მონოგრაფია Nº 05098 Rx · რეცეპტით
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
დან17.03 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (Amlodipine) ინდაპამიდი (Indapamide) პერინდოპრილი (Perindopril)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
4მგ+1.25მგ+5მგ · №30
-
PSP
ტრიმეიკი - Trimeik 4/1.25/5მგ 30 ტაბლეტი
0.57 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗17.03 ₾
4მგ+5მგ+1.25მგ · №30
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ტრიმეიკი ტაბლეტი 4მგ+5მგ+1.25მგ #30
0.57 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗17.03 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
ტრიმეიკი ტაბლეტი 4მგ+5მგ+1.25მგ #30
0.57 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗17.03 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
ტრიპლიქსამი
5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი
4.07მგ №30
ამპეკორი™
AMPECOR™
5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
ამპეკორი™
AMPECOR™
10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი ფორტ
8.14მგ №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ტრიმეიკი
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
კოამლესა
8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ტრიმეიკი
8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კო-ამლესა
Co-Amlessa
2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი TRIMEIK
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
ინსტრუქცია
ჩვენებები
ტრიმეიკი წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების - პერინდოპრილის, ინდაპამიდისა და ამლოდიპინის კომბინაციას. ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილი/ინდაპამიდის ფიქსირებული დოზების კომბინაციას და ცალკე ამლოდიპინის ტაბლეტებს, შეუძლიათ მიიღონ 1 ტაბლეტი ტრიმეიკი, რომელიც სამივე ინგრედიენტს შეიცავს.
თითოეული აქტიური ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას და ერთად ახდენენ პაციენტის ორგანიზმში წნევის კონტროლს:
- პერინდოპრილი განეკუთვნება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს. იგი აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს სისხლის გადატუმბვას გულიდან სისხლძარღვებში.
- ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს (სულფონამიდების წარმოებული ინდოლის ბირთვით). დიურეტიკები ზრდიან გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა, ინდაპამიდი სხვა დიურეტიკებისაგან განსხვავებით, შარდის რაოდენობას უმნიშვნელოდ ზრდის.
- ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების ბლოკატორს (დიჰიდროპირიდინების ჯგუფიდან). იგი იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებას და აადვილებს სისხლის გადაადგილებას სისხლძარღვთა სანათურში.
განსაკუთრებული მითითებები
არ მიიღოთ ტრიმეიკი, თუ
- გაქვთ ალერგიული რეაქცია პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების, ინდაპამიდის ან სხვა სულფონამიდების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6);
- აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე გაქვთ მსტვინავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან მწვავე გამონაყარი, ან თუ ჩამოთვლილი სიმპტომები (კვინკეს შეშუპების სახელწოდებით ცნობილი მდგომარეობა) თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს სხვა შემთხვევებშიც გქონიათ;
- გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება);
- არსებობს ეჭვი არანამკურნალები გულის დეკომპენსირებული უკმარისობაზე (მძიმე შეშუპება, სუნთქვის გაძნელება);
- იღებთ არითმიის სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიშ დარღვევას (“პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
- გაქვთ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როცა გულს არ შუეძლია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდება);
- აღგენიშნებათ გულის შეტევის შემდგომი უკმარისობა;
- გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
- გაქვთ კალიუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში;
- გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება;
- იმყოფებით დიალიზზე;
- გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები (ტრიმეიკის 8 მგ/2,5 მგ/5 მგ და 8 მგ/2,5 მგ/10 მგ მიღების ფონზე);
- ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული (არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის უფრო ადრეულ ეტაპზეც - იხ. “ორსულობა”);
- ხართ მეძუძური დედა;
- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დაავადებები და იღებთ ალისკირენს.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
ტრიმეიკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან, თუ
- გაქვთ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმლის მკვებავი არტერიის შევიწროება);
- გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადებები;
- მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);
- გაქვთ პრობლემები ღვიძლზე;
- გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;
- გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ათეროსკლეროზული ფოლაქებით);
- გესაჭიროებათ პარათიროიდული ჯირკვლების გამოკვლევა;
- გაქვთ პოდაგრა;
- გაქვთ დიაბეტი;
- იმყოფებით უმარილო დიეტაზე ან იღებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავენ კალიუმს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სისხლში კალიუმის ბალანსის დარღვევა);
- იღებთ ლითიუმს ან კალიუმ-შემნახველ დიურეტიკებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან არ უნდა მოხდეს მათი ტრიმეიკთან ერთად მიღება (იხ. „სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება“);
- იღებთ ალისკირენს (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება);
- ხართ ხანდაზმული ასაკის და საჭიროებთ დოზის მომატებას;
- აღგენიშნებოდათ ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები;
- ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, კვინკეს შეშუპების (სახის, ტუჩების, პირის, ენის, ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება) გამოვლენის ალბათობა უფრო მაღალია და პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს წნევის დასაქვეითებლად;
- ხართ ჰემოდიალიზზე და გიტარდებათ დიალიზი მაღალჰიდრავლიკური განვლადობის მემბრანებით;
- გაქვთ პრობლემები თირკმელებზე;
- სისხლში აღგენიშნებათ მაღალი მჟავიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სიხშირის მატება;
- გაქვთ ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
- თუ გაქვთ სახის, ტუჩების, პირის, ენის, ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება (კვინკეს შეშუპება), რაც მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს, სასწრაფოდ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმისა და კალიუმის დონის დაქვეითებისა და კალციუმის დონის მატების გამოსაკვლევად.
