მონოგრაფია Nº 01846 ურეცეპტო
ლორობენი სპრეი
LOROBEN™
30მლ ორალური სპრეი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1
დან25.41 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ბენზიდამინი (Benzydamine hydrochloride) Chlorhexidine
- მწარმოებელი
- Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სტომატოლოგიაში გამოსაყენებელი სხვადასხვა პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ასფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
30მლ
-
GPC ყველაზე იაფი
ლორობენი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗25.41 ₾
29.89 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ლორობენი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗25.41 ₾
29.89 ₾
30მლ · 30მლ
-
ავერსი
ლორობენი 30მლ ორალ.სპრეი
ყიდვა ↗28.35 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ბენზიდამინი + Chlorhexidine. ჯერ ყველაზე იაფი.
ლორობენი ხსნარი
LOROBEN
200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1
ბენეტი პლუსი სპრეი
Benet plus sprey
30მლ ორალური სპრეი
სეპტონატი
SEPTONAT
0,12% + 0,15% 200მლ პირის ღრუში სავლები ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
ბენეტი პლუსი გარგლი
Benet Plus Gargle
300მგ/240მგ/200მლ 200 მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი მინის ფლაკონში
სეპტონატი
SEPTONAT
0,12% + 0,15% 30მლ ორალური სპრეი პოლიმერული მასალის ფლაკონი №1 აპლიკატორით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
30 მლ სპრეი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: 45 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი, 36 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატი.
დამხმარე ნივთიერებებს: პოლისორბატი 20, სორბიტოლი 70%, პროპილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლირებული, პიტნის ესენცია, საქაროზა, Ecocool MP, Patent V Blue, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
თითოეული შესხურება (~ 0.13მლ) შეიცავს 0.156 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.195 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.
ზოგადი დახასიათება
ორალური სპრეი - მწვანე გამჭვირვალე ხსნარი, მოტკბო-მჟავე გემოთი და პიტნის სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სხვა პრეპარატები ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის, რომლებიც გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ.
ათქ კოდი: A01AD11
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიდამინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც განსხვავდება სხვა აასს-გან. ლოკალური მოხმარების დროს გამოყენებული კონცენტრაციით გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება.
ექსპერიმენტებში ანთებით გამოწვეული ტკივილისას ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო გამოხატულია, ვიდრე არაანთებითი ხასიათის ტკივილის დროს.
ქლორჰექსიდინი ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ზოგიერთი პათოგენური სოკოს, საფუარას, ასევე უმრავლესი ვირუსის მიმართ. ქლორჰექსიდინის გლუკონატი, წარმოადგენს რა ბიგუანიდის ჯგუფის ანტისეპტიკს, ხელს უწყობს კბილის ნადების წარმოქმნის და გინგივიტის განვითარების რისკის შემცირებას პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში.
ქლორჰექსიდინი ამცირებს გინგივიტის გამოვლინებებს, როგორიცაა ღრძილების გაწითლება, შეშუპება, სისხლდენა. შესაბამისად, მცირდება აფტოზური წყლულების განვითარების სიხშირე და აღდგენითი პერიოდი პერიოდონტალური ოპერაციების შემდეგ. ბენზიდამინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის სტიმულაციასთან.
ბენზიდამინი ისევე აინჰიბირებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ მათი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინს აქვს სწრაფი ბაქტერიოსტატიკური ეფექტი, შემდგომი პროლონგირებული ბაქტერიციდული მოქმედებით. ქლორჰექსიდინი, აბსორბირდება რა მიკრობის უჯრედის კედელზე და ახდენს რა პროლონგირებულ ზედაპირულ მოქმედებას, აჩერებს ბაქტერიის ზრდას, შემდგომში კი ციტოპლაზმის პრეციპიტაციის ხელშეწყობით, იწვევს უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ხსნარით გამოვლების შემდეგ ქლორჰექსიდინი არ ექვემდებარება სისტემურ შეწოვას. გამოყენებული დოზის დაახლოებით 4% გადაიყლაპება და მცირე რაოდენობა აბსორბირდება. გადაყლაპული დოზის 90% არ შეიწოვება და გამოიყოფა განავალთან ერთად. პირის ღრუში გამოვლების შემდეგ ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში და 24 სთ-ის განმავლობაში ნელა გამოიყოფა ნერწყვში. ბენზიდამინი კარგად აბსორბირდება ანთებით ლორწოვანზე და აქვს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება.
