8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00532 Rx · რეცეპტით

ბრიუსარტანი

Brusartan

100 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი, 100 მგ ტაბლეტი N 28; N 56
მოქმედი ნივთიერება
ლოსარტანი (Losartan)
მწარმოებელი
Brupharmexport, ბელგია
იმპორტიორი საქართველოში
ბრიუფარმექსპორტი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლოსარტანი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლორისტა, 50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლორისტა

Lorista

50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან9.54 ₾
ლოსარ-დენკი 50, 50მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

ლოსარ-დენკი 50

Losar-Denk 50

50მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან9.54 ₾
ლოსარტანი ნორმონი, 50მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი ნორმონი

50მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან9.54 ₾
ლორისტა, 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლორისტა

Lorista

25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან10.79 ₾
ლოსარ-დენკი 25, 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლოსარ-დენკი 25

Losar-Denk 25

25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან10.79 ₾
ლორისტა, 100მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ლორისტა

100მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ლოსარტანი
დან12.22 ₾
ლორისტა, 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლორისტა

Lorista

100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან12.22 ₾
ლოსარ-დენკი 100, 100მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

ლოსარ-დენკი 100

Losar-Denk 100

100მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან12.22 ₾
ლოსარტან ფარმოზი, 100მგ 60 ტაბლეტი №60

ლოსარტან ფარმოზი

100მგ 60 ტაბლეტი №60

ლოსარტანი
დან28.80 ₾
ბრიუსარტანი, 50 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

50 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
ეკლიპსი-სანოველი, 50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეკლიპსი-სანოველი

EKLIPS-sanovel

50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ეკლიპსი-სანოველი

EKLIPS-sanovel

100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლოზაპი, 100მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი

Lozap

100მგ ტაბლეტი #30

ლოსარტანი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით
ლოზაპი, 50მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი

Lozap

50მგ ტაბლეტი #30

ლოსარტანი ZENTIVA, A.S., სლოვაკეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ბრიუსარტანი (ლოსარტანი-ბრიუფარმი) 50მგ

ბრიუსარტანი (ლოსარტანი-ბრიუფარმი) 100მგ

ლოსარტანი 50მგ

ლოსარტანი 100მგ

აპკიანი არსით დაფარული ტაბლეტები

ლოსარტანის კალიუმი

ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა ბოლომდე ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე.

  • შეინახეთ ბროშურა, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ, არ გადასცეთ იგი სხვებს. ამან შეიძლება მათზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას გავს.
  • თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ბროშურაში:

1. რა არის ლოსარტანი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ლოსარტანის მიღებამდე

3. როგორ გამოიტენება ლოსარტანი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ლოსარტანი

6. დამატებითი ინფორმაცია

02

ჩვენებები

ლოსარტანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც “ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები”.

ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უაკვშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვევბს, რაც აქვეითებს წნევას. ლოსარტანი ხელს უშლის თიკმრლის ფუნქციის დაზიანებას პაციენტებში სისხლის მაღალი წნევით და II ტიპის დიაბეტით.

ლოსარტანი გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:

  • მაღალი წნევის (ჰიპერტენზია) მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, აგრეთვე ბავშვებსა და მოზარდებში 6-18 წლამდე
  • თირკმლის დაცვა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში II ტიპის დიაბეტით, თირკმლის ფუნქციის დაზიანების ლაბორატორიული მტკიცებულებით და შარდში ცილის შემცველობით ≥0,5მგ დღეში (შარდში ცილის ანომალური დონე).
  • გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა, როდესაც სპეციფიკური მედიკამენტებით მკურნალობა, როგორიცაა ანგიოტენზინ- გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები - მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება წნევის დასაქვეითებლად) თქვენი ექიმის მიერ მიჩნეული არ არის ადექვატურად. თუ გულის უკმარისობის მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორების გამოყენება, მკურნალობა არ უნდა შეიცვალოს ლოსარტანით.
  • პაციენტებში მაღალი წნევით და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, ლოსარტანი ამცირებს ცერებროვასკულური შემთხვევების რისკს (“სასიცოცხლო ჩვენება”).
03

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ლოსარტანი

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ლოსარტანის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
  • თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მწვავე დაზიანება
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ. (აგრეთვე სასურველია რომ ლოსარტანი არ მიიღოთ ორსულობის ადრეულ სტადიაზე (იხ. ორსულობა).

