მონოგრაფია Nº 00105 Rx · რეცეპტით
ალორტია
Alortia
50მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (Amlodipine) ლოსარტანი (Losartan)
- მწარმოებელი
- კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები
- იმპორტიორი საქართველოში
- KRKA
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამლოდიპინი + ლოსარტანი. ჯერ ყველაზე იაფი.
ალორტია
Alortia
100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
100მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალორტია
Alortia
50მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
ჩვენებები
ალორტია შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერაბას ლოზარტანს და ამლოდიპინს. ორივე ნივთიერება ხელს უწყობს სისხლის მაღალი არტერიული წნევის კონტროლს.
- ლოზარტანი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებად, რომლებიც იწვევენ სისხლის წნევის შემცირებას სისხლძარღვების რელაქსაციის ხარჯზე.
- ამლოდიპინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან კალციუმის არხების ბლოკატორებად. კალციუმის იონების მიგრაციის ბლოკატორების ხარჯზე სისხლის უჯრედების კედლებზე აბრკოლებს სისხლძარღვების შევიწროვებას და ამგვარად ამცირებს სისხლის წნევას.
ორივე ნივთიერების მოქმედება იწვევს სისხლძარღვების შევიწროვების დაბრკოლებას, რის შედეგადაც ხდება მათი მოდუნება და სისხლის წნევის შემცირება.
პრეპარატი ალორტია გამოიყენება სისხლი მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ ლოზარტანის და ამლოდიპინის შესაბამის დოზირებას ცალ-ცალკე, რომელსაც შეიცავს პრეპარატი ალორტია და გამოიყენება ამ ორი პრეპარატის ნაცვლად.
უკუჩვენებები
არ შეიძლება ალორტიას გამოყენება
- თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ლოზარტანზე, ამლოდიპინზე ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმერი ინგრედიენტის მიმართ (აღნიშნულია პუნქტში 6) ან კალციუმის ნებისმიერი ანტაგონისტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა შესაძლოა აღინიშნოს ქავილით, კანის სიწითლით ან სუნთქვის გართულებით.
- თუ პაციენტს ახასიათებს სისხლის ძალიან დაბალი წნევა (ჰიპოტონია).
- თუ აღინიშნება გულის აორტას სარქველის სტენოზი (აორტალური სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ვერ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით).
- თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა მიოკარდული ინფარქტის შემდეგ.
- თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (ასევე არ არის რეკომენდებული ალორტიას გამოყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში, იხ. პუნქტი ,,ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).
- თუ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის რთული დარღვევა.
- თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები და იღებს წნევის დამწევ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ალორტიას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. არ არის რეკომენდებული ალორტიას გამოყენება ორსულობის ადრეულ ასაკში და მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის 3 თვის ასაკიდან, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს. (იხ. პუნქტი ,,ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი:
- თუ პაციენტს აღენიშნება კვინკეს შეშუპება ანამნეზში (სახის, ტუჩების, ყელის და (ან) ენის, იხ. პუნქტი 4).
- თუ აღინიშნება ძლიერი ღებინება ან დიარეა, რაც იწვევს ორგანიზმიდან სითხისა და მარილების მნიშვნელოვან გამოდევნას.
- თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სითხის რაოდენობას, რომელიც გამოიდევნება თირკმელებით) ან იცავს უმარილო დიეტას, რაც იწვევს სითხისა და მარილების დაკარგვას.
- თუ აღინიშნება თირკმლის სისხლძარღვების შევიწროვება ან შეგუბება ან თუ პაციენტს ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა თირკმლის გადანერგვა.
- თუ გახასიათებთ თირკმლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 2 ,,არ შეიძლება ალორტიას გამოყენება”).
- თუ აღინიშნება გულის უკმარისობა თირკმლის უკმარისობის თანხლებით ან მის გარეშე ან სიცოცხლისათვის საშიში რთული არითმია.
- აუცილებელია სიფრთხილე ბეტა-ბლოკატორებით ერთდროული მკურნალობისას.
- თუ პაციენტს ახასიათებს გულის კუნთის დაავადება ან მიოკარდის ინფარქტი.
