მონოგრაფია Nº 02705 ურეცეპტო
სეპტოლეტე პლუსი
Septolete plus
საწუწნი ტაბლეტი №30
- მოქმედი ნივთიერება
- Benzocaine Cetylpyridinium chloride
- მწარმოებელი
- კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- KRKA
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Benzocaine + Cetylpyridinium chloride. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
:
1 ტაბლეტი შეიცავს: 5მგ ბენზოკაინი (Benzocainum) და 1მგ ცეტილპირიდინის ქლორიდი (Cetylpiridini chloridum)
ამხმარე ნივთიერებდები: ბაღის პიტნის ეთერზეთი, ლევომენთოლი, თხევადი მალტიტი, მანიტი, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიკაგელი, პოვიდონი, კაპოლი 600, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი (E131)
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გლუვზედაპირიანი, ცისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კომბინირებული ანტისეპტიკური საშუალება.
(ATC კოდი R02AA20)
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატ სეპტოლეტეს გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული მოქმედება. შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალება ცეტილპირიდინის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ვირულიციდური მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ის ამცირებს ყელის ტკივილს და ტკივილს ყლაპვისას, რომელიც ხშირად თან ახლავს პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებით პროცესებს.
პრეპარატი სეპტლეტე შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), არ შეიცავს შაქარს, რაც საშუალებას იძლევა რომ პრეპარატი გამოიყენონ შაქრიანი დიაბეტით დაავდებულმა ავადმყოფებმა. უშაქრო გარემო აძლიერებს ანტისეპტიკის აქტიურობას.
მიღების ჩევენება
პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებით პროცესები:
- ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინის საწყისი სტადია
- ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება ანთება (გინგივიტი, სტომატიტი)
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის მოწუწნვა ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტი დღე-ღამეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მოწუწნვა ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 4 ტაბლეტი დღე-ღამეში.
სეპტოლეტე პლუსი არ გამოიყენება უშუალოდ საკვების მიღების წინ და ასევე რძესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
სეპტოლეტე® პლუსის რეკომენდებული დოზებით მიღებისას, გერდითი ეფექტები შეიმჩნევა ძალიან იშვიათად. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატი შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), რომლებსაც დიდ დოზებში შეუძლიათ დიარეის გამოწვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ჭარბი დოზირება
ერთ ტაბლეტში შემავალი აქტიური ნივთიერებების რაოდენობის გათვალისწინებით, ჭარბი დოზირების შესაძლებლობა მინიმალურია. რეკომენდებულზე ჭარბი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთმოქმედება:
სეპტოლეტე®პლუსის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. სეპტოლეტე პლუსის ერდროულმა მიღებამ საკვებთან და რძესთან შეიძლება შეამციროს პრეპარატის ადგილობრივი ანტისეპტიკური და საანესთზიო ეფექტები.
განსაკუთებული მითითებები
შაქიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა იცოდენ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 1გ მალტიტს, მისი მეტაბოლიზმისათვის საჭიროა ინსულინი, მაგრამ ნელი ჰიდროლიზის და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნელი შეწოვის გამო, მალტიტი უმნიშვნელო ზეგავლენას ახენს პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა სეპტოლეტე პლუსი შეიძლება მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
განსაკუთრებული მითითებები
მონაცემები, პრეპარატი სეპტოლეტე პლუსის გავლენაზე ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე არ არსებობს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10 მოსაწუწნი ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვაში 3 ბლისტერი.
შენახვის პირობები
სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
აუცილებელია პრეპარატის შენახვა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითევული თარიღის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დერატინ კომპლექსი
DERATIN COMPLEX
საწუწნი ტაბლეტი #30
ჰემორზონი
10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1
ორონორმი სპრეი
Oronorm Spray
25 მლ სპრეი
ბენზილორი
BENZILOR
5მგ +5მგ საწუწნი ტაბლეტი ფორთოხლის გემოთი №20
დერატინ კომპლექსი მენთოლით
DERATIN COMPLEX
საწუწნი ტაბლეტი #30
კალგელი
CALGEL
ღრძილების გელი 3.3მგ+ 1მგ./1გ ტუბი 10გ
სეპტოლეტე
Septolete D
უშაქრო პასტილა №30
სეპტოლეტე ნეო
Septolete Neo
1,2 მგ პასტილა №18
სეპტოლეტე პლუსი
Septolete® plus
(10მგ+2მგ)/1მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის პლასტიკური ფლაკონი №1
ფარინგობლოკი
Faringobloc
5მგ + 1,5მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.