8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02152 ურეცეპტო

ნევრალონი

Nevralon

250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

დან35.21 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ნევრალონი, 250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20
მოქმედი ნივთიერება
vit.b12 (Cyanocobalamin) Pyridoxine Thiamine
მწარმოებელი
World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
როტაფარმი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

250მგ/250მგ · №20

  • ავერსი

    ნევრალონი 250მგ/250მგ/1მგ #20ტ

    2.08 ₾ / ც. × 20

№20

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ნევრალონი ტაბლეტი #20

    1.76 ₾ / ც. × 20

    35.21 ₾

    41.42 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC ყველაზე იაფი

    ნევრალონი ტაბლეტი #20

    1.76 ₾ / ც. × 20

    35.21 ₾

    41.43 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ნევრალონი 20 ტაბლეტი

    2.07 ₾ / ც. × 20

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: vit.b12 + Pyridoxine + Thiamine. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

სამკურნალო ფორმა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, ვარდისფერი.

02

შემადგენლობა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი)250 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)250 მგ

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტალკი, აკრილი-EZE® ვარდისფერი 93O34305 (მეთაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ტრიეთილციტრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ბიკარბონატი, კარმინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ინდიგო კარმინის ალუმინის ლაქი).

პრეპარატის ათქ კოდი A11DB

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. ვიტამინები. ვიტამინი B1 ვიტამინ B6-თან და/ან ვიტამინ B12-თან ერთად.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნევრალონი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს B ჯგუფის წყალში ხსნად 3 ვიტამინს (ვიტამინები B1, B6 და B12).

ვიტამინები მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმების, ნუკლეინის მჟავების და ცილების ცვლაში, ასევე ამინომჟავების, კოლაგენის, ნეიროტრანსმიტერების სინთეზში და ა.შ.

ვიტამინები აუცილებელია ძვლის ზრდისთვის, აღდგენის პროცესებისთვის, სისხლძარღვთა მთლიანობის შესანარჩუნებლად, წამლების მიკროსომური ბიოტრანსფორმაციისთვის, იმუნური პასუხისთვის, უჯრედების განვითარებისა და დიფერენციაციისთვის და ა.შ.

ვიტამინების დეფიციტი შეიძლება აღინიშნოს არასწორი კვების, ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილების, სხვადასხვა დაავადებების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ან მედიკამენტების მიღებისას.

ნევრალონის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები არის კოენზიმები 100-ზე მეტი სხვადასხვა ფერმენტისთვის.

როდესაც ხდება ადენოზინტრიფოსფატის (ატფ) შეერთება თიამინთან, წარმოიქმნება კოენზიმის აქტიური ფორმა, თიამინპიროფოსფატი, რომელიც აუცილებელია ნახშირწყლების მეტაბოლიზმის რეაქციებისთვის, განსაკუთრებით ნერვულ უჯრედებში. თიამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს α-კეტო მჟავების დეკარბოქსილირებაში. თიამინის მძიმე დეფიციტის დროს ვითარდება დაავადება ბერი-ბერი. თიამინის დეფიციტით შეიძლება დაზიანდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა და პერიფერიული ნერვული სისტემა პოლინევრიტის განვითარებით მოძრაობის და სენსორული დარღვევებით. ვერნიკეს ენცეფალოპათია, კორსაკოვის ფსიქოზი და ბერიბერი არის ვიტამინის B1 დეფიციტის ყველაზე მძიმე ფორმები, რომლებიც უპირატესად გავლენას ახდენენ ზემოთ ჩამოთვლილ სისტემებზე.

პირიდოქსინი და ორი სხვა მონათესავე ნაერთი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი, ცნობილია როგორც ვიტამინი B6. უპირატესად ღვიძლში ეს ნაერთები გარდაიქმნება კოენზიმის აქტიურ ფორმად, პირიდოქსალფოსფატად; მცირე რაოდენობით, ასევე წარმოიქმნება კოენზიმის კიდევ ერთი აქტიური ფორმა, პირიდოქსამინფოსფატი.

