8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03784 ურეცეპტო

დერატინ კომპლექსი მენთოლით

DERATIN COMPLEX

საწუწნი ტაბლეტი #30

დერატინ კომპლექსი მენთოლით, საწუწნი ტაბლეტი #30
მოქმედი ნივთიერება
Benzocaine Chlorhexidine
მწარმოებელი
Normon, ესპანეთი
იმპორტიორი საქართველოში
გეფა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Benzocaine + Chlorhexidine. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია: ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი და ენოქსოლონი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინს და 3 მგ ენოქსოლონს.

დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), პოლივიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის სტეარატი და პიტნის არომატი.

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.

03

ჩვენებები

დერატინის კომპლექსი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში პირის ღრუსა და ხახის სუსტი ინფექციური და ანთებითი პროცესების ლოკალური და დროებითი სიმპტომური მკურნალობისათვის: აფტოზური სტომატიტის, ხახის გაღიზიანების ან აფონიის დროს, რომელიც მიმდინარეობს ტკივილით და ცხელების გარეშე. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, უარესდება 2 დღის შემდეგ ან არ მსუბუქდება შეკრულობის სიმპტომები.

04

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

რეკომენდებული დოზაა:

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 6 ტაბლეტამდე დღეში. მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 8 ტაბლეტამდე დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული. 6-12 წლის ასაკის ბავშვებში გამოიყენება 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 6 ტაბლეტამდე დღეში. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. დერატინის კომპლექსი განკუთვნილია პირ-ხახაში გამოყენებისათვის. საწუწნი ტაბლეტები პირის ღრუში უნდა გაიხსნას ნელა, დაღეჭვის ან გადაყლაპვის გარეშე, რადგან ტაბლეტების მოქმედება არის ლოკალური და ისინი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ პროდუქტი უშუალოდ მოქმედებს დაზიანებულ არეზე. ყოველთვის უნდა მოხდეს უმცირესი ეფექტური დოზის მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2 დღეს. თუ სიმპტომები უარესდება, ან ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეზე მეტ ხანს, ან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რაც შეიძლება სწრაფად.

05

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები და საჭმლის მონელების დარღვევები. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და არტერიული წნევის მომატება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას. შეიძლება განვითარდეს კბილების ფერის ცვლილება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნა ტარტარის დაგროვება. კბილების ფერის ცვლილება არ არის მუდმივი ხასიათის და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შემდეგ კბილებს უბრუნდება ჩვეულებრივი ფერი. შეიძლება ასევე, შეიცვალოს კბილების ბჟენის ფერი და ასეთ შემთხვევაში ეს არის მუდმივი ხასიათის. შეიძლება შეიცვალოს გემოს შეგრძნება. ზოგიერთ შემთხვევებში, დერატინის კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ენის წვერის გაღიზიანება, რომელიც გარდამავალი ხასიათისაა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ქლორჰექსიდინის ან ბენზოკაინის მიმართ.

06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოკონის ან მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

07

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში: პირის ღრუსა და ხახის სხვა ანტისეპტიკებთან ერთად; ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან ერთად (ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები); სულფონამიდებთან ერთად. ანიონური ნაერთები და დამთრგუნველი აგენტები, კბილის პასტის ძირითადი კომპონენტები, ამცირებენ ქლორჰექსიდინის ეფექტურობას, ამიტომ კბილის პასტის გამოყენების შემდეგ საჭიროა პირის ღრუში წყლის გამოვლება.

