მონოგრაფია Nº 01045 ურეცეპტო
დროპლექსი
Dropleks
4%+1% 15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1
დან7.92 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ლიდოკაინი (Lidocaine) Phenazone
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანალგეზიური და ადგილობრივი საანასთეზიო მოქმედების საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
15მლ
-
GPC ყველაზე იაფი
დროპლექსი წვეთები ყურის 15მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗7.94 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დროპლექსი წვეთები ყურის 15მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗7.94 ₾
15მლ · 15მლ
-
PSP
დროპლექსი - Dropleks 15მლ. ყურის წვეთები
ყიდვა ↗7.92 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლიდოკაინი + Phenazone. ჯერ ყველაზე იაფი.
ფენაქსოლი
(40მგ+10მგ)/1მლ წვეთები ყურის ფლაკონი №1 15მლ
ოტიპაქსი
OTIPAX
ყურის წვეთები 16მლ ფლაკონი # 1
ოტომაქს ჯი
OTOMAX G
15მლ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა
ყურის წვეთები, 4%-იანი ფენაზონისა და 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ფენაზონი 35 მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 8.8 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, 96%-იანი ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცერინი.
პრეპარატის ათქ კოდი S02DA30
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყურის დაავადებების სამკურნალო კომბინირებული პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დროპლექსი – კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. ახასიათებს ადგილობრივად ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით: ფენაზონი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
ფენაზონი – ანალგეზიური-ანტიპირექსიული საშუალება, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
ფენაზონისა და ლიდოკაინის კომბინაცია ხელს უწყობს სწრაფ ანესთეზიას და ზრდის მის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას.
ჩვენებები
ადგილობრივად სიმპტომური მკურნალობისა და გაუტკივარებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით):
- მწვავე შუა ოტიტი;
- ოტიტი, როგორც გრიპის გართულების დროს;
- ბაროტრავმით გამოწვეული ოტიტი.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და პირაზოლის წარმოებულების მიმართ;
- დაფის აპკის პერფორაცია;
გვერდითი მოვლენები
ზოგადად პრეპარატი კარგად გადაიტანება.
იშვიათად ვლინდება პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული სიმპტომები.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დროპლექსის 3-4 წვეთს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში 2-3-ჯერ დღეში. გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის ხელით გათბობა, ყურში ცივი სითხის მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით. დროპლექსის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 10 დღეს, რის შემდეგაც საჭიროა დანიშნული თერაპიის კორექცია.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას არ აღინიშნება ურთიერთქმედების უარყოფითი შედეგი ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას, აგრეთვე ანტისეპტიკებთან, ანტიბიოტიკებთან ადგილობრივი და სისტემური გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ დაფის აპკის მთლიანობაში. დაფის აპკის პერფორაციის დროს გამოყენების შემთხვევაში, აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება შეაღწიონ სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებები. პრეპარატ დროპლექსის სხვა ყურის წვეთებთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის 30 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენების მიხედვით, თუ არ არის დაზიანებული დაფის აპკი.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დროპლექსი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
დროპლექსი, ყურის წვეთები, 4%-იანი ფენაზონისა და 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი, გამოდის თეთრ პოლიეთილენის 15 მლ-იან ფლაკონ-საწვეთურში, დახურული პოლიეთილენის თავსახურითა და ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 თვის განმავლობაში!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი
Lidocainе hydrochloridе
2% 2 მლ ამპულა №10
კატეჯელი ლიდოკაინით
(20მგ+0.5მგ)/1გრ გელი მზა შპრიცი ინსტილაციისთვის №1 12.5გრ
ლიდოკაინი დეცე ი/მ ი/ვ
1% ხსნარი საინექციო №10 4მლ
სოლვეკაინი
SOLVECAIN
1% 4მლ საინექციო ხსნარი ამპულა №10
ლიდოკაინი /სოლვეკაინი
1% ხსნარი საინექციო ამპულა №10 3.5მლ
ლიდოკაინი
38გ აეროზოლი 1 აეროზოლი №1
ფუროტალგინი
FUROTALGIN
5მლ ყურის წვეთები. ხსნარი ფლაკონში
ანაურანი
ANAURAN®
25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
ტრახისანის ტაბლეტი
Trachisan Lozenges
უშაქრო საწუწნი ტაბლეტი #20
სილვერდინ პლუსი
1% კრემი 1 ტუბი №1
კაინოსტატი
50მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 50 მლ
კამისტადი
KAMISTAD®
10გ ადგილობრივი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
ნეირაქსინი B
Neiraxin B
(100მგ/100მგ/1მგ/20მგ)/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
მემიბელ L
სანთელი ვაგინალური №7
პაფესანი
PAFESAN
(2მგ+0,5მგ)/მლ 30მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის ლიმონის გემოთი ფლაკონი №1
ანტროლინი
Antrolin
0,3%+1,5% 30გ რექტალური გამოყენების კრემი ტუბი №1 კანულის თანხლებით
ვაგინოვა
ტაბლეტი ვაგინალური №7
გინოტრან ფორტე L
Gynotran Forte L
750მგ + 200მგ + 100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7
ემლა
EMLA
(25მგ+25მგ)/გ 5გ ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N5
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
კალგელი
CALGEL
ღრძილების გელი 3.3მგ+ 1მგ./1გ ტუბი 10გ
ნო-პეინი
No-Peini
წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3
სტრეპსილს® პლუსი
Strepsils® Plus
ტაბლეტი #24
ჰიდროკორტიზონ რიხტერი
HYDROCORTISONE RICHTER
125მგ/5მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზია ფლაკონი №1
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.