8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04651 ურეცეპტო

პაბი-დექსამეტაზონი

PABI-DEXAMETHASON

8მგ ტაბლეტი №20

პაბი-დექსამეტაზონი, 8მგ ტაბლეტი №20
მოქმედი ნივთიერება
დექსამეტაზონი (Dexamethasone)
მწარმოებელი
ADAMED, პოლონეთი
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: დექსამეტაზონი. ჯერ ყველაზე იაფი.

დექსამეტაზონი, 0.1% 1მგ/მლ თვალის წვეთები.სუსპენზია 5მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით

დექსამეტაზონი

DEXAMETHASON

0.1% 1მგ/მლ თვალის წვეთები.სუსპენზია 5მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით

დექსამეტაზონი პოლფა ვარშავა, პოლონეთი
დან1.95 ₾
დექსამეტაზონი ფოსფატი ი/ვ ი/მ, 0.4მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 1მლ

დექსამეტაზონი ფოსფატი ი/ვ ი/მ

0.4მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 1მლ

დექსამეტაზონი ვინ ფუკ ფარმაცეუტიკალი, ვიეტნამი
დან3.20 ₾
დექსამეტაზონი 0.5მგ ტბ, 0.5მგ ტაბლეტი №1000

დექსამეტაზონი 0.5მგ ტბ

Dexamethasone

0.5მგ ტაბლეტი №1000

დექსამეტაზონი Medopharm, ინდოეთი
დან3.27 ₾
ოფთან დექსამეტაზონი, 1მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ოფთან დექსამეტაზონი

Oftan Dexamethason

1მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

დექსამეტაზონი სანტენი, ფინეთი
დან9.34 ₾
ოფტან-დექსამეტაზონი, 5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ

ოფტან-დექსამეტაზონი

5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ

დექსამეტაზონი
დან11.05 ₾
რონიკი, 1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

რონიკი

1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

დექსამეტაზონი ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, პორტუგალია
დან13.52 ₾
მედექსოლი, 0.1% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

მედექსოლი

Medexol

0.1% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

დექსამეტაზონი World Medicine Ophthalmics
დან14.41 ₾
ალერდექსი, 0.1% წვეთები თვალის №1 10მლ

ალერდექსი

0.1% წვეთები თვალის №1 10მლ

დექსამეტაზონი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან24.61 ₾
ეტაკორტილენი, 0.15% წვეთები თვალის №20 0.3მლ

ეტაკორტილენი

0.15% წვეთები თვალის №20 0.3მლ

დექსამეტაზონი სიფი, იტალია
დან27.16 ₾
ალერდექსი თვ.წვ.0.1%, 0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ალერდექსი თვ.წვ.0.1%

0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

დექსამეტაზონი
დან28.95 ₾
ეტაკორტილენი თვ.წვ1.5მგ/მლ N20, 1.5მგ/მლ წვეთები 20 ფლაკონი №20

ეტაკორტილენი თვ.წვ1.5მგ/მლ N20

1.5მგ/მლ წვეთები 20 ფლაკონი №20

დექსამეტაზონი
დან31.94 ₾
ოფთაკორტალი, 0.15% წვეთები თვალის ფლაკონი №20 0.3მლ

ოფთაკორტალი

0.15% წვეთები თვალის ფლაკონი №20 0.3მლ

დექსამეტაზონი ფარმიგეა, იტალია
დან35.64 ₾
ოფტაკორტალი, 15% №20

ოფტაკორტალი

15% №20

დექსამეტაზონი
დან41.94 ₾
დექსამეტაზონი-პაბი, 8მგ ტაბლეტი №20

დექსამეტაზონი-პაბი

8მგ ტაბლეტი №20

დექსამეტაზონი ადამედ ფარმა, პოლონეთი
დან43.09 ₾
დექსამეტაზონი ბენე ფარმი, 4მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №40

დექსამეტაზონი ბენე ფარმი

Dexamethasone Bene

4მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №40

დექსამეტაზონი Rompharm Company S.R.L, რუმინეთი
დან44.54 ₾
დექსამეტაზონი- APO, 0.5მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20

დექსამეტაზონი- APO

Dexamethasone - APO

0.5მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20

დექსამეტაზონი Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით

დექსაპოსი

Dexapos

0.1% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში

დექსამეტაზონი ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო
დექსტი, 4მგ/მლ 1 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10

დექსტი

DEXT

4მგ/მლ 1 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10

დექსამეტაზონი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
პაბი-დექსამეტაზონი, 0.5მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20

პაბი-დექსამეტაზონი

PABI-DEXAMETHASON

0.5მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20

დექსამეტაზონი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
პაბი-დექსამეტაზონი, 1მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20

პაბი-დექსამეტაზონი

PABI-DEXAMETHASON

1მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20

დექსამეტაზონი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

:
1 ტაბ.

