მონოგრაფია Nº 02759 ურეცეპტო
ციტრამონი-P
Сitramon-P
1 მგ ტაბლეტი №50
- მოქმედი ნივთიერება
- Acetylsalicylic acid Caffeine პარაცეტამოლი (Paracetamol)
- მწარმოებელი
- ბიოპოლუსი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბიოპოლუსი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Acetylsalicylic acid + Caffeine + პარაცეტამოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ციტრამონი – MFF
CITRAMONUM - MFF
ტაბლეტი №6
ციტრამონი P
CITRAMONUM P
1მგ ტაბლეტი#10
პერინი
PERIN
კაფსულა №50
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავას _ 0.24 გ-ს,
პარაცეტამოლს _ 0.18 გ-ს,
კოფეინს _ 0.03 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: კაკაო, ლიმონმჟავა, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტრამონი-პ _ კომბინირებული პრეპარატია.
აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ხსნის ანთებით გამოწვეულ ტკივილს, ზომიერად თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ანთების კერაში.
პარაცეტამოლს გააჩნია ანალგეზიური, სიცხის დამწევი და სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც დაკავშირებულია მის ზემოქმედებაზე ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და სუსტად გამოხატულ უნარზე მოახდინოს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება პერიფერიულ ქსოვილებში.
კოფეინი ზრდის ზურგის ტვინის რეფლექტორულ აგზნებადობას, ასევე აღაგზნებს სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მარეგულირებელ ცენტრებს, აფართოებს ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებს, ამცირებს ძილიანობას, დაღლილობის შეგრძნებას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. მცირე დოზით კოფეინი პრაქტიკულად არ ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის ნორმალიზებას და სისხლის მიმოქცევის აჩქარებას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას პრეპარატის ყველა კომპონენტი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. კოფეინი ზრდის პარაცეტამოლისა და აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობას. ნაწლავის კედელსა და ღვიძლში აცეტილსალიცილის მჟავას დეაცეტილირების შედეგად წარმოიქმნება სალიცილის მჟავა. ღვიძლის ციტოქრომი Р450-ს იზოფერმენტი CYP1A2 - ს მოქმედებით კოფეინისაგან წარმოქმნება დიმეთილქსანთინები (თეოფილინი, პარაქსანთინი). ყველა კომპონენტების მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში 0.3_1 სთ-ში მიიღწევა.
პლაზმის ალბუმინებს უკავშირდება სალიცილის მჟავას დაახლოებით 80% და პარაცეტამოლის 10_15%. პრეპარატის კომპონენტები კარგად აღწევენ ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და სითხეებში. ტვინის ქსოვილში სალიცილატები მცირე რაოდენობით აღინიშნება, ხოლო პარაცეტამოლისა და კოფეინის კონცენტრაცია _ პლაზმაში არსებული კონცენტრაციის ტოლია. აციდოზის განვითარებისას სალიცილის მჟავა არაიონიზირებულ ფორმაში გადადის და მისი შეღწევადობა ნერვულ ქსოვილში იზრდება. ყველა კომპონენტი გადის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში. პრეპარატის კომპონენტები მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოიყოფა თირკმლებით. პრეპარატის კომპონენტების ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 2_4.5 სთ-ს შეადგენს. ციტრამონი-პ-ს დოზის გაზრდისას აცეტილსალიცილის მჟავას ელიმინაცია სხვა კომპონენტებთან შედარებით შენელებულია 15 სთ-მდე. მწეველებში დაჩქარებულია კოფეინის ელიმინაცია.
ჩვენებები
ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, ართრალგია, მიალგია.
ციების სინდრომი: მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება პერორალურად (ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ) _ 1 ტაბლეტი 4 სთ-ში ერთხელ. ტკივილის სინდრომის დროს _ 1_2 ტაბლეტი. საშუალო სადღეღამისო დოზაა 3_4 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 8 ტაბლეტი. მკურნალობის კურსია არა უმეტეს 7_10 დღია.
