8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02656 ურეცეპტო

სალბესანი

Salbesan

15გ კრემი

დან9.68 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
სალბესანი, 15გ კრემი
მოქმედი ნივთიერება
Chlorhexidine silver sulfadiazine (Silver sulfadiazine)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

10მგ+2მგ/1გრ · 15გრ

  • GPC ყველაზე იაფი

    სალბესანი კრემი 10მგ+2მგ/1გრ 15გრ ტუბი #1

    9.68 ₾

    11.39 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    სალბესანი კრემი 10მგ+2მგ/1გრ 15გრ ტუბი #1

    9.68 ₾

    11.39 ₾

    ყიდვა ↗

10მგ · 15გრ

  • ავერსი

    სალბესანი 10მგ+2მგ/გ 15გ კრემი

15გ · 15გრ

  • PSP

    სალბესანი - Salbesan კრემი 15გ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მოთეთრო ან თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი;
შემადგენლობა:
1 გ კრემი შეიცავს:
ვერცხლის სულფადიაზინს _ 10 მგ,
ქლორჰექსიდინის გლუკონატს _ 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტომაკროგოლი 1000, მსუბუქი თხევადი პარაფინი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ედეტატი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, გასუფთავებული წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

სალბესანი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ვერცხლის სულფადიაზინი წარმოადგენს სულფანილამიდური პრეპარატის _ სულფადიაზინის წარმოებულს, რომელსაც ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს. პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების (მათ შორის, Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp.), Candida- ს ჯგუფის საფუარასმაგვარი სოკოების (მათ შორის, Candida albicans), დერმატოფიტებისა და ჰერპესის ვირუსის ზოგიერთი შტამის მიმართ. ჭრილობაში ვერცხლის სულფადიაზინი დისოცირდება სულფადიაზინისა და ვერცხლის იონების წარმოქმნით. ვერცხლის იონები განაპირობებს პრეპარატის ბაქტერიციდულ მოქმედებას, რასაც ემატება სულფადიაზინის ბაქტერიოსტატიკური ეფექტი. მიკრობის უჯრედში პრეპარატი აინჰიბირებს ფოლატების სინთეზს (სულფადიაზინი) და უპირატესად SH-ჯგუფის შემცველი ფერმენტების აქტივობას (ვერცხლის იონები). ვერცხლის იონების გამოთავისუფლება თანდათანობით ხდება, რაც არ იწვევს უჯრედებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას. ვერცხლის სულფადიაზინს ახასიათებს ზომიერი ოსმოსური აქტივობა. იგი აღწევს ნეკროზულ ქსოვილში და შეიწოვს ექსუდატს, არ აზიანებს კანის უჯრედებს. ქლორჰექსიდინის გლუკონატი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას. ქლორჰექსიდინი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ვეგეტაციური ფორმების (მათ შორის, Treponema spp., Neisseria gonorrhoeae, Trichomonas spp., Chlamydia spp., Ureaplasma spp.), აგრეთვე საფუარა სოკოების, დერმატოფიტებისა და ლიპოფილური ვირუსების მიმართ. იგი ასუფთავებს და ადეზინფიცირებს კანს, ინარჩუნებს აქტივობას (თუმცა შედარებით დაბალს) სისხლის, ჩირქის არსებობისას, არ იწვევს კანის დაზიანებას.

03

ფარმაკოკინეტიკა

ვერცხლის სულფადიაზინის ადგილობრივი გამოყენებისას ჭრილობაში იქმნება აქტიური კომპონენტების მაღალი ლოკალური კონცენტრაცია. კანის დაზიანებული ზედაპირიდან (ჭრილობა, დამწვრობა) სულფადიაზინის სისტემური აბსორბცია შეადგენს დოზის 10%-ს, ვერცხლის იონებისა _ 1%-ს. ამასთანავე, სულფადიაზინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ აღემატება 2.0 მგ%-ს. კანის დიდ ფართობზე გამოყენების შემთხვევაში (მაგალითად, ვრცელი დამწვრობა) სულფადიაზინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება აღწევდეს 8_12 მგ%-ს, რაც თერაპიულ მაჩვენებლებს უახლოვდება. სულფადიაზინი ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით გამოიყოფა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აბსორბირებული ვერცხლის იონების უმეტესი ნაწილი ნაღვლით გამოიყოფა. ქლორჰექსიდინის გლუკონატი კანის ზედაპირიდან მცირე რაოდენობით შეიწოვება – დოზის 1%-ზე ნაკლები, შესაბამისად პრეპარატის სისტემური მოქმედება მინიმალურია.