- თუ გახასიათებთ გულის იშემიური დაავადება (რაც კავშირშია გულის სისხლძარღვებში სისხლის მიწოდების შემცირებასთან) ან სისხლძარღვების დაავადებები.
- ცერებრალური დაავადება (გამოწვეული ტვინში სისხლის მიწოდების შემცირებით).
- თუ გახასიათებთ პირველადი ჰიპერალდესტორინიზმი (დაავადება, რომელიც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის სეკრეციის მომატებით, რაც გამოწვეულია ამ ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით).
- თუ ცოტა ხნის წინ აღინიშნა გულის შეტევა.
- თუ აღინიშნება ან წარსულში აღინიშნა სისხლის წნევის მომატება (ჰიპერტონული კრიზი).
- თუ საჭიროა ხანდაზმულ პაციენტში დოზირების გაზრდა.
- თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელინეს, რომლებიც გამოიყენება მაღალი სისხლის წნევის სამკურნალოდ:
- ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერნემტების ინჰიბიტორები (აგფ) (Angiotensin Converting Enzyme Inhibitors, ACEI)) (მაგ., ენალაპრილი, ლიზონოპრილი, რამიპრილი), კერძოდ თუ პაციენტს ახასიათებს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც განპირობებულია დიაბედით.
- ალისკირენი.
ექიმმა გარკვეული დროის შუალედებში უნდა გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია, სისხლის წნევა და შრატში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგ., კალიუმი). იხ. ასევე ინფორმაცია ,,არ შეიძლება ალორტიას გამოყენება”.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული ალორტიას გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ალორტიას გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც ან თუ გეგმავთ რომელიმე მედიკამენტის მიღებას.
საჭიროა სიფრთხილე ალოტრიათი მკურნალობის პერიოდში შემდეგი მედიკამენტების გამოყენებისას, როგორიცაა:
- წნევის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან შესაძლოა აღინიშნოს წნევის ძლიერი დაცემა. არტერიული წნევა შესაძლოა შემცირდეს შემდეგი მედიკამენტების/ჯგუფის ზემოქმედებით: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპული მედიკამენტები, ბაკლოფენი და ამიფოსტინი,
- კალიუმის შემნახველი პრეპარატები, შესაძლოა აღინიშნოს კალიუმის დონის მომატება (მაგ., კალიუმის დანამატები, მარილის შემცველები, კალიუმის შემცველები ან კალიუმის პრეპარატები, როგორიცაა ზოგიერთი დიურეზულები (ამილორიდი, ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი ან ჰეპარინი);
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ინდომეტაცინი, მათ შორის ჩOX-2 ინჰიბიტორები (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები), რადგან ამ პრეპარატებმა შესაძლოა შეამცირო ლოზარტანის წნევის შემამცირებელი ეფექტი.
თირკმლის ფუნქციის დაღვევის დროს ამ პრეპარტების გამოყენებამ შესაძლოა გაართულოს თირკმლის ფუნქციის მდგომარეობა.
პრეპარატი ალორტიას გამოყენებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტზე და ასევე სხვა მედიკამენტება შესაძლოა იმოქმედოს ალორტიას ეფექტურობაზე, მათ მიეკუთვნებიან შემდეგი მედიკამენტები:
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
- რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. ორითეაზას ინჰიბიტრები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ)
- რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები).
- კრაზანას პრეპარატები (Hყპერიცუმ პერფორატუმ).
- ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის სამკურნალო საშუალებები)
- დანტროლენი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ძლიერი ცხელების დროს)
- სიმვასტატინი (ქოლესტერინის შემამცირებელი პრეპარატი)
პრეპარატი ალორტიას გამოყენება შესაძლებელია ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად, მაგრამ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. შესაძლოა საჭირო გახდეს აუცილებელი სპეცალური უსაფრთხოების ზომების მიღება (მაგ., სისხლის ანალიზის ჩატარება).
ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა და(ან) მიიღოს უსაფრთხოების სხვა ზომები:
- თუ იყენებთ აგფ-ინჰიბიტორებს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია ,,არ შეიძლება ალორტიას მიღება” და ,,უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები”).
