8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01855 Rx · რეცეპტით

ლოზაპი

Lozap

50მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი, 50მგ ტაბლეტი #30
მოქმედი ნივთიერება
ლოსარტანი (Losartan)
მწარმოებელი
ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
იმპორტიორი საქართველოში
Zentiva
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლოსარტანი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლორისტა, 50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლორისტა

Lorista

50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.54 ₾
ლოსარ-დენკი 50, 50მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

ლოსარ-დენკი 50

Losar-Denk 50

50მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან9.54 ₾
ლოსარტანი ნორმონი, 50მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი ნორმონი

50მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან9.54 ₾
ლორისტა, 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლორისტა

Lorista

25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან10.79 ₾
ლოსარ-დენკი 25, 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლოსარ-დენკი 25

Losar-Denk 25

25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან10.79 ₾
ლორისტა, 100მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ლორისტა

100მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ლოსარტანი
დან12.22 ₾
ლორისტა, 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლორისტა

Lorista

100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან12.22 ₾
ლოსარ-დენკი 100, 100მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

ლოსარ-დენკი 100

Losar-Denk 100

100მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან12.22 ₾
ლოსარტან ფარმოზი, 100მგ 60 ტაბლეტი №60

ლოსარტან ფარმოზი

100მგ 60 ტაბლეტი №60

ლოსარტანი
დან28.80 ₾
ბრიუსარტანი, 100 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

100 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
ბრიუსარტანი, 50 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

50 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით

ეკლიპსი-სანოველი

EKLIPS-sanovel

100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ეკლიპსი-სანოველი, 50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეკლიპსი-სანოველი

EKLIPS-sanovel

50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლოზაპი, 100მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი

Lozap

100მგ ტაბლეტი #30

ლოსარტანი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 90 ც.

1 ტაბ.

ლოზარტანის კალიუმი...................................... 50 მგ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლოზარტანის კალიუმი...................................... 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი 30, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი, პროპილენგლიკოლი.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ჰიპოტენზიური პრეპარატი. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლოზაპი წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორების (AT1 ქვეტიპი) სპეციფიკურ ანტაგონისტს. არ თრგუნავს ბრადიკინინის დამშლელ კინაზა II-ფერმენტს. ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას, ადრენალინისა და ალდოსტერონის კონცენტრაციას სისხლში, არტერიულ წნევას (აწ), წნევას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში; ამცირებს პოსტდატვირთვას, ახდენს დიურეზულ ეფექტს. ხელს უშლის მიოკარდის ჰიპერტროფიის განვითარებას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვების მიმართ პაციენტებში გულის უკმარისობით.

ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება (მცირდება სისტოლური და დიასტოლიზური არტერიული წნევა) მაქსიმუმს აღწევს 6 საათში, ხოლო შემდეგი 24 საათის განმავლობაში მცირდება.

მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა 3-6 კვირაში პრეპარატის მიღების დაწყებიდან.

ფარმაკოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ლოზარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ პაციენტებმა ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში პრეპარატი უნდა მიიღონ უფრო მცირე დოზით.

04

ფარმაკოკინეტიკა

ლოზარტანი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა – დაახლოებით 33%. გააჩნია ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტი, მეტაბოლიზდება კარბოქსილირების გზით იზოფერმენტის 2ჩ9 ციტოქრომის P450 მონაწილეობით აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 99%. ლოზარტანის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს 1 საათს, აქტიური მეტაბოლიტის 3-4 საათს, პერორალური მიღების შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი 1.5-2 საათი, ხოლო მისი ძირითადი მეტაბოლიტეს - 6-9 საათი, შესაბამისად. დოზის დაახლოებით 35% გამოიყოფა შარდთან ერთად, დაახლოებით 60% - ნაწლავიდან.

05

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის ან თერაპიის არაეფექტურობის დროს);
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მათ შორის ინსულტის) განვითარების და სიკვდილიანობის რისკის შემცირება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით;
  • დიაბეტური ნეფროპათია ჰიპერკრეატინემიის და პროტეინურიის დროს (შარდის ალბუმინისა და კრეატინინის შეფარდება 300 მგ/გრ მაღალი) არტერიული ჰიპერტენზიის თანმხლები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესირების დაქვეითება ტერმინალურ ქრონიკულ თირკმლის უკმარისობამდე).
06

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ლოზაპი მიიღება პერორალურად, საკვების მიღების მიუხედავად, მიღების ჯერადობა – ერთხელ დღე-ღამეში.

არტერიული ჰიპერტენზიისას დღე-ღამის საშუალო დოზა შეადგენს 50 მგ. ცალკეულ შემთხვევებში ძლიერი ეფექტის მისაღწევად დოზა იზრდება 100 მგ-მდე ორ მიღებად ან ერთხელ დღეში.

საწყისი დოზა პაციენტებისათვის გულის უკმარისობით შეადგენს 12.5 მგ ერთხელ დღე-ღამეში. როგორც წესი, დოზა იზრდება კვირის ინტერვალით (ე.ი. 12.5 მგ/დღე-ღამე, 25 მგ/დღე-ღამე და 50 მგ/დღე-ღამე) საშუალო შემანარჩუნებელ დოზამდე 50 მგ ერთხელ დღე-ღამეში პაციენტის მიერ პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც დიდი დოზებით იღებენ დიურეზულ საშუალებებს, ლოზაპის საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. დოზის კორექტირება საჭირო არ არის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან თირკმელების დარღვეული ფუნქციით, იმ პაციენტთა ჩათვლით, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა დაინიშნოს ლოზაპის უფრო მცირე დოზები.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, იმ პაციენტთა ჩათვლით, რომლებიც დიალიზზე იმყოფებიან, აუცილებელი არ არის საწყისი დოზის კორექცია.

