მონოგრაფია Nº 03021 Rx · რეცეპტით
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
დან35.65 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (Amlodipine) პერინდოპრილი (Perindopril)
- მწარმოებელი
- Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- სერვიე
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
10მგ+2.5მგ+5მგ · №30
-
PSP
ტრიპლიქსამი - Triplixam 10/2,5/5მგ 30 ტაბლეტი
1.19 ₾ / ც. × 30 · მარაგში არ არის
ყიდვა ↗35.65 ₾
10მგ+5მგ+2.5მგ · №30
-
GPC ყველაზე იაფი
ტრიპლიქსამი ტაბლეტი 10მგ+5მგ+2.5მგ #30
1.19 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗35.65 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ტრიპლიქსამი ტაბლეტი 10მგ+5მგ+2.5მგ #30
1.19 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗35.65 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამლოდიპინი + პერინდოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
ამლესა
Amlessa
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტოზეკ კომბი
8მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/10მგ ტაბლეტი №30
პერამი
Peram
4მგ/5მგ ტაბლეტები
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
ჩვენებები
ტრიპლიქსამი არის სამი აქტიური კომპონენტის: პერინოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის კომბინაცია. ეს არის ანტიჰიპერტენზიული საშუალება, მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კომბინაციას პერინდოპრილი/ინდაპამიდი ფიქსირებული დოზით და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, შეიძლება მიიღონ ტრიპლიქსამის ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს სამივე აქტიურ კომპონენტს, იგივე რაოდენობით.
ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ თქვენს არტერიულ წნევას:
პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ის აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც უადვილებს გულს მათში სისხლის გადატუმბვას.
ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება (რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება სულფონამიდის წარმოებულები ინდოლის ბირთვით). დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმლით წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზული საშუალებებისგან იმით, რომ იწვევს წარმოქმნილი შარდის რაოდენობის მხოლოდ მცირედ გაზრდას.
ამლოდიპინი არის კალციუმის არხების მაბლოკირებელი (მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნებით და სისხლი ადილად მოძრაობს მათ სანათურში.
2. რისი ცოდნაა საჭირო ტრიპლიქსამის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ტრიპლიქსამი
თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინგიბიტორების, ინდაპამიდის ან სხვა სულფონამიდების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი განყოფილებაში 6),
თუ ადრე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე ან სხვა ვითარებაში, თქვენ ან თქვენს ნათესავებს გივითარდებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლერი ქავილი ან კანის მწვავე გამონაყარი, (მგომარეობა, რომელსაც ეწოდება კვინკეს შეშუპება),
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან თქვენ გაწუხებთ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაავადებით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება),
თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ გულის არანამკურნალები დეკომპენსირებული უკმარისობა (წყლის მწვავე შეკავება, სუნთქვის გაძნელება),
თუ თქვენ გაქვთ აორტის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ვერ აწვდის საკმარისი რაოდენობით სისხლს ორგანიზმს),
თუ გაქვთ გულის შეტევის შემდგომი გულის უკმარისობა,
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
თუ გაქვთ კალიუმის დაბალი დონე,
თუ გაქვთ თირკმელების სეროიზული დაავადება, როდესაც შემცირებულია თირკმელებთან სისხლის მიდინება (თირკმლის არტერიის სტენოზი),
თუ თქვენ იტარებთ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს. გამოყენებული აპარატიდან გამოდინარე შეიძლება, რომ ტრიპლიქსამი თქვენთვის მისაღები არ იყოს,
თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის დაავადება (ტრიპლიქსამის მიღებისას დოზებით 10მგ/2,5მგ/5მგ და 10მგ/2,5მგ/10მგ),
თუ თქვენ ხართ ორსულად, 3 თვეზე მეტი ვადით (ასევე არ არის რეკომენდებული ტრიპლიქსამის მიღება ორსლობის ადრეულ ვადებზეც - იხ. განყოფილება ორსულობა),
თუ გაქვთ დიაბეტი ან დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ალისკირენის შემცველ პრეპარატებს,
