8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02192 Rx · რეცეპტით

ნოლიპრელი ბი ფორტე

NOLIPREL BI FORTE

10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30

დან36.36 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ნოლიპრელი ბი ფორტე, 10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30
მწარმოებელი
Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
იმპორტიორი საქართველოში
სერვიე
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ნოლიპრელი ბი ფორტე ტაბლეტი 10მგ+2.5მგ #30

    1.21 ₾ / ც. × 30

  • GPC ყველაზე იაფი

    ნოლიპრელი ბი ფორტე ტაბლეტი 10მგ+2.5მგ #30

    1.21 ₾ / ც. × 30

  • PSP ყველაზე იაფი

    ნოლიპრელი ბი ფორტე - Noliprel Bi-Forte 30 ტაბლეტი

    1.21 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ინდაპამიდი + პერინდოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.

ნოლიპრელი არგინინით, 2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ნოლიპრელი არგინინით

2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან15.21 ₾
კო-პრენესა, 2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co - Prenessa

2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.65 ₾
ამრა ®, 2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30

ამრა ®

AMRA ®

2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.67 ₾
პერინდიდი, 4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30

პერინდიდი

4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან21.57 ₾
კო-პრენესა, 4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co-Prenessa

4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან21.58 ₾
ამრა ფორტე ®, 4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30

ამრა ფორტე ®

AMRA FORTE ®

4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან21.60 ₾
ნოლიპრელ ფორტე არგინინი, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30

ნოლიპრელ ფორტე არგინინი

NOLIPREL ARGININE FORTE

5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან26.52 ₾
ნოლიპრელი, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

ნოლიპრელი

5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან26.52 ₾
ნოლიპრელი ფორტე არგინინით, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ნოლიპრელი ფორტე არგინინით

5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან26.52 ₾
კო-პრენესა, 8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co - Prenessa

8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან27.56 ₾
ამრა ბი ფორტე, (8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამრა ბი ფორტე

Amra Bi Forte

(8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან27.57 ₾

პრილამიდი

Prilamid

4მგ+1.25მგ ტაბლეტი

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამიდი

Prilamid

2მგ+0.625მგ ტაბლეტი

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1.რა არის ნოლიპრელი ბი-ფორტე და რა შემთხვევებში გამოიყენება იგი
ნოლიპრელი ბი-ფორტე ეს არის ორი აქტიური კომპონეტის, პერინდროპილის და ინდაპამიდის კომბინაცია. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ნოლიპრელი ბი-ფორტე ენიშნება პაციენტებს, რომლებიც უკვე ღებულობენ 10მგ პერინდოპრილს და 2,5მგ ინდაპამიდს ცალ-ცალკე. ამის მაგივრად, ასეთ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ნოლიპრელი ბი-ფორტეს ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ორივე მითითებულ კომპონენტს.

რა შემთხვევებში მიიღება ნოლიპრელი ბი-ფორტე?

პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომლებიც წარმოადგენენ აგფ-ის ინჰიბიტორებს. ის ავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას, რაც ამსუბუქებს სისხლის მოწოლას. ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს. შარდმდენები ზრდიან შარდის მოცულობას, რომელიც გამომუშავდება თირკმელებით. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა შარდმდენებისგან, რამდენადაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის გამომუშავებული შარდის მოცულობას. ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ თქვენს არტერიულ წნევას.

2.ნოლიპრელი ბი-ფორტეს გამოყენების დაწყებამდე
ნოლიპრელი ბი-ფორტეს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდპორილზე, ნებისმიერ აგფ-ის ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე, რომელიმეE სულფანილამიდზე ან ნოლიპრელი ბი-ფორტეს ნებისმიერ კომპონენტზე,

თუ ადრე, ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის მიღებისას ან სხვა გარემოებებში, თქვენ ან თქვენს რომელიმე ნათესავს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან გავრცელებული გამონაყარი კანზე (ანგიონევროზული შეშუპება),

