8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04729 Rx · რეცეპტით

პრესტილოლი

prestilol

(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით

დან32.27 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
პრესტილოლი, (5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით
მწარმოებელი
Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
იმპორტიორი საქართველოში
სერვიე
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    პრესტილოლი - Prestilol 5მგ/10მგ 30 ტაბლეტი

    1.08 ₾ / ც. × 30

    32.27 ₾

    37.97 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC

    პრესტილოლი ტაბლეტი 5მგ+10მგ #30

    1.10 ₾ / ც. × 30

    32.85 ₾

    38.65 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო

    პრესტილოლი ტაბლეტი 5მგ+10მგ #30

    1.10 ₾ / ც. × 30

    32.85 ₾

    38.65 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1.რა არის პრესტილოლი და რა შემთხვევებში გამოიყენება
პრესტილოლის ყოველ ტაბლეტი შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას -ბისოპროლოლის ფუმარატს და პერინდოპრილ არგინინს:

ბისოპროლოლის ფუმარატი მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ბეტა ბლოკერები. ბეტა ბლოკერები ამცირებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს და გულის მიერ სისხლის გადატუმბვას სოსხლძარღვებში ხდიან უფრიო ეფექტურს.

პერინდოპრილ არგინინი წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს. ის სისხლძარღვებზე ახდენს გამაფართოებელ მოქმედებას, რის შედეგადაც გულს უადვილდება მათში სისხლის გადატუმბვა.

პრესტილოლი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზია) სამკურნალოდ ან/და გულის სტაბილური ქრონუიკული უკმარისობის (გულის დაავადება რომლის დროსაც გული აღარ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით და რის შედეგადაც ვითარდება ქოშინი და შეშუპება) ან/და გულის მხრივ გართულებების რისკის შესამცირებლად (როგორიც არის მიოკარდიუმის ინფარქტი), პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით (დაავადება რომლის დროსაც გულის სისხლით მომარაგება დაქვეითებული ან ბლოკირებულია), იმ პირებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან/და ჩატარებული აქვთ ოპერაცია გულის სისხლმომარაგების გაუმჯობესებისთვის, მისი მომმარაგებელი სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე.

ბისოპროლოლის ფუმარატის და პერინდოპრილ არგინინის ცალ-ცალკე მიღების ნაცვლად დაგჭირდებათ პრესტილოლის მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღება, რომელიც შეიცავს ორივე მოქმედ ნივთიერებას, იგივე დოზებით.

2. რა უნდა იცოდეთ პრესტილოლის მიღების დაწყებამდე
შემთხვევები, როდესაც არ შეიძლება პრესტილოლის მიღება:

თქვენ გაქვთ ალერგია ბისოპროლოლზე ან ნებისმიერ სხვა ბეტა ბლოკერზე, პერინდოპრილზე ან ნებისმიერ აგფ ინჰიბიტორზე ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6);

თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა, რომელიც უეცრად დამძიმდა ან/და შეიძლება საჭიროებდეს სტაციონარში მკურნალობას;

თქვენ გაგინვითარდათ კარდიოგენური შოკი (გულის მუშაობის სერიოზული დარღვევა, გამოწვეული ძალიან დაბალი არტერიული წნევით);

თქვენ გაქვთ გულის დაავადება, რომელიც ხასიათდება ძალიან ნელი ან არარეგულარული გულისცემით (მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი);

თქვენ შენელებული გაქვთ გულისცემა;

თქვენ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა;

თქვენ გაქვთ მძიმე ასთმა ან მძიმე ხარისხის ფილტვის ქრონიკული დაავადება;

თქვენ გაქვთ კიდურების სისხლის მიმოქცევის მძიმე ხარისხის დარღვევა (როგორიც არის რეინოს სინდრომი), რომელიც შეიძლება იწვევდეს ჩხვლეტის შეგრძნებას, ხელების ან ფეხების თითების გაფერმკრთალებას ან გალურჯებას;