განაწილება
ლორობენი™ არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ლოკალური გამოყენებისთვის პირის ღრუში. ამ გზით გამოყენებისას სისტემური აბსორბცია და დისპერსია ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორივე აქტიური ნივთიერება უმნიშვნელოდ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
მეტაბოლიზმი
ქლორჰექსიდინი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; სისხლში შესამჩნევი კონცენტრაცია არ განისაზღვრება. ბენზიდამინი, როგორც წესი, მეტაბოლიზდება დაჟანგვისა და კონიუგაციის გზით.
გამოყოფა
ქლორჰექსიდინი არ გროვდება ორგანიზმში და უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება. ქლორჰექსიდინის გადაყლაპული დოზის დაახლოებით 10% შეიწოვება და შემდგომში გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით; პრეპარატის დანარჩენი 90% გამოიყოფა ნაწლავიდან. ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით.
ჩვენებები
მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ტკივილი და ანთება.
ანგინა, გინგივიტი, სტომატიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, აფტოზური დაზიანებები, გლოსიტი.
პირის ღრუს ჰიგიენა, პაციენტისთვის ყლაპვის პროცესის გაადვილება, ასევე ღრძილების დაზიანებით გამოწვეული სიმპტომების მოხსნა.
პერიოდონტალურ ოპერაციულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ.
პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც განვითარდა ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, სხვა ჩარევების (მ.შ. ტრაქეის ინტუბაციის) შედეგად.
კბილებზე ნადების წარმოქმნის შემცირებისთვის და პრევენციისთვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის, ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
ლორობენის™ ორალური სპრეის გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, საკმარისი კლინიკური გამოყენების გამოცდილების არ არსებობის გამო.
გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუსთვის, მოერიდეთ თვალსა და ყურებში მოხვედრას.
თვალებში შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა მათი გულდასმით გამობანა.
შეიძლება დატოვოს შექცევადი შეფერილობა პირის ღრუში, განსაკუთრებით ენასა და კბილებზე.
არ შეიძლება ლორობენის™ ორალური სპრეის გადაყლაპვა, გამოყენების შემდეგ აუცილებლად გადმოანერწყვეთ.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით, პრეპარატ ლორობენთან™ ერთად შეიძლება დაინიშნოს ანტიბაქტერიული თერაპია.
რადგან ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, შესაძლო სისტემური აბსორბციის გამო თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემური აბსორბციის შესაძლებლობა ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პირებში, რადგანაც ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ვინაიდან ლორობენი™ ორალური სპრეი შეიცავს სორბიტოლს, არ შეიძლება მისი გამოყენება პაციენტებში ფრუქტოზის იშვიათი გენეტიკური აუტანლობით.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ქლორჰექსიდინის მარილები არ არის შეთავსებადი საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.
ქლორჰექსიდინის მარილები შეთავსებადია კათიონურ და არაიონურ ზედაპირულ სუბსტანციებთან, თუმცა მაღალი კონცენტრაციებით ერთობლივი გამოყენება ამცირებს პრეპარატის აქტივობას ქლორჰექსიდინის მიცელიუმთან შეკავშირების შედეგად.
ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ცეტრიმიდი და ლისაპოლი NX, შეუძლია გამოიწვიოს ხსნადობის გაზრდა.
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, როგორიცაა არაბული გუმფისი (გუმიარაბიკი), ნატრიუმის ალგინატი, ნატიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, სახამებელი და ტრაგაკანტის გუმფისი (ტრაგაკანტი); მათი ერთდროულად გამოყენება მცირდება ეფექტურობა.
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლთან, ნატრიუმის ფლუორესცინთან, ფორმალდეჰიდთან, ვერცხლის ნიტრატთან, თუთიის სულფატთან, სპილენძის სულფატთან.
ხისტ წყალში გახსნისას კალციუმის და მაგნიუმის კათიონებთან ურთიერთქმედების შედეგად, შეიძლება დაილექოს უხსნადი მარილების სახით.
