8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00294 Rx · რეცეპტით

არიფონ რეტარდი

ARIFON RETARD

1.5მგ ტაბლეტი #30

დან12.77 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
არიფონ რეტარდი, 1.5მგ ტაბლეტი #30
მოქმედი ნივთიერება
ინდაპამიდი (Indapamide)
მწარმოებელი
Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დიურეზული საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
სერვიე
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    არიფონი რეტარდი 1.5მგ #30ტ

    0.43 ₾ / ც. × 30

  • PSP

    არიფონი რეტარდი - Arifon retard 1.5 მგ. 30 ტაბლეტი

    0.43 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ინდაპამიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინდაპამიდი, - 2.5მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი

INDAPAMID

- 2.5მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი ჰემოფარმი, სერბეთი
დან2.70 ₾
ინდაპაფონი, 2.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპაფონი

2.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი ბორისოვო, ბელარუსი
დან3.85 ₾
ფლუდინი, 2.5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ფლუდინი

2.5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ინდაპამიდი
დან7.90 ₾
დარზოქსი, 1.5მგ ტაბლეტი №30

დარზოქსი

DARZOX

1.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან9.65 ₾
დიურეზინი SR, 1.5მგ ტაბლეტი №30

დიურეზინი SR

1.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი პოლფარმექსი, პოლონეთი
დან9.66 ₾
რაველი SR, 1,5 მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №60

რაველი SR

RAWEL SR

1,5 მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №60

ინდაპამიდი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.66 ₾
ინდაპი, 2.5მგ კაფსულა №30

ინდაპი

2.5მგ კაფსულა №30

ინდაპამიდი პრო. მედ. ფარმა, ჩეხეთის რესპუბლიკა
დან10.83 ₾
არიფონი რეტ, 1.5მგ ტაბლეტი №30

არიფონი რეტ

1.5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი სერვიე, ირლანდია
დან12.78 ₾
ნოლიპრელ არგინინი, 2.5მგ/0.625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30 ფლაკონში

ნოლიპრელ არგინინი

NOLIPREL ARGININE

2.5მგ/0.625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30 ფლაკონში

ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან15.21 ₾
ინდაბრიუ, 2.5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N 30

ინდაბრიუ

Indabru

2.5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N 30

ინდაპამიდი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
ფლუპამიდი- სანოველი, 1.5მგ ტაბლეტი #30

ფლუპამიდი- სანოველი

FLUPAMID - sanovel

1.5მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1.პრეპარატ არიფონ რეტარდის აღწერა და ჩვენება მისი გამოყენებისთვის
არიფონ რეტარდი – ეს არის პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებიც აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავენ ინდაპამიდს.

მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) შესამცირებლად მოზრდილებში.

ინდაპამიდი – წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზულების უმეტესობა ზრდის თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზულებისგან, რადგანაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას.

ამავე დროს აფართოებს სისხლძარღვებს, იმისთვის, რომ სისხლს ჰქონდეს შესაძლებლობა იოლად გაიაროს მათში. ეს ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.

02

უკუჩვენებები

არიფონ რეტარდის მიღება არ შეილება:

ინდაპამიდზე ალერგიის დროს, ნებისმიერ სხვა სულფონამიდზე ან ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე რომელიც შედის მოცემული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6);

თირკმლის სერიოზული დაავადების დროს; ღვიძლის სერიოზული დაავადების ან მდგომარეობის დროს, სახელწოდებით ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის ქსოვილებში დეგენერაციული ცვლილებები)

კალიუმის დაბალი დონის დროს სისხლში.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:

არიფონ რეტარდის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან:

ღვიძლის მხრივ პრობლემების არსებობისას;

დიაბეტის არსებობისას;

პოდაგრის არსებობისას;

გულისცემის რითმის პრობლემის ან თირკმლის დაავადებების არსებობისას;

მხედველობის დაქვეითების ან თვალების ტკივილის არსებობისას. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძაღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომი, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს არიფონ რეტარდი 1.5მგ მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათის-კვირის შემდეგ. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაკარგვა. ანამნეზში პენიცილინზე ან სულფონამიდებზე ალერგიის არსებობისას, მსგავსი სიმპტომების განვიტარების რისკი იზრდება.

კუნთების მხრივ პრობლემების არსებობისას, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მგრძნობელობის და კუნთების სისუსტის ან სპაზმების ჩათვლით.

პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევუის აუცილებლობის დროს.

აუცილებელია გააფრთხილოთ თქვენი მკურნალი ექიმი თუ მიდრეკილი ხართ ფოტოსენსიბილიზაციური რეაქციებისკენ.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის დაბალი დონეების გამოსავლენად.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული შეიძლება გადაგხდეთ ან თუ გაქვთ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით ეჭვები ან კითხვები, კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სპორტსმენები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, იმის შესახებ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, რომელსაც შეუძლია დადებითი რეაქციის ჩვენება დოპინგის ტესტზე.

სხვა პრეპარატები და არიფონ რეტარდი:

აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს, იმის შესახებ, რომ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით, ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.

არ შეიძლება არიფონ რეტარდის ერთდროული მიღება ლითიუმთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ერთად, რადგანაც ამან შეიძლება გამოწვიოს სისხლში ლითიუმის შემცველობის რისკის გაზრდა.

აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი, თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, რადგანაც მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:

პრეპარატები რომლებიც დანიშნულია გულისცემის რითმის დარღვევისას (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუთილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალისის პრეპარატები, ბრეტილიუმი);

მენტალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ისეთის როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია, და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპსიური საშუალებები, როგორიცაა ამისულპრიდი, სულპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი),

ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში),

ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ);

ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი საინექციო)

ვინკამინი ინექციებისთვის (გამოიყენება სიმპტომური კოგნიტური დარღვევებისას ხანდაზმულ პაციენტებში, მეხსიერების დაქვეითების ჩათვლით),

ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),

პენტამიდინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის პნევმონიის სამკურნალოდ),

ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკუნალოდ, ისეთების, როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ასთემიზოლი, ტერფენადინი);

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ტკივილის შესამცირებლად (მაგალითად, იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები,

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ) (ინჰიბიტორები) (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),

საინექციო ამფოტერიცინ B, (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები),

ორალური კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, ასთმის და რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების ჩათვლით.

მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები,

ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა მრავლობითი სკლეროზი),

ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ)

კალიუმის შემნახველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი):

მეტფორმინი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ),

იოდის შემცველი საკონტრასტო პრეპარატები (გამოიყენება გამოკვლევის ჩატარებისას რენტგენის სხივებით),

კალციუმის ტაბლეტები ან სხვა კალციუმის შემცველი დანამატები,

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, რომლებიც ინიშნება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ, აუტოიმუნური, დაავადებების ან მწვავე ფორმის რევმატიზმის ან დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

ტეტრაკოზაკტიდი (გამოიყენება კრონის დაავადების სამკურნალოდ);

მეთადონი (გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ)

03

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, მანამ სანამ დაიწყებთ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებას.

მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება ორსულობის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. თუ დაგეგმილია ორსულობა ან დასტურდება, აუცილებელია უფრო სწრაფი გადასვლა ალტერნატიულ მკურნალობაზე. გთხოვთ შეატყობინოთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.

პრეპარატის აქტიური ინგრედიენტი გამოიყოფა ლაქტატში. მოცემული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:

არტერიული წნევის დაწევის გამო, მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა და დაღლილობა (იხილეთ განყოფილება 4). ამ გვერდითი ეფექტების განვითარება უფრო მეტად შესაძლებელია მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის გაზრდის შემდეგ. მათი განვითარებისას საჭიროა სატრანსპორტო საშუალების მართვისგან თავის შეკავება და სხვა აქტივობებისგან რომელებიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. თუმცა, სწორი კონტროლის შემთხვევაში ასეთი გვერდითი ეფექტების განვითარება ნალკებსავარაუდოა.

არიფონ რეტარდი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს:

თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

3.როგორ მიიღება არიფონ რეტარდი
პრეპარატის მიღება საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი შესაბამისობით. შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მათ რჩევისთვის.

რეკომენდებული დოზა: 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია დილით. პრეპარატის მიღება შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად. საჭიროა მისი მთლიანად გადაყლაპვა, წყლის დაყოლებით. არ დაყოთ ტაბლეტი ნაწილებად და არ დაღეჭოთ.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძელდება მთელი ცხოვრება.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით არიფონ რეტარდი:

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

არიფონ რეტარდის ძალიან დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დაბალი არტერიული წნევა, სპაზმები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების გამომუშავებული შარდის მოცულობის შეცვლა.

