მონოგრაფია Nº 00921 ურეცეპტო
დექსამეტაზონი
DEXAMETHASON
0.1% 1მგ/მლ თვალის წვეთები.სუსპენზია 5მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით
დან1.95 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (Dexamethasone)
- მწარმოებელი
- პოლფა ვარშავა, პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გლუკოკორტიკოიდული საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- პოლფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
0.1% · 10მლ
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დექსამეტაზონი წვეთები თვალის 0.1% 10მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗6.63 ₾
7.80 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
დექსამეტაზონი წვეთები თვალის 0.1% 10მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗6.63 ₾
7.80 ₾
4მგ/1მლ · 1მლ · №25
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დექსამეტაზონი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 4მგ/1მლ ამპულა #25
1.08 ₾ / ც. × 25
ყიდვა ↗26.95 ₾
31.70 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
დექსამეტაზონი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 4მგ/1მლ ამპულა #25
1.08 ₾ / ც. × 25
ყიდვა ↗26.95 ₾
31.70 ₾
4მგ/მლ · 1მლ · №5
-
PSP
დექსამეტაზონი - Dexamethasone 4მგ/1მლ 5 ამპულა UZ
0.39 ₾ / ც. × 5
ყიდვა ↗1.95 ₾
4მგ/მლ · 1მლ · №25
-
PSP ყველაზე იაფი
დექსამეტაზონი - Dexamethasone 4მგ/1მლ 25 ამპულა
0.40 ₾ / ც. × 25
ყიდვა ↗10.11 ₾
-
PSP
დექსამეტაზონი - Dexamethasone 4მგ/1მლ 25 ამპულა
1.26 ₾ / ც. × 25
ყიდვა ↗31.50 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დექსამეტაზონი. ჯერ ყველაზე იაფი.
დექსამეტაზონი ფოსფატი ი/ვ ი/მ
0.4მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 1მლ
დექსამეტაზონი 0.5მგ ტბ
Dexamethasone
0.5მგ ტაბლეტი №1000
ოფთან დექსამეტაზონი
Oftan Dexamethason
1მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
ოფტან-დექსამეტაზონი
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ
რონიკი
1% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
მედექსოლი
Medexol
0.1% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ალერდექსი
0.1% წვეთები თვალის №1 10მლ
ეტაკორტილენი
0.15% წვეთები თვალის №20 0.3მლ
ალერდექსი თვ.წვ.0.1%
0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ეტაკორტილენი თვ.წვ1.5მგ/მლ N20
1.5მგ/მლ წვეთები 20 ფლაკონი №20
ოფთაკორტალი
0.15% წვეთები თვალის ფლაკონი №20 0.3მლ
ოფტაკორტალი
15% №20
დექსამეტაზონი-პაბი
8მგ ტაბლეტი №20
დექსამეტაზონი ბენე ფარმი
Dexamethasone Bene
4მგ/მლ 1მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №40
დექსამეტაზონი- APO
Dexamethasone - APO
0.5მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20
დექსაპოსი
Dexapos
0.1% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
დექსტი
DEXT
4მგ/მლ 1 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №10
პაბი-დექსამეტაზონი
PABI-DEXAMETHASON
0.5მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20
პაბი-დექსამეტაზონი
PABI-DEXAMETHASON
1მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20
პაბი-დექსამეტაზონი
PABI-DEXAMETHASON
8მგ ტაბლეტი №20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ
დექსამეტაზონი. . . . . . . . . . . 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას ორნატრიუმის მარილი, 50% ქლორიანი ბენზალკონიუმი, პოლისორბიდი 80, ეთანოლი 760, წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დექსამეტაზონი ლეიკოციტების მიგრაციის და ფაგოციტოზის დაქვეითებით თრგუნავს ანთებით პროცესებს, იგი ასევე ამცირებს აქტიური კინინების გამოთავისუფლებას და ანტისხეულების პროდუქციას, აჩქარებს ჰისტამინების დეგრადაციას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის აქტიური ნივთიერება, რომელსაც თვალის წვეთები შეიცავს, იმდენად მცირეა და ისე უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კონიუნქტივური პარკიდან, რომ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა და სისტემური მოქმედება შეუძლებელია.
ჩვენებები
- მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები:
- თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები (კონიუნქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელიუმის დარღვევის გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი);
- თვალის უკანა ნაწილის ანთებითი დაავადებები (ქორიოიდიტი, ქორიორეტინიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი);
- ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული პერიოდის ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე ინფექციური პროცესების დროს პრეპარატის 1-2 წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივურ ღრუში თავდაპირველად 4-5-ჯერ 2 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგში - 3-4-ჯერ 4-6 დღის განმავლობაში. ქრონიკული მდგომარეობების დროს 2-ჯერ დღეღამეში, მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.