პრეპარატი არ გამოიყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც ანალგეზური საშუალება და 3 დღეზე მეტხანს, როგორც სიცხის დამწევი საშუალება (ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე).
გვერდითი მოვლენები
გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, ჰეპატო- და ნეფროტოქსიკურობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ალერგიული რეაქციები, ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა, ბრონქოსპაზმი.
ხანგრძლივი გამოყენებისას _ თავბრუხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, ჰიპოკოაგულაცია, ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან და სხვა), თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რეიეს სინდრომი ბავშვებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, `ასპირინული~ ასთმა, ჰემოფილია, ჰემორაგიული დიათეზი, ჰიპოპროთრომბინემია, პორტული ჰიპერტენზია, K ვიტამინის დეფიციტი, თირკმლის უკმარისობა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, გამოხატური არტერიული ჰიპერტენზია, მძიმედ მიმდინარე გულის იშემიური დაავადება, გლაუკომა, მომატებული აგზნებადობა, ძილის დარღვევა, ქირურგიული ჩარევები სისხლდენით, 15 წლამდე ასაკი (ვირუსული დაავადებების ფონზე ჰიპერთერმიის დროს რეიეს სინდრომის რისკის გამო).
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (I და III ტრიმესტრები) და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში საჭიროა ექიმის წინასწარი ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შესახებ.
ციტრამონი-პ სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების, პოდაგრის დროს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, თავბრუხვევა, ყურებში შუილი, მოქმედების შენელება, ძილიანობა, კოლაფსი, კრუნჩხვები, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, ანურია, სისხლდენა, აციდოზი.
მკურნალობა: მჟავა-ტუტოვანი წონასწორობისა და ელექტროლიტური ბალანსის მუდმივი კონტროლი; ნივთიერებათა ცვლის მდგომარეობიდან გამომდინარე – ნატრიუმის ჰიდროკარბონატის, ნატრიუმის ციტრატის ან ნატრიუმის ლაქტატის შეყვანა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ციტრამონი-პ აძლიერებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, რეზერპინის, სტეროიდული ჰორმონების და ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას.
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, მეტოტრექსატთან ერთდროული დანიშვნისას იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
პრეპარატი ამცირებს სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის, ჰიპოტენზიური საშუალებების, ასევე პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას, რომლებიც ხელს უწყობს შარდმჟავას გამოყოფას.
ბარბიტურატები, რიფამპიცინი, სალიცილამიდი, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები და მიკროსომული ჟანგვის სხვა სტიმულატორები ხელს უწყობენ პარაცეტამოლის ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნას, რომლებიც ღვიძლის ფუნქციაზე მოქმედებს.
მეტოკლოპრამიდი აჩქარებს პარაცეტამოლის შეწოვას.
პარაცეტამოლის მოქმედებით ქლორამფენიკოლის T1/2 5-ჯერ იზრდება.
პარაცეტამოლისა და ეთანოლის ერთდროული მიღება ზრდის ჰემატოტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს.