08

განსაკუთრებული მითითებები

დერატინის კომპლექსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია: თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ლოკალური ანესთეტიკების მიმართ, როგორიცაა პარაამინობენზოის მჟავა, პარაბენები ან პარაფენილენედიამინი; თუ პაციენტს აღენიშნება პირის ღრუს მძიმე ან დიდი ზომის დაზიანება; თუ პაციენტს აღენიშნება ღრძილების დაავადება, რადგან ქლორჰექსიდინმა შეიძლება გააძლიეროს ღრძილებზედა ქვების დაგროვება; თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია ან სითხის შეკავება, რადგან ენოქსოლონმა შეიძლება გააძლიეროს ეს სიმპტომები; რეკომენდებულია პირის ღრუს ადექვატური ჰიგიენის დაცვა, რათა შემცირდეს ტარტარის დაგროვება და კბილების ფერის შესაძლო ცვლილება, რომელსაც იწვევს ქლორჰექსიდინი; დაუშვებელია რეკომენდებულ დოზას გადაჭარბება. დაუშვებელია დერატინის კომპლექსის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვები, ხანდაზმულები და დასუსტებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ბენზოკაინის მიმართ. 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები - მედიკამენტის დიდი დოზებით ან ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია. თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზების ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება იმოქმედოს ანალიზის შედეგზე. დერატინის კომპლექსს გავლენა აქვს პანკრეასის ფუნქციის ანალიზზე, რომელიც ტარდება ბენტირომიდით. ამ ტესტის ჩატარებამდე პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული სულ მცირე 3 დღის განმავლობაში და ამის შესახებ უნდა ეთქვას ექიმს. მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ.

09

ორსულობა და ლაქტაცია

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა მედიკამენტის მიღებამდე.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

არ აღინიშნა პრეპარატის რაიმე გავლენა მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

10

ჭარბი დოზირება

მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს: მეტყველების დარღვევა, დაბუჟება, სიარულის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავბრუსხვევა, აგზნება ან კრუნჩხვები, ყურებში ხმაური, გაძლიერებული ოფლდენა ან დაბალი არტერიული წნევა. რადგან მედიკამენტი შეიცავს ენოქსოლონს, შეიძლება განვითარდეს მაღალი არტერიული წნევა და შეშუპება. გარდა ამისა, რადგან მედიკამენტი შეიცავს ბენზოკაინს, შეიძლება განვითარდეს მეთემოგლობინემია შემდეგი სიმპტომებით: სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, უღონობა, დაღლილობა, სისუსტე. დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში მიმართვა.

გარეგნული სახე და

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

:

დერატინის კომპლექსი არის თეთრი ან მოთეთრო ფორმის, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები პიტნის არომატით და ცალ მხარეს აღნიშნულია “D+”. შეფუთვაში მოთავსებულია #30 საწუწნი ტაბლეტი.

12

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.

13

ვარგისობის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ქლორჰექსიდინ-სეპტი, 100მლ №1

ქლორჰექსიდინ-სეპტი

100მლ №1

Chlorhexidine
დან1.75 ₾
ქლორჰექსიდინი, 0.05% ხსნარი გარეგანი №1 100მლ

ქლორჰექსიდინი

0.05% ხსნარი გარეგანი №1 100მლ

Chlorhexidine დკპ ფარმფაბრიკა, უკრაინა
დან1.75 ₾
კატეჯელი ლიდოკაინით, (20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ

კატეჯელი ლიდოკაინით

(20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ

Chlorhexidine + ლიდოკაინი მონტავიტი ფარმ ქარხანა, ავსტრია
დან4.78 ₾
სალბესანი, 15გ კრემი

სალბესანი

Salbesan

15გ კრემი

Chlorhexidine + silver sulfadiazine ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.68 ₾
პანტომეკოლი პლიუსი, 30გ №1

პანტომეკოლი პლიუსი

30გ №1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი
დან11.13 ₾
ტრახისანის ტაბლეტი, უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20

ტრახისანის ტაბლეტი

Trachisan Lozenges

უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20

Chlorhexidine + ლიდოკაინი + ტიროთრიცინი Engelhard Arzneimittel, გერმანია
დან16.14 ₾
ლორობენი ხსნარი, 200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1

ლორობენი ხსნარი

LOROBEN

200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1

ბენზიდამინი + Chlorhexidine Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან19.55 ₾
ბეპანთენი, 30გ კრემი №1

ბეპანთენი

30გ კრემი №1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი
დან20.01 ₾
ბეპანთენი პლუს, კრემი ტუბი №1 30გრ

ბეპანთენი პლუს

კრემი ტუბი №1 30გრ

Chlorhexidine + დექსპანთენოლი ჯიპი გრენზაჩ პროდუქტ, გერმანია
დან23.37 ₾
ბენეტი პლუსი სპრეი, 30მლ ორალური სპრეი