პირიდოქსალფოსფატი მონაწილეობს უამრავ რეაქციაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმს. ცილებისა და ამინომჟავების მეტაბოლური ბიოტრანსფორმაციის დროს პირიდოქსალფოსფატი მონაწილეობს ტრანსამინაციის, დეკარბოქსილაციის, დესულფაციის, სინთეზისა და რაცემიზაციის რეაქციებში; ის მონაწილეობს ტრიპტოფანის ნიაცინად და მეთიონინის ცისტეინად გარდაქმნაში. პირიდოქსალფოსფატი ასრულებს გლიკოგენ-ფოსფორილაზას კოფაქტორის როლს, მონაწილეობს თავის ტვინის ამინების (სეროტონინი, ნორეპინეფრინი, დოფამინი), პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში, ასევე მისი მონაწილეობით ხდება ჰემის ჯგუფის და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.

ვიტამინი B6 დეფიციტის კლასიკური სიმპტომებია კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანება (მაგ., კუთხოვანი სტომატიტი ან გლოსიტი).

ციანოკობალამინი არის ვიტამინის B12 ფორმა (ზოგადი ტერმინი რამდენიმე ნაერთისათვის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კობალამინები). კობალამინები თავიანთ სტრუქტურაში შეიცავს კობალტს, როგორც ცენტრალურ ატომს მაკროციკლური ტეტრაპიროლის ჯგუფში (კორინის რგოლი), რომელიც დაკავშირებულია დიმეთილბენზიდიმიდაზოლის ნუკლეოტიდთან.

კობალტს შეუძლია დაუკავშირდეს მოლეკულების სხვადასხვა ჯგუფს, როგორიცაა ციანოჯგუფი, დეოქსიადენოზინი, მეთილის ან ჰიდროქსილის ჯგუფი, რითაც წარმოიქმნება ციანოკობალამინი, დეოქსიადენოსილკობალამინი, მეთილკობალამინი ან ჰიდროქსოქობალამინი. შესაბამისად ადამიანის ორგანიზმში ვიტამინი B12 ძირითადად გვხვდება მეთილკობალამინის (მეკობალამინის) და ადენოსილკობალამინის (კობამამიდის) სახით, რომლებიც მოქმედებენ როგორც კოენზიმები.

ვიტამინი B12, როგორც კოფერმენტი, მონაწილეობს მეთილის ჯგუფის გადაცემის რეაქციაში ჰომოცისტეინის მეთიონინად გარდაქმნის და L-მეთილმალონილ-CoA-ს სუქცინილ-CoA-ად გარდაქმნის რეაქციაში.

ვიტამინი B12 აუცილებელია გარკვეული ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის, უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის, ნორმალური ჰემატოპოეზისთვის, მიელინის სინთეზისთვის და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი B12 დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ვიტამინის არასაკმარისი მიღებით და შიდა ფაქტორის (კასლის ფაქტორი) არასაკმარისი ფორმირებით, რის შედეგადაც ვითარდება მეგალობლასტური ანემია და ნევროლოგიური დარღვევები.

ვიტამინი B12 უკმარისობის ძირითადი კლინიკური სიმპტომია პერნიციოზული ანემია (ახასიათებს ფერმკრთალი კანი და ანემიის ზოგადი სიმპტომების თანდათანობითი განვითარება). კლინიკურად მნიშვნელოვანი ვიტამინის B12 დეფიციტის მქონე პაციენტებში ნევროლოგიური დარღვევები მოიცავს კიდურებში სენსორულ დარღვევებს.

ფარმაკოკინეტიკა

ვიტამინი B1

შეწოვა

ვიტამინი B1 (თიამინი), რომელიც ორგანიზმში ხვდება საკვებით, შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აქტიური ტრანსპორტით; თიამინის მაღალი დოზების მიღებისას, შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პასიური დიფუზიის გზით.

განაწილება

თიამინი ნაწილდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში, ორგანიზმის უჯრედებში ის ძირითადად წარმოდგენილია დიფოსფატის სახით; ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ღვიძლში, გულსა და თირკმელებში, ამ ორგანოებში მეტაბოლური ტრანსფორმაციის შემდეგ იმყოფება დიფოსფატის და ტრიფოსფატის ეთერების სახით. თიამინი გამოიყოფა დედის რძეში. ორგანიზმში თიამინის მნიშვნელოვანი დაგროვება არ ხდება.

