8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03637 Rx · რეცეპტით

კანდეზეკ კომბი

Candezek Combi

16მგ+5მგ მყარი კაფსულა №30

დან25.59 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
კანდეზეკ კომბი, 16მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
მწარმოებელი
ADAMED, პოლონეთი
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    კანდეზეკ კომბი კაფსულა 16მგ+5მგ #30

    0.85 ₾ / ც. × 30

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    კანდეზეკ კომბი კაფსულა 16მგ+5მგ #30

    0.85 ₾ / ც. × 30

  • PSP ყველაზე იაფი

    კანდეზეკ კომბი - Kandezek Combi 16/5მგ 30 კაფსულა

    0.85 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამლოდიპინი + კანდესარტან ცილექსეტილი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ათქ კლასიფიკაციის კოდი

C09DB07

02

შემადგენლობა

მყარი კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

8 მგ+5მგ, კაფსულა შეიცავს

კანდესარტანი ცილექსეტილი . . . . . . . . . . . . . . . 8 მგ

ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . . . . . 5 მგ

8 მგ+10მგ, კაფსულა შეიცავს

კანდესარტანი ცილექსეტილი . . . . . . . . . . . . . . . . . 8 მგ

ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . . . . . . 10 მგ

16 მგ+5მგ, კაფსულა შეიცავს

კანდესარტანი ცილექსეტილი . . . . . . . . . . . . . . . . 16 მგ

ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . . . . . 5 მგ

16 მგ+10მგ, კაფსულა შეიცავს

კანდესარტანი ცილექსეტილი . . . . . . . . . . . . . . . . . 16 მგ

ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . . . . . . 10 მგ

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანგიოტენზინ II ანტაგონისტის (კანდესარტან ცილექსეტილი) და კალციუმის არხების ბლოკერის (ამლოდიპინის) ფიქსირებული კომბინაცია

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის იონების ანტაგონისტს და კალციუმის არხების ნელ ბლოკატორს, რომელიც აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას (უპირატესად სისხლძარღვების გლუვ კუნთებში ვიდრე გულის კუნთში). ანტიანგინალური მოქმედება განპირობებულია კორონარული და პერიფერიული არტერიების და არტერიოლების გაფართოებით. ამლოდიპინი წარმოადგენს პერიფერიულ არტერიულ ვაზოდილატატორს, რომელიც მოქმედებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, ამცირებს პერიფერულ წინააღმდეგობას და ამ გზით ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

კანდესარტანი -ანგიოტენზინ II- ის AT1 რეცეპტორების სელექციური ანტაგონისტია. გავლენას არ ახდენს აგფ - ზე და არ იწვევს ბრადიკინინის ან P სუბსტანციის დაგროვებას . კანდესარტანის აგფ ინჰიბიტორებთან შედარებისას ხველა ნაკლებად იშვიათად ვითარდებოდა იმ პაციენტებში ,რომლებიც იღებდნენ კანდესარტანის ცილექსეტილს . კანდესარტანი არ უკავშირდება სხვა ჰორმონების რეცეპტორებს და არ აბლოკირებს იონურ არხებს , რომლებიც მონაწილეობენ გულ - სისხლძარღვთა სისტემის რეგულაციაში . ანგიოტენზინ II- ის AT1 რეცეპტორების ბლოკირების შედეგად ხდება რენინის, ანგიოტენზინ I- ის , ანგიოტენზინ II- ის დონეების მომატება და ალდოსტერონის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში .

კანდესარტან/ამლოდიპინი - ამლოდიპინის და კანდესარტანის კომბინაცია იწვევს სისხლის წნევის დოზადამოკიდებულ დამატებით შემცირებას პრეპარატების ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით. ამ კომბინაციის ერთჯერადი მიღებისას ანტიჰიპერტენზული მოქმედება გრძელდება 24 სთ განმავლობაში.

05

ჩვენებები

კანდეზეკ კომბი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა უკვე სათანადოდაა კონტროლირებული კანდესარტანის და ამლოდიპინის მეშვეობით ცალკე პრეპარატების სახით, იმავე დოზებით როგორც კანდეზეკ კომბი.