აცნობეთ ექიმს სავარაუდო ორსულობის (ან შესაძლო დაორსულების) შესახებ. არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და 3 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ნაყოფს (იხ. „ორსულობა და ლაქტაცია“).
ტრიმეიკით მკურნალობის დროს აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, თუ
- ჩაგიტარდათ ანესთეზია ან ქირურგიული ოპერაცია;
- უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან გაუწყლოება;
- გიტარდებათ დიალიზი ან დსლპ-აფერეზი (სისხლიდან ქოლესტერინის მექანიკური გამოყოფა);
- უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაცია ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე ალერგი¬ული რეაქციის შესამცირებლად;
- გიტარდებათ გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებით (ნივთიე¬რება, რომლის საშუალებითაც რენტგენის აპარატით ხდება თირკმელებისა და კუჭის გამოკვლევა).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში ტრიმეიკის გამოყენება დაუშვებელია.
სხვა პრეპარატები და ტრიმეიკი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს იღებდით, იღებთ ან თუ აპირებთ სხვა პრეპარატის მიღებას პარალელურად.
არ მიიღოთ ალსკირენი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება) დიაბეტის ან თირკმლის პათოლოგიების დროს.
არ მიიღოთ ტრიმეიკი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:
- ლითიუმი (გამოიყენება ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მანია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და რეკურენტული დეპრესია);
- კალიუმ-შემნახველი პრეპარატები (ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები;
- დანტროლენი (ინფუზია), რომელიც ასევე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ ანესთეზიის დროს (ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და კუნთების რიგიდობა);
- ესტრამუსტინი (კიბოს სამკურნალო საშუალება);
- სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურ¬ნალოდ: აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.
სხვა პრეპარატების მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ტრიმეიკით მკურნალობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპა¬რა-ტებს, რადგან შესაძლოა განსაკუთრებული ყურადღება დაგჭირდეთ:
- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებები, ალისკირენის, დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებები) ჩათვლით;
- კალიუმ-შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 - 50 მგ დოზით დღეში;
- საანესთეზიო საშუალებები;
- იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება;
- ბეპრიდილი (სტენოკარდიის სამკურნალო საშუალება);
- მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ);
- მეტადონი (ნარკო-დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება);
- დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, ციზაპრიდი, დიფემამილი, პროკაინ-ამიდი, კვინიდინი, ჰიდროკვინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი (არითმიის სამკურნალო საშუალებები);
- ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე საშუალებები);
- დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის პრობლემების სამკურნალო საშუალებები);
- ინფექციების სამკურნალო ზოგი ანტიბიოტიკი, როგორიცაა რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი;
- იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, საინექციო ამფოტერიცინი B (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებები);
- ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება);
- მიზოლასტინი, ტერფენადინი ან ასთემიზოლი (ანტიჰისტამინური საშუალებები თივის ცხელებისა და ალერგიის სამკურნალო საშუალებები);
- კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მძიმე ასთმის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ: იბუპროფენი) ან სალიცილატების მაღალი დოზები (მაგ: აცეტილსალიცილის მჟავა);
- იმუნოდეპრესანტები, აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში, მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად (მაგ: ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
- ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალო საშუალება);
- ოქროს მარილები, განსაკუთრებით ინტრავენური (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალო საშუალებები);
- ჰალოფანტრინი (მალარიის გარკვეული სახის სამკურნალო საშუალება);
- ბაკლოფენი, კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი;
- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი ან მეთფორმინი);
- კალციუმი, კალციუმის შემცველი საკვები დანამატების ჩათვლით;
- ნაწლავის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები (მაგ: სინამაქი);
- სიმსივნის სამკურნალო საშუალებები;
- ვინკამინი (ასაკოვან პაციენტებში სიმპტომური კოგნიტური დარღვევების, მათ შორის მეხსიერების დაქვეითების სამკურნალო საშუალება);
- ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, იმიპრამინის ჯგუფის ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები);
- პენტამიდინი (პნევმონიის სამკურნალო საშუალება);
- როტინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები, აივ ინფექციის სამკურნალო საშუალებები);
- Hყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანა);
- ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალო საშუალება);
- ჰეპარინი (სისხლის გასათხევადებელი საშუალება);
- დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალო საშუალებები (მაგ: ეფედრინი, ნორადრენალინი, ადრენალინი);
- ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან ვაზოდილატატორები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას.
ტრიმეიკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტრიმეიკით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენის ან თვით გრეიფრუტის მიღება, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პრეპარატის შემადგენელი აქტიური ნივთიერების, ამლოდიპინის კონცენტრაციის ზრდა და, შედეგად, ტრიმეიკის ჰიპოტენზიური ეფექტის არაპროგნოზირებული მატება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსული ან მეძუძური დედა ხართ, ფიქრობთ რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლოა დაორსულდეთ).
ექიმი გირჩევთ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და სხვა პრეპარატის მიღებას დაორსულებისთანავე ან როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ. არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და 3 თვეზე მეტი ვადის დროს, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ნაყოფს ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ.
ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ მეძუძური დედა ხართ, ან აპირებთ ჩვილის ძუძუთი კვებას. ტრიმეიკის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. თუ გადაწყვეტთ ახალშობილის ძუძუთი კვებას, ექიმი შეგირჩევთ სხვა მკურნალობას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი დღენაკლულია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
ტრიმეიკმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პრეპარატის ფონზე აღგენიშნებათ თავბრუსხევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, ნუ დაჯდებით საჭესთან, ნუ მართავთ მექანიზმებს და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
გულდასმით მისდიეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევას. დააზუსტეთ მათთან თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია.
ტაბლეტი მიიღება წყალთან ერთად, უმჯობესია დილით, საკვების მიღებამდე. ექიმი შეგირჩევთ დოზას. ჩვეულებრივ, ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის სერიოზული დაქვეითება, რაც გამოვლინდება თავბრუსხვევით, ძილიანობით, ცნობიერების დაბინდვით, ოლიგურიით (შარდის რაოდენობის შემცირება), ანურიით (შარდის გამოყოფის შეწყვეტა). თავბრუსხვე¬¬ვის ფონზე შესაძლოა გულის წასვლა, სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების ფონზე შეიძლება განვითარდეს შოკი. კანი ხდება ცივი და წებოვანი, შესაძლოა გონების დაბინდვა. ტრიმეიკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ტრიმეიკის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მნიშვნელოვანია პრეპარატის ყოველდღიური, რეგულარული მიღება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტრიმეიკის მიღების შეწყვეტა
ვინაიდან ჰიპერტენზიის მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ტრიმეიკსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ადგილი ჰქონდა ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს:
- მოულოდნელი მსტვინავი სუნთქვა, ტკივილი მკერდის მიდამოში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);
- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);
- პირის, ენისა და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);
- მძიმე რეაქციები კანზე, ინტენსიური გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელ სხეულზე კანის ჰიპერემიის, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლისა და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ახვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში);
- ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში);
- გულის შეტევა (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში) და ანომალური გულისცემა (უცნობია);
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ან ზურგის მიდამოს ძლიერი ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში).
სიხშირის კლების მიხედვით გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
- ხშირი (1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება), უეცარი სიწითლე, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა (გაორების ჩათვლით), ყურებში შუილი (ხმაური ყურებში), დაბალი არტერიული წნევით განპირობებული თავბრუსხვევა, ხველა, ქოშინი, კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების დარღვევა, დისპეპსია ან მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი), კრუნჩხვა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, წვივების შეშუპება (ედემა).