ალორტიას მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტთან ერთად
მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის ან გრეიფრუტის მიღება, რადგან გრეიფრუტის წვენმა შესაძლოა გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის გაზრდა და შედეგად გაიზარდოს პრეპარატის წნევის დამწევი ეფექტი.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან გეგემავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობა
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, გეგამავთ ორსულობას ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად. ექიმი მოგცემთ სწორ დანიშნულებას და მიიღებს გადაწყვეტილებას ალორტიას გამოყენების შეწყვეტის შესახებ დაორსულებამდე ან ორსულობის დადგომისთანავე და დაგინიშნავთ ალტერნატიულ მკურნალობას. არ არის რეკომენდებული ალორტიას გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის 3 თვის ასაკიდან, რადგან ამ პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს.
ლაქტაციის პერიოდი
აცნობეთ ექიმს თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. არ არის რეკომენდებული ალორტიის გამოყენება ლაქტაციის დროს. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სხვა სამკურნალო საშუალება, თუ გსურთ ლაქტაციის გაგრძელება, განსაკუთრებით თუ ჩვილი არის ახალშობილი ან დღენაკლული.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარი
პრეპარატმა ალორტიამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ვლინდება ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი არ უნდა მართოთ ავტომობილი და შეასრულოთ რთული სამუშაოები. დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
ალორტია შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ უნდა მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ალორტიას რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში ერთჯერ.
ტაბლეტები უნდა მიიღოთ წყლის მიყოლებით, შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მედიკამენტი უნდა მიიღოთ დღის ერთიდაიმავე დროს. არ მიიღოთ ალორტიას გამოყენების დროს გრეიფრუტის წვენი. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი ალორტია მიიღოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
ბავშვები და მოზარდები
ალორტიას გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.
თუ მიიღეთ ალორტიას ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ პრეპარატ ზედმეტი დოზა დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ზედოზირების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება სიცოცხლისათვის საშიშ დონემდე. შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა, ,,სიცარიელის” შეგრძნება თავში, გულყრა ან სისუსტე. სისხლის წნევის ძლიერმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკური მდგომარეობა. შესაძლოა აღინიშნოს კანზე სიცივის და წებოვნების შეგრძნება და აღინიშნოს გულყრა.
თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზა
თუ დაგავიწყდათ ალორტიას რეკომენდებული დოზა უნდა მიიღოთ ის შემდგომი მიღების დროს რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ ალორტიას მიღების შეწყვეტა
ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას. თუ შეწყვეტთ მკურნალობას ნაადრევად ექიმთან კონსულტაციის გარეშე, შესაძლოა ამან გამოიწვიოს დაავადების ხელახალი გართულება.
ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტი გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:
- სტვენა სუნთქვისას, მკერდის არეში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გართულება;
- სახის, ტუჩების ან ქუთუთოების შეშეუპება.
- ენის და ყელის შეშუპება, რაციწვევს სუნთქვის გართულებას.
- კანის რთული რეაქციები, რომელიც მოიცავს გამონაყარს, ჭინჭრი ცხელება, კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
- მიოკარდის ინფარქტი და გულის არითმია;
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ძლიერი ტკივილი და ზურგის არეში ტკივილი, რასაც თან ახლავს ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.
ამლოდიპინი
აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები. თუ აღნიშნული მოვლენებიდან გამოვლინდება ნებისმიერი ეფექტი ან შენარჩუნდება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა მიმართოთ ექიმს.
ხშირი (ვლინდება 10-დან 1 -მდე პაციენტში):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
- გულისცემა (გულის რითმის დარღვევა), კანის ჰიპერემია, განსაკუთრებით სახის
- მუცლის ტკივილი, ღებინება
- ხელიგულების შეშუპება, სისუსტე.
შემდეგში ჩამოთვლილია სხვა გვერდითი ეფექტები. თუ შენიშნავთ რომელიმე აღწერილ გვერდით მოვლენას და ან გამოვლინდება ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ინსტუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არახშირი (ვლინდება 100 პაციეტნიდან 1-მდე):
- ხასიათის ცვლილება, შფოთი, დეპრესია, უძილობა
- კანკალი, გემოს დარღვევები, გულყრა, სისუსტე
- კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა, ტკივილი.