06

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზაა ერთი კაფსულა დღეში.

პაციენტები, რომლებიც იღებენ კანდესარტანს და ამლოდიპინს ცალკე პრეპარატების სახით, შეიძლება მიიღონ კანდეზეკ კომბის კაფსულები, რომელიც შეიცავს მოცემული ნივთიერებების კომბინაციას იმავე დოზებით.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კანდეზეკ კომბი:

კანდეზეკ კომბის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება. შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკი.

ძალიან ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს .

თუ დაგავიწყდათ კანდეზეკ კომბის მიღება:

თუ დაგავიწყდათ კაფსულების მიღება, გამოტოვეთ დოზა სრულიად. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა შემდეგი მიღებისას. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ კანდეზეკ კომბის მიღებას:

ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. შესაძლოა დაბრუნდეთ საწყის მდგომარეობაში, თუ ნაადრევად შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას. ამიტომ დაუშვებელია კანდეზეკ კომბის მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის მიღების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

07

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კანდეზეკ კომბიმ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ კანდეზეკ კომბის მიღება და მიმათეთ ექიმს დაუყოვნებლივ შემდეგი რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში:

  • უეცარი ხიხინი, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის დათრგუნვა და სუნთქვის გაძნელება.
  • ქუთუთოების, სახის, ან ტუჩების შეშუპება
  • ენის და ყელის შეშუპება, რაც ართულებს სუნთქვას
  • კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, დაწყლულება, აქერცვლა და კანის შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები
  • გულის შეტევა, გულის რითმის დარღვევა
  • პანკრეასის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის და წელის ძლიერი ტკივილი.
  • ლეიკოპენია.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

კანდეზეკ კომბი არის ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია. ამიტომ, შეტყობინებული გვერდითი ეფექტები უკავშირდება ამლოდიპინის ან კანდესარტანის გამოყენებას.

გვერდითი ეფექტები დაკავშირებული ამლოდიპინთან:

შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა. თუ შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, აცნობეთ ექიმს.

ძალიან ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

  • მუხლის შეშუპება

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ში):

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში),
  • პალპიტაციები (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), სახის გაწითლება
  • მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა
  • დეფეკაციის დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, მოუნელებლობა
  • დაღლილობა, სისუსტე
  • მხედველობის დარღვევა, გაორებული მხედველობა
  • კუნთების სპაზმი

არახშირი (შესაძლებელია 100-დან ერთ პაციენტში)

  • ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილიანობა
  • კანკალი, გემოს ცვლილება, გულის წასვლა
  • კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
  • ყურებში შუილი
  • ჰიპოტენზია
  • ცემინება და/ან ცხვირში სისველე ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული (რინიტი),
  • ხველა,
  • პირის სიმშრალე, ღებინება,
  • თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის გაუფერულება,
  • უჩვეულო შარდვა, ღამით შარდვის მომატება, შარდვის გახშირება,
  • ერექციის უუნარობა, მამაკაცებში მკერდში დისკომფორტი ან გადიდება
  • ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა,
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი
  • სხეულის წონის მომატება ან შემცირება

იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):

  • დაბნეულობა

ძალიან იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 10 000-დან 1 პაციენტში):

  • ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევა ან სისხლდენა
  • სისხლში შაქრის შემცველობის მომატება (ჰიპერგლიკემია)
  • ნერვული გადაცემის მოშლა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება
  • ღრძილების შეშუპება
  • მუცლის შებერილობა, გასტრიტი
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რასაც შესაძლოა ჰქონდეს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე ეფექტი
  • კუნთების მომატებული დაძაბულობა
  • სისხლძარღვების ანთება ხშირად კანზე გამონაყარით
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა
  • კუნთების რიგიდობა, კანკალი და/ან მოძრაობის დარღვევა.