ოპერაციის ან ტრავმის შემდგომ პერიოდში ანთებითი სიმპტომების ინტენსივობის ხარისხის მიხედვით პრეპარატს იწვეთებენ 2-4-ჯერ დღეღამეში 1-2 წვეთის ოდენობით 2-4 კვირის განმავლობაში. დექსამეტაზონის გამოყენება დასაშვებია სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც თვალის დაავადებების მკურნალობის დროს (ანტიბიოტიკები, მიდრიატიკები) გამოიყენება, აგრეთვე ზოგადი მოქმედების საშუალებებთან (ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები, სალიცილატები).
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიული და ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ პრეპარატის 1 წვეთს აწვეთებენ 2-3-ჯერ დღეღამეში 7-10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ 10 დღის შემდეგ ფლუორესცენციური სინჯის ჩატარების შემდეგ (სინჯები რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის შესახებ).
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის თვალში ჩაწვეთების შემდეგ მოსალოდნელია წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად ქრება. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია თვალშიდა წნევის მომატება (კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების დროს საჭიროა რეგულარულად თვალშიდა წნევის გაზომვა). პრეპარატის მუდმივად 3 თვის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უკანა კაფსულური კატარაქტა. შესაძლებელია აგრეთვე რეგენერაციის პროცესების შენელება.
უკუჩვენებები
- კერატიტი, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს ზოსტერით, ჩუტყვავილა, აგრეთვე რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები;
- რქოვანას ეპითელიოპათია;
- თვალშიდა წნევის მომატება;
- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ხმარების დროს. პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია პრეპარატის მიღებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ.
წვეთების ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია თვალშიდა წნევის მომატება. პრეპარატის ორი კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას საჭიროა თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს მიმდინარე ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.
ინფექციის არსებობის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ადგილობრივი ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება.
პრეპარატის გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური დანადგარების მართვის წინ დაუშვებელია, ვინაიდან მოსალოდნელია თვალიდან ცრემლდენა.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირებით მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები. ალერგიული მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
დექსამეტაზონმა შესაძლებელია გააძლიეროს ან შეამციროს ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების მოქმედება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
პრეპარატი ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოტტადექსი
წვეთები ყურის №1 5მლ
ფლოქსადექსი
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ტობრადექსი
TOBRADEX
(1მგ+3მგ)/გ 3.5გ ოფთალმოლოგიური მალამო ტუბი №1
ტობრადექსი
TOBRADEX
(1მგ+3მგ)/მლ 5მლ ოფთალმოლოგიური სუსპენზია ფლაკონი №1 საწვეთურ-დოზატორით Drop-Tainer®
ვიზორელი
VIZOREL
(1მგ + 3,5მგ + 6000სე)/მლ 5მლ თვალისა და ყურის წვეთები, სუსპენზია საწვეთურიანი ფლაკონი №1
პოლიდექსა
POLYDEXA
ყურის წვეთები 10.5მლ ფლაკონში
პოლიდექსა ფენილეფრინით
POLYDEXA with phenylephrine
ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი # 1
ტორნაზა დექსი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 10მლ
ოტოდუო
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
ტორნაზა დექსი
(3მგ+1მგ)/1მლ მალამო თვალის ტუბი №1 5გრ
ტორნაზა
3მგ/1მგ წვეთები 1 ფლაკონი №1
დექსამიცი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ნელადექსი
NELADEX
(1.0მგ+3.5მგ+6000სე)/1მლ 5 მლ თვალისა და ყურის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი N1
ნელადექსი
NELADEX
1მგ / 5გ მალამო ალუმინის ტუბში №1
ტოპიდექსოლი კომბი
(3მგ+1მგ)/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ფლოკორტი
(1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
დუკრესა
(1მგ+5მგ)მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ტოპიდექსოლი კომბი თვ.წვ.5მლ
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
ბივოქსა-D
Bivoxa-D
5 მლ-იანი თვალის წვეთები პლასტმასის ფლაკონში #1
ანოდინ-დუალი
Anodyne-Dual
წყვილი ამპულა: 2 მლ "A" ხსნარი ამპულა №3 და 1 მლ ”B” ხსნარი ამპულა №3
დექსა-გენტამიცინი
Dexa-Gentamicin
2.5გ თვალის მალამო ტუბში
ნო-პეინი
No-Peini
წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3
უნიფლექს-დუალი
Uniflex-Dual
ამპულა „A” 2 მლ №3 და ამპულა „ B” 1 მლ №3
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.