მონოგრაფია Nº 00606 ურეცეპტო
კარდიო ფორსი
CARDIO FORS
75მგ ტაბლეტი #30
- მოქმედი ნივთიერება
- Acetylsalicylic acid
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- აცეტილსალიცილის მჟავა და მისი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Acetylsalicylic acid. ჯერ ყველაზე იაფი.
ასპირინი
500მგ ტაბლეტი №10
ტრომბო ACC
100მგ ტაბლეტი საღეჭი 100 ტაბლეტი №100
ასპირინი კარდიო
100მგ ტაბლეტი №20
ასაფენი
80მგ ტაბლეტი საღეჭი ქილა №500
აგრეგანი
AGREGAN
75მგ ტაბლეტი #30
აგრეგანი
Agregan
150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აგრეგანი
Agregan
100მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
აცეტილსალიცილის მჟავა
Acetylsalicylic Acid
0.5გ ტაბლეტი №10
აცეტილსალიცინის მჟავა
ACETYLSALICYLIC ACID
100მგ ტაბლეტი №1000
თრომბასპინი®
THROMBASPIN®
- 100მგ ტაბლეტი #20
თრომბობათი
Thrombobat
100 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
კარდიო ფორსი
CARDIO FORS
150მგ ტაბლეტი #30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მკრთალი მოვარდისფრო-ყავისფერი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები.
შემადგენლობა:
1 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავას - 75 მგ ან 150 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი WINCOAT-WT-N-01256 BROWN: ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, საღებავები - ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), რკინის ოქსიდი წითელი (E 172).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კარდიო ფორსი წარმოადგენს ანტიაგრეგანტულ საშუალებას. აცეტილსალიცილის მჟავა ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევადად ინჰიბირების გზით იწვევს თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვას, რაც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ, აქედან გამომდინარე მცირდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 სთ-ში.
პრეპარატის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 80-85%-ს, დოზის მომატებით პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი 50%-მდე მცირდება.
აცეტილსალიცილის მჟავა განიცდის ნაწილობრივ მეტაბოლიზმს ღვიძლში, ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, როგორც შეუცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
პრეპარატის ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pP-ზე.
ჩვენებები
- არასტაბილური სტენოკარდია;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;
- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
- ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
- თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა, მათ შორის მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვებზე, გულზე ოპერაციის, მათ შორის აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი).
მიღების წესი და დოზირება
კარდიო ფორსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, ან დაიფშვნას) მიიღება ჭამის წინ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-სL დღე-ღამეში, შემდეგ - 75 მგ-ს დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული სისხლდენით განპირობებული);
სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება;
ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მიდრეკილების მქონე პაციენტებში _ ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.
ძირითადად კარდიო ფორსი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ჰემორაგიული დიათეზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, გამწვავების ფაზაში;
მიდრეკილება სისხლდენისადმი, სისხლის შედედების დარღვევა, ჰემოფილია; ნეფროლითიაზი; ასპირინის ტრიადა; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა;
ორსულობა (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები
კარდიო ფორსი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ანამნეზში _ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის (რადგანაც აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება ასთმით დაავადებულ პაციენტებში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენების დროს.
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობაც კი ამცირებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას ორგანიზმიდან, რაც პოდაგრის შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით.
კარდიო ფორსის მაღალი დოზით მიღებისას ვითარდება ჰიპოგლიკემიური ეფექტი, აქედან გამომდინარე პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა, რადგანაც პრეპარატი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა.
მკურნალობა: ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, გააქტივებული ნახშირის მიღება, აუცილებლობისას ტარდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კორექცია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კარდიო ფორსი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, მეტოტრექსატის, ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას.
გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება პრეპარატის ულცეროგენული მოქმედების ალბათობა, იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკი.
გლუკოკორტიკოიდებისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგანაც მკურნალობის დროს სალიცილატების დონე სისხლში დაქვეითებულია, გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კი შესაძლებელია სალიცილატებით დოზის გადაჭარბების განვითარება.
კარდიო ფორსისა და იბუპროფენის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
აცეტილსალიცილის მჟავა აქვეითებს დიურეზული (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი) და ურიკოზული საშუალებების მოქმედებას (ზემოთ აღნიშნული პრეპარატებისა და კარდიო ფორსის კომბინირების აუცილებლობისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 სთ-იანი ინტერვალის დაცვა).
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ციტრამონი – MFF
CITRAMONUM - MFF
ტაბლეტი №6
ციტრამონი P
CITRAMONUM P
1მგ ტაბლეტი#10
ასკოფენი P
ASCOPHENUM P
ტაბლეტი #10
ასმადა
75მგ+15.2მგ ტაბლეტი №40
უფსარინი
ტაბლეტი შუშხუნა 10 შუშხუნა ტაბლეტი №10
კარდიოასმაგნე
Kardioasmagne
75მგ + 15,2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100
ნოვოსალიკი
Novosalic
0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
კარდიოასმაგნე
CARDIOASMAGNE
150მგ + 30.39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30; №100
კარდიომაგნილი
CARDIOMAGNYL
150მგ+30.39მგ ტაბლეტი №30; №100
პლუსკარდი
100მგ+40მგ ტაბლეტი №60
კლოპიდ-ასი
75მგ+75მგ ტაბლეტი №30
პიგასპინი
Pigaspin
კაფსულა №30;
ტრინომია
Trinomia
100მგ/20მგ/2,5მგ კაფსულა №28 (4X7)
კოპლავიქსი
CoPlavix®
75მგ/100მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
დენკალგინ ფეინ რილიფ
DENKALGIN PAIN RELIEF
ტაბლეტი #20
ეფექტი C
EPHACT C
შუშხუნა ტაბლეტი #10
თრომბომაგი
TromboMag
150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოაგრეგანი
NEOAGREGAN
75 მგ/15,2 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოაგრეგანი
NEOAGREGAN
150 მგ/30,39 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ნეოსპირინი + C
NEOSPIRINI + C
400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10
პერინი
PERIN
კაფსულა №50
ციტრამონი-P
Сitramon-P
1 მგ ტაბლეტი №50
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.