თქვენ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის იშვიათი სიმსივნე), რომლის მკურნალობასაც არ იტარებთ;

გაქვთ მეტაბოლური აციდოზი (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით მჟავებს);

ადრე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ან სხვა ვითარებაში თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნებოდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან კანის მასშტაბური გამონაყარი (დაავადება, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება);

თქვენ ორსულად ხართ და ორსულობის ვადა აჭარბებს 3 თვეს (ორსულობის ადრეულ სტადიაზე პერსისტოლის მიღებას აგრეთვე უნდა მოერიდონ - იხ. განყოფილება )

თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და იღებთ არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

თუ თქვენ გადიხართ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს. გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე პრესტილოლი შეიძლება თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს,

თქვენ გაწუხებთ თირკმლის დაავადება, რომლის დროსაც შემცირებულია სისხლის მოდინება თირკმელებთან (თირკმლის არტერიის სტენოზი).

თუ თქვენ ღებულობდით ან ახლა ღებულობთ საკუბიტრილს და ვალსარტანს – გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები რადგან იზრდება კვინკეს შეშუპების რისკი (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება, მაგ. ყელში არეში) (იხ. განყოფილებები და ).

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით შემდეგ შემთხვევებში

პრესტილოლის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი

თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება (თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩათვლით) ან თუ იტარებთ ჰემოდიალიზს;

თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება;

თქვენ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება) და მიტრალური სტენოზი, ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმლის სისხლით მომმარაგებელი არტერიის შევიწროება)

თქვენ სისხლში ანომალურად მომატებულია ჰორმონი ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსტენორიზმი),

თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის ნებისმიერი სხვა დაავადება, მაგალითად, გულის რითმის უმნიშვნელო დარღვევები ან მოსვენების მდგომარეობაში გულმკერდში გამოხატული ტკივილი (პრინცმეტალის სტენოკარდია);

თქვენ გაქვთ კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება) მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;

თქვენ იცავთ დიეტას, მარილის შეზღუდული რაოდენობით ან იღებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავენ კალიუმს (სისხლში კალიუმის ძალიან მაღალმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილებები);

უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან ორგანიზმის გაუწყლოება (ამ დარღვევების ფონზე პრესტილოლმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა);

თქვენ გადიხართ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოძევება);

ამჟამად იტარებთ ანტიალერგიულ მკურნალობას ან უნდა გაიაროთ თერაპია, რომელმაც უნდა დააქვეითოს თქვენი მგრძნობელობა კრაზანის და ბზიკის ნაკბენებზე;

იცავთ მკაცრ მარხვას ან დიეტას;

უნდა გაიკეთოთ ანესთეზია ან/და სერიოზული ქირურგიული ოპერაცია;

თქვენ გაქვთ კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები;

თქვენ გაქვთ ასთმა ან ფილტვის ქრონიკული დაავადება;

თქვენ გაქვთ ფსორიაზი (ამჟამად ან წარსულში);

თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, სახელად ფეოქრომოციტომა;

თქვენ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (პრესტილოლმა შეიძლება შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობის ნიშნები);

თქვენ გაქვთ ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახლავს სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით); ეს რეაქციები შეიძლება დადგეს თერაპიის დროს ნებისმიერ მომენტში. თუ გაგიჩნდათ აღნიშნული სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრესტილოლის მიღება და მიმართოთ ექიმს;

ხართ აფრიკული წარმოშობის, რადგან თქვენ შესაძლოა ატარებდეთ ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალ რისკს, აგრეთე ეს პრეპარატი შეიძლება ნაკლებეფექტური იყოს არტერიული წნევის შემცირებისთვის, არააფრიკული წარმოშობის პაციენტებთან შედარებით;

თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებისთვის:

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები (არბ) (პრეპარატების ჯგუფი, რომელთა სახელწოდებაა სარტანები, მაგალითად ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გამოვლენილი გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია შაქრიანი დიაბეტით;

ალისკირენი

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგ., კალიუმი) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი. იხ. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია განყოფილებაში .