გამოყოფა

თიამინი იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება ორგანიზმის საჭიროებებს, გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით ან მეტაბოლიტების სახით.

ვიტამინი B6

შეწოვა

ვიტამინი B6 სამივე ფორმა (პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი) სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში და შემდგომ გარდაიქმნება პირიდოქსალფოსფატად.

განაწილება

ვიტამინი B6-ის სამივე ფორმა უპირატესად გვხვდება ღვიძლში, სადაც ისინი იჟანგება 4-პირიდოქსის მჟავად და სხვა არააქტიურ მეტაბოლიტებამდე.

გამოყოფა

ვიტამინი B6-ის არააქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით. ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ვიტამინი B6-ის მეტაბოლური მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. პირიდოქსალი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით. მაღალი დოზებით მიღებისას, შეყვანილი პირიდოქსინის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, და შესაძლოა მისი ნაწილიც გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით.

ვიტამინი B12

შეწოვა

ვიტამინი B12, ციანოკობალამინი, პერორალურად მიღებისას, უკავშირდება შინაგან ფაქტორს (კასლის ფაქტორი), გლიკოპროტეინს, რომელიც გამოიყოფა კუჭის პარიეტალური უჯრედების მიერ. ვიტამინი B12 - შინაგანი ფაქტორის კომპლექსი შემდეგ ხვდება წვრილ ნაწლავში და უპირატესად უკავშირდება ნაწლავის კედელში არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს, რის შემდეგაც ვიტამინი B12 შეიწოვება. კომპლექსის რეცეპტორებთან დასაკავშირებლად საჭიროა კალციუმი, ამასთან pH-ის მნიშვნელობა უნდა აღემატებოდეს 5,4-ს; ვიტამინი B12-ის შეწოვა შეიძლება შემცირდეს შინაგანი ფაქტორის, მალაბსორბციის სინდრომის ან ნაწლავის დაავადების არარსებობის შემთხვევაში. იმ დოზებით მიღებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება საკვებიდან მიღებულ რაოდენობას (5-15 მკგ), ვიტამინი B12 ასევე შეიწოვება ნაწლავში პასიური დიფუზიის გზით, შინაგანი ფაქტორის არსებობის მიუხედავად.

განაწილება

სისხლის პლაზმაში ვიტამინი B12 მნიშვნელოვნად უკავშირდება კონკრეტულ ცილებს, ტრანსკობალამინებს. ვიტამინი B12 უპირატესად ღვიძლშია; ის კვეთს პლაცენტას და აღწევს დედის რძეში.

გამოყოფა

ვიტამინი B12 გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველთან ერთად, მას ახასიათებს ენტეროჰეპატური ცირკულაცია. მიიჩნევა, რომ ვიტამინ B12-ის სადღერამისო დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც მიიღება საკვებით, გამოიყოფა შარდით პირველი 8 საათის განმავლობაში. ვიტამინი B12 იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება ორგანიზმის საჭიროებებს, გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. 100 მკგ-ზე მეტი დოზით მიღებისას ორგანიზმში ვიტამინი B12-ის მარაგი სწრაფად შეივსება, თუმცა მნიშვნელოვანი დაგროვება არ ხდება.

05

ჩვენებები

ნევროლოგიური დაავადებებისა და მდგომარეობების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომლებიც დაკავშირებულია ვიტამინების B1, B6 და B12 დეფიციტთან, რაც გამოწვეულია მოთხოვნილების გაზრდით, ვიტამინების მიღების შემცირებით ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი შეწოვის შემცირებით.

ნევრალონი განკუთვნილია მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

06

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღე-ღამეში. როგორც წესი, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას; თუმცა სამედიცინო ჩვენებების არსებობისას თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. თუ სიმპტომები არ გაქრება ან მათი სიმძიმე არ მცირდება პრეპარატის გამოყენებისას 7 დღის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, ჭიქა წყალთან ერთად; ტაბლეტი უნდა გადაყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე.

