8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03448 ურეცეპტო

B12 ანკერმანი

Ankermann

ტაბლეტი #50

B12 ანკერმანი, ტაბლეტი #50
მოქმედი ნივთიერება
vit.b12 (Cyanocobalamin)
მწარმოებელი
Artesan Pharma GmbH & Co.KG, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
ვიორვაგ ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: vit.b12. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

B12 ანკერმანი არის ვიტამინი B 12 - პრეპარატი (ანტიანემიური საშუალება).

ვიტამინ B12-ის ნაკლებობა აფერხებს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას (ირღვევა ჰემატოპოეზი, ვითარდება ჰიპერქრომული მაკროციტული მეგალობლასტური ანემია) და/ან იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა ფუნიკულარული სპინალური დაავადება (ზურგის ტვინის დაავადება).

ვიტამინ B12 -ის ნაკლებობა შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი კვებით (მაგ. თუ ძირითადად ვეგეტარიანულ საკვებს იღებთ), მალაბსორბციით, თეძოს ნაწლავის დაავადებით (ცელიაკია), ბრმა მარყუჟის სინდრომით ან თანდაყოლილი B12 ვიტამინ B12 - ის თნდაყოლილი დეფიციტით.

02

უკუჩვენებები

B12 ანკერმანის მიღება არ შეიძლება, თუ:

  • ალერგიული ხართ ციანოკობალამინის (B12 ვიტამინი) ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი სხვა კომპონენტების მიმართ

განსაკუთრებული სიფრთხილე

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

სისხლში და ან ნევროლოგიური დარღვევების დროს გაითვალისწინეთ შემდეგი:

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ან არასაკმარისი ინფორმაციის ან მკურნალობის რეჟიმის დაუცველობის გამო, ორალური თერაპიის დროს მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს პაციენტი. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე 7 დღით ადრე შეამოწმოთ სიმპტომები, რეტიკულოციტები, სისხლის ანალიზი, ჰემოგლობინი, ასევე სისხლში წითელი ბურთულების მოცულობა. შემდგომ მკურნალობის დაწყებიდან წლის პირველ მეოთხედში 4 კვირიანი შუალედებით გადაამოწმეთ სიმპტომები და სისხლის ანალიზი, მათ შორის სისხლში წითელი ბურთულების მოცულობა, ბოლოს, წარმატებული მკურნალობის მიმდინარეობის შემთხვევაში, ნახევარი ან ერთი წლის შუალედით. გართულებების შემთხვევაში ანალიზები უნდა გაკეთდეს შედარებით ხშირად.

B12 ანკერმანის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რაიმე პრეპარატის მიღებას, მათ შორის იმ პრეპარატს, რომელიც არ გაიცემა რეცეპტით.

ვიტამინ B12 - ის რეზორბციას აფერხებს კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება), ამინოგლიკოზიდები, ნეომიცინი (ანტიბიოტიკი), ამინო სალიცილის მჟავა, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბიგუანიდები, ქლორამფენიკოლი, ქოლესტირამინი, კალიუმის მარილი, მეთილდოფა და მჟავიანობის დამთრგუნველი საშუალებები (მაგ.: ომეპრაზოლი, ციმეტიდინი), ასევე ალკოჰოლი.

03

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ან ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. რეკომენდირებული დღიური დოზა ლაქტაციის და ორსულობის პერიოდში შეადგენს 4მგ-ს. ვიტამინი B12 გადადის დედის რძეში. დიდი დოზის მიღების შემთხვევებში აქამდე არ არის გამოვლენილი უარყოფითი მოქმედებები ნაყოფზე ან ჩვილზე. B12 ანკერმანის ტაბლეტებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას გადაწყვეტს თქვენი ექიმი.

მართვა და დანადგარების გამოყენება

არავითარი.

B12 ანკერმანის შეიცავს ლაქტოზას და სუკროზას.

თუ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

04

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ პრეპარატის ანოტაციის ან ექიმის ნანიშნულების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმარტეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ პრეპარატი დანიშნულებისამებრ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატი ვერ იმოქმედებს შესაბამისად!

მძიმე ნევროლოგიური სიმპტომების შემტხვევაში საჭიროა ინიცირებული პარენტერული გზით შეყვანა.

დოზა ინიშნება სიმპტომების მიხედვით.

რეკომენდებული დოზა:

სიმპტომები ვიტამინ B12- ის ნაკლებობისას

ინიციალური მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობა

პაციენტები ჰემატოლოგიური და მძიმე ნევროლოგიური ანამნეზით

პარენტერულად

დღეში1-2 შემოგარსული ტაბლეტი

პაციენტები იზოლირებული მძიმე ნევროლოგიური ანამნეზით

პარენტერულად

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

პაციენტები ჰემატოლოგიური და/ან ნევროლოგიური ანამნეზით

დღეში 2X2 შემოგარსული ტაბლეტი

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

პაციენტები ჰემატოლოგიური და ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე

დღეში 2X1-2 შემოგარსული ტაბლეტი

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

გასტრექტომიის ან სხვა რეზორბციის დარღვევების შემთხვევაში

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

დიეტით გამოწვეული დარღვევების დროს (ვეგეტარიანელი და ა.შ.)