- ნაკლებად ხშირი (1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში):
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანკალი, ჭინჭრის ციება, ტკივილის შეგრძნების დათრგუნვა, რინიტი (სურდო), დეფეკაციის რიტმის ცვლილება, თმის ცვენა, პურპურა (წითელი წერტილოვანი გამონაყარი კანზე), კანის გაუფერულება, ქავილი, ოფლიანობა, ტკივილი მკერდის მიდამოში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, თირკმლის პრობლემები, შარდვის დარღვევა, ღამე მოშარდვის სურვილის გახშირება, შარდვის გახშირება, ერექციის მიღწევის უუნარობა, ცხელება, დისკომფორტი მკერდის მიდამოში ან სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში, სხეულის წონის მატება ან კლება, სისხლში ზოგი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, სისხლში კალიუმის დონის მატება, ჰიპოგლიკემია (შაქრის რაოდენობის შემცირება სისხლში), სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ფოტოსენსიბილიზაციის რექციები (კანის ცვლილება) მზეზე ან ხელოვნური ულტრაიისფერი განათების ქვეშ, ბუშტუკები კანზე, ხელების, წვივების ან ტერფების შეშუპება, კრეატინინისა და შარდოვანას დონის მატება სისხლში, დაცემა, პირის სიმშრალე.
- იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში):
ცნობიერების დაბინდვა, ლაბორატორიული მახასიათებლების შეცვლა: ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, შრატში ბილირუბინის მაღალი დონე.
- ძალიან იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში):
ლეიკოციტების, თრომბოციტების (რაც იწვევს სისხლჩაქცევების, ცხვირიდან სისხლდენის განვითარებას) რაოდენობის შემცირება, ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება), გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (გულის რიტმის ცვლილება, სტენოკარდია (ტკივილი გულის, ყბის და ზურგის მიდამოში დატვირთვის დროს, რაც დაკავშირებულია გულთან სისხლის მიდინების გართულებით), ინსულტი, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), ღრძილების შეშუპება, მძიმე კანისმიერი რეაქცია, მძიმე გამონაყრის, მთელ სხეულზე კანის ჰიპერემიის, ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლის და შეშუპების ჩათვლით, პოლიმორფული ერითემა (გამონაყარი კანზე, რომელიც ხშირად იწყება წითელი ლაქებით სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, ქავილის შეგრძნებით), სისხლდენა ღრძილებიდან, ტკივილი და გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), თირკმლის სერიოზული პრობლემები, კანის სიყვითლე, მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვების დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, კუნთოვანი ტონუსის მატება, ჰიპერგლიკემია, კალციუმის დონის მატება სისხლში, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტვინში, შესაძლოა ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო.
- უცნობი (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე, შეუძლებელია)
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაზიანებით განპირობებული თავის ტვინის დაავადება). თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზის ტიპი), შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება.
შეიძლება მოხდეს ლაბორატორიული მაჩვენებლების (სისხლის ანალიზი) შეცვლა. მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.
მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში აღწერილი ან აღუწერელი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ტრიმეიკის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილის ერბუმინი, ინდაპამიდი, ამლოდიპინი.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1,25 მგ ინდაპამიდს და 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1,25 მგ ინდაპამიდს და 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2,5 მგ ინდაპამიდს და 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2,5 მგ ინდაპამიდს და 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ინდაპამიდი
INDAPAMID
- 2.5მგ ტაბლეტი #30
ინდაპაფონი
2.5მგ ტაბლეტი №30
ამტასი -ავერსი
AMTAS -AVERSI
5მგ ტაბლეტი #20
ნორლოპინი
10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ამტასი -ავერსი
AMTAS - AVERSI
10მგ ტაბლეტი #20
ტენოქსი
Tenox
5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
5 მგ ტაბლეტი #10
ადიპინი
5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ადიპინი ®
ADIPIN ®
5მგ ტაბლეტი №30,10მგ 3ტაბლეტი №30
ამლოდიპინი
10მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ამლოდიპინი ბიოგარანი
5მგ კაფსულა №30
ამლოდიპინი ნორმონი
10მგ ტაბლეტი №30
ამლოკორი
10მგ №30
მოდიპინი
MODIPIN
5მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
5მგ ტაბლეტი #30
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
10მგ ტაბლეტი #30
ფლუდინი
2.5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
10 მგ ტაბლეტი #10
მოდიპინი
MODIPIN
10მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
10მგ ტაბლეტი #30
ტენოქსი
Tenox
10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
ამლოციმი
Amlocim
10 მგ ტაბლეტი №30; №100
დარზოქსი
DARZOX
1.5მგ ტაბლეტი №30
დიურეზინი SR
1.5მგ ტაბლეტი №30
რაველი SR
RAWEL SR
1,5 მგ პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №60
