მონოგრაფია Nº 04652 ურეცეპტო
პაფესანი
PAFESAN
(2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1
დან26.71 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Chlorhexidine ლიდოკაინი (Lidocaine)
- მწარმოებელი
- World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
(2მგ+0.5მგ)/1მლ · 30მლ
-
GPC ყველაზე იაფი
პაფესანი სპრეი (2მგ+0.5მგ)/1მლ 30მლ #1
ყიდვა ↗26.71 ₾
31.43 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
პაფესანი სპრეი (2მგ+0.5მგ)/1მლ 30მლ #1
ყიდვა ↗26.71 ₾
31.42 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
პაფესანი სპრეი (2მგ+0.5მგ)/1მლ 30მლ #1
ყიდვა ↗26.71 ₾
31.42 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
პაფესანი სპრეი (2მგ+0.5მგ)/1მლ 30მლ #1
ყიდვა ↗26.71 ₾
31.43 ₾
2მგ+0.5მლ · 30მლ
-
PSP ყველაზე იაფი
პაფესანი - Pafesan მენთოლის სპრეი 2/0.5მგ 30მლ
ყიდვა ↗31.42 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
პაფესანი - Pafesan ლიმონის სპრეი 2/0.5მგ 30მლ
ყიდვა ↗31.42 ₾
2მგ/0.5მგ · 30მლ
-
ავერსი ყველაზე იაფი
პაფესანი2მგ/0.5მგ30მლ სპ.ლიმონ
ყიდვა ↗31.55 ₾
-
ავერსი ყველაზე იაფი
პაფესანი2მგ/0.5მგ30მლ სპ.მენთლ
ყიდვა ↗31.55 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Chlorhexidine + ლიდოკაინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
პაფესანი (ლიმონის გემოთი): ერთგვაროვანი, გამჭვირვალე, უფერო, ტკბილი ხსნარი ლიმონის გემოთი და სპირტის არომატით.
პაფესანი (მენთოლით): ერთგვაროვანი გამჭვირვალე უფერო, ტკბილი ხსნარი მენთოლის , ევკალიპტის და სპირტის არომატით.
შემადგენლობა
პაფესანი (ლიმონის გემოთი)
1 მლ სპრეი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქლორჰექსიდინის გლუკონატი (ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის ხსნარის სახით) 2 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, უწყლო ეთანოლი, სუკრალოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, არომატიზატორი „ლიმონი“, გასუფთავებული წყალი.
პაფესანი (მენთოლით)
1 მლ სპრეი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქლორჰექსიდინის გლუკონატი (ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის ხსნარის სახით) 2 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, უწყლო ეთანოლი, სუკრალოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ევკალიპტის ზეთი, ლევომენთოლი, გასუფთავებული წყალი.
ათქ კოდი: R02AA20
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. ანტისეპტიკური საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი პაფესანი ადგილობრივად ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და ანტიბაქტერიულ მოქმედებას. პრეპარატი ამცირებს ანთებით პროცესს და თრგუნავს უფრო რთული ბაქტერიული ინფექციის განვითარებას. ამსუბუქებს ტკივილს ყლაპვის დროს.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება, რომელიც განპირობებულია ვოლტაჟ-დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკადით, რაც ხელს უშლის მგრძნობელობითი ნერვების დაბოლოებებში იმპულსების გენერაციასა და ნერვული ბოჭკოებით ტკივილის იმპულსების გატარებას.
ქლორჰექსიდინი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებით, ისე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (მაგ., Micrococcus sp., Staphylococcus sp., Bacillus sp., Clostridium sp,, Corinebacterium sp.). მას ასევე გააჩნია ანტიფუნგალური მოქმედება დერმატოფიტების და სოკოების მიმართ. პრეპარატი მცირე კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიოსტატულ, ხოლო მაღალ კონცენტრაციებში ბაქტერიოციდულ მოქმედებას.
ქლორჰექსიდინი დამუხტულია დადებითად; ამგვარად იგი შეიწოვება ბაქტერიის უჯრედის კედლის უარყოფითად დამუხტულ უბნებში და უჯრედგარე სტრუქტურებში. აბსორბცია სპეციფიურია და ლოკალიზდება ბაქტერიის უჯრედის კედლის უბნებზე, რომელიც შეიცავს ფოსფატებს.
ქლორჰექსიდინი უკავშირდება ბაქტერიის ციტოპლაზმურ მემბრანას. იგი აბსორბირდება კბილების უარყოფოთად დამუხტულ ზედაპირზე. აქტიური ნივთიერებების მცირე რაოდენობა ნერწყვთან ერთად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ქლორჰექსიდინი არ შეიწოვება. ლიდოკაინის შეწოვა შესაძლებელია პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსიდან. თუმცა, მისი დიდი ნაწილი იშლება და ვერ აღწევს სისტემურ ცირკულაციაში.