თქვენ ღებულობთ ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს, რადგანაც , იზრდება ანგიონევროზული შეშუპების რისკი შეიძლება გაიზარდოს:

რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ),

სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, მთორ ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან აცილების მიზნით და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ),

საკუბიტრილი (გამოდის ფიქსირებული კომბინაციით ვალსარტანთან), რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დრიოს.

ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებული გლიპტინების კლასს (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ).

პრესტილოლის მიღების უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის მოქმედების გამოხატული გაუარესება. მკურნალობა უცებ არ უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში.

ექიმი უნდა გააფრთხილოთ თუ ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას). პრესტილოლის ორსულობის ადრეულ ვადებზე გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგან ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ჯანმრთელობა (იხ. განყოფოლება ).

ბავშვები და მოზარდები

პრესტილოლის დანიშვნა 18 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

პრესტილოლის და სხვა პრეპარატების მიღება

თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან აპირებთ რაიმე პრეპარატის მიღებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არსებობს გარკვეული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს პრესტილოლის ეფექტი ან პირიქით, მათი მოქმედება შეიძლება შეიცვალოს პრესტილოლთან ერთად მიღებისას. ურთიერთქმედების ამგვარმა ტიპმა შეიძლება გამოიწვიოს ერთი ან ორივე სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება. ამას გარდა, ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი ან სიმძიმე.

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ რომელიმე ჩამოთვლილ პრეპარატს:

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის საკონტროლოდ ან გულის დაავადებების სამკურნალოდ (მაგალითად, ამიოდარონი, ამლოდიპინი, კლონიდინი, სათითურას გლიკოზიდები, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, ფელოდიპინი, ფლეკანიდი, ლიდოკაინი, მეთილდოფა, მოქსონიდინი, პროკაინამიდი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი)

მომატებული არტერიული წნევის მოხსნისთვის გამოყენებული სხვა პრეპარატები ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკერების (არბ), ალისკირენის (აგრეთვე იხ. ინფორმაცია წარმოდგენილი განყოფილებაში და ) ან დიურეზულების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც ზრდის თირკმლის მიერ გამოყოფილი შარდის მოცულობას);

კალიუმის დამზოგველი პრეპარატები (მაგალითად, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ორგანიზმში კალიუმის შემცველობას (მაგალითად, ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია, როგორც ტრიმეტოპრიმი/ სულფომეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);

კალიუმის შემნახველი დიურეზული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ:

ეპლერენონი და სპირონოლაქტონი დოზებით 12.5-50მგ/დღეში.

სიმპათომიმეტური საშუალებები კლინიკური შოკის სამკურნალოდ (ადრენალინი, ნორადრენალინი, დობუტამინი, იზოპრენალინი, ეფედრინი);

ესტრამუსტინი, გამოყენებული კიბოს სამკურნალოდ;

პრეპარატები, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების საპროფილაქტიკოდ (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, მთორ ინჰიბიტორების კლასს) იხ. განყოფილება ;

საკუბუტრილი და ვალსარტანი (გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ) იხ. განყოფილება და &გტ;;

ლითიუმის პრეპარატები, გამოყენებული მანიის ან დეპრესიის სამკურნალოდ;

დეპრესიის სამკურნალო გარკვეული პრეპარატები როგორიც არის იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო, ინჰიბიტორები, ბ ტიპის მაო-ს გარდა);

შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (ანტიფსიქოზური საშუალებები);

ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება (ფენიტოინი, ბარბიტურატები, მაგალითად, ფენობარბიტალი);

ქირურგიული ოპერაციების დროს გამოყენებული საანესთეზიო საშუალებები;

სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას);

ტრიმეტოპრიმი, გამოყენებული ინფექციების სამკურნალოდ;

იმუნოდეპრესიული პრეპარატები (ორგანიზმის იმუნური დაცვის დამთრგუნველი პრეპარატები), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევებისას და ტრანსპლანტაციის შემდეგ (მაგ., ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);