დექსამეტაზონი. . . . . . . . . . . . 8მგ
დამხმარე ნივთიერება:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,

სილიკა, კოლოიდური უწყლო (E551) მაგნიუმის სტეარატი

(E572) და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსამეტაზონი – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზური ჰორმონი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფიდან შიგნით მისაღებად, გახანგრძლივებული და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და იმუნოდეპრესიული მოქმედებით.

02

ჩვენებები

:
პაბი-დექსამეტაზონი რეკომენდებულია რევმატული და აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი (polyarteritis nodosa)), სასუნთქი გზების (მაგ. ბრონქული ასთმა, კრუპი), კანის (მაგ. ერითროდერმა, ვულგარული პემფიგუსი (pemphigus vulgaris)), ტუბერკულოზური

მენინგიტის სამკურნალოდ მხოლოდ ანტი-ინფექციურ თერაპიასთან ერთად, სისხლის დაავადებების (მაგ. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში), ცერებრალური შეშუპების, სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, ნეოპლასტური დაავადებების პალიატიური მკურნალობისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის, ოპერაციის შემდეგომი ღებინების მკურნალობისა და პრევენციისათვის, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში.

მიღების წესები და

03

მიღების წესი და დოზირება

:
პაბი-დექსამეტაზონი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
დოზები დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის გათვალისწინებით.

დექსამეტაზონი მიიღება ჩვეულებრივ დოზებში 0,5-დან 10 მგ-მდე დღეში, დაავადების მიხედვით. დაავადების უფრო მძიმე მდგომარეობებისას შეიძლება საჭირო გახდეს 10 მგ-ზე მეტი დოზა დღეში. დოზის ტიტრირება უნდა განხორციელდეს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

განსხვავებული დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება შემდეგი დოზირების რეკომენდაციები:

ქვემოთ ჩამოთვლილი დოზირების რეკომენდაციები მოცემულია მხოლოდ სახელმძღვანელოდ. საწყისი და დღიური დოზები ყოველთვის უნდა განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის საფუძველზე.