07

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, კობალამინების (მაგალითად, ჰიდროქსობალამინის), კობალტის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

L-დიჰიდროქსიფენილალანინის (L-დოფა, ლევოდოპა) ერთდროული გამოყენება;

ლებერის დაავადება (მხედველობის ნერვის მემკვიდრეობითი ატროფია) ან ამბლიოპია (პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ზემოაღნიშნული დაავადებების შემდგომი პროგრესირება);

თირკმლის უკმარისობა;

ღვიძლის უკმარისობა;

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;

ბავშვთა ასაკი 14 წლამდე.

დოზები, ვიტამინების რომელიც წარმოდგენილია პრეპარატში, მნიშვნელოვნად აღემატება რეკომენდებულ დღიურ დოზას.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

გვერდითი რეაქციები, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც „არახშირი“

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, პარესთეზია და/ან სენსორული დარღვევები, ძილიანობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი კანზე.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

სხვა არასასურველი რეაქციები, რომლების შესახებ ცნობილი გახდა იყო პრეპარატის შემადგენელი აქტიური ნივთიერებების გამოყენებისას (მიეკუთვნება კატეგორიას „სიხშირე უცნობია“, ინფორმაცია მიღებული სპონტანური ცნობებიდან)

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენიური პურპურა.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, აგზნება, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია ან ნეიროპათიის სინდრომები (პირიდოქსინის ხანგრძლივი გამოყენებისას, ხშირად მაღალი დოზებით; სენსორული ნეიროპათია შეიძლება მოიცავდეს დაბუჟებას და პროპრიოცეფციის დარღვევას; ნეიროპათიის სინდრომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ), წამალზე დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი (უფრო ხშირად პირიდოქსინის მაღალი დოზებით გამოყენებისას და თერაპიის ხანგრძლივობით 1 თვეზე მეტი), უძილობა, მეხსიერების დაკარგვა (პირიდოქსინის მაღალი დოზებით გამოყენებისას).

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: შარდის ფერის და სუნის ცვლილება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: შეშუპება, გაღიზიანება, თვალების სიწითლე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი მუცლის არეში, ზომიერად გამოხატული დიარეა, მადის დაკარგვა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ფოტომგრძნობელობის რეაქციები ვეზიკულური და ბულოზური ხასიათის კანის დაზიანებით (ბულოზური დერმატიტი), გამონაყარი, ერითემა, გამონაყარი ან ქავილი (ვითარდება მეტაბოლური დარღვევების შედეგად, რომელსაც თან ახლავს კანის სტრუქტურული მთლიანობის ცვლილება, როდესაც პირიდოქსინის მაღალი დოზები გამოიყენება), როზაცეას ელვისებური ფორმა (სახის პიოდერმია შერწყმული კვანძებით და სახის და კისრის კანის სებორეა პაპულო-პუსტულარული ელემენტებით; ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა B ვიტამინების ყოველდღიური გამოყენებისას დაახლოებით 2 კვირა).

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოშინი, დაგვიანებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები B1 ვიტამინის განმეორებითი გამოყენების შემდეგ.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმირება

საეჭვო არასასურველი რეაქციების ინფორმირება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აქვს წამლის სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ პუნქტში გთხოვთ, შეატყობინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

08

განსაკუთრებული მითითებები

არ გამოიყენოთ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) უფრო მაღალი დოზებით ან რეკომენდებულზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. პირიდოქსინის მაღალი დოზებით (300 მგ და მეტი) ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტებში აღინიშნა ნერვული სისტემის მხრივ არასასურველი რეაქციები, მათ შორის პერიფერიული სენსორული ნეიროპათია და ნეიროპათიის სინდრომები.

მოზრდილებში დაფიქსირდა წამალდამოკიდებულების და მოხსნის სინდრომის შემთხვევები პირიდოქსინის დღეში 200 მგ დოზისთ დაახლოებით 30 დღის განმავლობაში გამოყენებისას.

