8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02703 ურეცეპტო

სეპტოლეტე პლუსი

Septolete plus

საწუწნი ტაბლეტი №18 (9X2)

მოქმედი ნივთიერება
Benzocaine Cetylpyridinium chloride
მწარმოებელი
კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
იმპორტიორი საქართველოში
KRKA
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Benzocaine + Cetylpyridinium chloride. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

საერთო დახასიათება
აღწერა
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული საწუწნი ტაბლეტები, გლუვი ზედაპირით, მუქი ყვითელი ფერის.

02

შემადგენლობა

ყოველი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბენზოკაინს და 1 მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლევომენთოლი, მწარე პიტნის ზეთი, მწვანე ლიმნის და თაფლის არომატიზატორი, თხევადი მალტიტი, მანიტოლი, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, კაპოლი 600 ფარმა, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი ქინოლინი ყვითელი (E104), კარამელის საღებავი (E150დ), მალტოდექსტრინი, წითელი საღEბავი (E129), მალტიტი.

03

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

საწუწნი ტაბლეტები.

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის ფორმა
ყელის დაავადების სამკურნალო პრეპარატი. ანტისეპტიური საშუალება.
ათქ-კოდი: R02AA06.

2 ბლისტერი 9 ტაბლეტით ფურცელჩანართთან მოთავსებულია ერთად მუყაოს კოლოფში.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

სეპტოლეტე პლუს თაფლი და ლაიმი ტაბლეტებს გააჩნია ტკვილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული ზემოქმედება - ახდენს ყელისა და პირის ღრუს დეზინფეცირებას, ადგილობრივად აყუჩებს ტკივილს. პრეპარატი შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებას - ცეტილპირიდინის ქლორიდს, რომელიც იწვევს ბაქტერიებისა და სოკოების კვდომას, აბრკოლებს ვირუსების გავრცელებას და ზრდას. ამგვარად, ცეტილპირიდინის ქლორიდი ამცირებს ანთებით პროცესს ყელისა და პირის ღრუში, ხელს უშლის უფრო რთული ბაქტერიული ანთებითი პროცესის განვითარებას. ბენზოკაინი არის ადგილობრივი ანესთეზური საშუალება, რომელიც გამოიყენება ინფექსიისა და ანთების დროს დამახასიათებელი ტკივილისა და ყლაპვის შესამსუბუქებლად. სეპტოლეტე პლუს თაფლის და ლაიმი საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ ეგრეთვე პოლიოლებს (მალტიტი და მანიტოლი) და არ შეიცავს შაქარს, რომელიც აუცლებელია ბაქტერიების ზრდისათვის. პრეპარატი გათვალისწინებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვისაც, არ იწვევს კარიესს და იმის გამო რომ არ შეიცავს შაქარს უზრუნველყოფს ოპტიმალურ ანტისეპტიკურ ეფექტს.

05

ჩვენებები

სეპტოლეტე პლუს თაფლი და ლაიმი საწუწნი ტაბლეტები რეკომენდებულია ყელში ტკივილის შესამსუბუქებლად და დეზინფექციისათვის:

  • მსუბუქი ინფექციის დროს ყელისა და პირის ღრუში (ფარინგიტი, ლარინგიტი), ანგინას კომპლექსური თერაპიისას;
  • ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისას (გინგივიტის, სტომატიტი);
  • გაცების და გრიპის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება
6 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზირებაა 4 ტაბლეტამდე დღეში.
გაწუწნეთ ერთი ტაბლეტი ყოველ 4 საათში.
რეკომენდებული დოზირება უფროსებში და 12 წელზე ზემოთ ბავშვებში 8 ტაბლეტამდე დღეში.
გაწუწნეთ ერთი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში.
ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
სეპტოლეტე პლუს თაფლი და ლაიმი საწუწნი ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წელზე დაბლა ასაკის ბავშვებში, ვინაიდან არ მოიპოვება საკმაო მონაცემები გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

06

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად სეპტოლეტე პლუს თაფლი და ლაიმი საწუწნმა ტაბლეტებმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება ჯგუფებად გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

  • ძალიან ხშირად (>/10),
  • ხშირად (>1/100 დან <1/10მდე),
  • არახშირად (>1/1000 დან <1/100 მდე)
  • იშვიათად (>1/10000 დან <1/1000 მდე)
  • ძალიან იშვიათად (<1/10000),
  • სიხშირე არ არის ცნობილი (ვერ ხერხდება შეფასება არსებული მონაცემებით)

იშვიათად აღინიშნება:

  • კუჭ-ნაწლავის აშლილობა;

ძალიან იშვიათად:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

აღნიშნული გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, აგრეთვე ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ფურცელჩანართში მიმართეთ ექიმს.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

