მონოგრაფია Nº 03472 ურეცეპტო
არკომაგი დასალევი ამპულა
ARKOMAG
ამპულა #20
- მოქმედი ნივთიერება
- magnesium (Magnesium) Pyridoxine
- მწარმოებელი
- Arkopharma- არკოფარმა, საფრანგეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პრეპარატები ენერგეტიკული და ელექტროლიტური ბალანსის კორეგირებისათვის ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- Arkopharma- არკოფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: magnesium + Pyridoxine. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
მაგნიუმი - 150მგ; B6 ვიტამინი - 2მგ.
არკოუშენის შემადგენელი მაგნიუმი მოპოვებულია ოკეანის ჭაობებიდან.
დამატებითი კომპონენტები: კონცენტრირებული ოკეანის წყალი, კარამელის არომატი - დამატკბობლები: სტევიის გლიკოზიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მინერალს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობას იღებს 300-ზე მეტ ფერმენტულ პროცესში. მის მრავალფეროვან ფუნქციებს შორის აღსანიშნავია ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემების გამართული ფუნქციონირება, არტერიული წნევისა და გულის რითმის რეგულირება და იმუნური სისტემის გაძლიერება. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლუკოზის ცვლაში და ინსულინის მეტაბოლიზმში. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს შფოთვას და დეპრესიას.
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანი ღებულობს საკვებთან ერთად. მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან აღსანიშნავია მონაწილეობა ნეიროტრანსმიტერების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზში. შესაბამისად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია დეპრესიის სიმპტომებთან, გუნება-განწყობის გაუარესებასთან. B6 ვიტამინი აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, ამცირებს თვალის დაავადებების განვითარების რისკს. იგი აქვეითებს გულისრევისა და ღებინების სიმპტომებს ორსულობის დროს.
არკოუშენი ოკეანის მაგნიუმი + B6 ორგანიზმს აწვდის მაგნიუმისა და B6 ვიტამინის საჭირო დღიურ რაოდენობას. იგი ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს ძილს.
არკოუშენი ოკეანის მაგნიუმი + B6 -ის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი ქლორიდის სახით, რაც წარმოადგენს ორგანიზმისთვის ყველაზე კარგად ათვისებად ფორმას.
ჩვენებები
- ძილის დარღვევა;
- ნევროზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია;
- ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;
- ასთენია;
- შაკიკი;
- კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუნთების კრამპი;
- არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, არითმია;
- მეტაბოლური სინდრომი, ინსულინრეზისტენტობა.
- პრემენსტრულური სინდრომი, პირველადი დისმენორეა;
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა;
- საშვილოსნოს ტონუსის მატება, პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნაყოფის კვების გაუარესება;
მიღების წესი და დოზირება
6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის - 1/2 ამპულა დღეში, 12 წლის ზემოთ - ერთი ამპულა დღეში.
რეკომენდებულია გახსნამდე ამპულის შენჯღრევა.
ამპულის შიგთავსი იხსნება 125მლ (ნახევარ ჭიქა) წყალში ან წვენში.
განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენება 6 წლის ასაკიდან;
მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;
საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10მლ X 20 ამპულა შეფუთვაში.
ამპულები დამზადებულია მუქი ფერის მინისგან შიგთავსის მზის სხივებისგან დასაცავად.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ნეირომულტივიტი
Neuromultivit
ტაბლეტი #20
ნეირაქსინი B
Neiraxin B
(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ლიზობაქტი
Lysobact®
ორიბლეტი №10 ორიბლეტი №30
მილგამა ხსნარი
Milgama
2მლ ხსნარი ამპულა #5
მელაქსენ B
Melaqsen B
ტაბლეტი #30
კლოდიფენი ნეირო
CLODIFEN NEURO
კაფსულა №30
მაგიტრონი
550მგ ტაბლეტი 50 ტაბლეტი №50
ბიოლექტრა Mg - ფორტე 250მგ
Biolectra
პაკეტი #20
ბიოლექტრა Mg ლიმონი
20 პაკეტი №20
მაგნეფარი B6
MAGNEFAR B6
ტაბლეტი №60
მაგნე B6
MAGNE B6
470მგ+5მგ ტაბლეტი #50
პრექსეტილი
Prexetyl Dr
10მგ/10მგ ტაბლეტი №20
ნევრალონი
Nevralon
250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20
მილგამა ტაბლეტები 100მგ
Milgama Tab 100mg
(100მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მაგნეტი
30 კაფსულა №30
ბონექსი
BONEX
ტაბლეტი #60
ბლუმაგ ედნი
კაფსულა №30
არკორელაქსი ძილი
Arkorelax Sleep Fort 8H
ტაბლეტი #15
არკორელაქსი სტრესი
Arkorelax Stress Control
კაფსულა #30
პირიდოქსინი
10მგ+10მგ ტაბლეტი 100 კოლოფი №100
ბე-ვიტა
Be-vita
2 მლ ამპულა №10
დენკ მაგნეს დაირექტი
Magnes Direct
გრანულირებული პაკეტი #30
მაგნე B6
MAGNE B6
დასალევი ხსნარი 186მგ+936მგ+10მგ/10მლ ამპულა #10
ნეურორუბინი
NEURORUBINE
3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5
ნექსი ნაითი
Neksi Night
ტაბლეტი #30
ნო-პეინი
No-Peini
წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3
პრემანოლი ფორტე
Premanol Forte
ტაბლეტი #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.