მონოგრაფია Nº 02399 Rx · რეცეპტით
პრილამი
Prilam
8 მგ ტაბლეტი №30
- მოქმედი ნივთიერება
- პერინდოპრილი (Perindopril)
- მწარმოებელი
- Lek d.d., სლოვენია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- სანდოზი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პერინდოპრილი. ჯერ ყველაზე იაფი.
პრენესა
Prenesa
4მგ ტაბლეტი №30
პრენესა
Prenesa
8მგ ტაბლეტი №30
პრესტარიუმი
5მგ ტაბლეტი შემოგარსული №30
პრესტარიუმი
PRESTARIUM
5მგ ტაბლეტი #30, 10მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
4მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
8მგ ტაბლეტი #30
აგულანი
AGULAN
2მგ ტაბლეტი #30
პრენესა
Prenessa
2მგ ტაბლეტი №30
პრესტარიუმი
PRESTARIUM
5მგ ტაბლეტი #30
პრილამი
prilam
2მგ ტაბლეტი №30
პრილამი
Prilam
4მგ ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს პერინდოპრილის 8 მგ ერბუმინის სახით
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, მიკროკრისტალური ცელულოზა, Prosolv, კალიუმის პოლაკრილინი, სილიციუმის დიოქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური გაუწყლოებული, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
პერინდოპრილი განეკუთვნება იმ პრეპარატების კლასს, რომელთაც ეწოდება ანგიოთენზინ-გარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორი). პერინდოპრილი მოქმედებს ნებისმიერი ხარისხის (მსუბუქი, ზომიერი, მძიმე) არტერიული ჰიპერტენზიის დროს; აღინიშნება სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაწევა როგორც ზურგზე წოლის პოზიციაში, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში. პრეპარატი ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინაღობას, იწვევს არტერიული წნევის დაწევას. ამის შედეგად იმატებს პერიფერიული სისხლის მიმოქცევა გულის შეკუმშვების სიხშირეზე ზეგავლენის გარეშე. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული აქტივობა მაქსიმალურია 4 და 6 საათის ინტერვალში და ნარჩუნდება არანაკლებ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის ეფექტს. პერინდოპრილი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.
პრილამი გამოიყენება:
- მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;
- გულის გართულებების რისკის (მაგალითად, გულის შეტევის) შესამცირებლად პაციენტებში სტაბილური გულის იშემიური დაავადებით (მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთის სისხლმომარაგება შემცირებულია ან დაბლოკილია) და მათში, ვინც უკვე გადაიტანა გულის შეტევა და/ან ოპერაცია გულის სისხლმომარაგების გაუმჯობესებაზე სისხლმიწოდების უზრუნველმყოფი სისხლძარღვების გაფართოების გზით.
2. პრილამის მიღების წინ
ნუ მიიღებთ პრილამს®:
- პერინდოპრილზე ალერგიისას (მომატებული მგრძობელობისას), პრეპარატის დამხმარე კომპონენტები ან აგფ-ს სხვა ინჰიბიტორები;
- თუ ადრე აგფ-ის ინჰიბიტორით მკურნალობის შემდეგ თქვენ გქონდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვინავი სუნთქვა, სახის, ენის ან ყელის შეშუპებულობა, ინტენსიური ქავილი, კანზე გამონაყარი, გულის წასვლა, თავბრუსხვევა ან ეს სიმპტომები ჩნდებოდა სხვა გარემოებებისას (ამ მდგომარეობას ანგიონევროზული შეშუპება ეწოდება);
- თუ თქვენ გაქვთ თანდაყოლილი მიდრეკილება როგორც ცნობილი, ასევე უცნობი წარმოშობის ქსოვილების შეშუპების მიმართ (თანდაყოლილი ან იდიოპათური ანგიონევროზული შეშუპება);
- თუ თქვენ ორსულად ხართ.
თუ თქვენ თვლით, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაცია თქვენ არ გეხებათ, ნუ მიიღებთ ამ ტაბლეტებს. გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან,
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პრილამის მიღებისას
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
- თუ თქვენ გაქვთ არტერიული წნევის გადაჭარბებული დაწევის რისკი, რომელიც სხვა მიზეზების გარდა, შეიძლება გამოწვეული იქნას გულის უკმარისობით, თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან ელექტროლითური დისბალანსით, რომელიც გაჩნდა ღებინების, დიარეის, დიურეტიკების (პრეპარატები, რომლებიც შარდის გამოყოფას ზრდის) მიღების ან დაბალმარილიანი დიეტის დაცვის შედეგად;
- აორტალური სტენოზისას (აორტის - მთავარი სისხლძარღვის შევიწროვება), მიტრალური სარქველის სტენოზისას (გულის მიტრალური სარქველის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათიისას (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის აორტის სტენოზისას;
- თუ თქვენ გქონდათ მომატებული მგრძნობელობის ან ქსოვილების შეშუპების (ანგიონევროზული შეშუპების) რეაქციები პერინდოპრილით ან აგფ-ის სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს;
- გულის მხრიდან პრობლემების არსებობისას;
- ღვიძლის მხრიდან პრობლემების არსებობისას;
- თირკმელების მხრიდან პრობლემების არსებობისას;
- დიალიზით მკურნალობისას;
- კოლაგენოზისას, მაგალითად სისტემური წითელი მგლურას ან სისტემური სკლეროდერმიის დროს;
- მარილის შეზღუდვის მქონე დიეტის დაცვისას ან კალიუმის შემცველი მარილის შემცველების გამოყენებისას;
- ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტისას;
- თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან ორსულად ხართ;
- თუ ძუძუს აჭმევთ.