04

ჩვენებები

  • დამწვრობით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მათ შორის, აუტოდერმოპლასტიკის ჩატარებამდე);
  • ტროფიკული წყლულების, ჭრილობების (მათ შორის, ტაკვის ჭრილობები), ნაწოლების ინფიცირების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • დაჟეჟილობა, კერატომიკოზები.
05

მიღების წესი და დოზირება

ჭრილობის ქირურგიული დამუშავებისა და გასუფთავების შემდეგ სალბესანის კრემის თხელი ფენა (2_4 მმ-ის სისქის) ესმება დაზიანებული უბნის ზედაპირს 1–2-ჯერ დღეში. კანის დიდ ზედაპირზე გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია სტერილური ნახვევის დადება, რომელსაც ცვლიან 1–2-ჯერ დღეში. ყოველი განმეორებითი აპლიკაციის წინ საჭიროა ძველი კრემის მოცილება წყლის ნაკადით ან ანტისეპტიკური ხსნარით (მაგალითად, ფურაცილინი, ცეტავლონი). პრეპარატის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 300 მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა – 3 კვირას.

06

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად – წვის შეგრძნება, ქავილი, ტკივილი, რომლებიც გაივლის აპლიკაციიდან 5_10 წთ-ის შემდეგ; ცალკეულ შემთხვევებში – კანის პიგმენტაციის დარღვევა, კანის ნეკროზი;
სისტემური რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის დიდ ფართობზე პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია მულტიფორმული ერითემა, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები (ტრანზიტორული ლეიკოპენია უპირატესად ნეიტროფილების შემცირების ხარჯზე და სხვ.), ალერგიული რეაქციები, დისპეფსიური მოვლენები, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, ინტერსტიციული ნეფრიტი, ტოქსიკური ნეფროზი, რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი (ჰემოლიზური ანემიის განვითარების მაღალი რისკის გამო), თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობა, პორფირია. პრეპარატი არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.

08

ორსულობა და ლაქტაცია

სალბესანის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან სულფადიაზინი ზრდის ჰიპერბილირუბინემიის განვითარების რისკს. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

09

განსაკუთრებული მითითებები

სალბესანი სიფრთხილით ინიშნება სულფანილამიდებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლო ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარების გამო.
სალბესანის კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების, პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი, აგრეთვე შრატში სულფადიაზინის კონცენტრაციის და შარდში მისი შესაძლო შემცველობის კონტროლი.
ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებისას, ვერცხლის სულფადიაზინით მკურნალობის დროს შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
პრეპარატი არ გამოიყენება ღრმა ჩირქოვანი ჭრილობებისა და უხვი ექსუდატის მქონე დამწვრობების სამკურნალოდ.
დაუშვებელია პრეპარატის თვალში მოხვედრა. მისი თვალში მოხვედრის დროს საჭიროა გამდინარე წყლით ჩამობანა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

10

ჭარბი დოზირება

სალბესანის სხეულის დიდ ზედაპირზე ხანგრძლივად გამოყენებისას სულფადიაზინის კონცენტრაცია შრატში შეიძლება აღწევდეს იმავე მაჩვენებლებს, რასაც სისტემური გამოყენების დროს. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს სულფანილამიდებისათვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციები. ვერცხლის მომატებული სისტემური აბსორბციის გამო არგირია არ ვითარდება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, შრატში სულფანილამიდის კონცენტრაციის განსაზღვრა, სითხის დიდი რაოდენობით მიღება (რეკომენდებულია სადღეღამისო დიურეზის 1200_1500 მლ-ზე შენარჩუნება).

