მონოგრაფია Nº 04501 ურეცეპტო
ნეირომულტივიტი
Neuromultivit
ტაბლეტი #20
დან6.63 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- vit.b12 (Cyanocobalamin) Pyridoxine Thiamine
- მწარმოებელი
- G.L. Pharma GmbH, ავსტრია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ვიტამინური პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
ნეირომულტივიტი 20 ტაბლეტი
0.33 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗6.63 ₾
7.81 ₾
-
GPC
ნეირომულტივიტი ტაბლეტი #20
0.33 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗6.64 ₾
7.81 ₾
-
ფარმადეპო
ნეირომულტივიტი ტაბლეტი #20
0.39 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗7.81 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: vit.b12 + Pyridoxine + Thiamine. ჯერ ყველაზე იაფი.
მილგამა ხსნარი
Milgama
2მლ ხსნარი ამპულა #5
ნევრალონი
Nevralon
250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20
ნეურორუბინი
NEURORUBINE
3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:
თიამინის ჰიდროქლორიდი 100,00მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 200,00მგ
ციანოკობალამინი * 0,20მგ
დამხმარე ნივთიერებები:
*გრანულატის შემადგენლობა 1%: პრეჟელატინიზირებული მოდიფიცირებული სახამებელი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი;
ტაბლეტის ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი;
გარსი: მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ჰიპრომელოზა, მეთილმეტაკრილატისა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი 1:2
[დისპერსია 30%].
ზოგადი დახასიათება
მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. განივ ჭრილზე თეთრიდან ღია-ვარდისფრამდე წინწკლებით, ღია-ვარდისფერიდან მუქ-ვარდისფრამდე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
B1 ვიტამინის კომბინაცია B6 ან /და B12 ვიტამინთან.
ათქ კოდი: A11DB
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება იმ ვიტამინების თვისებებით, რომლებიც შედიან პრეპარატის შემადგენლობაში.
თიამინი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესის შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აღგზნების გატარების პროცესში.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოსფორილებულ ფორმაში წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (დეკარბოქსილირება, პერეამინირება და სხვ.). გვევლინება ნერვულ ქსოვილებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი ფერმენტების კოფერმენტის სახით. მონაწილეობს მრავალი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში-როგორიცაა დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი და გამა-ამინოერბომჟავა.
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, ასევე მონაწილეობს მთელ რიგ ბიოქიმიურ რექციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველქმედებას - მეთილის ჯგუფის გადატანაში, ნუკლეინის მჟავას, ცილების სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. დადებით მოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე (ნუკლეინის მჟავას სინთეზი და ცერებროზიდებისა და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისთვის.
ჩვენებები
გამოიყენება შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში:
სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინეიროპათიები (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა)
ნეკნთაშუა ნევრალგია
სამწვერა ნერვის ნევრალგია
ფესობრივი სინდრომი, გამოწვეული ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით.
კისრის სინდრომი
მხარ-ბეჭის სინდრომი
წელის სინდრომი
ლუმბოიშალგია
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ბავშვთა ასაკი (პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის).
ორსულობა და ლაქტაცია
ნეირომულტივიტის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო რეკომენდებული არ არის მისი დანიშვნა ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
ინიშნება 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში.
კურსის ხანგრძლივობა - ექიმის რეკომენდაციით.
რეკომენდებული არ არის პრეპარატის დიდი დოზებით მკურნალობა 4 კვირაზე მეტ ხანს.
გვერდითი მოქმედებები
ნეირომულტივიტი კარგად გადაიტანება ავადმყოფის მიერ.
ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ტაქიკარდია, კანის რეაქციები ქავილის და ჭინჭრის ციების სახით, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ჭარბი დოზა
ნეირომულტივიტის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები შესაძლებელია მხოლოდ უზომოდ დიდი დოზების მიღებისას ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ვიტამინი B1 - ჭარბი დოზირების სიმპტომები შიგნით მიღების დროს არ გამოვლენილა.