ალოპურინოლი, გამოყენებული პოდაგრას მკურნალობისთვის;

პარასიმპათომიმეტური პრეპარატები, გამოყენებული ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის ალცჰეიმერის დაავადება და გლაუკომა;

ადგილობრივი მოქმედების ბეტაბ ლოკერები, გამოყენებული გლაუკომის სამკურნალოდ (თვალშიდა წნევის მომატება);

მეფლოქინი, გამოყენებული მალარიის პრევენციის ან მკურნალობისთვის;

ბაკლოფენი, გამოყენებული კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის გაფანტული სკლეროზი;

ოქროს მარილები, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ);

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის ინსულინი, მეტფორმინი, ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი;

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) როგორიც არის იბუპროფენი, დიკლოფენაკი ან აცეტილსალიცილის მჟავა მაღალი დოზებით, გამოყენებული ართრიტის, თავის ტკივილის, სხვა ლოკალიზაციის ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ.

პრეპარატის პრესტილოლი გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატის პრესტილოლი მიღება უმჯობესია ჭამამდე.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

თქვენ უნდა გააფრთხილოთ ექიმი თუ ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობას გეგმავთ). უმრავლეს შემთხვევებში ექიმი გირჩევთ პრესტილოლის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე, ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა პრეპარატს. ორსულობის ადრეულ სტადიებზე პრესტილოლის მიღება რეკომენდებული არ არის. პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 3 თვეზე მეტი ვადის დროს, რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.

ლაქტაცია

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, აცნობეთ თქვენს ექიმს. პრესტილოლი რეკომენდებული არ არის მეძუძურ დედებში. თუ გსურთ ძუძუთი კვება, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

როგორც წესი პრესტილოლი არ მოქმედებს სიფხიზლეზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს არტერიული წნევის დაქვეითების გამო შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა და სისუსტე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან გამოყენებული მედიკამენტების შეცვლისას ან ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას. ამ შემთხვევებში შეიძლება დაქვეითდეს ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

პრესტილოლი შეიცავს 1მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23გრ) ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს რომ ფაქტიურად არ შეიცავს.

3. როგორ მიიღება პრესტილოლი
პრესტილოლის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა - ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დილით, საუზმემდე, ჭიქა წყლის დაყოლებით.

ზოგიერთ შემთხვევებში ექიმები ნიშნავენ პრესტილოლის ნახევარ ტაბლეტს, დღეში ერთხელ, დილით საუზმემდე

პაციენტები თირკმლის დაავადებებით

თირკმლის საშუალო და მძიმე დაავადებისას პრესტილოლის მიღება რეკომენდებული არ არის.

დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში

პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი პრესტილოლი

თუ მიიღეთ დანიშნულზე დიდი რაოდენობის ტაბლეტები, დაუყოვებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე მეტად მოსალოდნელი ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება, რის გამოც შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ან ჩავარდეთ შოკში (თუ ეს მოხდა, დაწექით და ფეხები აწიეთ, ამან შეიძლება მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ). შეიძლება აღგენიშნებოდეთ სუნთქვის გამოხატული გაძნელება, ტრემორი (სისხლში შაქრის დონის დაქვეითების გამო) და გულისცემის შენელება.

თუ დაგავიწყდათ პრესტილოლის მიღება

აუცილებელია პრეპარატის ყოველდღე მიღება, რადგან რეგულარული გამოყენება მკურნალობას უფრო ეფექტურს ხდის. მიუხედავად ამისა, თუ დაგავიწყდათ პრესტილოლის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.