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს,

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დააავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება რომლის დროსაც შემცირებულია თირკმელებთან სისხლის მიდინება (თირკმლის არტერიის სტენოზი),

თუ გადიხართ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს. გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე შეიძლება რომ ნოლიპრელი ბი-ფორტე აღმოჩნდეს თქვენთვის მიუღებელი,

თუ თქვენ აღგენიშნებათ სისხლში კალიუმის მეტისმეტად მაღალი ან დაბალი დონე,

თუ თქვენ გაქვთ ეჭვი გულის არანამკურნალებ დეკომპენსირებულ უკმარისობაზე (მარილების სერიოზული შეკავება, გაძნელებული სუნთქვა).

თუ ხართ ორსულად და ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს (ასევე უმჯობესია თავი აარიდოთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღებას ორსულობის ადრეულ სტადიაზე - იხ. &ქუოტ;ორსულობა&ქუოტ;),

თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს და ვალსარტანს - გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებებს, რადგან იზრდება კვინკეს შეშუპების რისკი (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება, მაგ., ყელის მიდამოში) (იხ. განყოფილებები „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები" და „სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი ბი-ფორტე&ქუოტ;).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია:

თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან მიმავალი მთავარი სიხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროვება),

თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება,

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება ან გადიხართ დიალიზს,

თუ თქვენ გაქვთ კუნთების პრობლემები, მათ შორის კუნთების ტკივილი, მტკივნეულობა ზეწოლისას, სისუსტე ან კრუნჩხვები,

თუ თქვენ სისხლში ანომალურად მომატებული გაქვთ ჰორმონ ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსრონიზმი),

თუ გაწუხებთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,

თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენოზურ-სისხლძარღვოვანი დაავადება (კანის დაავადება),

თუ გაწუხებთ ათეროსკლეროზი (არტერიების კედლის გამაგრება),

თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოზი (პარათირეოიდული ჯირკვლის მომატებული ფუნქცია),

თუ გაწუხებთ პოდაგრა,

თუ გაწუხებთ დიაბეტი,

თუ იცავთ მარილის მცირე შემცველობის დიეტას ან ღებულობთ მარილის შემცვლელებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს,

თუ ღებულობთ ლითიუმის ან კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) ან კალიუმის დანამატებს, რადგან ნოლიპრელი ბი-ფორტესთან ერთად მათი ერთობლივი მიღება არ შეიძლება (იხ. ),

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის,

თუ გაქვთ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,

თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია სახის, ენის, პირის ღრუს, ენის, ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება). ეს შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გივითარდებათ ასეთი სიმპტომები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

თუ თქვენ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ქვემოჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს:

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) (ასევე ცნობილია როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული, თირკმლის ფუნქციის დარღვევა,ალისკირენი.

თუ თქვენ განიცდით მხედველობის დაქვეითებას ან თვალების ტკივილს. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოდული გამონაჟონი) ან მომატებული თვალშიდა წნევის ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღების მომენტიდან რამდენიმე საათიდან, კვირამდე. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ თქვენ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, თქვენ შეიძლება დაექვემდებაროთ ქორიოიდული გამონაჟონის უფრო მაღალ რისკს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.

ასევე იხ. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია განყოფილებაში .

თუ თქვენ მიეკუთვნებით ნეგროიდულ რასას, შესაძლოა გაგაჩნდეთ ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალი რისკი და ეს სამკურნალო პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტურად სწევდეს თქვენს არტერიულ წნევას, ვიდრე სხვა პაციენტებში.

თუ თქვენ ხართ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტი და დიალიზი ტარდება მაღალი ჰიდრავლიკური გამტარობის მემბრანების დახმარებით,

თუ თქვენ ღებულობთ ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს, ანგიონევროზული შეშუპების რისკი მომატებულია:

რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ)

სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებული რაპამიცინის სამიზნე ინჰიბიტორებს უჯრედებში (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან ასაცილებლად და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ),

საკუბიტრილი (გამოდის ვალსარტანთან ფიქსირებული კომბინაციით), გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ,

ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებულ გლიპტინების კლასს (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ).

