მონოგრაფია Nº 04521 Rx · რეცეპტით
ნო-პეინი
No-Peini
წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3
- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (Dexamethasone) ლიდოკაინი (Lidocaine) Pyridoxine Thiamine
- მწარმოებელი
- ევრომედიკალი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ინექციებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ფარმაცევტული სახლი+
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
„A” ამპულა შეიცავს: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი, 4 მგ დექსამეტაზონის ექვივალენტი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი 1 მლ-მდე.
„ B” ამპულა შეიცავს: თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 100მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 100 მგ, ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 5 მგ (5000 მკგ).
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი 3 მლ-მდე.
ფარმაკოლოგირი მოქმედება:
ვიტამინები B1, B6 და B12 მონაწილეობენ ორგანიზმის ყველა უჯრედის მეტაბოლიზმში, თუმცა მათი ძირითადი აქტივობა გავლენას ახდენს ნერვულ უჯრედებზე, ამიტომ მათ უწოდეს ნეიროტროპული ვიტამინები.
თიამინი (ვიტამინი B1): თიამინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება სისხლში აქტიური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით და დიდი დოზებით მიღებისას აბსორბცია ხდება პასიური დიფუზიის საშუალებით. აბსორბციის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 8-დან 15 მგ-მდე დღეში. თუმცა ეს შემცველობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული, როდესაც საკვებთან ერთად ხდება მისი დამატებითი მიღება. თიამინის ფუნქციურად აქტიურ ფორმას წარმოადგენს პიროფოსფატი, რომელიც ჩართულია კარბოჰიდრაზას მეტაბოლიზმში, როგორც დეჰიდროგენაზას კოფაქტორი (დეჰიდროგენაზას კეტომჟავის ჯაჭვი, კომპლექსი დეჰიდროგენაზა და ალფა-კეტოგლუტარატდეჰიდროგენაზა) და ტრანსკეტოლაზები.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6): პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი ადვილად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მას შემდეგ, რაც ჰიდროლიზდება ფოსფორილირებულ პროდუქტებად. ცირკულირებადი B6 თითქმის 60% მოდის პირიდოქსალის ფოსფატზე. პირიდოქსალი განიხილება როგორც პირველადი ფორმა, რომელიც გადის უჯრედის მემბრანაში.
ვიტამინი B6 ჩართულია შემდეგი ნეიროტრანსმიტერების სინთეზში: გამა-ბუთილირინებული მჟავა, დოფამინი, სეროტონინი, ისევე როგორც სფინგოლიპიდის სინთეზში, რომელიც ახდენს მიელინური გარსის ფორმირებას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12 ) სისხლში უერთდება შინაგან ფაქტორს (გლიკოპროტეინი მოლეკულური მასით 59,000 DA (დალტონი) კუჭის მჟავის და პანკრეასული პროტეინის არსებობისას. ვიტამინი B12 აბსორბციისას უკავშირდება პლაზმის ბეტაგლობულინს, რომელსაც ტრანსკობალამინ II ეწოდება, ქსოვილებთან ტრანსპორტის განსახორციელებლად.
ვიტამინ B12 მეტაბოლურად აქტიურ ფორმებს წარმოადგენენ მეთილკობალამინი და 5-
დეზოქსიდენოზილკობალამინი, რომლებიც აუცილებელია ზრდისა და უჯრედული რეპლიკაციისათვის.
ვიტამინ B1, B6 და B12 კომბინაციებს, მიმდინარე კლინიკური კვლევების თანახმად, აქვთ მნიშვნელოვანი ანალგეზიური ეფექტი.