პაციენტები უნდა გააფრთხილონ პირიდოქსინის გამოყენებისას ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკის შესახებ, რომლებსაც შეიძლება თან ახლდეს კანის სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ბუშტუკები და ვეზიკულები. პრეპარატის მიღებისას ყურადღება უნდა მიექცეს კანის ღია უბნებზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას.

B12 ვიტამინის სავარაუდო დეფიციტის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დიაგნოზის სათანადოდ დადასტურება, რადგან მეგალობლასტური ანემიის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ფოლიუმის მჟავას დეფიციტთან, ჰემატოლოგიური ცვლილებები შეიძლება ნაწილობრივ დაკორექტირდეს პრეპარატის მიღებისას, მაგრამ ზუსტი დიაგნოზის დასმა რთული იქნება. ამავდროულად, ფოლიუმის მჟავას გამოყენებამ შესაძლოა შენიღბოს ვიტამინის B12 დეფიციტი.

მიდრეკილ პირებში, პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს პოდაგრა (ვიტამინ B12-ით განპირობებული ნუკლეინის მჟავების გაზრდილი დაშლის გამო).

თერაპიული პასუხი ვიტამინის B12 მკურნალობაზე მცირდება ურემიის, ინფექციური დაავადებების, რკინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტის და იმ მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ძვლის ტვინის ფუნქციას.

პირებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ თიამინის ზემოქმედებასთან დაკავშირებული პროფესიული კონტაქტური დერმატიტის ისტორია, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დაავადების რეციდივი.

ალერგიული რეაქციების განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე

ნევრალონი თავის შემადგენლობაში შეიცავს პირიდოქსინს, თიამინს და ციანოკობალამინს, რომელთაგან თითოეულს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე:

თიამინისა და პირიდოქსინის გამოყენებისას, ერლიხის რეაგენტის გამოყენებით შარდში ურობილინოგენის განსაზღვრისას შეიძლება დაფიქსირდეს ცრუ დადებითი შედეგები;

თიამინს მაღალი დოზებით გამოყენებისას შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლში თეოფილინის (სპექტროფოტომეტრიული მეთოდი Schack და Waxler) და შარდმჟავას კონცენტრაციაზე (მეთოდი ვოლფრამის მჟავას გამოყენებით);

ციანოკობალამინის გამოყენების შემდეგ, ცრუ დადებითი შედეგები შეიძლება აღინიშნოს შინაგანი ფაქტორის (კასლის ფაქტორი) ანტისხეულების განსაზღვრისას, რომლებიც სისხლში გვხვდება პერნიციოზული ანემიის მქონე პაციენტების დაახლოებით 50%-ში.

დამხმარე ნივთიერებები

ნევრალონი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

ნევრალონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც ხასიათდებიან გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტოზას უკმარისობით ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციით, სამკურნალო პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს ან მცირე გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში, პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, ასეთ სიტუაციებში პაციენტებმა არ უნდა მართონ მანქანები და მექანიზმები.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ვიტამინ B12-ს ჰქონდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (ემბრიონის სიკვდილი, ტერატოგენული და სხვა ეფექტების განვითარება).

ორსულობის დროს ქალებში მაღალი დოზებით (100-200 მგ-ზე მეტი დღეში) გამოყენებისას პირიდოქსინს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე (პროპრიოცეპტიური ფუნქციის დარღვევა).

ორსულობის დროს ნევრალონის გამოყენება ქალებში უკუნაჩვენებია.

ლაქტაცია

ვიტამინები B1, B6 და B12 გამოიყოფა დედის რძეში; ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის რისკი არ არის გამორიცხული.

ძუძუთი კვების დროს ქალებში პირიდოქსინის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ტკივილი ან/და სარძევე ჯირკვლების გადიდება, ასევე შეიძლება დაირღვეს დედის რძის წარმოქმნის პროცესი.

ნევრალონის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ამჟამად არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ პრეპარატის ნეგატიურ ზემოქმედებაზე ადამიანებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ნევრალონის გამოყენებისას, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1)

თიამინს შეუძლია გააძლიეროს კუნთების რელაქსანტების მოქმედება.