კოფეინი აჩქარებს ერგოტამინის შეწოვას.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 4 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
პარაცეტამოლი
500მგ ტაბლეტი №20
ასპირინი
500მგ ტაბლეტი №10
გრიპ სტოპი
Grip Stop
500მგ + 65მგ ტაბლეტი №4
ასკოფენი P
ASCOPHENUM P
ტაბლეტი #10
ტრომბო ACC
100მგ ტაბლეტი საღეჭი 100 ტაბლეტი №100
პიროფენი
500მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
კოფეინი
200მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10
კოფეინი ბენზ.ნატრ
0.1 ხსნარი 10 ამპულა №10 1 მლ
პარაცეტამოლი ნორმონი
Paracetamol Normon
500მგ ტაბლეტი №20
დოლარენი
500მგ+50მგ ტაბლეტი №10
პანადოლი
500მგ ტაბლეტი №12
ასპირინი კარდიო
100მგ ტაბლეტი №20
პანადოლი ექსტრა
ტაბლეტი №24
ინფულგანი
10მგ/1მლ ხსნარი საინფუზიო ფლაკონი №1 100მლ
პარა-დენკი 500
Para-Denk 500
500მგ ტაბლეტი #20
ფლუქოლდი
სიროფი ფლაკონი №1 100მლ
სოლპადეინი აქტივი
500მგ+65მგ ტაბლეტი ხსნადი №12
ეფერალგანი
150მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
ანბერი
ANBER
ტაბლეტი #10
ასმადა
75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40
უფსარინი
ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10
ეფექტი ფლუ
Ephact Flu
კაფსულა #10
ეფერალგანი საბავშვო
150მგ სანთელი რექტალური №10
პარაცეტამოლი
120მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 125მლ
პარაცედოლი ბავშვებისთვის
120მგ/5მლ სუსპენზია ორალური №1 120მლ
სპაზმო-აპოტელი
500მგ/10მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20
კარდიოასმაგნე
Kardioasmagne
75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100
ეფერალგანი სანთ
300მგ სუპოზიტორია 10 სუპოზიტორია №10
პანადოლი "ბეიბი"
120მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 100მლ
ბიოფლუ ბეიბი
120მგ/5მლ სიროფი №1 100მლ
ეფერალგანი
30მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 90 მლ
ეფერალგანი შუშხ.ტაბ
500მგ ტაბლეტი შუშხუნა 16 შუშხუნა ტაბლეტი №16
ნორმოგრიპი
Normongrip
(500მგ+10მგ+4მგ) მყარი ჟელატინის კაფსულა №14
ნოვოსალიკი
Novosalic
0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
პირეტიკოლი
PIRETICOL
120მგ/5მლ 150მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1
კარდიოასმაგნე
CARDIOASMAGNE
150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100
ნეოქოლდი
NEOCOLD
7გ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტი #10
ტაილოლფენ ჰოთი
TYLOLFEN HOT
პაკეტი შეფუთვაში #12
კარდიომაგნილი
CARDIOMAGNYL
150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100
ბიოფენი ექსტრა
325მგ+400მგ ტაბლეტი №10
გრიპჰოთი
Griphot™
შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი 12 პაკეტი
ეფექტი ჩაი
EPHACT TEA
პაკეტი #10
ბენლეკი
Benlek
500მგ/38,75მგ/50მგ ტაბლეტი №20
პლუსკარდი
100მგ+40მგ ტაბლეტი №60
ბიოფენი
№10
კოლდრექს მაქსგრიპი
Coldrex MaxGrip
პაკეტი #10
კლოპიდ-ასი
75მგ+75მგ ტაბლეტი №30
პიგასპინი
Pigaspin
კაფსულა №30;
რობაქსისალ კომპუესტო
Robaxisal compuesto
380მგ/300მგ ტაბლეტი №50
იბუტამოლი დუო
500მგ+200მგ ტაბლეტი №20
ტრინომია
Trinomia
100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)
კოპლავიქსი
CoPlavix®
75მგ/100მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
ასაფენი
80მგ ტაბლეტი საღეჭი ქილა №500
აგრეგანი
AGREGAN
75მგ ტაბლეტი #30
აგრეგანი
Agregan
100მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აგრეგანი
Agregan
150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აცეტილსალიცილის მჟავა
Acetylsalicylic Acid
0.5გ ტაბლეტი №10
აცეტილსალიცინის მჟავა
ACETYLSALICYLIC ACID
100მგ ტაბლეტი №1000
ბათაფლუ
Bataflu
15 გ ფხვნილი С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში №10
გრიპალნორმი
Gripalnorm
1000მგ + 4მგ + 10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად საშეტი №10