პრილამის ტაბლეტები უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის.
აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ პრილამს (პერინდოპრილს):
- თუ თქვენ გქონდათ ტკივილები გულმკერდის არეში (სტენოკარდია);
- ანესთეზიისთვის და/ან ოპერაციული ჩარევისთვის მომზადებისას;
- თუ ახლახან გადატანილი გაქვთ ფაღარათი ან ღებინება;
- მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარების წინ ფუტკრების ან კრაზანების ნაკვენების შედეგად მიღებული ალერგიული გამოვლინებების შესამცირებლად;
- ლპნპ-აფერეზის პროცედურის წინ (სისხლიდან ქოლესტერინის მოცილების მექანიკური ხერხი);
- არტერიული წნევის არასაკმარისი შემცირებისას თქვენი ეთნიკური კუთვნილების შედეგად (განსაკუთრებით შავკანიან პაციენტებში);
- თუ მუდმივი მშრალი ხველა გაქვთ.
- თუ განიცდით ტკივილს მუცლის არეში (ეს შეიძლება ანგიონევროზული შეშუპების ნაწლავური ფორმის სიმპტომი იყოს)
სხვა სამკურნაწლამლო საშუალებების მიღება
თუ თქვენ იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულს, მცენარეული ან ნატურალური ნედლეულისგან, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ იღებდით ქვემოთ მოყვანილ პრეპარატებს, გაარკვიეთ ექიმთან, რამდენად უსაფრთხოა მათი მიღება პერინდოპრილთან ერთად:
- სხვა პეპარატები მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებების) ჩათვლით;
- კალიუმდამზოგავი დიურეტიკები (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის საკვები დანამატები და კალიუმის შემცველი მარილის შემცველები;
- პრეპარატები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ინსულინი ან ტაბლეტები), რომლებიც ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას;
- ლითიუმის პრეპარატები მანიის ან დეპრესიის სამკურნალოდ;
- პრეპარატები ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვის მდგომარეობა, შიზოფრენია ან სხვა ფსიქოზები;
- ალოპურინოლი ნიკრისის ქარის სამკურნალოდ;
- იმუნოდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური აშლილობების სამკურნალოდ (მაგ., რევმატოიდული ართრიტი) ან ორგანოების გადანერგვის შემდგომ;
- პროკაინამიდი არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ;
- ოქროს საინექციო პრეპარატი (ნატრიუმის აუროთიომალატი) რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) - პრეპარატები ტკივილის მოსახსნელად, მათ შორის ასპირინი (3 გ/დღე-ღამეში მაღალი ან მისი ტოლი დოზებით);
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (მაგ., ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი);
- ვაზოდილატატორები, ნიტრატების ჩათვლით (სისხლძარღვების გამაფართოვებელი პრეპარატები);
- ჰეპარინი (სისხლის გამათხელებელი პრეპარატი).
თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმაში, თუ რომელ პრეპარატებს იღებთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ანესთეზიის ან ოპერაციის ჩატარების წინ აცნობეთ პრილამის მიღების შესახებ ექიმს ან სტომატოლოგს, რადგანაც ანესთეზიის დროს შეიძლება მკვეთრად დაიწიოს თქვენი არტერიული წნევა.
პრილამის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
პრეპარატის მოქმედებაზე საკვების ზეგავლენის შესამცირებლად მიიღეთ ის საკვების მიღებამდე, დააყოლეთ ტაბლეტს საკმარისი რაოდენობით სითხე (მაგალითად წყალი).
ნუ მიიღებთ კალიუმის შემცველ საკვებ დანამატებს ან მარილის შემცვლელებს პრილამთან ერთად, რადგანაც სისხლში კალიუმის კონცენტრაცია შეიძლება გადაჭარბაბებულად აიწიოს, ხოლო საკვებში სუფრის მარილის დიდმა რაოდენობებმა (NaCl) შეიძლება შეამციროს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრილამის მიღება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში
თუ თქვენ ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ რჩევისთვის მკურნალ ექიმს.