გვერდითი ეფექტები დაკავშირებული კანდესარტანის გამოყენებასთან:

ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)

  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • რესპირატორული ინფექცია
  • დაბალი არტერიული წნევა, რაც იწვევს გულისწასვლას და თავბრუსხვევას
  • სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილებები:
  • სისხლში კალიუმის დონის მომატება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან გულის უკმარისობა. თუ მომატება ძალიან მწვავეა, შეიძლება განვითარდეს დაღლილობა, სისუსტე, გულის არარეგულარული ცემა და ჩხვლეტის შეგრძნება.
  • თირკმელების ფუნქციაზე ზემოქმედება, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ თირკმლის პრობლემები ან გულის უკმარისობა,

ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში):

  • სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება
  • სისხლში წითელი ან თეთრი უჯრედების შემცირება - შეიძლება განვითარდეს დაღლილობა, ინფექცია ან ცხელება
  • კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება
  • ქავილი
  • წელის, სახსრების და კუნთების ტკივილი,
  • ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, ღვიძლის ანთების ჩათვლით (ჰეპატიტი). შეიძლება განვითარდეს დაღლილობა, კანის გაყვითლება და თვალის გუგების გაყვითლება და გრიპის მსგავსი სიმპტომები,
  • ხველა
  • შეუძლოდ ყოფნა
  • სისხლის ანალიზების შედეგების ცვლილება
  • სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება. თუ შემცირება ძლიერია, შეიძლება განვითარდეს სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა ან კუნთების მტკივნეული სპაზმი
08

უკუჩვენებები

არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი

  • თუ ხართ ალერგიული ამლოდიპინის ან კალციუმის არხების ბლოკერების მიმართ. თუ ხართ ალერგიული კანდესარტანის ცილექსეტილის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
  • თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
  • თუ გაქვთ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს საკმარისი სისხლი)
  • თუ გაქვთ გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ
  • თუ ხართ სულ მცირე სამი თვის ორსული (იხ. ორსულობა და ლაქტაცია)
  • თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დისფუნქცია ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღველის გადმოსვლა ნაღვლის ბუშტიდან)
  • დაუშვებელია კანდეზეკ კომბის მიღება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად, თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები (GFღ<60მლ/წთ/1.73მ2).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს კანდეზეკ კომბის მიღებამდე:

  • თუ ბოლო დროს გქონიათ გულის შეტევა
  • თუ გაქვთ გულის უკმარისობა
  • თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზიული კრიზი)
  • თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
  • თუ ხართ ხანდაზმული და თქვენი დოზა უნდა გაიზარდოს
  • თუ გავქთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები ან გადიხართ დიალიზს
  • თუ ახლო წარსულში გადაინერგეთ თირკმელი
  • თუ შეუძლოდ ხართ- ბოლო დროს გქონდათ ღებინება ან დიარეა
  • თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც აზიანებს თირკმელზედა ჯირკვალს, რასაც ეწოდება კონის სინდრომი (ასევე ეწოდება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი)
  • თუ ოდესმე გქონიათ ინსულტი
  • თუ ოდესმე მიგიღიათ რომელიმე შემდეგი პრეპარატებიდან, რომლებიც გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
  • აგფ ინჰიბიტორები (მაგ. ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები
  • ალისკირენი

ექიმმა შესაძლოა რეგულარულად შეგიმოწმოთ თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების დონე (მაგ. კალიუმის დონე) სისხლში. იხ. ასევე ნაწილი „არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი“.

რომელიმე მითითებული მდგომარეობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ მასთან ხშირი ვიზიტი გარკვეული სამედიცინო ანალიზების ჩასატარებლად.

თუ აპირებთ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს რომ იღებთ კანდეზეკ კომბის. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან კანდეზეკ კომბი ზოგიერთ საანესთეზიო საშუალებასთან ერთად იწვევს არტერიული წნევის უჩვეულო დაწევას.

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. კანდეზეკ კომბი არ არის რეკომენდებული ორსულობის დასაწყისში და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტი ორსულობის დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფზე სერიოზული ზიანი მისი მესამე თვის შემდეგ გამოყენებისას (იხ. ორსულობა და ლაქტაცია)

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს მონაცემები კანდეზეკ კომბის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ კანდეზეკ კომბის მიღება დაუშვებელია ბავშვებში და მოზარდებში.