თუ თქვენ წყვეტთ პრესტილოლის მიღებას

პრესტილოლის მიღების უეცრად შეწყვეტა არ შეიძლება, აგრეთვე არ შეიძლება დოზის ცვლილება მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის მოქმედების გამოხატული გაუარესება. არ შეიძლება მკურნალობის უცბად შეწყვეტა, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

02

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, მოცემულმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:

ძლიერი თავბრუსხვევა ან შოკი, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (გავრცელებული გვერდითი ეფექტები - ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გულის უკმარისობის გაუარესება, რომელიც ვლინდება ქოშინის გაძლიერებით ან/და ორგანიზმში სითხის შეკავებით (გავრცელებული გვერდითი ეფექტები - ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები - ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

უეცარი მსტვენავი სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქების სპაზმი) F(არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები - ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია) ან გულის შეტევა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები - ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისუსტე ხელებში ან ფეხებში, მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება გამოვლინდეს ინსულტის ნიშნებით (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები - ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილები მუცლის და ზურგის არეში და ახლავდეს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები - ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

კანის ან სკლერების გაყვითლება (სიყვითლე) რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები - ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახის, ხელების ან ფეხების კანზე წითელი ქავანა ლაქებით, (მულტიფორმული ერითემა) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები - ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

პრესტილოლი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატების მიღებისას, ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

თუ აღნიშნავთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ გვერდით ეფექტს (ან ნებისმიერ სხვას) დაუყონებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

ძალიან გავრცელებული (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

გულისცემის შენელება

გავრცელებული (ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

ვერტიგო;

გემოვნების დარღვევები;

ჩხვლეტის შეგრძნება;

ტერფებში ან მტევნებში ჩხვლეტა ან დაბუჟება;

მხედველობის დარღვევა;

ტინიტუსი (ყურებში შუილი);

მტევნების და ტერფების გაციების შეგრძნება;

ხველა;

ქოშინი;

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, როგორიც არის გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის გადამუშავების დარღვევები ან დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა;

ალერგიული რეაქციები, როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი;

კუნთების სპაზმები

დაღლილობის შეგრძნება;

სწრაფი დაღლა.

არაგავრცელებული (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხასითის ცვლილებები;

ძილის დარღვევები;

დეპრესია;

პირის სიმშრალე;

ძლიერი ქავილი ან კანის მასშტაბური გამონაყარი;

კანზე ბუშტუკების ჯგუფების წარმოქმნა;

მზეზე კანის მგრძნობელობის მომატება (სინათლეზე მგრძნობელობის რეაქცია);

ოფლიანობა;

თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

სქესობრივი სისუსტე;

ეოზინოფილების (ლეიკოციტების სახეობა) მომატებული რაოდენობა

ძილიანობა;

შოკი;

გულისცემის შეგრძნება;

ტაქიკარდია

გულის არარეგულარული რითმი (ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა), სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);

თავბრუსხვევა ადგომისას

კუნთების სისუსტე;

ართრალგია (ტკივილი სახსრებში)

მიალგია (ტკივილი კუნთებში);

ტკივილი გულმკერდის არეში;

სისუსტე;

ადგილობრივი შეშუპებები (პერიფერიული შეშუპებები);

სხეულის ტემპერატურის მომატება;

დაცემა;

ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების ცვლილება: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც ქვეითდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება.

იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თირკმლის მწვავე უკმარისობა

მუქი შარდი, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა ან ღებინება), კუნთების სპაზმი, დაბნეულობა, კრუნჩხვები. ეს შეიძლება იყოს დარღვევის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ადჰასს (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი)

დიურეზის დაქვეითება ან არარსებობა

ალები

კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;

ცრემლის რაოდენობის შემციერება (თვალის სიმშრალე);

სმენის დარღვევა;

ღვიძლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ან სკლერების სიყვითლე;

ალერგიული სურდო, ცემინება;

ალერგიის მსგავსი რეაქციები, როგორიც არის ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი;

ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება;

ლაბორატორიული კვლევების შედეგების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლის შრატში ბილირუბინის მაღალი დონე, სისხლში ცხიმების დონის გადახრა.