დექსამეტაზონი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდებს. გააჩნია ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო, იმუნოსუპრესიული მოქმედება. ამცირებს ანთების კერაში მაკროფაგებისა და ლიმფოციტების მიგრაციას, ხელს უშლის ანთების მედიატორების გამონთავისუფლებას ეოზინოფილებიდან, ამცირებს კაპილარების განვლადობას და ექსუდაციას, თრგუნავს ციტოკინების (1 და 2 ინტერლეიკინების, γ-ინტერფერონის) გამონთავისუფლებას ლიმფოციტებიდან და მაკროფგებიდან, იწვევს ლიმფოიდური ქსოვილის ინვოლუციას. ხელს უშლის კომპლემენტის სისტემის აქტივაციას, თრგუნავს ჰიალურონიდაზას, კოლაგენაზას და პროტეაზების აქტივობას, აწესრიგებს ხრტილისა და ძვლის ქსოვილის უჯრედშორისი მატრიქსის ფუნქციას. აღადგენს კატექოლამინების მიმართ ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას. აჩქარებს ცილების კატაბოლიზმს, ამცირებს პერიფერიული ქსოვილების მიერ გლუკოზის უტილიზაციას და ღვიძლში ზრდის გლუკონეოგენეზს. ამცირებს შეწოვას და ზრდის კალციუმის გამოყოფას, ორგანიზმში აკავებს ნატრიუმის იონებსა და წყალს. კორტიკოსტეროიდები უპირატესად უკავშირდებიან სისხლის პლაზმის პროტეინებს, ძირითადად გლობულინებს, ნაკლებად ალბუმინებს.
პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 190 წთ. კორტიკოსტეროიდების უმრავლესობასთან შედარებით, დექსამეტაზონის შეკავშირება პლაზმის პროტეინებთან უფრო დაბალია. კორტიკოსტეროიდები უმთავრესად მეტაბოლიზდებიან ღვიძლში და ნაკლებად თირკმლებში. ექსკრეტირდებიან შარდში. სინთეზური კორტიკოსტეროიდების დაბალი მეტაბოლიზმით და პლაზმის პროტეინების დაბალი კავშირით შეიძლება აიხსნას მათი მაღალი შესაძლებლობები ნატურალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით.
ჩვენებები
ნევროლოგია: ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, იშიაზი, პროზოპლეგია, რადიკულონევრიტი, ცერვიკალური სინდრომი, მალთაშუა დისკის თიაქარი, მიალგია, დორსალგია (ზურგის ტკივილის სინდრომი), ტენდინიტის, მხრის სინდრომი.
ორთოპედია და ტრავმატოლოგია: ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი ტრავმები, უშუალოდ ინიშნება მწვავე ნევრიტის და რევმატიზმის, სახსრის და სახსარშიდა ინტენსიური მკურნალობის დაწყებისას, როდესაც საჭიროა ანთების და ტკივილის სწრაფი კუპირება.
მიღების წესი და დოზირება
შეურიეთ „A” და „ B” ამპულების შიგთავსები. შეიყვანეთ ღრმად კუნთებში. პრეპარატი ინიშნება: - 1 ინექცია დღეღამეში, ან დღეგამოშვებით, არა უმეტეს 3 ინექციისა კვირაში. მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარებისას, ინტერვალი მათ შორის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 2 კვირას. ინექციას აკეთებენ კუნთებში ღრმად, ნელა. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შპრიცში ჯერ იღებენ „A” ხსნარს, შემდეგ– „B” ხსნარს. ხსნარის ტემპერატურა მიახლოებული უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან.
გვერდითი მოვლენები
კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება, უძილობა, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, ეიფორია, გამონაყარი, ღებინება და ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკი მგრძნობიარე პირებში.
უკუჩვენებები
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გავრცელებული სოკოვანი ინფექციები, ვირუსული ინფექციები (ჩუტყვავილა, სარტყლისებური ლიქენი), გლაუკომა, ტუბერკულოზი, ჰიპერტონია, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, მძიმე ფსიქოზი, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ოსტეოპოროზი და მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტების მიმართ. ციანკობალამინის მიღება არ შეიძლება მხედველობის ნერვის მემკვიდრული ატროფიისას, დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კორტიკოსტეროიდების პარალელურმა გამოყენებამ დიურეტიკებთან და/ან კარდიოტონურ გლიკოზიდებთან, ჰიპოგლიკემიურ აგენტებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებებთან, ორალურ ანტიკოაგულანტებთან და ცოცხალ ვაქცინებთან, შესაძლოა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება. გლუკოკორტიკოიდები შესაძლოა აღმოჩნდეს ნაკლებად ეფექტური იმ პრეპარატებთან პარალელურად გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ენზიმების ინდუცირებას, როგორიცაა რიფამპიცინი, ეფედრინი, ბარბიტურატები, ფენიდონი და პრიმიდონი. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი იწვევს ლევოდოპის თერაპიულ ეფექტს.
