8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01793 ურეცეპტო

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი

Lidocainе hydrochloridе

2% 2 მლ ამპულა №10

დან2.30 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, 2% 2 მლ ამპულა №10
მოქმედი ნივთიერება
ლიდოკაინი (Lidocaine)
მწარმოებელი
ბიოპოლუსი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ბიოპოლუსი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

1% · 35მლ · №10

  • PSP

    ლიდოკაინი 1% 3.5მლ 10 ამპულა

    0.60 ₾ / ც. × 10

2% · 2მლ · №10

  • GPC ყველაზე იაფი

    ლიდოკაინი ხსნარი საინექციო 2% 2მლ ამპულა #10

    0.23 ₾ / ც. × 10

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ლიდოკაინი ხსნარი საინექციო 2% 2მლ ამპულა #10

    0.23 ₾ / ც. × 10

  • PSP ყველაზე იაფი

    ლიდოკაინი - Lidocaine 2% 2მლ 10 ამპულა

    0.23 ₾ / ც. × 10

2% · 2მლ · №50

  • GPC ყველაზე იაფი

    ლიდოკაინი ხსნარი საინექციო 2% 2მლ ამპულა #50

    0.12 ₾ / ც. × 50

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ლიდოკაინი ხსნარი საინექციო 2% 2მლ ამპულა #50

    0.12 ₾ / ც. × 50

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლიდოკაინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

საინიექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს _ 20 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლიდოკაინი ძლიერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულსა და გამტარს. იგი ბლოკავს ნატრიუმის იონების შეღწევას მიოკარდიუმის უჯრედებში და ამგვარად თრგუნავს იმპულსის წარმომქმნელი ექტოპიური კერების ავტომატიზმს. ამავე დროს გულის გამტარობითი ფუნქცია არ ითრგუნება. ისევე როგორც სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ლიდოკაინი ხელს უწყობს კალიუმის იონების გამოსვლას მიოკარდიუმის უჯრედებიდან და აჩქარებს უჯრედული მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამოკლებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობასა და რეფრაქტერული პერიოდის ეფექტიანობას.

03

ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი, ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიისათვის ქირურგიაში, მეან-გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებისა და ტაქიარითმიის დროს, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში; პარკუჭების ფიბრილაციის დროს.

04

მიღების წესი და დოზირება

ადგილობრივი გამტარი ანესთეზიისათვის შეჰყავთ 5_10 მლ 2% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი. მაქსიმალური დოზაა 10 მლ, რომლის განმეორებითი შეყვანა არ შეიძლება 24 სთ-ის განმავლობაში.
ადგილობრივი ანესთეზიის დროს შესაძლებელია ლიდოკაინის კომბინირება ადრენალინთან: 10 მლ ლიდოკაინის ხსნარს ეხ ტემპორე უმატებენ ადრენალინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარის 1 წვეთს, მაგრამ არა უმეტეს 5 წვეთისა ხსნარის მთელს რაოდენობაზე.
ადგილობრივი ანესთეზიის დროს საჭიროა პრეპარატის სისხლძარღვში შეყვანისაგან თავის არიდება.
ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინი შეჰყავთ ვენაში ან კუნთში.
ლიდოკაინი ვენაში შეჰყავთ ჯერ ნაკადურად 50_100 მგ 3_4 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ წვეთოვნად – საშუალოდ 2 მგ/წთ. ინფუზიის ხანგრზლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობასა და პრეპარატის გამოყენების შედეგებზე. ინფუზიისათვის ლიდოკაინის ხსნარი იხსნება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. დღე-ღამეში შესაყვანი ხსნარის საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1200 მლ-ს. პრეპარატი ასევე შეჰყავთ ჯერ ვენაში ნაკადურად _ 80 მგ და ამავდროულად კუნთში _ 400 მგ. შემდეგ ყოველ 3 სთ-ში კუნთში შეჰყავთ 200_400 მგ.
ბავშვებში ლიდოკაინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება. ბავშვებში ნაკადურად ვენაში შეჰყავთ 1 მგ/კგ სხეულის მასაზე, სიჩქარეა 25_50 მგ/წთ. 5 წთ-ის შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა (შეჯამებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ/კგ-ს). შემდეგ გადადიან ინტრავენურ ინფუზიაზე სიჩქარით 30 მკგ/კგ/წთ. ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4 მგ/კგ.

05

გვერდითი მოვლენები

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილიანობა, ყურებში შუილი, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენებისას), იშვიათად – ეიფორია, დოზის გადაჭარბებისას – დეზორიენტაცია, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა.

06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ, გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენური შოკი, ადამს-სტოქსის სინდრომი, ვოლფ-პარკინსონ-უაითის სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

07

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს

08

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობისას, არტერიული ჰიპოტონიის, თირკმლების მძიმე დაავადებების დროს.

09

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, თავბრუხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ტრემორი, ტონიკურ-კლონური კრუნჩხვები, კომა, კოლაფსი, AV ბლოკადა, ცნს-ის დათრგუნვა, სუნქვის გაჩერება.
მკურნალობა: ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ფილტვების ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებების, ვაზოკონსტრიქტორების (ნორადრენალინი, მეზატონი), ბრადიკარდიის დროს _ ქოლინოლიზური საშუალებების (ატროპინი) დანიშვნა. დიალიზი არაეფექტურია.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლიდოკაინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ლიდოკაინის მოქმედების ეფექტის გაძლიერება. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.
ლიდოკაინისა და ნოვოკაინამიდის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის აგზნება, ჰალუცინაციები.
ინტრავენურად ჰექსენალის ან ნატრიუმის თიოპენტალის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.
ციმეტიდინი ზრდის ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.