კანის გაუფერულება, დაბუჟება და ხელის ან ფეხის თითების ტკივილი (რეინოს სინდრომი)

ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ცნობიერების დაბინდვა;

თვალების გაღიზიანება ან სიწითლე (კონიუნქტივიტი);

ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი);

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (ვლინდება მუცელში ან ზურგში ძლიერი ტკივილით);

თმის ცვენა;

ფსორიაზის განვითარება (კანის ქატოსებრი გამონაყარი), ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი;

სისხლის შემადგენლობის დარღვევა, როგორიც არის ერითროციტების და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დაქვეითება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

რაიმე გვერდითი ეფექტის განვითრების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. პრესტილოლის შენახვის შესახებ
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ინახება არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.

არ შეიძლება წამლების გადაგდება გამდინარე წყლებში და კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ მოახდინოთ იმ წამლების უტილიზაცია, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიამრთულია გარემოს დაცვისკენ.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრესტილოლი

მოქმედი ნივთიერება - ბისოპროლოლის ფუმარატი და პერინდოპრილ არგინინი. პრესტილოლის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5მგ ბისოპროლოლის ფუმარატს (შეესაბამება 4,24მგ ბისოპროლოლს) და 10მგ პერინდოპრილ არგინინს (შეესაბამება 6,790მგ პერინდოპრილს)

ტაბლეტის სხვა კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, (E460), კალციუმის კარბონატი (E170), სიმინდის პრეჟელატინიზებული სახემებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი - ტიპი A (E468). კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E551), მაგნიუმის სტეარატი (Lიგა E572), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172) და გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება პრესტილოლი აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

პრესტილოლი – მკრთალი-ვარდისფერი, ოვალური, ორშრიანი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით და ტვიფრით &გტ; ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად.

ტაბლეტები იყიდება კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 10, 28, 30, 84 (3 კონტეინერი თითოეულში 28 ტაბლეტი), 90 (3 კონტენინერი თითოეულში 30 ტაბლეტი) 100 და 120 (4 კონტენინერი თითოეულში 30 ტაბლეტი) აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

გაყიდვაში შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ბისომორი, 5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ბისომორი

5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან5.14 ₾
ბისენიუსი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისენიუსი

Bisenius 5mg

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან6.15 ₾
ბისოგამა ®, 5მგ ტაბლეტი #30

ბისოგამა ®

BISOGAMMA®

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი WORWAG Pharma, გერმანია
დან6.15 ₾
ბისოპროლოლი - ნორმონი, 5 მგ ტაბლეტი #30; 10 მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი - ნორმონი

Bisoprolol – Normon

5 მგ ტაბლეტი #30; 10 მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი Normon, ესპანეთი
დან6.77 ₾
ავეკორი, 10მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან7.24 ₾
ავეკორი, 5მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან7.60 ₾
ემკორ ® 5, 5მგ ტაბლეტი #30

ემკორ ® 5

EMCOR ® 5

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან7.62 ₾
ბისოპროლოლი, 5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი

5მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან7.64 ₾
რიზოპროლი, 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

რიზოპროლი

RIZOPROL

5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან7.64 ₾
სობიკორი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

სობიკორი

Sobycor

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30

ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან7.64 ₾
ბისენიუსი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისენიუსი

Bisenius

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან7.95 ₾
ბისოგამა ®, 10მგ ტაბლეტი #30

ბისოგამა ®

BISOGAMMA®

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი WORWAG Pharma, გერმანია
დან7.97 ₾
ავეკორი, 2.5მგ ტაბლეტი #30

ავეკორი

AVECOR

2.5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან8.07 ₾
ემკორ ® 2 . 5, 2.5მგ ტაბლეტი #30

ემკორ ® 2 . 5

EMCOR ® 2 . 5

2.5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან8.07 ₾
ბისენიუსი, 2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)

ბისენიუსი

Bisenius 2.5mg

2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)

ბისოპროლოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან8.08 ₾
ემკორ ®10, 10მგ ტაბლეტი #30

ემკორ ®10

EMCOR ®10

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან9.82 ₾
ტრიპლიქსამი, 5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან10.50 ₾
პრენესა, 4მგ ტაბლეტი №30