5-ფტორურაცილთან ერთდროული გამოყენებისას თიამინის მოქმედება მცირდება.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)

პირიდოქსინთან ერთდროული გამოყენებისას ლევოდოპას ანტიპარკინსონური მოქმედება მცირდება (სამკურნალო საშუალების ეფექტურობის დაქვეითება) მისი მეტაბოლური სიჩქარის გაზრდის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლევოდოპა გამოიყენება დოფა-დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორთან ერთად (მაგალითად, კარბიდოპა).

პირიდოქსინთან კომბინირებისას ფენობარბიტალისა და ფენიტოინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება შემცირდეს.

პირიდოქსინს შეუძლია გააძლიეროს ამიოდარონის ფოტომგრძნობელობის ეფექტი.

პირიდოქსინთან კომბინირებისას ალტრეტამინის ეფექტურობა მცირდება, ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია ურთიერთქმედება პირიდოქსინთან და სისხლში მისი დონის შემცირება, მათ შორისაა პენიცილამინი, ჰიდრალაზინი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები (იზონიაზიდი, ციკლოსერინი, ეთიონამიდი, პირაზინამიდი), პერორალური კონტრაცეპტივები, იმუნოსუპრესანტები (მაგ., კორტიკოსტეროიდები) და ალკოჰოლი.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)

ასკორბინის მჟავას შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ვიტამინ B12-ის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში; ეს გასათვალისწინებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ციანოკობალამინი მიიღება პერორალურად ასკორბინის მჟავას მაღალი დოზებით გამოყენების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში.

ვიტამინ B12-ის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიძლება შემცირდეს ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების (მაგ., ნეომიცინი), კოლქიცინის, H2-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტების (მაგ. ციმეტიდინი, რანიტიდინი), პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (მაგ., ომეპრაზოლი), ამინოსალიცილის მჟავის (მაგ. გრძელვადიანი გამოყენება), კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, პირაზინამიდი), მეტფორმინი, კალიუმის შემცველი პრეპარატები, კობალტით დასხივებისას და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებისას. ასეთ სიტუაციებში პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გაზრდილი საჭიროება ვიტამინი B12-ზე.

ქლორამფენიკოლის ერთდროული გამოყენებისას, სისხლის რეტიკულოციტების პასუხი ვიტამინი B12 თერაპიაზე შეიძლება შეფერხდეს ან არ იყოს. თუ საჭიროა ზემოაღნიშნული კომბინაციის გამოყენება პაციენტებში, უნდა ჩატარდეს სისხლის მაჩვენებლების ფრთხილი მონიტორინგი.

პერორალურ კონტრაცეპტივებთან კომბინირებისას, B12 ვიტამინის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება შემცირდეს.

10

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მაღალი დოზებით პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (დიარეა, გულისრევა, ღებინება) და თავის ტკივილი, იშვიათ შემთხვევებში - ანაფილაქსიური შოკი.

პირიდოქსინის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნა მძიმე პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები, როგორიცაა სენსორული ნეიროპათია და ნეიროპათიური სინდრომები.

შეიძლება აღინიშნოს ფოტომგრძნობელობის რეაქციები კანის დაზიანებით, თავის ტკივილი, გულისრევა, ძილიანობა, ლეთარგია, სუნთქვის დარღვევა, ასპარტატის ტრანსამინაზას (ასტ) დონის მატება და ფოლიუმის მჟავის დონის დაქვეითება სისხლის შრატში.

ბავშვები

პირიდოქსინის გამოყენებისას ბავშვებში პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვებით შეიძლება განვითარდეს ძლიერი სედაცია, ჰიპოტენზია, სუნთქვის უკმარისობა, რაც ზოგჯერ საჭიროებს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.