  • ცერებრალური შეშუპება: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და დაავადების სიმძიმეზე, 6-16 მგ (24 მგ- მდე)/დღეში პერორალურად, დაყოფილი 3-4 ინდივიდუალურ დოზად.
  • მწვავე ასთმა: მოზრდილები: 16 მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში. ბავშვები: 0.6 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით, ერთი ან ორი დღის განმავლობაში.
  • კრუპი: ბავშვები: 0,15მგ/კგ-0,6მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით.
  • კანის მწვავე დაავადებები: დაავადების ხასიათისა და გავრცელების მიხედვით, 8-40 მგ სადღეღამისო დოზები, ზოგიერთ შემთხვევაში 100 მგ-მდე, რასაც კლინიკური საჭიროების მიხედვით უნდა მოჰყვეს ქვემოთ ტიტრირება.
  • რევმატიული სისტემის დარღვევების აქტიური ფაზა: სისტემური წითელი მგლურა 6-16 მგ/დღეში.
  • აქტიური რევმატოიდული ართრიტი მძიმედ პროგრესირებადი ფორმებით: სწრაფი დესტრუქციული ფორმებისას 12-16 მგ/დღეში, ექსტრა-არტიკულარული გამოვლინებით 6-12 მგ/დღეში.
  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა: 40 მგ 4 დღის განმავლობაში ციკლურად.
  • ტუბერკულოზური მენინგიტი: II ან III ხარისხის დაავადების მქონე პაციენტები იღებდნენ ინტრავენურ მკურნალობას ოთხი კვირის განმავლობაში (0.4 მგ კგ-ზე დღეში პირველ კვირას, 0.3 მგ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირას, 0.2 მგ კილოგრამზე დღეში მე-3 კვირას და 0.1 მგ კილოგრამზე დღეში მე-4 კვირას) და შემდეგ მკურნალობას აგრძელებდნენ პერორალურად ოთხი კვირის განმავლობაში, დაწყებული 4 მგ-ით დღეში და 1 მგ-ით შემცირებით ყოველ შემდეგ კვირაში. I ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა მიიღეს ორკვირიანი ინტრავენური თერაპია (0.3 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში ერთი კვირის განმავლობაში და 0.2 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირის განმავლობაში) და შემდეგ ოთხკვირიანი პერორალური თერაპია (0.1 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მკურნალობის მესამე კვირას, შემდეგ 3 მგ დღეში, ყოველ მომდევნო კვირაში 1 მგ-ით შემცირებით).
  • სიმსივნური დაავადებების პალიატიური მკურნალობა: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა გამომწვევისა და სიმძიმის მიხედვით, 3-20 მგ/დღეში. ძალიან მაღალი დოზები 96 მგ-მდე ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პალიატიური მკურნალობისთვის. ოპტიმალური დოზირებისა და რაოდენობის ან ტაბლეტების შემცირებისთვის გამოიყენეთ მცირე დოზის სიძლიერის კომბინაცია (4 და 8 მგ) და უფრო მაღალი დოზის სიძლიერე (20 მგ).
  • ციტოსტატიკებით გამოწვეული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ემეტოგენური ქიმიოთერაპია ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში: 8-20 მგ დექსამეტაზონი ქიმიოთერაპიულ მკურნალობამდე, შემდეგ 4-16 მგ/დღეში მე-2 და მე-3 დღეს.
  • პოსტოპერაციული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში: ერთჯერადი დოზა 8 მგ ოპერაციამდე.
  • სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა სხვა სამკურნალო

საშუალებებთან კომბინაციაში: ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში.

სამკურნალო საშუალება მიიღება ჭამის დროს.

სამკურნალო საშუალების მიღების გამოტოვების შემთხვევაში:
არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება, გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.

მკურნალობის შეწყვეტა: სამკურნალო პრეპარატის მოხსნა რამოდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ საჭიროა თანდათან. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა მიღებამ და ამ სამკურნალო საშუალებების უეცარმა მოხსნამ, შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალების მოხსნის სინდრომი: ცხელება, მიალგია, ართრალგია და ცუდი თვითგრძნობა.

სამკურნალო საშუალების მიღების წესი ბავშვებში:
ბავშვებში დექსამეტაზონს იყენებენ სიფრთხილით. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება.

გვერდითი მოვლენები:
პაბი-დექსამეტაზონმა, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:
ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დარღვევები, ზრდის შეფერხება ძუძუზე მყოფ ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, კუშინგის სინდრომი, ჰირსუტიზმი(ქალებში მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა), ნახშირწყლებისადმი დაქვეითებული ტოლერანტობა, ინსულინის და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნის მომატება, ნაადრევი ოსიფიკაცია.
მეტაბოლიზმის და ალიმენტაციის დარღვევა:
სხეულის მასის მომატება, აზოტის და კალიუმის უარყოფითი ბალანსი, მადის მომატება, ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
იმუნიტეტის დაქვეითება და ინფექციების მიმდინარეობის გამწვავება, მათი კლინიკური სიმპტომების დათრგუნვით, მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციები, არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივები, ვაქცინებზე და კანის ტესტებზე დაქვეითებული პასუხი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ოსტეოპოროზი, ხერხემლის მალების და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ძვლების ნეკროზი, მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
კრუნჩხვები, ეპილეფსიის გამწვავება, ქალას შიდა წნევის მომატება და მოგრძო ტვინის შეშუპება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
ფსიქიკური დარღვევები:
აფექტური დარღვევები (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დეპრესია და ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ფსიქიური რეაქციები (მანია, ჰალუცინაცია, ბოდვა, შიზოფრენიის გამწვავება), ქცევითი დარღვევები, ნევროზულობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კონგიტიური ფუნქციის დარღვევა (დეზორიენტაცია, ამნეზია).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
უკანა კაფსულისქვეშა კატარაქტა, მომატებული თვალის შიდა წნევა, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ეკზოფთალმი, რქოვანას და სკლერის განლევა, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
დისპეფსია, კუჭის პეპტიური წყლული პერფორაციის და სისხლდენის საშიშროებით, მწვავე პანკრეატიტი, სოკოვანი ინფექციები, წყლულოვანი ეზოფაგიტი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება. დარღვევები კანის საფარის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ჭრილობის შეხორცების შენელება, ექხიმოზები, კანის განლევა, პეტექიები და ჰემორაგიები, ერითემა, სტრიები, ფერიმჭამელები, ოფლისდენის გაძლიერება.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე:
ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების შემცველობის მომატება), სლოკინი, ცუდი თვითგრძნობა. ცვლილებები გულის მხრივ:
თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის გაგლეჯა, არტერიული ჰიპერტენზია.
ზოგიერთ პირს, სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეს სხვა არასასურველი მოვლენები.
სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, აუცილებელია აცნობოთ ექიმს.

:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი, გამოიყენება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
სამკურნალო საშუალების დანიშნულზე მეტი დოზის მიღებისას, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან

04

უკუჩვენებები

:
პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:

  • მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • სისტემური ინფექციები, თუ არ გამოიყენება ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია. - “ცოცხალი ვაქცინებით” იმუნიზაცია.
05

განსაკუთრებული მითითებები

სამკურნალო საშუალების,პაბი-დექსამეტაზონის, გამოყენება პაციენტებში თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

სამკურნალო საშუალება აუცილებელია სიფრთხილით დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის და (ან) თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
სამკურნალო პრაპარატის პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
სამკურნალო საშუალება პაბი-დექსამეტაზონი მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ხანდაზმულ პირებში გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო მეტად იყოს გამოხატული, განსაკუთრებით ეს ეხება ოსტეოპოროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, ჰიპოკალემიას (სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითება), შაქრიან დიაბეტეს, ინფექციებისადმი მიდრეკილებას და კანის განლევას.

პრეპარატი პაბი-დექსამეტაზონი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.
თერაპიული მიზნით საჭიროა დექსამეტაზონის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. მისი დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ფსიქიური დარღვევები ეიფორიით, უძილობით, ხასიათის ცვლილებით, მძიმე დეპრესიით დაწყებული, ფსიქოზურ სიმპტომებამდე. აუცილებელია აცნობოთ ექიმს იმის შესახებ, თუ აღენიშნება პაციენტს, ან მის ახლო ნათესავს ემოციური ლაბილობა, ფსიქიური დარღვევები ან ანამნეზში ისეთი დაავადებები, როგორიცაა დეპრესია ან მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომები გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედებით შესაძლოა გაღრმავდეს.
გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შენიღბონ ანთების სიმპტომები და მათი მიღების პერიოდში შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების პერიოდში შეიძლება დაქვეითდეს ინფექციისადმი წინააღმდეგობის და მისი ლოკალიზაციის უნარი.
პაციენტებში, რომლებიც გადიან დექსამეტაზონით მკურნალობის კურსს, არ შეიძლება ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაციის ჩატარება (მაგ. ყვავილი, წითელა), ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკის და იმუნიზაციის არაეფექტურობის გათვალისწინებით.
აუცილებელია აცნობოთ ექიმს გადატანილი ინფექციური დაავადებების, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, ჩატარებული აცრების, ასევე ზემოთ აღნიშნული დაავადებით შესაძლო დაინფიცირების შესახებ. დექსამეტაზონის მიღების დროს აუცილებელია თავი აარიდოთ კონტაქტს ვირუსულ დაავადებებთან (ყვავილი, წითელა), განსაკუთრებით თუ თქვენ არ გაქვთ გადატანილი ეს დაავადებები წარსულში.
გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გამოიწვიონ ლატენტური ამებიაზის აქტივაცია.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შემდეგი დაავადებების არსებობისას (უნდა აცნობოთ ექიმს მათ შესახებ დექსამეტაზონის მიღების დაწყებამდე):