გამოყენება პედიატრიაში: პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

07

გვერდითი მოვლენები

აღინიშნა გვერდითი ეფექტები, რომელთა განვითარების სიხშირე პლაცებოსთან შეფარდებადია. დამტკიცებული არ არის ლოზარტანის გამოყენებასთან გვერდითი ეფექტების კავშირი, რომლებიც აღინიშნება 1% ნაკლები შემთხვევების სიხშირით. უმეტეს შემთხვევაში ლოზაპი კარგად აიტანება, გვერდითი ეფექტები გავლითი ხასიათისაა და არ საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოების მხრივ: 1% და მეტი – თავბრუსხვევა, ასთენია, დაღლილობა, თავის ტკივილი, უძილობა; 1%-ზე ნაკლები – შფოთვა, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზიები, ჰიპოსთეზია, შაკიკი, ტრემორი, ატაქსია, დეპრესია, სინკოპე, ყურებში შუილი, გემოს შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, კონიუნქტივიტი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: 1% და მეტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (სხეულის მომატებული ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სინუსოპათია, სინუსიტი, ფარინგიტი); 1%-ზე ნაკლები – დისპნოე, ბრონქიტი, რინიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მხრივ: 1% და მეტი – ღებინება, დიარეა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი; 1%-ზე ნაკლები – ანორექსია, სიმშრალე პირში, კბილის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი, გასტრიტი, ყაბზობა.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: 1% და მეტი – კრუნჩხვები, მიალგია, ზურგის, მკერდის, ფეხების ტკივილი; 1%-ზე ნაკლები – ართრალგია, ბეჭის, მუხლის ტკივილი, ართრიტი, ფიბრომიალგია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტაზური ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული), ტაქი- ან ბრადიკარდია, არითმიები, სტენოკარდია, ანემია.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: 1%-ზე ნაკლები – შარდვის იმპერატული მოთხოვნილება, შარდსადენი გზების ინფექციები, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია.

კანის მხრივ: 1%-ზე ნაკლები – კანის სიმშრალე, ერითემა, ფოტოსენსიბილიზაცია, ჭარბი ოფლდენა, ალოპეცია.

ალერგიული რეაქციები: 1%-ზე ნაკლები – ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, მ.შ. სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის.

სხვა: ჰიპერკალიემია (შრატის კალიუმი 5.5 მოლი/ლ-ზე მეტი).

08

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენეტების მიმართ;
  • არტერიული ჰიპოტენზია;
  • ჰიპერკალიემია;
  • დეჰიდრატაცია;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
09

ორსულობა და ლაქტაცია

მონაცემები ორსულებში ლოზარტანის გამოყენების შესახებ არ არსებობს. მაგრამ, ცნობილია, რომ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ უშუალოდ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე. ორსულობის II და III ტრიმესტრებში შეუძლიათ გამოიწვიონ ნაყოფის განვითარების დეფექტი ან სიკვდილი. ამიტომ ორსულობის დადგენისას ლოზაპის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ლაქტაციის შეწყვეტის ან ლოზაპით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

10

განსაკუთრებული მითითებები

აუცილებელია დეჰიდრატაციის კორექციის ჩატარება ლოზაპის დანიშვნამდე ან მკურნალობა უნდა დაიწყოს პრეპარატის უფრო მცირე დოზის გამოყენებით. პრეპარატებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, შეუძლიათ გაზარდონ სისხლში შარდოვანას კონცენტრაცია და შრატისმიერი კრეატინინი პაციენტებში თირკმლის ბილატერალური სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სისხლში კალიუმის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმელების ფუნქციის დარღვევებისას.

11

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, ტაქიკარდია, პარასიმპატური (ვაგუსური) სტიმულირების გამო, შესაძლოა გამოვლინდეს ბრადიკარდია.

მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი, სიმპტომატური თერაპია; ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატის დანიშვნა შეიძლება სხვა ჰიპოთენზიურ საშუალებებთან ერთად. ურთიერთქმედება ჰიდროქლორთიაზიდთან, დიგოქსინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ციმეტიდინთან, ფენობარბიტალთან კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. პაციენტებში დეჰიდრატაციით (დიურეზული საშუალებების დიდი დოზებით წინასწარი მკურნალობა) შესაძლოა განვითარდეს ა/წ-ს გამოხატული დაწევა. აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ეფექტს (შარდმდენი, ბეტა-ადრენობლოკატორები, სიმპატოლიზურები). ზრდის ჰიპერკალიემიის რისკს ერთდროული გამოყენებისას კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან და კალიუმის პრეპარატებთან.

13

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

Losartan, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Losartan

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან11.16 ₾
კოლოსარ-დენკი 50/12.5, 50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

კოლოსარ-დენკი 50/12.5

CoLosar-Denk 50/12.5

50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან11.16 ₾
ლორისტა H, 50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H

Lorista H

50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან11.16 ₾
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან11.16 ₾
ლოზატენზი, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლოზატენზი

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან13.10 ₾
ლოზატენზი RM, 100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM

100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.29 ₾
ლოზატენზი RM(H), 50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM(H)

50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.33 ₾
ლორისტა HD, 100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა HD

Lorista® HD

100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან19.16 ₾
ლორისტა H100, 100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H100

Lorista H100

100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.88 ₾

ალორტია

Alortia

100მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

50მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

50მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ბრიუსარტანი, 50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
ეკლიპსი-სანოველი პლუსი, 50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეკლიპსი-სანოველი პლუსი

EKLIPS-sanovel Plus

50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლოზაპი პლუსი, 50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი პლუსი

Lozap Plus

50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.