09

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე.

ორსულობა:

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას. ექიმი გირჩევთ კანდეზეკ კომბის მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან დაორსულებისთანავე და გამოგიწერთ სხვა პრეპარატს კანდეზეკ კომბის ნაცვლად.

კანდეზეკ კომბი არ არის რეკომენდებული ადრეული ორსულობისას და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობის დროს, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფზე სერიოზული ზიანი ორსულობის მესამე თვის შემდეგ გამოყენების შემთხვევაში.

ლაქტაცია:

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ან გეწყებათ ლაქტაცია. კანდეზეკ კომბი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს. თუ აუცილებელია ლაქტაცია, ექიმი შეგირჩევთ სხვა სახის მკურნალობას განსაკუთრებით თუ ჩვილი ახალშობილია ან დღენაკლულია.

10

განსაკუთრებული მითითებები

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე:

კანდეზეკ კომბიმ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. არ მართოთ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები თუ კაფსულები იწვევს სისუსტეს, თავრუსხვევას, დაღლილობას და თავის ტკივილს. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

კანდეზეკ კომბი შეიცავს ლაქტოზას:

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ სხვა პრეპარატების მიღებას.

კანდეზეკ კომბიმ შესაძლოა იმოქმედოს სხვა პრეპარატებზე ან მასზე იმოქმედონ სხვა პრეპარატებმა, როგორიცაა:

  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინაღდმეგო)
  • რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრეთწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები აივ სამკურნალოდ)
  • რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები)
  • კრაზანა (Hიპერიცუმ პერფორატუმ),
  • ვერაპამილი, დილტიაზემი (საგულე პრეპარატები)
  • დანტროლენი (ინტრავენური ინფუზია სხეულის ტემპერატურის მწვავე დარღვევებისდროს)
  • სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატი)
  • სხვა პრეპარატები მაღალი არტერიული წნევისთვის, მათ შორის ბეტა ბლოკორები, დიაზოქსიდი და
  • აგფ ინჰიბიტორები (როგორიცაა ენალაპრილი, კაპტოპრილი, ლიზინოპრილი ან რამიპრილი) ან ალისკირენი (იხ. ასევე ინფორმაცია არ მიიღოთ კანდეზეკ კომბი და გაფრთხილებები და სიფრთილის ზომები).
  • არასტეროიდეული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი და დიკლოფენაკი
  • ცელეკოქსიბი ან ეტორიკოქსიბი (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო)
  • აცეტილსალიცილის მჟავა (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო) თუ იღებთ დღეში 3 გ-ზე მეტს.
  • კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები (სისხლში კალიუმის დონის მომატების გამომწვევი პრეპარატები)
  • ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად)
  • შარდმდენები
  • ლითიუმი (გონებრივი პრობლემებისთვის)
  • ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემისთვის)
  • ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესანტები გამოიყენება ძირითადად ორგანოთა ტრანსპლანტაციისას ორგანიზმის მიერ ორგანოთა უკუგდების პრევენციისთვის)

კანდეზეკ კომბი საკვებთან და სასმელთან ერთად:

დაუშვებელია გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის მიღება კანდეზეკ კომბის გამოყენებისას. რადგან გრეიფრუტი იწვევს სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის მომატებას, რაც ზრდის კანდეზეკ კომბის არტერიული წნევის არაპროგნოზირებად დამწევ ეფექტს.

12

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე,

შეინახეთ კანდეზეკ კომბი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ კანდეზეკ კომბი კოლოფზე/ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე/ბლისტერზე EXP ნიშნით.

ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ამტასი -ავერსი, 5მგ ტაბლეტი #20

ამტასი -ავერსი

AMTAS -AVERSI

5მგ ტაბლეტი #20

ამლოდიპინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან3.95 ₾
ნორლოპინი, 10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ნორლოპინი

10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი
დან3.96 ₾
ამტასი -ავერსი, 10მგ ტაბლეტი #20

ამტასი -ავერსი

AMTAS - AVERSI

10მგ ტაბლეტი #20

ამლოდიპინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან6.18 ₾
ტენოქსი, 5მგ ტაბლეტი №30 (3X10)

ტენოქსი

Tenox

5მგ ტაბლეტი №30 (3X10)

ამლოდიპინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.31 ₾
კარდილოპინი ®, 5 მგ ტაბლეტი #10

კარდილოპინი ®

CARDILOPIN®

5 მგ ტაბლეტი #10

ამლოდიპინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან6.44 ₾
ადიპინი, 5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ადიპინი

5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი
დან6.46 ₾
ადიპინი ®, 5მგ ტაბლეტი №30,10მგ 3ტაბლეტი №30

ადიპინი ®

ADIPIN ®

5მგ ტაბლეტი №30,10მგ 3ტაბლეტი №30

ამლოდიპინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან6.46 ₾
ამლოდიპინი, 10მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

ამლოდიპინი

10მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

ამლოდიპინი
დან6.46 ₾
ამლოდიპინი ბიოგარანი, 5მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი ბიოგარანი

5მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი ბლუფარმა ინდუსტრია ფარმაცეუტიკალსი, პორტუგალია
დან6.46 ₾
ამლოდიპინი ნორმონი, 10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი ნორმონი

10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან6.46 ₾
ამლოკორი, 10მგ №30

ამლოკორი

10მგ №30

ამლოდიპინი
დან6.46 ₾
მოდიპინი, 5მგ ტაბლეტი #30

მოდიპინი

MODIPIN

5მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი DEVA Holding, თურქეთი
დან6.46 ₾
ნორმოდიპინი, 5მგ ტაბლეტი #30

ნორმოდიპინი

NORMODIPINE

5მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან6.46 ₾
ამლოკარდი-სანოველი, 10მგ ტაბლეტი #30

ამლოკარდი-სანოველი

AMLOKARD-SANOVEL

10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
დან7.78 ₾
კარდილოპინი ®, 10 მგ ტაბლეტი #10

კარდილოპინი ®

CARDILOPIN®

10 მგ ტაბლეტი #10

ამლოდიპინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან8.94 ₾
მოდიპინი, 10მგ ტაბლეტი #30

მოდიპინი

MODIPIN

10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი DEVA Holding, თურქეთი
დან8.95 ₾
ნორმოდიპინი, 10მგ ტაბლეტი #30

ნორმოდიპინი

NORMODIPINE

10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან8.95 ₾
ტენოქსი, 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

ტენოქსი

Tenox

10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

ამლოდიპინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან8.95 ₾
ამლოციმი, 10 მგ ტაბლეტი №30; №100

ამლოციმი

Amlocim

10 მგ ტაბლეტი №30; №100

ამლოდიპინი Acino pharma A.G, შვეიცარია
დან9.65 ₾
ამლო-დენკი 5, 5მგ ტაბლეტი #50

ამლო-დენკი 5

Amlo-Denk

5მგ ტაბლეტი #50

ამლოდიპინი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან10.38 ₾
ტრიპლიქსამი, 5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან10.50 ₾
ატაკანდი, 32 მგ ტაბლეტი №28

ატაკანდი

ATACAND

32 მგ ტაბლეტი №28

კანდესარტან ცილექსეტილი AstraZeneca AB, შვედეთი
დან10.67 ₾
ნორვასკი®, 10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30

ნორვასკი®

NORVASC

10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი ფაიზერი, აშშ
დან11.32 ₾
ამლო-დენკი 10, 10მგ ტაბლეტი #50

ამლო-დენკი 10

Amlo-Denk 10

10მგ ტაბლეტი #50

ამლოდიპინი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან12.97 ₾
ატასარტი, 16მგ ტაბლეტი №28

ატასარტი

16მგ ტაბლეტი №28

კანდესარტან ცილექსეტილი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან13.00 ₾
ექსფორჯი, 10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ექსფორჯი