- მხედველობის დარღვევები, გაორებული მხედველობა, შუილი ყურებში,
- სისხლის დაბალი წნევა
- ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი),
- ნაწლავის მოქმედების ცვილებები, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია, პირის სიმშრალე, ღებინება,
- ალოპეცია, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, წითელი ლაქები კანზე, კანის ფერის ცვლილება
- შარდვის დარღვევები, ხშირი შარდვა, მათ შორის ღამის განმავლობაში.
- ერექციის დარღვევა, დისკომფორი ან გინეკომასტია,
- სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა.
- კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი,
- სხეულის წონის შემცირება ან გაზრდა.
იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 1000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში):
- დაბნეულობა
ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 10 000 პაციენტიდან 1 მდე):
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენების მიმართ მიდრეკილება.
- სისხლში შაქრის დონის გაზრდა (ჰიპერგლიკემია),
- ნერვული დარღვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება,
- ხველა
- ღრძილების შეშუპება
- მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
- ღვიძლის დისფუნქცია, ჰეპატიტის, კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე,
- კუნთების ტონუსის მომატება,
- სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარის თანხლებით
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა,
- დარღვევები, რომლებიც მოიცავს კუნთების სიმყიფეს, კანკალს და (ან) მოძრაბის დარღვევას.
ლოზარტანი
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე):
- თავბრუსხვევა,
- წნევის დაცემა (განსაკუთრებით ორგანიზმში სითხის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მაგ., პაციენტებში გულის უკმარისობით ან დიურეზულების მაღალი დოზირების გამოყენებისას).
- დოზაზე დამოკიდებული ორთოსტაზული სიმპტომები, როგორიცაა არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას,
- სისუსტე,
- დაღლილობა,
- სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია),
- სისხლში კალიუმის რაოდენობის გაზრდა (ჰიპერკალიემია),
- ღვიძლის უკმარისობა, მათ შორის თირკმელების ფუნქციის გაჩერება,
- სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია),
- სისხლში შარდოვანას დონის გაზრდა, შრატისმიერი კრეატინინის დონის გაზრდა და კალიუმის დონის გაზრდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 -მდე):
- ძილიანობა,
- თავის ტკივილი,
- ძილის დარღვევები,
- ტაჰიკარდია (აჩქარებული გულისცემა)
- მკერდის არეში ტკივილი (სტენოკარდია)
- ქოშინი (გახშირებული სუნთქვა)
- მუცლის ტკივილი
- ყაბზობა
- დიარეა
- ღებინება
- გულისრევა
- ჭინჭრის ცხელება
- ქავილი
- გამონაყარი
- შეშუპება
- ხველა.
იშვიათი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ჰიპერმგრძნობელობა,
- კვინკეს შეშუპება
- ვასკულიტი (მათ შორის შონლაინ-ჰენოხის პურპურა)
- დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
- გულყრა
- აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა (მოციმციმე არითმია)
- ინსულტი
- ღვიძლის ანთება
- ალანინ-ამინოტრანსფერაზას მომატება, როგორც წესი ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
უცნობია სიხშირე (გამოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- შაკიკი
- ღვიძლის დისფუნქცია
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი
- გრიპის მსგავსი სიმპტომები
- ზურგის და შარდის გამომყოფი ორგანოების ტკივილი
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ფოტოსენსიბილიზაცია)
- გაურკვეველი გენეზის ტკივილები, რასაც ახლავს შარდის მუქად შეფერვა (ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი)
- იმპოტენცია
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)
- დეპრესია
- ზოგადად შეუძლოდ ყოფნა
- ყურებში ხმაური, შუილის შეგრძნება (ზარის ხმა ყურებში)
- გემოს დარღვევები.
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ალორტია
- აქტიური ნივთიერება არის კალიუმის ლოზარტანი და ამლოდიპინი (ბესილატის სახით).
ალორტია 50 მგ+5მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოზარტანს და 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.
ალორტია 50 მგ+10მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოზარტანს და 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.
ალორტია 100მგ+5მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კალიუმის ლოზარტანს და 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.
ალორტია 100 მგ+10მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კალიუმის ლოზარტანს და 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.
- დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზას ფხვნილი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის უწყლო დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტაბლეტის გარსი: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3000, ტალკი, წითელი რკინის ოქსიდი (E172) - მხოლოდ 50მგ+5მგ, 50მგ+10მგ და 100მგ+5მგ შემოგარსულ ტაბლეტებში, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) - მხოლოდ 50მგ+5მგ და 100მგ+10მგ შემოგარსულ ტაბლეტებში.
ალორტიას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ალორტია 50მგ+5მგ: მოყავისფრო ნარინჯისფერი, ოვალური ფორმის (15მმX7მმ), ოდნავ ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები.
ალორტია 50მგ+10მგ: მოწითალო-მოყავისფერო ფერის, ოვალური (15მმX7მმ), ოდნავ ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები.
ალორტია 100მგ+5მგ: ვარდისფერი, ოვალური (18მმX9მმ), ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები.
ალორტია 100მგ+10მგ: ღია მოყავისფერო-მოყვითალო ფერის, ოვალური (18მმ+9მმ), ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები.
შეფუთვის შემადგენლობა: 10, 28, 30, 56, 60, 84 და 90 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში, მუყაოს კოლოფში.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ამტასი -ავერსი
AMTAS -AVERSI
5მგ ტაბლეტი #20
ნორლოპინი
10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ამტასი -ავერსი
AMTAS - AVERSI
10მგ ტაბლეტი #20
ტენოქსი
Tenox
5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
5 მგ ტაბლეტი #10
ადიპინი
5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ადიპინი ®
ADIPIN ®
5მგ ტაბლეტი №30,10მგ 3ტაბლეტი №30
ამლოდიპინი
10მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ამლოდიპინი ბიოგარანი
5მგ კაფსულა №30
ამლოდიპინი ნორმონი
10მგ ტაბლეტი №30
ამლოკორი
10მგ №30
მოდიპინი
MODIPIN
5მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
5მგ ტაბლეტი #30
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
10მგ ტაბლეტი #30
კარდილოპინი ®
CARDILOPIN®
10 მგ ტაბლეტი #10
მოდიპინი
MODIPIN
10მგ ტაბლეტი #30
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
10მგ ტაბლეტი #30
ტენოქსი
Tenox
10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
ლორისტა
Lorista
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28
ლოსარ-დენკი 50
Losar-Denk 50
50მგ შემოგარსული ტაბლეტი №28
ლოსარტანი ნორმონი
50მგ ტაბლეტი №28
ამლოციმი
Amlocim
10 მგ ტაბლეტი №30; №100
ამლო-დენკი 5
Amlo-Denk
5მგ ტაბლეტი #50
ტრიპლიქსამი
5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ლორისტა
Lorista
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28
ლოსარ-დენკი 25
Losar-Denk 25
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
Losartan
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
კოლოსარ-დენკი 50/12.5
CoLosar-Denk 50/12.5
50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28
ლორისტა H
Lorista H
50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
100მგ+25მგ ტაბლეტი №28
ნორვასკი®
NORVASC
10მგ ტაბლეტი №30, 5მგ ტაბლეტი №30
ლორისტა
Lorista
100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28
ლორისტა
100მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28
ლოსარ-დენკი 100
Losar-Denk 100
100მგ შემოგარსული ტაბლეტი №28
ამლო-დენკი 10
Amlo-Denk 10
10მგ ტაბლეტი #50
ექსფორჯი
Exforge
10 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ლოზატენზი
50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ექსფორჯი
Exforge
5 მგ/160 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ეკვაპრესი
EKVAPRESS
10მგ+5მგ+1,5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28
ლოზატენზი RM
100მგ+25მგ ტაბლეტი №30
ლოზატენზი RM(H)
50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამლოპრილი
5მგ+10მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ეკვატორი
EKVATOR
5მგ+10მგ ტაბლეტი #10; #20; #30
კვადრიპინი
QUADRIPIN
5მგ/5მგ ტაბლეტი #30
ამლესა
Amlessa
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტოზეკ კომბი
8მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი
4.07მგ №30
ამპეკორი™
AMPECOR™
5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
პოლიტენზა
5მგ+5მგ+25მგ კაფსულა №30
პოლიტენზა -Polytenza
25მგ №30
ლორისტა HD
Lorista® HD
100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ამვა დენკი
5მგ+80მგ ტაბლეტი №28
ამლიპინი
AMLIPIN
5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ამპეკორი™
AMPECOR™