მიიღეთ სპეციალური ზომები ლოსარტანის შემთხვევაში

უთხარით ექიმს თუ ხართ ორსულად (ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე). ლოსარტანი რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ რადგან მან შეიძლება დააზიანოს ნაყოფი (იხ. ორსულობა).

ლოსარტანის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თქვენი შემდეგი მოვლენების შესახებ:

  • თუ ანამნეზში გაქვთ ანგიოედემა (სახის, ტუჩების, ყელის ან/და ენის შეშუპება) (აგრეთვე იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები)
  • თუ აღგენიშნებათ მწვავე ღებინება ან დიარეა, რაც იწვევს სითხის ან/და მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვას.
  • თუ იღებთ დიურეზულ საშუალებებს (მედიკამენტები, რომლებიც ზრდის თირკმლის მიერ გამოყოფილი წყლის მოცულობას) ან იცავთ მარილების შეზღუდული შემცველობის დიეტას, რაც იწვეს სითხის და მარილების დამატებით დაკარგვას (იხ. პარაგრაფი 3. “გამოყენება პაციენტთან სპეციალურ ჯგუფებში”)
  • თუ იცით, რომ გაქვთ თირკმლის სისხლძარღვების შევიწროება და ბლოკადა ან თუ ბოლო პერიოდში ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია
  • თუ დაზიანებული გაქვთ ღვიძლის ფუნცქია (იხ. პარაგრაფი 2. “არ მიიღოთ ლოსარტანი” და 3. “გამოყენება პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში”)
  • თუ გაქვთ გულის უკმარისობა თირკმლის ფუნქციის დაზიანებით ან მის გარეშე ან სიცოცხლისთვის საშიში არითმია. სპეციალური სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბეტამაბოკირებელი საშუალებებით.
  • თუ გაქვთ გულის სარქველების ან გულის კუნთის დაავადებები
  • თუ გაქვთ კორონარული დაავადება (გამოწვეული გულში სისხლის ცირკულაციის დაქვეითებით) ან ცერებროვასკულური დაავადება (გამოწვეული ტვინში სისხლის ცირკულაციის დაქვეითებით)
  • თუ აღგენიშნებათ ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის გაძლიერებულ სეკრეციასთან ამ ჯირკვლის ანომალიის გამო).

ლოსარტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული მცენარეული საშუალებების და ბუნებრივი დანამატების ჩათვლით.

მიიღეთ უსაფრთხოების ზომები თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს ლოსარტანთან ერთად:

  • სხვა მედიკამენტები, რომლებიც განკუთვნილია წნევის დასაწევად, რომლებსაც შეიძლება გააცნდეს დამატებითი ეფექტი. წნევა შეიძლება აგრეთვე დაქვეითდეს მედიკამენტების შემდეგი კლასით: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი
  • მედიკამენტები, რომლებიც აკავებს კალიუმს ან ზრდის კალიუმის დონეს (მაგ. კალიუმის შემცველი დანამატები, მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავს კალიუმს ან კალიუმის დამზოგველი მედიკამენტები, როგორიცაა ზოგიერთი დიურეზული საშუალება (ამილორიდი, ტრიამტერინი, სპიროლაქტონი) ან ჰეპარინი.
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიუდული საშუალებები, როგორიცაა ინდომეტაცინი, ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს ანთებას და შეიძლება გამოყენებული იყოს ტკივილის მოხსნითვის), რადგან ეს აგენტები შეიძლება აქვეითებდეს ლოსარტანის წნევის დამწევ ეფექტს.

თუ დაზიანებული გაქვთ თირკმლის ფუნცია, ამ მედიკამენტების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება.