08

ჭარბი დოზირება

დოზირების გადაჭარბება არ აღინიშნება.
ტაბლეტებში აქტიური ნივთიერების დაბალი კონცენტრაციის გამო ჭარბი დოზის მიღება პრაქტიკურლად შეუძლებელია. რეკომენდებულ დოზაზე მეტი დოზირებით პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები-ღებინება, გულისრევა და დიარეა. არსებული ეფექტების გამოვლენისას უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი და რძე, მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

უსაფრთხოების ზომები
არ მიიღოთ ტაბლეტები პირის ღრუში ღია ჭრილობების არსებობისას, რადგან ცეტილპირიდინის ქლორიდი ანელებს ჭრილობების მოშუშებას.
უფრო სერიოზული ინფექციებისას, რასაც თან ახლავს ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი და ღებინება, აუცილებელია ექიმის რჩევა, განსაკუთრებით თუ სამი დღის განმავლობაში არ შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს უნდა აცნობოთ, რომ ყოველი ტაბლეტი შეიცავს დაახლ. 1 გრ მალტიტს. მალტიტის მეტაბოლიზმისათვის აუცილებელია ინსულინი, მაგრამ ნელი ჰიდროლიზის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცუდი შეწოვის გამო მალტიტის გლიკემიური ინდექსი დაბალია. მალტიტის ენერგეტიკული ეფექტურობა (10კილო ჯოული /გრ ან 2,4 კკალ/გრ) აგრეთვე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საქაროზასი. სეპტოლეტე პლუს თაფლი და ლაიმი საწუწნი ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. არ არის რეკომენდებული დოზირების გადაჭარბება.

განსაკუთრებული ინფეორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტების შესახებ
სეპტოლეტე პლუს თაფლი და ლაიმი საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ მალტიტს და თხევად მალტიტს. პაციენტებმა, რომლებსაც ახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

09

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე აუცლებელია ექიმის რეკომენდაცია.
მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხო გამოყენების შესახებ შეზღუდულია, ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ზეგავლენა კონცენტრირების უნარზე ავტომობილისა და სხვა მექანიზმის მართვის დროს
არ არის ცნობილი სეპტოლეტე პლუს თაფლი და ლაიმი საწუწნი ტაბლეტების გამოყენებისას ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ურთიერთზემოქმედება სხვა მედიკამენტებთან მიმართებაში
ამ პრეპარატის ზეგავლენა სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე არ არის ცნობილი.
საწუწნი ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ რძესთან ერთად, ვინაიდან რძე ასუსტებს ცეტილპირიდინის ქლორიდის ანტიმიკრობულ ეფექტს.

10

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

დერატინ კომპლექსი, საწუწნი ტაბლეტი #30

დერატინ კომპლექსი

DERATIN COMPLEX

საწუწნი ტაბლეტი #30

Benzocaine + Chlorhexidine Normon, ესპანეთი
დან13.52 ₾
ჰემორზონი, 10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

ჰემორზონი

10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

Benzocaine + hydrocortisone butyrate + tetracyclin
დან24.56 ₾
ორონორმი სპრეი, 25 მლ სპრეი

ორონორმი სპრეი

Oronorm Spray

25 მლ სპრეი

Benzocaine + ბენზიდამინი + Cetalkonium chloride Amoun Pharmaceuticals, ეგვიპტე
დან26.31 ₾
ბენზილორი, 5მგ +5მგ საწუწნი ტაბლეტი ფორთოხლის გემოთი №20

ბენზილორი

BENZILOR

5მგ +5მგ საწუწნი ტაბლეტი ფორთოხლის გემოთი №20

Benzocaine + Chlorhexidine Laboratorios ALCALA FARMA, ესპანეთი
დან30.60 ₾
დერატინ კომპლექსი მენთოლით, საწუწნი ტაბლეტი #30

დერატინ კომპლექსი მენთოლით

DERATIN COMPLEX

საწუწნი ტაბლეტი #30

Benzocaine + Chlorhexidine Normon, ესპანეთი
ურეცეპტო

კალგელი

CALGEL

ღრძილების გელი 3.3მგ+ 1მგ./1გ ტუბი 10გ

Cetylpyridinium chloride + ლიდოკაინი SmithKline group of companies, რუმინეთი
ურეცეპტო

სეპტოლეტე

Septolete D

უშაქრო პასტილა №30

Cetylpyridinium chloride კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ურეცეპტო

სეპტოლეტე ნეო

Septolete Neo

1,2 მგ პასტილა №18

Cetylpyridinium chloride კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ურეცეპტო

სეპტოლეტე პლუსი

Septolete® plus

(10მგ+2მგ)/1მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის პლასტიკური ფლაკონი №1

Cetylpyridinium chloride კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ურეცეპტო
ფარინგობლოკი, 5მგ + 1,5მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №20

ფარინგობლოკი

Faringobloc

5მგ + 1,5მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №20

Benzocaine + Chlorhexidine ADIPHARM LTD, ბულგარეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.