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სულფადიაზინი აძლიერებს ამიოდარონის, ციკლოსპორინის, ანტიკოაგულანტების, სულფანილშარდოვანას წარმოებულების, ასევე საანესთეზიო, ანტიეპილეფსიური და ანტიმალარიული საშუალებების გვერდით მოვლენებს. ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლეიკოპენიის განვითარების რისკი. ვერცხლის სულფადიაზინმა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობის გასასუფთავებლად გამოყენებული ფერმენტული პრეპარატების ინაქტივაცია.
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია საპონთან, აგრეთვე იმ დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავს ანიონის ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა). იგი შეთავსებადია პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს კათიონის ჯგუფს (ცეტრიმონიუმის ბრომიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი).

12

შენახვის პირობები

ინახება 5-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ქლორჰექსიდინ-სეპტი, 100მლ №1

ქლორჰექსიდინ-სეპტი

100მლ №1

Chlorhexidine
დან1.75 ₾
ქლორჰექსიდინი, 0.05% ხსნარი გარეგანი №1 100მლ

ქლორჰექსიდინი

0.05% ხსნარი გარეგანი №1 100მლ

Chlorhexidine დკპ ფარმფაბრიკა, უკრაინა
დან1.75 ₾
კატეჯელი ლიდოკაინით, (20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ

კატეჯელი ლიდოკაინით

(20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ

Chlorhexidine + ლიდოკაინი მონტავიტი ფარმ ქარხანა, ავსტრია
დან4.78 ₾
პანტომეკოლი პლიუსი, 30გ №1

პანტომეკოლი პლიუსი

30გ №1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი
დან11.13 ₾
სილვერდინი 1%-იანი კრემი, 1% (10მგ/გ) 40გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

სილვერდინი 1%-იანი კრემი

Silverdin 1% Krem

1% (10მგ/გ) 40გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

silver sulfadiazine DEVA Holding, თურქეთი
დან13.33 ₾
დერატინ კომპლექსი, საწუწნი ტაბლეტი #30

დერატინ კომპლექსი

DERATIN COMPLEX

საწუწნი ტაბლეტი #30

Benzocaine + Chlorhexidine Normon, ესპანეთი
დან13.52 ₾
ტრახისანის ტაბლეტი, უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20

ტრახისანის ტაბლეტი

Trachisan Lozenges

უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20

Chlorhexidine + ლიდოკაინი + ტიროთრიცინი Engelhard Arzneimittel, გერმანია
დან16.14 ₾
სილვერდინ პლუსი, 1% კრემი 1 ტუბი №1

სილვერდინ პლუსი

1% კრემი 1 ტუბი №1

ლიდოკაინი + silver sulfadiazine
დან16.83 ₾
ლორობენი ხსნარი, 200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1

ლორობენი ხსნარი

LOROBEN

200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1

ბენზიდამინი + Chlorhexidine Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან19.55 ₾
ბეპანთენი, 30გ კრემი №1

ბეპანთენი

30გ კრემი №1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი
დან20.01 ₾
დერმაზინი, 1% 50გ კრემი ტუბში

დერმაზინი

DERMAZIN

1% 50გ კრემი ტუბში

silver sulfadiazine Salutas Pharma GmbH, გერმანია
დან22.31 ₾
ბეპანთენი პლუს, კრემი ტუბი №1 30გრ

ბეპანთენი პლუს

კრემი ტუბი №1 30გრ

Chlorhexidine + დექსპანთენოლი ჯიპი გრენზაჩ პროდუქტ, გერმანია
დან23.37 ₾
ბენეტი პლუსი სპრეი, 30მლ ორალური სპრეი

ბენეტი პლუსი სპრეი

Benet plus sprey

30მლ ორალური სპრეი

ბენზიდამინი + Chlorhexidine ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან23.92 ₾
სულფარგინი, მალამო ტუბი №1 50გრ

სულფარგინი

მალამო ტუბი №1 50გრ

silver sulfadiazine ტალინი ქფქ, ესტონეთი
დან24.06 ₾
სეპტონატი, 0,12% + 0,15% 200მლ პირის ღრუში სავლები ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

სეპტონატი

SEPTONAT

0,12% + 0,15% 200მლ პირის ღრუში სავლები ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ბენზიდამინი + Chlorhexidine VEM ILAC San, თურქეთი
დან24.60 ₾
ლორობენი სპრეი, 30მლ ორალური სპრეი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1

