიკის მოხსნა და დაკარგული სითხის აღდგენა.
სიმპათომიმეტიკური საშუალებები იწვევნ ამფ-ის ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირებას. ალოპურინოლი, ციტოსტატიკები და იმუნოსუპრესიული საშუალებები ზრდიან ლეიკოპენიის განვითარების რისკს.
ზოგადი საანესთეზიო საშუალებები აძლიერებენ პერინდოპრილის ეფექტს.
მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორები(იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი) ზრდიან ამლოდიპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და შესაბამისად - გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკს, ხოლო მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები(რიფამპიცინი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი) - ამცირებენ.
ბეტა-ადრენობლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი) ამლოდიპინთან კომბინაციაში ზრდიან ჰიპოტენზიის განვითარების რისკს და აუარესებენ გულის ქრონიკული უკმარისობის მიმდინარეობას პაციენტებში, არაკონტროლირებადი ან ლატენტური გულის ქრონიკული უკმარისობით.
ამლოდიპინით მონოთერაპიისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ ვლინდება შემდეგ საშუალებებთან კომბინაციაში: თიაზიდური დიურეზული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ამფ-ინჰიბიტორები, გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატები, სუბლინგვალური ნიტროგლიცერინი, დიგოქსინი, ვარფარინი, ატორვასტატინი, სილდენაფილი, ანტაციდები, (მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სიმეტიკონის შემცველობით), ციმეტიდინი, ანთების საწინააღმედო არასტეროიდული საშუალებები, ანტიბიოტიკები და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები.
ჰიპოტენზიური საშუალებები, ვაზოდილატატორები, ალფა-ადრენობლოკატორები, ამიფოსტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები ზრდიან ამრადიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს, ხოლო კორტიკოსტეროიდები – ამცირებენ.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ამტასი -ავერსი
AMTAS -AVERSI
5მგ ტაბლეტი #20
ნორლოპინი
10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ამტასი -ავერსი
AMTAS - AVERSI
10მგ ტაბლეტი #20
ტენოქსი
Tenox
5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
5 მგ ტაბლეტი #10
ადიპინი
5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ადიპინი ®
ADIPIN ®
5მგ ტაბლეტი №30,10მგ 3ტაბლეტი №30
ამლოდიპინი
10მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ამლოდიპინი ბიოგარანი
5მგ კაფსულა №30
ამლოდიპინი ნორმონი
10მგ ტაბლეტი №30
ამლოკორი
10მგ №30
მოდიპინი
MODIPIN
5მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
5მგ ტაბლეტი #30
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
10მგ ტაბლეტი #30
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
10 მგ ტაბლეტი #10
მოდიპინი
MODIPIN
10მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
10მგ ტაბლეტი #30
ტენოქსი
Tenox
10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
ამლოციმი
Amlocim
10 მგ ტაბლეტი №30; №100
ამლო-დენკი 5
Amlo-Denk
5მგ ტაბლეტი #50
ტრიპლიქსამი
5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
პრენესა
Prenesa
4მგ ტაბლეტი №30
ნორვასკი®
NORVASC
10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30
ამლო-დენკი 10
Amlo-Denk 10
10მგ ტაბლეტი #50
ექსფორჯი
Exforge
10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ექსფორჯი
Exforge
5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ნოლიპრელი არგინინით
2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ეკვაპრესი
EKVAPRESS
10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამლოპრილი
5მგ+10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ეკვატორი
EKVATOR
5მგ+10მგ ტაბლეტი #10; #20; #30
კვადრიპინი
QUADRIPIN
5მგ/5მგ ტაბლეტი #30
კო-პრენესა
Co - Prenessa
2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
ამრა ®
AMRA ®
2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი
4.07მგ №30
ამპეკორი™
AMPECOR™
5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
პრენესა
Prenesa
8მგ ტაბლეტი №30
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
პრესტარიუმი
PRESTARIUM
5მგ ტაბლეტი #30, 10მგ ტაბლეტი #30
პრესტარიუმი
5მგ ტაბლეტი შემოგარსული №30
ამვა დენკი
5მგ+80მგ ტაბლეტი №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამპეკორი™
AMPECOR™
10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
პერინდიდი
4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30
ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი
Amlodipine/Valsartan-Normon
5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28
კო-პრენესა
Co-Prenessa
4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30
ამრა ფორტე ®
AMRA FORTE ®
4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30
ჰარტილი ამლო
5მგ+10მგ კაფსულა №30
რამიზეკ კომბი
10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
8მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
ეკვატორი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი ფორტ
8.14მგ №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ტრიმეიკი
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
კოამლესა
8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ტრიმეიკი
8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+10მგ მყარი კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
ნოლიპრელ ფორტე არგინინი
NOLIPREL ARGININE FORTE
5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30
ნოლიპრელი
5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30
ნოლიპრელი ფორტე არგინინით
5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ალოტენდინი
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
კო-პრენესა
Co - Prenessa
8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამრა ბი ფორტე
Amra Bi Forte
(8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
პოლიტორვა
10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30
პრესტილოლი
prestilol
(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+10მგ მყარი კაფსულა
ირდაპინი
Irdapin
150მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
ნოლიპრელი ბი ფორტე
NOLIPREL BI FORTE
10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ეკვამერი
EKVAMER
20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30
როქსამპექსი
10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
300მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აგულანი
AGULAN
2მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
4მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
8მგ ტაბლეტი #30
ადიპინი
Adipin
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ამლიზექტი
Amilzekt
5მგ + 10მგ ტაბლეტი №30
ამლოდიგამა
Amlodigamma
10მგ ტაბლეტი #30
ამლოდიგამა
Amlodigamma
5მგ ტაბლეტი #30
ამლოვალტანი
AMLOVALTAN
5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
5მგ ტაბლეტი #30
ამლონორი
AMLONOR
5მგ ტაბლეტი №30
ამლონორი
AMLONOR
10მგ ტაბლეტი №30
ამლოციმი
Amlocim
5 მგ ტაბლეტი №30; №100
ეკვამერი
EKVAMER
10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30
ეკვატორი
EKVATOR
10+20მგ ტაბლეტი №30
კადუეტი
CADUET
5მგ/10მგ ტაბლეტი #30
კადუეტი
CADUET
10მგ/10მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
პმს-ამლოდიპინი
pms-AMLODIPINE
5მგ ტაბლეტი #100 10მგ ტაბლეტი #100
პრენესა
Prenessa
2მგ ტაბლეტი №30
პრესტარიუმი
PRESTARIUM
5მგ ტაბლეტი #30
პრილამი
prilam
2მგ ტაბლეტი №30
პრილამი
Prilam
4მგ ტაბლეტი №30
პრილამი
Prilam
8 მგ ტაბლეტი №30
პრილამიდი
Prilamid
2მგ+0.625მგ ტაბლეტი
პრილამიდი
Prilamid
4მგ+1.25მგ ტაბლეტი
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+5მგ ტაბლეტი №30
სობიკომბი
sobycombi
10მგ+5მგ ტაბლეტი №60
სობიკომბი
Sobycombi
10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი TRIMEIK
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.