Exforge

10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამლოდიპინი + ვალსარტანი Novartis Farmaceutica S.A., ესპანეთი
დან13.07 ₾
ექსფორჯი, 5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ექსფორჯი

Exforge

5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამლოდიპინი + ვალსარტანი Novartis Farmaceutica S.A., ესპანეთი
დან13.43 ₾
სარტონი, 8მგ ტაბლეტი #28

სარტონი

SARTON

8მგ ტაბლეტი #28

კანდესარტან ცილექსეტილი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან14.19 ₾
ეკვაპრესი, 10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28

ეკვაპრესი

EKVAPRESS

10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან15.28 ₾
ამლიპინი, 5მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლიპინი

AMLIPIN

5მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.06 ₾
ამლოპრილი, 5მგ+10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ამლოპრილი

5მგ+10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი
დან16.06 ₾
ეკვატორი, 5მგ+10მგ ტაბლეტი #10; #20; #30

ეკვატორი

EKVATOR

5მგ+10მგ ტაბლეტი #10; #20; #30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან16.06 ₾
კვადრიპინი, 5მგ/5მგ ტაბლეტი #30

კვადრიპინი

QUADRIPIN

5მგ/5მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი ავერსი ფარმა, საქართველო
დან16.06 ₾
ამლესა, 4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.11 ₾
ამრადიპინი, 4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

4მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.11 ₾
პრესტოზეკ კომბი, 8მგ+10მგ ტაბლეტი №30

პრესტოზეკ კომბი

8მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან16.12 ₾
ამლესა, 4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.30 ₾
ამრადიპინი, 4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

4მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.30 ₾
კო-ამლესა, 4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან17.02 ₾
ამპეკორი, 4.07მგ №30

ამპეკორი

4.07მგ №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან17.03 ₾
ამპეკორი™, 5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამპეკორი™

AMPECOR™

5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან17.03 ₾
ტრიმეიკი, 4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან17.03 ₾
პოლიტენზა, 5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

პოლიტენზა

5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან17.75 ₾
პოლიტენზა -Polytenza, 25მგ №30

პოლიტენზა -Polytenza

25მგ №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + რამიპრილი
დან17.75 ₾
ამვა დენკი, 5მგ+80მგ ტაბლეტი №28

ამვა დენკი

5მგ+80მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ვალსარტანი ბალკანფარმა-დუპნიცა, ბულგარეთი
დან19.81 ₾
ამლიპინი, 5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლიპინი

AMLIPIN

5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან19.88 ₾
ამპეკორი™, 10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამპეკორი™

AMPECOR™

10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან20.18 ₾
კო-ამლესა, 4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან20.18 ₾
ტრიმეიკი, 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან20.18 ₾
ვამლოსეტი, 5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ვამლოსეტი

Vamloset

5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ამლოდიპინი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან21.22 ₾
ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი, 5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28

ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი

Amlodipine/Valsartan-Normon

5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28

ამლოდიპინი + ვალსარტანი Normon, ესპანეთი
დან21.58 ₾
ჰარტილი ამლო, 5მგ+10მგ კაფსულა №30

ჰარტილი ამლო

5მგ+10მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი ეგისი, უნგრეთი
დან21.91 ₾
რამიზეკ კომბი, 10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30

რამიზეკ კომბი

10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი
დან21.94 ₾
რამიზეკი კომბი, 5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30

რამიზეკი კომბი

RAMIZEK COMBI

5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი ADAMED, პოლონეთი
დან21.94 ₾
ეკვატორი, 20მგ+10მგ ტაბლეტი №30

ეკვატორი

20მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი გედეონ რიხტერი, უნგრეთი
დან22.61 ₾
ამლესა, 8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.25 ₾
ამრადიპინი, 8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

8მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან23.25 ₾
პრესტანსი, 5მგ/5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

5მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან23.39 ₾
ამლესა, 8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლესა

Amlessa

8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან24.87 ₾
ამრადიპინი, 8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამრადიპინი

AMRADIPIN

8მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან24.87 ₾
ალოტენდინი, 5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან25.00 ₾
კო-ამლესა, 8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან25.24 ₾
ამპეკორი ფორტ, 8.14მგ №30

ამპეკორი ფორტ

8.14მგ №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან25.30 ₾
ამპეკორი™ ფორტე, 10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამპეკორი™ ფორტე

AMPECOR™ Fort

10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან25.30 ₾
ტრიმეიკი, 8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი

TRIMEIK

8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.30 ₾
კასარკი, 32მგ ტაბლეტი №30

კასარკი

32მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან25.39 ₾
კო-ამლესა, 8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

კო-ამლესა

Co-Amlessa

8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან25.44 ₾
ამპეკორი™ ფორტე, 5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამპეკორი™ ფორტე

AMPECOR™ Fort

5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Ali Raif İlaç Sanayi A.Ş., თურქეთი
დან25.45 ₾
კოამლესა, 8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

კოამლესა

8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი
დან25.45 ₾
ტრიმეიკი, 8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30

ტრიმეიკი

8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.45 ₾
რამიზეკი კომბი, 10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30

რამიზეკი კომბი

RAMIZEK COMBI

10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი ADAMED, პოლონეთი
დან25.95 ₾
არიფამი, 1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

არიფამი

ARIFAM

1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან26.06 ₾
პრესტანსი, 10მგ+5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

10მგ+5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი სერვიე, ირლანდია
დან26.09 ₾
ალოტენდინი, 5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ალოტენდინი

5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი ეგისი, უნგრეთი
დან26.83 ₾
ტრიპლიქსამი, 5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან26.85 ₾
ვამლოსეტი, 5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ვამლოსეტი

Vamloset

5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ამლოდიპინი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან27.21 ₾
ვამლოსეტი, 10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ვამლოსეტი

Vamloset

10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28

ამლოდიპინი + ვალსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან27.91 ₾
არიფამი, 1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

არიფამი

ARIFAM

1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი Les Laboratoires Servier Industrie, საფრანგეთი
დან28.54 ₾
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან30.61 ₾
ტრიპლიქსამი, 5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან30.63 ₾
კო-ვამლოსეტი, 10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კო-ვამლოსეტი

10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი კრკა-რუს, რუსეთის ფედერაცია
დან31.25 ₾
პრესტანსი, 10მგ/10მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

10მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან31.27 ₾
პოლიტორვა, 10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30

პოლიტორვა

10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ატორვასტატინი + რამიპრილი ბლუფარმა ინდუსტრია ფარმაცეუტიკალსი, პორტუგალია
დან31.94 ₾
რამიზეკი კომბი, 10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30

რამიზეკი კომბი

RAMIZEK COMBI

10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30

ამლოდიპინი + რამიპრილი ADAMED, პოლონეთი
დან33.11 ₾
ჰარტილი ამლო, 10მგ+10მგ მყარი კაფსულა

ჰარტილი ამლო

Hartil Amlo

10მგ+10მგ მყარი კაფსულა

ამლოდიპინი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან33.11 ₾
ტრიპლიქსამი, 10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან35.65 ₾
ირდაპინი, 150მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)

ირდაპინი

Irdapin

150მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)

ამლოდიპინი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან36.24 ₾
ალოტენდინი, 10მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

10მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან36.55 ₾
ტრიპლიქსამი, 10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ტრიპლიქსამი

TRIPLIXAM

10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
დან37.18 ₾
კასარკი H, 16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კასარკი H

16მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან37.40 ₾
ეკვამერი, 20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30

ეკვამერი

EKVAMER

20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი + როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან37.92 ₾
როქსამპექსი, 10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როქსამპექსი

10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი + როზუვასტატინი
დან42.28 ₾
სარტონი პლუსი, 16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

სარტონი პლუსი

SARTON PLUS

16მგ/12.5მგ ტაბლეტი #28

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან44.20 ₾
ირდაპინი, 300მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ირდაპინი