თუ ბენზოატებით, ბიკარბონატებით, კარბონატებით, ბორატებით, ნიტრატებით, ფოსფატებით, სულფატებით წარმოებული ქლორჰექსიდინის მარილების კონცენტრაცია მეტია 0.05%-ზე, მაშინ ფორმირდება და გამოცალკავდება დაბალი ხსნადობის მარილების ნალექის სახით. ცეტრიმიდი ზრდის ამ მარილების ხსნადობას, კომბინაციაში ასეთი პრეციპიტატები არ გვხვდება.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის ცეტრიმიდთან და ბენზალკონიუმის ქლორიდთან შეთავსებადობა გამოიხატება ბაქტერიციდული აქტივობის სინერგიული მომატებით. ცეტრიმიდი თრგუნავს ქლორჰექსიდინის დალექვას ხისტ წყალში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოკლებით ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთესად იხსნება სპირტში, ვიდრე წყალში. სპირტის დამატების შემთხვევაში ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს. ცნობილი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება ბენზიდამინთან არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არის აღნიშნული.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების წესი
პირველი გამოყენების წინ სპრეის აპლიკატორს დააჭირეთ ხელი, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ ნაკადს.
აპლიკატორის თავი ამოწიეთ, სანამ ის კარგად არ მოთავსდება პირის ღრუში, რის შემდეგაც დააჭირეთ აპლიკატორს. გაიმეორეთ შესხურება არანაკლებ 4-ჯერ სხვადასხვა უბანზე.
გამოყენების შემდეგ ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად.
თუ ლორობენი™ გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მიზნით, ის უნდა გაიჩეროთ პირში სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში. პრეპარატ ლორობენის შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული ლაქების შესამცირებლად პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით.
ხსნარი არ გადაყლაპოთ. გამოყენების შემდეგ ხსნარი გარეთ უნდა გადმოიღვაროს.
მოზრდილები:
ჩვეულებრივი დოზა - 5-10 შესხურება ყელის ანთებით კერაზე. გაიმეორეთ ყოველ 1,5-3 საათში.
დამატებითი მონაცემები ავადმყოფების სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირებით
პაციენტები თირკმლის|ღვიძლის უკმარისობით
ვინაიდან ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სისტემური აბსორბციის შესაძლებლობის გათვალისწინება.
ვინაიდან ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით შესაძლო სისტემური აბსორბციის გამო.
ბავშვები
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ლორობენი™ ორალური სპრეი გამოიყენება ყელის ანთებით კერაზე. ჩვეულებრივი დოზა - 5 შესხურება. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 1,5-3 საათში დღის განმავლობაში.
6 წლამდე ასაკის ბავშებში არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო ლორობენის™ ორალური სპრეის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, ლორობენი ორალური სპრეი კარგად აიტანება და აქვს ცოტა გვერდითი ეფექტი.
გვერდითი მოქმედების სიხშირე: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100-<1/10); არცთუ ხშირად (>1/1000-<1/100); იშვიათად (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვითად: ალერგიული რეაქციები, მომატებული მგრძნობელობა და ანაფილაქსია.
ენდოკრინული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: ყბაყურა ჯირკვლების დროებით შეშუპება.
ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირად: პირის ღრუში მგრძნობელობის დროებით დაკარგვა.
ხშირად: პირში წვის და ჩხვლეტის შეგრძნება.
სიხშირე უცნობია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა.
სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ
ძალიან იშვიათად: ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი.
სიხშირე უცნობია: გაღიზიანება ყელში, ხველა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ხშირად: პირის ღრუში დაბუჟების შეგრძნება, გულისრევა, ღებინება
სიხშირე უცნობია: პირის ღრუს სიმშრალე.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ძალიან იშვიათად: კანის რეაქციებთან დაკავშირებული გაღიზიანებადობა, ქავილი გამონაყარის თანხლებით, ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი, აშრევება პირის ღრუში. ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ხშირად: გემოს შეგრძნებების შეცვლა, კბილებსა და პირის ღრუს სხვა უბნებზე ლაქების წარმოქმნა; კბილებზე ლაქების წარმოქმნა არ არის მავნებელი და მისი მინიმუმამდე შემცირება შეიძლება პრეპარატის გამოყენებამდე კბილების გახეხვის გზით.