ბენეტი პლუსი სპრეი

Benet plus sprey

30მლ ორალური სპრეი

ბენზიდამინი + Chlorhexidine ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან23.92 ₾
ჰემორზონი, 10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

ჰემორზონი

10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

Benzocaine + hydrocortisone butyrate + tetracyclin
დან24.56 ₾
სეპტონატი, 0,12% + 0,15% 200მლ პირის ღრუში სავლები ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

სეპტონატი

SEPTONAT

0,12% + 0,15% 200მლ პირის ღრუში სავლები ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ბენზიდამინი + Chlorhexidine VEM ILAC San, თურქეთი
დან24.60 ₾
ლორობენი სპრეი, 30მლ ორალური სპრეი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1

ლორობენი სპრეი

LOROBEN™

30მლ ორალური სპრეი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1

ბენზიდამინი + Chlorhexidine Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან25.41 ₾
ორონორმი სპრეი, 25 მლ სპრეი

ორონორმი სპრეი

Oronorm Spray

25 მლ სპრეი

Benzocaine + ბენზიდამინი + Cetalkonium chloride Amoun Pharmaceuticals, ეგვიპტე
დან26.31 ₾
პაფესანი, (2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1

პაფესანი

PAFESAN

(2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1

Chlorhexidine + ლიდოკაინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.71 ₾
ეგისეპტი, 65გ კაფ TEMP 1 სპრეი №1

ეგისეპტი

65გ კაფ TEMP 1 სპრეი №1

Chlorhexidine
დან27.34 ₾
გენგიგელი პერიო სავლები, 200 მლ. პირის ღრუს სავლები

გენგიგელი პერიო სავლები

Gengigel Perio Mouthrinse

200 მლ. პირის ღრუს სავლები

Chlorhexidine + hyaluronate sodium RICERFARMA srl, იტალია
დან36.98 ₾
ბენეტი პლუსი გარგლი, 300მგ/240მგ/200მლ 200 მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი მინის ფლაკონში

ბენეტი პლუსი გარგლი

Benet Plus Gargle

300მგ/240მგ/200მლ 200 მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი მინის ფლაკონში

ბენზიდამინი + Chlorhexidine ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
ურეცეპტო
გენგიგელი პერიო სპრეი, 20 მლ. პირის ღრუს სპრეი

გენგიგელი პერიო სპრეი

Gengigel Perio spray

20 მლ. პირის ღრუს სპრეი

Chlorhexidine + hyaluronate sodium RICERFARMA srl, იტალია
ურეცეპტო
დეპანტოლი, ვაგინალური სუპოზიტორია №10

დეპანტოლი

Depantol

ვაგინალური სუპოზიტორია №10

Chlorhexidine + დექსპანთენოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
დეპანტოლი, კრემი 30გ ტუბი # 1

დეპანტოლი

Depantol

კრემი 30გ ტუბი # 1

Chlorhexidine + დექსპანთენოლი შტადა, გერმანია
ურეცეპტო
ელლადენტი, სავლები ხსნარი

ელლადენტი

ELLADENT CARE

სავლები ხსნარი

Chlorhexidine + hyaluronate sodium + propolis
ურეცეპტო
ელლადენტი გელი, 0,3% გელი

ელლადენტი გელი

ELLADENT Plus

0,3% გელი

Chlorhexidine + hyaluronate sodium
ურეცეპტო

სეპტოლეტე პლუსი

Septolete plus

საწუწნი ტაბლეტი №18 (9X2)

Benzocaine + Cetylpyridinium chloride კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ურეცეპტო

სეპტოლეტე პლუსი

Septolete plus

საწუწნი ტაბლეტი №30

Benzocaine + Cetylpyridinium chloride კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ურეცეპტო
სეპტონატი, 0,12% + 0,15% 30მლ ორალური სპრეი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 აპლიკატორით

სეპტონატი

SEPTONAT

0,12% + 0,15% 30მლ ორალური სპრეი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 აპლიკატორით

ბენზიდამინი + Chlorhexidine VEM ILAC San, თურქეთი
ურეცეპტო
ჰექსიკონი, 16მგ ვაგინალური სუპოზიტორია #10

ჰექსიკონი

Hexicon

16მგ ვაგინალური სუპოზიტორია #10

Chlorhexidine შტადა, გერმანია
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.