მკურნალობა

არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. როგორც წესი, არასასურველი რეაქციები შექცევადია და ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

12

შენახვის პირობები

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ვიტამინი B1, 0.05 ხსნარი 10 ამპულა №10 1 მლ

ვიტამინი B1

0.05 ხსნარი 10 ამპულა №10 1 მლ

Thiamine
დან6.40 ₾
ნეირაქსინი B, (100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ნეირაქსინი B

Neiraxin B

(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + ლიდოკაინი + Pyridoxine + Thiamine HBM PHARMA, სლოვაკეთი
დან17.46 ₾
ლიზობაქტი, ორიბლეტი №10 ორიბლეტი №30

ლიზობაქტი

Lysobact®

ორიბლეტი №10 ორიბლეტი №30

Lysozyme + Pyridoxine Bosnalijek d.d., ბოსნია-ჰერცოგოვინა
დან17.65 ₾
ბუმანოლი, 10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1

ბუმანოლი

BUMANOL

10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან19.87 ₾
მელაქსენ B, ტაბლეტი #30

მელაქსენ B

Melaqsen B

ტაბლეტი #30

melatonin + Pyridoxine Biotrex Nutraceuticals, იტალია
დან21.25 ₾
ბენლეკი, 500მგ/38,75მგ/50მგ ტაბლეტი №20

ბენლეკი

Benlek

500მგ/38,75მგ/50მგ ტაბლეტი №20

Caffeine + მეტამიზოლ ნატრიუმი + Thiamine ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან21.96 ₾
კლოდიფენი ნეირო, კაფსულა №30

კლოდიფენი ნეირო

CLODIFEN NEURO

კაფსულა №30

vit.b12 + დიკლოფენაკი + Pyridoxine + Thiamine ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან24.81 ₾
მაგიტრონი, შუშხუნა ტაბლეტი #20

მაგიტრონი

Magitron

შუშხუნა ტაბლეტი #20

magnesium + Pyridoxine ავერსი ფარმა, საქართველო
დან25.98 ₾
მაგიტრონი, 550მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

მაგიტრონი

550მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

Magnesium lactate + Pyridoxine
დან26.00 ₾
მაგიტრონი, ტაბლეტი #50

მაგიტრონი

Magitron

ტაბლეტი #50

magnesium + Pyridoxine ავერსი ფარმა, საქართველო
დან26.00 ₾
მაგნეფარი B6, ტაბლეტი №60

მაგნეფარი B6

MAGNEFAR B6

ტაბლეტი №60

Magnesium hydroaspartas + Pyridoxine ბიოფარმი, პოლონეთი
დან29.24 ₾
მაგნე B6, 470მგ+5მგ ტაბლეტი #50

მაგნე B6

MAGNE B6

470მგ+5მგ ტაბლეტი #50

Magnesium lactate + Pyridoxine Opella Healthcare Hungary Ltd, უნგრეთი
დან29.25 ₾
ადენიტ ფორტე, ლიოფილიზებული მასა ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა № 3 + 2მლ გამხსნელი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/2 მლ ) ამპულა

ადენიტ ფორტე

ADENIT Forte

ლიოფილიზებული მასა ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა № 3 + 2მლ გამხსნელი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/2 მლ ) ამპულა

vit.b12 + Nicotinamide + Triphosadenine ჯი-ემ-პი, საქართველო
დან30.15 ₾
პრექსეტილი, 10მგ/10მგ ტაბლეტი №20

პრექსეტილი

Prexetyl Dr

10მგ/10მგ ტაბლეტი №20

დოქსილამინი + Pyridoxine Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან33.16 ₾
ექსიტუმი B12 ამპ, 3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ

ექსიტუმი B12 ამპ

3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი
დან33.68 ₾
მილგამა ტაბლეტები 100მგ, (100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

მილგამა ტაბლეტები 100მგ

Milgama Tab 100mg

(100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

Pyridoxine WORWAG Pharma, გერმანია
დან37.56 ₾
ნუროპლექსი B12, ტაბლეტი 30 კოლოფი №30

ნუროპლექსი B12

ტაბლეტი 30 კოლოფი №30

vit.b12
დან45.80 ₾
ვიტამინი B 12 ლაიფი, ტაბლეტი #30

ვიტამინი B 12 ლაიფი

Vit B12-Life

ტაბლეტი #30

vit.b12 Life on Healthcare, დიდი ბრიტანეთი
დან46.00 ₾
ფერო-ფოლგამა ნეო, ტაბლეტი #100