11

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15–25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

კატეჯელი ლიდოკაინით, (20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ

კატეჯელი ლიდოკაინით

(20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ

Chlorhexidine + ლიდოკაინი მონტავიტი ფარმ ქარხანა, ავსტრია
დან4.78 ₾
დროპლექსი, 4%+1% 15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1

დროპლექსი

Dropleks

4%+1% 15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1

ლიდოკაინი + Phenazone World Medicine Ophthalmics
დან7.92 ₾
ფენაქსოლი, (40მგ+10მგ)/1მლ წვეთები ყურის ფლაკონი №1 15მლ

ფენაქსოლი

(40მგ+10მგ)/1მლ წვეთები ყურის ფლაკონი №1 15მლ

ლიდოკაინი + Phenazone რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან7.92 ₾
ოტიპაქსი, ყურის წვეთები 16მლ ფლაკონი # 1

ოტიპაქსი

OTIPAX

ყურის წვეთები 16მლ ფლაკონი # 1

ლიდოკაინი + Phenazone ბიოკოდექსი, საფრანგეთი
დან7.93 ₾
ოტომაქს ჯი, 15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში

ოტომაქს ჯი

OTOMAX G

15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში

ლიდოკაინი + Phenazone Rompharm Company, რუმინეთი
დან7.94 ₾
ანაურანი, 25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

ანაურანი

ANAURAN®

25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

ლიდოკაინი + Neomycin + Polymyxin B sulfate Zambon, იტალია
დან15.74 ₾
ტრახისანის ტაბლეტი, უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20

ტრახისანის ტაბლეტი

Trachisan Lozenges

უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20

Chlorhexidine + ლიდოკაინი + ტიროთრიცინი Engelhard Arzneimittel, გერმანია
დან16.14 ₾
სილვერდინ პლუსი, 1% კრემი 1 ტუბი №1

სილვერდინ პლუსი

1% კრემი 1 ტუბი №1

ლიდოკაინი + silver sulfadiazine
დან16.83 ₾
კაინოსტატი, 50მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 50 მლ

კაინოსტატი

50მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 50 მლ

Diethylamine salicylate + ლიდოკაინი
დან16.85 ₾
ნეირაქსინი B, (100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ნეირაქსინი B

Neiraxin B

(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი! + ლიდოკაინი + Pyridoxine + Thiamine HBM PHARMA, სლოვაკეთი
დან17.46 ₾
მემიბელ L, სანთელი ვაგინალური №7

მემიბელ L

სანთელი ვაგინალური №7

ლიდოკაინი + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი ლაბ. ბელინდა, ინდოეთი
დან23.38 ₾
პაფესანი, (2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1

პაფესანი

PAFESAN

(2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1

Chlorhexidine + ლიდოკაინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან26.71 ₾
ანტროლინი, 0,3%+1,5% 30გ რექტალური გამოყენების კრემი ტუბი №1 კანულის თანხლებით

ანტროლინი

Antrolin

0,3%+1,5% 30გ რექტალური გამოყენების კრემი ტუბი №1 კანულის თანხლებით

ლიდოკაინი + ნიფედიპინი New.Fa.Dem. Srl Pharmaceuticals and Chemiccals, იტალია
დან35.66 ₾
ვაგინოვა, ტაბლეტი ვაგინალური №7

ვაგინოვა

ტაბლეტი ვაგინალური №7

ლიდოკაინი + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი დროგსან ილაჩი, თურქეთი
დან41.48 ₾
გინოტრან ფორტე L, 750მგ + 200მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7

გინოტრან ფორტე L

Gynotran Forte L

750მგ + 200მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7

ლიდოკაინი + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი Exeltis İlaç San, თურქეთი
დან42.60 ₾

ემლა

EMLA

(25მგ+25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N5

ლიდოკაინი + Prilocaine Recipharm Karlskoga AB, შვედეთი
დან92.60 ₾
ბაუმე, ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1

ბაუმე

BAUME

ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1

Beclometasone + Chloramphenicol + კლოტრიმაზოლი + ლიდოკაინი ავერსი ფარმა, საქართველო
ურეცეპტო

კალგელი

CALGEL

ღრძილების გელი 3.3მგ+ 1მგ./1გ ტუბი 10გ

Cetylpyridinium chloride + ლიდოკაინი SmithKline group of companies, რუმინეთი
ურეცეპტო
ნო-პეინი, წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

ნო-პეინი

No-Peini

წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

დექსამეტაზონი + ლიდოკაინი + Pyridoxine + Thiamine ევრომედიკალი, საქართველო
Rx · რეცეპტით
სტრეპსილს® პლუსი, ტაბლეტი #24

სტრეპსილს® პლუსი

Strepsils® Plus

ტაბლეტი #24

Amylmetacresol + Dichlorobenzyl alcohol + ლიდოკაინი რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ, დიდი ბრიტანეთი
ურეცეპტო
ჰიდროკორტიზონ რიხტერი, 125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1

ჰიდროკორტიზონ რიხტერი

HYDROCORTISONE RICHTER

125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1

hydrocortisone butyrate + ლიდოკაინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.