  • ოსტეოპოროზი (მომატებული რისკი ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში),
  • ჰიპერტენზია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა,
  • მძიმე ფსიქიური დაავადებები (განსაკუთრებით პოსტსტეროიდული) ამჟამად ან ანამნეზში,
  • შაქრიანი დიაბეტი (ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი),
  • ტუბერკულოზი ანამნეზში,
  • გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი),
  • კუნთების სისუსტე, რომელიც გამოწვეულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით ანამნეზში,
  • ღვიძლის უკმარისობა,
  • თირკმლის უკმარისობა,
  • ჰიპოთირეოზი,
  • ეპილეფსია,
  • კუჭის ლორწოვანის დაწყლულება,
  • შაკიკი,
  • ზრდის შეფერხება,
  • ზოგიერთი ჰელმინთური დაავადებები.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნისას ახლო წარსულში მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები , როგორიცაა ყიის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიით.
აუცილებელია მიმართოთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ მოყვანილი გაფრთხილებები ეხება სიტუაციებს, რომელსაც ადგილი ქონდა წარსულში.

06

ორსულობა და ლაქტაცია

და ლაქტაცია
ორსულობა:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სამკურნალო საშუალება შეიძლება დანიშნული იყოს ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმის აზრით, დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ ზიანს. იმ დედების ბავშვებზე, რომლებიც იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს ორსულობისას, აუცილებელია დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების შესაძლო რისკის გამო.

ძუძუთი კვება:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეანელოს ზრდა, გლუკოკორტიკოსტეროიდების ენდოგენური სეკრეცია და გამოიწვიოს სხვა არასასურველი მოვლენები. დედებმა, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს გლუკოკორტიკოსტეროიდებით, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:
პაბი-დექსამეტაზონი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადასტურებული აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
სამკურნალო საშუალება ჩვეულებრივ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობაზე.

ჭარბი

07

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

:
საჭიროა აცნობოთ ექიმს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ უკანასკნელ პერიოდში, იმ მედიკამენტების ჩათვლით, რომლებსაც იღებთ რეცეპტის გარეშე.
დექსამეტაზონის გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:

  • ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ფენობარბიტონი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
  • რიფამპიცინი, რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები),
  • ანტაციდური საშუალებები, განსაკუთრებით მაგნიუმის სილიკატის შემცველი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კუჭის დაავადებისას),
  • სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მათ შორის ინსულინი,
  • ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები და დიურეტიკები,
  • რიტონავირი, ინდინავირი ან საკვინავირი (ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ),
  • მეტოტრექსატი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება სიმსივნური და ინფექციური დაავადების სამკურნალოდ),
  • ესტროგენის და პროგესტერონის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები,
  • კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები (აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი),
  • კალიუმის კონცენტრაციის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები,
  • აცეტაზოლამინი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება ძირითადად გლაუკომის, ეპილეფსიის სამკურნალოდ),
  • ეფედრინი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება ძირითადად ადგილობრივად, სისხლძარღვების შესავიწროვებლად ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს).

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ოტტადექსი, წვეთები ყურის №1 5მლ

ოტტადექსი

წვეთები ყურის №1 5მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი მეფარ ილაჩ, თურქეთი
დან12.07 ₾
ფლოქსადექსი, 10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ფლოქსადექსი

10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი
დან12.55 ₾

ტობრადექსი

TOBRADEX

(1მგ+3მგ)/გ 3.5გ ოფთალმოლოგიური მალამო ტუბი №1

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი Alcon, ბელგია
დან12.67 ₾

ტობრადექსი

TOBRADEX

(1მგ+3მგ)/მლ 5მლ ოფთალმოლოგიური სუსპენზია ფლაკონი №1 საწვეთურ-დოზატორით Drop-Tainer®

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი Alcon, ბელგია
დან12.67 ₾
ვიზორელი, (1მგ + 3,5მგ + 6000სე)/მლ 5მლ თვალისა და ყურის წვეთები, სუსპენზია საწვეთურიანი ფლაკონი №1

ვიზორელი

VIZOREL

(1მგ + 3,5მგ + 6000სე)/მლ 5მლ თვალისა და ყურის წვეთები, სუსპენზია საწვეთურიანი ფლაკონი №1