ჭარბი დოზირება
მიუხედავად იმისა, რომ პირიდოქსინი განიხილებოდა როგორც არატოქსიური საშუალება, რომელსაც აქვს ხანგრძლივი მოქმედება (მაგ. ორი თვე და მეტი), დიდი დოზებით მიღებამ (კერძოდ ჩვეულებრივ 2 გრ და მეტი დღეში), შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნეიროპათია, ან ნეიროპათიული სინდრომები. პირიდოქსინის მიღების შეწყვეტის შემდეგ ნევროლოგიური დისფუნქცია მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტების წარმატებული გამოჯანმრთელებისას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დექსამეტაზონი
DEXAMETHASON
0.1% 1მგ/მლ თვალის წვეთები.სუსპენზია 5მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი
Lidocainе hydrochloridе
2% 2 მლ ამპულა №10
დექსამეტაზონი ფოსფატი ი/ვ ი/მ
0.4მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 1მლ
დექსამეტაზონი 0.5მგ ტბ
Dexamethasone
0.5მგ ტაბლეტი №1000
კატეჯელი ლიდოკაინით
(20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ
ლიდოკაინი დეცე ი/მ ი/ვ
1% ხსნარი საინექციო №10 4მლ
სოლვეკაინი
SOLVECAIN
1% 4მლ საინექციო ხსნარი ამპულა №10
ლიდოკაინი /სოლვეკაინი
1% ხსნარი საინექციო ამპულა №10 3.5მლ
ვიტამინი B1
0.05 ხსნარი 10 ამპულა №10 1 მლ
ნეირომულტივიტი
Neuromultivit
ტაბლეტი #20
დროპლექსი
Dropleks
4%+1% 15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1
ფენაქსოლი
(40მგ+10მგ)/1მლ წვეთები ყურის ფლაკონი №1 15მლ
ოტიპაქსი
OTIPAX
ყურის წვეთები 16მლ ფლაკონი # 1
ოტომაქს ჯი
OTOMAX G
15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
ლიდოკაინი
38გ აეროზოლი 1 აეროზოლი №1
ოფთან დექსამეტაზონი
Oftan Dexamethason
1მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
ოფტან-დექსამეტაზონი
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ
ოტტადექსი
წვეთები ყურის №1 5მლ
ფლოქსადექსი
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ტობრადექსი
TOBRADEX
(1მგ+3მგ)/მლ 5მლ ოფთალმოლოგიური სუსპენზია ფლაკონი №1 საწვეთურ-დოზატორით Drop-Tainer®
ტობრადექსი
TOBRADEX
(1მგ+3მგ)/გ 3.5გ ოფთალმოლოგიური მალამო ტუბი №1
ვიზორელი
VIZOREL
(1მგ + 3,5მგ + 6000სე)/მლ 5მლ თვალისა და ყურის წვეთები, სუსპენზია საწვეთურიანი ფლაკონი №1
რონიკი
1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
პოლიდექსა
POLYDEXA
ყურის წვეთები 10.5მლ ფლაკონში
მედექსოლი
Medexol
0.1% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ანაურანი
ANAURAN®
25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
პოლიდექსა ფენილეფრინით
POLYDEXA with phenylephrine
ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი # 1
ტრახისანის ტაბლეტი
Trachisan Lozenges
უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20
სილვერდინ პლუსი
1% კრემი 1 ტუბი №1
კაინოსტატი
50მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 50 მლ
ტორნაზა დექსი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ
კამისტადი
KAMISTAD®
10გ ადგილობრივი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
ნეირაქსინი B
Neiraxin B
(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ლიზობაქტი
Lysobact®
ორიბლეტი №10 ორიბლეტი №30
ოტოდუო
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
ტორნაზა დექსი
(3მგ+1მგ)/1მლ მალამო თვალის ტუბი №1 5გრ
ტორნაზა
3მგ/1მგ წვეთები 1 ფლაკონი №1
დექსამიცი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
მილგამა ხსნარი
Milgama
2მლ ხსნარი ამპულა #5
მელაქსენ B
Melaqsen B
ტაბლეტი #30
ნელადექსი
NELADEX
(1.0მგ+3.5მგ+6000სე)/1მლ 5 მლ თვალისა და ყურის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი N1
ნელადექსი
