8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01887 ურეცეპტო

მაგნე B6

MAGNE B6

დასალევი ხსნარი 186მგ+936მგ+10მგ/10მლ ამპულა #10

მაგნე B6, დასალევი ხსნარი 186მგ+936მგ+10მგ/10მლ ამპულა #10
მოქმედი ნივთიერება
Magnesium lactate Magnesium pidolate Pyridoxine
მწარმოებელი
Contract Pharmaceutical Corporation, აშშ
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ათქ კლასიფიკაციის კოდი
A12CC30

02

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი........................... 470 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (INN) ანუ ვიტამინი B6................ 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მძიმე კაოლინი, აკაციის გუმფისი, კარბოქსიპოლიმეთილენ 934, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კარნაუბის ცვილი (ფხვნილი), ტიტანის ორჟანგი.
ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 ამპ.
მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი.................186 მგ
მაგნიუმის პიდოლიატი................................................936 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (INN) ანუ ვიტამინი B6........10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის დისულფიტი......................................0.015 გ
ნატრიუმის საქარინატი........................................0.015 გ
კარამელი ალუბლის არომატული დანამატით..........0.3 მლ
გამოხდილი წყალი საკმარისი რაოდენობით.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. იგი აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავე დროს მის შეღწევას უჯრედებში.
მაგნიუმის შემცველობა შრატში:

  • 12-17 მგ/ლ-მდე (0.5-0.7 მმოლ/ლ) მაგნიუმის ზომიერი უკმარისობის ნათელი მაგალითია;
  • 12 მგ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე.
05

ფარმაკოკინეტიკა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეიწოვება პერორალურად მიღებული მაგნიუმის არა უმეტეს 50%. მაგნიუმის დანარჩენი 99% ორგანიზმში იმყოფება უჯრედების შიგნით.
უჯრედშიდა მაგნიუმის დაახლოებით 2/3 ნაწილდება ძვლის ქსოვილში, ხოლო დანარჩენი იმყოფება გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილებში.
მიღებული მაგნიუმის არანაკლებ 1/3 ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.

06

ჩვენებები

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა:

  • ძილის დარღვევა;
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
  • კუნთების ტკივილი და სპაზმი;
  • ასთენია.
07

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შემოგარსული ტაბლეტები
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია 6 ტაბლეტამდე (300 მგ) მიღება დღეში. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე. მიიღება ჭამის დროს.
ხსნარი პერორალური მიღებისათვის
მოზრდილებს ენიშნებათ 3-4 ამპულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს. ამპულის შიგთავსს ხსნიან ნახევარ ჭიქა წყალში.
ბავშვებში წონით 10 კგ-ზე ზევით: 10-30 მგ/კგ/დღეში (0.4-1.2 მმოლ/კგ/დღეში), 1-4 ამპულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

08

გვერდითი მოვლენები

იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპა¬რატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

09

უკუჩვენებები

პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმელების მკვეთრად გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), ფენილკეტონურია.

10

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ ხასიათდება ფეტოტოქსიკური მოქმედებით, ან განვითარების დეფექტების წარმოქმნით, თუმცა მისი გამოყენება ამ დროს შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
რადგან მაგნიუმი გადადის დედის რძეში, ლაქტა¬ციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

11

განსაკუთრებული მითითებები

საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენების, დაძაბული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება მაგნიუმის მიმართ მოთხოვნილება, რასაც შესაძ-ლებელია ორგანიზმში მოჰყვეს მაგნიუმის დეფიციტი.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი უკმარისობის დროს, რადგან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავენ საქაროზას.
კალციუმის თანდართული დეფიციტის შემთხვევაში, საჭიროა მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღებამდე.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატ¬რანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

12

ჭარბი დოზირება

თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მაგნიუმის გადაჭარბებული მიღება ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს, ხოლო თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში ვითარდება მაგნიუმით მოწამვლა. ტოქსიკური ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაგნიუმის შემცველობაზე.
სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრაფიული სურათის მხრივ, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუნთქვის დამბლა, ანურიული სინდრომი.

13

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მაგნე-B6-ის კომბინაცია ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან, ან კალციუმის მარილებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვის პროცესს.
მაგნიუმის პრეპარატები ამცირებენ ტეტრაციკლინის შეწოვის პროცესს, რის გამოც მაგნე-B6-ის მიღებამდე რეკომენდებულია 3 სთ-იანი ინტერვალის დაცვა.
მაგნიუმი ამცირებს რკინის შეწოვის პროცესს.
მაგნე-B6 თრგუნავს ლევოდოპას აქტივობას, თუ ეს უკანასკნელი არ არის კომბინირებული დოფა-დეკარბოქსილაზას პერიფერიულ ინჰიბიტორებთან.