პრენესა

Prenesa

4მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან10.61 ₾
კონკორ კორ, 2.5მგ ტაბლეტი №30

კონკორ კორ

2.5მგ ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი მერკი, გერმანია
დან11.19 ₾
კონკორი, 5მგ ტაბლეტი №50

კონკორი

5მგ ტაბლეტი №50

ბისოპროლოლი მერკი, გერმანია
დან13.14 ₾
ნოლიპრელი არგინინით, 2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ნოლიპრელი არგინინით

2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან15.21 ₾
ამლესა, 4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.11 ₾
ამრადიპინი, 4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.11 ₾
პრესტოზეკ კომბი, 8მგ+10მგ ტაბლეტი №30

პრესტოზეკ კომბი

8მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან16.12 ₾
ამლესა, 4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.30 ₾
ამრადიპინი, 4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.30 ₾
Concor, 10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

Concor

10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი
დან16.56 ₾
კო-პრენესა, 2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co - Prenessa

2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.65 ₾
ამრა ®, 2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30

ამრა ®

AMRA ®

2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.67 ₾
კო-ამლესა, 4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.02 ₾
ამპეკორი, 4.07მგ №30

ამპეკორი

4.07მგ №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან17.03 ₾
ამპეკორი™, 5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამპეკორი™

AMPECOR™

5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან17.03 ₾
ტრიმეიკი, 4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.03 ₾
პრენესა, 8მგ ტაბლეტი №30

პრენესა

Prenesa

8მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.25 ₾
პრესტარიუმი, 5მგ ტაბლეტი #30, 10მგ ტაბლეტი #30

პრესტარიუმი

PRESTARIUM

5მგ ტაბლეტი #30, 10მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან19.73 ₾
პრესტარიუმი, 5მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

პრესტარიუმი

5მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

პერინდოპრილი
დან19.73 ₾
ამპეკორი™, 10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამპეკორი™

AMPECOR™

10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან20.18 ₾
კო-ამლესა, 4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან20.18 ₾
ტრიმეიკი, 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან20.18 ₾
პერინდიდი, 4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30

პერინდიდი

4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან21.57 ₾
კო-პრენესა, 4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co-Prenessa

4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან21.58 ₾
ამრა ფორტე ®, 4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30

ამრა ფორტე ®

AMRA FORTE ®

4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან21.60 ₾
ამლესა, 8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.25 ₾
ამრადიპინი, 8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან23.25 ₾
პრესტანსი, 5მგ/5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

5მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან23.39 ₾
ამლესა, 8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან24.87 ₾
ამრადიპინი, 8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან24.87 ₾
ალოტენდინი, 5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან25.00 ₾
კო-ამლესა, 8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან25.24 ₾
ამპეკორი ფორტ, 8.14მგ №30

ამპეკორი ფორტ

8.14მგ №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან25.30 ₾
ამპეკორი™ ფორტე, 10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამპეკორი™ ფორტე

AMPECOR™ Fort

10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან25.30 ₾
ტრიმეიკი, 8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.30 ₾
კო-ამლესა, 8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან25.44 ₾
ამპეკორი™ ფორტე, 5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამპეკორი™ ფორტე

AMPECOR™ Fort

5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან25.45 ₾
კოამლესა, 8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

კოამლესა

8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან25.45 ₾
ტრიმეიკი, 8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30

ტრიმეიკი

8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.45 ₾
პრესტანსი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი სერვიე, ირლანდია
დან26.09 ₾
ნოლიპრელ ფორტე არგინინი, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30

ნოლიპრელ ფორტე არგინინი

NOLIPREL ARGININE FORTE

5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან26.52 ₾
ნოლიპრელი, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

ნოლიპრელი

5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან26.52 ₾
ნოლიპრელი ფორტე არგინინით, 5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ნოლიპრელი ფორტე არგინინით

5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან26.52 ₾
ალოტენდინი, 5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ალოტენდინი

