მონოგრაფია Nº 00400 ურეცეპტო
ბე-ვიტა
Be-vita
2 მლ ამპულა №10
- მოქმედი ნივთიერება
- Nicotinamide Pyridoxine Riboflavin
- მწარმოებელი
- ბიოპოლუსი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- B ჯგუფის ვიტამინები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბიოპოლუსი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1) - 5 მგ;
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც 1 მგ რიბოფლავინის (ვიტამინი B2) ეკვივალენტურია; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) - 4 მგ;
ნიკოტინამიდს (ვიტამინი PP) - 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, აეროსილი, ტალკი.
1 ამპულა (2 მლ) შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1) - 10 მგ;
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც 2 მგ რიბოფლავინის (ვიტამინი B2) ეკვივალენტურია; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) - 10 მგ;
ნიკოტინამიდს (ვიტამინი PP) - 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ტრილონ B, ნიპაგინი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბე-ვიტა კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
თიამინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციების კოფერმენტს, რომელიც მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარებაში. თიამინს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციებისა და გულის მოქმედების განხორციელებაში. იგი ახდენს განგლიომაბლოკირებელ და კურარეს მსგავს მოქმედებას.
რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესებში. იგი არეგულირებს მხედველობით ფუნქციას, ჰემოგლობინისა და ერითროპოეტინის სინთეზს.
რიბოფლავინის მეშვეობით ხორციელდება პირიდოქსინის აქტივაცია, ტრიპტოფანის გარდაქმნა ნიკოტინის მჟავად. იგი შედის გლუტათიონრედუქტაზასა და ქსანთინოქსიდაზას შემადგენლობაში. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. იგი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი В6 აქტიურად მონაწილეობს ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამინი და სხვა), ჰისტამინის, ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი და სხვა) ბიოსინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, არეგულირებს კალიუმისა და ნატრიუმის ბალანს ორგანიზმში და ზრდის დიურეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.
ნიკოტინამიდი მოქმედების მექანიზმით ნიკოტინის მჟავას მსგავსია და მასთან ერთად განიხილება როგორც ვიტამინი PP ან ვიტამინი B3. იგი მონაწილეობს ცხიმების, პროტეინების, ამინომჟავების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვანი სუნთქვის და გლიკოგენოლიზის პროცესებში, წარმოადგენს სასქესო ჰორმონების, კორტიზონის, თიროქსინისა და ინსულინის სინთეზის აუცილებელ ელემენტს. ნიკოტინის მჟავასაგან განსხვავებით ნიკოტინამიდს არ ახასიათებს გამოხატული სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და, შესაბამისად, იგი არ იწვევს კანის ჰიპერემიას და სისხლის მოწოლის შეგრძნებას თავში. მას გააჩნია პელაგრის საწინააღმდეგო მოქმედება. ოსტეოართრიტის დროს იგი ამცირებს ტკივილს სახსრებში. მისი გამოყენებისას შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის განვითარების თავიდან აცილება. ვიტამინი PP აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, იგი დადებითად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე.
ფარმაკოკინეტიკა
თიამინის ჰიდროქლორიდი ძირითადად თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავიდან აბსორბირდება. იგი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუნთში შეყვანისას. თიამინი ნაწილდება ყველა ქსოვილში. ფოსფორილირდება ღვიძლში. იგი ძირითადად ღვიძლში, გულის კუნთში, ტვინში, თირკმლებში, ელენთაში გროვდება. გამოიყოფა ნაწლავით და თირკმლებით.
რიბოფლავინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ორგანიზმში არათანაბრად ნაწილდება: უმეტესი ნაწილი აღინიშნება გულის კუნთში, ღვიძლში თირკმლებში. 60% უკავშირდება პლაზმის ცილებს. გადის პლაცენტურ ბარიერს, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. პლაზმის ცილებს არ უკავშირდება. გამოიყოფა თირკმლებით.
ნიკოტინამიდი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე სწრაფად შეიწოვება იგი პარენტერალური შეყვანის დროს. თანაბრად ნაწილდება ყველა ორგანოებსა და ქსოვილებში. ბიოტრანსფორმაციას ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში განიცდის, მათ შორის, სისხლში. მეტაბოლიზმის შედეგად მეთილნიკოტინამიდი წარმოიქმნება. გამოიყოფა თირკმლებით მეტაბოლიტების სახით.
ჩვენებები
- B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი;
- არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება (მათ შორის, პარენტერალური);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი, გლოსიტი, ჰიპო- და ანაციდური გასტრიტი, გასტრექტომია, ნაწლავის ატონია, ენტერიტიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი, გლუტენური ენტეროპათია, მალაბსორბციის სინდრომი, კრონის დაავადება, ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ციროზი, მათ შორის, ალკოჰოლური), დისბაქტერიოზი, დიარეა;
- ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრალგია, ნევრიტები (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის ფონზე), რადიკულიტი, პერიფერიული პარეზი ან დამბლა, ნევროპათია;
- გრძნობათა ორგანოების დაავადებები: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ფოტოფობია, რქოვანას ვასკულარიზაცია, ჰემერალოპია;
- კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები: დერმატოზი, დერმატიტი, ეგზემა, ლიქენი, ფსორიაზი (მათ შორის, ატოპიური და სებორეული), ექსუდაციური დიათეზი, დამწვრობა;
- სისხლის დაავადებები: ჰიპოქრომული და მიკროციტული ანემია;
- ენდოკრინული დაავადებები: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი;
- ქრონიკული ინფექციური დაავადებები, ჰერპესული ინფექციები (Varicella zoster, Herpes simplex);
- ზოგადი სისუსტე, დაქანცულობა, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა, ხანგრძლივი ციება, გამოჯანმრთელების პერიოდი, ინტენსიური ზრდის პერიოდი, ჰემოდიალიზი;
- ორსულობა, ჰესტოზი.