ფარმაკოკინეტიკა
ლიდოკაინის ადგილობრივი გამოყენებისას ანესთეზიური ეფექტი ვითარდება 2-5 წუთში და გრძელდება 30-45 წუთი. ანესთეზია ზედაპირულია და არ ვრცელდება ლორწქვეშა სტრუქტურებში. ლიდოკაინი აღწევს როგორც ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ასევე პლაცენტაში და ექსკრეტირდება დედის რძეში. იგი განიცდის პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში.
ქლორჰექსიდინი პრაქტიკულად არ აბსორბირდება ლორწოვან გარსში და კანში. ქლორჰექსიდინის გადაყლაპვა შესაძლებელია ნერწყვთან ერთად, მაგრამ მისი აბსორბცია კუჭ-ნალწავის ტრაქტიდან ძალიან დაბალია. ქლორჰექსიდინი უმნიშვნელო რაოდენობით მეტაბოლიზდება ღვიძლში. ქლორჰექსიდინის 90% გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად უცვლელი სახით.
ჩვენებები
- პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების ადგილობრივი მკურნალობა (სტომატიტები, გინგივიტები)
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების დროს ტკივილის კუპირება.
- ანგინის სიმპტომების შემსუბუქება (ტკივილი ყლაპვის დროს, გაღიზიანება).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზემოთ: ინიშნება 3-5 შეფრქვევა 6-10-ჯერ დღეში.
ბავშვები 2,5 წელზე მეტი ასაკის: 2-3 შეფრქვევა 3-5 ჯერ დღეში.
მოზრდილებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1მგ ქლორჰექსიდინს (0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე) და 0,25მგ ლიდოკაინს (0,005მგ/კგ სხეულის მასაზე).
ქლორჰექსიდინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10მგ, ლიდოკაინის - 2,5მგ. ადაპტერზე ყოველი დაჭერის შემდეგ გამოიფრქვევა 0,1 მლ ხსნარი.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
- 2,5 წლამდე ასაკის ბავშვები.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი სიხშირის.
რეკომენდებული დოზების დაცვით პირის ღრუში და ყელზე ადგილობრივი გამოყენებისას მოკლე პერიოდის განმავლობაში, მოცემული პრეპარატი კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად ვითარდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ, კანის გაღიზიანება და გამონაყარი, რომელიც წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობის შედეგს ამიდური ტიპის საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა ლიდოკაინი, ასევე იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფოტოსენსიბილიზაცია.
ქლორჰექსიდინის გრძელვადიანი და გახანგრძლივებული გამოყენებისას, უცნობი სიხშირით შესაძლებელია კბილების დროებით ყავისფრად შეფერადება, თუმცა შესაძლებელია, მისი მოცილება.
განსაკუთრებული მითითებები
ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელსაც თან ახლავს სხეულის მომატებული ტემპერატურა, პაფესანი გამოიყენება დამატებითი პრეპარატის სახით.
პრეპარატი შეიცავს მენთოლს, ამიტომ მისი დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს ბავშვთა ასაკში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუნთების სპაზმი.
პაფესანი შეიცავს გლიცერინს. დიდი დოზებით გლიცერინს შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა.
პრეპარატი შეიცავს ეთანოლს. ღვიძლის დაავადების და ეპილეფსიის შემთხვევაში, მოცემული ფაქტის გათვალისწინება აუცილებელია.
პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობის მიდრეკილებით, პაფესანის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
პაციენტებში მოცემული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია უწყვეტად ან ძალიან ხშირად. მისი მიღება რეკომენდებულია ანთებით გამოწვეული ყელის გაღიზიანების და ან ტკივილის შესამსუბუქებლად.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ მცირდება პრეპარატის მიღებიდან 3-4 დღეში, უნდა დაინიშნოს სხვა სახის მკურნალობა.
მოერიდეთ თვალთან ახლოს პრეპარატის გაფრქვევას.
პრეპარატის გაფრქვევის შემდეგ, პაციენტებმა არ უნდა მიიღონ საკვები, სასმელი და არ უნდა გამოიხეხონ კბილები.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის შესაძლებლობის შესახებ.
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობის და ლაქტაციის დროს დასაშვებია პრეპარატის გამოყენება, მხოლოდ გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად და ხანმოკლე პერიოდით.
პრეპარატი უკუნაჩვენებია 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პაფესანით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული სხვა ანტისეპტიკური ადგილობრივი მოქმედების პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი კარგავენ ეფექტურობას.
პაფესანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან ერთად (ანუ ნეოსტიგმინთან, დისტიგმინთან, პირიდოსტიგმინთან) და მიასთენიის სამკურნალო სხვა სახის პრეპარატებთან. პრეპარატის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სახის ანტიარითმიულ 1B ტიპის პრეპარატებს (ტოკაინიდი).
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში (დღე-ღამეში ერთ ფლაკონზე მეტი) შესაძლებელია ყლაპვის დარღვევის განვითარება (ყლაპვის რეფლექსის კონტროლის შესუსტება).
ლიდოკაინის ტოქსიური დოზა მოზრდილი ადამიანისთვის შეადგენს >0,5 გ-ს (პრეპარატის რამოდენიმე ფლაკონი).