5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი ეგისი, უნგრეთი
დან26.83 ₾
ტრიპლიქსამი, 5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან26.85 ₾
კო-პრენესა, 8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-პრენესა

Co - Prenessa

8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან27.56 ₾
ამრა ბი ფორტე, (8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამრა ბი ფორტე

Amra Bi Forte

(8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან27.57 ₾
ტრიპლიქსამი, 5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან30.63 ₾
პრესტანსი, 10მგ/10მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

10მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან31.27 ₾
ტრიპლიქსამი, 10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან35.65 ₾
ნოლიპრელი ბი ფორტე, 10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30

ნოლიპრელი ბი ფორტე

NOLIPREL BI FORTE

10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან36.36 ₾
ტრიპლიქსამი, 10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან37.18 ₾
როქსამპექსი, 10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როქსამპექსი

10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი + როზუვასტატინი
დან42.28 ₾
აგულანი, 2მგ ტაბლეტი #30

აგულანი

AGULAN

2მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აგულანი, 4მგ ტაბლეტი #30

აგულანი

AGULAN

4მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
აგულანი, 8მგ ტაბლეტი #30

აგულანი

AGULAN

8მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ალოტენდინი, 5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ალოტენდინი, 10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ბელანჟი, 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბელანჟი

Belanj

2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
Rx · რეცეპტით

ბიდოპი

Bidop

2.5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ბიდოპი®, 10მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბიდოპი®

Bidop®

10მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ბიდოპი®, 5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბიდოპი®

Bidop®

5მგ ტაბლეტი №14;№28;№56

ბისოპროლოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

ბისოპროლოლ რატიოფარმა

BISOPROLOL-RATIOPHARM

10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ბისოპროლოლი - APO, ბისოპროლოლი 5 მგ, #100; ბისოპროლოლი 10 მგ, #100

ბისოპროლოლი - APO

Bisoprolol - APO

ბისოპროლოლი 5 მგ, #100; ბისოპროლოლი 10 მგ, #100

ბისოპროლოლი Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით
ბისოპროლოლი ლეკი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ლეკი

BISOPROLOL LEK

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი Salutas Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ბისოპროლოლი ლეკი

BISOPROLOL LEK

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი Salutas Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
ემკორ H®, 2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ემკორ H®

EMCOR H®

2.5მგ/6.25მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი + ჰიდროქლორთიაზიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

კო-ამლესა

Co-Amlessa

2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
კორექტინი, 5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

კორექტინი

CORECTIN

5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი ბიოფარმი, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
კორონალი, 10მგ ტაბლეტი #30

კორონალი

Coronal

10მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით
კორონალი, 5მგ ტაბლეტი #30

კორონალი

Coronal

5მგ ტაბლეტი #30

ბისოპროლოლი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით
პერამი, 4მგ/5მგ ტაბლეტები

პერამი

Peram

4მგ/5მგ ტაბლეტები

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Argis ilac, თურქეთი
Rx · რეცეპტით

პრენესა

Prenessa

2მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
პრესტანსი, 10მგ/5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

10მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
Rx · რეცეპტით
პრესტანსი, 5მგ/10მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

5მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
Rx · რეცეპტით
პრესტარიუმი, 5მგ ტაბლეტი #30

პრესტარიუმი

PRESTARIUM

5მგ ტაბლეტი #30

პერინდოპრილი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
ურეცეპტო

პრილამი

prilam

2მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამი

Prilam

4მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამი

Prilam

8 მგ ტაბლეტი №30

პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამიდი

Prilamid

2მგ+0.625მგ ტაბლეტი

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

პრილამიდი

Prilamid

4მგ+1.25მგ ტაბლეტი

ინდაპამიდი + პერინდოპრილი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

5მგ+5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

sobycombi

10მგ+5მგ ტაბლეტი №60

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ტრიმეიკი TRIMEIK, 8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი TRIMEIK

TRIMEIK

8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.