თუ თქვენ იღებდით ან ამჟამად ღებულობთ საკუბიტრილს და ვალსარტანს – გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება, რადგან, იზრდება კვინკეს შეშუპების რისკი (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება, მაგალითად ყელის არეში) (იხ. განყოფილება და სხვა პრეპარატები და ტრიპლიქსამი&გტ;&გტ;.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ტრიპლიქსამის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ აღგენიშნებათ ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც თირკმელს ამარაგებს სისხლით),
თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადებები,
თუ თქვენ მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი),
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,
თუ გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია,
თუ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების გამყიფება),
თუ თქვენ გესაჭიროებათ ანალიზი პარათიროიდული ჯირკვლის მუშაობის შესამოწმებლად,
თუ თქვენ გაქვთ პოდაგრა,
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი
თუ თქვენ იმყოფებით მარილის შემზღუდველ დიეტაზე ან იყენებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავს კალიუმს (მეტად მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს სისხლში კალიუმის ბალანსი),
თუ თქვენ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან საჭიროა მათი ტრიპლიქსამთან ერთობლივი გამოყენებისგან თავის არიდება იხ. ),
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის გესაჭიროებათ დოზის გაზრდა,
თუ თქვენ აღგენიშნებოდათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,
თუ თქვენ ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, რადგანაც თქვენ შეიძლება მომატებული გქონდეთ კვინქეს შეშუპების (სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) რისკი და პრეპარატი, არტერიული წნევის შესამცირებლად შეიძლება აღმოჩნდეს ნაკლებად ეფექტური,
თუ თქვენ იმყოფებით ჰემოდიალიზის პროცედურებზე მაღალჰიდრავლიკური განვლადობის მემბრანებით,
თუ თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადებები ან იმყოფებით დიალიზზე,
თუ თქვენ განიცდით მხედველობის დაქვეითებას ან თვალების ტკივილს. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოდული გამონაჟონი) ან მომატებული თვალშიდა წნევის ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის ტრიპლიქსამი მიღების მომენტიდან რამდენიმე საათიდან, კვირამდე. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ თქვენ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, თქვენ შეიძლება დაექვემდებაროთ ქორიოიდული გამონაჟონის უფრო მაღალ რისკს.
თუ თქვენ გაქვთ კუნთების მხრივ დარღვევები, მათ შორის კუნთების ტკივილი, მტკივნეულობა ზეწოლისას, სისუსტე ან კრუნჩხვები,
თუ სისხლში ანომალიურად მომატებული გაქვთ ჰორმონ ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსტერინიზმი)
თუ თქვენ გაქვთ სისხლის მაღალი მჟავიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სიხშირის ზრდა,
თუ გაქვთ ტვინის სისხლის მომოქცევის უკმარისობა (სისხლის დაბალი წნევა თავის ტვინში),
თუ განგივითარდათ სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (კვინკეს შეშუპება), რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარტის მიღება და მიმართეთ ექიმს,
თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს კვინკეს შეშუპების რისკი იზრდება:
რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ),
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, მთორ ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციის მიზნით და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ) კლასს,
საკუბიტრილი (გამოდის ფიქსირებული კომბინაციით ვალსარტანთან), გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.
ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებულ გლიპტინებს (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ).
თუ თქვენ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის შემამცირებელ, ქვემოჩომათვლილ რომელიმე პრეპარატს:
ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორებს (არბ) (ასევე ცნობილია
როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი,
ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული,
თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
ალისკირენი.
ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.
ექიმმა თქვენ შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, რათა განსაზღვროს ნატრიუმის ან კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე. ასევე იხ. ინფორმაცია, სათაურით .
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ტრიპლიქსამის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ვადებზე. პრეპარატის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს, 3 თვეზე მეტი ვადით, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. განყოფილება ).