14

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერა¬ტურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

3 წელი.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ნეირომულტივიტი, ტაბლეტი #20

ნეირომულტივიტი

Neuromultivit

ტაბლეტი #20

vit.b12 + Pyridoxine + Thiamine G.L. Pharma GmbH, ავსტრია
დან6.63 ₾
ნეირაქსინი B, (100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ნეირაქსინი B

Neiraxin B

(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + ლიდოკაინი + Pyridoxine + Thiamine HBM PHARMA, სლოვაკეთი
დან17.46 ₾
ლიზობაქტი, ორიბლეტი №10 ორიბლეტი №30

ლიზობაქტი

Lysobact®

ორიბლეტი №10 ორიბლეტი №30

Lysozyme + Pyridoxine Bosnalijek d.d., ბოსნია-ჰერცოგოვინა
დან17.65 ₾
მილგამა ხსნარი, 2მლ ხსნარი ამპულა #5

მილგამა ხსნარი

Milgama

2მლ ხსნარი ამპულა #5

vit.b12 + Pyridoxine + Thiamine WORWAG Pharma, გერმანია
დან21.08 ₾
მელაქსენ B, ტაბლეტი #30

მელაქსენ B

Melaqsen B

ტაბლეტი #30

melatonin + Pyridoxine Biotrex Nutraceuticals, იტალია
დან21.25 ₾
კლოდიფენი ნეირო, კაფსულა №30

კლოდიფენი ნეირო

CLODIFEN NEURO

კაფსულა №30

vit.b12 + დიკლოფენაკი + Pyridoxine + Thiamine ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან24.81 ₾
მაგიტრონი, შუშხუნა ტაბლეტი #20

მაგიტრონი

Magitron

შუშხუნა ტაბლეტი #20

magnesium + Pyridoxine ავერსი ფარმა, საქართველო
დან25.98 ₾
მაგიტრონი, 550მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

მაგიტრონი

550მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

Magnesium lactate + Pyridoxine
დან26.00 ₾
მაგიტრონი, ტაბლეტი #50

მაგიტრონი

Magitron

ტაბლეტი #50

magnesium + Pyridoxine ავერსი ფარმა, საქართველო
დან26.00 ₾
მაგნეფარი B6, ტაბლეტი №60

მაგნეფარი B6

MAGNEFAR B6

ტაბლეტი №60

Magnesium hydroaspartas + Pyridoxine ბიოფარმი, პოლონეთი
დან29.24 ₾
მაგნე B6, 470მგ+5მგ ტაბლეტი #50

მაგნე B6

MAGNE B6

470მგ+5მგ ტაბლეტი #50

Magnesium lactate + Pyridoxine Opella Healthcare Hungary Ltd, უნგრეთი
დან29.25 ₾
პრექსეტილი, 10მგ/10მგ ტაბლეტი №20

პრექსეტილი

Prexetyl Dr

10მგ/10მგ ტაბლეტი №20

დოქსილამინი + Pyridoxine Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან33.16 ₾
ნევრალონი, 250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

ნევრალონი

Nevralon

250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

vit.b12 + Pyridoxine + Thiamine World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან35.21 ₾
მილგამა ტაბლეტები 100მგ, (100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

მილგამა ტაბლეტები 100მგ

Milgama Tab 100mg

(100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Pyridoxine WORWAG Pharma, გერმანია
დან37.56 ₾
არკორელაქსი ძილი, ტაბლეტი #15

არკორელაქსი ძილი

Arkorelax Sleep Fort 8H

ტაბლეტი #15

Escholtzia + melatonin + პასიფლორა + Pyridoxine + Valeriana Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
დან53.82 ₾
არკორელაქსი სტრესი, კაფსულა #30

არკორელაქსი სტრესი

Arkorelax Stress Control

კაფსულა #30

Eleutherococcus + magnesium + Pyridoxine + Rhodiola extract Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
დან86.42 ₾
პირიდოქსინი, 10მგ+10მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100

პირიდოქსინი

10მგ+10მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100

დოქსილამინი + Pyridoxine
დან240.30 ₾
არკომაგი დასალევი ამპულა, ამპულა #20

არკომაგი დასალევი ამპულა

ARKOMAG

ამპულა #20

magnesium + Pyridoxine Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
ურეცეპტო
ბე-ვიტა, 2 მლ ამპულა №10

ბე-ვიტა

Be-vita

2 მლ ამპულა №10

Nicotinamide + Pyridoxine + Riboflavin ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო
ნეურორუბინი, 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5

ნეურორუბინი

NEURORUBINE

3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5

vit.b12 + Pyridoxine + Thiamine ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
ნო-პეინი, წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

ნო-პეინი

No-Peini

წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

დექსამეტაზონი + ლიდოკაინი + Pyridoxine + Thiamine ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
პრემანოლი ფორტე, ტაბლეტი #30

პრემანოლი ფორტე

Premanol Forte

ტაბლეტი #30

Pyridoxine + Zingiber officinale FARDI MEDICALS, იტალია
ურეცეპტო
ჰელიომაგნე, ტაბლეტი #60

ჰელიომაგნე

HelioMagne+B6

ტაბლეტი #60

magnesium + Pyridoxine Polisano Pharmaceuticals S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.