სიმპტომები: სისტემური ინტოქსიკაცია, რომელიც წარმოადგენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გულსისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედების შედეგს.
სისტემური ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელია განვითარდეს: ცენტრალური ნერვული სისტემის და გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ (ნევროზი, მთქნარება, აგზნებადობა, ყურებში ხმაური, ნისტაგმი, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები, დეპრესია, სუნთქვის დარღვევა), დარღვევები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ (მიოკარდიუმის ტონუსის დაკარგვა, პერიფერული ვაზოდილატაცია, ჰიპოტონია, არითმია).
მკურნალობა: ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აუცილებელია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. უფრო მძიმე შემთხვევებში საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია სუნთქვის და სისხლის ცირკულაციის შესანარჩუნებლად.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30მლ-იანი ყელის სპრეი ყვითელი შუშის ფლაკონში გამაფრქვეველი მექანიზმით. 1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ქლორჰექსიდინ-სეპტი
100მლ №1
ქლორჰექსიდინი
0.05% ხსნარი გარეგანი №1 100მლ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი
Lidocainе hydrochloridе
2% 2 მლ ამპულა №10
ლიდოკაინი დეცე ი/მ ი/ვ
1% ხსნარი საინექციო №10 4მლ
სოლვეკაინი
SOLVECAIN
1% 4მლ საინექციო ხსნარი ამპულა №10
ლიდოკაინი /სოლვეკაინი
1% ხსნარი საინექციო ამპულა №10 3.5მლ
დროპლექსი
Dropleks
4%+1% 15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1
ფენაქსოლი
(40მგ+10მგ)/1მლ წვეთები ყურის ფლაკონი №1 15მლ
ოტიპაქსი
OTIPAX
ყურის წვეთები 16მლ ფლაკონი # 1
ოტომაქს ჯი
OTOMAX G
15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
ლიდოკაინი
38გ აეროზოლი 1 აეროზოლი №1
სალბესანი
Salbesan
15გ კრემი
პანტომეკოლი პლიუსი
30გ №1
დერატინ კომპლექსი
DERATIN COMPLEX
საწუწნი ტაბლეტი #30
ანაურანი
ANAURAN®
25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
ტრახისანის ტაბლეტი
Trachisan Lozenges
უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20
სილვერდინ პლუსი
1% კრემი 1 ტუბი №1
კაინოსტატი
50მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 50 მლ
კამისტადი
KAMISTAD®
10გ ადგილობრივი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
ნეირაქსინი B
Neiraxin B
(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ლორობენი ხსნარი
LOROBEN
200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1
ბეპანთენი
30გ კრემი №1
ბეპანთენი პლუს
კრემი ტუბი №1 30გრ
მემიბელ L
სანთელი ვაგინალური №7
ბენეტი პლუსი სპრეი
Benet plus sprey
30მლ ორალური სპრეი
სეპტონატი
SEPTONAT
0,12% + 0,15% 200მლ პირის ღრუში სავლები ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
ლორობენი სპრეი
LOROBEN™
30მლ ორალური სპრეი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1
ეგისეპტი
65გ კაფ TEMP 1 სპრეი №1
ბენზილორი
BENZILOR
5მგ +5მგ საწუწნი ტაბლეტი ფორთოხლის გემოთი №20
ანტროლინი
Antrolin
0,3%+1,5% 30გ რექტალური გამოყენების კრემი ტუბი №1 კანულის თანხლებით
გენგიგელი პერიო სავლები
Gengigel Perio Mouthrinse
200 მლ. პირის ღრუს სავლები
ვაგინოვა
ტაბლეტი ვაგინალური №7
გინოტრან ფორტე L
Gynotran Forte L
750მგ + 200მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7
ემლა
EMLA
(25მგ+25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N5
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
ბენეტი პლუსი გარგლი
Benet Plus Gargle
300მგ/240მგ/200მლ 200 მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი მინის ფლაკონში
გენგიგელი პერიო სპრეი
Gengigel Perio spray
20 მლ. პირის ღრუს სპრეი
დეპანტოლი
Depantol
კრემი 30გ ტუბი # 1
დეპანტოლი
Depantol
ვაგინალური სუპოზიტორია №10
დერატინ კომპლექსი მენთოლით
DERATIN COMPLEX
საწუწნი ტაბლეტი #30
ელლადენტი
ELLADENT CARE
სავლები ხსნარი
ელლადენტი გელი
ELLADENT Plus
0,3% გელი
კალგელი
CALGEL
ღრძილების გელი 3.3მგ+ 1მგ./1გ ტუბი 10გ
ნო-პეინი
No-Peini
წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3
სეპტონატი
SEPTONAT
0,12% + 0,15% 30მლ ორალური სპრეი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 აპლიკატორით
სტრეპსილს® პლუსი
Strepsils® Plus
ტაბლეტი #24
ფარინგობლოკი
Faringobloc
5მგ + 1,5მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №20
ჰექსიკონი
Hexicon
16მგ ვაგინალური სუპოზიტორია #10
ჰიდროკორტიზონ რიხტერი
HYDROCORTISONE RICHTER
125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.