ორსულობის დადგომისას პრილამით მკურნალობისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
ნუ მიიღებთ პრილამს ლაქტაციის პერიოდში.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
გამოკვლევები ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობაზე პრეპარატის ზეგავლენასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.
როგორც წესი, პრილამი არ ახდენს ზეგავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუსხვევა ან სისუსტე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას, და ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
3. როგორ უნდა იქნას მიღებული პრილამი®
ყოველთვის მიიღეთ მოცემული პრეპარატი, ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ თქვენ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრილამი შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც ცალ-ცალკე, ისე არტერიული წნევის დასაწევ სხვა პრეპარატებთან ერთად.
მომატებული არტერიული წნევა
ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა მოზრდილების სამკურნალოდ არის 4 მგ დღე-ღამეში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 მგ-მდე დღე-ღამეში, რაც მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს.
65 წლის ზემოთ პაციენტებისთვის ჩვეულებრივ საწყის დოზას წარმოადგენს 2 მგ დღე-ღამეში ერთხელ. ერთ თვეში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 მგ-მდე დღე-ღამეში, ხოლო აუცილებლობისას - 8 მგ-მდე დღე-ღამეში.
გულის სტაბილური იშემიური დაავადება
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ დღე-ღამეში ერთხელ. ორი კვირის შემდეგ კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ.
65 წლის ზემოთ პაციენტებისთვის ჩვეულებრივ საწყის დოზას წარმოადგენს 2 მგ დღე-ღამეში ერთხელ. ერთ კვირაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 მგ-მდე დღე-ღამეში, ხოლო კიდევ ერთ კვირაში - 8 მგ-მდე დღე-ღამეში.
დოზის 8 მგ-მდე გაზრდამდე ექიმს შეუძლია დანიშნოს სისხლის ანალიზი თირკმელების მუშაობის შესამოწმებლად.
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
ზემოაღნიშნული მდგომარეობების მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
მიიღეთ ტაბლეტი(-ები) ყოველდღე, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს, დილით, ჭამის წინ, ერთი ჭიქა წლის დაყოლებით. თუ თქვენ იღებთ შარდმდენ საშუალებებს (დიურეტიკებს), ექიმს შეუძლია შამციროს მათი დოზა ან გააუქმოს კიდეც ისინი პრილამის მკურნალობის დასაწყისში.
პრილამის ტაბლეტები არ ინიშნება ბავშვებისთვის.
ჭარბი დოზირება
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის უმეტესად სავარაუდო მოქმედებას წარმოადგენს არტერიული წნევის შემცირება. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაწევისას (თავბრუსხვევის ან სისუსტის წარმოქმნა) შეიძლება დაგეხმაროთ ჰორიზონტალური პოზიციის მიღება.
თუ თქვენ დაგავიწდათ პრეპარატის მიღება
მნიშვნელოვანია ყოველდღე მიიღოთ პრეპარატი. თუ თქვენ დაგავიწყდათ ერთი ან მეტი დოზების მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდგომში განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივი სქემით. ნუ მიიღებთ პრეპარატის ორმაგ დოზას.
პრეპარატის შეწყვეტა
თუ თქვენ გსურთ შეწყვიტოთ მოცემული პრეპარატის მიღება, გაესაუბრეთ ექიმს. ამ პრეპარატის მოღების გაგრძელება შეიძლება საჭირო გახდეს მაშინაც კი, თუ თქვენ კარგად გრძნობთ თავს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შემდეგი გვერდითი მოვლენა ვლინდება არც თუ ისე ხშირად (100-დან შეიძლება აღენიშნებოდეს 1-ს), თუმცა, რომელიმე ქვემოთ მოცემული სიმპტომის გამოვლინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებულობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- თავბრუსხვევა ან სისუსტე;
- უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
ეს არის მწვავე რეაქციის (ანგიონევროზული შეშუპების) სიმპტომები, რომელიც დამახასიათებელია ყველა აგფ-ის ინჰიბიტორისათვის და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, როგორც წესი, სტაციონარში.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ხშირად (გვხვდება 10-დან 1 ადამიანში):
- ხველა, ქოშინი;
- თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის შედეგად (განსაკუთრებით, პირველი დოზების მიღების შემდეგ, დოზის გაზრდისას ან შარდმდენ პრეპარატებთან თანმდევი მიღებისას);
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მათ შორის ვესტიბულარული, დაღლილობა, დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება; კუნთოვანი კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევები (მაგ: ბუნდოვანი ხედვა, თვალების ტკივილი), შუილი ან ზანზარი ყურებში;
- გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნებითი შეგრძნებების შეცვლა, კუჭის აშლილობა, დიარეა, ყაბზობა;
- გამონაყარი კანზე, ქავილი.