ვიტამინი B6 - დღეღამეში 2 გ-ზე მეტი მიღებისას აღწერილია ნეიროპათიები ატაქსიითა და მგრძნობელობის დარღვევით, კრუნჩხვები ეეგ-ის ცვლილებით და ცალკეულ შემთხვევაში, ჰიპოქრომული ანემია და სებორეული დერმატიტი.
ვიტამინი B12 - პარენტერალური შეყვანის შემდეგ (იშვიათ შემთხვევაში და შინაგანად მიღების შემდეგ), აღინიშნა კანის ეგზემატოზური ცვლილებები და აკნე.
მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პირიდოქსინი ამცირებს ლევოდოპას პარკინსონის საწინააღმდეგო ეფექტს.
ეთანოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვას. ნეირომულტივიტის მიღებისას რეკომენდებული არ არის პოლივიტამინების კომპლექსის მიღება, რომლთა შემადგენლობაშიც შედიან B ჯგუფის ვიტამინები.
განსაკუთრებული მითითებები
ციანოკობალამინს შეუძლია შენიღბოს ფოლის მჟავას დეფიციტის სიმპტომები.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა
ნეირომულტივიტი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ალ/ალ ბლისტერში.
2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ვიტამინი B1
0.05 ხსნარი 10 ამპულა №10 1 მლ
ნეირაქსინი B
Neiraxin B
(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ლიზობაქტი
Lysobact®
ორიბლეტი №10 ორიბლეტი №30
ბუმანოლი
BUMANOL
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1
მელაქსენ B
Melaqsen B
ტაბლეტი #30
ბენლეკი
Benlek
500მგ/38,75მგ/50მგ ტაბლეტი №20
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
მაგიტრონი
Magitron
შუშხუნა ტაბლეტი #20
მაგიტრონი
550მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
მაგიტრონი
Magitron
ტაბლეტი #50
მაგნეფარი B6
MAGNEFAR B6
ტაბლეტი №60
მაგნე B6
MAGNE B6
470მგ+5მგ ტაბლეტი #50
ადენიტ ფორტე
ADENIT Forte
ლიოფილიზებული მასა ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა № 3 + 2მლ გამხსნელი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/2 მლ ) ამპულა
პრექსეტილი
Prexetyl Dr
10მგ/10მგ ტაბლეტი №20
ექსიტუმი B12 ამპ
3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ
მილგამა ტაბლეტები 100მგ
Milgama Tab 100mg
(100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნუროპლექსი B12
ტაბლეტი 30 კოლოფი №30
ვიტამინი B 12 ლაიფი
Vit B12-Life
ტაბლეტი #30
ფერო-ფოლგამა ნეო
Ferro-Folgamma Neo
ტაბლეტი #100
არკორელაქსი ძილი
Arkorelax Sleep Fort 8H
ტაბლეტი #15
ოპებლოკი
3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5
ვიტამინი B12 ანკერმანი
1000მკგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
ანოდინ-დუალი
Anodyne-Dual
წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3
ბლოკიუმ B-12 ი/მ
(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ
არკორელაქსი სტრესი
Arkorelax Stress Control
კაფსულა #30
პირიდოქსინი
10მგ+10მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
B12 ანკერმანი
Ankermann
ტაბლეტი #50
არკომაგი დასალევი ამპულა
ARKOMAG
ამპულა #20
ბე-ვიტა
Be-vita
2 მლ ამპულა №10
მაგნე B6
MAGNE B6
დასალევი ხსნარი 186მგ+936მგ+10მგ/10მლ ამპულა #10
ნეურორუბინ ფორტე
NEURORUBIN Forte
ტაბლეტი #20
ნო-პეინი
No-Peini
წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3
პრემანოლი
Premanol
ტაბლეტი #60
პრემანოლი ფორტე
Premanol Forte
ტაბლეტი #30
ტეტესეპტი ვიტამინი B12 დეპო
Tetesept Vitamin B12 Depot
ტაბლეტი #30
უნიფლექს-დუალი
Uniflex-Dual
ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3
ჰელიომაგნე
HelioMagne+B6
ტაბლეტი #60
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.