ლითიუმის შემცველი მედიკამენტები არ უნდა გამოიყენონ ლოსარტანთან ერთად ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. საჭიროა უსაფრთხოების სპეციალური ზომები (მაგ. სისხლის ტესტები).

ლოსარტანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლოსარტანი შეიძლება გამოიყენონ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

04

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად (ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე). ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ლოსარტანის მიღების შეწყვეტა დაორსულებამდე ან როცა აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ და გადაგიყვანოთ ალტერნატიულ მკურნალობაზე. ლოსარტანი რეკომენდბეული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე გამოსაყენებლად და არ უნდა გამოიყენონ ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ რადგან შეიძლება დააზიანოს ნაყოფი.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ლაქტაციას. ლოსარტანი რეკომენდებული არ არის ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად, განსაკუთრებით ახალშობილებში ან დღენაკლ ჩვილებში; თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ალტერნატიული მკურნალობა.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ლოსარტანი შესწავლილია ბავშვებში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ლოსარტანის ეფექტების შესაფასებლად ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე კვლევები არ ჩატარებულა.

სავარაუდოდ ლოსარტანი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა როგორც წნევის დამწევი მრავალი მედიკამენტი შეიძლება იწვევდეს თავბრუსხვევას და ძილიანობას ზოგიერთ პაციენტში. თუ აღნიშნავთ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, მიმართეთ ექიმს ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე.

3. როგორ გამოიყენება ლოსარტანი

ლოსარტანი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. ექიმი შეგირჩევთ ადექვატურ დოზას თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით და იმის მიხედვით იღებთ თუ არა სხვა პრეპარატებს. მნიშვნელოვანია ლოსარტანის მიღების გაგრძელება ექიმის დანიშნული დოზით, ისე რომ მოხდეს წნევის კონტროლი.

მოზრდილი პაციენტები მაღალი წნევით

მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 50მგ ლოსარტანით (ერთი ტაბლეტი დღეში). სისხლის წნევის დამაქვეითებელი მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3-6 კვირის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში ლოსარტანის დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს დღეში 100მგ-მდე.

თუ ფიქრობთ რომ ლოსარტანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (6-18 წლის ასაკში)

საწყისი რეკომენდებული დოზა 20-50კგ წონის პაცინტებში არის 0.7მგ ლოსარტანი კგ-ზე, დღეში ერთხელ (25მგ-მდე ლოსარტანი). ექიმმა შეიძლება ლოსარტანის დოზა თანდათან გაზარდოს თუ სისხლის წნევის კონტროლი ადექვატური არ არის.

მოზრდილი პაციენტები სისხლის მაღალი წნევით და ტიპი 2 დიაბეტით

მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 50მგ ლზოარტანია (ერთი ლოსარტანის 50მგ ტაბლეტი) დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს დღეში 100მგ-მდე პაციენტის პასუხის მიხედვით.

ლოსარტანის ტაბლეტების მიღება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან ერთად (მაგ. დიურეტიკები, კალციუმის არხების ბლოკერები, ალფა ან ბედა ადრენერგული ბლოკერები და ცენტრალურად მოქმედი აგენტები), აგრეთვე ინსულინთან და სხვა ხშირად გამოყენებულ ჰიპოგლიკემიურ აგენტებთან ერთად (მაგ. სულფონილშარდოვანა, გლიტაზონი ან გლუკოსიდაზას ინჰიბიტორები).

მოზრდილი პაციენტები გულის უკმარისობით

მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 12.5მგ ლოსარტანით დღეში ერთხელ. ძირითადად ლოსარტანის დოზა ნელა უნდა გაიზარდოს 1 კვირიანი ინტერვალებით (12.5მგ დღეში პირველ კვირას, 25მგ დღეში მეორე კვირას, 50მგ დღეში მესამე კვირას) სანამ არ მიიღწევა ლოსარტანის ჩვეული შემანარჩუნებელი დოზა 50მგ (ერთი 50მგ ტაბლეტი) დღეში, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

გულის უკმარისობის მკურნალობის დროს, ლოსარტანის კომბინაცია ხშირად ხდება დიურეტიკებთან (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან თირკმლით გამოყოფილი წყლის მოცულობას) და/ან სათითურას პრეპარატებთან (მედიკამენტები, რომლებიც გულს აძლიერებს და უფრო ეფექტურს ხდის) და/ან ბეტა ბლოკერებთან.