თუ თქვენ დაგავიწყდათ არიფონ რეტარდის მიღება:

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის რიგითი დოზის მიღება, მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

თუ თქვენ წყვეტთ არიფონ რეტარდის მიღებას:

იქედან გამომდინარე, რომ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

თუ თქვენ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

04

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც სხვა ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

შეწყვითეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს სერიოზული:

ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, კანის საფარველების ან სახის შეშუპებით, ტუჩების და ენის შეშუპებით, ხორხის და სასუნთქი გზების ლორწოვნების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).

კანის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, მთელი სხეულის ზედაპირის კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).

სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია. (სიხშირე უცნობია).

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინტენსიური ტკივილები, მუცლისდ აზურგის არეში, შეუძლოდ ყოფნის ტანხლებით. (ძალიან იშვიათი). (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).

თავის ტვინის დაავადება, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით *ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). (სიხშირე უცნობია).

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). (სიხშირე უცნობია).

კუნთური სისუსტე, სპაზმები, მტკივნეული მგრძნობელობა ან ტკივილები, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის დროს ან ტემპერატურის მომატებისას – ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთური ქსოვილის უჯრედების რღვევის ანომალური პროცესით. (სიხშირე უცნობია).

განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

ხშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10-დან 1 პაციენტს):

კანის ამობურცული წითელი გამონაყარი;

ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური ხასიათის, პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ წინასწარგანწყობით

კალიუმის დაბალი შემცველობა სისხლში.

არაგავრცელებული (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 100-დან 1 პაციენტს):

ღებინება;

კანზე წითელი, წერტილოვანი ლაქები (პურპურა)

სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება;

იმპოტენცია (ერექციის მიღწევის და შენარჩუნების შეუძლებლობა).

იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 1000-დან 1 პაციენტს):

დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), თავბრუსხვევა;

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (როგორიც არის გულისრევა, ყაბზობა), პირის სიმშრალე.

ქლორიდის დაბალი შემცველობა სისხლში.

მაგნიუმის დაბალი შემცველობა სისხლში.

ძალიან იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10000-დან 1 პაციენტს):

სისხლის უჯრედების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს ადვილად განვითარებად სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენებს), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სხეულის ტემპერატურის აუხსნელ მომატებას, ყელის ტკივილს და გრიპის მსგავს სხვა სიმპტომებს – მათი გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება);

სისხლში კალციუმის მაღალი დონე;

გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა;

თირკმელების დაავადება;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

სიხშირე უცნობია (თუ სიხშირის დადგენა შეუძლებელია მოცემული მონაცემებით):

გულის წასვლა;

თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), შესაძლებელია გაუარესება;

არის ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების შესახებ (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური უტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ;

ახლომხედველობა (მიოპია);

არამკაფიო მხედველობა;

მხედველობის დარღვევა;

მხედველობის სიმახვილის შემცირება, ან თვალების ტკივილი მარალი წნევის გამო (თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის აკუმულაციის შესაძლო ნიშნები (ქორიოიდული გამომაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).

შესაძლებელია ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), ამიტომ თქვენი მდგომარეობის შესამოწმებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ჩატარება. შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული მონაცემების შემდეგი ცვლილებები:

შარდმჟავას შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების),

დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა,

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება,

ანომალიები ეკგ-ზე.

შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი ეფქტი, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ვრცელდება ნებისმიერ გვერდით ეფექტზე, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩნართში.

არასასურველი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

5.როგორ ინახება არიფონ რეტარდი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის მითითებისას, იგულისხმება მითითებული თვის უკანასკნელი რიცხვი.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

არ ჩააგდოთ წამლები კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გათავისუფლდეთ იმ წამლებისგან რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.

6.შეფუთვის შემცველობა და სხვა მონაცემები
რას შეიცავს არიფონ რეტარდი:

აქტიური კომპონენტია ინდაპამიდი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1,5 მგ ინდაპამიდს.

სხვა კომპონენტები:

ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლიდური უწყლო დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი;

აპკიანი გარსი: გლიცერინი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი.