ფერო-ფოლგამა ნეო

Ferro-Folgamma Neo

ტაბლეტი #100

ascorbic acid + vit.b12 + ფოლის მჟავა Lomafarm Rudolf Lohmann Gmbh KG, გერმანია
დან51.43 ₾
არკორელაქსი ძილი, ტაბლეტი #15

არკორელაქსი ძილი

Arkorelax Sleep Fort 8H

ტაბლეტი #15

Escholtzia + melatonin + პასიფლორა + Pyridoxine + Valeriana Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
დან53.82 ₾
ოპებლოკი, 3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5

ოპებლოკი

3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი
დან55.58 ₾
ვიტამინი B12 ანკერმანი, 1000მკგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

ვიტამინი B12 ანკერმანი

1000მკგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50

vit.b12
დან57.20 ₾
ანოდინ-დუალი, წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3

ანოდინ-დუალი

Anodyne-Dual

წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3

vit.b12 + დექსამეტაზონი + Phenylbutazone ევრომედიკალი, საქართველო
დან61.32 ₾
ბლოკიუმ B-12 ი/მ, (75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ

ბლოკიუმ B-12 ი/მ

(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი ლაბ. კასასკო, არგენტინა
დან74.85 ₾
არკორელაქსი სტრესი, კაფსულა #30

არკორელაქსი სტრესი

Arkorelax Stress Control

კაფსულა #30

Eleutherococcus + magnesium + Pyridoxine + Rhodiola extract Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
დან86.42 ₾
პირიდოქსინი, 10მგ+10მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100

პირიდოქსინი

10მგ+10მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100

დოქსილამინი + Pyridoxine
დან240.30 ₾
B12 ანკერმანი, ტაბლეტი #50

B12 ანკერმანი

Ankermann

ტაბლეტი #50

vit.b12 Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
ურეცეპტო
არკომაგი დასალევი ამპულა, ამპულა #20

არკომაგი დასალევი ამპულა

ARKOMAG

ამპულა #20

magnesium + Pyridoxine Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
ურეცეპტო
ბე-ვიტა, 2 მლ ამპულა №10

ბე-ვიტა

Be-vita

2 მლ ამპულა №10

Nicotinamide + Pyridoxine + Riboflavin ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო
მაგნე B6, დასალევი ხსნარი 186მგ+936მგ+10მგ/10მლ ამპულა #10

მაგნე B6

MAGNE B6

დასალევი ხსნარი 186მგ+936მგ+10მგ/10მლ ამპულა #10

Magnesium lactate + Magnesium pidolate + Pyridoxine Contract Pharmaceutical Corporation, აშშ
ურეცეპტო
ნეურორუბინ ფორტე, ტაბლეტი #20

ნეურორუბინ ფორტე

NEURORUBIN Forte

ტაბლეტი #20

vit.b12 + Thiamine ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
ნო-პეინი, წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

ნო-პეინი

No-Peini

წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

დექსამეტაზონი + ლიდოკაინი + Pyridoxine + Thiamine ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
პრემანოლი, ტაბლეტი #60

პრემანოლი

Premanol

ტაბლეტი #60

vit.b12 + ფოლის მჟავა FARDI MEDICALS, იტალია
ურეცეპტო
პრემანოლი ფორტე, ტაბლეტი #30

პრემანოლი ფორტე

Premanol Forte

ტაბლეტი #30

Pyridoxine + Zingiber officinale FARDI MEDICALS, იტალია
ურეცეპტო
ტეტესეპტი ვიტამინი B12 დეპო, ტაბლეტი #30

ტეტესეპტი ვიტამინი B12 დეპო

Tetesept Vitamin B12 Depot

ტაბლეტი #30

vit.b12 Tetesept Pharma GmbH, გერმანია
ურეცეპტო
უნიფლექს-დუალი, ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3

უნიფლექს-დუალი

Uniflex-Dual

ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3

vit.b12 + დექსამეტაზონი + Phenylbutazone ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ჰელიომაგნე, ტაბლეტი #60

ჰელიომაგნე

HelioMagne+B6

ტაბლეტი #60

magnesium + Pyridoxine Polisano Pharmaceuticals S.R.L, რუმინეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.