10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
ამლოდიპინი/ვალსარტანი-ნორმონი
Amlodipine/Valsartan-Normon
5გ+160მგ ტაბლეტი N28; 5გ+160მგ ტაბლეტი N28
ჰარტილი ამლო
5მგ+10მგ კაფსულა №30
რამიზეკ კომბი
10მგ+5მგ სპრეი 30 კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
5მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
8მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
ეკვატორი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ლორისტა H100
Lorista H100
100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ამლესა
Amlessa
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი ფორტ
8.14მგ №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ტრიმეიკი
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
კოამლესა
8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ტრიმეიკი
8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+5მგ მყარი კაფსულა №30
კანდეზეკ კომბი
Candezek Combi
16მგ+10მგ მყარი კაფსულა №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+5მგ მკვრივი კაფსულა №30
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
პრესტანსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
ალოტენდინი
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ვამლოსეტი
Vamloset
5მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
ვამლოსეტი
Vamloset
10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N28
არიფამი
ARIFAM
1.5მგ/10მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
ლოსარტან ფარმოზი
100მგ 60 ტაბლეტი №60
ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კო-ვამლოსეტი
10მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/10მგ ტაბლეტი №30
პოლიტორვა
10მგ+10მგ+40მგ ტაბლეტი №30
რამიზეკი კომბი
RAMIZEK COMBI
10მგ+10მგ მკვრივი კაფსულა №30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+10მგ მყარი კაფსულა
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
150მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ეკვამერი
EKVAMER
20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30
როქსამპექსი
10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ირდაპინი
Irdapin
300მგ + 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ექსფორჯი H
5მგ+160მგ+12.5მგ ტაბლეტი №28
ადიპინი
Adipin
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ადიპრილი
ADIPRIL
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
ალოტენდინი
ALOTENDIN
5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ალოტენდინი
ALOTENDIN
10მგ/5მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
ამლიზექტი
Amilzekt
5მგ + 10მგ ტაბლეტი №30
ამლოდიგამა
Amlodigamma
10მგ ტაბლეტი #30
ამლოდიგამა
Amlodigamma
5მგ ტაბლეტი #30
ამლოვალტანი
AMLOVALTAN
5მგ/80მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ამლოკარდი-სანოველი
AMLOKARD-SANOVEL
5მგ ტაბლეტი #30
ამლონორი
AMLONOR
5მგ ტაბლეტი №30
ამლონორი
AMLONOR
10მგ ტაბლეტი №30
ამლოციმი
Amlocim
5 მგ ტაბლეტი №30; №100
ბრიუსარტანი
Brusartan
50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56
ბრიუსარტანი
Brusartan
100 მგ ტაბლეტი N 28; N 56
ბრიუსარტანი
Brusartan
50 მგ ტაბლეტი N 28; N 56
ეკვამერი
EKVAMER
10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30
ეკვატორი
EKVATOR
10+20მგ ტაბლეტი №30
ეკლიპსი-სანოველი
EKLIPS-sanovel
100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ეკლიპსი-სანოველი
EKLIPS-sanovel
50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ეკლიპსი-სანოველი პლუსი
EKLIPS-sanovel Plus
50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28
კადუეტი
CADUET
5მგ/10მგ ტაბლეტი #30
კადუეტი
CADUET
10მგ/10მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
ლოზაპი
Lozap
50მგ ტაბლეტი #30
ლოზაპი
Lozap
100მგ ტაბლეტი #30
ლოზაპი პლუსი
Lozap Plus
50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30
პერამი
Peram
4მგ/5მგ ტაბლეტები
პმს-ამლოდიპინი
pms-AMLODIPINE
5მგ ტაბლეტი #100 10მგ ტაბლეტი #100
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+5მგ ტაბლეტი №30
სობიკომბი
sobycombi
10მგ+5მგ ტაბლეტი №60
სობიკომბი
Sobycombi
10მგ+10მგ ტაბლეტი№30; №60
სობიკომბი
Sobycombi
5მგ+10მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი TRIMEIK
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
2.5მგ+2.5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
10მგ+5მგ მყარი კაფსულა #30
ჰარტილი ამლო
Hartil Amlo
5მგ+10მგ მყარი კაფსულა #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.