ტრიპლიქსამის მიღებისას თქვენ აგრეთვე უნდა აცნობოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს:
თუ თქვენ გელოდებათ ანესთეზია ან/და ქირურგიული ოპერაცია,
თუ უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა ან ღებინება ან გაქვთ ორგანიზმის გაუწყლოება,
თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ დიალიზი ან დსლპ აფერეზი (თქვენი სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოყოფა),
თუ თქვენ უნდა ჩაგიტარონ ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შემამცირებელი დესენსიბილიზაცია,
თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით (ნივთიერება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ისეთი ორგანოების, როგორიც არის თირკმელები ან კუჭი, რენტგენზე დანახვა).
სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ტრიპლიქსამი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ინდაპამიდს), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დოპინგ-კონტროლისას დადებითი რეაქცია.
ბავშვები და მოზარდები
ტრიპლიქსამი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებში და მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და ტრიპლიქსამი
თუ თქვენ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა სამკურნლო საშუალებები, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ალისკირენი (გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ) თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები.
თავი მოარიდეთ ტრიპლიქსამის მიღებას შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
ლითიუმი (გამოიყენება ისეთი ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ როგორიც არის მანია, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი და რეკურენტული დეპრესია),
კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები (მაგ., ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი სუფრის მარილის შემცვლელები, ორგანიზმში კალიუმის დონის გამზრდელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ჰეპარინი, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფომეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ),
დანტროლენი (ინფუზია), რომელიც აგრეთვე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ, ანესთეზიის დროს (სიმპტომები მოიცავს ძალიან მაღალ ტემპერატურას და კუნთების რიგიდობას),
ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან გადანერგილი ორგანოების მოცილების საპრევენციოდ (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომელბიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, მთორ ინჰიბიტორების კლასს),
საკუბიტრილი (გამოდის ფიქსირებული კომბინაციით ვალსარტანთან), გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. იხ. განყოფილება ,
სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების მაბლოკირებლები.
ტრიპლიქსამით მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების მიღებამ.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, რადგანაც მათი მიღება მოითხოვს განსაკუთრებული ყურადღებას:
სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ), ალისკირენი (ასევე იხ. ინფორმაცია, განყოფილებებში და ) და დიურეზული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობას),
კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი, დოზებით 12,5-50მგ/დღეში,
საანესთეზიო საშუალებები,
იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებები,
ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),
მეთადონი (გამოიყენება ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ),
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ (მაგალითად, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, ციზაპრიდი, დიფემამილი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი.
ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე საშუალებები),
დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები (მაგალითად, რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი),
სოკოვანი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, საინექციო ამფოტერიცინი B),
ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
ანტიჰისტამინური საშუალებები ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ტერფენადინი ან ასტემიზოლი),
კორტიკოსტეროიდები, სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ., იბუპროფენი) ან სალიცილატების მაღალი დოზები (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა, ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ბევრი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, ტემპერატურის შესამცირებლად და თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად),
იმუნოდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს და გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის (მაგ., ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი) შემდეგ, ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
ოქროს მარილები, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანის (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ),
გალოფანტრინი (გამოიყენება ზოგიერთი სახის მალარიის სამკურნალოდ),
ბაკლოფენი, კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი,
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ინსულინი ან მეტფორმინი),
კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,
მასტიმულირებელი საფაღარათეO საშუალებები (მაგ., სინამაქი),
კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები,
ვინკამინი (გამოყენება კლინიკურად გამოხატული კოგნიტიური დარღვევების სამკურნალოდ ხანდაზმულებში, მეხსირების დაკარგვის ჩათვლით),
ისეთი ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, იმიპრამინის ტიპის ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები),
პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ (როგორიცაა ამსულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)),
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრედწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები, აივ-ის სამკურნალოდ)
ჰყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანა),
ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ),
დაბალი არტერიული წნევის, შოკის და ასთმის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი),
ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს წნევა.
ტრიპლიქსამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტრიპლიქსამის მიღების დროს არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის დალევა და თვით გრეიფრუტის გამოყენება. ეს გამოწვეულია იმით, რომ გრეიპფრუტს და გრეიპფრუტის წვენს შეუძლიათ გაზარდონ სისხლში აქტიური ინგრედიენტის, ამლოდიპინის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრიპლიქსამის მიერ არტერიული წნევის უპროგნოზო შემცირება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). ექიმი რეკომენდაციას გაუწევს ტრიპლიქსამის მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან დაუყოვნებლივ, როდესაც თქვენთვის ცნობილი გახდება, რომ ხართ ორსულად და გირჩევთ ტრიპლიქსამიდან სხვა პრეპარატზე გადასვლას. რეკომენდებული არ არის ტრიპლიქსამის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე, ხოლო 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას მისმა მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან გეგმავთ კვების დაწყებას. მეძუძური დედებისთვის ტრიპლიქსამის მიღება რეკომენდებული არ არის. ექიმმა შეიძლება შეგირჩიოთ სხვა მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, განსაკუთრებით თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტრიპლიქსამმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტები თქვენში იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას, დაღლილობის შეგრძნებას ან თავის ტკივილს არ დაჯდეთ საჭესთან, არ გამოიყენოთ მოწყობილობები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
ტრიპლიქსამი შეიცავს ნატრიუმს
ტრიპლიქსამის ერთი ტაბლეტი 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს.
3.როგორ მიიღება ტრიპლიქსამი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტი მიიღეთ ჭიქა წყლის დაყოლებით, უმჯობესია დილით, ჭამამდე. ექიმი გადაწყვეტს, რომელი დოზაა თქვენთვის მისაღები. ჩვეულებრივ, ეს არის ერთი ტაბლეტი.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ტრიპლიქსამს ვიდრე საჭიროა
თუ მიიღებთ ტაბლეტების ჭარბ რაოდენობას, არტერიული შეიძლება წნევა შემცირდეს, რაც შეიძლება წარმოადგენდეს საშიშროებას და ზოგჯერ ახლდეს გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ოლიგურიან (ნორმაზე ნაკლები შარდის გამოყოფა), ანურია (შარდის გამომუშავების ან გამოყოფის შეწყვეტა). შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, წაგივიდეთ გული ან იგრძნოთ სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრად დაცემისას შეიძლება განვითარდეს შოკი. კანი გახდება ცივი და ნოტიო და შეიძლება დაკარგოთ გონება.
თქვენს ფილტვებში შეიძლება დაგროვდეს ჭარბი სითხე (ფილტვის შეშუპება), რამაც გამოიწვიოს ქოშინი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
თუ მიიღეთ დიდი რაოდენობის ტრიპლიქსამის ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის მიღება
მეტი ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ წამალი მიიღოთ რეგულარულად, ყოველდღე. თუმცა თქვენ თუ დაგავიწყდათ ტრიპლიქსამის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
თუ თქვენ წყვეტთ ტრიპლიქსამის მიღებას
რადგან ჰიპერტენზიის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით თქვენ გექნებათ კითხვები, დაუსვით ისინი ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების ანალოგიურად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული:
უეცარი მსტვენავი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
პირის ღრუს, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (არახშირად) (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
კანის მწვავე რეაქციები, კანის მნიშვნელოვანი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლის და კანის შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდრმული ნეკროლიზი ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათად) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ხშირად) (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)
გულის შეტევა (ძალიან იშვიათად) (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში), გულისცემის რითმის სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევა (უცნობია)
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში ან ზურგში, რასაც ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათად) (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, მტკივნეულობა ზეწოლისას ან ტკივილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ მომატებული ტემპერატურა; ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთოვანი ქსოვილის ანომალ;ური რღვევით (უცნობია).