როგორ გამოიყურება არიფონ რეტარდი და შეფუთვის შიგთავსი:

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოდის აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, თეთრი, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების სახით. კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი კონტურულ-უჯრედულ (პვქ/ალუმინი) შეფუთვაში:

2 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა, თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული, პროლონგირებული მოქმედების 15 ტაბლეტი, ასევე ფურცელი-ჩანართი, პაციენტის ინფორმაციით, მუყაოს კოლოფში.

05

აფთიაქიდან გაცემის პირობები

სამედიცინო პრეპარატი, გაიცემა ექიმის დანიშნულებით მიღებისთვის.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ტრიპლიქსამი, 5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან10.50 ₾
დიროტონ პლუსი, 20მგ+1.5მგ კაფსულა №28

დიროტონ პლუსი

20მგ+1.5მგ კაფსულა №28

ინდაპამიდი + ლიზინოპრილი გედეონ რიხტერ-რუს, რუსეთის ფედერაცია
დან11.71 ₾
დიროტონი, 5მგ+1.5მგ კაფსულა №28

დიროტონი

5მგ+1.5მგ კაფსულა №28

ინდაპამიდი + ლიზინოპრილი
დან13.80 ₾
ნოლიპრელი არგინინით, 2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ნოლიპრელი არგინინით

2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან15.21 ₾
ეკვაპრესი, 10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28

ეკვაპრესი

EKVAPRESS

10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან15.28 ₾
კო-პრენესა, 2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co - Prenessa

2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.65 ₾
ამრა ®, 2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30

ამრა ®

AMRA ®

2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.67 ₾
კო-ამლესა, 4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.02 ₾
ამპეკორი, 4.07მგ №30

ამპეკორი

4.07მგ №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან17.03 ₾
ამპეკორი™, 5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამპეკორი™

AMPECOR™

5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან17.03 ₾
ტრიმეიკი, 4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.03 ₾
ამპეკორი™, 10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამპეკორი™

AMPECOR™

10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან20.18 ₾
კო-ამლესა, 4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან20.18 ₾
ტრიმეიკი, 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან20.18 ₾
პერინდიდი, 4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30

პერინდიდი

4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან21.57 ₾
კო-პრენესა, 4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co-Prenessa

4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან21.58 ₾
ამრა ფორტე ®, 4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30

ამრა ფორტე ®

AMRA FORTE ®

4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან21.60 ₾
კო-ამლესა, 8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან25.24 ₾
ამპეკორი ფორტ, 8.14მგ №30

ამპეკორი ფორტ

8.14მგ №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან25.30 ₾
ამპეკორი™ ფორტე, 10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამპეკორი™ ფორტე

AMPECOR™ Fort

10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან25.30 ₾
ტრიმეიკი, 8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.30 ₾
კო-ამლესა, 8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან25.44 ₾
ამპეკორი™ ფორტე, 5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამპეკორი™ ფორტე

AMPECOR™ Fort

5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან25.45 ₾
კოამლესა, 8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

კოამლესა

8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან25.45 ₾
ტრიმეიკი, 8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30

ტრიმეიკი

8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.45 ₾
არიფამი, 1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

არიფამი

ARIFAM

1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან26.06 ₾
ნოლიპრელ ფორტე არგინინი, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30

ნოლიპრელ ფორტე არგინინი

NOLIPREL ARGININE FORTE

5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან26.52 ₾
ნოლიპრელი, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

ნოლიპრელი

5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან26.52 ₾
ნოლიპრელი ფორტე არგინინით, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ნოლიპრელი ფორტე არგინინით

5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან26.52 ₾
კო-პრენესა, 8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co - Prenessa

8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან27.56 ₾
ამრა ბი ფორტე, (8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამრა ბი ფორტე

Amra Bi Forte

(8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან27.57 ₾
არიფამი, 1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

არიფამი

ARIFAM

1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან28.54 ₾
ტრიპლიქსამი, 5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან30.63 ₾
ნოლიპრელი ბი ფორტე, 10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30

ნოლიპრელი ბი ფორტე

NOLIPREL BI FORTE

10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან36.36 ₾
ტრიპლიქსამი, 10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან37.18 ₾

კო-ამლესა

Co-Amlessa

2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამიდი

Prilamid

2მგ+0.625მგ ტაბლეტი

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამიდი

Prilamid

4მგ+1.25მგ ტაბლეტი

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ტრიმეიკი TRIMEIK, 8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი TRIMEIK

TRIMEIK

8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.