მონოგრაფია Nº 02149 ურეცეპტო
ნეურორუბინ ფორტე
NEURORUBIN Forte
ტაბლეტი #20
- მოქმედი ნივთიერება
- vit.b12 (Cyanocobalamin) Thiamine
- მწარმოებელი
- ტევა, უკრაინა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- B ჯგუფის ვიტამინები
- იმპორტიორი საქართველოში
- ტევა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს თიამინ მონონიტრატს (ვიტამინი B1) 200მგ;
პირიდოქსინ ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) 50მგ; ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 1მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, მანიტოლი, დაფხვნილი ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, მაგნეზიუმ სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127).
სამკურნალო წამლის ფორმა:
ტაბლეტი დაფარული აპკისმაგვარი გარსით. მრგვალი, ორმხრივ გამობერილი, ვარდისფერი ტაბლეტი დაფარული აპკისმაგვარი გარსით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
B ჯგუფის ვიტამინები ძირითადად შედიან ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშიწყლების მეტაბოლიზმს. თუმცა თითოეული ეს ვიტამინი ასრულებს განსხვავებულ ბიოლოგიურ დანიშნულებას. მათი არსებობა ორგანიზმში ბალანსირებული რაოდენობით აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
პრეპარატი აერთიანებს სამი ვიტამინის B1, B6, B12 მაღალ დოზებს, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის მუშაობაში. ყოველი ეს ვიტამინი აუცილებელია ნერვულ სისტემაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ამასთანავე ამ ვიტამინების მაღალი დოზები ავლენენ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებასაც თიამინი მონონიტრატი (ვიტამინი B1) შეწოვება წვრილი ნაწლავებიდა: თორმეტგოჯადან და მლივი ნაწლავებიდან. მიღების შემდეგ აქტიური ნივთიერება გაივლის ნაწლავის ლორწოვანს, შემდეგ კარის ვენას და აღმოჩნდება ღვიძლში. თიამინის რაღაც ნაწილი აითვისება ღვიძლის მიერ.. ძირითადი მეტაბოლიტები (მცირე რაოდენობით თიამინთან, რომლებიც გამოიყოფიან უცვლელი სახით, ერთად) არიან თიამინ კარბონის მჟავა და პირამინი (2.5-დიმეთილ-4-ამინოპირიმიდინი)..
პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) სწრაფად შეიწოვება ნაწლავიდან. ორგანიზმში პირიდოქსინი იჟანგება პირიდოქსალად და ამინირდება პირიდოქსამინად.. მისი, როგორც კოენზიმის, ფუნქციონირების საფუძველია ფოსფორილირება CH2OH ჯგუფში მეხუთე პოზიციაზე, ანუ პირიდოქსალ-5-ფოსფატის წარმოქმნა (PALP). სისხლში PALP –ს თითქმის 80% დაკავშირებულია ცილებთან. პირიდოქსინი უპირატესად გროვდება კუნთებში. მთავარი ექსკრეტორული პროდუქტია 4-პირიდოქსინის მჟავა.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12); ნორმაში ციანკობალამინის ათვისება შეზღუდულია და დაკავშირებულია ”კასტლის შინაგან ფაქტორთან”. ვიტამინი B12 გარკვეული რაოდენობა აითვისება თავისუფალ მდგომარეობაში, თუმცა ძირითადი რაოდენობა შეიწოვება ”კასტლის შინაგან ფაქტორთან” შეკავშირების შემდეგ.
კუჭნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის შემდეგ ვიტამინი B12 შედის სისხლში. ვიტამინი B12 დაგროვება ხდება ძირითადად ღვიძლში. სისხლიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი არის 5 დღე, ხოლო ღვიძლიდან 1 წელი.
ჩვენებები
თანმხლები მკურნალობა ნერვული სისტემის დაავადებებისა როგორებიცაა:
- ნევროტული ტკივილები მწვავე და ქრონიკული ნევრიტებისა და პოლინევრიტების დროს;
- ნევრალგიები, აგრეთვე ალკოჰოლიზმისა და მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით გამოწვეული ნერვული ქსოვილის ტოქსიური დაზიანებების დროს, დიაბეტური ნეიროპათიები;
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით ჭამის წინ ან ჭამის დროს დაუღეჭავად საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისათვის არის 1-2 ტაბლეტი დღეში 4 კვირის მანძილზე. მკურნალობის გახანგრძლივებისათვის უნდა მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ზემგრძნობელობა. ავადმყოფებში ზემგრძნობელობით შეიძლება აღინიშნებოდეს ანგიონევროტული შეშუპება, ძალზე იშვიათად გვხვდება ალერგიული რეაქციები.
ენდოკრინული სისტემა პრეპარატის მიღებისას ინჰიბირდება პროლაქტინი.