არც ისე ხშირად (გვხვდება 100-დან 1 ადამიანში):
- ხასიათის შეცვლა ან ძილის დარღვევა;
- ბრონქოსპაზმი (შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში, მსტვინავი სუნთქვა და ქოშინი);
- პირის სიმშრალე;
- თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები;
- იმპოტენცია;
- ოფლიანობა.
ძალიან იშვიათად (გვხვდება 10 000-დან 1 ადამიანში):
- ცნობიერების მოშლა;
- გულის არარეგულარული რიტმი, გულის შეტევა და ინსულტი (დამახასიათებელია აგფ-ის ინჰიბიტორისათვის დაბალ არტერიულ წნევასთან კომბინაციაში);
- სტენოკარდია (კუმშვის შეგრძნება გულმკერდში);
- ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახეობა), რინიტი (გაჭედილობა ცხვირში ან სურდო);
- პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
- მულტიფორმული ერითემა (რეაქცია კანზე აკერგიული რეაქციების შედეგად, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით);
- სისხლის უჯრედების რაოდენობის შეცვლა: კონტროლის მიზნით ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის რეგულარული ანალიზები.
სიხშირე უცნობია:
- ჰიპოგლიკემია;
- ვასკუილტი.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების ან გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, ამის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის დღედ მიიჩნევა შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.
არ ჩააგდოთ სამკურნალწამლო პრეპარატები საკანალიზაციო მილში ან სახლის ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ მოიქცეთ დარჩენილ პრეპარატთან დაკავშირებით. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
აფთიაქებიდან გაყიდვის პირობები
იყიდება რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ტრიპლიქსამი
5+1.25+5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ნოლიპრელი არგინინით
2.5მგ+0.625მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტოზეკ კომბი
8მგ+10მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
4მგ/10მგ ტაბლეტი №30
კო-პრენესა
Co - Prenessa
2მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
ამრა ®
AMRA ®
2მგ/0.625მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი
4.07მგ №30
ამპეკორი™
AMPECOR™
5 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
ამპეკორი™
AMPECOR™
10 მგ / 1,25 მგ / 4,07 მგ აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი
კო-ამლესა
Co-Amlessa
4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტი №30
ტრიმეიკი
TRIMEIK
4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
პერინდიდი
4მგ+1.25მგ ტაბლეტი №30
კო-პრენესა
Co-Prenessa
4მგ/1.25მგ ტაბლეტი №30
ამრა ფორტე ®
AMRA FORTE ®
4მგ/1.25მგ ტაბლეტი #30
ამლესა
Amlessa
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
5მგ/5მგ ტაბლეტი №30
ამლესა
Amlessa
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
ამრადიპინი
AMRADIPIN
8მგ/10მგ ტაბლეტი №30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი ფორტ
8.14მგ №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
10 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
ტრიმეიკი
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
კო-ამლესა
Co-Amlessa
8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამპეკორი™ ფორტე
AMPECOR™ Fort
5 მგ / 2,5 მგ / 8,14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30
კოამლესა
8მგ+5მგ+2.5მგ5მგ ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ტრიმეიკი
8მგ+5მგ+2.5მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
ნოლიპრელ ფორტე არგინინი
NOLIPREL ARGININE FORTE
5მგ+1.25მგ ტაბლეტი #30
ნოლიპრელი
5მგ+1.25მგ ტაბლეტი შემოგარსული №30
ნოლიპრელი ფორტე არგინინით
5მგ+1.25მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კო-პრენესა
Co - Prenessa
8მგ/2,5მგ ტაბლეტი №30
ამრა ბი ფორტე
Amra Bi Forte
(8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
5მგ/1.25მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/10მგ ტაბლეტი №30
პრესტილოლი
prestilol
(5მგ+10მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 პოლიეთილენის ფლაკონი №1 პოლიპროპილენის დოზატორით
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნოლიპრელი ბი ფორტე
NOLIPREL BI FORTE
10მგ+2.5მგ ტაბლეტი ბი ფორტე #30
ტრიპლიქსამი
TRIPLIXAM
10მგ/2.5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
როქსამპექსი
10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
კო-ამლესა
Co-Amlessa
2მგ/5მგ/0.625მგ ტაბლეტი №30
პერამი
Peram
4მგ/5მგ ტაბლეტები
პრესტანსი
5მგ/10მგ ტაბლეტი №30
პრესტანსი
PRESTANCE
10მგ/5მგ ტაბლეტი №30
პრილამიდი
Prilamid
2მგ+0.625მგ ტაბლეტი
პრილამიდი
Prilamid
4მგ+1.25მგ ტაბლეტი
ტრიმეიკი TRIMEIK
TRIMEIK
8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ ტაბლეტი #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.