მიღების წესი და დოზირება
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხსა და პრეპარატის ამტანობაზე.
პერორალურად მოზრდილებში ინიშნება 1_2 ტაბლეტი 2_3-ჯერ დღეში, 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში _ 1_2 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
პრეპარატი საინექციო ხსნარის სახით შეჰყავთ კუნთში ან ვენაში. სადღეღამისო დოზაა 1_2 მლ. პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს დღეგამოშვებით. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5_10 დღე.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და გარდამავალი ხასიათისაა.
ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (ქავილი, ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი) განვითარება.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
- II და III ხარისხის ჰიპერტენზია.
ორსულობა და ლაქტაცია
თერაპიული დოზებით შესაძლებელია პრეპარატის ორსულობის პერიოდში გამოყენება. in utero პირიდოქსინის მაღალი დოზების ზემოქმედებამ ახალშობილში შეიძლება პირიდოქსინული დამოკიდებულების სინდრომი გამოიწვიოს. ვიტამინი B6 გადადის დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებები:
კიბოს უჯრედების პროლიფერაციის შესაძლო სტიმულირების გამო პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ავთვისებიანი დაავადებების დროს. მაღალი დოზებით მკურნალობისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პერიფერიული ნევროპათიის განვითარებას, რომელიც ვლინდება სიარულის დარღვევითა და ქუსლებში მწვავე ტკივილით. ეს სიმპტომები მკურნალობის შემდეგ 1 თვიდან 3 წლამდე შეიძლება გამოვლინდეს. რიბოფლავინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოყვითალო შეფერილობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც თქვენ ამჟამად იღებთ ან იღებდით ცოტა ხნის წინ.
ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპას ეფექტიანობას. პრეპარატმა მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი B1-ს გამო, შეიძლება გამოიწვიოს ადრენოლიზური და სიმპატოლიზური საშუალებების ეფექტის შემცირება, ასევე ბარბიტურატებისა და გლუტეთიმიდის სედაციური ეფექტის დათრგუნვა.
ქლორპრომაზინი ზრდის ვიტამინი B2-ს ექსკრეციას შარდთან ერთად, პრობენეციდი თრგუნავს ვიტამინი B2-ს ტუბულარულ სეკრეციასა და რეაბსორბციას, რის გამოც მისი ექსკრეცია შარდით მცირდება.
შენახვის პირობები
ტაბლეტები: ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
საინექციო ხსნარი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ტაბლეტები: 2 წელი.
საინექციო ხსნარი: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ტაბლეტები: ურეცეპტოდ.
საინექციო ხსნარი: რეცეპტით.
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
№R-002637
05.06.2010 - 05.06.2015
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
კლოზაკი
75გ საპონი 1 საპონი №1
ნეირომულტივიტი
Neuromultivit
ტაბლეტი #20
ნეირაქსინი B
Neiraxin B
(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ლიზობაქტი
Lysobact®
ორიბლეტი №10 ორიბლეტი №30
მილგამა ხსნარი
Milgama
2მლ ხსნარი ამპულა #5
მელაქსენ B
Melaqsen B
ტაბლეტი #30
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
მაგიტრონი
Magitron
შუშხუნა ტაბლეტი #20
მაგიტრონი
550მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
მაგიტრონი
Magitron
ტაბლეტი #50
მაგნეფარი B6
MAGNEFAR B6
ტაბლეტი №60
მაგნე B6
MAGNE B6
470მგ+5მგ ტაბლეტი #50
ადენიტ ფორტე
ADENIT Forte
ლიოფილიზებული მასა ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა № 3 + 2მლ გამხსნელი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/2 მლ ) ამპულა
პრექსეტილი
Prexetyl Dr
10მგ/10მგ ტაბლეტი №20
ნევრალონი
Nevralon
250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20
მილგამა ტაბლეტები 100მგ
Milgama Tab 100mg
(100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
არკორელაქსი ძილი
Arkorelax Sleep Fort 8H
ტაბლეტი #15
არკორელაქსი სტრესი
Arkorelax Stress Control
კაფსულა #30
პირიდოქსინი
10მგ+10მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
არკომაგი დასალევი ამპულა
ARKOMAG
ამპულა #20
მაგნე B6
MAGNE B6
დასალევი ხსნარი 186მგ+936მგ+10მგ/10მლ ამპულა #10
ნეურორუბინი
NEURORUBINE
3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5
ნო-პეინი
No-Peini
წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3
პრემანოლი ფორტე
Premanol Forte
ტაბლეტი #30
ჰელიომაგნე
HelioMagne+B6
ტაბლეტი #60
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.