ნერვული სისტემა ერთეულ შემთხვევებში ჩნდება ფორიაქი. (პაციენტებში ზემგრძნობელობით).
პირიდოქსინ ჰიდროქლორიდის დიდი დოზების (500მგ) ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნა პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის ერთეული შემთხვევები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა. აღინიშნა ტაქიკარდიისა და ცირკულარული კოლაფსის ერთეული შემთხვევები ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით.
სუნთქვის ორგანოები ციანოზისა და ფილტვის შეშუპების ერთეული შემთხვევები ძირითადად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი გულისრევა, სისხლდენა კუწნაწლავის ტრაქტის ორგანოებიდან უპირატესად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით.
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი პრეპარატის მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ გლუტამინ ოქსალოაცეტინტრანსამინაზის (SGOT) მომატება სისხლში.
კანი. აღნიშნულია ერთეული შემთხვევები ქავილისა და გამონაყრისა უპირატესად ავადმყოფებში ზემგრძნობელობით. პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს აკნე. პირიდოქსინ ჰიდროქლორიდმა შეიძლება გააძლიეროს ჭორფლის წარმოქმნა.
ზოგადი სიმპტომები უეცარი იფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა
უკუჩვენებები
პრეპარატი არ ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ ზემგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, განსაკუთრებით ვიტამინების B1, B6 და B12 მიმართ.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ფსორიაზის დროს დაავადების სიმპტომების შესაძლო გაუარესების გამო.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ ქალებში. ნეირორუბინი-ფორტე ლაქტაბის გამოყენების კლინიკური შესწავლა ორსულებსა და ორსულ ცხოველებში არ ჩატარებულა. ვიტამინი B6 აღწევს დედის რძეში და გადის პლაცენტურ ბარიერს
გავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისას
გამოკვლევები პრეპარატ ნეირორუბინ ფორტე ლაქტაბის სიჩქარის რეაქციაზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა. საჭიროა სიფრთხილე გვერდითი ეფექტების განვითარებისას
ბავშვები B ჯგუფის ვიტამინების მაღალ დოზებში ბავშვებში გამოყენების კლინიკური მონაცემები არ არის, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის არასასურველია..
ჭარბი დოზირება
იწვევს ღებინებას. საჭიროა კუჭის ამორეცხვა და გააქტიურებული ნახშირის მიცემა.
ერთეულ შემთხვევებში ვიტამინი B6 ყოვედღიური ზედმეტი ორალური მიღებისას (500მგ და მეტი 5 თვეზე მეტ ხანს) შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, რაც თავისით ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
რადგან პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი ასტიმულებს L-დოფამინის (ლევოდოპას) დეკარბოქსილირებას და შეუძლია შეამციროს ამ პრეპარატის თერაპიული ეფექტი პარკინსონის დაავადების მკურნალობისას, უნდა გამოირიცხოს მათი ერთდროული მიღება.დროს. შეიძლება გაიზარდოს იზონიაზიდის ტოქსიურობა. თიოსემიკარბაზონი და 5-ფტორურაცილი, არიან რა ვიტამინი B1 ანტაგონისტი, ამცირებენ მის მოქმედებას. ანტაციდები ანელებენ ვიტამინი B შეწოვას.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა
4 წელი. არ შეიძლება გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ვიტამინი B1
0.05 ხსნარი 10 ამპულა №10 1 მლ
ნეირომულტივიტი
Neuromultivit
ტაბლეტი #20
ნეირაქსინი B
Neiraxin B
(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ბუმანოლი
BUMANOL
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1
მილგამა ხსნარი
Milgama
2მლ ხსნარი ამპულა #5
ბენლეკი
Benlek
500მგ/38,75მგ/50მგ ტაბლეტი №20
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
ადენიტ ფორტე
ADENIT Forte
ლიოფილიზებული მასა ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა № 3 + 2მლ გამხსნელი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/2 მლ ) ამპულა
ექსიტუმი B12 ამპ
3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ
ნევრალონი
Nevralon
250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20
ნუროპლექსი B12
ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ვიტამინი B 12 ლაიფი
Vit B12-Life
ტაბლეტი #30
ფერო-ფოლგამა ნეო
Ferro-Folgamma Neo
ტაბლეტი #100
ოპებლოკი
3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5
ვიტამინი B12 ანკერმანი
1000მკგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
ანოდინ-დუალი
Anodyne-Dual
წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3
ბლოკიუმ B-12 ი/მ
(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ
B12 ანკერმანი
Ankermann
ტაბლეტი #50
ნეურორუბინი
NEURORUBINE
3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5
ნო-პეინი
No-Peini
წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3
პრემანოლი
Premanol
ტაბლეტი #60
ტეტესეპტი ვიტამინი B12 დეპო
Tetesept Vitamin B12 Depot
ტაბლეტი #30
უნიფლექს-დუალი
Uniflex-Dual
ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.