ძალიან იშვიათად: პირის ღრუში სიმშრალის ან წყურვილის შეგრძნება, ტკივილი, პირის ღრუში სიგრილის შეგრძნება.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის გამოყენების წესის გათვალისწინებით დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. დიდი დოზის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ლორობენი™ ორალური სპრეი, თეთრ ფლაკონში. 1 ფლაკონი (30 მლ) და აპლიკატორი გამოყენების ინსტრუქციასთან კომპლექტში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ქლორჰექსიდინ-სეპტი
100მლ №1
ქლორჰექსიდინი
0.05% ხსნარი გარეგანი №1 100მლ
კატეჯელი ლიდოკაინით
(20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ
სალბესანი
Salbesan
15გ კრემი
პანტომეკოლი პლიუსი
30გ №1
ბენეტი ეკო
0.15% სპრეი ორალური ფლაკონი №1 15მლ
ტანტუმ ვერდე
TANTUM VERDE
0.15% 120 მლ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ფლაკონში ამზომი ჭიქით
დერატინ კომპლექსი
DERATIN COMPLEX
საწუწნი ტაბლეტი #30
ტანტუმ ვერდე
TANTUM VERDE
0.15% (0.255მგ/დოზა) 30მლ (176 დოზა) ადგილობრივი გამოყენების დოზირებული სპრეი ფლაკონში გამფრქვევით
ჰასკოსეპტი
0.15% სპრეი ორალური ფლაკონი №1 30გრ
ტრახისანის ტაბლეტი
Trachisan Lozenges
უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20
გერვეტინი
Gervetin Sprey
1,5მგ/მლ 30მლ სპრეი პიტნის გემოთი ყელისა და პირის ღრუსათვის ფლაკონი N1
ჰასკოსეპტი თაფლისა და ლიმონის არომატით
3მგ ტაბლეტი საწუწნი №24
ბენეტი ორალური სპრეი
Benet Oral Spray
0.15% 30მლ ორალური სპრეი მინის ფლაკონში გამფრქვევით
ბეპანთენი
30გ კრემი №1
გერვეტინი
Gervetin
3მგ საწუწნი პასტილა პიტნის არომატით შაქრის გარეშე N20
ბეპანთენი პლუს
კრემი ტუბი №1 30გრ
ორონორმი სპრეი
Oronorm Spray
25 მლ სპრეი
პაფესანი
PAFESAN
(2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1
ეგისეპტი
65გ კაფ TEMP 1 სპრეი №1
ბენზილორი
BENZILOR
5მგ +5მგ საწუწნი ტაბლეტი ფორთოხლის გემოთი №20
გენგიგელი პერიო სავლები
Gengigel Perio Mouthrinse
200 მლ. პირის ღრუს სავლები
გენგიგელი პერიო სპრეი
Gengigel Perio spray
20 მლ. პირის ღრუს სპრეი
გერვეტინი
Gervetin
1,5მგ/გ 100გ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ფლაკონი N1
დეპანტოლი
Depantol
ვაგინალური სუპოზიტორია №10
დეპანტოლი
Depantol
კრემი 30გ ტუბი # 1
დერატინ კომპლექსი მენთოლით
DERATIN COMPLEX
საწუწნი ტაბლეტი #30
ელლადენტი
ELLADENT CARE
სავლები ხსნარი
ელლადენტი გელი
ELLADENT Plus
0,3% გელი
პროსტუროლი
Prosturol
25მგ/25მგ მყარი კაფსულა №30
ტანტუმ ვერდე
TANTUM VERDE
3 მგ საწუწნი აბი ტაბლეტი #200
ტანტუმ ვერდე ფორტე
TANTUM VERDE FORTE
0.30% 15მლ ორალური სპრეი ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით
ტანტუმ როზა
TANTUM ROSA
500 მგ ვაგინალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულები პაკეტი №10
ტანტუმ როზა
TANTUM ROSA
0.1% 140მლ ვაგინალური ხსნარი გამფრქვევი მოწყობილობით პოლიმერული მასალის ბოთლში №5
ფარინგობლოკი
Faringobloc
5მგ + 1,5მგ საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №20
ჰექსიკონი
Hexicon
16მგ ვაგინალური სუპოზიტორია #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.