სიხშრის კლების მიხედვით გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტზე მეტში)
შეშუპება (ორგანიზმში სითხის შეკავება)
ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
სისხლში კალიუმის დაბალე დონე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება (გულისცემის გაცნობიერებული შეგრძნება), მოულოდნელი სიწითლე, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, ყურებში შუილი (ხმაურის შეგრძნება ყურებში), თავბრუსხვევა სისხლის დაბალი წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გასტრო-ინტესტინური დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების დარღვევები, დისპეფსია ან მონელების პრობლემები, დიარეა, ყაბზობა, კუჭის მოქმედების სიხშირის ცვლილება), ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების სპაზმები, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, ძილიანობა, წვივების შეშუპება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, კანკალი, ჭინჭრის ციება, გულის წასვლა, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, არა რეგულარული ან/და აჩქარებული გულისცემა, რინიტი (გაგუდული ცხვირი ან სურდო), თმის ცვენა, პურპურა (კანზე წითელი წერტილები), კანის გაუეფრულება, კანის ქავილი, ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, თირკმლის დაავადებები, შარდის გამოყოფის დარღვევები, ღამით მოშარდვის სურვილების გახშირება, გახშირებული შარდვა, იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა), ცხელება ან მაღალი ტემპერატურა, მამაკაცებში მკერდში დისკომფორტი ან მისი გადიდება, წონის მომატება ან დაქვეითება, სისხლის ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, სისხლში კალიუმის მაღალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე), სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შემდეგ, ბუშტუკები ხელების წვივების ან ტერფების კანზე, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, დაცემა, პირის სიმშრალე.
იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
ცნობიერების დაბინდვა, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: სიხლში ქლორიდების დაბალი დონე, სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატის ბილირუბინის მაღალი დონე, ფსორიაზის მინდინარეობის გაუარესება, შარდს გამოყოფის შემცირება ან შეწყვეტა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
მუქი ფერის შარდი, გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, დაბნეულობა და კრუნჩხვები. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მდგომარეობის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება ადჰ ასსA(ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი).
ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, (რაც იწვევს სილურჯეების გაჩენას და ცხვირიდან სისხლდენას), ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში, ყბაში და ზურგში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით, გამოწვეული გულისკენ სისხლის ნაკადის გაუარესებით), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), ღრძილების შეშუპება, კანის მწვავე რეაქციები კანის ინტენსიური გამონაყარის, მთელი სხეულის სიწითლის, მწვავე ქავილის, ბუშტუკების, აქერცვლის და შეშუპების ჩათვლით, მულტიფორმული ერითემა (კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე წითელი ქავანა ლაქებით), სისხლდენა, მტკივნეულობა ან ღრძილების გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე დაავადებები, კანის გაყვითლება (სიყვითლე), მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვების დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, კუნთური ტონუსის მომატება, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ინსულტი, შესაძლოა ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო.
უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დაავადება რომელიც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით), გადახრები ეკგ-ზე, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, თუ აღგენიშნებათ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზის ტიპი), ის შეიძლება გაუარესდეს, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი გამოწვეული მომატებული თვალშიდა წნევით (თვალის სისხლძარღვთა ფენაში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა).
კანკალი, რიგიდული პოზა, ნიღბისებური სახე, ნელი მოძრაობები, სიარულის არამყარი ნაბიჯებით, რწევითი სტილი.
კანის გაუფერულება, დაბუჟება და ხელის ან ფეხის თითების ტკივილი (რეინოს სინდრომი)
შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები (სისხლის ანალიზებში). ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი თქვენ მდგომარეობაზე დასაკვირვებლად.
ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
შეტყობინება გვერდით ეფექტებზე
რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში.
გვერდით ეფექტებზე შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოგროვებას.
5. როგორ ინახება ტრიპლიქსამი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ტაბლეტებიან ფლაკონზე. პრეპარატი ვარგისია ვადაში მითითებული თვის ბოლო დღემდე.
არა უმეტეს 30ºჩ ტემპერატურაზე.
ფლაკონისათვის, რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 30 ტაბლეტს, ვარგისობის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ შეადგენს 60 დღეს.
ფლაკონისათვის, რომელიც შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 100 ტაბლეტს, ვარგისობის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ შეადგენს 100 დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში და ჩვეულებრივ ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა განთავისუფლდეთ წამლებისგან, რომელთაც აღარ ღებულობთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტრიპლიქსამი
აქტიური ნივთიერებებია პერინდოპრილ არგინინი, ინდაპამიდი და ამლოდიპინი.