ამლო-დენკი 5
Amlo-Denk
5მგ ტაბლეტი #50
პრენესა
Prenesa
4მგ ტაბლეტი №30
ინდაპი
2.5მგ კაფსულა №30
ნორვასკი®
NORVASC
10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30
დიროტონ პლუსი
20მგ+1.5მგ კაფსულა №28
არიფონ რეტარდი
ARIFON RETARD
1.5მგ ტაბლეტი #30
არიფონი რეტ
1.5მგ ტაბლეტი №30
ამლო-დენკი 10
Amlo-Denk 10
10მგ ტაბლეტი #50
ექსფორჯი
Exforge
10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ექსფორჯი
Exforge
5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
დიროტონი
5მგ+1.5მგ კაფსულა №28
ნოლიპრელ არგინინი
NOLIPREL ARGININE
2.5მგ/0.625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30 ფლაკონში
ნოლიპრელი არგინინით
2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ეკვაპრესი
EKVAPRESS
10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამლოპრილი
5მგ+10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ეკვატორი
EKVATOR
5მგ+10მგ ტაბლეტი #10; #20; #30
კვადრიპინი
QUADRIPIN
5მგ/5მგ ტაბლეტი #30
ამლესა
Amlessa
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტოზეკ კომბი
8მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
კო-პრენესა
Co - Prenessa
2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
ამრა ®
AMRA ®
2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30
პრენესა
Prenesa
8მგ ტაბლეტი №30
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
პრესტარიუმი
PRESTARIUM
5მგ ტაბლეტი #30, 10მგ ტაბლეტი #30
პრესტარიუმი
5მგ ტაბლეტი შემოგარსული №30
ამვა დენკი
5მგ+80მგ ტაბლეტი №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
პერინდიდი
4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30
ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი
Amlodipine/Valsartan-Normon
5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28
კო-პრენესა
Co-Prenessa
4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30
ამრა ფორტე ®
AMRA FORTE ®
4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30
ჰარტილი ამლო
5მგ+10მგ კაფსულა №30
რამიზეკ კომბი
10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
8მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
ეკვატორი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+10მგ მყარი კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
პრესტანსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
ნოლიპრელ ფორტე არგინინი
NOLIPREL ARGININE FORTE
5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30
ნოლიპრელი
5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30
ნოლიპრელი ფორტე არგინინით
5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ალოტენდინი
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
კო-პრენესა
Co - Prenessa
8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამრა ბი ფორტე
Amra Bi Forte
(8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/10მგ ტაბლეტი №30
პოლიტორვა
10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30
პრესტილოლი
prestilol
(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+10მგ მყარი კაფსულა
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
150მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
ნოლიპრელი ბი ფორტე
NOLIPREL BI FORTE
10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ეკვამერი
EKVAMER
20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30
როქსამპექსი
10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
300მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აგულანი
AGULAN
2მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
4მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
8მგ ტაბლეტი #30
ადიპინი
Adipin
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ამლიზექტი
Amilzekt
5მგ + 10მგ ტაბლეტი №30
ამლოდიგამა
Amlodigamma
10მგ ტაბლეტი #30
ამლოდიგამა
Amlodigamma
5მგ ტაბლეტი #30
ამლოვალტანი
AMLOVALTAN
5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
5მგ ტაბლეტი #30
ამლონორი
AMLONOR
5მგ ტაბლეტი №30
ამლონორი
AMLONOR
10მგ ტაბლეტი №30
ამლოციმი
Amlocim
5 მგ ტაბლეტი №30; №100
ეკვამერი
EKVAMER
10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30
ეკვატორი
EKVATOR
10+20მგ ტაბლეტი №30
ინდაბრიუ
Indabru
2.5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N 30
კადუეტი
CADUET
5მგ/10მგ ტაბლეტი #30
კადუეტი
CADUET
10მგ/10მგ ტაბლეტი #30
პერამი
Peram
4მგ/5მგ ტაბლეტები
პმს-ამლოდიპინი
pms-AMLODIPINE
5მგ ტაბლეტი #100 10მგ ტაბლეტი #100
პრენესა
Prenessa
2მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
პრესტარიუმი
PRESTARIUM
5მგ ტაბლეტი #30
პრილამი
prilam
2მგ ტაბლეტი №30
პრილამი
Prilam
4მგ ტაბლეტი №30
პრილამი
Prilam
8 მგ ტაბლეტი №30
პრილამიდი
Prilamid
2მგ+0.625მგ ტაბლეტი
პრილამიდი
Prilamid
4მგ+1.25მგ ტაბლეტი
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+5მგ ტაბლეტი №30
სობიკომბი
sobycombi
10მგ+5მგ ტაბლეტი №60
სობიკომბი
Sobycombi
10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ფლუპამიდი- სანოველი
FLUPAMID - sanovel
1.5მგ ტაბლეტი #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.