დექსამეტაზონი + Neomycin + Polymyxin B sulfate World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან13.05 ₾
პოლიდექსა, ყურის წვეთები 10.5მლ ფლაკონში

პოლიდექსა

POLYDEXA

ყურის წვეთები 10.5მლ ფლაკონში

დექსამეტაზონი + Polymyxin B sulfate BOUCHARA-RECORDATI, საფრანგეთი
დან13.77 ₾
პოლიდექსა ფენილეფრინით, ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი # 1

პოლიდექსა ფენილეფრინით

POLYDEXA with phenylephrine

ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი # 1

დექსამეტაზონი + Neomycin + Phenylephrine + Polymyxin B sulfate BOUCHARA-RECORDATI, საფრანგეთი
დან16.02 ₾
ტორნაზა დექსი, (3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ

ტორნაზა დექსი

(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი ბალკანფარმა-რაზგრადი, ბულგარეთი
დან16.91 ₾
ოტოდუო, 5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ოტოდუო

5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი
დან18.64 ₾
ტორნაზა დექსი, (3მგ+1მგ)/1მლ მალამო თვალის ტუბი №1 5გრ

ტორნაზა დექსი

(3მგ+1მგ)/1მლ მალამო თვალის ტუბი №1 5გრ

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი ბალკანფარმა-რაზგრადი, ბულგარეთი
დან18.70 ₾
ტორნაზა, 3მგ/1მგ წვეთები 1 ფლაკონი №1

ტორნაზა

3მგ/1მგ წვეთები 1 ფლაკონი №1

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი
დან19.90 ₾

დექსამიცი

(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი რაფარმა, საბერძნეთი
დან19.97 ₾
ნელადექსი, (1.0მგ+3.5მგ+6000სე)/1მლ 5 მლ თვალისა და ყურის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი N1

ნელადექსი

NELADEX

(1.0მგ+3.5მგ+6000სე)/1მლ 5 მლ თვალისა და ყურის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი N1

დექსამეტაზონი + Neomycin + Polymyxin B sulfate World Medicine Ophthalmics
დან21.85 ₾
ნელადექსი, 1მგ / 5გ მალამო ალუმინის ტუბში №1

ნელადექსი

NELADEX

1მგ / 5გ მალამო ალუმინის ტუბში №1

დექსამეტაზონი + Neomycin + Polymyxin B sulfate World Medicine Ophthalmics
დან21.90 ₾
ტოპიდექსოლი კომბი, (3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ტოპიდექსოლი კომბი

(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან29.72 ₾
ფლოკორტი, (1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ფლოკორტი

(1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, პორტუგალია
დან33.15 ₾
დუკრესა, (1მგ+5მგ)მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

დუკრესა

(1მგ+5მგ)მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

დექსამეტაზონი + ლევოფლოქსაცინი ტუბილუქს ფარმა, იტალია
დან33.77 ₾
ტოპიდექსოლი კომბი თვ.წვ.5მლ, 5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ტოპიდექსოლი კომბი თვ.წვ.5მლ

5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

დექსამეტაზონი + ტობრამიცინი
დან34.95 ₾
ბივოქსა-D, 5 მლ-იანი თვალის წვეთები პლასტმასის ფლაკონში #1

ბივოქსა-D

Bivoxa-D

5 მლ-იანი თვალის წვეთები პლასტმასის ფლაკონში #1

დექსამეტაზონი + მოქსიფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
დან40.07 ₾
ანოდინ-დუალი, წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3

ანოდინ-დუალი

Anodyne-Dual

წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3

vit.b12 + დექსამეტაზონი + Phenylbutazone ევრომედიკალი, საქართველო
დან61.32 ₾
დექსა-გენტამიცინი, 2.5გ თვალის მალამო ტუბში

დექსა-გენტამიცინი

Dexa-Gentamicin

2.5გ თვალის მალამო ტუბში

დექსამეტაზონი + Gentamicine ურსაფარმი, გერმანია
ურეცეპტო
ნო-პეინი, წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

ნო-პეინი

No-Peini

წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

დექსამეტაზონი + ლიდოკაინი + Pyridoxine + Thiamine ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
უნიფლექს-დუალი, ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3

უნიფლექს-დუალი

Uniflex-Dual

ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3

vit.b12 + დექსამეტაზონი + Phenylbutazone ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.