გრიპომიქსი
GRIPOMIX
10 გ პაკეტი #10 ლიმნის და კენკრის არომატით
დენკალგინ ფეინ რილიფ
DENKALGIN PAIN RELIEF
ტაბლეტი #20
ეფექტი C
EPHACT C
შუშხუნა ტაბლეტი #10
თრომბასპინი®
THROMBASPIN®
- 100მგ ტაბლეტი #20
თრომბობათი
Thrombobat
100 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
თრომბომაგი
TromboMag
150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კალპოლი
CALPOL
120მგ/5მლ 70მლ სუსპენზია ბავშვებისთვის მინის ბოთლში
კარდიო ფორსი
CARDIO FORS
150მგ ტაბლეტი #30
კარდიო ფორსი
CARDIO FORS
75მგ ტაბლეტი #30
კოკლუსედალი პარაცეტამოლი
Coquelusedal PARACETAMOL
რექტალური სანთელი #10
კოკლუსედალი პარაცეტამოლი
Coquelusedal PARACETAMOL
100მგ + 10მგ + 5მგ რექტალური სუპოზიტორია 5-8კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის №10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნით და თაფლით
Coldrex HotRem
პაკეტი #10
მუკოსოფტ კომპლექსი
Mucosoft Complex
500მგ/200მგ ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
ნეოაგრეგანი
NEOAGREGAN
150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოაგრეგანი
NEOAGREGAN
75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოსპირინი + C
NEOSPIRINI + C
400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10
ნოვექსი პარაცეტამოლი
Novex Paracetamol
120მგ/5მლ 120მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მარწყვის გემოთი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
ორვიქოლდი
Orviqold
პაკოლი
PACOL
125მგ/5მლ 100მლ სიროფი
პაკოლი
PACOL
500მგ ტაბლეტი №50
პარა-დენკი 125 სუპოზიტორი
Para-Denk 125 Suppos
125მგ სუპოზიტორია #10
პარა-დენკი 250 სუპოზიტორი
Para-Denk 250 Suppos
250მგ სუპოზიტორია #10
პარალენ გრიპი
PARALEN GRIP CHRIPKA A BOLEST
500მგ/25მგ/5მგ ტაბლეტი #24
პარალენი SUS
PARALEN® SUS
120მგ/5მლ 100მლ სუსპენზია ბავშვებისათვის დოზირებულ პიპეტთან ერთად
პარამოლან C
Paramolan C
500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20
პარაცეტამოლი
Paracetamol
500მგ ტაბლეტი №10
პარაცეტამოლი
Paracetamol
500 მგ ტაბლეტი №10X10
პარაცეტამოლი სოფარმა
PARACETAMOL SOPHARMA
120მგ/5მლ 125მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენტერაფტალატის ფლაკონში
პარაცეტამოლი სოფარმა
PARACETAMOL SOPHARMA
500მგ ტაბლეტი №20
პარდიფენი
Pardifen
125მგ; 250მგ რექტალური სუპოზიტორია №6
პირეტიკოლი
Pireticol
10მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
ტაიქოლდი S
TAICOLD S
125მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
ტაიქოლდი S
TAICOLD S
250მგ რექტალური სუპოზიტორია №12 (2X6)
ტაიქოლდი კიდსი
Taicold Kids
40მგ/მლ 85მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 ამზომ კოვზთან ერთად
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500მგ/2მგ/30მგ პაკეტი #10
ტაიქოლდი®
TAICOLD®
- 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #3, - 500მგ/2მგ/5მგ/30მგ/30მგ კაფსულა #10
ტაიქოლდი®
TAICOLD®
500 მგ/2 მგ/30 მგ 10 პაკეტი
ფლუკასტი
FLUCAST
(120მგ + 50მგ + 1მგ)/5მლ 100 მლ სიროფი
ქოლდრინი
Coldrin
500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ ტაბლეტი №4
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
100მგ რექტალური სუპოზიტორია 3 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის #10
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
250მგ რექტალური სუპოზიტორია 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის #10
ცეფეკონი ® D
CEFEKON ® D
50მგ რექტალური სუპოზიტორია 1-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის #10
ჰერბექსი
HERBEX
ტაბლეტი №20
ჰერბექსი
HERBEX
ასკილის ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
მწვანე ჩაის ექსტრაქტით #10
ჰერბექსი
HERBEX
ჟოლოს ექსტრაქტით #10
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.