ანგიონევროზული შეშუპება

არის ცნობები ანგიონევროზული შეშუპების შემთხვეევბზე (მწვავე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების ან ენის შეშუპებით, გაძნელებული ყლაპვით და სუნთქვით) პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას აგფ ინჰიბიტორებით, ნოლიპრელი ბი-ფორტეს ჩათვლით. ეს შეიძლება მოხდეს მკურნალობის დროს, ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გივითარდებათ მსგავსი სიმპტომები, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. იხ. ასევე განყოფილება 4..

თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად

(ან გეგმავთ ორსულობას). ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სეროზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას (იხ. განყოფილება ).

როდესაც თქვენ ღებულობთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს თქვენ ასევე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს შემდეგი:

თუ გელოდებათ ანესთეზია ანა სერიოზული ქირურგიული ოპერაცია,

თუ თქვენ ბოლო დროს აგეღნიშნებოდათ დიარეა, ღებინება ან გაქვთ ორგანიზმის გაუწყლოება,

თუ თქვენ გადიხართ დსლპ აფერეზს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოძევება),

თუ გიტარდებათ დესენსიბილიზაცია, რომელმაც უნდა შეამციროს ალერგიული რეაქციები ფუტკრებისა და კრაზანების ნაკბენებზე,

თუ იტარებთ სამედიცინო გამოკვლევას, რომლისთვისაც საჭიროა იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანა (ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან შინაგანი ორგანოების, მაგალითად თირკმელების ან კუჭის გამოკვლევას რენტგენის სხივების დახმარებით).

თუ თქვენ შეგეცვალათ მხედველობა ან ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღების დროს გაგინვითარდეათ ტკივილი ერთ ან ორივე თვალში. ეს შეიძლება იყოს გლაუკომის განვითარების ნიშანი- მომატებული თვალშიდა წნევა. თქვენ აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება და მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ნოლიპრელი ბი-ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ინდაპამიდი), რომელმაც შეიძლება მოგვცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის ჩატარების დროს.

ბავშვები და მოზარდები

ნოლიპრელი ბი-ფორტეს დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში არ შეიძლება.

სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი ბი-ფორტე

ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რა პრეპარატებს ღებულობთ ან ღებულობდით უახლოეს წარსულში. Y

მოერიდეთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს ერთდროულ გამოყენებას შემდეგ პრეპარატებთან:

ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),

ალისკირენი (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო წამალი), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები

კალიუმის შემნახველი დიურეზულები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), კალიუმის მარილები და სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდის კალიუმის შემცველობას ორგანიზმში (მაგალითად, ჰეპარინი, წამალი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ),

ესტრამუსტინი (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ),

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან, რომ არ დავუშვათ გადანერგილი ორგანოების მოცილება (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს),. იხ. განყოფილება .

სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები.

ნოლიპრელი ბი-ფორტეთ მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების გამოყენებამ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, ვინაიდან, მათი მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ან ალისკერინი (ასევე იხ. განყოფილებებში და მოყვანილი ინფორმაცია) ან დიურეზულები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობას),

კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი, დოზებით 12.5მგ-დან 50მგ-მდე დღეში,

პრეპარატები, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების საპროფილაქტიკოდ (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს) იხ. განყოფილება ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები",

საკუბუტრილი და ვალსარტანი (გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ) იხ. განყოფილებები ,,არ მიიღოთ ნოლიპრელი ბი-ფორტე" და ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები",

საანესთეზიო პრეპარატები,

ანტიბიოტიკები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაგ. მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინექციისთვის (ანტიბიოტიკები: სამკურნალო პრეპარატი ინფექციის სამკურნალოდ),

მეტადონი (გამოიყენება ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ),

პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის რითმის სამკურნალოდ),

ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),

ანტიჰისტამინური საშუალებები ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად მიზოლასტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი),

კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმა და რევმატოიდული ართრიტი,

იმუნოდეპრესიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევვების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ ტრანსპლანტატის მოცილების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),

ინტრავენური ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი),

გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ),

პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),

საინექციო ოქროს პრეპარატები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართიტის სამკურნალოდ)

ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულებში კოგნიტური დარღვევების სიმპტომური მკურანალობისთვის, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),

ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),

გულისცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალისი, ბრეტილიუმი),

ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ),

დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინები,

ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურანალოდ, რომელიც ვითარდება ზოგიერთი დაავადებებისას,როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),

კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,

მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები, (მაგალითად სინამაქი),

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) და სალიცილატების მაღალი დოზები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ბევრი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტკივილისა და ცხელების შესამცირებლად და თრომბის თავიდან ასაცილებლად),

ინტრავენური ამფოტერიცინ B (სერიოზული სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ),

მედიკამენტები ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები (როგორებიცაა ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)),

ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),

ტრიმეტოპრიმი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),

სისხლძარღვების გამაფართოვებელი პრეპარატები, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს),

შემცირებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი).

ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება უმჯობესია ჭამის წინ.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ექიმმა თქვენ უნდა გირჩიოთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღების შეწყვეტა ორსულობამდე ან დაუყოვნებლივ, რაც ორსულობის ფაქტი დადასტურდება და დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი ნოლიპრელი ბი-ფორტეს ნაცვლად. ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.

ლაქტაცია

ნოლიპრელი ბი-ფორტე რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, განსკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.

დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:

ნოლიპრელი ბი-ფორტე არ ჩვეულებრივ მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაქვეითებული არტერიული წნევის გამო შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა რეაქციები, მაგალითად თავბრუსხვევა ან სისუსტე. შედეგად, შეიძლება დაირღვეს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.

ნოლიპრელი ბი-ფორტე შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპი).

თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი სახის შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ნოლიპრელი ბი ფორტე შეიცავს 1მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23გრ) ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს რომ ფაქტიურად არ შეიცავს.

3. როგორ მიიღება ნოლიპრელი ბი-ფორტე
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. თუU თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს. უმჯობესია ტაბლეტის მიღება დილით, ჭამამდე. ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი ნოლიპრელი ბი-ფორტე:

თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესხებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად შესაძლო ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ თქვენ დაგივარდათ წნევა (შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის შემცირება), დაწექით და აწიეთ ფეხები, ეს დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება

მნიშვნელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რადგანაც მიღების რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ბი-ფორტეს დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.

თუ თქვენ წყვეტთ ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღებას

იმის გამო, რომ ჰიპოტენზიური მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე უნდა გაიაროთ თქვენი ექიმის კონსულტაცია.

თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

02

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა სამკურნალო პრეპარატმა, ნოლიპრელი ბი-ფორტემ, თუმცა, არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,

თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

მძიმე თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევის გამო (გავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

ბრონქოსპაზმი (შებოჭილობა გულმკერდის არეში, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი) (იხ. განყოფილება 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) (არაგავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 100 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. განყოფილება 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) (არაგავრცელებული - შეიძლება განვითარდეს 100 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

კანის მწვავე რეაქციები, მულტიფორმული ერითემა (კანის გამონაყარი, რომელიც რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე წითელი ქავანა ლაქებით), ან კანის მწვავე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათი – შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილები გულმკერდის, ყბის და ზურგის არეში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, გულის შეტევა) (ძალიან იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

სისუსტე ხელებში ან ფეხებში, ან მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება იყოს შესაძლო ინსულტის ერთ-ერთი ნიშანი (ძალიან იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცლის და ზურგის არეში, შეუძლოდ ყოფნით (ძალიან იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

კანის და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - შეიძლება განვითარდეს 10000 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში),

სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (უცნობი),

ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ტვინის დაავადება (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია) (უცნობია),

კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, მტკივნეულობა ზეწოლისას ან ტკივილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს თავს ცუდად გრძნობთ ან მომატებული გაქვთ ტემპერატურა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთური ქსოვილის ანომალური რღვევით (სიხშირე უცნობია).

გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს (სიხშირის კლების მიხედვით):

გავრცელებული (შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ში ან ნაკლებში): სისხლში კალიუმის დაბალი დონე, კანის რეაქციები, ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ წინასწარგანწყობილ პაციენტებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი (შუილი ყურებში), ხველა, სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), საჭმლის მონელების დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან მონელების გაძნელება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიც არის პირის სიმშრალე, დისპეფსია ან საჭმლის მონელების გაძნელება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება.

არაგავრცელებული (შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ში ან ნაკლებში): განწყობის ცვალებადობა, დეპრესია, ძილის დარღვევა, ჭინჭრის ციება, პურპურა (კანზე წითელი წერტილები), ბუშტუკები, თირკმლის პრობლემები, იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარცუნების შეუძლებლობა), მომატებული ოფლიანობა, ეოზინოფილების ჭარბი რაოდენობა (სისხლის თეთრი სხეულების ერთ-ერთი ტიპი). ლაბორატორუიული ანალიზების ცვლილება: კალიუმის მაღალი დონე, რომელიც უკუქცევადია მიღების შეწყვეტის შემდეგ, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება, ძილიანობა, გონების დაკარგვა, გულისცემის შეგრძნება, (გულისცემის აღქმა), ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე), დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაში, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), პირის ღრუს სიმშრალე, ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე), ართრალგია (ტკივილები სახსრებში), მაიალგია (ტკივილები კუნთებში), ტკივილი გულმკერდის არეში, შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშუპება, მომატებული ტემპერატურა, სისხლში შარდოვანას მომატებული დონე, სისხლში კრეატინინის მომატებული დონე, დაცემა.

იშვიათი (ვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): მდგომარეობის გაუარესება ფსორიაზის დროს, ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლა: სისხლში ქლორიდების დაბალი დონე, სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლის შრატში ბილირუბინის მაღალი დონე, დაღლილობა, სახეზე სისხლის მოვარდნები, შარდის გამოყოფის შემცირება ან შეწყვეტა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. მუქი ფერის შარდი, გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, დაბნეულობა და კრუნჩხვები. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ადჰ ასსA(ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000 პაციენტიდან 1-ში ან ნაკლებში): ცნობიერების აღრევა, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), რინიტი (გაგუდული ცხვირი ან სურდო), მძიმე გადახრები თირკმელების მუშობაში, სისხლის ანალიზის მაჩვენებლების ცვლილებები, როგორიც არის ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, შემცირებული ჰემოგლობინი, თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა, სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ღვიძლის ფუნქციებში გადახრა.

უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): ანომალური ეკგ, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: შარდმჟავას მაღალი და შაქრის დაბალი დონე სისხლში, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დარღვევა. თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენურ-სისხლძარვიოვანი დაავადების ტიპი), შესაძლოა გაუარესება. კანის გაუფერულება, დაბუჟება და ხელის ან ფეხის თითების ტკივილი (რეინოს სინდრომი), მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი, მაღალი წნევის გამო (თვალის სიხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშანი (ქორიოიდალური გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა). თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), თქვენი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.

შეიძლება განვითარდეს დარღვევები სისხლის, თირკმელების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ და ლაბორატორიული პარამეტრების (სისხლის ანალიზებში) დარღვევები. თქვენი მდგომარეობის საკონტოლოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.

ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გაგინვითარდებათ რაიმე სახის გვერდითი ეფექტები შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ან ჩანართში.

5. როგორ ინახება ნოლიპრელი ბი-ფორტე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.

არ შეიძლება ნოლიპრელი ბი-ფორტეს მიღება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის მითითებისას იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

ნესტის მოხვედრისგან დასაცავად მჭიდროდ დახურეთ კონტეინერი.