ტრიპლიქსამის ერთი 5/1.25/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 3,395მგ პერინდოპრილს, 1.25მგ ინდაპამიდს და 6.935მგ ამლოდიპინ ბეზილატს 5მგ ამლოდიპინის ექვივალენტს.
ტრიპლიქსამის ერთი 5/1.25/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 3.395მგ პერინდოპრილს, 1.25მგ ინდაპამიდს და 13.870მგ 10მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ ამლოდიპინის ბეზილატს.
ტრიპლიქსამის ერთი 10/2.5/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ 6.790მგ პერინდოპრილს, 2.5მგ ინდაპამიდს და 6.935მგ 5მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ ამლოდიპინის ბეზილატს.
ტრიპლიქსამის ერთი 10/2.5/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 6.790მგ 10მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტურ პერინდოპრილს, 2.5მგ ინდაპამიდს და 10მგ ამლოდიპინის ექვივალენტურ 13.870მგ ამლოდიპინი ბეზილატს
სხვა ინგრედიენტები:
ტაბლეტის ბირთვი: ნაერთი კალციუმის კარბონატის და სახამებლის ფუძეზე: კალციუმის კარბონატი 90%, სიმინდის პრეჟელატინიზებული სახამებელი 10%, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), მაგნიუმის სტეარატი (E572), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, პრეჟელატინიზებული სახემებელი.
ტაბლეტის აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა 6მPა*ს (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის დიოქსიდი (E171).
ტრიპლიქსამი გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ტრიპლიქსამი 5/1.25/5მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 9.75მმ სიგრძით და 5.16მმ სიგანით, მარკირებით ერთ მხარეს და 2 მეორე მხარეს.
ტრიპლიქსამი 5/1.25/10მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10.7მმ სიგრძით და 5.66მმ სიგანით, მარკირებით ერთ მხარეს და 3 მეორე მხარეს.
ტრიპლიქსამი 10/2.5/5 მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 11.5მმ სიგრძით და 6.09მმ სიგანით, მარკირებით ერთ მხარეს და 4 მეორე მხარეს.
ტრიპლიქსამი 10/2.5/10მგ ტაბლეტები არის თეთრი, წაგრძელებული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 12.2მმ სიგრძით და 6.46მმ სიგანით, მარკირებით ერთ მხარეს და 5 მეორე მხარეს.
კოლოფში 30, 60 (30 ტაბლეტიანი 2 ფლაკონი), 90 (30 ტაბლეტიანი 3 ფლაკონი) 100 და 500 ტაბლეტი (100 ტაბლეტიანი 5 ფლაკონი).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ამტასი -ავერსი
AMTAS -AVERSI
5მგ ტაბლეტი #20
ნორლოპინი
10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ამტასი -ავერსი
AMTAS - AVERSI
10მგ ტაბლეტი #20
ტენოქსი
Tenox
5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
5 მგ ტაბლეტი #10
ადიპინი
5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ადიპინი ®
ADIPIN ®
5მგ ტაბლეტი №30,10მგ 3ტაბლეტი №30
ამლოდიპინი
10მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ამლოდიპინი ბიოგარანი
5მგ კაფსულა №30
ამლოდიპინი ნორმონი
10მგ ტაბლეტი №30
ამლოკორი
10მგ №30
მოდიპინი
MODIPIN
5მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
5მგ ტაბლეტი #30
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
10მგ ტაბლეტი #30
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
10 მგ ტაბლეტი #10
მოდიპინი
MODIPIN
10მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
10მგ ტაბლეტი #30
ტენოქსი
Tenox
10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
ამლოციმი
Amlocim
10 მგ ტაბლეტი №30; №100
ამლო-დენკი 5
Amlo-Denk
5მგ ტაბლეტი #50
ტრიპლიქსამი
5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
პრენესა
Prenesa
4მგ ტაბლეტი №30
ნორვასკი®
NORVASC
10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30
ამლო-დენკი 10
Amlo-Denk 10
10მგ ტაბლეტი #50
ექსფორჯი
Exforge
10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ექსფორჯი
Exforge
5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ნოლიპრელი არგინინით
2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ეკვაპრესი
EKVAPRESS
10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამლოპრილი
5მგ+10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ეკვატორი
EKVATOR
5მგ+10მგ ტაბლეტი #10; #20; #30
კვადრიპინი
QUADRIPIN
5მგ/5მგ ტაბლეტი #30