Irdapin

300მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + Irbesartan NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან50.02 ₾
კასარკი HD, 32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კასარკი HD

32მგ+25მგ ტაბლეტი №30

კანდესარტან ცილექსეტილი + ჰიდროქლორთიაზიდი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან51.17 ₾
ექსფორჯი H, 5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ექსფორჯი H

5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28

ამლოდიპინი + ჰიდროქლორთიაზიდი + ვალსარტანი ნოვარტის ფარმა, თურქეთი
დან59.91 ₾
ადიპინი, 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ადიპინი

Adipin

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი GM Pharmaceuticals, საქართველო
Rx · რეცეპტით
ადიპრილი, 5მგ/5მგ ტაბლეტი №30

ადიპრილი

ADIPRIL

5მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ადიპრილი, 5მგ/10მგ ტაბლეტი №30

ადიპრილი

ADIPRIL

5მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

100მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

50მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

50მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ალოტენდინი, 5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ალოტენდინი, 10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ალოტენდინი

ALOTENDIN

10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ამლიზექტი, 5მგ + 10მგ ტაბლეტი №30

ამლიზექტი

Amilzekt

5მგ + 10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
Rx · რეცეპტით
ამლოდიგამა, 10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიგამა

Amlodigamma

10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი WORWAG Pharma, გერმანია
Rx · რეცეპტით
ამლოდიგამა, 5მგ ტაბლეტი #30

ამლოდიგამა

Amlodigamma

5მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი WORWAG Pharma, გერმანია
Rx · რეცეპტით
ამლოვალტანი, 5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამლოვალტანი

AMLOVALTAN

5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამლოდიპინი + ვალსარტანი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამლოკარდი-სანოველი, 5მგ ტაბლეტი #30

ამლოკარდი-სანოველი

AMLOKARD-SANOVEL

5მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ამლონორი, 5მგ ტაბლეტი №30

ამლონორი

AMLONOR

5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ამლონორი, 10მგ ტაბლეტი №30

ამლონორი

AMLONOR

10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით

ამლოციმი

Amlocim

5 მგ ტაბლეტი №30; №100

ამლოდიპინი Acino pharma A.G, შვეიცარია
Rx · რეცეპტით
ეკვამერი, 10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30

ეკვამერი

EKVAMER

10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი + როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ეკვატორი, 10+20მგ ტაბლეტი №30

ეკვატორი

EKVATOR

10+20მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

კადუეტი

CADUET

5მგ/10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ატორვასტატინი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

კადუეტი

CADUET

10მგ/10მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ატორვასტატინი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

კო-ამლესა

Co-Amlessa

2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
პერამი, 4მგ/5მგ ტაბლეტები

პერამი

Peram

4მგ/5მგ ტაბლეტები

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Argis ilac, თურქეთი
Rx · რეცეპტით

პმს-ამლოდიპინი

pms-AMLODIPINE

5მგ ტაბლეტი #100 10მგ ტაბლეტი #100

ამლოდიპინი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით
პრესტანსი, 10მგ/5მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

PRESTANCE

10მგ/5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
Rx · რეცეპტით
პრესტანსი, 5მგ/10მგ ტაბლეტი №30

პრესტანსი

5მგ/10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი Servier (Ireland) Industries Ltd, ირლანდია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

5მგ+5მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

sobycombi

10მგ+5მგ ტაბლეტი №60

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

სობიკომბი

Sobycombi

5მგ+10მგ ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ბისოპროლოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ტრიმეიკი TRIMEIK, 8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ტრიმეიკი TRIMEIK

TRIMEIK

8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30

ამლოდიპინი + ინდაპამიდი + პერინდოპრილი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ჰარტილი ამლო, 2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30

ჰარტილი ამლო

Hartil Amlo

2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30

ამლოდიპინი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ჰარტილი ამლო, 10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30

ჰარტილი ამლო

Hartil Amlo

10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30

ამლოდიპინი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ჰარტილი ამლო, 5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30

ჰარტილი ამლო

Hartil Amlo

5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30

ამლოდიპინი + რამიპრილი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.