ეს პრეპარატი უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ წამლები გამდინარე წყლებში ან ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.

03

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს ნოლიპრელი ბი-ფორტე

აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილ არგინინი და ინდაპამიდი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინს (რაც შეესაბამება 6.79მგ პერინდოპრილს) და 2.5 ინდაპამიდს.

ტაბლეტის ცენტრალურ ნაწილში შემავალი სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი); აპკიანი გარსი: გლიცერინი (E442), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება ნოლიპრელი ბი-ფორტე და შეფუთვის შიგთავსი

ნოლიპრელი ბი-ფორტე – ეს არის აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მრგვალი ტაბლეტები. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინს და 2.5მგ ინდაპამიდს.

ტაბლეტები გამოდის კონტეინერებში, რომელიც შეიცავს 14, 20, 28, 30, 50 ტაბლეტს.

შესაძლოა, რომ ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ინდაპამიდი, - 2.5მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი

INDAPAMID

- 2.5მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი ჰემოფარმი, სერბეთი
დან2.70 ₾
ინდაპაფონი, 2.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპაფონი

2.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი ბორისოვო, ბელარუსი
დან3.85 ₾
ფლუდინი, 2.5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ფლუდინი

2.5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ინდაპამიდი
დან7.90 ₾
დარზოქსი, 1.5მგ ტაბლეტი №30

დარზოქსი

DARZOX

1.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან9.65 ₾
დიურეზინი SR, 1.5მგ ტაბლეტი №30

დიურეზინი SR

1.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი პოლფარმექსი, პოლონეთი
დან9.66 ₾
რაველი SR, 1,5 მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №60

რაველი SR

RAWEL SR

1,5 მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №60

ინდაპამიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.66 ₾
ტრიპლიქსამი, 5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან10.50 ₾
პრენესა, 4მგ ტაბლეტი №30

პრენესა

Prenesa

4მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან10.61 ₾
ინდაპი, 2.5მგ კაფსულა №30

ინდაპი

2.5მგ კაფსულა №30

ინდაპამიდი პრო. მედ. ფარმა, ჩეხეთის რესპუბლიკა
დან10.83 ₾
დიროტონ პლუსი, 20მგ+1.5მგ კაფსულა №28

დიროტონ პლუსი

20მგ+1.5მგ კაფსულა №28

ინდაპამიდი + ლიზინოპრილი გედეონ რიხტერ-რუს, რუსეთის ფედერაცია
დან11.71 ₾
არიფონ რეტარდი, 1.5მგ ტაბლეტი #30

არიფონ რეტარდი

ARIFON RETARD

1.5მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან12.77 ₾
არიფონი რეტ, 1.5მგ ტაბლეტი №30

არიფონი რეტ

1.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი სერვიე, ირლანდია
დან12.78 ₾
დიროტონი, 5მგ+1.5მგ კაფსულა №28

დიროტონი

5მგ+1.5მგ კაფსულა №28

ინდაპამიდი + ლიზინოპრილი
დან13.80 ₾
ნოლიპრელ არგინინი, 2.5მგ/0.625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30 ფლაკონში

ნოლიპრელ არგინინი

NOLIPREL ARGININE

2.5მგ/0.625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30 ფლაკონში

ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან15.21 ₾
ეკვაპრესი, 10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28

ეკვაპრესი

EKVAPRESS

10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან15.28 ₾
ამლესა, 4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.11 ₾
ამრადიპინი, 4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.11 ₾
პრესტოზეკ კომბი, 8მგ+10მგ ტაბლეტი №30

პრესტოზეკ კომბი

8მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან16.12 ₾
ამლესა, 4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.30 ₾
ამრადიპინი, 4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.30 ₾
კო-ამლესა, 4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.02 ₾
ამპეკორი, 4.07მგ №30

ამპეკორი

4.07მგ №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან17.03 ₾
ამპეკორი™, 5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამპეკორი™