კო-პრენესა
Co - Prenessa
2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
ამრა ®
AMRA ®
2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი
4.07მგ №30
ამპეკორი™
AMPECOR™
5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
პრენესა
Prenesa
8მგ ტაბლეტი №30
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
პრესტარიუმი
PRESTARIUM
5მგ ტაბლეტი #30, 10მგ ტაბლეტი #30
პრესტარიუმი
5მგ ტაბლეტი შემოგარსული №30
ამვა დენკი
5მგ+80მგ ტაბლეტი №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამპეკორი™
AMPECOR™
10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
პერინდიდი
4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30
ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი
Amlodipine/Valsartan-Normon
5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28
კო-პრენესა
Co-Prenessa
4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30
ამრა ფორტე ®
AMRA FORTE ®
4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30
ჰარტილი ამლო
5მგ+10მგ კაფსულა №30
რამიზეკ კომბი
10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
8მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
ეკვატორი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი ფორტ
8.14მგ №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ტრიმეიკი
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
კოამლესა
8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ტრიმეიკი
8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+10მგ მყარი კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
ნოლიპრელ ფორტე არგინინი
NOLIPREL ARGININE FORTE
5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30
ნოლიპრელი
5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30
ნოლიპრელი ფორტე არგინინით
5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ალოტენდინი
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
კო-პრენესა
Co - Prenessa
8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამრა ბი ფორტე
Amra Bi Forte
(8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
პოლიტორვა
10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30
პრესტილოლი
prestilol
(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+10მგ მყარი კაფსულა
ირდაპინი
Irdapin
150მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
ნოლიპრელი ბი ფორტე
NOLIPREL BI FORTE
10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ეკვამერი
EKVAMER
20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30
როქსამპექსი
10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
300მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
აგულანი
AGULAN
2მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
4მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
8მგ ტაბლეტი #30
ადიპინი
Adipin
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ამლიზექტი
Amilzekt
5მგ + 10მგ ტაბლეტი №30
ამლოდიგამა
Amlodigamma
10მგ ტაბლეტი #30
ამლოდიგამა
Amlodigamma
5მგ ტაბლეტი #30
ამლოვალტანი
AMLOVALTAN
5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
5მგ ტაბლეტი #30
ამლონორი
AMLONOR
5მგ ტაბლეტი №30
ამლონორი
AMLONOR
10მგ ტაბლეტი №30
ამლოციმი
Amlocim
5 მგ ტაბლეტი №30; №100
ეკვამერი
EKVAMER
10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30
ეკვატორი
EKVATOR
10+20მგ ტაბლეტი №30
კადუეტი
CADUET
5მგ/10მგ ტაბლეტი #30
კადუეტი
CADUET
10მგ/10მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
პმს-ამლოდიპინი
pms-AMLODIPINE
5მგ ტაბლეტი #100 10მგ ტაბლეტი #100
პრენესა
Prenessa
2მგ ტაბლეტი №30
პრესტარიუმი
PRESTARIUM
5მგ ტაბლეტი #30
პრილამი
prilam
2მგ ტაბლეტი №30
პრილამი
Prilam
4მგ ტაბლეტი №30
პრილამი
Prilam
8 მგ ტაბლეტი №30
პრილამიდი
Prilamid
2მგ+0.625მგ ტაბლეტი
პრილამიდი
Prilamid
4მგ+1.25მგ ტაბლეტი
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+5მგ ტაბლეტი №30
სობიკომბი
sobycombi
10მგ+5მგ ტაბლეტი №60
სობიკომბი
Sobycombi
10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი TRIMEIK
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.