გამოყენება პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში განსაკუთრებულ ჯგუფებში, როგორიცაა პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ დიურეტიკების მაღალი დოზებით, პაციენტები ღვიძლის დაზიანებული ფუნქციით და 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები. ლოსარტანი რეკომენდბეული არ არის პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით (იხ. “არ მიიღოთ ლოსარტანი”).

მიღება

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს 1 ჭიქა წყალთან ერთად. ეცადეთ მედიკამენტი მიიღოთ დღის ერთი და იგივე დროს. მნიშვნელოვანია ლოსარტანის გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ლოსარტანი ვიდრე საჭირო იყო

თუ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჭარბი დოზირების სიმპტომებია დაბალი წნევა და გულის რითმის გახშირება, ან შესაძლოა შენელებაც.

თუ დაგავიწყდათ ლოსარტანის მიღება

თუ დაგავიწყდათ დღიური დოზის მიღება, განაახლეთ სქემა შემდეგ დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციისთვის. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

05

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა ლოსარტანმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი შეწყვიტეთ ლოსარტანის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

მწვავე ალერგიული რექციები (გამონაყარი, ქავილი ან სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც აღინიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტში, თუმცა 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი ეფექტები კლასიფიციფრებულია შემდეგნაირად:

  • ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ პაციენტსი
  • ხშირი: აღინიშნება 100-იდან 1-10 პაციენტში
  • არახშირი: აღინიშნება 1 000-იდან 1-10 პაციენტში
  • იშვიათი: აღინიშნება 10 000 იდან 1-10 პაციენტში.
  • ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000იდან 1 პაციენტზე ნაკლებში.
  • უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

ლოსარტანის გამოყენებისას აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი:

  • თავბრუსხვევა
  • სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
  • სისუსტე
  • დაღლილობა
  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია)
  • სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია)

არახშირი:

  • ძილიანობა
  • თავის ტკივილი
  • ძილის დარღვევები
  • გულისცემის სიხშირის ზრდის შეგრძნება (პალპიტაცია)
  • გულმკერდში მწვავე ტკივილი (ანგინა)
  • სისხლის დაბალი წნევა (განსაკუთრებით სისხლძარღვებიდან წყლის დიდი რაოდენობით დაკარგვისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მწვავე უკმარისობა ან მკურნალობე დიურეტიკების მაღალი დოზებით).
  • დოზა-დამოკიდებული ორთოსტაზული ეფექები, როგორიცაა სისხლის წნევის ვარდნა ფეხზე ადგომისას მწოლიარე მდგომარეობიდან ან მჯდომარე პოზიციიდან.
  • სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე)
  • მუცლის ტკივილი
  • ყაბზობა
  • დიარეა
  • გულისრევა
  • ღებინება
  • ურტიკარია
  • ქავილი
  • კანის გამონაყარი
  • ადგილობრივი შეშულება (ედემა)

იშვიათი

  • სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი, შონლაინჰენოხის პურპურის ჩათვლით)
  • დაბუჟება ან ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
  • გულის წასვლა (სინკოპე)
  • ძალიან სწრაფი, არარეგულარული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია)
  • ცერებროვასკულური შემთხვევა
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • შრატში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) მომატება, ჩვეულებრივ, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უცნობია:

  • სისხლის წითელი უჯრედების რიცხვის დაქვეითება (ანემია)
  • შაკიკი
  • ხველა
  • ღვიძლის ფუნქციების ანომალიები
  • კუნთების და სახსრების ტკივილი
  • თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (შეიძლება შექცევადი იყოს მკურნალობის მოხსნის შემდეგ), თირკმლის უკმარისობის ჩათვლით
  • გრიპის მსგავსი სიმპტომები
  • სისხში შარდოვანას მომატება
  • შრატში კრეატინინნის და კალიუმის ზრდა პაციენტებში გულის უკმარისობით
  • ზურგის ტკივილი და საშარდე ტრაქტის ინფექციები
  • მზის სინათლისადმი გაზრდილი მგრძნობელობა (ფოტოსენსიბილიზაცია)
  • კუნთების აუხსნელი ტკივილი და მუქი (ჩაის ფერი) შარდი (რაბდომიოლიზი)
  • იმპოტენცია
  • პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
  • სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია)
  • დეპრესია
  • გენერალიზებული დარღვევები ან Dდისკომფორტი (თვითგრძნობის გაუარესება)
  • ყურებში შუილი (ტინიტუსი).

ბავშვებში აღნიშნული გვერდითი ეფექტები მოზრდილების მსგავსია.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს.

5. როგორ ინახება ლოსარტანი

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე

06

ვარგისობის ვადა

3 წელი

07

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ლოსარტანი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

შენახვისას სპეციალური უსაფრთხოების ზომები საჭირო არ არის.

არ გამოიყენოთ ლოსარტანი თუ აღნიშნავთ დაზიანების ნიშნებს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყალებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები, ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

08

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს ლოსარტანი

აქტიური ნივთიერებაა კალიუმის ლოსასტანი.

ლოსარტანის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული 50მგ ტაბლეტი შეიცავს 50მგ კალიუმის ლოსასტანს.

ლოსარტანის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული 100მგ ტაბლეტი შეიცავს 100მგ კალიუმის ლოსასტანს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: სეპიფილმი 752 თეთრი, მაკროგოლი 6000.

როგორ გამოიყურება ლოსარტანი და შეფუთვის შემადგენლობა

ლოსარტანი გამოდის 50მგ და 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.

50 და 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო, ოვალური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაზოლით. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ტოლ ნახევრებად.

ლოსარტანი 50მგ და ლოსარტანი 100მგ გამოდის 14, 28 და 56 ტაბლეტიანი შეფუთვით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

Losartan, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Losartan

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან11.16 ₾
კოლოსარ-დენკი 50/12.5, 50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

კოლოსარ-დენკი 50/12.5

CoLosar-Denk 50/12.5

50მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან11.16 ₾
ლორისტა H, 50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H

Lorista H

50მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან11.16 ₾
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი, 100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

100მგ+25მგ ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ლაბ. ნორმონი, ესპანეთი
დან11.16 ₾
ლოზატენზი, 50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ლოზატენზი

50მგ+12.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი
დან13.10 ₾
ლოზატენზი RM, 100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM

100მგ+25მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.29 ₾
ლოზატენზი RM(H), 50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ლოზატენზი RM(H)

50მგ+12.5მგ ტაბლეტი №30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი რემუს ფარმაცეუტიკალსი, ინდოეთი
დან15.33 ₾
ლორისტა HD, 100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა HD

Lorista® HD

100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან19.16 ₾
ლორისტა H100, 100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ლორისტა H100

Lorista H100

100მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.88 ₾

ალორტია

Alortia

100მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

50მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

50მგ/5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ალორტია

Alortia

100მგ/10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + ლოსარტანი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ბრიუსარტანი, 50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ბრიუსარტანი

Brusartan

50 მგ+12.5 მგ ტაბლეტი N 28; N 56

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი Brupharmexport, ბელგია
Rx · რეცეპტით
ეკლიპსი-სანოველი პლუსი, 50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ეკლიპსი-სანოველი პლუსი

EKLIPS-sanovel Plus

50მგ/12.5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლოზაპი პლუსი, 50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ლოზაპი პლუსი

Lozap Plus

50მგ/12.5მგ ტაბლეტი #30

ჰიდროქლორთიაზიდი + ლოსარტანი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.