NELADEX
1მგ / 5გ მალამო ალუმინის ტუბში №1
ბენლეკი
Benlek
500მგ/38,75მგ/50მგ ტაბლეტი №20
მემიბელ L
სანთელი ვაგინალური №7
ალერდექსი
0.1% წვეთები თვალის №1 10მლ
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
მაგიტრონი
Magitron
შუშხუნა ტაბლეტი #20
მაგიტრონი
Magitron
ტაბლეტი #50
მაგიტრონი
550მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
პაფესანი
PAFESAN
(2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1
ეტაკორტილენი
0.15% წვეთები თვალის №20 0.3მლ
ალერდექსი თვ.წვ.0.1%
0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
მაგნეფარი B6
MAGNEFAR B6
ტაბლეტი №60
მაგნე B6
MAGNE B6
470მგ+5მგ ტაბლეტი #50
ტოპიდექსოლი კომბი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ეტაკორტილენი თვ.წვ1.5მგ/მლ N20
1.5მგ/მლ წვეთები 20 ფლაკონი №20
ფლოკორტი
(1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
პრექსეტილი
Prexetyl Dr
10მგ/10მგ ტაბლეტი №20
დუკრესა
(1მგ+5მგ)მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ტოპიდექსოლი კომბი თვ.წვ.5მლ
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
ნევრალონი
Nevralon
250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20
ოფთაკორტალი
0.15% წვეთები თვალის ფლაკონი №20 0.3მლ
ანტროლინი
Antrolin
0,3%+1,5% 30გ რექტალური გამოყენების კრემი ტუბი №1 კანულის თანხლებით
მილგამა ტაბლეტები 100მგ
Milgama Tab 100mg
(100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ბივოქსა-D
Bivoxa-D
5 მლ-იანი თვალის წვეთები პლასტმასის ფლაკონში #1
ვაგინოვა
ტაბლეტი ვაგინალური №7
ოფტაკორტალი
15% №20
გინოტრან ფორტე L
Gynotran Forte L
750მგ + 200მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7
დექსამეტაზონი-პაბი
8მგ ტაბლეტი №20
დექსამეტაზონი ბენე ფარმი
Dexamethasone Bene
4მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №40
არკორელაქსი ძილი
Arkorelax Sleep Fort 8H
ტაბლეტი #15
ანოდინ-დუალი
Anodyne-Dual
წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3
არკორელაქსი სტრესი
Arkorelax Stress Control
კაფსულა #30
ემლა
EMLA
(25მგ+25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N5
პირიდოქსინი
10მგ+10მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
არკომაგი დასალევი ამპულა
ARKOMAG
ამპულა #20
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
ბე-ვიტა
Be-vita
2 მლ ამპულა №10
დექსა-გენტამიცინი
Dexa-Gentamicin
2.5გ თვალის მალამო ტუბში
დექსამეტაზონი- APO
Dexamethasone - APO
0.5მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20
დექსაპოსი
Dexapos
0.1% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
დექსტი
DEXT
4მგ/მლ 1 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10
კალგელი
CALGEL
ღრძილების გელი 3.3მგ+ 1მგ./1გ ტუბი 10გ
მაგნე B6
MAGNE B6
დასალევი ხსნარი 186მგ+936მგ+10მგ/10მლ ამპულა #10
ნეურორუბინ ფორტე
NEURORUBIN Forte
ტაბლეტი #20
ნეურორუბინი
NEURORUBINE
3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5
პაბი-დექსამეტაზონი
PABI-DEXAMETHASON
8მგ ტაბლეტი №20
პაბი-დექსამეტაზონი
PABI-DEXAMETHASON
1მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20
პაბი-დექსამეტაზონი
PABI-DEXAMETHASON
0.5მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20
პრემანოლი ფორტე
Premanol Forte
ტაბლეტი #30
სტრეპსილს® პლუსი
Strepsils® Plus
ტაბლეტი #24
უნიფლექს-დუალი
Uniflex-Dual
ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3
ჰელიომაგნე
HelioMagne+B6
ტაბლეტი #60
ჰიდროკორტიზონ რიხტერი
HYDROCORTISONE RICHTER
125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.