ლორობენი სპრეი

LOROBEN™

30მლ ორალური სპრეი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1

ბენზიდამინი + Chlorhexidine Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან25.41 ₾
პაფესანი, (2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1

პაფესანი

PAFESAN

(2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1

Chlorhexidine + ლიდოკაინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.71 ₾
ეგისეპტი, 65გ კაფ TEMP 1 სპრეი №1

ეგისეპტი

65გ კაფ TEMP 1 სპრეი №1

Chlorhexidine
დან27.34 ₾
სილვედერმა, 1% კრემი ტუბი №1 50გრ

სილვედერმა

1% კრემი ტუბი №1 50გრ

silver sulfadiazine ლაბ. ალდო-უნიონი, ესპანეთი
დან28.29 ₾
ბენზილორი, 5მგ +5მგ საწუწნი ტაბლეტი ფორთოხლის გემოთი №20

ბენზილორი

BENZILOR

5მგ +5მგ საწუწნი ტაბლეტი ფორთოხლის გემოთი №20

Benzocaine + Chlorhexidine Laboratorios ALCALA FARMA, ესპანეთი
დან30.60 ₾
გენგიგელი პერიო სავლები, 200 მლ. პირის ღრუს სავლები

გენგიგელი პერიო სავლები

Gengigel Perio Mouthrinse

200 მლ. პირის ღრუს სავლები

Chlorhexidine + hyaluronate sodium RICERFARMA srl, იტალია
დან36.98 ₾
სილვედერმა, 10მგ/მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 50 მლ

სილვედერმა

10მგ/მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 50 მლ

silver sulfadiazine
დან38.20 ₾
ბენეტი პლუსი გარგლი, 300მგ/240მგ/200მლ 200 მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი მინის ფლაკონში

ბენეტი პლუსი გარგლი

Benet Plus Gargle

300მგ/240მგ/200მლ 200 მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი მინის ფლაკონში

ბენზიდამინი + Chlorhexidine ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
ურეცეპტო
გენგიგელი პერიო სპრეი, 20 მლ. პირის ღრუს სპრეი

გენგიგელი პერიო სპრეი

Gengigel Perio spray

20 მლ. პირის ღრუს სპრეი

Chlorhexidine + hyaluronate sodium RICERFARMA srl, იტალია
ურეცეპტო
დეპანტოლი, ვაგინალური სუპოზიტორია №10

დეპანტოლი

Depantol

ვაგინალური სუპოზიტორია №10

Chlorhexidine + დექსპანთენოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
დეპანტოლი, კრემი 30გ ტუბი # 1

დეპანტოლი

Depantol

კრემი 30გ ტუბი # 1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
დერატინ კომპლექსი მენთოლით, საწუწნი ტაბლეტი #30

დერატინ კომპლექსი მენთოლით

DERATIN COMPLEX

საწუწნი ტაბლეტი #30

Benzocaine + Chlorhexidine Normon, ესპანეთი
ურეცეპტო
ელლადენტი, სავლები ხსნარი

ელლადენტი

ELLADENT CARE

სავლები ხსნარი

Chlorhexidine + hyaluronate sodium + propolis
ურეცეპტო
ელლადენტი გელი, 0,3% გელი

ელლადენტი გელი

ELLADENT Plus

0,3% გელი

Chlorhexidine + hyaluronate sodium
ურეცეპტო
სეპტონატი, 0,12% + 0,15% 30მლ ორალური სპრეი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 აპლიკატორით

სეპტონატი

SEPTONAT

0,12% + 0,15% 30მლ ორალური სპრეი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 აპლიკატორით

ბენზიდამინი + Chlorhexidine VEM ILAC San, თურქეთი
ურეცეპტო
ფარინგობლოკი, 5მგ + 1,5მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №20

ფარინგობლოკი

Faringobloc

5მგ + 1,5მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №20

Benzocaine + Chlorhexidine ADIPHARM LTD, ბულგარეთი
ურეცეპტო
ჰექსიკონი, 16მგ ვაგინალური სუპოზიტორია #10

ჰექსიკონი

Hexicon

16მგ ვაგინალური სუპოზიტორია #10

Chlorhexidine შტადა, გერმანია
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.