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

შემოგარსული ტაბლეტი მიიღეთ წყალთან ერთად დაუღეჭავად, უმჯობესია დილით უზმოზზე.

მიღების ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას, გასაკუთრებით ინიციალური მკურნალობის შემთხვევაში იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ პერნიციოზური ანემია (როგორც წესი 4 კვირა) განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

პერნიციოზური ანემიის შემთხვევაში ვიტამინ B12- ით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრება.

05

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში არ არის გამოვლენილი მოწამვლა ან რაიმე სხვა სიმპტომი. ჭარბი დოზის მიღების შემთხევვაში მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

მკურნალობის შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები.

06

გვერდითი მოვლენები

იშვიათად (10.000-დან 1 პაციენტის, მაგრამ 1000-დან 1 პაციენტზე ნაკლებ შემთხვევაში)

ალერგიული რეაქცია, გამოვლენილი შემდეგი სიმპტომებით: სიცხე, გამონაყარი, ქავილი.

სიხშირე არ არის ცნობილი

სიცხე და აკნეს მაგვარი გამონაყარი.

07

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

შეინახეთ პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

08

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს B12 ანკერმანი:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1000 მკგ ციანოკობალამინს (ვიტამინი B12).

დამხმარე ნივთიერებებია:

პოვიდონი K30, სტეარინის მჟავა, გლიკოლის სანთელი, ლაქტოზა-მონოჰიდრატი, სუკროზა, არაბული რეზინა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი, თეთრი ტონი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლის გლიცეროლის ჰიდროქსიდის სტეარატი, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიდის პროპილის ცელულოზა, ტრიგლიცერიდი.

  • არ შეიცავს გლუტენს, შეიცავს ლაქტოზას

თეთრი შემოგარსული ტაბლეტები (შეიძლება იყოს მოვარდისფრო შემოგარსული ტაბლეტები, მაგრამ ეს არ არის პრეპარატის ნაკლი).

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ნეირომულტივიტი, ტაბლეტი #20

ნეირომულტივიტი

Neuromultivit

ტაბლეტი #20

vit.b12 + Pyridoxine + Thiamine G.L. Pharma GmbH, ავსტრია
დან6.63 ₾
ბუმანოლი, 10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1

ბუმანოლი

BUMANOL

10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან19.87 ₾
მილგამა ხსნარი, 2მლ ხსნარი ამპულა #5

მილგამა ხსნარი

Milgama

2მლ ხსნარი ამპულა #5

vit.b12 + Pyridoxine + Thiamine WORWAG Pharma, გერმანია
დან21.08 ₾
კლოდიფენი ნეირო, კაფსულა №30

კლოდიფენი ნეირო

CLODIFEN NEURO

კაფსულა №30

vit.b12 + დიკლოფენაკი + Pyridoxine + Thiamine ADIPHARM LTD, ბულგარეთი
დან24.81 ₾
ადენიტ ფორტე, ლიოფილიზებული მასა ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა № 3 + 2მლ გამხსნელი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/2 მლ ) ამპულა

ადენიტ ფორტე

ADENIT Forte

ლიოფილიზებული მასა ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა № 3 + 2მლ გამხსნელი (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/2 მლ ) ამპულა

vit.b12 + Nicotinamide + Triphosadenine ჯი-ემ-პი, საქართველო
დან30.15 ₾
ექსიტუმი B12 ამპ, 3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ

ექსიტუმი B12 ამპ

3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი
დან33.68 ₾
ნევრალონი, 250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

ნევრალონი

Nevralon

250მგ+250მგ+1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N20

vit.b12 + Pyridoxine + Thiamine World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან35.21 ₾
ფერო-ფოლგამა ნეო, ტაბლეტი #100

ფერო-ფოლგამა ნეო

Ferro-Folgamma Neo

ტაბლეტი #100

ascorbic acid + vit.b12 + ფოლის მჟავა Lomafarm Rudolf Lohmann Gmbh KG, გერმანია
დან51.43 ₾
ოპებლოკი, 3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5

ოპებლოკი

3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი
დან55.58 ₾
ანოდინ-დუალი, წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3

ანოდინ-დუალი

Anodyne-Dual

წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3

vit.b12 + დექსამეტაზონი + Phenylbutazone ევრომედიკალი, საქართველო
დან61.32 ₾
ბლოკიუმ B-12 ი/მ, (75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ

ბლოკიუმ B-12 ი/მ

(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი ლაბ. კასასკო, არგენტინა
დან74.85 ₾
ნეურორუბინ ფორტე, ტაბლეტი #20

ნეურორუბინ ფორტე

NEURORUBIN Forte

ტაბლეტი #20

vit.b12 + Thiamine ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
ნეურორუბინი, 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5

ნეურორუბინი

NEURORUBINE

3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა #5

vit.b12 + Pyridoxine + Thiamine ტევა, უკრაინა
ურეცეპტო
პრემანოლი, ტაბლეტი #60

პრემანოლი

Premanol

ტაბლეტი #60

vit.b12 + ფოლის მჟავა FARDI MEDICALS, იტალია
ურეცეპტო
უნიფლექს-დუალი, ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3

უნიფლექს-დუალი

Uniflex-Dual

ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3

vit.b12 + დექსამეტაზონი + Phenylbutazone ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.