AMPECOR™

5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან17.03 ₾
ტრიმეიკი, 4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.03 ₾
პრენესა, 8მგ ტაბლეტი №30

პრენესა

Prenesa

8მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.25 ₾
პრესტარიუმი, 5მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

პრესტარიუმი

5მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

პერინდოპრილი
დან19.73 ₾
პრესტარიუმი, 5მგ ტაბლეტი #30, 10მგ ტაბლეტი #30

პრესტარიუმი

PRESTARIUM

5მგ ტაბლეტი #30, 10მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან19.73 ₾
ამპეკორი™, 10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამპეკორი™

AMPECOR™

10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან20.18 ₾
კო-ამლესა, 4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან20.18 ₾
ტრიმეიკი, 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან20.18 ₾
ამლესა, 8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.25 ₾
ამრადიპინი, 8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან23.25 ₾
პრესტანსი, 5მგ/5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

5მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან23.39 ₾
ამლესა, 8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან24.87 ₾
ამრადიპინი, 8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან24.87 ₾
კო-ამლესა, 8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან25.24 ₾
ამპეკორი ფორტ, 8.14მგ №30

ამპეკორი ფორტ

8.14მგ №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან25.30 ₾
ამპეკორი™ ფორტე, 10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამპეკორი™ ფორტე

AMPECOR™ Fort

10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან25.30 ₾
ტრიმეიკი, 8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.30 ₾
კო-ამლესა, 8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან25.44 ₾
ამპეკორი™ ფორტე, 5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამპეკორი™ ფორტე

AMPECOR™ Fort

5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან25.45 ₾
კოამლესა, 8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

კოამლესა

8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან25.45 ₾
ტრიმეიკი, 8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30

ტრიმეიკი

8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.45 ₾
არიფამი, 1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

არიფამი

ARIFAM

1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან26.06 ₾
პრესტანსი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი სერვიე, ირლანდია
დან26.09 ₾
ტრიპლიქსამი, 5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან26.85 ₾
არიფამი, 1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

არიფამი

ARIFAM

1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან28.54 ₾
ტრიპლიქსამი, 5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან30.63 ₾
პრესტანსი, 10მგ/10მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

10მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან31.27 ₾
პრესტილოლი, (5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით

პრესტილოლი

prestilol

(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით

ბისოპროლოლი + პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან32.27 ₾
ტრიპლიქსამი, 10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან35.65 ₾
ტრიპლიქსამი, 10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან37.18 ₾
როქსამპექსი, 10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როქსამპექსი

10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი + როზუვასტატინი
დან42.28 ₾
აგულანი, 4მგ ტაბლეტი #30

აგულანი

AGULAN

4მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აგულანი, 8მგ ტაბლეტი #30

აგულანი

AGULAN

8მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აგულანი, 2მგ ტაბლეტი #30

აგულანი

AGULAN

2მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ინდაბრიუ, 2.5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N 30

ინდაბრიუ

Indabru

2.5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N 30

ინდაპამიდი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით

კო-ამლესა

Co-Amlessa

2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
პერამი, 4მგ/5მგ ტაბლეტები

პერამი

Peram

4მგ/5მგ ტაბლეტები

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Argis ilac, თურქეთი
Rx · რეცეპტით

პრენესა

Prenessa

2მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
პრესტანსი, 10მგ/5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

10მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
Rx · რეცეპტით
პრესტანსი, 5მგ/10მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

5მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
Rx · რეცეპტით
პრესტარიუმი, 5მგ ტაბლეტი #30

პრესტარიუმი

PRESTARIUM

5მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
ურეცეპტო

პრილამი

Prilam

8 მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამი

Prilam

4მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამი

prilam

2მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ტრიმეიკი TRIMEIK, 8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი TRIMEIK

TRIMEIK

8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ფლუპამიდი- სანოველი, 1.5მგ ტაბლეტი #30

ფლუპამიდი- სანოველი

FLUPAMID - sanovel

1.5მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.